შემიყვარე თუ გაბედავ (18)
ბიჭების მაგიდას მივუახლოვდით. -ვაა,ჩვენი ძმა და რძალუკაც მოსულაან-წამოხტა ერთი,მე გამეღიმა. -ხო ეს სანდრექსაა-მასზე მანიშნა ცოტნემ. -ეს საბა-იმ ბიჭზე მანიშნა რომელმაც დარბაზში შემომიყვანა. -ეს ნიკუშა და ლადო-ყველა გავიცანი და ხელი ჩამოვართვი.ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ,სიმპატიურებიც,ო აქ რო ლიკუნა და ნუცა ყოფილიყვნენ ზუსტად ვიცი ყველას ეცეკვებოდნენ.ჩემ ფიქრებზე გამეცინა. -აბა რას იტყვი,ხო მაგარი სიურპრიზი გაგიკეთა ჩვენმა ცოტნიკოომ-თქვა საბამ. -კი ძალიან მაგარი,სიურპრიზები უყვარს-ვთქვი და ღიმილით დადიანს გავხედე. -ნუ ესეთი კრეატიული იდეების მიმწოდებელი ძმაკაცები რო არ ყავდეს-დაამატა სანდრექსამ. -აბა რა მეშველებოდა-თქვა ცოტნემ და ყველამ გავიცინეთ. -მოდი ჩვენთან დაჯექი-მითხრა მგონი ნიკუშამ,თუ არ ვცდები. -არა არ შემიძლია ჩემებთან უნდა დავბრუნდე-ამის თქმაზე დაიჭყანეს. -კაი არაუშავს,გახურება აწი იწყება-ბიჭებს გავუღიმე,დავემშვიდობე და ჩემი მაგიდისკენ წავედი. -კაი ნუკ მე ბიჭებთან ვიჯდები-მითხრა ცოტნემ და თვალი ჩამიკრა,მეც გავუღიმე და დედაჩემისკენ წავედი.ჩემს ადგილზე დავჯექი.დიტო კონსტანტინესთან იყო და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.როგორც იქნა დედაჩემმა დაიწყო. -მე რატო არაფერი მითხარი ნუკა?-მითხრა ხმადაბლა. -არ ვიცი,ალბათ უარყოფითი რეაქციის შემეშინდა. -ხო მაგრამ უნდა გეთქვა. -ვიცი დე მაპატიე-ვუთხარიდ და ლოყაზე ვაკოცე. -როგორც ჩანს ბიძაშენსაც ცოდნია,მაგას მოგვიანებით დაველაპარაკები. -არც მე ვიცოდი დიტომ თუ იცოდა,გამიკვირდა-ვუთხარი და გავიცინე. -ხო,და დედი ცოტნე როგორ გექცევა,ხომ კარგი ბიჭია? -სასწაული ადამიანია დე,ძალიან ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს. -ძალიან კარგი და ნაკლები ჩხუბი კარგი ნუკა!? -კარგი,ვიცი დე ვიცი-ვუთხარი და გავუღიმე. ვიცოდი დედაჩემი ცუდად არ მიიღებდა ამ ყველაფერს და გამიგებდა,სწორედ ასე მოხდა. ძალიან კარგად ჩაიარა ქორწილმა,ბევრი ვიცეკვეთ,დავლიეთ.ბოლოს ეს ყველაფერი კი ულამაზესმა და უდიდესმა ფეიერვერკმა დაასრულა.ჩვენ რათქმაუნდა თბილისში დავრჩით.მეორე დღეს თავი ისე მტკიოდა ისე რო ვერც კი ავდექი.ბიძაჩემი რათქმაუნდა უარეს დღეში იყო.საწოლზე ვიწექი,ტელეფონის ხმამ გაისმა,ცოტნე იყო. -ალო-ვუთხარი ახალგაღვიძებულის ხმით. -რას შვები?კიდე გძინავს-მითხრა სიცილით. -ხო მძინავს და თან გელაპარაკები-ვუთხარი სიცილით. -პახმელია გაქ ჩემო საწყალო-მითხრა საწყალი ხმით,ისე საყვარლად,გამეცინა. -ხო და თავი მისკდება. -არაუშავს ჩემო პატარა.საღამოს გამოგივლი ხო -კაი,ეხა ცოტას დავისვენებ. –მიდი გკოცნი. –მეც–ვუთხარი,ტელეფონი გავუთიშე და თვალები დავხუჭე.ხუთ წუთში ისევ აწკრიალდა ტელეფონი.მოკლედ რა ხო არ დაგასვენებენ.დავხედე მამა იყო,უცებ ავიღე. –მააა. –ხო მა როგორ ხარ? –რავი მა ცოტა პახმელიაზე მაგრამ კარგად–ვუთხაი სიცილით. –აჰა გუშინდელი ქორწილის ამბებია ხო. –კი კი ძაან მაგარი იყოო. –კარგია,შენი ამბავი რო ვიცი ეხლა არ დაჯდებოდი მთელი ქორწილი. –სწორად გცოდნია მა–ვუთხარი და გავიცინე. –აბა რა.ანასტასია და დედა როგორ არიან? –კარგად მა,ტასი არ წამოგვიყვანია დაიღლებოდა. –ხო მართალია.აბა დიტოს ამბავი კი ვიცი დაახლოებით,წევს პახმელიაზე და თავი უსკდება–მამასაც გაეცინა. –კი ზუსტად ეგრეა. -მაა,შენთვის ძაან მაგარი ამბავი მაქვს. -რა ამბავიი?-დავინტერესდი მე. -რადა,მოემზადე,რამდენიმე დღეში ამერიკაში მოდიხარ. -რაააააა-იმხელა ვიკივლე მემგონი მთელმა თბილისმა გაიგო.საწოლზე დავიწყე ხტუნვა. -ხო მა ვიცოდი რო ძაან გინდოდა აქ წამოსვლა და ჯერჯერობით მარტო შენ წამოხვალ. -ვაიმე არ მჯერა-მართლა ვერ დავიჯერე,ხტუნვა შევწყვიტე,კივილზე დედაჩემი შემოვარდა. -რა ხდება ნუკა ხო მშვიდობაა?-მკითხა დედაჩემმა. -დედა რაღა მშვიდობა ამერიკაში მივდივარ თურმე-ვუთხარი აღტაცებულმა. -აჰა გითხრა უკვე მამაშენმა-მითხრა და სამზარეულოში საჭმლის მომზადება განაგრძო. -კი კი აი ეხლაც ველაპარაკები-გავძახე. -კაი მა დაგირეკავ მერე,გკოცნი-ვუთხარი მამას და ტელეფონი გავუთიშე.ძალიან აღელვებული ვიყავი.არ ვიცოდი რაზე მეფიქრა,კი მაგრამ ცოტნე,ჩემი დადიანი.ვიცოდი ამ ყველაფერს მშვიდად არ მიიღებდა და უნებურად ცრემლები წამომივიდა.მისი დაკარგვის გამო ავტირდი.მამასთან წასვლა აუცილებელი იყო,რათქმაუნდა,უკვე რამდენი ხანია არ მენახა და სიგიჟემდე მენატრებოდა.ალბათ დედაჩემი მიხვდა რომ ჩემი და ცოტნეს ურთიერთობა ხანგრძლივი არ იქნებოდა,მაგრამ რატომ მე ხომ ასე ძალიან მიყვარს.ნამდვილად ცუდ სიტუაციაში ვიყავი,არ მინდოდა ჩემი დადიანის დაკარგვა მაგრამ ასე გამოდიოდა,ყველანაირად შევეცდებოდი არ დამეკარგა.ალბათ ჯობდა დღესვე მეთქვა ყველაფერი ვიდრე უფრო გვიან. საღამოს ცოტნემ მომაკითხა.ჩავიცვი მაღალყელიანი შორტი,მოკლე მაისური და კეტები.თმები ბუნებრივად ჩავიბრწენი და მალევე ქვემოთ ჩავედი.მანქანაში ჩავჯექი. -ჩემი ლამაზიც მოსულა,რას შვები თავი კიდე გტკივა? -აღარ. -კარგია-მითხრა,გამიღიმა და ლოყაზე მიჩქმიტა. -ხო-მეც გავუღიმე. -რა გჭირს?რაღაც ხასიათზე არ ხარ-მითხრა დაღვრემილი სახით. -ხო რავი.არაფერი არ მჭირს. -კარგი არაუშავს მოხვალ ხასიათზე. -სად მივდივართ? -მთაწმინდაზე-მითხრა და გამიღიმა,მეც გავუღიმე. უკვე საკმაოდ დაღამებული იყო როდესაც ავედით.ულამაზესია თბილისი აქედან,განათებული და გაბრწყინებული.საკამოდ გრილოდა.დადიანი უკნიდან მოვიდა და ჩამეხუტა. -მიყვარხარ-მითხრა და კისერში მაკოცა.ამეწვა ის ადგილი,მართლა ამეწვა,მესიამოვნა კიდეც. -მეც ცოტნე დადიანო!-ვუთხარი,შევტრიალდი და მაგრად ჩავეხუტე.გულმა არ გამიძლო,ვეღარ შევიკავე და ცრემლი გადმომივარდა.დრო იყო ყველაფერი მეთქვა მაგრამ ძალიან მიჭირდა,ძალიან.შემდეგ ჩემი სახე მისმა ხელებმა აწია და თვალებში შემომხედა. -ნუუკ,შენ რა ტირი?-მითხრა და გაეღიმა. -ხო ვტირი იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ. -ჩემი პატარა,რა მგრძნობიარე ხარ.ვიცი რომ ძაან გიყვარვარ და ტირილი რა საჭიროა?-მითხრა ღიმილით და თავზე მაკოცა.მე უფრო მომაწვა გრძობები. -ცოტნე რაღაც უნდა გითხრა-დავსერიოზულდი და ცრემლები შევიშრე. -გისმენ. -შენ ხომ იცი რომ მამაჩემი საზღვარგარეთაა,ამერიკაში. -კი ვიცი მერე. -ისიც ხომ იცი რომ უკვე დიდი ხანია იქაა-ცოტნემ თავი დამიქნია. -დღეს დამირეკა და რამდენიმე დღეში მეც მივფრინავ-ძალიან გამიჭირდა ამ სიტყვების თქმა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ვერ დავუმალავდი. ცოტნეს ამის გაგონებაზე სახე შეეცვალა რამაც ძალიან შემაშინა.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.