შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "18"


19-08-2015, 03:20
ავტორი ჯია
ნანახია 4 740

-ჩემი დედოფალი როგორ გრძნობს თავს? -გადაეხვია ნენეს, სახლში შესვლისთანავე.
-ცოტას ვღელავ. -შეიშმუშნა გოგონა.
-რატომ? პირველი ღამის გეშინია? -გადაიკისკისა მიამ.
-ხო, ვკანკალებ ქალიშვილი გოგოსავით. - გაეცინა ნენესაც.
-რომელზე მოდიან ვიზაჟისტი და სტილისტი?
-10წუთში წესით აქ უნდა იყვნენ. -საათს დახედა ნენემ.

დაიწყო სამზადისი, ნენეს მღელვარება მიასაც გადაედო, არადა პირიქით ცდილობდა დაეწყნარებინა. ძალიან უნდოდათ ყველაფერი ისე ჩავლილიყო, როგორც დაგეგმეს. თან ისიც ემატებოდა, რომ დღეს ნენეს მშობლებიც ჩამოდიოდნენ ლონდონიდან და როგორ მოეწონებოდათ სიძე არავინ იცოდა.
-ყველაზე ლამაზი პატარძალი ხარ! -აღფრთოვანებული უყურებდა მია დაქალს.
-შენ კიდევ ყველაზე ლამაზი მეჯვარე!
-ჩაგეხუტებოდი, მაგრამ არ მინდა რამე გაგიფუჭო. -გაეცინათ გოგოებს.
-დედას ანგელოზო, რა ლამაზი ხარ. -ამ დროს ოთახში ნენეს მშობლები შემოვიდნენ, გოგონამ მათთან მიირბინა და ორივეს გადაეხვია.
-როგორ გამეხარდა, რომ ჩამოხვედით. -ცრემლები მოადგა თვალებზე.
-მაკიაჟი არ გაიფუჭო. -გაეღიმა ლანას და თვალებთან თითი ოდნავ გადაუტარა.
-ერთადერთი ქალიშვილი გვითხოვდება და როგორ იფიქრე, რომ არ ჩამოვიდოდით. -კიდევ ერთხელ გადაეხვია გოგა ნენეს.
შემდეგ მიასაც მოესიყვარულეს, ისინი მას მეორე ქალიშვილად თვლიდნენ, როგორც ლიკა და ლევანი ნენეს. უკვე პირველი სრულდებოდა, სანდროს მოსვლის დროც ახლოვდებოდა. ნენე სულ უფრო და უფრო ღელავდა.
-რომ არ მოვეწონო? -გადაუჩურჩულა ხმის კანკალით მიას.
-ჯერ ერთი ულამაზესი ხარ, მერე კიდევ ისეთი ლამაზი ხარ და თან ისე უყვარხარ, სულ რომ ტომარა ჩამოიმხო მაინც მოეწონები. -დაამშვიდა დაქალი.
კარების ხმა გაისმა, ბიჭები მოვიდნენ. ნენემ მიას ხელი მაგრად ჩაკიდა და მთელი ძალით მოუჭირა. პირველი სანდრო შემოვიდა და ნენეს დანახვისას გაშეშდა, ზუსტად იგივე რეაქცია ჰქონდა, როგორც პირველი შეხვედრისას. მაგრამ ამჯერად გაათმაგებული გრძნობებით, ლამის ტირილი დაიწყო ამხელა ბიჭმა. ნელა მიუახლოვდა და წელზე ხელები მოხვია.
-ულამაზესი ხარ. -ყურში ჩასჩურჩულა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.

ჯვარი მცხეთაში დაიწერეს, ლანას და გოგას ძალიან მოეწონათ სანდრო და აღფრთოვანებასაც ვერ მალავდნენ ამ ულამაზესი წყვილის დანახვისას. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა.. ერთადერთი რაც გულს უღრნიდა მიას დანიელის მტკივნეული და ხანდახან დაჟინებული მზერა იყო. საბას გვერდით დგომაც ეუხერხულებოდა და სულ ცდილობდა ნენეს არ მოშორებულიყო, კიდევ კარგი მეჯვარეა. ჯვრისწერის შემდეგ მცხეთაში ბევრი ლამაზი ადგილი მოინახულეს, ბევრი ფოტოც გადაიღეს და რესტორნისკენ გაემართნენ.
მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერი იყო, გოგონებმა გადაწყვიტეს ტერასაზე გაშლილიყო პატარ-პატარა მაგიდები. სივრცე, რა თქმა უნდა, სიცივე გაუმტარი გამჭირვალე ტენტით იყო შემორაგული, რომ სიცივეს არავინ შეეწუხებინა, მაგრამ ხედის სილამაზეც არ დაკარგულიყო. თვითონ ტერასაც ულამაზესი იყო, ბევრი უშრომიათ გოგონებს დიზაინერებთან ერთად. იდეალური იყო ყველაფერი, რესტორანში შესვლა, თავისი კონფეტებით, პირველი ცეკვა თეთრი ვარდის ფურცლების წვიმაში და მოკლედ, ყველაფერი, ყველაფერი.
უკვე ყველა შემთვრალი იყო, ძალიან კარგად ერთობოდნენ, ყველა ცეკვავდა. ნენეც კი, რომელსაც დიდი და მოუხერხებელი კაბა ეცვა, არც ერთი სიმღერა არ გამოუტოვებია ცეკვის გარეშე. მია და საბაც ცეკვავდნენ, მაგრამ ხშირად ცდილობდა თავი აერიდებინა, უფრო მეტად იჯდა დედოფლის მაგიდასთან და სვამდა.
-ერთი ცეკვა არ დავიმსახურე? -მოულოდნელად უკნიდან მოესმა დანის ხმა.
მიამ პასუხი არ გასცა, ვისკის ბოთლს დასწვდა, ჭიქა გაავსო, ნერვიულად მიიყუდა და ბოლომდე ჩაცალა.
-ნუ სვამ ამდენს. -გვერდით მიუჯდა დანი და ჭიქა ააცალა. -გთხოვ,მხოლოდ ერთხელ მეცეკვე.
-საბა არის აქ, არ შემიძლია. -ძლივს ამოილუღლიღა მიამ.
-ცეკვას გთხოვ, სხვას ხომ არაფერს. - უთხრა დანიმ, რაზეც მიას განრისხებული მზერა დაიმსახურა. -ნუ მიყურებ ეგრე და ნუ მახვეწებ ამდენს. ადექი. -ხელი გაუწოდა გოგონას, მიამ ცოტახანი იყოყმანა და ბოლოს მაინც დათანხმა, ხელი ჩაკიდა და საცეკვაო სცენისკენ გაემართნენ. როგორც კი მივიდნენ, უცებ მიმდინარე მუსიკა გაწყდა და Guns N’ Roses – November Rain დაიწყო, მიამ აცრემლებულმა გახედა ბიჭს. დანიმ ანიშნა, რომ დაწყნარებულიყო და წელზე ხელი მოხვია..

-ვერასოდეს დავივიწყებ ამ ნოემბერს, ვერასოდეს დაგივიწყებ შენ.. არ მინდა, რომ წახვიდე. ეგრე ნუ მომექცევი, გთხოვ. -ცეკვის დროს ეჩურჩულებოდა დანი.
-არ შემიძლიან, უნდა წავიდე. -დანიმ აღარაფერი უთხრა, ისევ ცეკვავდნენ ამჯერად ჩუმად. - იმედია, ოდესმე მაპატიებ. -სიმღერის ბოლოს უთხრა მიამ, ცრემლებს ვეღარ იკავებდა, ამიტომ სწრაფი ნაბიჯებით საპირფარეშოსკენ გაემართა. სასწრაფოდ მოხია ხელსახოცი და თვალების ირგვლივ შემოიტარა, რომ ცრემლები არ ჩამოვარდნოდა და ტუშით ან ფანქრით არ დასვროდა ლოყები, არც ის უნდოდა საბას შეემჩნია, რომ იტირა. სარკეში უყურებდა მის ანარეკლს და მთელი არსებით უნდოდა ის სარკე ჩამოეფშვნა, სძულდა თავისი თავი სძულდა, ყველაფრისთვის რაც გააკეთა. ცოტახანში ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და მოჩვენებითი სიმშვიდით ტერასაზე გააბიჯა.
-სად იყავი? გეძებდი. -საბა შეეჩეხა გასვლისთანავე.
-საპირფარეშოში თავს ვიწესრიგებდი. -იძულებით გაუღიმა შეყვარებულს.
-ხომ კარგად ხარ? ფერი არ გადევს სახეზე. -აღელვებას ვერ მალავდა ბიჭი.
-ოდნავ თავი მტკივა, მაგრამ არაუშავს.
-გინდა წავიდეთ? ისედაც გვიანია უკვე.
-არა, ცოტახანი ვიყოთ. არ მინდა ნენეს ვაწყენინო..
-კარგი, პატარა. -უთხრა საბამ და შუბლზე აკოცა.
ეს საბაც ისეთი შეცვლილია რაც შერიგდნენ, რამდენიც არ უნდა ეძებო მიასთან მიმართებაში მინუსს ვეღარ უპოვი, რაც უფრო მეტად აწუხებდა მიას სინდისს. ცოტახანში ხალხმა დაშლა დაიწყო, უკვე 3 საათი იყო დაწყებული. მია და საბა ახალ შექმნილ ოჯახთან მივიდნენ.
-არ მითხრა რომ მიდიხართ? -მოიღუშა ნენე.
-ხო გვიანია, დილით ფრენა გვაქვს. თქვენ ის დროა უკვე იპარებოდეთ აქედან. -სევდიანად, მაგრამ მაინც გაეცინა მიას და საყვარელ დაქალს გადაეხვია. -ძალიან მომენატრები!
-მეც, ჩემო გადარეულო. -კიდევ უფრო ძლიერად მოხვია ხელები ნენემ.

-ამ ბოლო დროს ხშირი თავის ტკივილები გაქვს, მია, როგორც კი ჩავალთ ექიმთან მივიდეთ. -საწოლში შეწვა სანდროც და მიას ზურგზე მიეკრო.
-კარგი რა, საბუ. არაფერია, გამივლის.
-აუცილებლად გადაიღებ თავს და ეს თემა განხილვას აღარ ექვემდებარება. - უთხრა მკაცრად, თუმცა წამშივე მოლბა, კისერში აკოცა და ტკბილი ძილი უსურვა გოგონას.

-მია, რა გემართება ამ ბოლო დროს? 1 კვირაზე მეტია საჭმელი არ გიჭამია, წონაშიც საგრძნობლად მოიკელი. სულ უხასიათოდ ხარ, ღამით კოშმარები გაწუხებს, ცრემლიანი გეღვიძება. რამე გაწუხებს და არ მეუბნები? -მოსვენებას ვეღარ პოულობდა საბა, რაც ამერიკაში ჩამოვდინენ ასეთ დღეში იყო მია.
-ალბათ ისევ საქართველოდან წამოსვლის გამო სტრესი მაქვს, ნუ ღელავ, მალე გადამივლის. -ბიჭის დამშვიდება სცადა მიამ.
-არა, მია, არ არის სტრესის ბრალი. პირველად, რომ ჩამოხვედი მაშინ ყველაფერი მშვიდად გადაიტანე, ახლა კი არ ვიცი რა გემართება. ექიმთან რატომ არ მომყვები?
-არაფერი მჭირს და იმიტომ.
-ვგრძნობ რომ რაღაც გჭირს, პატარა. ხომ გიყურებ არა? თავის ტკივილები ისევ გაქვს? -მიუახლოვდა გოგონას და მისი თავი ხელებში მოიკალათა.
-არა. -უპასუხა და თავი აარიდა ბიჭს.
-ამ ყველაფერთან ერთად წამითაც აღარ მიკარებ, მია. - უკვე ხმა გაუმკაცრდა საბას.
-საბა, გთხოვ, არ მინდა არაფერზე საუბარი. უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება. -უთხრა და ოთახში გავიდა.

კიდევ ერთი კვირა გრძელდებოდა მსგავსი სიტუაცია, ახლა მია საერთოდ ხმასაც არ სცემდა საბას. თავის თავთან ჩაიკეტა, ჭამით ისევ ვერაფერს ჭამდა, ერთ-ორ ლუკმას თუ დაეძალებოდა, ისიც იმიტომ რომ სადმე არ წაქცეულიყო. ძალიან დასუსტდა, ამდენი ტირილისგან თვალები სულ დასიებული ჰქონდა. გარეთ საერთოდ აღარ გადიოდა. სულ ოთახში იჯდა და წიგნებს კითხულობდა, მხოლოდ კითხვის დროს შეეძლო რეალობიდან გაქცევა და ყველაფრის დავიწყება. ღამით კი სიზმრები არ ასვენებდნენ, სულ ესიზმრებოდა როგორ იდგა დანის და საბას წინ და არჩევანს აკეთებდა, როგორი ტკივილით სავსე თვალებით უყურებდა ორივე და როგორ უჭირდა რომელიმეს დათმობა. ერთ დილას კი გადაწყვეტილება მიიღო....
-საბა, უნდა ვილაპარაკოთ.. - უთხრა მიამ, როგორც კი საძინებლიდან გამოვიდა ბიჭი, ის ჩუმად მიუახლოვდა და მაგიდასთან მიუჯდა და გამომცდელი მზერით გახედა გოგონას.
-მე, მე .. ჩვენ ასე ვეღარ გავაგრძელებთ. -ამოიბლუკუნა მიამ.
-მია, პირდაპირ მითხარი. არ უნდა მიდებ-მოდება. - გაყინული მზერით უთხრა საბამ.
-უნდა დავშორდეთ. -გოგონამ სწრაფად ამოსთქვა და თავი დახარა.
-აღარ გიყვარვარ ხო?
-არა, ეგ არაფერ შუაშია. მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია შენთან ყოფნა, იმის ახსნაც არ შემიძლია რატომ.. უბრალოდ ტყუილად გტანჯავ და ჯობია, დავშორდეთ.
-არ მესმის, მია.
-არაუშავს, საბუ. ახალი ცხოვრება დაიწყე და ბედნიერი იყავი, გთხოვ. -აცრემლებულმა ახედა მიამ და ლოყაზე ხელი მოუსვა.
-საქართველოში ბრუნდები? -ჰკითხა სასოწარკვეთილი ხმით საბამ.
-ხო, 2 საათშია ფრენა და უკვე უნდა წავიდე. -ფეხზე წამოდგა მია, საბა კარებამდე მიჰყვა. გასვლის წინ მოტრიალდა გოგონა და საბას ძლიერად ჩაეხუტა. -დამპირდი, რომ ბედნიერი იქნები. -უჩურჩულა ყურში.
-შევეცდები..-უპასუხა, თავი გოგონას კისერში ჩარგო და ძლიერად მიიკრა გულზე.

----------
წინა თავი ისეთი პატარა იყო, გული დაგწყვიტეთ.. ხოდა ჩემმა გულმა ვერ გაუძლო, ავდექი და დავწერე. იმედია დანაშაული გამოვისყიდე :)



№1  offline წევრი სესილია

კარგი იყოო, ველოდები შემდეგ თაავს feel

 


№2  offline მოდერი ჯია

სესილია
კარგი იყოო, ველოდები შემდეგ თაავს feel

მადლობა ❤️

 


№3  offline წევრი ana_180814

velodevi shemdeg tavs kargi iyoo❤❤

velodebi shemdeg tav umagredi oyoo❤❤❤❤❤

 


№4  offline მოდერი ჯია

ana_180814
velodevi shemdeg tavs kargi iyoo❤❤

velodebi shemdeg tav umagredi oyoo❤❤❤❤❤


მადლობა love

 


№5  offline წევრი მთვარეული

როგორ გამიხარდა ახალი თვაი რომ ვგნახე ^_^ და ორმაგად გამიხარდა მიას და საბას ამბავი :დ
ვიცი ბოროტი ვარ მგრამ მია საბასთვის არ მემეტება :დ :დ

 


№6  offline მოდერი ჯია

მთვარეული
როგორ გამიხარდა ახალი თვაი რომ ვგნახე ^_^ და ორმაგად გამიხარდა მიას და საბას ამბავი :დ
ვიცი ბოროტი ვარ მგრამ მია საბასთვის არ მემეტება :დ :დ


აჰაჰააა :დდდდ არავის არ უყვარს საბა :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent