შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "20" (დასასრული)


22-08-2015, 02:43
ავტორი ჯია
ნანახია 6 278

ერთი კვირა მიას უშედეგოდ ეძებდენ, ყველა ნაცნობს დაურეკეს, სადაც შეიძლებოდა მისულიყო, მაგრამ არავისთან იყო. ნიუ იორკი-თბილისის ყველა რეისს აკონტროლებდნენ, მაგრამ ესეც უშედეგოდ. ლიკასთვის და ლევანისთვის არაფერი უთქვამთ, რომ არ ენერვიულათ. უბრალოდ ერთხელ ესტუმრა ნენე, ვითომ მოსაკითხად, თუმცა მია იქაც არ იყო. ბოლოს უკვე გოგონას პოვნის ყველა იმედი გადაეწურათ.
-შეიძლება საერთოდ არ წამოსულა ამერიკიდან. -ნერვიულად დადიოდა დანი გეგას მისაღებში.
-ან საერთოდ სხვა ქვეყანაში წავიდა. - თქვა გეგამ.
-კარგით რა, არ შეუძლია მიას დამოუკიდებლად ცხოვრება. მარტო? უცხო ქვეყანაში მია? შეუძლებელია! -უიმედოდ ამოილაპარა ნენემ და თავი სანდროს დაადო.
-გამოჩნდება ოდესმე, მთელი ცხოვრება ხომ არ გადაიკარგება. –„დაამშვიდა“ სანდრომ ცოლი.
-აი, ურჩევნია არ გამოჩნდეს. -გაცხარებულმა წამოყო თავი ნენემ.
-სადმე აგარაკი არ აქვთ? -იკითხა დანიმ.
-კი, მაგრამ იქ არ წავიდოდა. ლევანი ადის ყოველ მეორე დღეს.
-კარგით, ბავშვებო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. გამოჩნდება თვითონ.. ნენე ნუ ნერვიულობ და ჩემს ძმისშვილს გაუფრთხილდი იცოდე. -გაუღიმა გეგამ.- ჯობია რამე კარგზე ვილაპარაკოთ, 3 კვირაში ახალი წელია და დავგეგმოთ რამე. -თქვა და ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად მჯდომ ქეთას ხელი გადახვია.

არასდროს არ ყოფილა ზამთარში პარიზში, მითუმეტეს მარტო. ტრიუმფალური თაღის წინ აუჩქარებლად მიაბიჯებდა მია და პარიზის ხედებით ტკბებოდა. სახე შედარებით დამშვიდებული ქონდა, დიდი ხანია აღარ უტირია, უფრო სწორედ ვეღარ ტირის, ამიტომ თვალები დასიებული აღარ ქონდა, თუმცა უძილობისგან თვალის ქვემოთ სიშავეები მაინც ემჩნეოდა. კიდევ უფრო დასუსტებულა, ადამიანის მაგივრად ძვლები დადიოდა.
როგორ არ უყვარდა მარტოობა, ახლა კი ხსნას მხოლოდ მარტოობაში ხედავს. ეს სინანულის გრძნობა ხომ საერთოდ თავს არ ანებებს, როგორი სუსტი აღმოჩნდა, საბას ბოლომდე ვერც უთხრა სიმართლე.. დანის კი, უკანასკნელი ადამიანივით მოექცა.. ორ ადამიანს ატკინა გული, მისი სულელური საქციელებით. თან ორივე თავისებურად ძვირფასია მისთვის. არჩევანის უფლებას კი არ აძლევდა თავს, ჯობია არც ერთთან არ იყოს. ალბათ ვერასდროს აპატიებს საკუთარ თავს ამ ყველაფერს. 2 კვირაა უკვე პარიზშია და მთელს დღეებს კითხვაში ან სეირნობაში ატარებს, ცდილობს სიმშვიდე იპოვოს, მაგრამ ამ აფორიაქებულ გულს და სულს ვერაფერს უხერხებს. ისე, ახლაც რა ეგოისტივით იქცევა. ისე ჩაფრინდა პარიზში, მშობლებზე და ნენეზე სულ არ უფიქრია, ალბათ როგორ ღელავენ. საღამოს საატუმროში რომ მივა, აუცილებლად დაურეკავს ნენეს.

-ნენე... -ძლივს ამოსთქვა მიამ, დაქალის ხმის გაგონებისას.
-მია? სად ხარ? იცი რამდენი გეძებეთ? რამდენი მანერვიულე.. -მიაყარა ნენემ კითხვები.
-ნე, არ ინერვიულო, კარგად ვარ. უბრალოდ განმარტოება მჭირდებოდა.
-ძალიან გაბრაზებული ვარ! ასე მოქცევა როგორ შეიძლება? ჩემთვის მაინც დაგერეკა. -ხმა გაუმკაცრდა ნენეს.
-ვიცი, ცუდად მოვიქეცი.. მაპატიე, გთხოვ.
-სად ხარ? ან საბას რატომ დაშორდი? რა ხდება საერთოდ?
-საქართველოში არ ვარ, მაგრამ ვერ გეტყვი სად..
-ჩვენს შორის საიდუმლოებები როდის დაიწყო, მია?
-გამიგე, გთხოვ. რომ დავბრუნდები ყველაფერს აგიხსნი.
-როდის დაბრუნდები?
-არ ვიცი... -ცოტახნით დაქალებს შორის სიჩუმე ისევ ჩამოწვა. შემდეგ სიჩუმე ისევ მიამ დაარღვია. -შენ როგორ ხარ? სანდრო რას შვება?
-პატარას ველოდებით, რომელსაც ძალიან ცუდი ნათლია ეყოლება.
-რა? -სიხარულისგან წამოიკივლა მიამ. -რა მაგარია! ახლა თუ რამე გამახარებდა არ მეგონა.. ხომ ყველაფერი კარგად არის? სანდრომ ხომ კარგად გივლის? იცოდე, არ გამაბრაზოს.
-კი, კი ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ ერთი გოგონა მაბრაზებს!
-კარგი რა, ნე. მართლა ყველაფერს აგიხსნი, რომ ჩამოვალ.
-იქნებ საახალწლოდ ჩამოხვიდე, კოჯორში ვაპირებთ ყველანი ერთად შეხვედრას. -შეევედრა ნენე.
-ვერ შეგპირდები, ნე.. მაგრამ ვნახოთ. -ცარიელ სივრცეს გაუღიმა მიამ, თითქოს ნენე მის პირდაპირ მდგარიყო. -წავედი ახლა და დაგირეკავ ხოლმე. მიყვარხარ!
-მეც ძალიან.. -ნენე ტელეფონს თიშავდა უკვე, როდესაც მიამ ისევ დაუძახა.
-ნე, არავის უთხრა რა, რომ დაგურეკე.
-არც სანდროს?
-კარგი, სანდროს უთხარი, მაგრამ სხვას არავის, გთხოვ.
-კარგი.

დადგა ახალი წელი.. მია არ ჩასულა, ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებისთვის მზად, მითუმეტეს დანიელის ნახვისთვის. ნენეს და სანდროს ხშირად ურეკავდა, თუმცა სად იყო მაინც არ ამხელდა.
შემდეგ ზამთარიც გავიდა. ნენე უკვე იბერებოდა, თითქმის 3 თვის იყო. დანიელი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, მაგრამ მიაზე ფიქრები მაინც არ ასვენებდნენ. მართალია, გადაწყვიტა, რომ საერთოდ ამოეგდო თავიდან და გულიდან, მაგრამ რაც გაიგო, რომ საბას დაშორდა, თავს ვერაფერს უხერხებს. ისიც არ იცის, ოდესმე აპატიებს თუ არა, მიტოვებას, შემდეგ კი გაუჩინარებას, მაგრამ მაინც უყვარს და ამ გრძნობას ვერ ერევა. მია კი, უკვე მიეჩვია მარტო ცხოვრებას, თითქოს ნელ-ნელა ცხოვრების ხალისიც უბრუნდება, მაგრამ არსებობს მონატრება.. მონატრება, რომელიც ტკივილამდე, ძვლებამდე აღწევს.. მონატრება მშობლების, ნენეს, მეგობრების და.. მონატრება, საყვარელი ადამიანის. ხომ, არ მოგეჩვენათ, საყვარელი ადამიანის. ბოლო ერთი თვეა მიამ საკუთარ თავთანაც აღიარა, რომ დანიელი მთელი არსებით უყვარს.. მაგრამ დაბრუნებისთვის ისევ არ არის მზად.

გაზაფხულიც გავიდა და მოვიდა ზაფხული.
-ნე, ხვალ ჩამოვდივარ! -ახარა ტელეფონში დაქალს.
-როგორც იქნა! როგორ მენატრები.. -სიხარულისგან ცქმუტვა დაიწყო ნენემ.
-ერთი სული მაქვს, როდის მოგეფერები მაგ გამობერილ ღიპუცაზე.
-ჯერ ძალიან მაგრად უნდა გცემო! -მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა მიას.
-ჩახუტებით დახრჩობა უფრო მირჩევნია. -გაეცინა მიას.
-დაგხვდებით, რომელზე ჩამოდიხარ?
-არა, არ მინდა. ჩემით მოვალ.
-კარგი მაშინ კოჯორში ამოდი პირდაპირ, აქ ვიქნებით მთელი ზაფხული.
-კარგი, ღიპუც, გკოცნი!

უკვე 15 წუთია წინ და უკან დადის ნენეს და სანდროს სახლის ჭიშკრის წინ.. ვერ ბედავს კარის გაღებას და შესვლას, დანიელის რეაქციის ეშინია. რომ არ მიესალმოს? საერთოდ რომ არ შეიმჩნიოს? არა, ნამდვილად ვერ გადაიტანს ბიჭისგან იგნორს..
-მია?! -მოესმა გაკვირვებული გეგას ხმა. გაღიმებული შეტრიალდა მია ბიჭისკენ და მონატრებულ მეგობარს გადაეხვია. -როგორ გვანერვიულე, გადარეულო! წამოდი შევიდეთ. -ხელი ჩაკიდა გოგონას და სახლისკენ წავიდა, მიაც დაემორჩილა და გაყვა. ეზოში რომ შევიდნენ, ისევ შეყოვნდა.
-რა გჭირს? -გამოხედა გეგამ.
-ვნერვიულობ. -ხმის კანკალით უთხრა გოგონამ.
-ნუ ნერვიულობ. იცი როგორ მოგვენატრე ყველას?
-მეც მომენატრეთ. -გაუღიმა მიამ.
-ხოდა წამოდი ახლა. ნუღარ ყოყმანობ.

მიას დანახვისას გაბერილი ნენე ფეხზე წამოხტა და ბედნიერმა მოხვია დაქალს ხელები.
-ჩემი გოგო ჩამოვიდა! -ეხუტებოდა და ლოყებს უკოცნიდა გოგონას.
-ღიპუცა. -მია დაიხარა და მუცელი დაუკოცნა.
-მეც მიმიშვი ცოლის დასთან. -გაიღიმა სანდრომ და მიას მოეხვია. შემდეგ გოგონამ ქეთაც თბილად მოიკითხა და ოთახს მოავლო თვალი, დანის ეძებდა. ბოლოს სამზარეულოს კართან მდგარს მოკრა თვალი, ყავის ჭიქა ხელში შეყინვოდა და გაშეშებული აკვირდებოდა მიას საქციელებს. გოგონამ გაუღიმა, თუმცა მისკენ ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა. ოთახში დაძაბულობა ჩამოწვა, რომელიც არც ერთ იქ მყოფს არ გამოპარვია.
-შენი ბარგი მანქანაში გაქვს? -სხვა რამეზე ყურადღების გადატანა სცადა სანდრომ.
-კი. -ხმაწასულმა უპასუხა მიამ.
-მომე გასაღები, გადმოვიტან. -გაუღიმა და გასაღები გამოართვა.
-წამო ყავა დავლიოთ და თან მოგვიყევი შენი ამბები. - უთხრა ნენემ და გოგონები სამზარეულოში გავიდნენ. დანის, რომ მიუახლოვდა ცოტახანი მის წინ გაჩერდა.
-როგორ ხარ? -ამოღერღა, როგორც იქნა დანიმ.
-ნორმალურად, შენ? -მუხლებში სისუსტე იგრძნო გოგონამ მისი ხმის გაგონებისას, საბედნიეროდ ეყო ძალა, რომ თავი შეეკავებინა და ყველას თვალწინ ძირს არ გაწოლილიყო.
-მეც. -გაუღიმა და გვერდი აუარა. არც გადაკოცნა, ჩახუტებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, მაგრამ იმაზეც ბედნიერია, რომ მოიკითხა.

-მობრძანდი, ქალბატონო, ბევრი სალაპარაკო გვაქვს. -მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა ნენემ და ქეთას გვერდით მდგომ სკამზე მიუთითა დაჯექიო. მია დასჯილი ბავშვივით მიუჯდა ქეთას და ნენეს ქვემოდან ახედა. -ნუ მიყურებ ეგრე, მაინც არ შემეცოდები. დაიწყე გისმენ!
-ნოემბერში რომ ვიყავი ჩამოსული, მე და დანი.. -დაიწყო მთელი ისტორიის მოყოლა მიამ, ნოემბრის „საგიჟეთის“ შემდეგ როგორ დაეძაბა საბასთან ურთიერთობა, რატომ დასჭირდა პარიზში წასვლა და როგორ გაუჭირდა საქართველოში დაბრუნება.
-რამდენი რაღაც გადაგხდენია თავს, როგორ არაფერი მითხარი. -შოკირებულმა და ასლუქუნებულმა უთხრა ნენემ. ქეთა ხმას ვერ იღებდა, გაოცებული იჯდა და მიას უყურებდა.
-რა გატირებს? -გაეცინა მიას.
-ეს ყველაფერი მარტო როგორ გადაიტანე? განვიცდი.. ამ ორსულობის გამო კიდევ ყველაფერზე გული მიჩუყდება. -ცრემლები მოიწმინდა ნენემ.
-არ მინდოდა გენერვიულა, თან მირჩევნოდა ჩემით გადამეხარშა ყველაფერი. -გაუღიმა მიამ.
-ახლა რას აპირებ?
-არ ვიცი.. საბასთან დაბრუნება გამორიცხულია. ჩახუტებაზეც კი ცუდად ვხდებოდი, ისე მრცხვენოდა მისი, ბოლოს რომ დავშორდი მიზეზიც არ მითქვამს წესიერად. ვერ გავბედე სიმართლის თქმა.
-დანი?
-არამგონია მაპატიოს.. ალბათ არასდროს ვიქნებით ერთად, მაგრამ მე მაინც დაველაპარაკები და ბოდიშს მოვუხდი, მეგობრობა რომ მაინც შევძლოთ.
-მართლა არ ვიცი რა გირჩიო.. -ამოიქვნეშა ნენემ.
-გაპატიებს დანიელი. -გაუღიმა ქეთამ.
-გამორიცხულია. -უიმედოდ ჩაილაპარაკა მიამ.
-შენი წასვლის შემდეგ ძალიან ცუდად იყო, საკუთარი თავი დაკარგა. მართალია, მიზეზი არავინ ვიცოდით, მაგრამ ახლა მივხვდი ყველაფერს. მართალია, შემდეგ ნორმალური ცხოვრება დაიწყო, მაგრამ ყოველთვის ვამჩნევდი მის თვალებში დიდ ტკივილს. მე მგონია, რომ გაპატიებს. უბრალოდ ცოტა დრო ჭირდება. მთავარია, შენგან დაინახოს რომ გულწრფელად ნანობ და გინდა მასთან ყოფნა. - ხელი მხარზე დაადო ქეთამ მიას და გოგონებს გაუღიმა.
-აი, როგორი ჭკვიანი რძალი გვყავს. -გადაიკისკისა ნენემ.
-კარგი, მოდი რამე მხიარულზე ვილაპარაკოთ. -ცოტა ხასიათზე მოვიდა მია. -როდის ელოდები პატარას? -გახედა ნენეს.
-აგვისტოს ბოლოს, ერთი სული მაქვს როდის გაჩნდება.
-გამოდით რა, ჩვენც გვეჭორავეთ. -თავი შემოყო გეგამ, გოგონები სიცილით გავიდნენ მისაღებში.
მთელი საღამო მხიარულად გაატარეს, მიუხედავად იმისა რომ დანიელი არ იმჩნევდა მიას, მეგობრები მაინც ცდილობდნენ რომ დაძაბულობა გაეფანტათ. უკვე გვიანი იყო, ძილი რომ მოერიათ და ოთახებში გადანაწილდნენ.


მიამ ვერაფრით მოახერხა დაძინება და ეზოში გასეირნება გადაწყვიტა, სპორტულები ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. ეზოში გასულმა აუზთან მჯდარ ბიჭს მოკრა თვალი, დანიელი იყო. გულის ფანცქალით ნელა მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა. დანიელმა გახედა, არაფერი უთქვამს და ისევ აუზს ჩააშტერდა.
-რაღაც მინდა გითხრა. -სიჩუმე დაარღვია მიამ. დანიმ პასუხი არ გასცა. -დანიელ, მისმენ? -ხმის კანკალით ჰკითხა გოგონამ.
-გისმენ. -მოკლედ მოუჭრა ბიჭმა, ისე რომ მიასკენ არც გაუხედავს.
-მე.. მე არ ვიცი საიდან დავიწყო. -ამოილუღლუღა გოგონამ.
-თავიდან. -ირონიულად უთხრა დანიმ.
მია ცოტახანი ჩუმად იჯდა, სიტყვებს ერთმანეთს ვერ უყრიდა, თან ბიჭის ირონიამ სულ დააბნია.
-დიდი ხანი უნდა იჯდე ჩუმად?
-დანიელ, გთხოვ ნუ მელაპარაკები ეგრე.
-როგორ გინდა, რომ გელაპარაკო?
-მე ყველაფერს ვნანობ. - კითხვა წაუყრუა ბიჭს. -საშინლად მოგექეცი, არ იმსახურებდი ამას. შენგან პატიებას არ ვითხოვ, ვიცი რომ არ ვარ ამის ღირსი. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ შენს გრძნობებზე არასოდეს მითამაშია, არც მიფიქრია. ასე გამოვიდა, არჩევანის გაკეთება არ შემეძლო.. უფრო სწორედ ცუდი არჩევანი გავაკეთე.. ან არ ვიცი.. მოკლედ, გული გატკინე ვიცი და ვერც ვერასდროს გამოვასწორებ ამ დანაშაულს. -მია ცოტახნით გაჩერდა, ისევ აერია სათქმელი. დანი საერთოდ არ უყურებდა, არც ერთი წამით გაუხედავს მისკენ.
-დაასრულე? -ჰკითხა ცივად.
-არა. მე.. მე..
-მეძინება, მია. უნდა წავიდე. -მიუგდო რამოდენიმე სიტყვა და წავიდა.
ცრემლები მისდაუნებურად წასკდა თვალებიდან, გულში თითქოს დანა ჩაარტყეს. ეტკინა, ძალიან მაგრად ეტკინა და ახლა უფრო მიხვდა, როგორ ატკინა ბიჭსაც.. საერთოდ ყველანაირი იმედი გადაეწურა. იჯდა აუზის წინ მარტო და ტიროდა, მთელი გულით ტიროდა და ვერც კი მიხვდა როგორ დაათენდა. ბოლოს ადგა და ოთახში შევიდა, არ უნდოდა ვინმეს ენახა მსგავს მდგომარეობაში.


ის ღამე იყო და იმის მერე დანიელთან დალაპარაკება აღარ უცდია, რა თქმა უნდა ბიჭსაც აღარ გამოუჩენია ინიციატივა. მთელი ზაფხული სანდროსთან და ნენესთან გაატარეს, ბათუმშიც იყვნენ 2 კვირით წასულები.. ერთად ყოფნა უხაროდათ მეგობრებს და სულ მხიარულად იყვნენ, თუმცა მია ხშირად იწყენდა ხოლმე და მარტო იკეტებოდა ოთახში. თავიდან სულ ცდილობდნენ გაემხიარულებინათ, მაგრამ ვერაფერს ხდებოდნენ, ამიტომ მიეჩვიეს და აღარაფერს ამბობდნენ. მოვიდა აგვისტოს ბოლოც..
-არ მინდა თბილისში დაბრუნება. -მოწყენილმა ჩაილაპარაკა ქეთამ.
-ხო, რა კარგად ვართ ყველა ერთად. -გაიღიმა ნენემ.
-ზამთარში ისევ ჩამოვალთ. -დააწყნარა სანდრომ გოგონები.
-დანიელი სად წავიდა? -იკითხა გეგამ.
-მგონი ვიღაც უნდა ენახა. -უპასუხა ნენემ. ახსენეს და დანიც გამოჩნდა ვიღაც გოგოსთან ერთად, მიას 9 ფერმა გადაჰკრა სახეზე, მთელი სხეული აუკანკალდა დანის ხელი გოგონას წელზე, რომ შეამჩნია. გული თუ არ გაუსკდებოდა არ ეგონა.
-გაიცანით ეს..- უნდა დაესრულებინა, უცემ ნენემ რომ წამოიკივლა, მგონი დამეწყოო. მია და სანდრო დაფეთებულები მიცვივდნენ გოგონასთან.
-მუცელი გტკივა? - ჰკითხა მიამ.
=ძალიან. -ამოიკნავლა გოგონამ.
-ჩქარა წავედით. -იყვირა სანდრომ და ნენეს მანქანისკენ წასვლაში დაეხმარა.
-მეც გავყვები. ქეთუშ, საჭირო ნივთები მოუგროვე და ეგრევე წამოდით კარგი? -შეევედრა ქეთას და ნენესკენ გაიქცა.
მალე ყველანი საავადმყოფოში იყვნენ, ნენემ თავი გაიგიჟა მარტო შევალო და ამიტომ არავინ შეყოლია. ყველა ნერვიულად და პატარას მოლოდინში აქეთ-იქეთ დააბიჯებდნენ საავადმყოფოს დერეფანში. მია ცდილობდა არ მიექცია დანიელის „გოგოსთვის“ ყურადღება, თან რა დროს ეგ იყო, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. გულს უღრღნიდა ეჭვიანობა.. 3 საათში ექიმი გამოვიდა და სანდროს ბიჭის შეძენა მიულოცა.
-ჩვენი პატარა მათე დაიბადა. -წამოიყვირა სანდრომ და ძმაკაცებს გადაეხვია.

ნენე 3 დღეში გამოწერეს საავადმყოფოდან, ყველანი მათთან შეიკრიბნენ, დანის ისევ ის გოგო ახლდა, ლენა. მეგობრებს როგორც მისი მეგობარი ისე გააცნო, მაგრამ ყველა მიხვდა რომ მხოლოდ მეგობრობა არ აკავშირებდათ. მია მთელი დღე ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო. მოიბოდიშა და საღამოს სახლში გადავიდა. სახლში როგორც კი შევიდა, ეგრევე საწოლში შეწვა, არც გაუხდია, საბანში გაეხვია თითქოს სამყაროსგან მოწყდა.
გვიან კარების ხმამ დააბრუნა რეალობაში, ფეხზე ზოზინით ადგა, ცრემლები მოიწმინდა და კარების გასაღებად გაემართა. კარის ზღურბლზე დანიელი იდგა, არც უკითხავს პირდაპირ შევიდა და დივანზე დაჯდა. მიამ თავიდან იფიქრა, სულ გავგიჟდი და მეჩვენებაო.


-რატომ წამოხვედი? -ჰკითხა მოულოდნელად. მია ნელა მიუახლოვდა და მის პირდაპირ სავარძელში ჩაჯდა.
-ვერ ვხვდები რას მეკითხები.
-სანდროსგან და ნენესგან რატომ წამოხვედითქო.
-დავიღალე უბრალოდ.
-დაღლილობის დროს ტირი ხოლმე? -დასიებულ თვალებზე მიუთითა დანიმ. მშვიდად ელაპარაკებოდა, თუმცა სიმკაცრის ნოტები გამოერეოდა ხოლმე.
-დანიელ რა გინდა?
-აღიარო, რომ იეღვიანე. აღიარო, რომ გეტკინა, რომ გული მოგიკვდა, რომ სული გეწვის. -ამოილაპარაკა ზიზღით.
-რა გინდა, დანიელ? -ცრემლები ჩამოუგორდა მიას. -ჩემი ცუდად ყოფნა გინდა? ხოდა შეგიძლია გიხაროდეს. -უკვე ისტერიკაში გადაეზარდა გოგონას. -ცუდად არა, საშინლად ვარ. სული მეხუთება, ხანდახან გულის ცემასაც ვეღარ ვგრძნობ.. ყოველდღე გიყურებ და ვერ გეხები, შორიდან გიყურებ და.. შეხება? რა შეხებაზეა საერთოდ ლაპარაკი, ჩემკენ არც იხედები. შენგან ისეთი სიცივე მოდის, მთელი სხეული მიკანკალებს. ყველანაირად ჩამომშორდი.. ახალი კი.. ახლა სხვას.. სხვ.. -ვეღარ დაამთავრა გოგონამ, გულამოვარდნილი ტიროდა, მუხლები აკეცა და თავი ჩარგო. აღარ შეეძლო ამდენის ატანა.. -ც არ შემიძლია, ისეთი სუსტი აღმოვჩბდი. თურმე ამასაც გამბედაობა სჭირდება.. მე კი, მე სიცოცხლეც აღარ მინდა. ასე აღარ შემიძლია. დანიელმა ვეღარ გაუძლო მის ასეთ მდგომარეობაში ყურებას, არადა როგორ ეგონა, რომ სიამოვნებას მოჰგვრიდა გოგონას ცრემლები. ადგა და მის წინ ჩაიმუხლა. -გაჩერდი.. -ნიკაპით ააწევინა თავი, მია ვერ ჩერდებოდა. -ნუ ტირი მეთქი. -ბრძანებასავით გამოუვიდა ბიჭს..
-შენ ხომ ეს გინდოდა? -ამოისლუქუნა გოგონამ. -ხომ გინდოდა ასე გენახე?
-მინდოდა, ახლა აღარ მინდა. -მიას თავი მის ხელებში მოაქცია და თვალები დაუკოცნა. ნელა და ნაზად კოცნიდა, ბიჭის ამ საქციელზე მიას უარესად აუჩუყდა გული და უფრო ატირდა. დანიელი გვერდით ჩაუჯდა და მია ძალიან მაგრად ჩაიკრა გულში. -კარგი, ნუღარ ტირი, მე შენთან ვარ.
-დანი, მე.. მე ძალიან მიყვარხარ. -ცრემლები მოიწმინდა გოგონამ, თავი გულზე დაადო და პატარა კნუტივით მიეტუზა.
-მეც ძალიან, ჩემო პატარა. -ამოიჩურჩულა დანიმ.. მთელი ღამე ასე იჯდნენ, ჩუმად.. დანი გოგონას თავზე ეფერებოდა, პერიოდულად კი შუბლზე კოცნიდა, მია კი გულიდან თავს არ აშორებდა და ბიჭის გულისცემას უსმენდა, თან ხელი მაგრად ჩაეჭიდა ბიჭის ხელისთვის, თითქოს ეშინოდ, რომ დანი ადგებოდა და წავიდოდა.

ისევ ნოემბერი.. დღეს პატარა მათეს ნათლობაა. საღამოს წყვილებმა რესტორანში აღნიშნეს პატარას გაქრისტიანება. ისეთი ბედნიერები და ხალისიანები იყვნენ, სამივე წყვილი მხოლოდ სიყვარულს ასხივებდა. უკვე კარგი ნასვამები იყვნენ, გარეთ რომ გაწვიმდა..
-გავისეირნოთ? -გადაუჩურჩულა დანიმ მიას, გოგონამ ღიმილით უპასუხა და ფეხზე წამოდგა.


გრძელ ქუჩას დაუყვნენ და ჩუმად სეირნობდნენ.. დღეს რაღაც განსაკუთრებულად სასიამოვნო წვიმა იყო, ნოემბერს არ ახასიათებდა მსგავსი თბილი წვიმა.. ან უბრალოდ ასე მხოლოდ მათ ეჩვენებოდათ, ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებულ მიას და დანის.

ნოემბრის წვიმა. "20" (დასასრული)


-----------
ესეც დასასრული :)))) იმედია, მოგეწონებათ.
მალე დაგიბრუნდებით ახალი მოთხრობით.
მიყვარხართ!



№1  offline წევრი milangirl

მე მომეწონა დასასრული, მაგრამ ძალიან დამაკლდება ის ემოცია, რომელიც ახალი თავის დანახვისას მეუფლებოდა. იმედია შემდეგი ისტორიაც ასეთივე კარგი იქნება

 


№2  offline მოდერი ჯია

milangirl
მე მომეწონა დასასრული, მაგრამ ძალიან დამაკლდება ის ემოცია, რომელიც ახალი თავის დანახვისას მეუფლებოდა. იმედია შემდეგი ისტორიაც ასეთივე კარგი იქნება


ძალიან დიდი მადლობა love

 


საინტერესო იყო და ძაან მომწონდა.

 


№4  offline წევრი tskvito

rogor velodebodi, zalian gamaxare♥♥♥
mtlianobashi shesanishnavi gamovida.veli axal istorias!!!...♡

 


№5  offline მოდერი ჯია

შეყვარებული გოგონა
საინტერესო იყო და ძაან მომწონდა.

tskvito
rogor velodebodi, zalian gamaxare♥♥♥
mtlianobashi shesanishnavi gamovida.veli axal istorias!!!...♡


მადლობა, გოგონებოოო love love

 


№6  offline წევრი სესილია

კარგი იყოოოო, წარმატებებიიიიი love

 


№7  offline მოდერი ჯია

სესილია
კარგი იყოოოო, წარმატებებიიიიი love


მადლობა love love

 


№8  offline წევრი Margvelashvili

Ra kargi xar <3 momewona uzomod :-*

 


№9  offline მოდერი ჯია

Margvelashvili
Ra kargi xar <3 momewona uzomod :-*


ძალიან დიდი მადლობაა love love

 


№10  offline წევრი buubbuuu)))

Dedas gepicebi vtirivar. Aqde ver wavikitxe miyvars me eseni ♥♥♥ wavedi axla axali wavikiTxo
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№11  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
Dedas gepicebi vtirivar. Aqde ver wavikitxe miyvars me eseni ♥♥♥ wavedi axla axali wavikiTxo


ბუბუსიტო love love

 


№12  offline წევრი ninee

ძალიან კარგგიი იყოო <3 ყოჩააღ

 


№13  offline მოდერი ჯია

ninee
ძალიან კარგგიი იყოო <3 ყოჩააღ


ძალიან დიდი მადლობა love

 


№14  offline წევრი Annee

ახლა წავიკითხე. უმაგრესი იყო!!! ❤ არ ვიცი რა ვთქვა. ვიცოდი რომ ასე დამთავრდებოდა და დანისთან დარჩებოდა, მაგრამ საბაც მეცოდება :(

 


№15  offline მოდერი ჯია

Annee
ახლა წავიკითხე. უმაგრესი იყო!!! ❤ არ ვიცი რა ვთქვა. ვიცოდი რომ ასე დამთავრდებოდა და დანისთან დარჩებოდა, მაგრამ საბაც მეცოდება :(


მადლობაა love

 


№16 სტუმარი tiko

ძალიან კარგიი ისტორიაა ,სახალისოც იყო და საინტერესოო .წარმატებებიი kissing_heart heart_eyes

 


№17  offline მოდერი ჯია

დიდი მადლობაა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent