შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუტას ამოფარებული სექსუალური ჯიჰადი (მეორე თავი)


25-08-2015, 03:05
ნანახია 2 444

მეორე თავი - ცალთვალა მუსტაფა

ერაყი, სადღაც ჯურღმულში, 2015 წელი

ამ ჯურღმულს ჭკუიდან გადავყავარ... იმდენად ღრმად ვარ, მგონია, რომ სატანის ბოროტი ხარხარი და ჯოჯოხეთში დატანჯული სულების განწირული ყვირილი მესმის... მხოლოდ ლოცვა მშველის...
სახლში დაბრუნებულმა ზეჰრამ აღმოაჩინა, რომ ჯამარი გაიქცა და თან წამიყვანა. ჩემზე ალბათ ფიქრობდა ჭირსაც წაუღიაო, მაგრამ ვაჟის გაუჩინარებისთვის ქმარი მკაცრად დასჯიდა. საღამომდე გვეძებდა... მერე იმედგაცრუებული მოწყვეტით დაეშვა ქუჩის ბოლოს დაფენილ, ძველ, ჭუჭყიან ხალიჩაზე. ვფიქრობ, რომ ასეთ მომენტებში მუსტაფას ხელის სიმწარე ახსენდებოდა...
-საცხობში სალას ვიღაც ბიჭი დაუჭერია... - ზეჰრამ უნებურად უცნობი ქალების საუბარს მოჰკრა ყური.
-პურს იპარავდა?
-ხო. ჩვილი ჰყოლია ზურგზე მოკიდებული.
-ალბათ ობოლია, საცოდავი! სალამ სცემა?
-ცემას არ დასჯერდა და ახლა ამუშავებს.
დედა ფეხზე წამოიჭრა და უახლოესი საცხობისკენ გამოიქცა. ჩემი ტირილის ხმა შემოესმა... იმ წამს გაანალიზა, რომ სქესის მიუხედავად მისი შვილი ვიყავი.
-ძმაო, სალა... - დაიწყო მორიდებით.
-რამდენი პური გინდათ, დაო?
-პური არა... ბავშვები... - ზეჰრამ მორცხვად გამოიშვირა ჩვენკენ თითი.
-ამ ქურდბაცაცამ პურის მოპარვა სცადა! არ უნდა ასწავლოთ შვილს, რომ ქურდობა ცუდი საქციელია? - დაიყვირა ბოხი ხმით კაცმა და მუჭები ხის მაგიდაზე დააბრახუნა.
-მაპატიეთ... ვხედავ, რომ მუშაობით გინაზღაურებთ ზარალს.
-ეს ლაწირაკიც გაუთავებლად ტირის...
-ხვალაც გამოვუშვებ ჯამარს, თუ გნებავთ, ოღონდ ახლა სახლში გამატანეთ...
-მასე აჯობებს... ჩემსას არავის არაფერს შევარჩენ!
დედამ ჩემს ძმას ყურში ჩაავლო ხელი და მთელი გზა ბოჩოლასავით მიჰყავდა. ჯამარს ერთხელაც არ დაუწუწუნია.
-შე ჭკუათხელო ბავშვო, რას ფიქრობდი სახლიდან რომ გარბოდი?
-მინდა ფარჰანა კარგად იყოს...
-შიმშილით მოკვდებოდა! - მკაცრად თქვა დედამ, თითქოს მართლა ღელავდა.
-მისთვის მოვიპარე პური.
-სულელო, კბილები სად აქვს?!
-რძის მოპარვასაც ვაპირებდი...
-თავსაც წაგაძრობდნენ და ძაღლებს მიუგდებდნენ! სალა კარგი კაცი აღმოჩნდა, მის ადგილას სხვა ხელს მოგაჭრიდა! უხელო ვის რაში სჭირდები?
ჯამარი შეკრთა და ისე წამოიყვირა, გეგონებოდათ მართლა მარჯვენის მოკვეთა დაუპირეს.
-ხმა გაიკმინდე, ჯამარ! ხალხის ყურადღებას ნუ იქცევ. - დაფეთებულმა დედაჩემმა შეამოწმა თმა ხომ არ მიჩანდა. - მეორედ დაუკითხავად არსად წახვიდე, თორემ... - ზეჰრას ხმაში მუქარა იგრძნობოდა.
-თორემ რას იზავ? ტიგროსში ჩამახრჩობ? - დედას სახე წაეშალა.
-ენაკვიმატობ? გგონია ჭკვიანი ხარ? იცი მართლა ჭკვიანი ვინ არის? ის, ვინც იცის როდის და რა უნდა ილაპარაკოს!
შინ დაბრუნებულ ზეჰრას მუსტაფა სახლში დახვდა. შიოდა, სადილი მზად არ იყო, ცხოველივით იღრიებოდა, ბრაზით აელვარებული თვალებიდან ცოფებს ყრიდა.
-სანთელი ანთია... მამაშენია სახლში. გარეთ დარჩით და ხეს მოეფარეთ. ეცადე ფარჰანა გააჩუმო. არ მინდა ტირილით შეაწუხოს. საერთოდაც, რამდენს ჯღავის, არ იღლება?
-არ იჯღავლებდა, რომ გეჭმია!
-ერთხელაც იქნება მაგ გრძელ ენას საგრძნობლად შეგიმოკლებ! - მშობელმა თვალები დაუბრიალა და სახლში შეირბინა.
ჯამარს სახლიდან მამაჩემის ყვირილი და ჭურჭლის მსხვრევის ხმა ესმოდა. დედა მდუმარედ ითმენდა ცემას, რომ მეზობლებს არაფერი გაეგოთ... მეზობლებს, რომლებსაც ქმრები ზუსტად ისე ექცეოდნენ. ჩემმა ძმამ ერთადერთხელ მოჰკრა თვალი ზეჰრას... კედელთან ატუზულიყო, თავზე ხელები წამოეფარებინა... მამამ დოქი ესროლა. თიხა კედელთან მინარცხებისთანავე დანაწევრდა, ჩამოიყარა და დედას მკლავები დაუსერა. მუსტაფა თმაში სწვდა, ძირს შუბლით დაანარცხა და გამეტებით ჩაწიხლა. ჯამარს ესმოდა: ,,ზედმეტი ხარჯი!“ ,,მუქთამჭამელი!“ ,,როგორ შევუგროვო მზითვი!“ ,,ნიანგებს მიუგდე საჭმელად!“ ,,ცხვირი სად გამოვყო?“ ,,რატომ არ მოგაშლევინე ეგ დამპალი მუცელი?“ - შუბლზე მკოცნიდა და მშობლების მაგივრად მებოდიშებოდა.
ორმოც წუთში არაბუნებრივი სიჩუმე ჩამოწვა... ჩემს ძმას ყველაზე მეტად სძულდა სიწყნარე, რომელიც ხალხს თვალს უხვდევდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო... სინამდვილეში ნაბეგვი ზეჰრა დუმილში იოგების დაწყვეტამდე ყვიროდა!
მამამ დაიძინა... სახლში შევიპარეთ. დედას ცხვირთან სისხლი ჰქონდა შემხმარი, ყვრიმალები დალურჯებოდა, ზედა ტუჩი გასიებოდა, შუბლზე წამოწეული უშველებელი კოპი ბრაზით იცქირებოდა. ხვალ შავ ჩადრსა და კოჭებამდე კაბაში გამოეწყობოდა, მთელ სახეს დაიფარავდა და მხოლოდ მისი სევდიანი თვალები გამოჩნდებოდა... დედას მზერაში ხანდახან ბოროტება და შურისძიების სურვილი გაირბენდა... ნეტავ, ჯამარისა და სამირას (ამ კუდიანს არაფერი ეპარებოდა!) გარდა ვინმე თუ ამჩნევდა ამას?
მზის ამოსვლამდე მამა (როგორც ყოველთვის) ლოცვისთვის ადგა, დედამაც გაიღვიძა და ჩემი ძმა წამოაგდო ფეხზე. თუ მუსტაფა სახლში არ იყო, ზეჰრა დილით არასდროს ლოცულობდა.
საუზმემდე მამამ ჯამარს მუხლებზე ყურანი დაუდო და უბრძანა, რომ წაეკითხა.
-,,ქალი თუ კაცი, ყველა ადამიანი ღმერთის წინაშე სავარცხლის კბილებივით თანასწორია...“ - ამოიკითხა მუჰამედ შუამავლის სიტყვები.
ბევრმა მუსლიმანმა, როგორც სხვა რელიგიის წარმომადგენლებმა, არ იცის, რომ პირველად მუჰამედის ქალმა ირწმუნა და შუამავლისთვის პირველი მარტვილობაც ქალს უკავშირდება... ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ წაკითხვა, მოსმენა და დაზეპირება, არ ნიშნავს გააზრებას და ცოდნას...
ისლამი ავალდებულებს ქალს, განათლება მიიღოს, თუმცა თქვენ მაინც იშვიათად შეხვდებით წიგნიერ ერაყელ ქალბატონს... პატრიარქატს ჩაბღაუჭებული მამაკაცები მათთვის ხელსაყრელ დოგმებს ქმნიან... ჩვენ კი ამ დოგმებში ვცხოვრობთ... სანამ დანარჩენ სამყაროში ქალები თანასწორობისთვის იბრძვიან, ჩვენთან უფრო და უფრო იჩაგრებიან... ტრადიციები ეწინააღმდეგება ყურანს, მაგრამ ყველა თავს იკატუნებს რომ რელიგიურად ცხოვრობს.
მუჰამედი ამბობდა, რომ ,,სამოთხე დედების ფეხ ქვეშაა,“ ანუ სამოთხეში მოხვდება ის ვინც დედას, ქალს, პატივს სცემს... მეცოდებოდა მამაჩემი... სანამ თექვსმეტი წლის გავხდებოდი მისი სულის ხსნისთვის ვლოცულობდი...
მამა ცალი თვალით ბრმა იყო... მეზობლები ცალთვალა მუსტაფას ეძახდნენ... დიდი ხნის განმავლობაში მწყინდა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ზუსტად შეურჩევიათ ზედმეტსახელი!
აი როგორ გადაიქცა მამაჩემი ცალთვალა მუსტაფად:
ბრიტანეთმა ქუვეითი ერაყისგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო, თუმცა თავის კოლონიად დაიტოვა. ეს ღარიბი მეზობლის ბავშვისთვის ფოჩიანი კამფეტის წართმევას და საკუთარი ჩასუქებული შვილისთვის მიცემას ჰგავდა. ერაყმა ტკბილეული უხმოდ დათმო, თუმცა ოფიციალურად არ უცნია სუვერენულ სახელმწიფოდ. ერაყის მორჩილი და უტყვი პოზიცია თავად ერაყელებს უცნაურად ეჩვენებოდათ, დანარჩენი მსოფლიო გულზეხელდაკრეფილი სანახაობას ელოდებოდა. ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ჩვენს ქვეყანას მოთმინების ფიალა აევსებოდა და პერიოდული სასაზღვრო ექსცესიები მასშტაბურ და გრძელვადიან ბრძოლასი გადაიზრდებოდა.
1980 წელს ირანთან დაწყებულმა რვა წლიანმა ომმა (,,სპარსეთის ყურის პირველმა ომმა") ერაყს მძიმე მუშტი უთავაზა. (მაშინ მამა პატარა იყო...) ძირს დავეცით, მაგრამ თავი ისე გვეჭირა ვითომ ყველაფერი რიგზე იყო. სინამდვილეში ვხოხავდით. რინგზე დაცემულებს არ ურტყამენ, საერთაშორისო ურთიერთობები და ომი კი რინგზე უარესია! ჯარისკაცების აღჭურვილობა, მათი მომარაგება ბრძოლისთვის საჭირო საშუალებებით, საკვებითა და სასმელით უზრუნვეყლოფა, ტრანსპორტირება, კომუნიკაცია, მინიმალური სამედიცინო დამხარება - ყველაფერი ეს კოლოსალურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამას ემატებოდა ჩინოვნიკების ჯიბეში წასული ქვეყნის ბიუჯეტი და სახელმწიფო პრიორიტეტების არასწორად განაწილება. ერაყი ყელამდე ვალებში ჩაეფლო... 12 წელი სულ უფრო და უფრო ღრმად იძირებოდა. 90-იან წლებში ქუვეითისგან ნასესხები თანხა 80 მილიარდი აშშ. დოლარს გაუტოლდა. სხვა არაბული ქვეყნებიც გაფრთხილებებს გვიგზავნიდნენ. გამოსავალი არ ჩანდა, ამიტომ ადამ ჰუსეინმა უკიდურეს ზომებს მიმართა, გადაწყვიტა ნავთობისთვის ფასი მოემატებინა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ქვეყანა ხრამის წინ მდგარი ადამიანივით სპონტანურად მოქმედებს... თუ იფართხალებს გადაიჩეხება, ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება კი გადაარჩენს. ერაყის გასაჭირის ჟამს ქუვეითმა კლანჭები გამოაჩინა და საპასუხოდ ბაზარზე ექპორტირებული ნავთობის რაოდენობა გააორმაგა. ქუვეითმა სხვა მახინაციებსაც მიმართა: ერაყი დაადანაშაულა არალეგალურად ნავთობის გაყიდვაში და საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო სამხედრო პოსტების მშენებლობაში. ერაყის საღი აზრი ცხელმა გულმა გადაწონა და ჩვენი ჯარისკაცები ქუვეითში შეიჭრნენ. დაიწყო სპარსეთის ყურის მეორე ომი. ერთ-ერთ ქვედანაყოფში მამაჩემიც იბრძოდა. ამბობენ, რომ ამ ასაკში ბიჭებს სისხლი უდუღთ... სამხედროებმა მეზობელი დაიპყრეს და ოფიციალურად ერაყს შემოუერთეს. ჩვენს რადიკალურ ნაბიჯებს ამერიკიკა 33 ქვეყანასთან ერთად დაუპირისპირდა და მიწასთან გაგვასწორა.
იმის მიუხედავად რომ დავმარცხდით, მამამ კი ცალი თვალი დაკარგა, მუსტაფა მაინც სიამაყით იხსენებდა 90-91 წლებს. მშობელმა მიმახვედრა, რომ ომი კაცობრიობისთვის საჭიროა. ჩვეულებრივ მოქალაქეებსა და ჯარისკაცებს სისხლი სწყურიათ, უსამართლობაა ომში მხოლოდ მთვრობის დადანაშაულება. კაცებისთვის იგი თავს გამოჩენის ,,არაჩვეულებრივი“ საშუალებაა, მამაკაცების ეგო ვაჟკაცობის გამოსავლენ ასპარეზს ეძებს.
მამაჩემი იდეინი იყო... მისი მოსმენისას ხშირად მინდოდა დამეყვირა: ,,მასობრვი ჟლეტის ალაჰის სახელით გამართლება სხეულს ამახინჯებს, იმიტომ რომ სხეული სულის ჭურჭელია... ჭურჭელი იბზარება და ტყდება, სულიც ლპება!“ მაგრამ, რა თქმა უნდა, ვჩუმდებოდი...

ავტორი: დამიანე ნითანელი



№1  offline მოდერი მარრიამი

ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული ისტორიაა.. ძალიან კარგად წერ.. ველოდები შემდეგს

 


№2  offline წევრი nini :)

განსხვავებული და საინტერესოა მარტლაც როგორი ცუდი წესები აქვთ მუსულმანურ ქვეყნებში ქალთან მიმართებაში

 


№3  offline მოდერი nicol

"სინამდვილეში ნაბეგვი ზეჰრა დუმილში იოგების დაწყვეტამდე ყვიროდა"
ძალიან მომწონს <3
და იცი რა მაინტერესებს? ეს ისტორია უკვე ბოლომდეა დაწერილი თუ ახლა წერ?
რატომღაც მგონია, რომ წიგნიც უნდა არსებობდეს ამ ნაწარმოების... ნუ თუ არ არსებობს უნდა იარსებოს აუცილებლად <3 <3 <3
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4  offline წევრი ფორთოხალი

,,მასობრვი ჟლეტის ალაჰის სახელით გამართლება სხეულს ამახინჯებს, იმიტომ რომ სხეული სულის ჭურჭელია... ჭურჭელი იბზარება და ტყდება, სულიც ლპება!“
არც კი ვიცი, რა გითხრა, როგორ შეგაფასო.

 


№5  offline წევრი nini :)

ძლიერი ისტორიააა

 


ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შეფასებისთვის.

მარიამ, გამოგიტყდები მეც მგონია, რომ გნსხვავებული ნაწარმოებია.მიხარია, რომ ჩემი წერის სტილი მოგწონს. მომდევნო თავს დღესვე შემოგთავაზებთ.

ნინი, ყურანი კარგად რომ გაეაზრებინათ, ვფიქრობ, უკეთესი სიტუაცია იქნებოდა. უბედურება იმაშია, რომ ჭეშმარიტებას ყველა თავისებურად აღიქვამს, ასე რელიგია მახინჯდება.

ნიკოლ, ამჟამად ვმუშაობ, თუმცა იმედია ოდესმე წიგნაც გამოიცემა.

ფორთოხალი, როცა მკითხველს მეტყველების უნარს ართმევ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო განცდაა...

ნინი, იმედია ბოლომდე ჩვენთა ერთად დარჩები.

 


№7  offline მოდერი ლილიანა

სულში ჩამწვდი მეტი არაფრის თქმა შემიძლია
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8 სტუმარი Nino

ველოდებით შემდეგ თავს!

 


№9  offline მოდერი nicol

[quote=დამიანე ნითანელი]ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შეფასებისთვის.

ნიკოლ, ამჟამად ვმუშაობ, თუმცა იმედია ოდესმე წიგნაც გამოიცემა.


ჰოდა ამ წიგნს დიდი სიამოვნებით ვიყიდი... ავტორის ავტოგრაფით wink
არ დაგავიწყდეს რომ პირველმა გთხოვე ავტოგრაფი wink
--------------------
თინა ნიკოლ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent