ოცნების მჭერი (9)
-ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ? - მოულოდნელად შეჩერდა თარაში და დეას მიაჩერდა მოუთმენლად. ჯავახიას სიწითლემ გადაურბინა სახეზე. ყველაზე მეტად რაზეც ოცნებობდა, იმას ასე დაუფარავად ვერ ეტყოდა მამაკაცს. ეს ხომ ისედაც დღესავით ნათელი იყო. ჩანდა მის გამოხედვაში, ქცევაში, აწითლებულ ლოყებზე... -არვიცი, ალბათ ბედნიერებაზე. - უპასუხა კარგა ხნიანი დუმილის შემდეგ. -ჰმ, ძალიან ზოგადი პასუხია. მეტი კონკრეტიზმი, თუ შეიძლება?! - მაჯებში წაავლო ხელები და პირისპირ დაიყენა, თვალებში რომ ეყურებინა მისთვის. უხერხულად გრძნობდა თავს დეა. ერთადერთი, რაც იმწუთას უნდოდა, თარაშის ხელის მოშორება იყო. -დეა, მითხარი რა. - მამაკაცმა გოგონა შეანჯღრია. -ემ... კარგი. უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრება, სამსახური და საყვარელი ოჯახი. თარაშმა ხელი უშვა ჯავახიას. იმედგაცრუებული იყო, ეტყობოდა. თავი გვერდით გადახარა და ჩაიცინა. -სერიოზულად? - ისე იკითხა, გეგონებოდათ დასცინოდნენ. -ჰო... - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა დეამ და ზურგი აქცია. ერთიანად გაწითლებულიყო სახეზე და როგორმე უნდა ჩაეცხრო ეს მღელვარებაც, რომელიც ერთი შეხედვით მარტივმა და უბრალო კითხვამ გამოიწვია. ყოველთვის ფიქრობდა, რომ მიზნები დასახული ჰქონდა და იცოდა, რისი მიღწევა სურდა, რა უნდოდა ცხოვრებისგან. ახლა კი, როცა ამის ხმამაღლა თქმა გახდა საჭირო, თითქოს სიტყვები და სიტყვებთან ერთად მთელი გეგმები და ოცნებები შემოეცალა ხელიდან. დეას სიტყვების მარაგში აღარ მოიძებნებოდა ის სიტყვა, რომელიც მის ოცნებას გამოხატავდა. -ეგ ხომ ყველას უნდა. - სიჩუმე დაარღვია ბოლოს კაცმა. -ჰო და მეც, მათთან ერთად. - ხმა გაბზარვოდა ჯავახიას. -გთხოვ, დაფიქრდი და ისე მითხარი: ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად გინდა, რა არის? - შეემუდარა ჯაყელი და სახეზე ჩამოისვა ხელი. გოგონა ჩაფიქრდა. გაუაზრებლად განაგრძო სვლა. თარაშიც უკან მიჰყვა, რომლის მოთმინებაც პიკს აღწევდა, თუმცა გარეგნულად შესასურ სიმშვიდეს აფრქვევდა. -ბავშვი. - ადგილზე გაშეშდა, მერე კი მკვეთრად შებრუნდა ჯაყელისკენ და თვალი თვალში გაუყარა. - ჰო, შვილი. შვილი მინდა ყველაზე მეტად. - ჯიქურ უყურებდა მამაკაცს და მღელვარებისგან მკერდი აუდ-ჩაუდიოდა. თარაშს უნებურად გაეღიმა. მის წინ მდგარი ერთი შეხედვით პატარა გოგო, ეუბნებოდა, რომ შვილი უნდოდა... თვითონაც უნდოდა შვილი. ჯერ კიდევ როდიდან... უბრალოდ მის მერე ბევრი რამ შეიცვალა კაცის ცხოვრებაში და თითქოს გადაავიწყდა კიდეც, რომ ოცნებები ჰქონდა, რომელიც ერთ დროს ასეთი რეალური და ხელშესახები იყო. უყურებდა დეა ჯავახიას, რომელსაც ის-ის იყო, თავისი ოცნება გაემხილა კაცისთვის და რწმუნდებოდა, რომ დაავიწყდა... დაავიწყდა, რომ არსებობდა სურვილები, ოცნებები. აღარ უოცნებია. ბოლოს რამე როდის ინატრა, აღარც ახსოვდა. ოდნავი ღიმილი, ფართო ღიმილმა შეცვალა და გოგონას სიტყვებით გახარებულმა მკლავები გაშალა, წამში მოიქცია დეას მთრთოლავი ტანი მკლავებში და მიიხუტა. ხელისგულები მხრებზე დააწყო ჯავახიამ თარაშს და თავი კი მკედრზე მიადო. -შენ, შენ რაზე ოცნებობ? - ოდნავ წამოსწია თავი კაცის სხეულიდან და მის სახეს ახედა. -შენ რომ მიპასუხე, მაშინ მივხვდი, რომ ოცნებები აღარ მქონდა. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ჯაყელმა და თავზე აკოცა ჯავახიას. -საერთოდ არაფერი გინდა? - გაოცება და წყენა ერთდროულად იგრძნობოდა გოგონას ხმასა და გამოხედვაში. -მე გითხარი „მქონდა“-მეთქი, არ მითქვამს, რომ ახლა არ მაქვს. - გაეცინა. -ხოდა რა? -რაც ადრე მქონდა ის - შვილი მინდა მეც. - მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და სახე დეას თმებში ჩარგო. თითქოს არ უნდოდა, რომ ვინმეს მისი აღელვებული გამომეტყველება და თვალებში აკიაფებული სითხე დაენახა. *** -მაინც არ აღიარებ, რომ სახლიდან გამოქცევსა და საბას მიტოვების მიზეზი მე ვიყავი? - ცალყბად ჩაიცინა კაცმა და გვერდულად გახედა სავარძელში მოკალათებულ დეას. -რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. - ცხვირი აიბზუა ჯავახიამ. -არც გისაყვედურია ხომ, აქამდე რატომ არ დამირეკეო? - თვალები მოჭუტა ჯაყელმა. გოგონას უეცრად დაცხა. გამოიჭირეს. ვითომ რა იყო ამის აღიარება, არც არაფერი, მაგრამ კაცი რომ ასე დარწმუნებული იყო, ეს უშლიდა ნერვებს. -ერთხელ უკვე გკითხე, რის მიღწევას ცდილობ-თქო ამით? - წამოენთო დეა. -მინდა, რომ შენ აღიარო. ესაა და ეს. - მხრები აიჩეჩა თარაშმა და საჭეზე თითები აათამაშა. - რა უნდა ვაღიარო? -რა და, ჩემს სანახავად რომ გამოიქეცი, რომ სულაც არ გქონდა მაღაზიაში საქმე, რომ არ გინდა წავიდე და გიყვარვარ... ჯავახია დუმდა. აზრი არ ჰქონდა რამის თქმას, მაინც იცოდა სიმართლე ჯაყელმა. -ერთად დავგეგმეთ, რომ ირმა დაგირეკავდა, შენ ჩამოხვიდოდი და მერე ერთად წავიდოდით სადმე - მე და შენ. - იღიმოდა თარაში და ისე უამბობდა მომხდარს. - თორემ სულაც არ მეჩქარებოდა, ხვალ დილით ვაპირებდი წასვლას. - ტრიუმფალური ღიმილით დაასრულა წინადადება და გოგონას სახე ხელებში მოიქცია. გაინაბა ჯავახია, გაინაბა, გაიტრუნა და გული სიხარულისგან ლამის საგულედან ამოუხტა. აღარ ცხვენოდა იმის, რომ კაცი ყველაფერს ხვდებოდა, რადგან თვითონაც მიხვდა, მისი გრძნობები ცალმხრივი არ იყო და ეს დამალვას აღარ საჭიროებდა. -ვაღიარებ, არ მინდა წახვიდე. - ხმა გაებზარა და ისე დაიჩურჩულა ტირილის პირას მყოფმა. -კიდევ? -კიდევ ის, რომ მიყვარხარ! - ხმით ატირდა ჯავახია და კაცის ხელები ძალით მოიშორა. უნდოდა მანქანიდან გადასულიყო და თარაშს არ დაენახა, როგორ ტიროდა, მაგრამ არ გადასულა. არ ანაღვლებდა მის წინ რომ სისუსტეს იჩენდა. ეს მისი რეალური სახე და გრძნობები იყო და ამაში არც არაფერი გახლდათ დასამალი. -ტუილად ტირი, ვერც მე დავრჩები და ვერც წაგიყვან, ამიტომ უნდა შეწყვიტო ტირილი და გაიღიმო. ხომ არ გინდა მტირალა გოგო დამამახსოვრდე? - სიცილით ელაპარაკებოდა ჯავახიას. -კარგი, ჰო. - ამოუსლუკუნა გოგონამ და გაუღიმა. შეეძლო დაეფიცა კაცს, რომ არავინ არსებობდა დეა ჯავახიაზე ლამაზი მთელი დედამიწის ზურგზე. ის კი მას ეკუთვნოდა. ძილის წინ, შორტს რომ იხდიდა და მთელს განვლილ დღეს იხსენებდა, ძლივს შეამჩნია შორტის ჯიბეში არსებული ახალი და უცხო ნივთი. ცრემლნარევი ღიმილით ამოიღო ორი ერთნაირი, თუმცა მაინც განსხვავებული ოცნების მჭერი და გაღიმებული დააკვირდა. მხოლოდ ერთი ჰქონდა, მეორე კი როდის ჩაუდო თარაშმა ჯიბეში, არც შეუმჩნევია. ის იყო, ან ზუსტად ისეთი, პირველად რომ აჩუქა და მერე ტყეში დაკარგა. გაახსენდა კაცს რომ უთხრა, ის პირველად მაჩუქე და განსაკუთრებით მიყვარსო. ატირდა. მოსალოდნელი მონატრება ახრჩობდა და არ იცოდა რამდენ ხანს გასტანდა ყოველივე ეს. ნუგეშად ისევ ჯაყელის ნაჩუქარი ოცნების მჭერები რჩებოდა. შენ მაინც დაიჭირე ოცნება, შენ მაინც არ დაუშვაო შეცდომა, თბილისში, თავისი კორპუსის წინ იყვნენ, ეს სიტყვები რომ უთხრა კაცმა. -დავიჭერ, აუცილებლად დავიჭერ! - ჩაილაპარაკა მტკიცედ. ________________ ბოდიშს გიხდით დაგვიანებითვის. ვიცი პატარაა ეს თავი, მაგრამ სულ ესაა რისი დაწერაც 1 საათში მოვასწარი. ხვალ არ იქნება ახალი თავი. ვეცდები ზეგ მაინც დავდო შედარებით დიდი. გმადლობთ, რომ ჩემთან ხართ და კითხულობთ ამ მოთხრობას. სიყვარულით მარად ჭორფლიანი ჭორფლა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.