შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -5-


25-08-2015, 22:51
ავტორი ჯია
ნანახია 5 423

რამოდენიმე საათში სახლში დავბრუნდი, ოღონდ ტაქსით. ისეთი ნასვამი ვარ, საჭესთან ვერ დავჯდებოდი. სახლის კარი ჩუმად გავაღე, რომ მაქსიმე არ გამეღვიძებინა. წელში გავიმართე და პირდაპირ წარბებშეკრულ ბიჭს დავეტაკე.
-სად იყავი? თან ჩემი პერანგ... შენ რა მთვრალი ხარ? -როგორც ჩანს, შეამჩნია წონასწორობას რომ ძლივს ვინარჩუნებდი.
-ოფისში შენ ხომ გამიყვან? მე მანქანა არ მყავს. -რა შუაში იყო ახლა ეს? ან ასეთ მდგომარეობაში სამსახურში რანაირად მივდიოდი, მაგრამ სიმთვრალეში რას გაიგებთ ჩემსას.
-შენ ასე აპირებ მუშაობას? -გაეცინა მაქსიმეს. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.. -წამოდი ახლა დაიძინე და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. -უცებ ხმა გაუმკაცრდა, მერე ისევ ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და წამის მეასედში მის ბეჭზე აღმოვჩნდი გადაკიდებული.
-რას აკეთებ? -გამეცინა და ფეხები ჰაერში ავათამაშე.
-საძინებელში გიტაცებ. -გაეცინა ბიჭსაც, ბეჭიდან საწოლზე გადამანაცვლა და ზემოდან მომექცა. -პერანგი დამიბრუნეთ, ქალბატონო. -ამოიჩურჩულა და ღილი შემიხსნა მკერდთან. -ახლა უნდა დაისაჯო. -მკაცრად მითხრა და თან ღილების ჩახსნა განაგრძო.
გაბადრული სახით ვაკვირდებოდი მისი სახის უნაკლო ნაკვთებს, მინდოდა არასდროს მომეცილებინა თვალი. როგორი სიმპატიურია, ეს ზღვასავით ღრმა თვალები კი... სიამოვნებით ჩავიძირებოდი მთელი დღე მათში. რეალობას მისი ტუჩების ყელზე შეხებამ დამაბრუნა, უფრო სწორედ ამ ფიქრებიდან გამომიყვანა და სხვა სამყაროში გადამაგდო. სასმლისგან გაბრუებულს, ახლა მისი ალერსი მაბრუებდა და საბალოოდ ტარაბუა დახვეული მივესვენე ბალიშზე. ორივე ღრმად და მძიმედ ვსუნთქავდით.
-გამოიძინე და საღამოს გნახავ. -ჩემკენ გადმოტრიალდა, შუბლზე მაკოცა და ფეხზე წამოდგა. პასუხი ვეღარ გავეცი, ისე მეძინებოდა თვალები თავისით მეხუჭებოდნენ, ისიც ბუნდოვნად მახსოვს ჩაცმა როგორ დაიწყო.


ისეთ ასაკში ვარ, ამდენი აღარ უნდა დავლიო. დამეწყო უკვე თავის ტკივილები, ასე მგონია ჩემი თავი 20 კილოთი დამძიმდა და თან საშინლად მტკივა. ძლივს შევაღწიე შხაპის მისაღებად, ცხელი წყალი მესიამოვნა, მაგრამ თავის ტკივილმა არ იკლო. პირსახოცი შემოვიხვიე და სამზარეულოში გავედი, ყავის გასაკეთებლად, მაგრამ შესვლისთანავე ერთ ადგილს დავწყინე.
-ეს რა არის? -გაოცებულმა დავხედე ლამაზად გაწყობილ მაგიდას, შემდეგ კი გაზქურასთან მდგარ მაქსიმეს. ბიჭი ღიმილით შემოტრიალდა და თვალები შემომანათა.
-საუზმე, უფრო სწორედ სადილი მოგიმზადე. -სკამი გამომიწია, რომ დავმჯდარიყავი. ახლა არც თავის ტკივილი მახსოვდა და აღარც არაფერი, სკოლის პერიოდის შემდეგ ალბათ არავის უზრუნია ჩემზე. სასიამოვნოდ გაოცებული ვიდექი და გაშტერებული ვუყურებდი მაქსიმეს. -ტაისია, რა გჭირს? -მომიახლოვდა და ხელები წელზე მომხვია, მის უძირო თვალებში ჩავაცქერდი, ვგრძნობ, რომ სიგიჟემდე შემაყვარებს თავს ეს ადამიანი. დავიჯერო ჩემთვისაც მოიცალა ბედნიერებამ?
-მადლობა. -გავუღიმე და ხელები მის გულ-მკერდზე მოვაკალათე.
-რისთვის?
-სადილისთვის. -ვუთხარი და მაგიდასთან დავჯექი, არადა მხოლოდ იმისთვის ვუხდიდი მადლობას რომ უბრალოდ არსებობდა და ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. -ტოსტები და შემწვარი კვერცხი. -გადავხედე სუფრას და ღიმილით ამოვილაპარაკე.
-მაპატიე, სხვა არაფერი ვიცი. -უხერხულად შეიშმუშნა და ჩემ წინ დაჯდა.
-სულელო. -გამეცინა და ბიჭს გავხედე. -დიდი ხანია ასე ადამიანურად აღარ მისადილია.
-დღეიდან გამოვასწორებთ. -თვალი ჩამიკრა და კვერცხი თეფშზე გადმომიღო. -იმედია, ფორთოხლის წვენი გიყვარს.
-ძალიან, მაგრამ ახლა ყავა მირჩევნია. -გავუღიმე და ყავის მოსადუღებლად წამოდგომა ვცადე.
-მე მოგაწოდებ. -წამოდგა და ადუღებული წყალი ყავიან ჭიქაში ჩაასხა. -გუშინ სად გაიპარე? -ჭიქა წინ დამიდგა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ანეტასთან თერაპიაზე. -გამეცინა და ყავა მოვსვი.
-ანეტა ვინ არის? ან ჩემს თერაპიას რა დაუწუნე? -წარბები შეკრა მაქსიმემ და მოჩვენებითი სიბრაზით გამომხედა, რაზეც სიცილი ამიტყდა.
-ანეტა ჩემი დაქალია, შენს თერაპიას რაც შეეხება, იდეალურია. -თვალი ჩავუკარი და „თერაპიების“ გახსენებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა. რამოდენიმე ლკმის შემდეგ სიგარეტს მოვუკიდე.
-ეს იყო შენი ჭამა? -გაკვირვებულმა შემომხედა მაქსმიმემ.
-ბევრს ვერ ვჭამ. -გავუღიმე და ნაპასი დავარტყი.
-5 წელიწადში 60 წლის ბებერისგან ვერ გაგარჩევ. - წარბი ამიწია და წვენი მოსვა.
-რატომ? -გულწრფელად მეწყინა მისი ნათქვამი, ანუ უკვე ასაკი მეტყობა?
-იმიტომ რომ, ნორმალურად არ იკვებები, ბევრ ყავას სვამ და ბევრს ეწევი. -ჩემთან ახლოს გადმოჯდა და სიგარეტი ხელიდან ამაცალა. მეჩვენება თუ ზედმეტად მზრუნველია? მგონია რომ ლამაზ სიზმარს ვხედავ და მალე გამომეღვიძება, ასეთი მამაკაცების არსებობა მხოლოდ მითი მეგონა. სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და ჩემი თეფშიდან ტოსტი აიღო. -პირი გააღე. -მკაცრი მამასავით მითხრა და ტოსტი ტუჩებთან მომიტანა.
-რას აკეთებ? -სიცილი ვეღარ შევიკავე და ბავშვივით ავკისკისდი.
-დროზე ჩაკბიჩე სანამ დამისჯიხარ. - ისევ მკაცრად მითხრა, მართალია შევამჩნიე როგორ შეეპარა ღიმილი ტუჩებთან, მაგრამ მეც ვითომ შემეშინდა და დავემორჩილე.

დღეს ოფისში აღარ გავსულვარ. მაქსიმემ გამომკვება, გემრიელად ჩამკოცნა და საქმეების გამო გვიანობამდე დამემშვიდობა. მე გადავწყვიტე ანეტასთან წავსულიყავი თან მანქანა წამომეყვანა.
-შენ რა ტირი? -აცრემლებული ანეტას დანახვისას შევცბი და სწრაფად მივუჯექი გვერდით. -რა გჭირს?
-დემეტრე დავინახე ვიღაც გოგოსთან ერთად. -ამოისლუკუნა და გულზე თავი დამადო დაქალმა.
-სად ან როგორ? -ვკითხე შეწუხებულმა და ხელები მოვხვიე ანეტას.
-კაფეში ისხდნენ.
-იქნებ უბრალოდ საქმიანი შეხვედრა იდაქალმა.
-სად ან როგორ? -ვკითხე შეწუხებულმა და ხელები მოვხვიე ანეტას.
-კაფეში ისხდნენ.
-იქნებ უბრალოდ საქმიანი შეხვედრა იყო? -წამოვწიე დაქალი და თვალებში ჩავხედე.
-არამგონია. -მომიჭრა კატეგორიულად.
-რატომ? ერთმანეთს კოცნიდნენ? ან ხელები ჰქონდათ ერთმანეთისთვის ჩაჭიდებული? თუ რატომ? -ჩამოვთვალე შესაძლო ვარიანტები.
-არა, არაფერი მსგავსი. -უცებ წამოჯდა და ცრემლები მოიწმინდა. -იქნებ მართლა საქმიანი შეხვედრა იყო?
-სულ ეგრე რატომ იცი? ასეთი პათოლოგიური ეჭვიანი რატომ ხარ? -გადავიკისკისე და გოგონას მოვეხვიე. -ახლაც არ აღიარებ რომ შენი ქმარი ისევ გიყვარს?
-ვაღიარებ. -თავი პატარა ბავშვივით ჩახარა და ფეხებს დააშტერდა.
-მერე როდის ურიგდები?
-ტაისია, ნუ დაიწყე ისევ. რამდენჯერ უნდა აგიხსნა?
-რა უნდა ამიხსნა, ანეტ? გიჟივით გაიძახი აღარ ვუყვარვარო და იმასაც ვერ ვიგებ რატომ.
-ბოლო თვეების განმავლობაში გაცივდა, მთელი ცხოვრება რომ კოცნით მახრჩობდა, ბოლოს ერთხელ თუ მომიგდება კოცნას სადმე წასვლის წინ. სექსზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, ალბათ მოვბეზრდი, გადავუყვარდი. უბრალოდ ვეცოდებოდი და ვერ მეუბნებოდა, ამიტომ მე დავასწარი და ვუთხარი აღარ მიყვარხარ მეთქი. -გული გადამიშალა ანეტამ, თან ცრემლები მოდიოდა თვალებიდან. ამ დროს შევამჩნიე დემე, კარის უკან ამოფარებულიყო, როგორც ჩანს ყველაფერი მოისმინა. პირველად გამეხარდა ანეტა არს ყოველთვის ღიას რომ ტოვებდა.
-ეგ კრიზისული მომენტი ყველა ოჯახში დგება ადრე თუ გვიან, არ ჯობდა დალაპარაკებოდი რა ხდებაო? პირდაპირ რომ აჯახე აღარ მიყვარხარო. ახლა რომ გენატრება და იტანჯები კარგია?
-შემეშინდა, ტაისია. დემეტრეს პირიდან, რომ გამეგონა, რომ აღარ ვუყვარდი.. არ ვიცი, ვერასდროს გადავიტანდი ამას. -ეს თქვა თუ არა დემემ ვეღარ მოითმინა და ოთახში შემოაჭრა.
-მთელი ცხოვრება შენს ეჭვებზე აყოლილი როგორ შეიძლება იყო? -გაბრაზებული და წარბშეკრული დადგა ანეტას წინ. ჩემი დაქალი მოულოდნელობისგან შეცბა.
-მე წავალ. -ავდექი გაღიმებული, დემეს გადავეხვიე. -მომენატრე, სიძე. -ვუთხარი და შემდეგ ყურთან ჩავჩურჩულე. -აბა შენ იცი. -ანეტაც გადავკოცნე და წამოვედი.

სახლთან უკვე ახლოს ვიყავი, როდესაც მანქანის ძრავა ჩაქრა.
-რა ჯანდაბა დაემართა? -ჩავილაპარაკე ჩემთვის და მანქანიდან გადმოვედი, წინა მხარეს ბოლი ამოდიოდა. ამ მანქანების ხომ საერთოდ არაფერი გამეგება. კაპოტი ავხადე და ისეთი კვამლი ამოვარდა ლამის დამახრჩო. ამ დროს ჩემი ტელეფონი ამღერდა, რა დროს ეგ იყო.
-გისმენთ. -ძლივს ამოვღერღე და ისევ ხველება ამიტყდა.
-სად ხარ? ან რა გჭირს? -მაქსიმეს დაფეთებულმა ხმამ ამომძახა ტელეფონიდან.
-თითქმის სახლთან ვარ, მანქანა გამიჩერდა.
-კარგი არსად წახვიდე, მოვალ მალე. -ტელეფონი გამითიშა ბიჭმა.
-ძალიანაც რომ მინდოდეს, სად უნდა წავიდე. -ისევ ჩავილაპარაკე და მანქანაში ჩავჯექი. ამ ბოლო დროს საკუთარ თავთან დავიწყე ლაპარაკი თუ მეჩვენება? სიბერე კი აღარ მეპარება, მგონი პირდაპირ მოქრის.
-რატომ ეგრევე არ დამირეკე? -მომესმა მაქსიმეს ხმა.
-დამავიწყდა. -მანქანიდან გადავედი და მხრები ავიჩეჩე. არასდროს ვყოფილვარ განებივრებული გვერდით ისეთი მამაკეცინთ, რომლებიც ჩემი პრობლემების გამო თავს იწუხებდნენ, რა ვქნა მიჩვეული ვარ ყველაფრის ჩემით მოგვარებას. მაქსიმემ მანქანას ჩახედა.
-სერიოზული არაფერია, წყალი აუდუღდა. დილით ევაკუატორით გადავიყვან მექანიკოსთან. არ ინერვიულო. -გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. -ამიერიდან სულ გახსოვდეს, რომ გვერდით გყავს მამაკაცი, რომელიც ყველა პრობლემას მოგიგვარებს და ჩემთან დარეკვა ფეხის გადაბრუნებაზეც კი არ დაგავიწყდეს. - ხელი ჩამკიდა და მისი მანქანისკენ წამიყვანა.
----------------

ესეც მეხუთე თავი.. მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია, იმედია ეს თავიც მოგეწონებათ.
ველი შეფასებას..



№1  offline მოდერი ^paradise^

ძალიან მომწონს შენი სტილი წერის.. ეს ისტორია ხომ საერთოოდ და აიიი მაქსიმე wink აიი მაქსიმეეეე მოდი გავაცოცხლოთ როგორმეე ჰაა? კარგი ხუმრობა იქით იყოს და ძალიან მაგარია,ველოდები შემდეგ თავსს love

 


№2  offline მოდერი ჯია

^paradise^
ძალიან მომწონს შენი სტილი წერის.. ეს ისტორია ხომ საერთოოდ და აიიი მაქსიმე wink აიი მაქსიმეეეე მოდი გავაცოცხლოთ როგორმეე ჰაა? კარგი ხუმრობა იქით იყოს და ძალიან მაგარია,ველოდები შემდეგ თავსს love


მადლობა, ან love love
მოდი 2 მაქსიმე გავაცოცხლოთ, ერთი შენ და ერთიც მე feel wink

 


№3  offline წევრი buubbuuu)))

Jia ai martla sul mindoda sadme wamekitxa motxroba romelic did qalze da patara bichze iqneboda. Xoda ai shen romelic me dzalian miyvarxar zustad shen wer aset motxrobas deda ra kargi gogo xar ra :* ai me kide ver davde ver daviwye dadeba ver gagirse :(
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№4  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
Jia ai martla sul mindoda sadme wamekitxa motxroba romelic did qalze da patara bichze iqneboda. Xoda ai shen romelic me dzalian miyvarxar zustad shen wer aset motxrobas deda ra kargi gogo xar ra :* ai me kide ver davde ver daviwye dadeba ver gagirse :(


feel love
ბუბუსიტო, არაუშავს მე დაგელოდები რამდენი ხანიც დაგჭირდება love

 


№5  offline წევრი buubbuuu)))

ჯია
buubbuuu)))
Jia ai martla sul mindoda sadme wamekitxa motxroba romelic did qalze da patara bichze iqneboda. Xoda ai shen romelic me dzalian miyvarxar zustad shen wer aset motxrobas deda ra kargi gogo xar ra :* ai me kide ver davde ver daviwye dadeba ver gagirse :(


feel love
ბუბუსიტო, არაუშავს მე დაგელოდები რამდენი ხანიც დაგჭირდება love


Kargi xar shen ♥♥
--------------------
♥♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent