ოცნების მჭერი (8)
დაძაბული ატმოსფერო სუფევდა სახლში. იმ ინციდენტის მერე, დეამ რომ თავი გაიგიჟა რა მე და თემურიო, ნინელი კიდევ უფრო ცივად ექცეოდა. აბა რა იქნებოდა თემოს მხრიდან მისი დედისა და ბებიის, თავისი მხრიდან კი ნინელის გეგმები ჩაშალა. -არა, მაინც რამ მოუაფიქრათ ასეთი წარმოუდგენელი რამ? - ჯერ კიდევ გაბრაზებული ქოთქოთებდა და ოთახს ალაგებდა თან. ამ ამბის მერე 3 დღე გასულიყო. ამ 3 დღის განმავლობაში კი არცერთხელ გასულა ეზოდან. არც ირმა მისულა მასთან და არც დანარჩენები, ალბათ მეგობრიდან გაიგეს თუ რა მოხდა. თარაშს ხომ თავისთავად ვერ ნახავდა. ხშირად ადიოდა თავის ოთახში და ფანჯრიდან იხედებოდა, იქნებ მისი მანქანა დაენახა გზაში, მაგრამ ამაოდ. ძალიან ენატრებოდა. მეორე დღესაც რომ ვერ ნახა, თითქმის მთელი ღამე ტირილში გალია. თან ოცნების მჭერს უწერდა ხელს მთელი ძალით, თითქოს ასე უფრო შეიმსუბუქებდა ტკივილს, თითქოს ის გაუწევდა ჯაყელის მაგივრობას. სხვა დროს თუ წყალზე მაინც მიდიოდა, ახლა ისიც სხვას მოატანინა ნინელის, ჯავახია რომ გარეთ არ გასულიყო და ბავშვები არ ენახა. ლოგინზე დაგდებული ტელეფონი აწკრიალდა. სწრაფად დასწვდა და იმედგაცრუებულმა უპასუხა ირმას. -ცოცხალი თუ ხარ, ის მაინც მითხარი? - ნაწყენი იყო, ეტყობოდა ხმაზე. -კი ვარ, კი. შინაპატიმრობაში ვარ და ამიტომ ვერ გნახულობთ. -ალილუია. მე კი ავიტან შენს უნახავობას, მაგრამ ... - ჩაიცინა. - ჩემი ძმა ვეღარ ძლებს უშენოდ. -ნუ ხარ საზიზღარი! - დაისისინა. - წესიერად ილაპარაკე! -კარგი, კარგი. ჩემი ძმა არა და მისი ძმაკაცი კი ნამვილად ვეღარ ძლებს. - ისე გაიღმა ირმამ, თითქოს დეა დაინახავდა. იყო მის ღიმილში რაღაც სიხარულის, კმაყოფილების და ნიშნისმოგების მსგავსი. გულისცემა აუჩქარდა დეას თარაშის ხსენებაზე. გაუხარდა, მასზე რომ წამოიწყო ლაპარაკი მეგობარმა. -გელანდება რაღაცები! - მაინც მკაცრად მოუჭრა. -ისიც მელანდება ჯაყელი რომ ბარგს ალაგებს წასასვლელად? -რაა? - აღმოხდა გაოგნებულს. - სად მიდის? სულ მიდის? აღარ დაბრუნდება? - სწრაფად მიაყარა კითხვები. -ჰაჰ, რომ ჰკითხო არაფერი ხდება. არვიცი სად და რამდენი ხნით მიდის, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სავარაუდოდ აღარ დაბრუნდება ამ წელს ჩვენთან. -უკვე მიდის? - ხმა გაებზარა ჯავახიას. -ერთი საათში ალბათ. -აქამდე რომ დაგერეკა ხომ შეიძლებოდა, არა? დაგიშავდებოდა რამე? - ტირილის პირას მისულმა უსაყვედურა მეგობარს. -ბევრს თუ არ ილაპარაკებ და გამოეტევი სახლიდან, ძალიან კარგს იზამ! - მკაცრ ტონზე დაასრულა საუბარი ირმამ და ტელეფონი გათიშა. ნერვიულად მოიფშვნიტა ხელები. უნდა წავიდეს, აუცილებლად უნდა წავიდეს, მაგრამ ის კი არ იცის, რა მოიმიზეზოს. ნაჩქარევად გამოიცვალა ტანსაცმელი. ეზოში შეეფეთა ნინელის. ეჭვნარევი მზერა გააყოლა ქალმა, მაგრამ არაფერი უთქვამს მისთვის, ისე გავარდა ეზოდან. ჯერ სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა, მერე სირბილზე გადავიდა და რამდენიმე წუთში ირმას სახლთან იყო გულამოვარდნილი. კ8მოგონებები ამოუტივტივდა. ბოლოს აქ რომ თარაშთან ერთად იყო... თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად და ჭიშკარი შეაღო. არ ანაღვლებდა, რომ იქ ნონას და ლეილას ნახავდა. არც ის ანაღვლებდა აშკარა გამოხატულება რომ იყო თავისი თარაშისადმი სიყვარულისა ეს საქციელი. ერთადერთი მიზანი, რაც მას ამოძრავებდა - ჯაყელის ნახვა იყო. სახლში შესვლა არც მოუწია. კიბეებზე ჩამოდიოდა მამაკაცი ჯავახიამ რომ დალანდა. უნებურად გაეღიმა მის დანახვაზე. სიხარულის და ბედნიერების იყო ეს ღიმილი. ღიმილი, რომელიც მხოლოდ შეყვარებულ ხალხს ეკუთვნით. -როგორ ხარ? - ღიმილით გაუწელა ლოყები თარაშმა. -კარგად, შენ როგორა ხარ? - ბედნიერებისგან სახეგაბადრულმა დაუბრუნა კითხვა. -მივდივარ. -ეგ ჩემი კითხვის პასუხი არაა. - მოიღუშა. ისედაც იცოდა, რომ მიდიოდა და სულაც არ საჭიროებდა ამის შეხსენებას. -მაშინ... არვიცი რა გიპასუხო. ამ კითხვაზე არასდროს მაქვს პასუხი. - წარბშეკრული ჩაფიქრდა. -რა უცნაური ვინმე ხარ. - ჩაიდუდღუნა ჯავახიამ და სახლიდან გამოსულ მეგობარს მიესალმა, რომელსაც ოჯახის წევრებიც მიჰყვნენ უკან. ახლაღა შეამჩნია, თარაშს რომ ზურგჩანთა ეკიდა. ალბათ უკვე აპირებდა წასვლას. ცივი მზერა შეავლო ლეილამ დეას და ჯაყელის ხელები თავის დაკოჟრილ ხელებში მოიქცია. მერე ათასი ტკბილი სიტყვის ჩამოთვლას მოჰყვა მამაკაცის მისამართით. „ნეტა ამან რომ გაიგოს თარაში მიყვარს, რა რეაქცია ექნება?“ - გაიფიქრა ჯავახიამ. ლეილას დანარჩენებმაც მიბაძეს და ბოლოს ჯაყელი მზად იყო წასასვლელად. ტირილი მოუნდა დეას. არ ეთმობოდა. უნდოდა დარჩენილიყო. დარჩენილიყო მასთან. -მაღაზიაში ვაპირებდიტ წასვლას და წაყევი რა თარაშს იქამდე, მე არ მცალია წამომასვლელად. - სწრაფად მიაძახა ირმამ მეგობარს და სახლისკენ დაიძრა. ჯაყელმა და ჯავახიამ ერთად დატოვეს ეზო. უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში. ნერვიულობდა დეა. სულაც არ ჰქონია საქმე მაღაზიაში, უხერხულად გამოდიოდა კაცთან, მაგრამ ახლა იმასაც ვერ ეტყოდა, ირმამ მოგატყუა და სახლში წავალ მეო. თარაშმა მანქანა დაძრა და და სოფლის ოღრო-ჩოღრო გზას გაუყვა. მაღაზიას რომ მიუახლოვდნენ, კიდევ უფრო ანერვიულდა დეა. უკვე დრო იყო მანქანიდან ჩამოსულიყო და თავის სიყვარულსაც დამსვიდობებოდა. -აქ გამ... - წამოიწყო ჯავახიამ და კარის სახელურს ხელი წაატა რომ გაეღო, მაგრამ მისდა გასაოცრად, ჯაყელმა სიჩქარეს მოუმატა, ნაცვლად იმისა, რომ მანქანა გაეჩერებინა. გახეთქვაზე ჰქონდა გული. არ იცოდა რა ეფიქრა, რა მოემოქმედებინა. ხმას ვერ იღებდა, გეგონებოდათ ენა გადაყლაპაო. -შეგიძლია დაწყნარდე, უვნებელს დაგაბრუნებ სახლში. ნერვიულად ჩაეცინა დეას. „დავწყნარდე არა?! აუცილებლად, აბა რა!“ -არვიცი რა ჩაიფიქრე, მაგრამ იქნებ გაგეჩერებინა მანქანა? თუ დაგავიწყდა, რომ მე ძიძა ვარ და საბა მყავს ჩაბარებული? - გაბრაზებულმა დაისისინა. -ეგ მაშინ გაგხსენებოდა ჩემს სანახავად რომ გამორბოდი. - ცალყბად ჩაიცინა ჯაყელმა და კიდევ უმატა სიჩქარეს. გული ყელში ებჯინებოდა ჯავახიას. ვერ ხსნიდა მიზეზს, თუმცა კი სირცხვილის გრძნობას ისე ჰყავდა შემობიჭილი, სახეზე ერთიანად აწითლებულზე იფიქრებდით სულ ცოტაც და გასკდებაო. -არაფერიც, მაღაზიაში მივდიოდი და ირმას ჩამოვუარე. - იცოდა, აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც შეეპასუხა. -ჩემს მოტყუებას როდესაც ეცდები, ტყუილი უფრო დიდი სიფრთხილით შეარჩიე და ცოტა მეტად დამაჯერებელი იყავი. - თვალი ჩაუკრა გოგონას გამოჭერით გახალისებულმა კაცმა. -არ მესმის რის მიღწევას ცდილო ბ. - დანებების ნიშნად ამოიოხრა და ფანჯარაში გაიხედა. ჯაყელს ერთხანს ხმა არ ამოუღია. დაძარღული ხელებითა და შუბლზე ამობურცული ძარღვით ადვილი მისახვედრი იყო უსიამოვნო ფიქრებს რომ მოეცვათ კაცის გონება. ჯავახია გზას არ აკვირდებოდა. არ აინტერესებდა სად მიდიოდნენ, რადგან ენდობოდა თარაშს, დარწმუნებული იყო, რომ სახლში მართლაც დააბრუნებდა და დანარჩენს ნაკლებად აქცევდა ყურადღებას. მით უმეტეს კი, ნინელის რეაქციას, რომ გაიგებდა თარაშთან ერთად სადღაც იყო წასული, მისი შვილიშვილი კი ისე დატოვა. შეიძლება გაეთავისუფლებინათ კიდეც სამსახურიდა. ეს კი ნამდვილად არ აწყობდა. ფულიც სჭირდებოდა და კიდევ ცოტა ხნით სოფელში ყოფნაც. თუ თარაში სოფელში არ იქნებოდა, სამაგიეროდ იქნებოდა მოგონებები, რომელიც მის თავს გაახსენებდა გამუდმებით. ამოიოხრა, როცა გაიაზრა რომ სულ რაღაც 10 დღე იყო დარჩენილი აგვისტოს დასასრულამდე. მერე კი თბილისში მოუწევდა დაბრუნება. მაგისტრატურაზე სწავლა და ისევ ის ერთფერვნება, რომლითაც სავსე იყო მისი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირვეად ვერც საბას იტანდა და ნინელის ხომ მით უმეტეს, და რომ უამრავჯერ უფიქრია ძიძობას თავს დავანებებო, ახლა ასე აღარ ფიქრობდა. პირიქით, კმაყოფილი იყო თავისი ამ არჩევნით. რომ არა სოფელში ჩამოსვლა, ძალზედ დიდი ალბათობით ვერ გაიცნონდა თარაშ ჯაყელს - კაცს, რომელმაც უმოქმედობის მიუხედავად მოახერხა და ერთ თვეში თავი შეაყვარა აქამდე სიყვარულში გამოუცდელ გოგოს. კაცმა, რომლის შესახებაც უამრავი რამ არ იცოდა, მაგრამ ეს მაინც არ აფერხებდა. სიყვარული ბრმააო, ხომ გაგიგიათ. მანქანა დაამუხრუჭა თარაშმა. ფიქრებიდან გამოსარკვევად თავი გააქნია გოგონამ და მამაკაცს შეხედა. დაიბნა პირდაპირ რომ მის მზერას და თვალებს შეეჩეხა, მაგრამ მერე თითქოს მიეჩვიაო, მანაც გაუსწორა მზერა. ისევ ის მზერა, ნაცნობიც რომ იყო და ამავდროულად უცნობით. ახლა რომ მეორედ შეამჩნია მის თვალებში სხვა სხივი და სხვა დროს არ შეუმჩნევია. -შენ გგონია მარტივია ეს ჩემთვის?! - ნერვიულად გაიცინა ჯაყელმა და სახეზე ჩამოისვა ხელები. ძლივს შესამჩნევად, მაგრამ მაინც უკანკალებდა ხელები. ძლიერად მომუშტა რამდენჯერმე, საკუთარ თავს რომ დაუფლებოდა და კანკალი ჩაეცხრო. -რა, რა არი არის მარტივი? - მოუთმენლად ჩაეკითხა დეა. უნდოდა თარაშს გაადვილებოდა ლაპარაკი, მაგრამ არ იცოდა რა გაეკეთებინა ამისთვის. უმწეოდ გრძნობდა თავს, საყვარელ ადამიანს რომ ვერ ეხმარებოდა ამ ერთი სეხედვით მარტივ საქმეში. -ეს... როგორ გითხრა. ეს ისევ მეორდება. - თვალები დახუჭა და თავი უკან გადასწია. - არ შემიძლია ამის შეჩერება. თავი ასე უძლურად არასდროს მიგრძვნია და ეს მაგიჟებს.- წამით გაახილა თვალები, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ დეას დაენახა მამაკაცის თვალებში გაჩაღებული ხანძარი. -იქნებ მე როგორმე... დაგეხმარო? ჯაყელს ჩაეცინა. სიმწრის სიცილი იყო ეს სიცილი. ჯერ ფანჯარაში გაიხედა, მერე ჯავახიას შეხედა. -დამეხმარო? დამეხმარო მაშინ, როდესაც შენ ხარ პრობლემა? იწყინა დეამ კაცის სიტყვები და აღარაფერი უთქვამს.ფანჯარაში გადაყოფილ ხელზე ჩამოდო თავი და თვალები დახუჭა. თარაშმა მანქანა დაძრა. *** ბაგრატის ტაძრის წინ გააჩერა მანქანა. წარბშეკრულმა დაიხედა დეამ მუხლამდე შორტზე და მერე კაცს გახედა. -ჰმ, ამით შემოვიდე? - წარბები აწკიპა. -შარფს შემოიხვევ. - მკაცრი გამომეტყველებით მოუჭრა და მანქანუდან გადავიდა. ჯავახიაც გადაჰყვა ოხვრით. ძლივს დაეწია წინ წასულ მამაკაცს და გვერდით ამოუდგა აქოშინებული. თარაშმა მხარზე მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა. ღიმილმა გაუპო ბაგე გოგონას. თვითონაც შემოხვი წელზე ხელი და უფრო მიეხუტა გვერდიდან. -არ უნდა გწყენოდა წეღან ჩემი ნათქვამი. - მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა კაცმა და ტაძრის ეზოს ჭიშკართან შეჩერდა. -ჩემი ბრალია არაფერი არაა. - დავიწყებულმა წყენამ ისევ იჩინა თავი. -კარგი, კარგი. - ღიმილით უპასუხა თარაშმა და ორი თითი ცხივრე მოუჭირა გაბუსხულ გოგოს. ხშირად დადიოდა დეა ეკლესიაში, მაგრამ არ ახსოვს როდისმე ისეთი ენით აღუწერელი ნეტარება განეცადოს, როგორიც ბაგრატის ტაძარში შესვლის პირველ წუთებში იგრძნო. მგალობლების ხმა ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი ეჩვენებოდა. სულიერ აღფრთოვანებას გრძნობდა. *** ნაყინს მიირთმევდა „გორის პარკში“და ბედნიერებისგან გამოწვეულ სიხარულს არ მალავდა. პრინციპში, არც კი ცდილობდა. იდეალურად თუ არა, იდეალურთან მიახლოებული მაინც იყო მისი იმჟამინდელი ყოფა. წინ საყვარელი ადამიანი ჰყავდა, რომელსაც თვალს არ აშორებდა. უნდოდა მისი სახე სულ მცირე დეტალებშიც კი დაემახსოვრებინა. -რა უნდა გამოხვიდე, დიდი გოგო რომ გაიზრდები? - სიცილით ჰკითხა თარაშმა დეას და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო. -სხვათაშორის დიდი გოგო ვარ უკვე! - გაგულისებულმა ჩაილაპარაკა და ნაყინით სავსე კოვზი პირისკენ გაიქანა. - და თარჯიმანი გამოვალ. ახლა მაგისტრატურაზე ვიწყებ სწავლას. - სიამაყოთ დაამთავრა წინადადება. -კარგია, მეგონა ბავშვი მიყვარდა და თავს პედოფილად ვთვლიდი. - გულიანად გადაისხარხარა ჯაყელმა, ვერც დეამ შეიკავა თავი და სიცილში აჰყვა. ყველაზე ლაღად და კარგად გრძნობა ჯავახია მამაკაცის გვერდით თავს. ამასთან ერთად, ისე დაცულად, რომ მის ნებაზე რომ ყოფილიყო, არცერთი წამით მოშორდებოდა გვერდიდან. ამჯერად აღარ მიუქცევია ყურადღება „ბავშვისთვის“, თავში თარაშის წინადადებიდან მხოლოდ ერთი სიტყვა უტრიალებდა გამუდმებით „მიყვარდა, მიყვარდა, მიყვარდა...“ სუნთქვა შეეკრა იმის გააზრებაზე, რომ ჯაყელი ფაქტობრივად სიყვარულში გამოუტყდა. ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს მთელი 23 წლიანი ყოფის განმავლობაში. არცერთი წამი ყოფილა ამაზე განუმეორებელი და დაუვიწყარი. ვერაფერი უთხრა. ან რა უნდა ეთქვა რო?! -დეა, იცოდე, რომ თუ რაღაც ისე არ გამოვიდა, თუ რამე გაწყენინე... ეს ყველაფერი მხოლოდ იმით იქნება გამოწვეული, რომ მე ვცდილობდი... ზედმეტადაც კი ვცდილობდი... უბრალოდ... უბრალოდ არ მინდა, რომ იგივე შეცდომა დავუშვა. თარაში რომ ამ სიტყვებს ეუბნებოდა, უკვე ფეხზე იდგნენ, ვერ მოითმინა და ხელი მოხვია, თავისკენ მიიზიდა, თითქოს ვინმე წაართმევდა და არ უნდოდა „ვინმესთვის“ ეს დაენებებინა. მისი ეს ქცევა ერთდროულად დიდი გრძნობის, სიფრთხილისა და სიაფთრის გამოვლინება იყო. -არ მეტყვი რა მოხდა? - ძლივს ამოილაპარაკა სუნთქვაშეკრულმა დეამ. მარწუხებივით უჭერდა მამაკაცის მკლავები, მაგრამ არაფერი უთქვამს. -გეტყვი, ოღონდ ახლა არა. ახლა არა. - ნაჩქარევად ჩაილაპარაკა თარაშმა და ჯავახიას თმის სურნელი შეიყნოსა. __________ არ მინდოდა დღის ჩაგდება და მოკლედ, რაცაა ესაა. იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ. ხვალ სალაშქროდ მივდივარ და არვიცი დავდებ თუ არა ახალ თავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.