ნოემბრის წვიმა. "19"
სანდრო და ნენე დღეს დაბრუნდნენ ორ კვირიანი საქორწილო მოგზაურობიდან. სანდრო ნენესთან გადავიდა, რადგან მარტო ცხოვრება ურჩევნოდათ. გეგა კი წუწუნებდა წამართვი ძმაკაციო, მაგრამ ვერაფერს გახდა. რაც შეეხება გეგას, ძალიან შეცვალა სიყვარულმა, პირველი მექალთანე იყო და ახლა სხვა ქალისკრნ გახედვაც არ უნდა. მისი სამყარო ქეთათი იწყება და ქეთათი მთავრდება. არავის ეგონა ასეთი ერთგული თუ გახდებოდა, ნენე და სანდრო დღემდე ხუმრობენ ჯადო გაუკეთა ქეთამო. ასე რომ, მითი მექალთანის ბოლო მარტოობაო, შეიძლება ითქვას, რომ დამსხვრეულია. -მიას ველაპარაკე, რაღაც ჭირს და ვერ ვხვდები რა. -სანდროს გვერდით დაჯდა დივანზე ნენე და ფეხები მუხლებზე გადაადო. -საბასთან ხომ არ იჩხუბა? -არა, საბამ რაც ჩამოვედით ასე არის, უკვე ხმასაც აღარ მცემსო. -კარგი არ ინერვიულო, გადაუვლის. -სან, მიამ არასდროს არ იცის თავის თავთან ჩაკეტვა. მთელი ცხოვრება მიზიარებდა თავის განცდებს, ახლა კი 2 სიტყვასაც არ მეუბნება გადაბმულად. -ცოტა დრო მიეცი და გადაგიშლის გულს. -შუბლზე აკოცა ცოლს სანდრომ და გულზე მიიკრა. -იმედია. -ამოიქვნეშა ნენემ და ბიჭის მაისურზე დაიწყო თამაში.-დანიელი რას შვება? -მია არ ვიცი და ეგ ნაღდად გაგიჟდა, გეგამ მითხრა ყოველდღე სხვადასხვა გოგოსთან არისო, 5 წუთით შემოირბენს 2 დღეში ერთხელ და მერე ისევ ქრებაო. -არ გავს დანიელის საქციელებს, ადრე მექალთანე იყო? -გაუკვირდა გოგონას. -არა, ეგეთი დანიელი ნაღდად არ მახსოვს. ხვალ აუცილებლად ვნახავ. -რაღაც ეჭვები მაქვს. -ახედა ნენემ ქმარს. -არ მომწონს მე შენი ეჭვები, სულ მართლდება. -გაეცინა სანდროს. -ამჯერად რა არის? -რაღაც მოხდა მიას და დანიელს შორის. -რამე რომ მიმხდარიყო მია აქ იქნებოდა და არა საბასთან. -არა, რაღაც ცუდი. შეიძლება ვცდები, მაგრამ გული ახლა ამას მიგრძნობს. -იმას არ გიგრძნობს გული, რომ შენი ქმარი ახლა შეჭმას გიპირებს? -წარბები აუთამაშა ცოლს და ტუჩებში ვნებიანად აკოცა. სანდრო დიდ ხანს აკაკუნებდა დანიელის სახლის კარებზე, ბოლოს როგორც იქნა დანიელის მაისურში გამოწყობილმა ვიღაც ქერა გოგომ გაუღო და სახლში შეუშვა. -დანიელს ძინავს. -გაუღიმა გოგონამ. -არაუშავს, გავაღვიძებ. -სანდრო პირდაპირ საძინებლისკენ გაემართა, დანიელის გვერდით კიდევ მეორე გოგონას ეძინა. სანდრომ მის უკან მდგარ ქერა გოგონას გადახედა, რომელმაც უხერხულად აიჩეჩა მხრები. -დანიელ, გაიღვიძე. - მიუახლოვდა ძმაკაცს და შეანჯღრია. დანიმ ბეჭი აუქნია და გვერდი იცვალა. -დანიელ! -ხმას აუწია სანდრომ და კიდევ უფრო ძლიერად დაეჯაჯგურა ბიჭს. -ხო, ვდგები. -ამოიწუწუნა დანიმ და ცალი თვალი გაახილა. -ოოჰ, ცოლიანი კაციც ჩამოსულა. -გაუცინა ძმაკაცს, ბალიშიდან თავაუწევლად. -ადექი მალე, საქმე მაქვს. - მკაცრი ხმით უთხრა სანდრომ და მისაღებში გავიდა, ქერაც მას გაყვა. -ყავას დალევ? - ჰკითხა გოგონამ. -კი. -არ ვიცი სად რა უდევს, მოიცა ვნახო. -სამზარეულოსკენ გაემართა, მაგრამ ამ დროს დანი გამოვიდა საძინებლიდან. -გააღვიძე ეს მეორე, ჩაიცვით და წადით. -მიმართხა გოგონას და თვითონ აბაზანაში შევიდა. ქერა ცოტახანი გაოცებული იდგა, დანიელის ასეთი უხეში მიმართვის გამო, შემდეგ კი ჩუმად გაემართა საძინებელში. გოგონები წავიდნენ, დანიც მოწესრიგდა და სანდროს წინ ჩამოჯდა. -გოგოებს როდის მერე ექცევი ასე უპატივცემულოდ? -გაკვირვებული და სიბრაზე ნარევი ხმით ჰკითხა სანდრომ. -სახელებიც კი არ მახსოვს მათი, გუშინ გავიცანი. - მხრები აიჩეჩა დანიმ. -რა მნიშვნელობა აქვს, ქალი ქალია. მე უნდა გასწავლიდე ამას? - სიბრაზეს ვეღარ ფარავდა სანდრო, დანიელი კი თვალებში უყურებდა და ჩუმად იჯდა. - რამე შეიცვალა და არ ვიცი? -ცოტა მოულბა ტონი სანდროს. -უბრალოდ მივხვდი, რომ ქალს თბილად არ უნდა მოექცე, თორემ შემდეგ ამით სარგებლობენ. - მტკიცედ განუცხადა ძმაკაც და ფეხზე წამოდგა. -ნათიას გამო ხარ ასე? -არა, ნათია არაფერ შუაშია. -აბა რა მოხდა? -არაფერი, სანდრო. უბრალოდ იზრდები და ხვდები. -შენს საქციელს მე გაზრდას ვერ დავარქმევ, დანიელ. ცოტა აზრზე მოდი. არ მინდა თავი მოგაბეზრო ჩემი რჩევა-დარიგებებით, მაგრამ ისიც არ მომწონს 18 წლის გზა აცდენილი ბიჭივით, რომ იქცევი. ყველაზე სამაგალითო იყავი ჩვენს საძმაკაცოში, და ახლა? -ახლა გადავწყვიტე, რომ ცხოვრებით დავტკბე. -ცუდი გზა აგირჩევია ტკბობისთვის, დანიელ. -სანდრო, აზრი არ აქვს ახლა ამ თემის განხილვას. ასე ცხოვრება მომწონს. -შენი გადასაწყვეტია, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ შენი საქციელები არ მომწონს, ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები და თავის დაღუპვის უფლებას არ მოგცემ. -ვიცი, სანდრო. -გაუღიმა ძმაკაცს და თბილად გადაეხვია. -გამოდი, როცა მოახერხებ. ნენესაც მოენატრე. - ნენეს ხსენებაზე ოდნავ სახე მოეღუშა დანის, რადგან ეგრევე მია ახსენდებოდა, თუმცა რას იზამდა. მისი ძმაკაცის ცოლია და მთელი ცხოვრება თავს ვერ აარიდებდა. -კვირის ბოლოს გამოვალ, გპირდები. -უთხრა და შეეცადა გაეღიმა სანდროსთვის. სანდროს წასვლის შემდეგ, დანი მართლა დაფიქრდა თავის ცხოვრებაზე და გადაწყვიტა, რომ ასე გაგრძელება სისულელე იქნებოდა მისი მხრიდან. როგორც ჩანს, ზეგავლენა მოახდინა სანდროს თვალებში დანახულმა იმედგაცრუებამ მის მიმართ. საძინებელში გავიდა და პატარა ჩემოდანში საჭირო ნივეთების ჩალაგება დაიწყო. ახლა ქალაქიდან გასვლა ყველაზე მეტად ჭირდებოდა. მოწესრიგდა და გეზი წყნეთისკენ აიღო. -იცი რა გემრიელობები გაგიკეთე? -შეეგება ქმარს ნენე. -სადარბაზოდან ვიგრძენი სუნი. -გაუღიმა სანდრომ და ხელები წელზე მოხვია. -რა ქენი ელაპარაკე? -კი, მაგრამ მგონი აზრი არ ქონდა. წამო ვჭამოთ. - ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა ნენეს და სამზარეულოში გავიდა. -ხვალ კოჯორში მინდა, ჩვენთან ასვლა. მუშებს ავიყვან. რაღაც იდეები მომივიდა ტერასასთან დაკავშირებით. - მაგიდას მიუჯდა ნენე. -მეც წამოვალ, მარტო ხომ არ იქნები. -არა იყავი, თუ რამე საღამოს დაგირეკავ, ამოდი. - გაუღიმა ნენემ ქმარს და ცეზარი თეფშზე გადაიღო. მეორე დღეს ნენე დილით ადრე ადგა, მოწესრიგდა და კოჯორში წავიდა, გზად სუპერმარკეტში გაიარა საჭირო პროდუქტების და ნივთების საყიდლად. სულაც არ აპირებდა დღეს მუშების აყვანას, სანდროსთვის სურპრიზის გაკეთება და ყველაზე მაგარი ამბის შეტყობინება უნდოდა. ასვლისთანავე, სახლი ლამაზად მოაწყო და შემდეგ სამზარეულოში ფუსფუსი გააგრძელა. -სან, ამოსვლას შეძლებ? რაღაც მიხსნიან ესენი და ვერ გავიგე რას. -საღამოს როცა ყველაფერს მორჩა სანდროს დაურეკა და მისი ამოტყუება სცადა. -ახლავე წამოვალ, ჯიუტო. -გაეცინა სანდროს და ტელეფონი გაუთიშა. მალევე ავიდა, ეზოში რომ შევიდა გაუკვირდა ასეთი სიჩუმე. კარებთან ნენე იდგა და უღიმოდა. -სად წავიდნენ მუშები? -არც ყოფილან. -გაუღიმა ნენემ და ხელი გაუწოდა ჩასაკიდებლად, სანდრომაც თავისი ხელი შეაგება და ნენეს გაყვა. -ჩემი რომანტიკოსი გოგო. -უკნიდან აეკრო ნენეს და ხელები მოხვია, როდესაც სანთლებით და ბუშტებით გაწყობილი სახლი დაინახა. ნენემ გაუღიმა და მაგიდისკენ მიუთითა, რომ დამსხდარიყვნენ. -რამე ხდება? -ეჭვით გახედა ნენეს. -უმიზეზოდ რომ გაგანებივრო ხოლმე, არ შეიძლება? -გაუღიმა ნენემ. -კი, უბრალოდ.. -იმედგაცრუება გამოეხატა სახეზე სანდროს. ნენე მიხვდა რასაც ელოდა ბიჭი, ამიტომ ცოტახნით მისი გაწვალება გადაწყვიტა. -დავლიოთ? -არა, რა რომ არ გითხრა გული ვერ გამიძლებს. -ვეღარ მოითმინა გოგონამ. -რა ხდება? -უცებ შეშფოთდა ნენეს წამოყვირებაზე. -სან, ჩვენ მალე მშობლები გავხდებით. - ახარა საყვარელ ქმარს და სიხარულისგან წამოხტა. დანი ამ დროს სახლის აივანზე იჯდა და მიასთან გატარებულ ყველაზე ბედნიერ თვეს იხსენებდა. გადაწყვიტა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოეთხოვოს მიას და მიასთან დაკავშირებულ მოგონებებს. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, ახალი ცხოვრება დაიწყოს. მართლაც რომ ლამაზი და ბედნიერი თვე იყო, ბევრი რომანტიკით და სიგიჟით სავსე, მაგრამ იმის გაფიქრებაზე რომ მიამ გამოიყენა, ამდენი ხანი ატყუა და ბოლოს უსარგებლო ნივთივით ნივთივით მოისროლა ამ ტკბილ მოგონებებს დიდი ტკივილი ფარავდა. ვითომც არაფერი, ადგა და საბასთან ერთად წავიდა. ძულდა გოგონა? არა ვერ შიუძულა, მაგრამ მის მიმასთ ყველა გრძნობა უნდა გათიშოს, აუცილებლად უნდა გათიშოს. ხშირად მოუწევს მიას ნახვა, ამიტომ თავის კონტროლი უნდა ისწავლოს და გოგონას მახეზე აღარ უნდა წამოეგოს. -როგორც იქნა, გვიკადრე. -კარები სანდრომ გაუღო დანის. -არ ვიყავი თბილისში, ამ წამს ჩამოვედი წყნეთიდან. - გაუღიმა ძმაკაცს და გადაკოცნა. -რა გინდოდა წყნეთში? -გაუკვირდა სანდროს. -რაღაცეებზე დავფიქრდი. სად არის ნენე? -მოიკითხა რძალი. -მისაღებშია. წამოდი.. -რას ნიშნავს წამოვიდა, საბა? ვერ ვხდები. 1 კვირის წინ რომ ჩამოსულიყო, ამდენ ხანს როგორ არ მნახავდა? -ნერვიულად დააბიჯებდა აქეთ-იქეთ ნენე, ბიჭების შემოსვლა საერთოდ ვერ შეამჩნია. -ხომ გეუბნები, 1 კვირის წინ დავშორდით და საქართველოში წამოვიდა. 3 დღეა ვურეკავ, რომ გავაგებინო დარჩენილი ნივთები გამოვაგზავნეთქო, მაგრამ ვერ დავუკავშირდი, ბოლოს შენ დაგირეკე, ვიფიქრე ერთად იქნებიანთქო. -არანაკლებ აღელდა საბაც. -გავგიჟდები.. რა დაემართა ამ ბოლო დროს.. -არ ვიცი, ნენე. წავედი ახლა, აეროპორტში დავრეკავ იმ დღის რეისზე თუ ავიდა შევამოწმებ. -კარგი, გამაგებინე, გთხოვ. - ნენემ ტელეფონი გათიშა და ანერვიულებულმა გახედა ბიჭებს. -მია საბას დაშორდა, 1 კვირის წინ საქართველოში წამოვიდა, როგორც საბამ მითხრა. -კი, მაგრამ თუ ჩამოვიდა სად არის? -იკითხა დაბნეულმა სანდრომ. -არ ვიცი, ფაქტია არ ჩამოსულა და არც ამერიკაში არ არის.- ეს თქვა და დივანზე მიესვენა. -ნე, ახლა შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება ხომ იცი? - გვერდით მიუჯდა ცოლს. -ორსულად ხარ? -გაეღიმა დანის და ნენე ჩაკოცნა. დიდი ხანია არ უნახავს მართლა მოენატრა. -ხო ბიძა გახდები. -ნენესაც გაეღიმა, თუმცა წამშივე გაუქრა ღიმილი სახიდან. -ვაიმე, სად წავიდა ეს გოგო და საერთოდ რა ჭირს ამ ბოლო დროს? -ნუ ნერვიულობ, მოვძებნით. -დამშვიდება სცადა დანიმ, არადა შინაგან ალბათ თვითონ ყველაზე მეტად განიცდიდა, მაგრამ გამომჟღავნებას ნამდვილად არ აპირებდა. ------------- ცალი თვალით ვწერდი, ნახევრად მეძინა... მომდვნო თავი ბოლოა და შედარებით დიდი და საინტერესო იქნება გპირდებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.