შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსი და სხვა წამლები (1)


25-08-2015, 22:41
ავტორი ^paradise^
ნანახია 6 811

წვიმიანი ღამე იდგა.. ამინდიც კი ხელსმიწყობდა,რომ ყველაფერი გადამეტანა.. ამხელა დარტყმა,ასეთი სულიერი ტკივილი.. იცით როგორ ვგრძნობდი თავს? თითქოს გადამიარეს,ჩემი სული დაფლითეს და ამდენიხნის ურთიერთობა ასე გააუფერულეს.ყველაზე ძვირფასი,რაც გამაჩნდა წამართვეს.. თუმცა რეალურად კი არ წამართვეს,თვითონ მოისურვა წასვლა.. წვიმს,ფიქრის თავიც არ მაქვს,უბრალოდ ერთ-ერთ ბართან გავჩერდი,საიდანც სითბო და ჟრიალური ისმოდა.. დიდი კარები გავაღე და მხიარულ ხალხს თვალი შევავლე.. „შესაფერისია“,ჩემთვის გავიფიქრე და ბართან ჩამოვჯექი.. ბარმენი ქერათმიანი გოგონა აღმოჩნდა,მე კიდევ მეგონა ბარმენი ყოველთვის კაცი უნდა ყოფილიყო..
- გოგონა,როგორ საშინლად გამოიყურებით,-ჩემდა გასაკვირვად ყველაზე პირდაპირი ბარმენი აღმოჩნდა.. მან სარკე გამიწოდა და თან ვისკის ჩამოსხმა დაიწყო.. გაოგნებულმა სარკე გამოვართვი და ტირილისგან თვალებს ქვემოთ დამსკდარი კაპილარები იმდენად მუქად მომეჩვენა,რომ სარკე დახლზე დავაგდე..
- დალიე უკეთ იქნები,ფულზე არ ინერვიულო,ჩემზე იყოს,-გამიღიმა და სხვა კლიენტებთან გადაინაცვლა.
- მადლობა,-მსმელი კაცივით სკამზე კარგად მოვკალათდი და იდაყვები დახლს დავადე,ნახევრად სავსე ჭიქას ვუყურებდი და ვცდილობდი თავიდან ამომეგდო საშინელი კადრები,რომელიც რამდენიმე წუთის წინ ვნახე..თუმცა ვერ შევძელი,უფრო მკვეთრად ჩანდა ორი შიშველი სხეული.. ერთ-ერთი ,რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა.. მან მე მიღალატა..
- ისეთი სევდიანი ჯდომის მანერა გაქვთ,უბრალოდ უფლება არ მაქვს ასეთ დროს მარტო დაგტოვოთ,-ჩემს უკან ბოხი ბარიტონი მომესმა,თავი ნელა წამოვწიე და უკან შემოვიხედე.. ნახევრად განათებულ შენობაში მამაკაცის სილუეტი გავარჩიე.
- უკაცრავად?,- ხოგადად ასეთ სიტუაციებში,როდესაც უბრალოდ არ იცი რა თქვა,თან არ გინდა რომ ადამიანი დააფრთხო ყველაზე გამართლებული სიტყვაა „უკაცრავად“,ეს ჩემმა ფსიქოლოგმა მასწავლა,რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა,თუმცა ამაზე რატომ ვფიქრობ...
- ბიანკა, რამე მაგარი ჩამოგვისხი,-უცნობი დახლს დაეყრდნო და გოგონას დაუძახა.. ,მისი ბარიტონი,რაღაცნაირად მომეწონა,თუმცა ერეკლეს ხმას არ შეედრება.. რატომ ამ ყველაფრის შემდეგ,რატომ ისევ ვფიქრობ ერეკლეზე,მითუმეტეს,რომ კარგს!! არ მესმის ჩემი თავის..
- უფლებას გაძლევთ დალიოთ იმდენი რამდენიც გაგიხარდებათ,-გამიღიმა და მალევე გადაჰკრა სასმელი.. ჩემი დაბინდული გონებით ამ მამაკაცის სხეულის ფორმები კარგად ვერ შემიფასებია და „არაუშავს რაა“ გავიფიქრე,თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად მომეჩვენაა..
- რატომ არაფერს ამბობთ?,- მოხერხებულად ცამოჯდა სკამზე და შუბლზე დაყრილი ქერა თმები საჩვენებელი თითით უკან გადამიწია..
- ლიზა მქვია,26 წლის.. კიდევ რამე გაინტერესებთ?,-ისე წარმოვთქვი,რომ ჩემი ტუჩები საერთოდ არ შეირხა.. უბრალოდ ხვდებით,როგორ ცუდ განწყობაზე ვიყავი..
- ლიზა,მე ერეკლე ვარ,სასიამოვნოა შენი გაცნობა,-მომსემაა? ბედის ირონია,ამხელა ბარში,სადაც ასამდე ადამიანი იქნება,მაინცდამაინც ბიჭს,რომელიც გვერდს მიმშვენებს ,ერეკლე ჰქვიაა.. კარგით,ალბათ იმასაც იტყვის,რომ სამშენებლო ფირმაში მუშაობს,რომ უყვარს კატები და კიდევ საშინელი მექალთანეა,ჟინის დასაკმაყოფილებლად ყველაფერს აკეთებს და ყველასთან..
- ლიზა,მოხდა რამე? სახეზე ფერი არ გადევს,-ერეკლემ ხელი მკლავზე დამადო და მისკენ შემატრიალა.
- არა,არაფერი.. კარგად ვარ,-მისი ხელებიდან დაღწევა მინდოდა,რადგან პარალელს ჩემი ყოფილ შეყვარებულთან ვავლებდი.. თუმცა სასმელმა მძლია და დავნებდი.
- მოდი ასეთი რაღაც ვითამაშოთ,-ცერა თითი მაღლა აწია და ბავშვივით თვალები გაუბრწყინდა,-გიყვარს თამაში?
- გააჩნია რომელ თამაშსს შემომთავაზებ?,-წარბაწეულმა უჟმურად ვუთხარი და ახლად დადებული გავსებული ჭიქა გამოვცალე.
- არ იცი,ეს თამაში.. მოდი წესებს აგიხსნი,-თეთრი პერანგის მკლავები აიკეცა,შარვალი ზემოთ აიქაჩა და კარგად მოტავსდა სკამზე,-ესეგი,წესები მარტივია,ჩვენ ვილაპარაკებთ,მე შევეცდები რომ გაგაცინო,თუ შენ გატყდები და გაიცინებ,მაშინ შენთან ერთად ვიცეკვებ,თუ საერთოდ არ გაიცინებ მაშინ ერთ სურვილს აგისრულებ,-თამამად წარმოთქვა,თუმცა ჩემი გაოგნებული სახე,როდესაც შეამჩნია,ხელები აწია და ახსნა თავიდან დაიწყო,-ესეიგი,ვერ ვიგებ მითი ქერებზე რეალობაა თუ?
- ეეე,-მის ხუმრობაზე მეც ხუმრობით ვუპასუხე და მუშტი მკლავში მსუბუქად მივარტყი..
- კარგი,კარგი.. ესეიგი რამდენჯერაც შევძლებ შენ გაცინებას,იმდენჯერ მეცეკვები.. რამდენჯერაც არ გამომივა,იმდენ სურვილს შეგისურლებ.. რა იყო აქ გაუგებარი?
- კარგი,კარგი,-ცოტა ხასიათზე მოვედი,რადგან ნამდვილად არ მაწყენდა ასეთი გასართობი,მითუმეტეს რომ ერეკლე ( როგორ არ მიყვარს ამ ადამიანის სახელის წარმოთქმა) არც ისეთი ცუდი ბიჭი ჩანს..
- დავიწყეთ,-ტაში შემოკრა და მხიარულად გაიცინა,-წინა წელს ბათუმში წავედით ძმაკაცები,ჩემს ძმაკაცს ს*რი ქვია,მეორეს კოლია.. ხოდა მოუნდა ს*რს გოგოების „აგდება“,ერთ დღესაც ძაან მაგრად გამოიპრანჭა,ყველაზე ძვირიანი სუნამო დაისხა და ბარში შევიდა.. ერთ-ერთ გოგოსთან მიდის გასაცნობას,უკვე იმ ეტაპზე არიან ტელეფონის ნომრები რომ უნდა გაცვალონ და გოგონა ეკითხება,როგორ მოგმართოო,ამანაც დალეულზე არც არცხელა არც აცივა ს*რიო,-ჩემი უჟმური სახის დანახვისას ხელები აწია დანებების ნიშნად,-არ გეცინება ხოო?
- არა,საერთოდ ,-გაშლილი ხელი თავზე მივიდე და იდაყვით დახლსს დავეყრდნე..
- კარგი,ვნებდები,-თავის თავზე გაბრაზებულმა შემომხედა.. მე მოგების ნიშნად მხიარულად შემოვკარი ტაში და შოკოლადის ფანტანისკენ გავიხედე (ხომ იცით შოკოლადი რომ მოედინება არაგვივით,ეგეთი ფანტანჩიკი იდგა)
- ესეიგი,ახლა მიხვალ და გემრიელად შეისხამ სახეზე შოკოლადს,-თავის ქიცინით შოკოლადისკენ გავახედე და ეშმაკურად გავიცინე.. სიმართლე გითხრათ,საერთოდ დამავიწყდა ჩემი პრობლემები და უფრო კარგ ხასიათზე დავდექი..
- აუ,კარგი რა ტეხავს,თან გოგოები დგანან,-ორი თითი ყელზე მიიდო და საწყალი თვალებით შემომხედა..
- კარგი,მაშინ სხვა დროს იყოს,წავალ მე,-თვალი ჩავუკარი და ჩანთას ხელი მოვკიდე,თუმცა ძლიერმა ხელებმა ისევ სკამზე დამახეთქეს..
- კარგი,კარგიიიი,-ღრმად ამოისუნტქა და ფანტანისკენ დინჯად წავიდა.. მეც კმაყოფილმა მივაგდე ჩანთა და ყურებამდე გაღიმებული ვუყურებდი,თან ფხუკუნს ვიკავებდიი.. გოგოების სახეები უნდა გენახათ,როდესაც მან სახე ჩამოიბანა და თან შოკოლადიანი ხელი ტავზე გადაისვაა,-ამაზე ვეღარ გავჩერდი და ხითხითი ამიტყდა..
- რა მოხდა?,-დახლს ხელებით ბიანკა დაეყრდნო და გაღიმებულმა მკითხა,მეც ერეკლესკენ ვანიშნე,ბიანკას წამოხარხარებას მთელი ბარის ხარხარი აყვა,ერეკლე კი დარცხვენილი დაუბრუნდა თავის ადგილს..
- გემრიელია?,-ცერა თითი ლოყაზე ჩამოვუსვი და დავაგემოვნე. შოკოლადი მართლაც რომ საუცხოო იყო..
- ბოროტო,-გამიცინა და საპირფარეშოსკენ წავიდა..
- სულ მინდოდა მისი წამება,შენ კიდევ სულ რაღაც ხუთ წუთში შეძელი,-გოგონამ ჩაის ტილო დახლზე დადო და ჩემი ჭიქა გაავსო,-მე ბიანკა მქვია,შენ?
- ლიზა,სასიამოვნოა,-თავი დავუკარი და ჭიქა ღიმილით გამოვართვი,-საიდან იცნობ ერეკლეს?
- ჩემი ძმაა,ეს ბარი საერთოდ მისია,უბრალოდ ზაფხულში მე მამუშავებს,შენი სიმწრით ნაშოვ ფულს სხვა ფასი აქვსო,მიმტკიცებს,-გამიღიმა და თავის სამსახურს შეუდგა,ამასობაში ერეკლეც დაბრუნდა..
- არ ვიცოდი,ეს ბარი თუ შენი იყო,-მამაკაცსს გავუღიმე და ბიანკას გავხედე.
- არ არის საჭირო რომ იცოდე,მოდი გავაგრძელოთ,-რამის 5 საათამდე ვთამაშობდით,მასთან სულ ცხრა ცეკვა წავაგე,მან კი ოთხი სურვილი შემისრულა..
- მოდი გაგიყვან,სად ცხოვრობ?,-გარეთ ერთად გამოვედით და მანქანისკენ წამიყვანა..
- სახლიდან წამოვედი,ჯერ არ ვიცი სად წავალ,ამიტომ იყოს მადლობ,ტაქსს გამოვიძახებ,-წინადადება დამთავრებული არ მქონდა,როდესაც ქუჩის ჟრიამული მისმა ბოხმა ხმამ გაარღვია.
- დაჯექი,-მხოლოდ ეს მითხრა და მანქანის კარები გამიღო..
- კი,მაგრამმ..,-მივხვდი შეწინაამღდეგებას აზრი აქ ჰქონდა,ამიტომ ბუზღუნით მოვკალათდი..
- არანაირი მაგრამ,-მანქანა მალევე მოწყდა ადგილს...გზაში,ზედმეტად თბილი და საყვარელი წყნარი სიმღერა ჩართო,რამაც მალევე შეძლო ჩემი დაძნება.. მეც თვალები დავხუჭე,თავი ერეკლესკენ გავწიე და ძილის ბურუსში გავეხვიე.. მალევე ვიგრძენი,მამაკაცის თბილი ხმა,მერე კი მკვრივი ხელები და კარების დაჯახუნება.. ბოლო რაც ვიგრძენი,იყო კაბის გახდა და რბილ ფაფუკ საბანში გახვევა.. მერე კი ნამდვილად ღრმად ჩამეძინა..


- დილამშვიდობის,-ოტახის კარი წელსზემოთ შიშველმა მამაკაცმა შემოაღო,ხელში ორი ფინჯანი ყავა ეკავა..
- დილამშვიდობის,-დაბნეული ლოგინზე წამოვჯექი და გუშინდელი ღამის გახსენებას შევუდექი,ნელ-ნელა ვიხსენებდი დეტალებს..
- როგორ გეძინა?.-ერეკლემ ფიქრებიდან გამომიყვანა და ცხელი ფინჯანი მომაწოდა..
- მადლობა,კარგად,რომელი საათია?,-მაჯის საათზე დავიხედე და გაოცებულმა შევხედე ერეკლეს,-ღმერთო ჩემო,როგორ შეგაწუხე,უკვე ჩემი წასვლის დროა,დიდი მადლობა ყველაფრისთვის,-ლოგინთან დაგდებულ კაბას მოვკიდე ხელი და მალევე ტანზე ჩავიცვი.. ერთი რაც ვერ გავიხსენე,ეს კაბა როგორ აღმოჩნდა ჩემი ტანიდან იატაკზე?
- მოიცადე,-ერეკლემ თავი გააქნია და გაიცინა,-რა საყვრელი ხარ ლიზა,დღეს კვირაა,შესაბამისად მიღებულია შუადღის ორამდე ძილი,მერე კიდევ საუზმის გარეშე არსად არ გაგიშვებ,-ლოგინიდან წამოდგა და ხელი მკლავში მომკიდა,მეც დავტანხმდი,რადგან იმ სახლში მისვლა საშინლად არ მინდოდა,ყველანაირად ვეცდებოდი,რომ ჩემი ნივთები ვინმე სხვას წამოეღო.. ერეკლემ პირველსართულზე ჩამიყვანა,სახლი ძალიან ლამაზი იყო,გემოვნებით ჰქონდა შერჩეული კედლის ფერი,ლამაზი ბუხარი და ბაცი განათებები.. კედლებზე ნახატები არ იყო,ვერ ვიტანდი ძველებურ სახლებს.. ყველგან რაღაც ორიგინალური იდო,რომელსაც პირველად ვხედავდი ჩემს ცხოვრებაში..
- ძალიან ლამაზი სახლია,-გაოგნებული მივყვებოდი მამაკაცსს და ყველაფერს ვათვალიერებდი.. თუმცა მართლა სულ სულ ყველაფრის დათვალიერება ერთხელ მეორე სართულიდან ჩამოსვლით ვერ მოხერხდებოდა,ალბათ „კაკ“ მინიმუმ სამჯერ უნდა გამევლო იგივე გზა..
- მე შენ საჭმელს გაგიკეთებ,შენ კი მომიყევი ყველაფერი შენს შესახებ,-თვალი ჩამიკრა ერეკლემ და გაზქურასთან დადგა.. რა თქმა უნდა,არაფრის მოყოლას არ ვაპირებდი ამიტომ ჩუმად ვიჯექი და თვალყურს ვადევნებდი მის მცდელობას.. ტაფა დაეწვა,მასზე დადებული კარაქი შავ რაღაცად იქვა.. ვერც ავღწერ იმას,თუ რა საზარელი სუნი ტრიალებდა გარშემო.. შემეცოდა და დახმარება გადავწყვიტე..
- შენს გარეშე ვერაფერს ვიზამდი,- კმაყოფილმა გამიღიმა და მაგიდასთან დაჯდა.. მესიამოვნა,რომ ვიღაცისთვის კიდევ მნიშვნელოვანი ვიყავი,თუდაც ობოლი ხორციანი ბლინების შეწვისას..(მართალია ხორციან ბლინებს ზეთში წვავენ,თუმცა აღარაფერი ვუთხარი და კარაქში შევწვით)
- მომიყვები?,-ცივი წვენი მოსვა და ინტერესით მომაჩერდა..
- მაინც რა გაინტერესებს?,-ისევ მეტკინა,უკვე დავიწყებული მქონდა,თუმცა გამახსენდა და ყველაფერი ტავიდან დაიწყო..
- გუშინ რატომ იყავი ასეთი სევდიანი?
- მიღალატეს,-თითქმის ჩუმად წარმოვთქვი და პირი საჭმლით გამოვიტენე..
- სხვასთან შეუსწარი?,-მის ხმაში ისეთი ტკივილი იგრძნობოდა,რომ მე თვით არ ვიცი,რატომ მაგრამ ცრემლები წამსკდა.. ისევ ვიტირე ამ არარაობაზე,რომელმაც ასე მაგრად მატკინა გული..
- კარგი,დამშვიდდი,არ არის შენი ღირსი ეს ადმიანი,მე შენ დაგეხმარები,ოღონდ დაწყნარდი გთხოვ,ნუ ტირი,-ჩემს წინ ჩაიმუხლა და ცრემლები მომწმინდა..
- ერთად ცხოვრობთ? საპასუხოდ მხოლოდ თავი დავუქნიე და ცრემლებს ვუმატე.. მან ჩემი თავი გულზე მიიდო და თმებზე მომეფერა..
- კარგი,დამშვიდდი,შენს ნივთებს მე წამოვიღებ,-როგორ მიხვდა,რომ ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი ყოფილი შეყვარებულის ნახვა იყო,არ ვიცი.. თუმცა ასე უთქმელად მიხვდა,რომ ამაზე დიდ სიკეთეს უბრალოდ ვერ გამიკეთებდა..
პ.ს ჩემო საყვარელოო ფიიიფოოოლ,ახალი იდეებით დავბრუნდი..



№1  offline მოდერი ჯია

როგორ მომწონს შენი ახალი იდეები!!!! love love
ველი მომდევნოს feel

 


№2  offline წევრი optimistii...

dzaliaan momewona<3

 


№3  offline მოდერი ^paradise^

ჯია
როგორ მომწონს შენი ახალი იდეები!!!! love love
ველი მომდევნოს feel

ჯიაა დიდი მადლობა love
optimistii...
dzaliaan momewona<3

მიხარია,თუ მოგეწონაათ ხალხნოოოოო wink დილიდან ბედნიერი ვარ wink მადლობაა love

 


№4  offline მოდერი ანკა

მეც ბედნიერი ვარ შენთან ერთად ჩემო საყვარელო ისე გამახარე ახალი ისტორიით, რომელიც მართლა ძალიან ძალიან კარგია ^^ მოუთმენლად ველი მომდევნოს და ბევრი არ მალოდინო! wink
მიყვარხარ უზომოოდ! love love love

 


№5  offline მოდერი ^paradise^

ანკა
მეც ბედნიერი ვარ შენთან ერთად ჩემო საყვარელო ისე გამახარე ახალი ისტორიით, რომელიც მართლა ძალიან ძალიან კარგია ^^ მოუთმენლად ველი მომდევნოს და ბევრი არ მალოდინო! wink
მიყვარხარ უზომოოდ! love love love

ჰაჰა ერთად შექმნილი სათაურიიიი wink მადლობააა ანკაა winked მალე დავდებ love

 


№6  offline წევრი chemi samyaroo

როდის დადებ????

 


№7  offline მოდერი ^paradise^

chemi samyaroo
როდის დადებ????

Axali tavic davdeee <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent