შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "17"


18-08-2015, 22:43
ავტორი ჯია
ნანახია 4 656

-ვისთან შეიკერავ კაბას? -ჰკითხა მიამ დაქალს და ყავა წინ დაუდგა.
-არ მინდა შეკერვა, ერთი კაბა მომწონს და გამოვიწერ. . შენ რას აპირებ?
-არც მე მინდა შეკერვა, ვიყიდი რამეს.
-ქორწილების კარგი დიზაინერი გვჭირდება.
-დღეს ლიკასთან გავდივარ და ვკითხავ, მაგან იცის კარგი დიზაინერები. - უპასუხა დაქალს და ვაშლი აიღო დასაჭრელად. -არ გინდა?
-რამდენი ვჭამეთ, ვაშლის თავი აღარ მაქვს. -მუცელზე მოისვა ხელი ნენემ და მძიმედ ამოისუნთქა.
-გეგა და ქეთი ხვალ ჩამოდიან ხომ?
-კი, გვიკადრეს ჩიტებმა. - გაეცინა ნენეს.
-ისე გეგას ისეტი ტიპი ჩანდა, არ მეგონა ვინმე თუ შეუყვარდებოდა.
-ხო, ჩვენ კი არა სანდროსაც უკვრის.
-მეჯვარე ეგ არის თუ დანიელი?
-გეგა იქნება, დანიელმა თვითონ თქვა უარი.
-რატომ?
-არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ნენემ, არადა ორივემ კარგად იცოდა, რომ მიას გამო თქვა უარი დანიმ.

ნენე სანდროსთან გადავიდა, მია კი ლიკასთან წავიდა. ჯერ კიდევ არ უთქვამს, რომ ჩამოვიდა და ცოტა არ იყოს ნამუსმა შეაწუხა. თან ძალიან მოენატრა მშობლები, განსაკუთრებით მამა. გულის სიღრმეში კიდევ ვერ შეეგუა მათ გარეშე ცხოვრებას და სიამოვნებით გადაბარდებოდა ისევ უკან, იქნებ ამდენი შეცდომაც აერიდებინა თავიდან. მაგრამ ახლა რაც არის, არის და ვეღარაფერს შეცვლის. პრინციპში, არც უნდა რამე შეცვალოს.
-სად ხარ?
-მშობლების სანახავად მივდივარ დანი. შენ?
-მე ახლა მოვედი სახლში. საღამოს გეგმები ისევ ძალაშია?
-კი, 9ისთვის ჩვენს სახლთან რომ ბარია იქ დაგელოდები. -პასუხს აღარ დაელიდა ტელეფონი გაუთიშა და მანქანა მშობლების სახლის წინ გააჩერა.
მშობლებთან ვიზიტმა ჩვეულებრივად ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული, მონატრრბულ მშობლებთან მოსიყვარულება და სიახლეების გაცვლა-გამოცვლა.


-უკვე 15 წუთია გიყურებთ და შევამჩნიე, რომ ვისაც ელოდებით არ მოდის. -გაუღიმა ბიჭმა და მის წინ ჩამოჯდა.
-დიახ, იდეაში პაემანი მქონდა. -გაუღიმა წინ მჯდომ ბიჭს.
-თქვენი სახელი?
-ჯოანა.
-მე ალექსი.
-სასიამოვნოა, ალექს. დალევთ? -ღვინის ბოთლს დასწვდა და ჭიქაში ჩამოასხა.
-სიამოვნებით. -გაუღიმა ბიჭმა და ჭიქა ხელში აიღო. -ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს და იმ ბიჭს პაემანზე, რომ არ მოვიდა.
გოგონამ გაუღიმა და სასმელი მოსვა.
კარგი საღამო გაატარეს, აღმოჩნდა რომ ჯოანას ქმარი ყავდა, რომელიც მივლინებაში იყო. ალექსი კი დროებით იყო ჩამოსული საქართბელოში. საბოლოოდ კი სასტუმრო მოხსნეს და ვნებიანი ღამე გაატერს ერთად.

ასე გავიდა ერთი თვე, იდეალური ქორწილი დაგეგმეს გოგოებმა, საღამოობით კი მია დანიელთან ერთად თამაშობდა. ხან ფილმის გმირები იყვნენ, ხან წიგნის პერსონაჟები. საინტერესო და მხიარული, რომანტიკით და სიგიჟით სავსე ერთი თვე გამოუვიდათ, წვიმიანი ღამეებიც არ გამოუტოვებიათ სეირნობის გარეშე. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული.. დღეს 29 ნოემბერია, ხვალ საბა ჩამოდის, ზეგ კი უკვე ქორწილია და შემდეგ ისევ ამერიკაში.

-ხვალ დილით უნდა წახვიდე, საბა ჩამოდის. -უთხრა დანიელს მიამ და თავი გულზე დაადო.
-როდის უნდა უთხრა? -თმებზე დაუწყო თამაში გოგონას.
-რა უნდა ვუთხრა? -თავი წამოყო გაკვირვებულმა მიამ.
-რომ მე გიყვარვარ და შორდები. -საწოლზე წამოჯდა დანი.
-არაფრის თქმას არ ვაპირებ. ჩვენ მხოლოდ ერთ თვეზე შევთანხმდით.

-რა თქვი? -გაცხარებული წამოხტა დანი საწოლიდან.
-დანიელ, საბასთან დაშორებას არ ვაპირებ. ახლა რთული პერიოდი აქვს და ვჭირდები. ერთად ვაგვარებთ მისი სამსახურის პრობლემებს და შუა გზაში ვერ მივატოვებ.
-მეხუმრები ხომ?
-ვერ ვხვდები რას ითხოვ.
-რას ნიშნავს რას ვითხოვ? ჩემს გრძნობებზე თამაშობდი?
-დანიელ, ნუ იქცევი ისტერიჩკა გოგოსავით.
-მია, ეს ყველაფერი შენთვის მხოლოდ გართობა იყო? დავიჯერო არაფერს გრძნობ? ასე გაერთე და ახლა მომისვრი როგორც უსარგებლო სათამაშოს? - გოგონას თვალებში ჩააშტერდა და პასუხს დაელოდა.
მია ხმას არ იღებდა, უყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა. მართალია, სასტიკად ექცევა, მაგრამ საბას ვერ მიატოვებს.. ჯობია ყველაფერი ასე მოხდეს, ვიღაც ერთი უნდა დარჩეს წაგებული, ამ თამაშში ყველა გამარჯვებული ვერ იქნება.
-არაფერს მეტყვი?
-დანი, გამიგე გთხოვ.
-არა, არ მესმის. -უთხრა დანიმ და ჩაცმა დაიწყო.
-სად მიდიხარ?
-სახლში, ნივთების წასაღებად, აეროპორტში რომ წახვალ მაშინ გამოვალ. შენი დანახვაც არ მინდა. -უთხრა დანიმ და გაცევხლებული გავარდა სახლიდან.
მია საწოლზე მოწყვეტით დაეცა და ბალიში თავზე დაიმხო, საშინლად რთული აღმოჩნდა ასე მოქცევა, მაგრამ თავიდანვე ასე დაგეგმა და დანიელთან ყოფნა არც უფიქრია. არ უყვარს? კი, ძალიან უყვარს, მაგრამ საბაც რომ უყვარს რა ქნას. საბა მთელი მისი ცხოვრების ნაწილია, არ შეუძლია, ვერ დათმობს.

-ჩემი პატარა გოგო. -გულში თბილად ჩაიკრა გოგონა საბამ და მისი სურნელი შეისუნთქა.
მიამ არაფერი უთხრა, უბრალოდ მაგრად მოხვია ხელები და თავი კისერში ჩარგო. აი, ისიც! დანაშაულის გრძნობა და სინდისის ქენჯნა, რომელიც იცოდა, რომ ადრე თუ გვიან შეაწუხებდა. თვალებშიც ვერ უყურებდა წესიერად, სახლამდე უხმოდ იმგზავრეს.
-რა გჭირს? არ გაგეხარდა, რომ ჩამოვედი? - ჰკითხა გოგონას და ჩემოდნები შემოსასვლელში მიაწყო.
-რა თქმა უნდა, გამეხარდა. უბრალოდ ძალიან დაღლილი ვარ და ცოტა თავიც მტკივა.
-წარმომიდგენია, როგორ ემზადებოდით ქორწილისთვის. -გაეღიმა საბას და გოგონას წელზე ხელები მოხვია.
-ხო, საგიჟეთი გვქონდა.
საბამ სახესთან სახე მიუახლოვა და ტუჩებში ნაზად აკოცა, შემდეგ კისრისკენ წავიდა და ხელები მაისურში შეუცურა.
-არ შემიძლია, საბა. -სასოწარკვეთილმა ამოიკვნესა მიამ და ბიჭისგან თავი დაიხსნა.
-რა დაგემართა? -გაოცდა ბიჭი.
-არაფერი, უბრალოდ ძალიან მტკივა თავი და საშინლად მეძინება. თან ხვალ ქორწილია და ადრე დავიძინოთ რა, დასვენება მჭირდება. -შეევედრა გოგონა და საძინებლისკენ წავიდა.
-კარგი, როგორც იტყვი. ვიბანავებ და მოგიწვები. -მიაძახა ოთახში შესულ გოგონას და აბაზანისკენ გაემართა.

------------
სიტყვებს ვეღარ ვარჩევ როგორ გადაგიხადოთ მადლობა, თქვენი სითბოსთვის და სიყვარულისთვის!
ძალიან მახარებთ და ძალიან მიყვარხართ!



№1  offline წევრი მთვარეული

ძალიან კარგი იყო,მაგრამ ცოტა.
არ გაბედო და საბა და მია ერთად არ დატოვო თორემ არ გაპატიებ :დ

 


№2  offline მოდერი ჯია

მთვარეული
ძალიან კარგი იყო,მაგრამ ცოტა.
არ გაბედო და საბა და მია ერთად არ დატოვო თორემ არ გაპატიებ :დ

ხვალ გპირდები დიდ თავს და ძალიააან საინტერესოს :დ :**

 


№3  offline წევრი tamuna.s

დანი ძაან მეცოდება ამას არ იმსახურებს :(

 


№4  offline მოდერი ჯია

tamuna lobjaidze
დანი ძაან მეცოდება ამას არ იმსახურებს :(


ხო ცუდი გოგოა მია fellow

 


№5  offline წევრი იასამანი

უფ ეს რა იყოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent