შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- ვატო ვეკუა (ბინო) 3


24-08-2015, 16:53
ავტორი natela
ნანახია 4 020

თითქმის მტელი თვე ვეძებდით ბიჭებს მაგრამ ვერაფრით მივაგენით, არცერთ იზოლატორში არ იყვნენ, ნანი ვისაც იცნობდა ყველას მიმართა მაგრამ პასუხი ერთი იყო ეს მაღლაკელიძის საქმეა, ნანი მასაც იცნობს მაგრამ წამითაც არ უფიქრია მასთან დარეკვა არც უხსენებია..
იმედგამოცლილი აცრემლებული ჩაეშვა ნინა სავარძელში და მასზე არანაკლებ დღეში მყოფ სოფოს გახედა, ნანი უცნაურად მიშტერებოდა პატარა ტუმბოზე დადებულ აპარატს.. არანაირად არ უნდოდა მაღლაკელიძესთან დარეკვამაგფრამ ხვდებოდა სხვა გზა არ რჩებოდა, დაიღალა ნინას განადგურებული სახის ყურებით, სოფოზეცვ გული უკვდება ამიტომ... ნელა დაიძრა ტელეფონთან, ნომრების წიგნაკში მოძებნა სასურველი ნომერი და გურამის ხმას დაელოდა.
- გისმენთ- სწრაფად გაისმა მამაკაცის კარგად ნაცნობი ბოხი ხმა, თავი გაქნია მოწოლილი მოგონებებიბის გასაფანტად და დაბალი ხმით დაიწყო:
- გამარჯობა გურამ, ნანი ვარ, ნანი ყიფიანი..
ზედმეტი იყო დაკონრეტება რათქმაუნდა პირველივე სიტყვიდან იცნო, მაგრამ ნანის კონკრეტიკა რომელიც მის ყიფიანობას უსვამდა ხაზს მაღლაკელიძეს მიწვდა გულში და კიდევ ერთხელ იგრძნო რაღაც, შედარებით სუსტად მაგრამ მაინც ისე ოცი წლის წინ რომ გრძნობდა, სიმწრით გაეცინა, ხმა დაალაგა და დინჯად ამოილაპარაკა.
- როგორ ხარ ნანი?
- კარგად, გურამ არ მინდოდა შენი შეწუხება მაგრამ ..
კარგად იცოდა რატომაც ურეკავდა, ზუსტად ამას ელოდა მთელი თვე, ამიტომ გადამალა ბიჭები, კიდევ ერთხელ გაეცინა სიმწრით როცა გაიაზრა რას აკეთებდა 46 წლის კაცი ნანის ერთი ზარისთვის, მაგრად მოუჭირა ხელი ტელეფონს და ოდნავ გატეხილი ხმით ამოილაპარაკა:
- მესამე იზოლატორში გადაიყვანენ ხვალ, მოდი და ნახე..- აღარ აცადა მადლობის თქმა სწრაფად დაგდო ტელეფონი და სკამზე დაეშვა..
ნინას სახე წარმოუდგა თვალში როცა ვეკუას ბინაში შეაბიჯა მაშიუნვე მოხვდა თვალკში მისი სახე, იმხელა მსგავსებაიყო ნანისთან წამით ძშეძლო კიდეც ოცნება რომ ნინა მისი და ნანისი იყო მაგრამ გიორგი ყიფიანის თვალებმა გოგონას რომ ამშვებდა, ზუსტად ყიფიანისებურმა მზერამ დააბრუნა დედამიწაზე, როგორც ყოველთვის აქაცფ გიორგიმ გაიმარჯვა და იქიდანაც კი შეახსენა რომ ნინა და ნანი მას ეკუთვნოდნენ და არა მარლაკელიძეს...
........................................................
- გაგაცილებ ნანი- 18 წლის მაღლაკელიძე მიუახლოვდა წიგნებით გატენილო 17 წლის სიფრიფანა გოგონას და ზემოდან დახედა.
- გურამ როგორ ხარ ?- შესცინა გოგონამ.
- კარგად მადლობა..
- აჰა ესღა გვაკლდა- ჩაიდუდღუნა ნანის გვერდით მდგარმა ქერა გოგონამ და ყიფიანის მოახლოებულ ბანდას გახედა.
სიცილით და ლაზღანდარაობით მოუახლოვდნენ ბიჭები და გოგონებს გახედეს.
- ოჰ, სოსელიების ასულს ვახლავარ- რევერანსი გააკეთა ყიფიანმა- სამარგალოში როგორა ხართ სიმონ?- საოცარი მეგრული აქცენტით მოიკითხა და გაიღიმა.
- რა გინდა ყიფიანო?- შეუბღვირა ნანიმ.
- სახლში უნდა წაგიყვანო- ჩაილაპარაკა დარწმუნებულმა და გურამს გადახედა.
- არ მინდა გურამი გამაცილებს- ისევ დაუბღვირა და წიგნები უფრო ცაბღუჯა.
- გურამს გავაცილებ მიქელა პაპასთან თუ ორ წუთში არ გაქრება აქედან- ისევ ისე ღიმილით ჩაილაპარაკა ყიფიანმა და ნანის წიგნები გამოართვა.
- როგორ ვერ გიტან- ბუძღუნით გაყვა ნანი.
ერთხელ მაინც რომ გამოეხედა ნანის აუცილებლად დაუპირისპირდებოდა ყიფიანს მაგრამ არა, კარგად ხედავდა რაც იდგა ნანის ბრაზის უკან, არცერთხელ მოუხედავს გოგონას ისე მიყვებოდა ყიფიანს.
...................................................
- ვნერვიულობ- ჩაილაპარაკა სოფომ.- შენ ხო მაგრამ მე რაღა მინდა- კარს გახედა და უკან გადადგა ნაბიჯი.
- ნუ სულელობ მე რომ გამომყვე არ შეიძლება?- გაბრაზდა ნინა.
სოფოს ხმა აღარ ამოუღია ნელა მიყვა ნინას..
აღელვებული ადევნებდა თვალს კარს სადაც წამიც და ჯაბა გამოჩნდებოდა, რამდენჯერ უფიქრია მიზეზზე რატომ დააკავეს, ყოველლთვის ქალაქში გავრცელებული ჭორები უტუვტივდებოდა თავში მაგრამ გონება ბლოკავდა ამ ფიქრებს, არ უნდა და ვერც წამოუდგენია მკვლელი ჯაბა და ვატო .
აცრემლებული მიეხუტა მკერდზე კარშიო შემოსულ ჯაბას, გამხდარი ეჩვენა თანაც ზალიან, წვერიც ისე აქვს .. მაGღAD მიეხუტა და ვეკუასაც გახედა, უცნაური მზერით რომ ადევნებდა თვალს.
- კარგად ხარ ?- ახედა ნინამ და სახეზე დააკვირდა მონატრებულ ბიძაშვილს.
- შენ რას აკეთებ აქ?- გაამკაცრა ტონი ჯაბამ .
- ხომ უნდა მენახე- ამოილაპარაკა ნინამ.
- არ მინდა აქ რომ მოხვიდე..
- ჯაბა ისედაც ერთი თვე ვერ გპოულობდით ..
- მალე გამოვალ..
- როდის?
- მალე- გაიღიმა ჯაბამ და ისევ მოეხვია..
ცოტახანს დარჩნენ, სიტყვა არ უთქვამს ვატოს მხოლოდ უყურებდა, სულ ეს იყო, ჯაბას და სოფოს დიალოგიც ლაკონური იყო.
- შენ როგორ ხარ სოფო?
- კარგად ..
- კარგია და ღიმილი სულ ეს იყო.
სახლში ასე თუ ისე დაწყნარებული დაბრუნდა თანაც ჯაბამ დააიმედა რომ მალე გამოუშვებენ ამიტომ..
...............................................................
ერთი კვირა იყო გასული ნანიმ რომ
დაახვედრა სახლში მისულს ახალი ამბავი ვეკუა დაჭრესო და გამზადებული ჩანთა შეაჩეჩა საავადმყოფოში წაუღეო, ვერ გაიგო გაუხარდა თუ ეწყინა.. მაგრამ მაინც წამოიღო ჩანთა და წამოვიდა.
რამდენჯერმე გაჩერდა პალატის კართან აზრზე არაა რა უნდა უთხრას, ხვდებას რომ რაღაც გრძნობა აქვს ვეკუას მიმართ მაგრამ ვატო მისგან რომ შორსაა ეგეც იცის, ძალიან ძალიან შორს და ამას კიდევ ერთი ძალიან დაამატა როცა პალატასი შესულს ქერა ლამაზმანი დახვდა ვეკუასთან საეჭვოდ ახლოს, სვხა მდგჰომარეობაში დახვდებოდა რომ არ დაეკაკუნებინა, მორიდებული მზერა მოავლო ვაკოს და უხერხულად აიწურა.
- გამარჯობა- დაიჩურჩულა და ისევ პერანგგახსნილ ვატოს გახედა.
- ნინა?- ფეხზე ადგა ვეკუა და იმ გოგოს რაღაც ანიშნა, ქალმაც სწრაფად დატოვა პალატა.
- ნანიმ მითხრა რომ დაგჭრეს და ეს გამომაგტანა- ცანთა მაგიდაზე დადო ნინამ- კარგად ხარ?
- ხო კარგად ვარ..- მოუახლოვდა ვატო.
- კარგი გამოჯანმრთელებას გისურვებ.. - უკან გადადგა ნინამ ნაბიჯი და კარისკენ გაიწია ვატოს ხელი რომ იგრძნო მკლავზე, სწრაფად მიატრილა ვეკუას ხელმა მისკენ და ნინა ისევ შეეჯახა საზიზღარ ტატუს, დაბნეულმა ახედა უცნაურად მომზირალ ვეკუას და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
- შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ ნინა?- დაიჩურჩულა ყურთან ვეკუამ.დაბნეულმა ახედა ნინამ ვეკუამ ჩაიცინა და განაგრძო- უნდა დამპირდე რომ სულ ჭკვიანად იქნები და არავის მომაკვლევინებ..
- რამე ხდება?- ამოილურლურა შეშინებულმა.
- არაფერი- დაიცურჩულა ვეკუამ და შუბლზე მიაწება ტუჩები დაბნეულ ნინას.
მერე ნელა დაიხარა და მის თმე4ბშიცარგო თავი, რაც გინდათ თქვით მაგრამ სუნი გამახსოვრდება ადამიანს ყველაზე მეტად, ხო ასეა იმადამიანის სუნი გიტრიალებს სულ რომელიც გიყვარს აი ის სუნი ლავიწს და კისერს შორის რომ ჩარგავ ცხვირს და ფილტვებში რომ ღრმად არწევს, მერე მეხსიერებაში რომ გიჯდება და რამით გრძნობ, ზოგჯერ ისე ცხადად რომ თვალების გახელსაც კი აპირებ იმის შესამოწმებლად შენთან ხომ არაა მაგრამ სწრაფადვე ცვლი გადაწყვეტილებს რადგან იცი რომ იმედი გაგიცრუვდება "ყველაზე ძლიერი გრძნობა იმედგაცრუებაა.არა წყენა,არა ეჭვიანობა და სიძულვილიც კი არა...მათ შემდეგ სულში კიდევ რაღაც რჩება,იმედგაცრუების შემდეგ კი–სიცარიელე." ამიტომ მთელი ძალით ხუწავ თვალებს და სულში დარჩენილ სიცარიელეს ამ სუნით ივსებ..
ღრმად ჩაიბეჭდა ვეკუამ ნინას სუნი და გაუშვა...
....................
- დღეს მივდივართ?- იკითხა ჯაბამ.
- ხო- თავი დაუქნია ვეკუამ.
- მზადაა?
- მზადაა..
- მოსკოვში?
- პეტერბურგში..

--------------------------------
პირველრიგში დიდი ბოდიში, მაგრამ ზაფხულია და ყველა დასასვენებლად ვართ, თანაც ცოტა რთული პერიოდი მაქვს.. მადლობა და ბოდიში..



№1  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

აუ ძაან მაგარია მალე დადე რა?ფლიიზ recourse
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რამდენი ხანი ველოდი ამ ისტორიას... კიდევ არ დაგვეკარგო რა და ისევე საინტერესოდ გააგრძელე როგორც დაიწყე ძალიან მაგარია მე ძალიან მომწონს...

 


№3  offline წევრი Queen ♛

ძალიან კარგია მაგრამ სად დაგვეკარგე? :D იმედია მეტს აღარ დაიგვიანებ ველოდები შემდეგ თავს <3

 


№4 სტუმარი natt

Auu malee ra dzaan dzaan momwons ! Sauketeso xar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent