შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებზე მოთამაშე[8]


27-08-2015, 00:08
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 279

-ერთმა რამემ,ერთადერთმა რამემ..-ხმა გაუმძფრდა დათოს...
-და რა აირს ეს ერთდერთი რამე? პირობას ვეღარ ასრულებ?-თვალი ჩაუკრა ნიაკომ.
-და ეს ერთადერთი რამე გულია...-მის ხმაში ისეთი ემოცია იყო ჩაქსოვილი,რომ გოგონამ ძლივს ამოისუნთქა.“ნუთუ,ადამიანები იცვლებიან?“-ჰკითხა მეორე „მემ“.ან იქნებ არ შეცვლიდა დათო,მხოლოდ მასში ჩაფლულმა ახალმა „ნიჭმა“ იჩინა თავი...ნიაკო გაშტერებული იდგა,გვერდს ვაჟა უმშვენებდა,რომელიც ყველაფერში გარკვეული იყო,იმ დღეს ანიმ უამბო ნიაკოს მთელი ისტორია,რაც გოგონასთვის მისაღები იყო,ის ვაჟას,როგორც ძმას ისე უყურებდა და არაფერი ჰქონდა მასთან დასამალი!
-უნდა წავიდე..ვცდი მანქანას..-გააღო და წინ დაჯდა.
-მე წავალ-ვაჟამ სასწრაფოდ დაქოქა მანქანა და ადგილიდან აორთქლდა.
-ვაჟა...-გოგონას ხმა უფრო დაუწვრილდა და მანქანის დაქოქვა სცადა.
-არ გინდა ერთად გამოვსცადოთ?-დათო ცდილობდა მომხიბლველობა მაქსიმალურად გამოეყენებინა.თვალებს ძველებურად უჟუჟუნებდა გოგონას.ნიაკოსკი ეს საშინლად აღიზიანებდა.
-მე ჯერ არ მიპატიებია-ნიაკომ ირონიით უპასუხა და მანქანა დაძრა.
-ხომ მაგრამ..-დათო გახელებული იდგა და თვალს ნიაკოს აყოლებდა..გოგონას მანქანა მიეფარა ჰორიზონტს,მაგრამმაინც გახევებოდა ძლიერი სხეული..იდგა და საკუთარი თავი სძულდა..“მე ვატკინე მას“-ფიქრობდა დათო.
ნიაკო კი მიიწევდა წინ და ქვეყანა თავისი ეგონა.“რამდენი ხანია,რაც მანქანაზე ვოცნებობ,ახლა კი..“_სახე გაცისკროვნებოდა და უმისამართოდ გაჰყურებდა ჰორიზონტს,რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა...“მაგარია..“-სულ აღარ ახსოვდა დათო და არც არანაირი პრობლემა..სიჩქარეს უმატა და ფანჯარა გამოაღო.
-აქ გავაჩერებ-ბართან ჩამოვიდა და კარი შეაღო.
-აქ პირველად ხართ?-გარუჯულმა და ახალგაზრდა ბარმენმა გაუღიმა გოგონას.
-დიახ,ლუდი,თუ შეიძლება-ზრდილობიანად უპასუხა და ჩამოჯდა.მომსახურე პერსონალმა გამოუწოდა ჭიქა და გოგონამ შესვა,იჯდა და სახე ბედნიერებისგან გაცისკროვნებოდა,თვალები უციმციმებდა..სასმელმა კიდევ უფრო გაუმძაფრა შესანიშნავი შეგრძნებები...მხოლოდ ერთი ჭიქა დალია,მაგრამ ეს ერთი ჭიქა ისეთ სიამოვნებას ანიჭებდა,რომელთანაც ვერ მივიდოდა ძველი ორი ლიტრა..
-სიჩქარე ყველაზე კარგი თერაპია ყოფილა..-გადაიხარხარა და სიმპათიურ ბარმენს თვალი გაუსწორა.
-ისე ავტოსპორტით ვარ გატაცებული,საკუთარი მანქანაც მყავს,სპორტული...ძალიან ძლიერ ადრენალინს იწვევს-გაუღიმა გოგონას.
-მართლა? მე დღეს ჩამომივიდა მანქანა და ცოტა ხნით მოვშორდი პრობელემებს-ბოლო ყლუპიც მოსვა და ჩეკი მოითხოვა.
-არა,არაა საჭირო..საჩუქარია,მცირეოდენი საჩუქარი..-ბარმენს აღარ შესწინააღმდეგებინა გოგონა და უფრო კომფორტულად მოკალათდა სკამზე.
-რა გქვია,ლამაზო?-როგორი ვნებიანი ხმა აქვს!
-ნიაკო და შენ?-თამამად ჰკითხა მამაკაცს და მის ნავარჯიშევ სხეულს თვალი გაუსწორა.“დათოსაც ასეთი მუსკულები არ აქვს?“-ჰკითხა საკუთარ თავს,დადებითი პასუხის შემდეგ კი ამაყად შეხედა მამაკაცს.
-მაქსიმე მქვია,მეგობრები მაქსის მეძახიან-თვალი ჩაუკრა გოგონას.
-რა ლამაზი ადგილია,არა?-ნიაკომ აღფრთოვანება ვერ დამალა.
-ნამდვილად..გინდა დაგათვალიერებინო?-ღიმილით ჰკითხა გოგონას და სახე უფრო ახლოს მისწია ნიაკოს თმებთან.
-შესანიშნავი იქნება-თვალები უფრო აუციმციმდა....“რა კარგი ტპია“ ინტონაციით გაჰყვა უკან.
საღამომდე ერთად სეირნობდნენ,საუბრობდნენ,მაგრამ თავიან ცხოვრებაზე სიტყვასაც არ აგდებდნენ,მითუმეტეს,პირადზე..ეს იყო განსხვავებული თვისება,რაც სხვა ბიჭებს არ ჰქონდათ.ნიაკო უცნობისამდი გარკვეული სიმპათიებით აივსო.
-გიკვირს,არა?-მზის ჩასვლისას ამაღლებულ ადგილას იდგნენ და მშვენებით ტკბებოდნენ.
-სულაც არა-გადაიხარხარა გოგონამ,მაგრამ გულში იფიქრა,როგორი გამჭრიახიაო.მზის ჩასვლა ლამაზად არასდროს ეცვენებოდა,მხოლოდ ახლა,მხოლოდ ბარმენის გვერიდით შეიცნო ეს მშვენება..
-ადრე არ უყურებდი ხოლმე?
-აქ სულ სხვანაირად ჩადის-თავის ნათქვამზე გაეღიმა ნიაკოს და ამ დროს ფეხი ოდნავ დაუცდა...კიდევ კარგი მაქსიმემ შეაშველა ხელი,თორემ,შესაძლოა,გადაჩეხილიაო უფსკრულში და მერე ვინ უშველიდა!
-მადლობ-მამაკაცის ძლიერი სხეულის შეხება ესიამოვნა..ისევ ის ღამე გაახსენდა,მაგრამ მაშინვე უკუაგდო..“დათო ვერ შესძლებს..ვერ ვაპატიებ“ მზერით ჩაჰყვა დაბლა მაქსიმეს.
-შენები არ მოგიკითხავდნენ?
-ვნახავ-ტელეფონს დახედა და გამოტოვებულ ზარებზე სახე შეეჭმუხნა.
^^
-ნიაკო სად არის?-გოგონას დაქალებთან მოიკითხა ნანამ შვილი,მაგრამ უარყოფითი პასუხის შემდეგ ვაჟას დაურეკა,რომელმაც უთხრა,მანქანა დავძერი და მაგის მერე აღარ მინახავსო.ბიჭმა დათოს დაურეკა და დათომაც იგივე უპასუხა.მერე დაწყებულა რეკვები...დათო თურმე ყოველ წამს ურეკავდა გოგონას.
„დათოსგან 55 ზარია გამოტევებული“-კინაღამ ხმამაღლა თქვა..
-უამრავი ზარი..დედაჩემს დავურეკავ და შემოგიერთდები-თვალი ჩაუკრა ბარისკენ მიმავალ მამაკაცს.
-დედიკო,კარგად ვარ...გვიან დავბრუნდები,არ ინერვიულო..მანქანით გავისეირნე ცოტა..ტელეფონის ხმა არ მესმოდა,ბოდიში..
-კარგი,ნიაკო-ნანა უსიტყვოდ ენდობა ქალიშვილს.აი,რა მოსწონს ნიაკოს!
ბარმენი ბარის კართან ელოდებოდა გოგონას.უყრუებდა როგორ ჩამოდიოდა ამაღლებული ადგილიდან და სახე განათებოდა..
-რა იყო?-გაუღიმა ნიაკომ და ტელეფონი მაგიდაზე ჩამოდო.
-ძალიან ლამაზი ხარ-გაუღიმა მამაკაცმა.
-მადლობ-უხერხულად ჩაილაპარაკა.
-დავლიოთ?-ცარიელი ბარი აათვალიერა ნიაკომ და მაქსიმეს თავი დაუქნია.
ბარმენმა რამდენიმე ბოთლი სასმელი გამოიტანა და გოგონას გვერდით მიუჯდა.ოთხი ჭიქის შემდეგ ადრენალინის ტალღები გამძაფრდა და მაქსიმემ ცეკვა შესთავაზა..ნიაკო ფეხზე წამოდგა და მხარზე ხელის დადებითგაჰყვა.
-მიყვარს ეს მუსიკა-ახედა მასზე გაცილებით მაღალ მამაკაცს.
-მეც,მიყვარს..-თვალებით წაეთამაშა..-შემდეგი ცეკვისთვის რომელი მუსიკა გინდა?
დილას პატარა ქოხში გაეღვიზა ნიაკოს,ხის ლოგინზე ედო თავი,ხოლო მის გვერდით,ოღონდ ძირს,მაქსიმე იწვა.
-ჩამეძინა?-წამოიწია და ტელეფონს დახედა.
-კი,ჩაგეძინა..შენი მისამართი არ ვიცოდი..ვიღაც ტიპი დილის ხუთ საათზე რეკავდა,მგონი,მაგრამ არ მახსოვს რა ვუპასუხე,იგინებოდა..-ნიაკო შეშინებული წამოხდა და მაშინვე დედას დაურეკა,მერე აგიხსნიო.ნანას ხმაში ანერვიულება დასტყობოდა.
-მე წაგიყვან,ოღონდ ჯერ ვისაუზმოთ..-შესთავაზა გოგონას,რომელიც ძლივს დათანხმდა.
^^
-ამის დედაც...ვიღაც ტიპი იყო..არ მესმის..
-ნიაკოზე მსგავს ნუ იფიქრებ-ზურა ამშვიდებდა ძმაკაცს.
-იქნებ რამე ავნო?-ვერ ჩერდებოდა და მაგიდას ხელს ურტყამდა..-მორჩა,მის სახლში მივდივარ-რატომღაც გადაწყვიტა და მანქანა გააქანა მაქსიმალური სისწრაფით.გოგონას ეზოში გააჩერა მანქანა,როცა ნაცნობი ნომერი დაინახა და მთელი სახე აუწითლდა...აფორიაქებული წამოდგა და უცნობი მამაკაცის დანახვამ,თავი სულ დააკარგვინა..“მან ნიაკო მოიყვანა“-თავში ათასმა აზრმა გადაუელვა და წამში ბარმენის წინ გაჩნდა..
-ნიაკო,გაიწია-უბრძანა გოგონას და მაქსიმეს ძლიერად დაარტყა.
-რას შვრები,ტო?-მაქსიმე წამოიწია და დათოს თხლიშა...
-გეყოფათ-ნიაკო მათ გაშველებას ცდილობდა,მაგრამ ვერაფერი გამოსდიოდა.:“მათი ტორები არ მოგხვდეს“-საკუთარ თავს აფრთხილებდა გოგონა-ბავშვებივით ნუ იქცევით!-მიაძახა ბიჭებს ,მაგრამ ბოლოს მაინც შეეშვა და მანქანა თავის ადგილას დააყენა,შემდეგ ლიფტი გამოიძახა და დედა კოცნით დაახრჩო.
-სად იყავი,ნიაკო?-ანაბელი თავის ოთახიდან კისკიდსით გამოვიდა..-ახალ მულტფილმს ვუყურე-გაანდო დას კმაყოფილი სახით.
ნიაკოს ბიჭებზე არაფერი უთქვამს,არ უნდოდა დედამისი აენერვიულებინა,თანაც მერე ყველაფრის მოყოლა მოუწევდა,ეს კი არ შეეძლო...
-ანი უნდა ვნახო..-აკოცა დედას,ტანასაცმელი გამოიცვალა და ეზოში ჩავიდა..მაქსიმე წასულიყო..მისი ნომერიც არ იცოდა,რომ ბოდიში მოეხადა.ათას რამეზე ფიქრობდა,როცა დათო შეეჯახა,ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
-ნიაკო...-ანერვიულებული ხმით მიმართა გოგონას.
-მისმინე,მაქსიმე სადაა?-მეტი ვერაფერი მოტვინა და სახე უფრო დაეძაბა.
-დავასრულეთ მუშტი-კრივი-ვითოც არაფერიო,ისე გადაიხარხარა ბიჭმა-წყალბურთელი ტყუილად კი არ ვარ..-თვალებით გოგონას მოხიბლვა სცადა.
-მისმინე,სულ ტყუილად იჩხუბეთ..ან რატომ? ან რის გამო? ბავშვებივით მოიქეცით..გესმის? იდიოტი ხარ? რა ქენი? ხალხი შეიხედე?-ხელებს იქნევდა ნიაკო და გაცეცხლებული ათასი რამით ამკობდა მის პირისპირ მდგარ დათოს,რომელსაც გოგონაზე ეღიმებოდა..
-სიყვარული ბავშვზე სულელია..-გადაიხარხარა და ნიაკოს მზერას დაელოდა..გოგონამ შეხედა ბიჭს და თვალი გაუსწორა..“როგორ მწვავს,ეს ოხერი“-უკან წაიწია და სცადა მომხდარი გაეანალიზებინა...-იმიტომ,რომ ეს ოხერი მაქვს-გულზე მიიდო ხელი და თვალზე ცრემლი მოადგა..-იმიტომ,რომ შენ რომ გიყურებ,ყველაფერი მავიწყდება...მინდა,რომ მაპატიო..მაპატიო,რომ იდიოტი ვარ..მაპატიო,რომ არა გულით და არა გონებით,არამედ ფეხებს შორის ორგანოთი ვფიქრობდი..და მინდა, მადლობა ვუთხრა ნიაკო გოგიჩაიშვილს,რომ თვალი ამიხილა,რომ დამანახა რამხელა არაკაცი ვიყავი..-ამოისუნთქა და შემდეგ განაგრძო..-მინდა იცოდე,რომ ამ პირობას შევასრულებ..მანამდე არ გთხოვ პატიებას..საკუთარ სიტყვას ვასრულებ,ნიაკო..ვასრულებ..-გოგონას მზერა ძლივს მოაშორა და მანქანაში გიჟივით ჩახტა...
ნიაკო ისევ იდგა,გაშეშებული იდგა და ტიროდა...“არ მჯერა..“ვერაფერზე შეეძლო ფიქრი.კიდევ კარგი იმ დროს ანი და ვაჟა შემოვიდნენ მანქანით მის ეზოში..
-ნიაკო,მოხვედი?-ფეხზე წამოფრინდა ანი და გოგონას გადაეხვია..
-მე მას ვუყვარვარ-ძლივს ლუღლუღებდა გოგონა და დაქალს მთელი სხეულით ეკროდა..-მოდი,ზემოთ ავიდეთ.დღეს გოგონების წვეულება გვაქვს და მოგვიყევი,განთავისუფლდები,ავიდეთ,გამოიცვალე და წამოდი,კარგი?-ლოყაზე აკოცა ნიაკოს და ვაჟას ანიშნა,ქვემოთ დაგველოდეო.
-გამარჯობათ,ნანა დეიდა..ნიაკო და მე წავალთ.ჩემთან დარცებიან დღეს გოგონები.
-კარგი,როგორც გინდათ.რამეს დალევთ?-ნანა სულ მზრუნველი როგორაა!
-არა,მადლობთ-გაუღიმა ანიმ და დაქალის ოთახისკენ აიღო გეზი.
^^
გათენდება და ახალი ცხოვრება იწყებაო..ზოგი იმასაც კი ამბობს,რომ მომდევნო დღე ახალი დაბადების საწინდარია,მაგრამ ვინ იცის რა არის სიმართლე...ვინ იცის რა არის რეალობა და რა სულელური წარმოსახვა...
-საღოლ,ძმაო-ზურა თამაშის ბილეთებს ათვალიერებდა კომპიუტერით და თან ძმაკაცს ესაუბრებოდა.დათო დივანზე ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში იყო და ტელეფონს ატრიალებდა.
-არ მჯერა,რომ ეს აღქმა დადე-ირაკლიმ ვაჟას გაუღო კარი.
-ნიაკო სადაა?-ამ ბიჭს სულ ნიაკო როგორ აკერია პირზე!
-გოგონების წვეულება ჰქონდათ გუშინ!
-ის ბიჭ ვინ იყო?-საღ გონებაზე დაიწყო საუბარი ვაჟასთან,რომელმაც ყველაფერი მოუყვა,ოღონდ ნიაკოს არ უთხრაო.
-მოწევ?-შესთავაზა ვაჟას,რომელმაც იუარა,არ ვეწევიო.
-რატომ?-ირაკლიმ ღრმა ნაპასი ჩაარტყა.
-სპორცმენი ხარ და რატომ ეწევი?-ვაჟა დათოს მიუბრუნდა.
-ახლა ვისვენებ-თავი გაიმართლა დათომ-ისე ნებას არ მაძლევენ,ახლა მომინდა რატომღაც-გაიმართლა თავი და საფერფლე თავისკენ მისწია-იმ ტიპმა შემაშვიო..მაქსიმეზე ვამბობ და ავტორბოლის ბილეთები მომცა,მოყვარულების ნავარდია-კმაყოფილად განუცხადა ძმაკაცებს დათომ.
-შენ ვინ ყოფილხარ-თვალები დაუბრიალა ვაჟამ,რომელმაც ამ მოკლე დროში შესანისნავად გაუგო ამ ორ ძმაკაცს.
-შენც მოდიხარ,ოღონდ ნიაკოს არ უთხრა.
-ცოტა ხანს იმ გოგოს სახელი,რომ არ ახსენო არ შეიძლება-ვაჟამ გააპროტესტა დათოს საქციელი.
-ის გოგო მე მიყვარს!-თამამად განაცხადა და ფეხზე სწრაფად წამოდგა.
^^
-აუ,როგორ მეძინება-თვალები დაჭყიტა ნიაკომ.
-ადექი,საშოპინგოდ გავიდეთ-შესთავაზა ნუკამ.ნიაკო შოპინგის გაგონებაზე ფეხზე წამოფრინდა და მაშინევ საშხაპეში შევარდა.
იმდენი რამ იყიდეს,რომ ნიაკოს ახალი მანქანა სულ გაავსეს,შემდეგ ახალი სამოსით კინოში წავიდნენ..ათი საათი იქნებოდა,როცა მანქანა გააჩერა ნიაკომ,რომელსაც დაქალები უკვე დაებინავებინა.
-ნიაკო..-დათოს ხმა მოესმა..
-აქ რა გინდა?-ინტერესით დააკვესა თვალები.
-მო-მე-ნატ-რე-დამარცვლით უთხრა ნიაკოს..
-მისმინე,არ გინდა ასეთი გამოხტომები..
-ეგ ჩემს გულს უთხარი..უსაფუძვლოდ ეჭვიანიც რომ გამხადე-ირონიით ჩაიცინა და გოგონას დახვეულ ქერა თმას მიაშტერდა..
-სახლში უნდა ავიდე,მელოდებიან-ერთი ნაბიჯით უკან წავიდა ნიაკო..
-კარგი-ხელი თითის თავზე ოდნა შეახო,შემდეგ ჰაერში გაუშვა და უკან წაიწია..“რა მშვენიერია“ მზერით გააცილა გოგონა,თუმცა თვითონ ნახევარი საათი მაინც იდგა ერთ ადგილას.უყურებდა ნიაკოს და ფიქრობდა,მისი ხელის თითებიც კი სექსუალურიაო..უნდოდა,რაც შეიძლება მალე,გასულიყო ორი კვირა,მონანიების ორი კვირა,რომ მისცემოდა ბედნიერების საშუალება..დიახ,დათო დარწმუნებული იყო,დარწმუნებული იყო იმაში,რომ ნიაკოს მისი ბედნიერება ერქვა..“ის ისაა,რაც სულს ბერავს ჩემს უაზრო არსებობას“-ამ ფიქრებში დაშორდა ნიაკოს სახლს და სიჩქარითა და მანძილით გამოწვეული ადრენალინი შეადარა ნიაკოს არსებობით გამოწვეულ სიხარულს...
^^
-ნიაკო,როგორ ხარ?-ნანას ფუფუსმა გააღვიძა გოგონა,დედამისი მის ოთახში ტანსაცმელს აგროვებდა,სარეცხი მანქანა უნდა ჩავრთოო.
-დე,გამაღვიძე-ზლაზვნით წამოიწია და ტელეფონს დახედა.მარიტა წერდა,დაბადების დღე მაქვს შვიდში და არ დაგავიწყდეთ ყველანი მოდით ჩემს აგარაკზეო.გოგონას დიდი სახლი აქვს ქალაქგარეთ და იქ აპირებდნენ ამ დღის აღნიშვნას.
-ნიაკო,არ ადგები? უკვე თორმეტი ხდება..
-კი,დედა-გასძახა ნანას და ფეხზე წამოდგა..“არ გაჩერდები“-უცხო ნომერს უპასუხა.
-ნიაკო..-ნაცნობი ამარელვებელი ხმა ჩაესმა გოგონას...
-რამე მოხდა?-მკაცრი ხმით უპასუხა დათოს.
-არაფერი,უბრალოდ მარიტას ზედ დაბადების დღე აქვს და მინდა საჩუქარი ამარჩევინო-ნიაკომ უპასუხა,სხვას სთხოვეო,მაგრამ დათომ დაიჟინა,მის სხვა დაქალს არ ვიცნობო.ბოლოს დასტანხმდა გოგონა.
-ოთხზე გამოგივლი.გაწყობს?-ჰკითხა ნიაკოს.
-მე რომ გამოგიარო?-უყვარს ირონია ამ გოგოს და რა ქნას!
ხუთზე დათომ გამოუარა და ერთად წავიდნენ სავაჭრო ცენტრში,ზედმეტი საუბრისგან ბიჭი თავს იკავებდა,თავს დამნაშავედ გრძნობდა და არ უნდოდა ისევ რაიმე ეჭვი აღეძრა მასში.
-შენ რას ჩუქნი?
-მე უკვე ვუყიდე..ყესაბამია და ჩვენი სახელები აწერია-გოგონას გაუკვირდა,რატომ გავუმხილეო და შემდეგ დასძინა-არ უთხრა მარიტას.
-შესანიშნავია.მე რამე ისეთს ვუყიდი,ახლადგაცნობილებს რომ ჩუქნიან,რას იტყვი?
-მგონი,კარგი იდეაა-ნიაკომ ძირს დახარა წამწამები და მაღაზიასთან გაჩერდა-ეს სუვენირი არ მოგწონს?-ჰკითხა დათოს და ვიტრინაზე ანიშნა.ორი ჩვილი ბავშვი იყო ერთმანეთის გვერდით და ხელში დიდი წარწერა ეკავათ:”welcome to my family”.დათოს ამის დანახვაზე გაეღიმა და ნიაკოს ხელი ხელზე მოუჭირა.
-მადლობა,გენიოსი ხარ!-გახარებული შევარდა მაღაზიაში და მაშნვე შეიძინა ნივთი-მადლობა რითი გადაგიხადო?-თვალი ჩაუკრა გოგონას.
-მოვიფიქრებ-უემოციოდ უპასუხა,რადგან იცოდა,რომ ეს დათოს დაავიწყდებოდა,მეტიც,ამაში დარწმუნებულიც კი იყო ნიაკო.
^^
6 სექტემბერს მარიტას ზარმა გააღვიძა ნიაკო,მივდივართ დაჩაზე და წამოგვყევიო.გოგონა სიხარულით წამოხტა ლოგინიდან და მაშინვე გაემზადა.საჩუქარი მაშინევ ჩაიდო ჩანთაში და სასაუზმოდ გავიდა.
-გამარჯობათ-გადაკოცნა ანაბელი და ნანა და გვერდით მიუჯდა.
-მარიტას დაბადების დღეა,ჰო? კარგად გაერთეთ-გაუღიმა დედამ და ყავა დაუსხა.
ნახევარ საათში ზარი გაისმა და გამზადებულმა გოგონამ მაშინვე კარისკენ აიღო გეზი.
-მარიტა..-მიმართა გოგონას,მაგრამ მაშინვე გაუწყდა..მის წინ დათო იდგა..-შენ?-მხრები აიჩეჩა ნიაკომ და კარები მიხურა.
-ჰო,წავედით-ლიფტი გამოიძახა დათომ,ნიაკო კი მის გვერდით უხერხულად დადგა და მთელმა სხეულმა თრთოლა დაუწყო.
-რა მშვენიერი ხარ,ნიაკო..მაგიჟებ..-მანქანის კარი გაუღო გოგონას და ტუჩი მისი ყურიდან გასწია.
-მალდობ-გაუღიმა და ღვედი შეიკრა.
-მარიტამ რატომ არ გამომიარა?-ჰკითხა დათოს,რომელიც ამ კითხვამ კიდევ უფრო დააბნია
-ისინი უკვე წავიდნენ..მე ჩავაწყვე-თვალი ჩაუკრა გოგონას.
-უნამუსო ხარ-გადაიხარხარა ნიაკომ და ტელეფონს დახედა-რამდენი საათის გზაა?
-დაახლოებით სამი საათის-თვალი ჩაუკრა დათომ და სიჩქარეს მოუმატა.
-მიყვარს სიჩქარე-ნიაკომ ინტერესი გამოხატა,რამაც დათო გაახარა და საჭე შესთავაზა.-ეს მესმის-ადგილი გაუცვალა ბიჭს და საჭე გადაატრიალა.
-ნიაკო,არ გინდა შევჩერდეთ სადმე,აქ კარგი ხაჭაპურები იყიდება-ერთი საათის გზა იყო დარჩენილი,როცა დათომ წინადადება წამოაყენა.
-კარგი-მანქანა გააჩერა გოგონამ.
-აქეთ-მიუთითა დათომ და შეატარა პატარა კაფეში.შემდეგ სკამი გამოუწია და ხაჭაპური წინ დაუდო.
-მიმტანი არ არის?-გაუკვრიდა ნიაკოს.
-არ სცალი.რას დალევ?
-ანანასის წვენს-გაუღიმა გოგონამ და თან გაიფიქრა,რა საყვარელიაო...“მოგწონს,არა?“-მეორე „მე“ არ ცხრებოდა.
-ესეც ასე-თავის ადგილი დაიკავა დათომ და გოგონას თვალი გაუსწორა..-ღმერთო,როგორ მრცხვენია იმის,რაც მაშინ გავაკეთე..ნეტავ,როდის გავა ორი თვე...-ამოიხვნეშა და ხაჭაპური ჩაკბიჩა.ნიაკოს არაფერი უპასუხია.მთელი გზა თვალს არიდებდა დათოს.
-აი,მოვედით-ადგომა დაასწრო გოგონას და კარი გაუღო.
-ნიაკო მოვიდა-გოგონების ხმამ გამოაფხიზლა,თორემ რა ეშველებოდა!
-ჩემი გოგოები..-ყველა ერთდროლად შემოეხვია ნიაკოს.
-მე არავის ვჭირდები?-ირონიანარევი ხმით შევიდა ეზოში დათო.მისი მეგობრებიდან მხოლოდ ვაჟა იყო ჩამოსული,დანარჩენებდა,ხვალ მოვალთო.
-ვაჟა,კიდევ კარგი შენ მაინც მოხვედი-სახე გაუნათდა ძმაკაცის დანახვისას და მხარზე ხელი დაკრა.
-დათუნ,მოდი აქ..-გვერდით მიისვა დათო და ტელევიზორს ხმა აუწია.
-შემოდი-ნიაკო შეიყვანეს მისაღებში,სადაც ბიჭები რაღაც გადაცემას უყურებდნენ.
-გამორთეთ,რა-წიკვინი დაიწყო მარიტამ..უი,დედაჩემიც აქაა,ლალი..დედიკო-დაუძახა ლალის-ნაიკოც შემოგვიერთდება სამზარეულოში-ბიჭებს თვალი ჩაუკრა და გოგონები სამარეულოსკენ გაიყოლია.
-გამარჯობათ,ლალი დეიდა-ზრდილობიანად გაუღიმა მარიტას დედას.
-გამარჯობა,ნიაკო..თქვენ ტორტი გამოაცხვეთ-შესთავაზა გოგონებს და თავი საქმე განაგრძო.
-გვიანობამდე ფუსფუსებდნენ,ბოლოს მხოლოდ ნიაკო დარჩა სამზარეულოში,ტორტი უნდა მოვრთოო.ამ საქმეს გოგონა მუდამ თავის თავზე იღებს!
-ნიაკო,რა გოგოა!-დათო ღიმილით შევიდა სამზარეულოში და გოგონას თვალი ჩაუკრა-რა ლამაზად რთავ!
-დათო,ხელს მიშლი!-მკაცრად უთხრა და საქმე განაგრძო.
-კრემლში მაინც ამომავლებინე თითი-შეევედრა გოგონას.
-ავად ხარ?
-კი..-წინ წაიწია და მაცივარი გამოაღო-რამეს მაინც ავიღებ,კარგი? ამ შოკოლადის ნამცხვრის ერთ ნაჭერს,მაიცნ დაჭრილია-დაეკრიჭა ნიაკოს.გოგონამ თავი დაუქნია და თეფში გაუწოდა,აირჩიო-მადლობა ნიაკოს-კმაყოფილად ჩაილაპარაკა და სამზარეულოს სკმაზე ჩამოჯდა.
-მოვრჩი-დაატრიალა ნიაკომ ტორტი.
-გასაოცარია!-დათომ არ დაიშურა კომპლიმენტი.ნიაკომ ღიმილით უპასუხა და ჭურჭლის რეცხვა დაიწყო-უნდა წამომეღო ჭურჭლის სარეცხი მანქანა-ირონიით ჩაილაპარაკა დათომ,მაგრამ რომ დაკვირვებოდი,მხოლოდ ირონია არ აღიქმებოდა მისი მელოდიური ხმიდან.
-კარგად ხუმრობ-თავის საქმე განაგრძო ნიაკომ.ნახევარი ჰქონდა გარეცხილი,როცა დათო ფეხზე წამოდგა და ნამხვრის თეფში ნიჟარაში ჩაუდო.
-მე გავამშრალებ?-გაუღიმ გოგონას და ხელსაწმენდი აიღო.
-არაა საჭირო...
-შენთვის თუ არა,ჩემთვის არის-მომხიბლავად გაუღიმა დათომ..
იმ ღამით თვალიც კი ვერ მოხუჭა ნიაკომ.ათას რამეზე ფიქრობდა.მის ერთ ნაწილს დათოს ყურადღება სიამოვნებდა,მისი სიტყვები ახარებდა და აგიჟებდა,ხოლო მეორეს ისევ უტიფრად მიაჩნდა ბიჭი,რომელიც გადაგდებულის უკან დაბრუნებას ცდილობდა..“ნაგვიდან არაფერს იღებენ“-მეორე „მემ“ გააჯავრა ნიაკო,მაგრამ გოგონა სულ სხვაგან იყო...“არ არსებობს“-ისევ გრძელდებოდა მასში ორი „მეს“ ჭიდილი,რომელიც დათოს ხმამ დააფრთხო.
-ასე ადრე გაიღვიზე?-ჰკითხა აინვაზე მყოფ გოგონას,რომელმაც მხოლოდ თავი დაუქნია..ეტყობოდა,რომ დათოსაც არ ეძინა.აბა,რა დააძინებდა,როცა ორ თვემდე კიდევ ამდენი დრო იყო დარჩენილი!
„რამდენი კვირა,რამდენი დღე,რამდენი საათი და კიდევ რამდენი,უამრავი,წამი..“-გაიფიქრა ბიჭმა და აივნიდან გავიდა.
___
გთხოვთ,რომ შემიფასოთ და არ დაიზაროთ კომენტარის დაწერა,ჩემო ლამაზებო და საყვარლებო.
მიყვარხართ ძალიან.



რა კარგები არიან...ძაან გამახარე უმაგრესია

 


№2  offline წევრი TIME

sayvarlebi arian dato da niako dzalian da ratqmaunda chveni unichieresi avtoric♥♥♥

 


№3  offline წევრი nini :)

ვგიჯდები ძაან მაგარი ისტორიაა მალე გააგრძელე

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ბავშვებო.. feel

 


№5  offline მოდერი ანკა

რა საყვარლები არიააან!!!! ვგიჟდები ამ ორზე და კიდე შენზე! love

 


№6  offline წევრი lamazi gogona

მაგიჟებ მაგიჟებ არ ვიცი როგორ მოვიცდი სანამ დადებ
დდიდი თავი იყო და ძაან გემრიელი მარა მე ჰო არ მეყოფა :დდ

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

ანკა
რა საყვარლები არიააან!!!! ვგიჟდები ამ ორზე და კიდე შენზე! love

lamazi gogona
მაგიჟებ მაგიჟებ არ ვიცი როგორ მოვიცდი სანამ დადებ
დდიდი თავი იყო და ძაან გემრიელი მარა მე ჰო არ მეყოფა :დდ

მადლობთ,ჩემო ლამაზებო.. love

 


№8 სტუმარი xatia

Usashinlesadd momwons ^_^♥

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

xatia
Usashinlesadd momwons ^_^♥

მადლობ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent