შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მჭერი (12)


26-08-2015, 10:51
ნანახია 3 126

-შენი მშობლები სად არიან? - ყავის ფინჯანზე ჩაფრენილმა ჰკითხა თარაშს. - ან და-ძმა თუ გყავს?
-მშობლები უშგულში ცხოვრობენ. და-ძმა ტყუპები არიან, და ქვრივია და ისიც მშობლეთან და ძმასთან ცხოვრობს იქ. - ოდნავ მოაშორა მზერა ტელევიზორის ეკრანს და ისე უპასუხა.
კიბა მათ შორის იწვა დივანზე. ისევ წვიმდა. მუქი ფერის ფარდები ჩამოეფარებინათ ფანჯრებზე და ოთახში ბნელოდა.
შემცივნულმა დეამ ფეხები აკეცა დივანზე და ძაღლს მიეფერა. მშვიდად გრძნობდა თავს. არასდროს დაუფლებია ასეთი სიმყუდროვის განცდა, მაშინაც კი მშობლებს შორის რომ იწვა ხოლმე ბავშვობაში და თბებოდა.
სიჩუმის სურნელი შეიყნოსა და მერე გაიზარა, რომ თარაშს ტელეფიზორი გამოერთო.
კიდევ უფრო ჩამობნელდა ოთახში. წვიმის წვეთების ხმა სახლშიც აღწევდა.
ძილი მოერია დეას. დაამთქნარა და ფინჯანი გადადო. თვალებმილულული უყურებდა ჯაყელის პროფილს, მკაცრ ნაკვთებს, მოკლე თმას, მხრებს, რომელიც სუნთქვისას ოდნავ მოძრაობდა.
ერთხანს უყურა თარაშმა, თუ როგორ ებრძოდა ჯავახია ძილს, ბოლოს მაინც ჩაეძინა.
სითბო ჩაეღვარა სხეულში. გაუბედავად ჩამოუსვა თითები სახეზე, საჩვენებელი თითის წვერით მოხაზა მისი ცხვირის ფორმა, მერე თვალების გარშემო შემოატარა.
შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია. ეღიმებოდა.
ისევ გამართულიყო მის გონებასა და გულში ომი. საღი აზრი კარნახობდა, რომ სანამ კიდევ უფრო ღრმად შეტოპავდა, მანამდე დაესვა წერტილი თავისი და დეას ურთიერთობისთვის, მაგრამ გული მძლავრობდა.
ღიმილით დაიხარა გოგონასკენ და ხელში აიყვანა. ფრთხილად აიარა კიბეები, არ უნდოდა გაღვიძებოდა. ძაღლი უკან მიჰყვა. ცოტა ხანში კი სამი სულიერი ერთ საწოლზე იწვა.
მამაკაცის ყელში ჩაერგო დეას ცხვირი, გაუცნობიერებლად ისუნთქავდა მის სურნელს და უფრო და უფრო ეკვროდა კაცის სხეულს. უხილავი კომფორტის გრძნობა, რომელიც ძილის დროსაც ასე დაუფლებოდა, არ აძლევდა საშუალებას, რომ მას მოცილებოდა. მარცხენა ხელი მუცელზე გადაადო თარაშს და თავი მხარზე მიაწება.
კიბა ამაოდ ცდილობდა მათ შორის ადგილის დაკავებას. ხუმრობა ხომ არ იყო ამხელა ძაღლი მათთან ერთად, მით უმეტეს კი, მათ შორის ჩატეულიყო. ბოლოს უკმაყოფილო დეას გვერდით მოკალათდა და თუ მარცხენა მხარეს ჯაყელის სიახლოვე უთბობდა, მარჯვენა მხარეს კიბა ეკვროდა თავისი თბილი ბეწვით.
***
თვალმოუშორებლად დაჰყურებდა ჯავახიას სახეს. ეტყობოდა, რომ იღვიძებდა გოგონა, მაგრამ მაინც არ ახელდა თვალებს. ლოყა თარაშის მხარს გაუხახუნა და ზანტად გაახილა თვალები.
-დილამშვიდობიდა. - სიცილით მიესალმა ჯაყელი.
-რაა? რა დილა? - თვალებდაქაჩული წამოიწია დეა და კედლებზე თვალების ცეცებას მოჰყვა, საათის პოვნის იმედით.
-არაა დილა, არა. - გულიანად გაეცინა კაცს გოგონას რეაქციაზე. - მაგრამ იმდენი ხანი გეძინა ცოტაც და გათენდებოდა.
-ძალიან კომფორტულად ვიყავი მოწყობილი და იმიტომ. - ჩაიბუტბუტა დეამ და აწითლებული ლოყები რომ დაეფარა განზე გაიხედა.
დრო იხელთა მამაკაცმა, სანამ გოგონა არ უყურებდა. ფრთხილი მოძრაობით წაიწია მისკენ, წელზე შეუცურა ხელი და თავისკენ მიიზიდა. სუნთქვა შეეკრა დეას, რომ გაიაზრა თარაშის ზემოდან იყო მოქცეული და კამის ტუჩები მის ტუჩებს შეხებოდა.
ვნებისგან ამღვრეული თვალებით უყურებდა ჯაყელი, თავს ძლივს თოკავდა, ისე უნდოდა დეას დასაკუთრება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ერთხელ და სამუდამოდ. უნდოდა არასდროს ეგრძნო საშიშროება მისი დაკარგვის, მისგან შორს ყოფნის და არასდროს ენახა იმედგაცრუებული გამოხედვა გოგონასი.
ორივე გრძნობდა ერთმანეთის გულისცემას. ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. ეუხერხულებოდა ჯავახიას ასეთ პოზაში ყოფნა, მამაკაცთან ასეთი სიახლოვე. ბოლოს გამოსავალი იპოვა და სახე ისევ თარაშის ყელში ჩარგო.
-თუ არ გამიშვებ ისევ ჩამეძინება. - მოგუდულად ჩაიცინა დეამ და ჯაყელის ოდნავ წამოზრდილ წვერს ტუჩები გაუხახუნა.
ჟრუანტელმა დაუარა. კაცს გაეცინა.
გარეთ ისევ წვიმდა და ციოდა.
-ვერც კი წარმოიდგენ რას ნიშნავს ჩემთვის ეს ყველაფერი. - ხმა ჩახლეჩოდა თარაშს. - შენი აქ, ჩემ გვერდით ყოფნა, ჩემს სახლში... დილით რომ გავიღვიძე და შენ დაგინახე, ჯერ აქამდე არ განცდილი ბედნიერება ვიგრძენი...
კიდევ აპირებდა თარაში რაღაცის თქმას, მაგრამ ოთახში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.
ძლივს წამოიწია მამაკაცის სხეულიდან დეამ და აბურდულ თმაზე ჩამოისვა ხელი.
ტელეფონის ხმა ოთახის ბოლოდან ისმოდა.
-თუ გინდა, მე მოგაწოდებ. - წამიერად შეაჩერა თარაშის ხმამ.
ღიმილით გაუქნია თავი უარყოფის ნიშნად. ლოგინიდან რომ გადმობობღდა, მერეღა შეამჩნია თავისი ტანსაცმლის ნაცვლად, ჯაყელის მაისური რომ ეცვა და ალმური მოედო სახეზე. სულ რამნდენჯერმე თუ ჩავარდნილა უხერხულ სიტუაციაში და ესეც მათ რიგებს მიაწერა. შვებით ამოისუნთქა მაისურის სიგრძე რომ შეამოწმა, თითქმის მუხლამდე სწვდებოდა.
ბარბაცით გადაკვეთა ოთახის სიღრმე. ეკრანზე რომ დედამისის ნომერი დაინახა, ბურთი მოაწვა ყელში. თვალის ცეცებით იპოვა ოთახის კარი და მისი მეშვეობით დერეფანში გავიდა.
ყელი ჩაიწმინდა, ძალა მოიკრიბა და უპასუხა.
-დეა! - ყურმილში მაიას მკაცრი ხმა გაისმა.
-გისმენ, დედა. - ეცადა უდარდელი ტონი მიეღო.
-მისმენ? მადლობა, რომ მისმენ! სად ხარ მთელი ღამე? ან დღეს ? - ყვირილზე გადავიდა ქალი.
-მეგობართან ვარ. - წყნარ ტონს ინარჩუნებდა ჯავახია.
-ჰაჰ, მეგობართან არა?! მაინც რომელთან?
-ემ.. არ იცნობ შენ. - თავი მოიქექა, ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და სახე დამანჭა დედამისის დაგვირგვინების მოლოდინში.
ყურილში ქშენის ხმა გაისმა. როგორც ჩანს, ძალიან გაბრაზებული უნდა ყოფილიყო ქალი.
დეას შესცივდა. შიშველი ფეხებით იდგა ცივ იატაკზე. ფეხის გული წვივს გაუხახუნა და ცალ ფეხზე დადგა.
-ის ძაღლი სად წაათრიე? - ოდნავ დაბალ ხმაზე ჰკითხა.
-შენ აღარ შეგაწუხებს. - ირონიულად ჩაიცინა დეამ.
-ძალიან კარგი. - ხმა დაუტკბა მაიას. - ლეპტოპი ხელოსანთან მივიტანე, გაკეთდებაო, ასე მითხრა.
დეას გაეღიმა. საძინებლიდან გამოსულ თარაშს შეავლო მზერა და ფეხი შეინაცვლა.
-მადლობა, დე.
-როდის მოხვალ სახლში? - ნაჩქარევად ჰკითხა.
ის-ის იყო უნდა ეპასუხა დღესო, ჯაყელმა რომ თვალები დაუბრიალა და ანიშნა,რომ მეორე დღისთვის მივიდოდა.
-ხვალ მოვალ.
-კარგი, დე. ჭკვიანად იყავი.
ქალმა ყურმილი დაკიდა. შვებით ამოისუნთქა ჯავახიამ. ღიმილით ახედა მის წინ ასვეტილ კაცის ფიგურას და ცივ მკლავებზე დაისვა ხელები.
-ჰმ, შენი მეგობარი ვარ მე? - წარბშეკრული დააჩერდა ჯაყელი.
-აბა ვინ ხარ? - წარბები აწკიპა დეამ გამომწვევად.
-ვინა ვარ არა?! - ეშმაკურად ჩაიცინა კაცმა და ხელები მოხვია გოგონას.
ერთხანს თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. მგონი სუნთქვაც კი შეკრული ჰქონდათ.
დეასკენ დაიხარა თარაში. ფრთხილად შეახო ტუჩები ჯავახიასას.
თვალები მინაბა სიამოვნებისგან გოგონამ. თარაშის ქცევას დაჰყვა. თვითონაც უპასუხა კოცნით, თუმცა კი გამოუცდელი იყო. კაცის ყელზე ჩამოაცურა ხელები და სხეული მოადუნა.
აწითლებულ ლოყებსა და ბაგეებზე მოავლო მზერა ჯაყელმა. ოდნავ აეწია ტუჩის კუთხე ღიმილისგან.გოგონას სახე ხელებში მოიქცია და დააჩერდა. მერე ჯერ ლოყები დაუკოცნა, ლოყებიდან კი ისევ ტუჩებზე გადაინაცვლა.
მთელს ცხოველთა და ფრინვლთ სამყაროს მოეყარა ჯავახიას მუცელში თავი. სასიამოვდონ უვლიდა ჟრუანტელი ტანში. მუხლებში ძალა გამოლეოდა, რომ არა მამაკაცის ხელები, ალბათ ჩაიკეცებოდა კიდეც.
-ოცნების დაჭერაზე რა აზრის ხარ? - მოგუდული ხმით ჰკითხა თარაშმა.
-შენ რომ ძალიან დიდი ხარ დასაჭერად? - კისკისით უპასუხა კითხვაზე კითხვითვე.
-ჰმ, მე დამიჭირე-თქო, ეგ კი არ მითქვამს. - სიცილში აჰყვა მამაკაცი.
-შენზე თუ არა, ოცნების დაჭერაზე ხომ მითხარი? ხოდა შენ ხარ ჩემი ოცნება. - აღიარებისგან სახე აელეწა ჯავახიას. თავი ჩაღუნა და თავის ფეხებს დააჭტერდა. შუბლი თარაშის მკერდისთვის მიებჯინა.
-შენ ეცადე და იქნებ გამოგივიდეს კიდეც?!
სიჩუმეში ჯაყელის ხმა გაისმა.

********************
ვიცი, ვიცი, ვიცი, პატარა რომაა, მაგრამ მეტის დაწერა ვერ მოვახერხე. ყველანაირად ვეცდები 12 საათის მერე კიდევ დავამატო ამხელა მოცულობის თავი მაინც.
მახარებთ ძალიან. დიდი მადლობა ყველას, რომ კითხულობთ.



№1  offline წევრი gvichiani

მიყვარხართ შენც,დეაც და თარაშიც love love
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ოღონდ ამაზე დიდს love ...
წარმატებები love

 


gvichiani
მიყვარხარ love თ შენც,დეაც და თარაშიც love love
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ოღონდ ამაზე დიდს love ...
წარმატებები love

მადლობა! მახარებ, მახარებ! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent