შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებზე მოთამაშე[7]


26-08-2015, 15:13
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 164

პრგონოზირებადობა არ მიყვარს,ამიტომ არ გაგახარებთ და არ გეტყვით,რომ გოჩას რამე დაემართა.გოჩა მშვენივრადაა,ძმაკაცის დაბადების დღეზე ერთობა,მაგრამ ტელეფონი აქვს გამორთული.
-რა ხდება?-ნიაკომ აღელვებული ხმით ჰკითხა დაქალს.
-არ ვიცი-სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარებისკენ.ნიაკო კი ეტყოდა გამოგყვებიო,მაგრამ ეს არ გააკეთა,განა არ იცოდა,რომ მოსაუბრე დათო იყო!
მეცხრე სართულის კიბეებს ფეხით აუყვა მარიტა.ლიფტი ისედაც არ უყვარდა.კარებზე ზარი დარეკა,როცა სახეწაშლილი დათო გამოვარდა.
-რა ხდება,დათო?-სახე შეეცვალა გოგონას და ზღურბს გადააბიჯა.
-მინდა,რომ ექიმთან გამომყვე-მორცხვად ჩაილაპარაკა დათომ.
-რა? ამ შუა ღამისას ამისთვის მირეკავ? ღადაობ? ხვალ ვერ წავალთ?-აბობოქრდა გოგონა.
-მისმინე სხვას ვერ ვეტყოდი და ვერც გადავდებ,რადგან ქავილისგან ვკვდები-სახე შეეშმუშნა და შეეცადა და დაემშვიდებინა.
-უკვე გადგები,არა? ქავილი? უკვე ვხვდები,არ მჭირდება ზედმეტი ახსნა-თვალი ჩაუკრა და ირონიით გაემართა კარებისკენ.
-ანუ მომყვები?
-სანამ გადამიფიქრებია,წამოდი-ზღურბს გადააბიჯა და ძმას დაელოდა,რომელიც თასმას იკრავდა.
სადღეღამისო საავადმყოფოსკენ გაემართნენ და და ძმა.მარიტა კი ლოგინზე იწვა და მუსიკების მოსმენას აგრძელებდა,თუმცა მყუდროება ისევ დაერღვა,როცა მარიტას ნომერი აციმციმდა.გოგონამ აუღელვებლად უთხრა,არაფერი ხდებაო,დეტელებშ არ წავიდა,რადგან დათო გვერდით ეჯდა.
ათ წუთში კარები გამოაღო და მანქანიდან გადავიდა.დათო მოუხერხებლად პირდაპირ წვიმაში ჩახტა.
-რა რომანტიკულია-გამოაჯავრა მარიტამ და ნიშნის მოგებით გადავიდა მანქანიდან.აქ უნდა შევიდეთ,კითხვით შეხედა და კრები შეაღო.
-უკაცრავად,უროლოგიური განყოფილება საითაა?-მორიდებუთ გახედა მარიტას,ხომ არ მისმენდსო და რეგისტრაციაში იკითხა.რა სულელია,ხომ არ ჰგონია მარიტა ყურებს ხუჭავს! ახლგაზრდა ქალს უთხრა საითაც უნდა წასულიყო,და მოსაცდელში დატოვა,თვითონ კი უროლოგთან შევიდა.პირველად იყო ამ შემთხვევაში.თავს ისე უხერხულად გრძნობდა,რომ ლამის იყო ყველაფერი დაემსხვრია.
კიდევ კარგი მამაკაცი აღმოჩნდა ექიმი.გასინჯა და უთხრა სიფილისი გჭირსო,რაზეც აენთო დათო,თავის შეურაცყოფად მიიღო და ბრაზით დააკვესა თვალები.
-ყველასთან არ უნდა დაწვეთ,ხომ გესმით? -ამ წუთებში საკუთარი გართობა ძვირად დაუკდა.როგორ გაწითლდა მერე! „თავი უნდა დაგეცვა“-მეორე „მემ“ შეახსენდა.მკურნალობა დაუნიშნეს,როგორც იქნა და ერთსაათიანი კონსულტაციის შემდეგ გარეთ გამოსულმა მარიტა დაინახა.
-მეგონა წახვიდოდი-გვერდით მიუჯდა დას,რომელმაც უარყოფის ნიშნად თავი გააქნია-სიფილისი მჭირს-გოგონას კითხვას აღარ დაელოდა.
-წავედით-ფეხზე წამოდგა მარიტა და დაღლილი სახით მანქანაში ჩაჯდა-აფთიაქთან ჩამოვალ-ხუთი თუ ათი წუთი ყიფულობდა მედიკამენტებს-აჰა,მოვედი..საით მიდიხარ?-მარიტას ინტერესით ჰკითხა.
-ნიაკოსთან გამიყვანე,ოღონ არ შემოხვიდე,კარგი?-თვალი ჩაუკრა და დათოც დაეთანხმა.ნელა მიჰყავდა მანქანა და ჰორიზონტს ისეაკვირდებოდა,თითქოს გოგონასკენმ მიმავალი გზა უნდა შეისწავლოსო.გულში რცხვენოდა,ეს სულელეური სიფილისი როგორ ავიკიდეო.
-ჭკუა ისწავლე?-მაქანიდან გადმოსულმა დამ თვალი ჩაუკრა,მაგრამ პასუხისთვის არც დაუცდია,ისე წავიდა ლიფტისკენ,ფეხით ასვლის თავი არ ჰქონდა,ამიტომ არჩიე ისევ პაწაწინა ღილაკისთვის დაეჭირა თითი.
კარები ღია დახვდა.ეტყობოდა,ნიაკომ დატოვა,დაბრუნდებაო.დაქალის ოთახში ფეხაკრეფით შევიდა.მარიტას ტკბილად ეძინა,გვერდით მიუწვა და ზეწარი ოდნავ აუწია,თვითონაც დაიფარა და თვალები დახუჭა.
დილად მეგობრები ანაბელმა გააღვიძა.10 საათზე ორივეს თავზე დაახტა და კისკისით რაღაცების ჩურჩული დაიწყო.
-ანაბელ,მეძინება-ნიაკომ შეხედა დას და თვალები ისევ დახუჭა,მაგრამ ბოლოს მაინც წამოდგა.
-მარიტა არ ადგება?-პატარა გოგიცაიშვილმა იკითხა და დას ლოყაზე აკოცა.ნიაკომ უთხრა,გვიან დაიძინა და შეეშვიო,რაც გაითვალისწინა ანაბელმა და ოთახიდან მოჰკურცხლა.
ცოტა ხანში მოწესრიგებული ნიაკო სამზარეულოში შევიდა,მხოლოდ ყავა დალია და მისაღებში შეიჭყიტა,სადაც ნანა და ანაბელი რაღაც მულტფილმს უყურებდნენ.
-აბა,რას უყურებთ?-გაუღიმა ორივეს და გვერდზე მიუჯდა.
^^
-გუშინ გვიან დაბრუნდით-ლუიზამ ხელები აასავსავა და ქმარ-შვილს ეჭვის თვალით შეხედა.გოჩამ,გვიანობამდე დავრჩით დაბადების დღეზეო,დათო კი ხმას ვერ იღებდა,არ იცოდა რა მოეფიქრებინა.
-მე..-დაიწყო და გონებაში მომხდარი გადახარშა-მეგობარსმა დამირეკა,პატარა პრობლემა ჰქონდა-დაიძვრინა თავი და თავის ოთახში გავიდა,ლუიზა კი ისევ აგრძელებდა ბუზღუნს.
-მარიტასთან როგორ ხარ?
-კარგად,საკმაოდ კარგად გავიგებთ-კმაყოფილმა გაუღიმა მამას და თავის საქმეგანაგრძო.
^^
-აი,მარიტაც ადგა-ანაბელს სახე გაუნათდა,მარიტამ კი ლოყაზე ეამბორა.
-გოგო,წამოდი,რამე ჭამე-თვალი ჩაუკრა ნიაკომ და სამზარეულოში შეიყვანა.გუშნდელზე მოაყოლინა და დაქალმაც არაფერი დაუმალა,ოღონდ მხოლოდ პირობის დადების შემდეგ,არავისთან წამომცდებაო.
-ისე დაახლოვდით,რომ საიდუმლოებსაც კი გეუბნება-ხარხარებდა ნიაკო-მოდი,ჩაი დალიე,მანამდე კვერცხს შეგიწვავ-შესთავაზა დაქალს,რომელმაც მადლობის ნიშნად გაუღიმა.
12 საათისთვის შეხვედრისთვის გაემზადნენ,გოგონები უკვე კაფეში ყოფილან და მათ მოსვლას ელოდნენ.
-აი,ჩვენც-ორივემ გადაკოცნა დაქალები.
-რა საამო სურნელია-თვალი ჩაუკრა ნუკამ ნიაკოს-აშკარად ახალი სუნამო გასხია.
-ეს სერიოზული თემაა-დაიწყეს მოყოლა მარიტამ და ნიაკომ.დაასრულეს თუ არა გოგონების სახეზე გამოსახული გაკვირვება მხედველობიდან არ გამორჩენიათ.
-ამმ...ამას გვიმალავდი..-მარიტამ ამართლა და ამართლა დაქალი,გოგონებმაც,გპატიობო,უთხრეს,მაინც ჩავლილია ეს ყველაფერიო.შეეცოდათ კიდევ ნიაკო და ხვევნა დაუწყეს,თუმცა გოგონამ იუარა,კარგად ვარო.
-მირეკავენ-მარიტა ფეხზე წამოდგა.
-მარიტა,როგორ ხარ?-კარგადო,უპასუხა დამ.ირონიით ისიც კი ჰკითხა,ჰაერიდან ხომ არ გადადის შენი სიფილისიო.
-აუ,გუშინ რა წვიმა იყო..-დაიწყო ნუკამ.
-ალბათ,დათომ გააცოფა ამინდა..ისე რა სიმპათიურია-სალომეს თვალები გაფართოვებოდა.
-გაჩერდით-გააჩუმა დაქალები ნიაკომ და მარიტასანიშნა,დაჯექიო.
-ჩემი უფროსი ძმა იყო..მომიკითხა..ისე კი გავუგეთ ერთმანეთს,ერთი ცუდი ის აქვს,რომ ზედმეტად მექალთანეა,მაგრამ მაგისიც ეგემა..-ხარხარებდა მარიტა,თუმცა მალევე აიფარა პირზე ხელები,არ უნდოდა ძმის საიდუმლო გაეცა.
გოგონებს ყურადღება არ მიუქცევიათ.ნიაკო თავის ფიქრებში იყო გადაკარგული,ამაყად იხედებოდა.“მასე უნდოდა“-ფიქრობდა გულში,მაგრამ გამომეტყველებას არ უმჩნევდა.
-ვაჟა მოვიდა-ფეხზე წამოდგა ანი.გოგონები მოსულს მიესალმნენ და ანაბელისა და ვაჟას თამაშის დეტალები გაიხსენეს.
-კარგი ბავშვია,ისეთი საყვარელია,რომ გაგაგიჟებს კაცს-ხარხარებდა ბიჭი.
-უნდა ვუპასუხო-ნიაკომ ტელეფონი აიღო.
-დე,კარგი ამბავი უნდა გითხრა-ნანას ხმამ მელოდიურად გაიჟღერა ტელეფონში.ნიაკოს სახეზე ღიმილმა გადაურბინა.“კარგი ამბავი“-გაიმეორა გულში დედის ნათქვამი.
-გისმენ-პაუზის შემდეგ უპასუხა ნანას.
-დღეს საღამოს მამაშენი ჩამოდის..დღეს დილას დამირეკა.
-აუ,მართლა? რა მაგარია.ჩემი მანქანაც მოჰყავს?-გადაიხარხარა და დედის პასუხის მოლოდინში ჩანგალი ხელში შეათამაშა.
-ვნახოთ-ალბათ,იმ მომენტში,დედა თვალს უკრავდა,
-მალე მოვალ და მოვამზადოთ რაღაცები-კისკისით შესთავაზა ნანას.
ერთ საათში ყველანი თავიანთ სახლებშ გაიკრიფნენ.მარიტა და ნიაკო დარჩენენ ერთმანეთის გევრდით მიმავალნი.ნიაკოს სთხოვა ჩემთან ამოდიო და მარიტაც დასთახმდა.რაღაც ფსიქოლოგიური წიგნი უნდოდა ეთხოვებინა დაქალისთვის.
სახლის კარები გააღო თუ არა მარიტამ,ლალი შემოეგება,სტუმარი გვყავსო.გოგონამ თვალები დაქაჩა და გაკვირვებული მზერით შეხედა დაქალს.ის ხომ არავის ელოდა.
-მართლა?-ინტერესით ჰკითხა დედას.
-კი,შვილო.შემოდით.მისაღებშია.
ნიაკოც შეყვა ოთახში და ნაცნობი სახის დანახვამ შეაშფოთა.“შენ გაგიჩნდა“ მზერით ახედა მარიტას,რომელიც დივანზე ძმის გვერდით ჩამოჯდა და ნიაკოსაც იგივეზე მიუთითა.
-აქეთკენ ვიყავი და ვიფიქრე შემოგივლიდი-ლალი გავიდა თუ არა,ენა ამოიდგა დათომ,თან ნიაკოს თვალს არ აშორებდა.
-გუშინდელისთვის მადლობა უნდა გეთქვა?-თვალი ჩაუკრა დამ და გადაიხარხარა.დათოს რეაქცია არ ჰქონია,მაგრამ ნიაკოს ისეთი უხერხულობით შეხედა,რომ ყველაფერი ნათელი იყო.იცოდა,რომ გოგონამ იცოდა!
-ნიაკოსთან მარტოს დამტოვებ?-სთხოვა მარიტას.ნიაკოს ხმა არ ამოუღია,მაგრამ დაქალს ისეთი მზერით შეხედა,რომ ყველაფერი ჩანდა.
-კარგი,მაგრამ მხოლოდ ათი წუთით-ორივეს შეხედა და შემდეგ თავის ოთახში გავიდა.
-ნიაკო,მინდა,რომ მაპატიო...მე შევიცვალე..რაც არ უნდა იყოს,ღმეთმა სამაგიერო გადამიხადა ამდენი გულავისთვის-ბოლო სიტყვაზე ხმას აუწია და გოგონას თვალი თვალში გაუყარა.
-დაე,ღმერთმა გაპატიოს-დაბალი ხმით წარმოთქვა გოგონას ისე,რომ ბიჭისთვის არც კი შეუხედავს.
-ამ ბოლო დროს...-ნიაკომ აღარ გააგრძელებინა.
-არაა საჭირო თავის შეცოდება! მარიტასგან ისედაც ვიცი-შენიშნა,რომ დაქალი მათ საუბარს ყურს უგდებდა,მაგრამ რეაქცია ნამდვილად არ ჰქონია.
-რა უნდა გავაკეთო,რომ მაპატიო?
-არ მიყვარს მსგავსი რაღაცები..
ნიაკოს ისევ გაუსწორა თვალი,მასთან უფრო ახლოს მიიწია და ხელი ხელზე შეახო..გოგონას მისი მოქმედება არ მოეწონა და ხელით უკანვე დააეხევინა.
-არ გინდა!-მკაცრი ტონით უთხრა-მე უნდა წავიდე,დღეს მამაჩემი ჩამოდის და დედა მელოდება-ფეხზე წამოდგომას აპირებდა,როცა დათოს ძლიერმა ხელებმა შეაჩერა.
-ნიაკო,არ გჯერა..თუ უნდა დაგიმტკიცო,რომ ჩემი ავადმყოფობა ნამდვილად არსებობს.
-ჩემი პრობლემა არაა..-ირონიით უპასუხა და ბიჭის ხელი მოიცილა.
-ნიაკო,მისმინე..მინდა,რომ მაპატიო..მოდი,შევთანხმდეთ,ორი თვე არავის შევხვდები,ასე ვთქვათ,ბერობის პირობას დავდებ ყოველგვარი სექსუალური სურვილის დაუკმაყოფილების მხრივ..თუ შევძლებ,მაპატიებ..
-მაგრამ მე როგორ გავიგო,რომ არ მატყუებ?-გოგონას სახე გაუნათდა,ეტყობოდა,რომ თამაშმა დააინტერესა.
-მე ვიცი..-მარიტა გამოვიდა..-ვაჟას ჩავაბაროთ..ახლავე დავურეკავ-სახე გაუნათდა და ძმას თვალი ჩაუკრა.
-შესანიშნავია..ახლა კი წავედი-გაუღიმა და-ძმას მარიტამ.
-ნიაკო,ნიაკო...-გოგონას სახელი გაიმეორა რამდენჯერმე დათომ და დივანზე გაიშოტა.
-დათუნ,რა ხდება შენ თავს? -თვალი ჩაუკრა მარიტამ და ვაჟას ნომერი აკრიფა.
^^
-უსექსობისა და მსგავსი ყველაფრის აღქმას დებს დათო ..ორი თვე თუ გაძლო,უნდა ვაპატიო-მის ოთახში შეკრებილ დაქალებს ხარხარით უყვებოდა ნიაკო..და,იცით,ვინ უნდა აკონტროლოს? ვაჟამ-ხმას აუწია და ანის გადახედა.
-ვაჟა არ მოგატყუებს-თვალი ჩაურკა ანიმ-უკვე იცი?
-კი,მარიტამ დავურეკე და დამთანხმდაო.ის მოაგვარებს ყველაფერს.
-გოგონებო,წამოდით დამეხმარეთ-წინსაფრით შეაღო კარი ნანამ.
-ჩემი ანი,სალომე,ნუკა-ანაბელიეხუტებოდა გოგონებს...შემდეგ თვალები დააბრიალა,თითქოს რაღაცას ეძებსო-მარიტა სად არის?
-მარიტას არ სცალია-გაუღიმა ნიაკომ და თავზე ხელი გადაუსვა.
^^
თერთმტ სათზე უკვე სახლში იყვნენ..თამაზი ისევ ხედავდა ნაცნობ კედლებს,ნაცნობ სუნს გრძნობდა და,რაც მთავარია,მისი ახლობელი ადამიანები იყვნენ გარშემო,ნიაკო,ანაბელი და ნანა.ემოციური შეხვედრის შემდეგ თითოეულ მათგან კმაყოფილება აკროდა სახეზე.
-მა,იცი,როგორ მომენატრე?-არ ჩერდებოდა ანაბელი.
-მეც,ჩემო პატარა..
ვახშმისას თამაზი მივლინების შესახებ ყვებოდა.ამერიკის რამდენიმე შტატში უცხოვრია და,როგორც ჩანდა,დადებით მუხტით დაბრუნებულიყო.
-მანქანა გიყიდე-ვახშმის ბოლოს ხელში გასაღები დააკავა ნიაკოს და უთხრა,სადაც უნდა ენახა.
-მადლობა,მა-გადაეხვია თამაზის.
იმ ღამით ისე კარგად ეძინა გოგონას,როგორც არასროს.თავს დაცულად გრძნობდა,ამაყად და თავდაჯერებულად,რაც ბედნიერების მიზეზს მუდამ აძლევდა გოგონას.ცხრა საატი ხდებოდა,როცა თვალი დაჭყიტა.მაშინვე ვაჟას დაურეკა.
-გაგაღვიძე?-ჰკითხა ბიჭს და გადაიხარხარა.
-ნიაკო,დათოზე გინდა საუბარი?
-არა,არ მინდა..მაგას შენ და მარიტა მიხედავთ..მანქანა ჩამომივიდა და უნდა წამოვიყვანო.ვიფიქრე,რომ გამომყვებოდი.
-მართლა?
-კი,მართლა..გამოდი,ჩემთან..გასაუზმებ და მერე წავიდეთ-კისკისით მიაყარა ერთმანეთს წინადადებები.
-შესანშნავი იდეაა-ნიაკომ გაუთიშა და მოზადება დაიწყო.
-რას შვრები?-ვაჟას ტელეფონზე დათოს ხმა გაისმა.
-ნიაკოს მანქანა ჩამოუვიდა და უნდა გავყვე.
-მართლა?-თვალები გაუფართოვდა ბიჭს-მეც წამოვალ.
-არა,არ უნდა შენი ნახვა..-გაბრაზებით წარმოთქვა და წარბები ზემოთ ასწია.
თორმეტი იქნებოდა,როცა გახარებული ნიაკო თავის მანქანას უყრუებდა.ვაჟა მის გვერდით იდგა და ღიმილით ადევნებდოს გოგონას თვალს...
-არ სცდი?-უკნიდან ნიაკოს ნაცნობი ბარიტონი მოსმა და ათრთოლდა.“რა უნდა აქ“ მზერა ესროლა ვაჟას.
-შენ მოიყვანე?-ბრაზით დააკვესა თვალები..
-არა,მე არ მომიყვანია...მე მხოლოდ ვაკონტროლებ-თვალი ჩაუკრა დას.
-არა,აქ მხოლოდ ერთმა რამემ მომიყვანა..-ხმა გაუწყდა ბიჭს და გოგონას ისეთი მზერა ესროლა,როგორც არასდროს...-ნიაკოს გული აუჩქარდა.არ ეგონა,რომ ასეთი დათო დახვდებოდა! „პირობას ასრულებს“-ამოსძახა შინაგანმა ხმამ გოგონას.
_____
იმედია,მოგეწონათ.
ველი შეფასებებს,ჩემო ლამაზებო.
მიყვარხართ!



№1  offline მოდერი ანკა

ვაიმეეე, როგორ მომწონს ეს ისტორიაა!!! მალე გააგრძელე რა ჩემო საყვარელოო <3 <3 <3 love

 


№2  offline წევრი lamazi gogona

Mmmmm sigijemde momwpnss maledade

 


უმაგრესია დამაინტრიგე ველი შემდეგს

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ბავშვებო.. love

 


№5  offline წევრი Ignifex

რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო :D კარგია <3

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

Ignifex
რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო :D კარგია <3

მადლობ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent