შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მჭერი (5)


17-08-2015, 19:52
ნანახია 2 850

წერილი, რომელიც დეამ თარაშს მისცა, რათა ნონასთვის მიეცა მას, მხოლოდ ორი რის შემდეგ მოხვდა ადრესტთან. მომხდარის გამო სულ გადაავიწყდა ჯაყელს ის ფურცელი, რომელიც წიგნში ჩადო, საღამოს რომ განაგრძობდა კითხვას, აუცილებლად რომ გახსენებოდა, თუმცა მდინარიდან დაბრუნებულს სულაც არ ჰქონდა კითხვის განწყობა და აღარც ის წერილი ახსოვდა.
დაძაბულობა იყო სახლში. თარაში, თემური და ირმა ხმას არ იღებდნენ, შესაბამისად ვერც მათ მშობლებს გაეგოთ თუ რა მოხდა. რატომ იყო ყველა მათგანი დადუმებული, იმას კი აშკარად ხვდებოდნენ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.
იცოდნენ მაშინვე რომ გაკიდებოდნენ დეას უკან, აზრი არ ექნებოდა. შეიძლება უფრო მეტადაც კი გაებრაზებინათ.
ყველა აცნობიერებდა, რომ დამნაშავეები იყვნენ, თუმცა მაშინაც, როდესაც საბას მორევში გადახტომის ნება დართეს ფიქრობდნენ, რომ უცებ მიეშველებოდნენ, თუ რამე მოხდებოდა. ახლაც ასე ფიქრობდნენ, ასეთი საგანგაშო არაფერიაო, მაგრამ ამას როგორ გააგებინებდნენ ჯავახიას წარმოდგენა არ ჰქონდათ.
უსიამოვნოდ დაუვლიდა ხოლმე თარაშს ჟრუანტელი მთელს ტანში, დეას წაშლილი, არაადამიანური სახე რომ ახსენდებოდა. თვითონაც იდანაშაულებდა თავს. უნდოდა რამე შეეცვალა, უნდოდა გოგო შემოერიგებინა, უნდოდა ამ მტანჯველი გრძნობისგან გათავისუფლებულიყო, მაგრამ არ იცოდა რა მოემოქმედებინა ამისთვის.
მეორე დღეს, კვირა დილა რომ გათენდა, იმ იმედით გაიღვიძა ჯაყელმა, რომ ეკლესიაში წავიდოდა, იქ კი ჯავახიას ნახავდა. უეჭველად იქნებოდა წირვაზე. თემური არც გაუღვიძებია ისე წავიდა სავარჯიშოდ. იქნებ სარბენად იყოს დეა და ვნახოო, ფიქრობდა გზაში. იმედი გაუცრუვდა. წყაროზეც ელოდა ნახევარ საათზე მეტი.
ცხრა საათი იყო სახლში რომ დაბრუნდა. არც უსაუზმია, ისე წავიდა ეკლესიაში. წირვის დაწყებამდე მოუთმენლად იყურებოდა გზისკენ, იქნებ გამოჩნდესო, მაგრამ ამაოდ. წირვა დაიწყო და დამთავრდა კიდეც, მაგრამ ჯავახია არ გამოჩენილა.
უჩვეულოდ დამძიმებოდა გული.
ხან რა მოიმიზეზა, ხან რა, რომ დეას სახლისკენ გაევლო. არცერთხელ შეუნიშნავს ეზოში, არც ფანჯარაში დაუნახავს. რამდენჯერაც მის სახთან ჩაუვლია, ყოველ ჯერზე მოუკრავს გოგონასთვის თვალი. ახლა აღარ.
ბოლოს საკუთარმა მოუსვენრობამ მყწობრიდან გამოიყვანა და თავი დააჯერა, რომ არ ღირდა ასეთი ნერვიულობა. ადრე იქნებოდა, თუ გვიან გოგოს ნახავდა და გაარკვევდა კიდეც ყველაფერში.
„იქნებ წავიდა?“ - ჩასძახა ალტერეგომ დღის ბოლოს, მდინარის ნაპირზე მდჯარს.
„არ წავიდოდა!“
„ერთი მიზეზი მაინც დამისახელე, თუ რაღატომ ექნებოდა აქ დარჩენის სურვილი ან მას, ან ბავშვს. მით უმეტეს, როდესაც ის ქალი და ბავშვის მშობლები გაიგებდნენ ამ ამბავს...“ - არ წყვეტდა ალტერეგო თარაშის წამებას.

***
-დეას და ბავშვის ნივთები ხომ ჩვენთანაა? - წამოიძახა ირმამ.
საღამო იყო. გეგმის დასასახად შეკრებილიყვნენ ყველანი, თუ როგორ შემოერიგებინათ ჯავახია.
დაძაბული გამომეტყველება შეავლო ყველამ ფეხზე წამომდგარ გოგოს.
-კი, მერე? - ჰკითხა თემურმა.
-ხოდა ჩვენც მივიდეთ მასთან. იმას მაინც გავიგებთ წავიდნენ, თუ ისევ აქ არიან. თუ სახლში დაგვხვდება, ვეტყვით, რომ თავიანთი ნივთების მისატანად მივედით. - თავისი ნააზრებით აღტაცევულმა ტაში შემოკრა.
-კარგი, მაგრამ ხუთივე? - ტუჩი მოიკვნიტა თამთამ.
წუთით ყველანი გაჩუმდნენ.
-ნუ დაღონდებით, ამხანაგებო! - ისევ წამოიყვირა ირმამ. სახლში შევიდა და მალევე დაბრუნდა მათთან პარკით ხელში. - აი, ნახეთ. თარაშ, აიღე დეას პირსახოცი. თემურ, შენ საბას შორტი გამომართვი. ნატო, შენ საბას მაისური. თამთა, შენ საბას ფეხსაცმელი. მე კი საბას პირსახოცი შემხვდა.
-გადაირიე? - დის საქციელით დაეჭვებულმა იკითხა თემომ.
-მაშინ თქვენ მოიფიქრეთ უკეთესი რამ!
-და ასე სათითაოდ მივცეთ ეს ტანსაცმელი არა? - ჩაიცინა თარაშმა.
-დიახ, ჯაყელო! - მტკიცედ იდგა ირმა თავის აზრზე.
ყველამ ერთხმად ამოიოხრა. სასაცილო იყო ერთი ტანსაცმლიანი პარკის მისატანად ხუთი კაცის მისვლა, მაგრამ მიზეზი ხომ სჭირდებოდათ, არა?!
ჭიშკართან მისულებმა იმაზე დაიწყეს კამათი, თუ ვინ მივიდოდა და ვინ დაუძახებდა დეას. ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვიტეს, რომ ეს „ბედნიერება“ ნატოს რგებოდა წილად, თუმცა ეზოში რომ შელაგდნენ და ჩაბნელებულ სახლს მოკრეს თვალი, მიხვდნენ, რომ აზრი აღარ ჰქონდა.
ერთხანს ჩუმად იდგნენ გაფრინდაშვილების ეზოში. მოსაბოდიშებელი სიტყვა, რომელიც ძლივს აკინძეს გონებაში, სადღაც გაიქცა და თითქოს აღარაფერი დაუტოვა მათ სათქმელი.
-დავიჯერო წავიდნენ? - იკითხა ერთმა.
-არვიცი. - იყო პასუხი.
ისევ სამარისებული სიჩუმე.
-კარგი, წავიდეთ.
ყველა ამ ხმას დაჰყვა. უხმოდ გავიდნენ ეზოდან და მდუმარე პროცესიასავით გაემართნენ სახლისკენ.

***

როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიაღწია წერილმა ადრესატამდე. ნონამაც დიდი კმაყოფილებით ჩაიკითხა და გეგმა დასახა. საღამოს ნინელის უნდა სწვეოდა.
ირმამ რომ მოფუსფუსე დედამისი შენიშნა კუდში აედევნა მაშინვე და მანამდე არ მოასვენა, სანამ არ გაიგო, თუ რა ხდებოდა.
-ნინელისთან მივდივარ, შვილო, რას გადამეკიდე!
-სააად? - გაოცებულს აღმოხდა.
-გადამრევ მე შენ! რა გჭირს ეს ბოლო დღეები? გამოგაშტერა რამემ? - გაბრაზდა ნონა.
-დე... რაღაც მინდა გთხოვო. - წამოიწყო ირმამ, თან იმწუთას მოკრა თვალი სახლში შემოსულ ძმასა და მის მეგობარს და თხოვნის აუცილებლობაში დარწმუნდა.
-რა გინდა?
-მოკლედ... ისა... დეა არის ჩემზე ნაწყენი....
-რაო? - წამოიძახა ქალმა.
-ხო რა. რაღაც ისეთი ვთქვი, რაც არ ესიამოვნა და ორი დღეა არ მინახავს. მაინტერესებს აქაა თუ არა. შეგიძლია, რომ ნინელის კითხო? თუ... თუ, რა თქმა უნდა, სახლში დაგხვდება?! - ტუჩის კვნეტით და მაისურის წვალებით ძლივს მოაბა სათქმელს თავი ირმამ.
-არვიცი რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ მაგას კი ვკითხავ. - მკაცრად ჩაილაპარაკა ნონამ.
გახარებულმა გოგომ თვალი ჩაუკრა აქამდე ჩუმად და ერთ ადგილზე გაშეშებულ ბიჭებს და სახლიდან გამავალ დედას აედევნა.

სამივე დივანზე ისხდნენ და თვალმოუშორებლად შეჰყურებდნენ მათ მოპირდაპირე კედელზე დაკიდებულ საათს, წამებს ითვლიდნენ, სანამ სანატრელი ხმას გაიგონებდნენ. კარი გააღეს და დახურეს.
პასუხი არასასურველი იყო. არც დეა და არც საბა სახლში არ არიანო, უცნაურად მომღიმარმა ნონამ მოახსენა მომოდინე ხალხს და თავის ოთახში შეიკეტა.
არ უნდოდა ირმას, რომ რომელიმეს მისი აცრემლებული თვალები შეემჩნია და ეზოში გავიდა. ხელის გულით ისრესდა თვალებს და ცდილობდა, რომ ხმამაღლა არ ატირებულიყო. ვერ იჯერებდა, რომ დეა წავიდა, თანაც ისე, რომ მისთვის ბოდიშიც მოხდა ვერ მოასწრეს და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახია ძალიან, ძალიან გაბრაზებული იყო მათზე, წავიდა დაუმშვიდობებლად.
„ვინ იცის კიდევ შევხვდებით თუ არა ერთმანეთს. შეიძლება აღარც მოინდომოს ჩვენთან დაკავშირება“.
უკვე ხმით ტიროდა. სახლიდან რომ ვიღაც გამოვიდა, მხოლოდ მაშინ შეწყვიტა მოთქმა და პირზე ხელი მიიჭირა. ოთახდიან გამომოვავალ შუქზე თარაში ამოიცნო სილუეტში. კაცი მისკენ მოდიოდა.
-შეუძლებელია წასულიყო.
სამარისებული სიჩუმე მამაკაცის დამაჯერებელმა ტონმა დაარღვია. უღონოდ ჩამოყარა ირმამ მკლავები, არ სჯეროდა თარაშის ნათქვამის.
-რატომ გგონია ასე? ძალიან კარგადაც შეეძლო, შეეძლო და წავიდა კიდეც! - წამოიყვირა ანერვიულებულმა.
-უბრალოდ...უბრალოდ... ვერ წავიდოდა რა. - კიდევ უფრო მტკიცედ ჟღერდა მისი ხმა.

ვერც ჯაყელი ხსნიდა თავის ნათქვამის სისწორეში რატომ იყო ასე დარწმუნებული, მაგრამ იცოდა, რომ ასე არ დამთავრდებოდა ყველაფერი. ამის სჯეროდა.
ხვდებოდა, რომ ვერ შეძლებდა დეა ასე უბრალოდ ადგომას და წასვლას.
-ვერ წავიდოდა, ვერა. - ჩაილაპარაკა თავისთვის.
ცა ვარსკვლავებით გადაპენტილიყო.
***
უცნაურად იქცეოდა ირმას დედა - ნონა მომდევნო ორი დღის განმავლობაშ. ეს უცნაური საქციელი ბოლოს იმით დაგვირგვინდა, რომ მესამე დღეს ყველას გამოუცხადა საღამოს ნინელი გველოდება თავისთანო.
გაუკვირდათ და თანაც როგორ.
სირცხვილი იყო, უარს ვერ ეტყოდნენ, მაგრამ საერთოდ არ ეხალისებოდათ წასვლა, არც ბიჭებს და არც გოგოებს.
-ცოტა ხანს გავჩერდეთ და წამოვიდეთ მერე. - შეთანხმდნენ გაფინდაშვილების სახლში შესვლამდე. ეზოში მანქანა იდგა, რომელიც არცერთს არასდროს ენახა აქამდე.
იმ იმედით მიჰყვა თარაში დანარჩენებს უკან, რომ იქ, სახლში, დეა დახვდებოდა. არ უნდოდა ისე წასულიყო, რომ არ ენახა.
თითქოს მეორდებოდა წარსული.
კარგავდა.
კარგავდა.
კარგავდა.
სახლში შევიდა თუ არა, ვიღაცის წკრიალა ხმა მისწვდა მის ყურთასმენას. ხმის პატრონი კისკისებდა. თვალწინ გადაშლილი სურათის შემხედვარეს ჯერ სრულიად დაებინდა მზერა, მერე კი ნელ-ნელა დაემწინდა.
ოთახის შუაგულში, დეას და ვიღაც ბიჭს პატარა გოგონასთვის ჩაეკიდათ ხელი, დეას ფეხებში, ბიჭს კი ხელებში და აქეთ-იქით აქანავედბნენ. არც პატარა, ორ წლამდე გოგო ეცნო ჯაყელს და არც ის ბიჭი, ასე რომ შესციცინებდა დეას თვალებში.
როგორც ჩანს, ჯავახიამ მათი ფეხის ხმა გაიგონა და თავი მათკენ მოაბრუნა. თუ რამდენიმე წამის წინ იცინოდა და სახეგაბრწყინებული უყურებდა ბიჭს და პატარა გოგოს, მათ დანახვაზე სრულიად შეეცვალა გამომეტყველება, უცებ დასერიოზულად, ნაკვთები გაუმკაცრდა, მზერა გაეყინა და რაღა თქმა უნდა, გაჩუმდა. ბიჭსაც გადაედო მისი ფარული სიბრაზე და ბავშვი ძირს დასვეს. გოგონა ჯავახიას შემოეხვია ფეხზე, დეა დაიხარა და ხელში აიყვანა. მის თმაში ჩარგო სახე. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთა, არ უნდოდა ცოფები ეყარა სხვისი თანდასწრებით, არც ის უნდოდა ვინმეს გაეგო თუ რა მოხდა რამდენიმე დღის წინ.
ჯაყელს ჯერ სუნთქვა შეეკრა, მერე კი გაუხშირდა, გული გამალებით უცემდა და ხელები ძლიერად მოემუშტა. ვერ აიტანა დეას ასეთი ცივი მზერა. იმ ბიჭს ხომ კარგად უცინოდა?!
თემოს ხელის შეხება იგრძნო მხარზე. დაძაბულმა გადახედა ძმაკაცს, რომელიც ანიშნებდა, რომ აუცილბლად უნდა დაწყნარებულიყო.
მოეშვა.
მთელი სხეული მოადუნა. თუმცა გული კი მაინც გამალებით უცემდა გაბრაზებულს.
„ნეტავ ვინაა?“ - ქურდულად გადახედა ჯერ კიდევ დეას გვერდით მდგარ ბიჭს, რომელსაც გოგონასთვის მხარზე მოეხვია ხელი.
-მეგობარო, მაგ ხელის მომტვრევა მერე იყოს, ახლა უნდა დამშვიდდე. - ღიმილით უჩურჩულა თემომ, რომელსაც როგორღაც ამოეცნო მეგობრის ფიქრები.
მართლაც რა დიდი სიამოვნებით მოალეწავდა იმ ხელს, „თავისი დეას“ მხარზე რომ ედო.
„ჩემი დეა, ჩემი ბავშვი“. - გაიფიქრა თარაშმა. გული გაუთბა მომენტალურად, თუმცა გარეგნულად არაფერი შემჩნევია. ბრაზი სადღაც გამქრალიყო და უემოციო გამომეტყველება ჰქონდა. თვალს არ აშორებდა კრემისფერ კაბაშ გამოწყობილ გოგოს. ის კაბა ეცვა, რაც მაშინ, ეკლესიაში, პირველად რომ შეხვდნენ თარაში და დეა ერთმანეთს.
ახსოვდა ჯაყელს.
კარგად ახსოვდა თითოეული დეტალი მათი პირველი შეხვედრიდან.
დაძაბული ატმოსფერო ჩამოწოლილიყო ოთახში. ჯავახიამ გოგონას ლოყაზე აკოცა ნაზად და გაუღიმა. მერე დაბნეულმა მოავლო მზერა ოთახში მყოფებს.
-გაიცანით, ესენი საბას ბიძაშვილები არიან: ლაშა და ბარბარე. ესენი კი ჩემი.... მოკლედ, ირმა, თამთა, ნატო, თემური და - პაუზა გააკეთა. - თარაში.
ვერ მიხვდა ჯაყელი მოეჩვენა თუ მართლაც ასე იყო, მაგრამ თითქოს, მისი სახელი სხვებისგან განსხვავებით ნაზად და ფრთხილად წარმოსთქვა. ამჯერად შესამჩნევად გაეღიმა კაცს.

არცერთს მოუხდია მისთვის ბოდიში, არ უნდოდათ უცხოს თანდასწრებიტ გაერჩიათ ეს სამქე. ცოტა ხანში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა ოთახში, საბას დედა აღმოჩნდა და სუფრასთან მიიპატიჟა ხალხი. მალევე მივიდნენ სხვა სტუმრებიც.
ცაზე გამოკიდებული მზე მთვარემ შეცვალა. დაბინდდა.
მხიარულად საუბროდნენ სუფრასთან მსხდომები, დანა-ჩანგალს წკრიალი გაუდიოდა თეფშებზე. მადიანად ილუკმებოდა ყველა, გარდა ერთმანეთზე განაწყენებული სამეგობრო წრისა.
ჩუმად აპარებდა დეა თვალს ძალზედ დასერიოზულებული თარაშისკენ, რომელასაც არაფრისთვის დაეკარებინა პირი და როგორც ელოდა, არც სასმელი დაულევია.
„წასვლა უნდა, ნამდვილად წასვლა უნდა“ - ტუჩი მოიკვნიტა ჯავახიამ და კიდევ ერთხელ გაატკაცუნა თითები, რაზეც ჯაყელის მკაცრი მზერა დაიმსახურა და უმალ დამალა ხელები მაგიდის ქვეშ.
„ჰმ, ახლა ხომ კარგად შემომხედა, ისე რომ არ მაღირსებს ხოლმე არცერთი წამით შემოხედვას“. - ბრაზდებოდა დეა.
არადა რა იცოდა, რომ თარაში უფრო ტაქტიკურად „უთვალთვალებდა“ მაგიდის მეორე მხარეს მჯდარ გოგოს, ვიდრე თავად ის კაცს. დეას გვერდით იჯდა საბა გაფრინდაშილის მამა, ჯაყელი კი მას ესაუბრებოდა, ამიტომ როდესაც კაცისკენ გაიხედავდა, მის მზერას არც დეას აწითლებული ლოყები ეპარებოდა მხედველობიდან.
„ქეიფი გახურდა“. ათას საინტერესი თუ უინტერესო წვრილმანზე საუბროდნენ.
ნინელის და ირმას და თემურის დედის - ნონას განზრახვას, დეა როგორმე თემურის გვერდით დაესვათ, არ შეესხა ფრთა. თუმცა კი ქალები ერტმანეთის გვერდით იჯდნენ და ყოველ წამში განიხილავდნენ, თუ როგორი შესაფერისი წყვილი იყვნენ ერთმანეთისთვის.
მხოლოდ ირმა ხვდებოდა რაშიც იყო საქმე.
„ამათმა ის რომ იცოდნენ, თარაში და დეა შორიდან ეტრფიან ერთმანეთს, ნეტა რა რეაქცია ექნებოდათ“. - სიცილი ძლივს შეიკავა ირმამ ამ ფიქრებზე.
-თემური, შვილო, ხვალ თბილისში ხომ მიდიხარ? - ღიმილით გადახედა დედამ შვილს.
-რა კარგია, დეას უნდა წასვლა და თუ თემური მიდის, მასთან ერთად წავა. ვნერვიულობდი გზა არ იცის და კვალი, როგორ უნდა იმგზავროს მარტო-მეთქი. - აქაქანდა ნინელი.
შეთქმულების სუნი ეცა ირმას. სმენა და მხედველობა დაძაბა მოვლენების განვითარების მოლოდინში. თავისი ძმა თარაშს ელაპარაკებოდა.
-არა, მე აღარ მივდივარ, მაგრამ თარაში მიდის.
სუნთქვა შეეკრა ჯავახიას. ჯერ არც თემოსთან ერთად უნდოდა წასვლა და ჯაყელთან ხომ, მით უმეტეს. რაღაც უნდა ეღონა სასწრაფოდ.
-საჭირო არაა, ჩემით წავალ. ხომ არ დავიკარგები ბოლოსდაბოლოს. - ნაძალადევად გაუღიმა გაწბილებულ ნინელის და ნონას. მაქსიმალურად ცდილობდა დაჟინებით მომზირალ თარაშისკენ არ გაეხედა, თორემ იცოდა, რომ ძლივს შენარჩუნებულ თუ მოკრებილ გამძლეობას დაკარგავდა და გატყდებოდა.
-რა ლაპარაკია ახლა ეგ, შვილო. დაიღლები ამხელა გზაზე, თან როგორი სიცხეა. კომფორტულად მგზავრობა არ გირჩევნია?! - არ ცხრებოდა ნინელი.
-რატომ აღარ მიდიხარ, თემო, აბა საქნე მაქვსო? - ბოლოჯერ გაიბრძოლა ნონამ. არ მოსწონდა გეგმა რომ უვარდებოდათ, არადა რამდენი ხანი გეგმავდნენ ამ ამბავს, თავისი შვილი და დეა რომ დაეახლოვებინათ როგორმე.
-არაა ჩემი ჩასვლა აუცილებელი. თარაში ისედაც აპირებდა წასვლას და ის მოაგვარებს.
ამით დაამტავრეს ამ თემაზე საუბარი.
ჯავახია ადგილს ვერ პოულობდა. უამრავჯერ ადგა სუფრიდან, ახალდაძინებული ბავშვებისთვის რომ დაეხედა. მაგრამ რამდენჯერაც დეა ბავშვებთან წავიდა, იმდენჯერ ის ლაშა გაჰყვა უკან. თავს ძლივს იკავებდა ჯაყელი, ფეხზე რომ არ წამოვარდნილიყო და ერთი ამბავი არ აეტეხა. ისევ თემო აკავებდა და სირცხვილის გრძნობაც, მეგობართან ერთად.
გადაწყდა, რომ დეა და თარაში ერთად წავიდონენ თბილისში. კმაყოფილმა ჩაიღიმა კაცმა, გოგონას ალეწილ სახეს რომ შეხედა.
ახლა შეეძლო წასულიყო სახლში და ჯავახიასთვის ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. დალაპარაკებით კი გზაში დაელაპარაკებოდა, თბილისში ჩასვლამდე 2 საათი ექნებოდა დრო.
ძმაკაცები ერთდროულად წამოდგნენ. სუფრის სხვადასხვა მხრიდან უკმაყოფილო წამოძახილები გაისმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ მათთვის.
სხვებმა დარჩენა გადაწყვიტეს.
ნინელიმ ანიშნა სტუმრები გააცილეო და დეასაც სხვა რა გზა ჰქონდა, უკან მიჰყვა სახლიდან გამავალ ბიჭებს.
„თარაში თუ მიდის, გამოდის, რომ ვეღარ ვნახავ. ნეტა კიდევ თუ ჩამოვა აქ?“ - უსიამოვნო ფიქრები დასტრიალებდა გოგონას თავს. მართალია, ჯერ კიდევ გაბრაზებუი იყო მასზე და ყველაზე ძალიანაც კი, სხვებთან შედარებით, მაგრამ ძალიან წყდებოდა გული, რომ მიდიოდა...
თემური წინ წავიდა. თარაში ეზოში გაჩერდა, ინსტიქტურად შეანელა ჯავახიამაც სვლა, მერე ისიც გაჩერდა. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. მთვარის შუქი ანათებდა სილუეტებს.
ერთდროულად დაუფლებოდა ჯავახიას სასიამოვნო და უსიამოვნდო გრძნობები. მოსწონდა თარაშთან სიახლოვეს ყოფნა, მაგრამ დისკომფორტს განიცდიდა ამავდროულად.
„ხვალ ბოლოჯერ ვნახავ, თუ სასწაული არ მოხდა და კიდევ არ შევხვდით ერთმანეთს“ - ცრემლებით აევსო თვალები დეას.
მთვარის შუქზე ბრილიანტებივით ბრწყინავდნენ გოგონას თვალებში აკიაფებული ცრემლები.
ჯაყელს გაეღიმა.
-7 საათზე გამოგივლი, თუ ძალიან ადრე არაა შენთვის. - სამარისებული სიჩუმე კაცის ბოხმა ბარიტონმა დაარღვია. ჯავახიამ თავი გადააქნია, ფიქრებიდან რომ გამორკვეულიტო.
-ჰო, არა, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი დროა. - დაბნეულმა ჩაილაპარაკა და თავი დახარა.
-ძილინებისა. - შორიდან მოესმა კაცის ხმა.
მერე მისი ნაბიჯების ხმაც შეწყდა. რკინის კარი დახურეს.
კაბის ბოლოებს ჩაებღაუჭა დეა, მოკაშკაშე მთვარეს ახედა და ცრემლებმა გზა გაიკვლიეს ხორბლისფერ ლოყებზე.

************
ძალიან მიხარია, რომ კითხულობთ და თუ მოგწონთ ხომ, მით უმეტეს!



№1  offline წევრი tamuna.s

ძალიან მომწონს და მიხარია ყოველდღე ახალ თავს რომ დებ. ასე გააგრძელე smile

 


tamuna lobjaidze
ძალიან მომწონს და მიხარია ყოველდღე ახალ თავს რომ დებ. ასე გააგრძელე smile

ვეცდები არ დაგაღალატოთ ^_^

 


№3  offline წევრი someone else

Dzaan kargad werrr,, umagresi xar,veli shemdegs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent