შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მჭერი (11)


25-08-2015, 01:14
ნანახია 3 119

უკვე მერამდენე წრეს არტყამდა კიკვიძის ბაღს კიბასთან ერთად, სათვალავი არეოდა და ძალიან იყო დაღლილი, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა, რადგან თემურს პირობა მისცა, ძაღლს ვარბენინებ ხოლმეო.
ორი კვირა იყო გასული, რაც სოფლიდან თბილისში დაბრუნდა. მისი ოჯახის წევრები ასე თუ ისე მიეჩვიენ ძაღლის სახლში ყოფნას, მით უფრო, რომ ძირითადად დეას საძინებელში იმყოფებოდა და თვალში არ ეჩხირებოდა მათ.
ისე შეუყვარდა ჯავახიას კიბა, ვერ წარმოედგინა დილა მის გარეშე, მასთან ერთად რომ არ ერბინა, ერთად რომ არ ეჭამათ თავიანთ ოთახში. მაია და როსტომი ვერ აიტანდნენ ძაღლი რომ სამზარეულოში შესულიყო, დეას კი არ უნდოდა თვითონ სამზარეულოში ეჭამა, ძაღლი კი ოთახში ყოფილიყო გამოკეტილი, ამიტომ გამოსავალი იპოვა. მისი მშობლები ერთად მიირთმევდნენ საჭმელს, ჯავახია და კიბა კი - ერთად. გაგორდებოდნენ ხალიჩაზე, დადებდა ორ ულუფას და მიირთმევდნენ ასე.
ყოველთვის იღიმოდა ხოლმე, როდესაც კიბასთან ერთად ჭამდა. სულ ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს თარაში მათ სიახლოვეს იყო, ამიტომ არასდროს დაუყვირია ძაღლისთვის. შეიძლება ამას ჯაყელი ვერ გაიგებდა, მაგრამ თვითონ ხომ ეცოდინებოდა, რომ თავისთვის საყვარელი ადამიანის საყვარელ მეგობარს აწყენინა?! მაშინაც მოთმინებით აიტანა ყოველივე, ერთხელ, ოთახში შესულმა რომ აღმოაჩინა, კიბას თარაშის ნაჩუქარი ოცნების მჭერი კბილებში ჰქონდა გაჩხერილი და წიწკნიდა.

დაღლილი გაწვა ბალახზე და თავი ძაღლის ფუმფულა გვერდზე დადო. ღრმად სუნთქავდა და კიბას უცინოდა.
ტელეფონის ეკრანს დახედა და მოუოდნელობისგან გახარებულმა წამოიკივლა. მის მეგოარს, ირმას თარაშის სურათი გამოეგზავნა დეასთვის. ფოტოზე თარაში და თემური იყვნენ, როგორც ჩანს, ზაფხულზე გადაღებული იყო.
სიხარულისგან ცრემლიც კი მოაწვა და მადლობებით გატენილი პასუხი დაუბრუნა მეგობარს.
კიბამაც იგრძნო მისი დადებითი ცვლილება და თავი წამოსწია.
დეამ სურათი გაადიდა და თავთან მიუტანა ტელეფონი ძაღლს.
კიბა აყეფდა. იცნო პატრონი, აბა რა იქნებოდა. გახარებულმა ტელეფონის ეკრანი გალოკა და ყეფას უმატა.
სიცილით გაწმინდა ეკრანი დეამ და ახლა თვითონ მიეფერა სურათზე გამოსახულ კაცს.
სწრაფად ჩამოაჭრა ფოტოს თემური, გადაკეთებული სურათი და ეკრანზე დააყენა ფონად.
სახლში მისვლამდე, ყოველ წამს ანათებდა ეკრანს და ყურებამდე გაღიმებული უყურებდა თავის სიყვარულს.
***
უნივერსიტეტში წასვლის წინ, კიდევ ერთხელ ჩართო ლეპტოპი, კიბას თარაშის სურათი აჩვენა და ნასიამოვნები წავიდა სახლიდან.
მთელი დღე თარაშზე ფიქრობდა, ვერაფრით დაუდო ლექციის მოსმენას გული. უამრავჯერ დახედა ეკრანზე გაჯგიმულ ჯაყელს და სხვებისდა შეუმჩნევლად გადაუსვამდა ხოლმე ხელს, თითქოს ეფერებოდა.
ახლა 3 რამ ჰქონდა/ჰყავდა, რაც ყოველ წამს ახსენებდა მის თავს: კიბა, ოცნების მჭერი და მისი სურათი.
ამ სამიდან ყველაზე მეტად კი... სამივე უყვარდა. რა თქმა უნდა, სულიერი პირველ რიგში, მაგრამ დანარჩენიც ისეთი ძვირფასი იყო...

დაღლილმა შეაღო სახლის კარი. მშობლები სახლში არ დაუხვდნენ.
-კიბაა! - გასძახა ძაღლს.
საპასუხოდ ყეფა მიიღო. ღიმილით შევიდა თავის საძინებელში და ნანახით შეწუხებულმა წამოიკივლა.
ძაღლს ლეპტოპი ჩამოეგდო საწოლიდან და თავი ედო ზედ. რადგან პატრონის სურათი ნახა იქ, ალბათ კიდევ უნდოდა ენახა...
სწრაფად აიღო კომპიუტერი, როგორ არ ეცადა, მაგრამ ვერ ჩართო. გული შემოეყარა, აღარ იცოდა რა ექნა. მოზღვავებული ბრაზის დასაფარად ოთახიდან გავარდა და სააბაზანოში შეიკეტა. სახეზე ცივი წყალი შეისხა.
იცოდა, რომ კიბას არ უნდა გაჯავრებოდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მაინც ეშინოდა ცხოველის, რომელსაც როდის რა წამოუვლიდა, ღმერთი უწყიდა. მოსალოდნელი იყო, რომ ეკბინა დეასთვის, ამიტომ ისევ სააბაზანოს კედლებზე ანთხია ბრაზი.

-მოაშორე ეგ არსება სახლიდა! იცოდე, ხვალ აქ აღარ დამხვდეს, თორემ მაგასაც გავაგდებ და შენც ზედ მიგაყოლებ! - ბოლო ხმაზე ყვიროდა დეას დედა - მაია. ნერვებმა საბოლოოდ უმტყუვნა ყველაფერ იმის შემდეგ, რაც კიბამ ჯერ თავისი საყვარელი ორი ვაზა გატეხა, ნოხი საშვილიშვილოდ მოსპო და ახლა დეას ლეპტოპი მიაყოლა ზედ.
-კარგი რა, დედა, მივიტან ხელოსანთან ამ ლკომპიუტერს და გაკეთდება, აბა რას იზამს!
-საკმარისია! აღარ დაიცვა ეგ არსება! ზუსტად ვიღაცის ძაღლს მოვასპობინებ ახლა ჩემს სახლს, ღმერთმანი! - ცოფებს ყრიდა მაია.
ბრაზისგან ჯბილები გააღრჭიალა ჯავახიამ.
-რაც გინდა ის თქვი, მაგრამ იცოდე, რომ კიბა „ვიღაცის ძაღლი“ არ არის! - მოთმინების ფიალა აევსო დეას და მგონი მთელი ცხოვრება რომ ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს დედისთვის, ახლა უყვირა.
მაია გაშრა. არ ელოდა ამას. თვალებმოჭუტული მიაჭტერდა ქალიშვილს, მერე საჩვენებელი თითი გასასვლელი კარისკენ გაიშვირა და კბილებს შორის გამოსცრა:
-ახლავე წაიყვანე აქედან!

ჯავახია ტანსაცმელს იცვლიდა და თან ძაღლს ელაპარაკებოდა, ისე უხსნიდა, ყველაფერი კარგად იქნება და როგორმე ვუშველით თავსო, თითქოს გაიგონებდა ძაღლი.
ცოტა ხანში უკვე ქუჩაში იყვნენ, არადა საღამო იყო და ვერც ვერსად ვერ წაიყვანდა კიბას.
თავის მეგობრებთან ნამდვილად ვერ მივიდოდა კიბათი „ხელდამშვენებული“, იცოდა, არავინ შეიფარებდა ძაღლს.
პარკში ჩამოჯდა სკამზე და თავზე ხელი გადაუსვა ძაღლს.
-რა ვქნათ, კიბა, ჰა?
ჩაფიქრდა. სხვა გზა არ ჰქონდა, ქუჩაში მოუწევდა ღამის გათენება.
ტელეფონი აწკრიალდა. ირმა რეკავდა.
-სად ხარ, გოგო?
-კიკვიძის ბაღში ვზივართ მე და კიბა, სახლიდან გამოგვაგდეს და ვაბირჟავებთ. არ შემოგვიერთდები? - სიცილით აუხსნა სიტუაცია მეგობარს, თითქოს სასაცილოდ ჰქონოდა საქმე.
-გაგიჟდი შენ? რას ჰქვია სახლიდან გამოგაგდეს? - შეშფოთდა ირმა.
-ჰო, კიბას გამო. დღეს ლეპტოპი გამიფუჭა და, როგორც ჩანს, დედაჩემისტვის პიკი აღმოჩნდა. - დანაღვლიანებულმა ამოიოხრა და ბალახზე მწოლ ძაღლს გადახედა.
-რას აპირებ მერე?
კიბა ყეფით წამოვარდა ფეხზე და გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა. გაოცებული დეა თან მიჰყვა, თან ძაღლის სახელს გაჰყვიროდა. ეშინოდა ან არ დკარგულიყო, ან მანქანას არ გაეტანა.
-კიბა, დაბრუნდი, კიბა! - საკმაოდ შორს მყოფ ძაღლს ამაოდ ეძახდა.
ძალიან დაღლილი იყო იმისთვის, რომ ოთხფეხა მეგობარზე დევნა გაეგრძელებინა.
პარკიდან გამოვიდა და ნელა დაუყვა გზას. შიში სადღაც გამქრალიყო.
„მგონი საკმაოდ კარგი გაწვრთნილია იმისთვის, რომ პატრონს არ მოშორდეს და არ დაიკარგოს, მოვა აბა სად წავა“ - თავს იმშვიდებდა და მიდამოს ათვალიერებდა, რომ სადმე დაენახა.
პატარა ჯიხურთან შეჩერდა. სიგარეტსა და ყავას ყიდდნენ. კაპუჩინოს მომზადება თხოვა და იქვე დარსობილ ბოძს მიეყუდა.
-დაპატიმრებული ხართ ჩემი მეგობრის გატაცებისა და უყურადღებობის გამო! - ძლიერი მკლავების შემოხვევა იგრძნო ჯავახიამ და შეკრთა, ვერ გაერკვია რა ხდებოდა. მის უკან მდგარი სხეული და თავისკენ შებრუნების საშუალებას არ აძლევდა, ისე ჰყავდა მკლავებში მოქცეული.
თუმცა ხმა ეცნო. თავდაპირველად ვერ დაიჯერა, მაგრამ გული და გონება კარნახობდა, რომ ხმა თარაშს ეკუთვნოდა.
პირი გააღო რამე რომ ეთქვა, თუმცა ვერაფრის თქმა მოახერხა. წვალებით შებრუნდა კაცისკენ და უნებურად გაეღიმა, მისი მკაცრი გამომეტყველება რომ დაინახა. თურმე რა ძალიან მონატრებია ეს სახე და ვერ აანალიზებდა.
-არა, ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც თემომ მასწავლა! - მძლავრად გააქნია თავი, არ ესიამოვნა კიბასადმი უყურადღებობაში რომ დაადანაშაულეს.
-ძაღლმა იგრძნო ჩემი სიახლოვე და გამოგექცა, შენ კი სანამ არ შეგეხე, ვერაფერს მიხვდი. - სიცილნარევი სერიოზულობით ელაპარაკებოდა ჯავახიას.
დეასაც გაეღიმა ბოლოს. თავი გადააქნია უკმაყოფილოდ და თარაშის მკლავებიდან დაიხსნა თავი.
-სამაგიეროდ, კიბა მიჩვეული შენს სიახლოვეს და ამიტომ ხვდება, მე კი არა. - წარბებაწკიპულმა გააცნო საქმის არსი ჯაყელს და დოინჯი შემოირტყა.
-თუ ასე ძალიან გინდა, შენც მიეჩვიე მერე. - სიცილით მოხვია მკლავები თარაშმა კიდევ ერთხელ და ძლიერად ჩაეხუტა.
-ჰმ, ვინ გითხრა, რომ მინდა? - წარბები შეკრა მოჩვენებითი სიბრაზით დეამ და კისერზე მოხვია ხელები.
-შენი თვალები, ხელები, გამოხედვა და გული მეუბნება. - თვალი ჩაუკრა და კიდევ უფრო მიიკრა გულზე.
ეს იყო წამი უსასრულობის, თავდავიწყებისა და ზღაპრული რეალობის.
წამი, რომელიც უფრო მეტი იყო, ვიდრე სიტყვები.

***
-არ აპირებ გადმოსვლას? - წარბაწეული დაიხარა მანქანისკენ და ფანჯარაში შეყო თავი.
დეამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-კარგი, მაშინ დარჩი აქ. - უემოციო გამომეტყველებით დაასრულა საუბარი თარაშმა და სახლში შევიდა ძაღლთან ერთად.
შუაღამე იყო. დეა პრინციპული გოგოს როლს ირგებდა და სახლში დაბრუნებას არ აპირებდა, თუმცა თარაშთანაც პრინციპული იყო და არაფრის დიდებით შეყვა სახლში. ის კი არა პარკში აპირებდა დარჩენას ჯავახია, მაგრამ ჯაყელის მოთხოვნაზე - თავისთან წასულიყო, დათანხმდა, სხვა გზა არ ჰქონდა უბრალოდ.
თავდაპირველად რომ უთხრა კაცს, შენ და კიბა წადით, მე არ მოვდივარო, ისეთი სახით შეხედა ჯაყელმა, დეას გაუკვირდა ცოცხალი რომ დატოვა, ეგონა არ დაინდობდა და გაწიწკნიდა შუაზე.
მოღუშულმა გაიხედა ფანჯრიდან. სიცივე იყო, წვიმას აპირებდა. მერე უკანა სავარძლებზე გადაბობღდა, უკეთ რომ მოესვენა.
დიდხანს უყურებდა თარაშის ოთახიდან გამომავალ შუქს. მერე ისიც ჩაქრა და დეასაც ჩაეძინა.
ემბრიონის პოზაში იყო. სციოდა, თუმცა განძრევის თავი არ ჰქონდა. მით უმეტეს, რომ სახლში არ შევიდოდა ჯაყელთან.
მიზეზი, თუ რატომ იქცეოდა ჯავახია ასე, სულელურო იყო. „მინდა და იმიტომო“, გეტყოდათ, რომ გეკითხათ.
ხოდა უნდოდა და იმიტომ მოუხდა ოთხად მოკეცილს, სიცივეში დაძინება.

***

თვალი რომ გაახილა, ადგილი ეუცხოვა. უცხო და კომფორტულ საწოლში იწვა. ძვლებში ერთიანად ტეხდა და სისუსტეს გრძნობდა.
თავი მიაბრუნა, თუმცა ტკივილმა აიძულა პირვანდელ პოზას დაბრუნებოდა. როგორც ჩანს, სიცივის გამო კისერი გაშეშებოდა და ძალიან ტკიოდა.
წვალებით იცვალა გვერდი და გაოცებულს გაურკვეველი ბგერები აღმოხდა, თავის გვერდით მწოლიარე კაცის სხეული რომ დაინახა.
იცოცხლეთთქო, მაშინ აღარ გახსენებია ტკივილი და სწრაფად წამოიწია ლოგინიდან.
გაოცებული უყურებდა მძინარე თარაშს და ცდილობდა წინა ღამე აღედგინა გონებაში.
გაახსენდა მანქანაში რომ ჩაეძინა.
„ჰმ, მაინც არ გაგიძლო გულმა არა?!“ - ჩაიცინა გუნებაში და მკლავები გაშალა.
-რომ გაიღვიძებ, რაღაცების ახსნა-განმარტებები მოგიწევს! - თითის ქნევით დაემუქრა ჯაყელს და წვალებით გადმოძვრა ლოგინიდან.
მაისური და მუხლამდე კაბა ისევ ეცვა. წამით სიწითლემ გადაურბინა სახეზე, რომ წარმოიდგინა, შეიძლებოდა კაცს ანსაცმელი გაეხადა მისთვის და ისე დაეწვინა ლოგინში.
გახურებულ ლოყებზე წყალი შეისხა და ოთახში დაბრუნდა.
დოინჯშემორტყმული დააცქერდა თარაშს.
-თუ რამის თქმა გინდა, შეგიძლია მითხრა, არ მძინავს. - მამაკაცის ხმამ შეაკრთო.
ფანჯრის რაფაზე შემოსკუპდა, საწოლთან ახლოს, ისე, რომ საუკეთესოდ ხედავდა ჯაყელს და ფეხების ქნევას მოჰყვა.
-რატომ შემომიტანე? - ცალი წარბი აწკიპა და პასუხის მოლოდინში სმენა დაძაბა.
-მადლობა თქვი, რომ იქ არ გაგყინე. - ცალყბად ჩაიცინა კაცმა და ლოგინიდან წამოდგა.
შვებით ამოისუნთქა დეამ, რომ დაინახა კაცს სპორტული, ნაჭრის შარვალი ეცვა და საცვლის ამარა არ იყო.
-კარგი, მაგრამ სხვა ოთახი არ არსებობდა? - წამოიძახა გაგულისებულმა.
-რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ არსად ისე არ გათბებოდი, როგორც აქ. - მხრები აიჩეჩა უემოციო გამომეტყველებით და გოგონასკენ წავიდა.
ჯავახიამ ფეხები აკეცა ინსტიქტურად. სუნთქვა ეკვროდა, გული უჩქარდებოდა მამაკაცის სიახლოვისას.
თარაში გოგონას წინ დადგა. თავები სულ ახლოს ჰქონდათ ერთმანეთთან. დეას სუნთქვა შეეკრა.
-წამოდი, ვჭამოთ რამე. - მოგუდული ხმით უთხრა თარაშმა გოგონას, მერე ლოყასა და თმაზე მიეფერა.
თავს ძლივს იკავებდა, რომ ძლიერად არ მოეხვია მისთვის ხელები, რომ არ ეთქვა, თუ როგორ ეშინოდა მისი დაკარვის, ამ შედარებით პატარა სიხარულის არსებობის.
წარსული ტანჯავდა კაცს. თავს ვერ ერეოდა. ყოველთვის, ჯავახიასთან სიახლოვისას, წარსულის უსიამოვნო მოგონებები იჩენდა ხოლმე თავს და ვერაფრით აღწევდა თავს მათ.
-არ მშია. - თავი გადაქნია დეამ.
ჯაყელი ზურგით დადგა გოგონასკენ, ისე, რო როგორ ძალიანაც არ უნდა მოენდომებინა ჯავახიას რაფიდან ჩამოსვლა, მამაკაცი თუ არ გაეცლებოდა, ვერ ჩამოვიდოდა.
მოთმინების ფიალა აევსო და კუჭმაც შეაწუხა.
-იქნებ გამეცალო? - ამოთქვა ბოლოს.
-ჰმ, არ გშიოდა შენ. - გვერდულად გახედა თარაშმა და ჩაიცინა.
-გაიწიე, თორემ შენს ზურგზე შემოვკუპდები. - სივილით დაემუქრა კაცს.
-არც კი გაბედო. - მოჩვენებითი სიბრაზით დაემუქრა ჯაყელი და უფრო წააქეზა გოგონა.
-არა ხომ? მაცადე, მაცადე! - კისკისით მოხვია კისერზე ხელი თარაშს. სინამდვილეში სულაც არ აპირებდა ამის გაკეთებას, მხოლოდ ხუმრობდა, მაგრამ სიცილი კივილში გადაიზარდა, მამაკაცმა რომ ფეხებში დაავლო ხელი და როცა იგრძნო, მართლაც ჯაყელის ზურგზე იყო შემოსკუპებული.
ხელის გაშვებას ვერ ბედავდა.
ჟრუანტელი უვლიდა ტანში, კაცის ხელის შეხებას რომ გრძნობდა შიშველ კანჭებსა და მუხლებზე. არ იყო მიჩვეული კაცთან სიახლოვეს და ერთგვარი სირცხვილის გრძნობაც კი ეუფლებოდა.
რამდენჯერმე დატრიალდა თარაში წრეზე სიცილით, უნდოდა ჯავახიას რომ თავბრუ დახვეოდა, გამოუვიდა კიდეც. ახლა რომ ჩამოესვა ძირს, უეჭველად წაიქცეოდა გოგონა, თვითომ კი არაფერი ეტყობოდა.
სამზარეულოში გავიდნენ ასე. კარადაზე დააჯინა დეა და წინ დაუდგა.
გამომეტყველება დაუსერიოზულდა. ჯავახიასაც გადაედო მამაკაცის სერიოზულობა და პირი მოკუმა.
-აი, ეს მესმის. მინიმუმ ასე უნდა იწყებოდეს ყოველი დილა. - ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა ჯაყელმა და ჯავახია მიიხუტა.

***
არა, არა, არც ისე ცუდი გოგო ვარ მგონი, ხომ? 7 გვერდი არც თუ ისე ცოტაა. იმედია ცოტა უკეთესი თავი მაინც იყო წინასთან შედარებით.
ველი შეფასებას.



№1  offline წევრი someone else

Dzalian saintereso iyoo,dzalian momewona ,veli shemdegs....

 


№2  offline წევრი gvichiani

უძაანმაგრესიაააა love ოღონდ გთხოოვ თავები გაზარდე რაა:( ვერ მყოფნიიის love
დანარჩენი ძალიან მაგარია...
ჩასაყლაპო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent