შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებზე მოთამაშე[10]


29-08-2015, 00:02
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 046

ნიაკო მთელი ამ ხნის განმავლობაში სიყვარულის პეპლებთან ერთად დაფრინავდა,თავი ვაკუუმში მოფარფატე ანგელოზი ეგონა,ეგონა,რომ მხოლოდ ის და დათო არსებობდნენ და მეტი არავინ! გრძნობდა,რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტება იყო...ეს მონატრებაც,ეს სიხარულიც,ეს სიყვარულის..ეს ყველაფერი,რაც უკავშირდებოდა ამ გრძნობას.ბიჭის მკლავებში თავს ისე დაცულად გრძნობდა,რომ წამის გაჩერებაზეც კი დაფიქრდა...“აქამდე ვცხოვრობდი?“-ამოსძახა გულმა.
-სახლში წავიდეთ..-კარებისკენ უბიძგა დათომ და ხელკავი გამოსდო.
-აქეთ დავაყენე-ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ და მანქანისკენ ანიშნა.ბიჭმა მე დავჯდები საჭესთანო და ნიაკოც დასთანხმდა,მაგრამ მანქანის კარს სანამ გააღებდნენ ნაცნობი სახე შეამჩია ნიაკომ და მაშინვე გაშრა.
-ვინმეს ელოდები?-ირონიით ჰკითხა მაქსიმეს,რომელიც იმ ამბის შემდეგ არ ენახა.ბიჭმა ღიმილთ გახედა დათოს და შემდეგ აფორიაქებულ ნიაკოსჩაუკრა თვალი.
-გვეჩქარება-ერთი ნაბიჯით წინ წავიდა დათო,თუმცა,მეორე წამს ისევ გახედა მომღიმარ მაქსიმეს და თვალი ჩაუკრა.ეს იმ დღეს მომხდარის ერთგვარი ჟესტი იყო.
-ნიაკო..-მაქსიმეს მელოდიურმა ხმამ შეაჩერა გოგონა..-მე შენ დაგხვდ/
-ღადაობ?-გაბრაზება შეეტყო დათოს და ნიაკოს ხელი უფრო ძლიერად ჩასჭირდა.
-შენს პოსტებს ვადევნებდი თვალს..მაქსიმემ გადაიხარხარა და ნიაკოს ისეთი თვალებით უყურებდა,გეგონებოდა უნდა შეჭამოსო.
-მადლობ-უემოციოდ გაუღიმა ბიჭს და მანქანის კარი სწრაფად გააღო.დათოს ფიცხი ხასიათი მისთვის დიდი ხნის ცნობილი იყო,ამიტომ სწრაფად დაჯდა საჭესთან და ბიჭებს შეხედა.ორივე აღშფოთებული ჩანდა.
დათო თვალებს აბრიალებდა,თუმცა,მაქსიმე ისევ ჩვეულად იდგა და მომხიბლავად იღიმოდა.
-არ წამოხვალ?-ჰკითხა დათოს,რომელიც ქანდაკებასავით გაყინულიყო ერთ ადგილას.
-ჩვენ ვისაურებთ,შენ წადი და რომ მიხვალ დამირეკა-გაუღიმა გოგონას,მიუახლოვდა და მის ტუჩებს ნაზად შეეხო,შემდეგ წამოიწია და მაქსიმეს გახედა,რომელიც მშერი ნადირივით უყურებდა წყვილს.
ნიაკომ გაიღიმა და მანქანა დაქოქა.ის წინ იმხელა ჰორიზონტი გაშლილიყო,მაგრამ მაინც უკან რჩებოდა გული,დათოსთან უნდოდა.გრძნობდა,რომ მის გარეშე ერთ საათსაც კი გაუჭირდებოდა.ისეთი ბედნიერი იყო,როგორც არასდროს! სულ არ ნერვიულობდა მაქსიმესა და დათოს მოსალოდნელ უსიამოვნებაზე.მიიწევდა წინ და მხოლოდ ბიჭზე ფიქრობდა..გრძნობდა,რომ ის იყო მისი სიყვარული..იმ დღის შემდეგ,როცა აპატია,ერთი წამითაც კი არ უნანია მიღებული გადაწყვეტილება...ამაყად უყურებდა გზას და ისე უხაროდა,რომ ყვირილიც კი მოუნდა..მისი საყვარელი მუსიკა უმაღლეს ხმაზე ყვიროდა,ამიტომ ტელეფონის ხმა ვერ გაიგო,თუმცა,ვიბრაცია იგრძნო ჯიბეში,ერთი ხელი გაინთავისუფლა და უპასუხა.
-ნიაკო,რას შვრებით?
-სახლში მივდივარ-უნებურად ჩაეცინა.ისეთი ხმა ჰქონდა,რომ ამით საკუთარ თავს გასცემდა.
-ჩემთან გამოდი,ყველანი აქ ვართ და შენი ბედნიერების შესახებ მოგვიყევი-მარიტას ხომ არაფერი გამოეპარებოდა!
ათ წუთში დაქალის კარებთან იდგა,იდგა ისე,როგორც ადრე,მაგრამ სულ სხვა რამეს გრძნობდა...ახლა ისეთი ბედნიერი იყო,რომ თავი სულ სხვა ადამიანი ეგონა..
მარიტამ მაშინვე გაუღო კარი.მისი მეგობრები მართლაც ერთდ შეკრებილიყვნენ.
-როგორ გამახარეთ-ყველას სათითაოდ გადაეხვია და ძლიერად ამოისუნთქა,შემდეგ დივანზე დაეშვა და მარიტას გაღიმებულ სახეს უაზროდ მიაშტერდა.
-აბა-მოგვიყევი-გარს შემოეხვია ყველა,ვაჟაც კი და ყურადღებიც დაუწყეს მოსმენა.ნიაკო ისეტ დაბნეული და აღფრთოვანებული იყო,რომ ზოგ რამეს ორჯერ და სამჯერაც კი იმეორებდა,სახე გაცისკროვნებოდა და ეგონა ისევ ცაში ფარფატებდა..ბოლოს,როცა ყველა წავიდა,მარიტასთან მიხუტებულს ჩაეძინა.
სიზმარშიც კი დათოს ხედავდა..თავი სამოთხეში ეგონა,გამოღვიძებაც არ უნდოდა,ეზარებოდა ამდგარიყო და დღე თავიდან დაეწყო..თითქოს წინა თარიღში ჩაკარგვაზე ოცნებობდა..
-გათენდა?-ოდნავ წამოწია და მარიტას შეხედა.
-მგონი,გაიზმორა გოგონა და კმაყოფილად გაუღიმა ნიაკოს.ეტყობოდა,რომ დათოსა და მისი ამბავი ძალიაბ ახარებდა-მშვენიერი წყვილი რომ ხართ გითხარით!-აღტაცება ისევ გაიმეორა და თვალი ჩაუკრა დაქალს.
-მარიტა შენ არავინ გყავს?-ირონიით ჩაუკრა თვალი და ფეხზე წამოდგა.
-ბედი ჯერ არ მიღიმის-წარსული უკვე დაემარხა და სულ არ ადარდებდა ვინ ატკინა გული,ვინ ატირა და ვინ რა დაუშავა.
-ყავას მოვადუღებ-მარიტა წამოხტა და კისკისით გავიდა ოთახიდან.
-დე,ასე ადრე ადექი-ლალი სამსაუხირითვის ემზადებოდა,თან საძიბნებელში მყოფი მეუღლის გაღვიძებას ცდილობდა-მამაშენი როგორი ძილის გულდაა!-შესჩივლა შვილს და ხელები აასავსავა.
-ჩემი დედიკო...ნიაკო და დათო ერთად არიან!-ლოყაზე აკოცა დედას.ისეთი გახარებული იყო,რომ უნდოდა მათი ამბავი ყველასთვის მოედო.
ნიაკო კი ისევ წამოწოლილიყო და დათოზე ფიქრობდა.მხოლოდ მარიტას ხმამ ურღვევდა სიმყუდროეს.
-გამოდი-გამოსძახა დაქალმა სამზარეულოდან.
-ერთ წამს დედაჩემს ვუპასუხებ-ტელეფონი აიღო.ნანა იყო,დღეს შენი და გამოიყვანე ბაღიდან,მე არ მეცლებაო.უყოყმანოდ დასთანხმდა დედას და ოთახიდან გავიდა.
-დღეს ანაბელი უნდა გამოიყვანო ბაღიდან,თუ დამავიწყდა შემახსენე.
-დღეს ორი ლექციაც გაქვს,გოგონი-თვალი ჩაუკრა მარიტამ-იჩქარე,პირველზე გეწყება-ნიაკოს სულ არ ახსოვდა ეს უკანასკნელი და ისეთი სახე მიიღო,თითქოს სიკვდილი უეცრად წვეოდა.
დათოს ელოდა და ელოდა პირველ საათამდე,როდის დამირეკავსო,ყოველ წამს საათს უყურებდა და თავის ცარიელ ბინაში იჯდა.მაქსიმეს ამბავიც აინტერესებდა,ნეტავ,რა იალპარაკეს წუხელო,მაგრმა უნივერსიტეტში აგვიანდებოდა,ამიტომ სწრაფად წამოდგა და ჩანთას ჩასჭიდა ხელი.
ხუთი საათისთვის ანის შეხვდა კაფეში.ისეთ ხასიათზე იყო,რომ მისი გრძნობები ყველასთვის აშკარა ხდებოდა.დათო ენატრებოდა და ამის დამალვა არც უციდა.როგორ უნდოდა ენახა.“რა ლამაზი დღე იყო“-ახსენდებოდა ბიჭს თბილი სიტყვები და მის თითოეულ ბწკარზე ჟრუანტელი უვლიდა მთელ სხეულში,ახსენდებოდა როგორ კოცნიდა და მთლად გიჟდებოდა..
ექვსის ნახევარზე მანქანა დაქოქა და ანაბელის ბაღისკენ აიღო გეზი.სწრაფად მიყავდა მანქანა,მაგრამ ეს არაფერს შველოდა,სულ სხვაგან იყო..“მიყვარს,მიყვარს..“-შინაგან ხმას ყვებოდა და თვალები ვარსკვლავებივით უკაშკაშებდა.
-ესეც ასე-ანაბელი მანქანაში ჩასვა და თავზე აკოცა.
-როგორ ხარ? მე დღეს ბაღში ისე კარგად გავერთე,იმდენი ვითამაშე რომ არ ვიცი...ერთ გოგოს დაბადების დღე აქვს ხვალ და დამპატიჟა,ბაღის მერე მისი დედა წამიყვანს და ზღვის გოჭი უნდა ვაჩუქო..-ნიაკოს გაკვრიევბული მზერა რომ დაიჭირა დასძინა..-თვითონ მთხოვა...
-კარგი,გეყოფა,დედიკოს უთხარი და გიყიდის..-ჰორიზონტს გახედა და ცდილობდა ეს პატარა ტიკტიკა მექანიზმი გაეჩერებინა,მაგრამ ანაბელი ენას ვერ ადუნებდა!
-მოვედით!-მძიმედ ამოისუნთქა და მანქანის კარები გაუღო დას-აირბინე სახლში,აჰა,გასაღები,მე რამეს ამოვიტან-გაუღიმა დას.
-ნიაკო,ჩემი საყვარეი წვენი ამოიტანე-გოგონამ თავი დაუქნია,ვიცი რომელიცააო და მანქანა დაძრა.
-სახლში ადი-გაუმეორა პატარა გოგიჩაიშვილს.პატარა მაღაზიებში არასდროს დადის,ახლაც დიდ სუპერმარკეტს მიაკითხა.პირველ რიგში დის საყვარელი წვენი მოძებდა,არ დამავიწყდესო.სხვა შემთხვევაში ანაბელი ისევ აწიკვინდებოდა,რომ მისი თავი ნამდვილად არ ჰქონდა! ყველაფერი რომ აიღო,მერე გაახსენდა,რომ ყავაც გათავებოდათ,უკან დაბრუნდა და დახლთან ვინ დაინახა! ეს მაქსიმე იყო.სახეზე ისევ ირონიული ღიმილი გადაკვროდა.
-შენი საყვარელი მარკეტი-გაუღიმა გოგონას და თვალი ჩაუკრა.
-გამარჯობა-გოგონა აღშფოთების დამალვას შეეცადა,მაგრამ,მგონი,კარგად არ გამოუვიდა.
-რას ეძებ?-ნიაკოს არ უპასუხია,ისე აიღო ყავა.
-მე და დათომ გუშინ ადამიანურ ენაზე ვისაუბრეთ-სააინტრიგა გოგონა,რომელმაც უთხრა,გარეთ გავაგრძელოთო და სალაროსთან დაიკავა რიგი.
-ესეც ასე-ნიაკო დაინახა თუ არა,მისკენ წავიდა და მანქანაში პროდუქტების ჩალაგებაში დაუწყო დახმარება.
-იმ დღის მერე აღარ მინახავხარ..ნუთუ,არ გაგიხარდა გუშინდელი შეხვედრა?-დიახ,გაუხარდა,გაუხარდა,რომ ყურადღება მიაქციეს,მასზე იზრუნეს,მაგრამ...მაგრამ ეს მეტი არაფერი იყო!
-მადლობ,მართლა გამიხარდა-თბილად ახედა მომხიბლავ სახეს.
-ხვალ საღამოს შევხვდეთ?-გოგონას მიუახლოვდა და შემდეგ დაამატა-ვივახშმოთ,მთაწმინდაზე კარგი ადგილი ვიცი.
-ეს პაემანია?-ნიაკო ამჯერად არ დაბნეულა.
-თითქმის-გაუღიმა და თეთრი კბილები ირონიით გამოაჩინა.
-არ შემიძლია..მე..მე.-უნდოდა ეთქვა დათოსთან ვარო,მაგრამ ენა დაება,დაქანცული სახით შეხედა ბიჭს და ძირს დაიხედა.
-დათოს გამო?-გოგონას არაფერი უპასუხია,ისე გააღო მანქანის კარი.
-მოიცა..-მაქსიმეს ხმამ შეაჩერა.
-მეჩქარება-სასწაფოდ დაქოქა მანქანა-ჩემი და მელოდება,მარტოა-სწრაფად მიაყარა ერთმანეთს და ადგილს მოსწყდა.
„საზიზღარო ბიჭი...“-კიდევ ბევრს იფიქრებდა,მაგრამ მალევე მოუწია მანქანის გაჩერება,ეს მისი ეზო იყო.ლიფტი გამოიძახა და პროდუქტებით სავსე ცელოფნებით შიგნით შევიდა.ღია კარებში შევიდა და სამზარეულოს მაგიდაზე დააწყო ყველაფერი.
-მოგიტანე წვენი..კარები რატომ მიგეხურა მაინც-ბუზღუნით თქვა და მისაღებშ გავიდა.დათოსა და ანაბელის კომპანიაზე გადაიხარხარა.ბიჭის კალთაში იჯდა პატარა გოგიჩაიშვილი და რაღაცებს ტიკრიკებდა.
-ნიაკო..-გოგონას დანახვაზე ფეხზე წამოდგა და ნაზად მოხვია ხელები.
-კარგად ჩაიარა ყველაფერმა?-მოკლედ ჰკითხა გოგონამ.დათომ ხომ იცოდა რას გულისხმობდა ამაში,ამიტომ თავი დაუქნია და მომხიბლავად გაუღიმა.“ასეთი ღიმილი მხოლოდ მას აქვს,სხვას არც კი შეიძლება გააჩნდეს..“-კმაყოფილი სახით შხედა დათოს და შემდეგ დას მიუბრუნდა.
-ხელები დაიბანე?
-დაიბანა-დათომ ხელი მოხვია ნიაკოს.
-თქვენ ერთად ხართ?-როგორი გამჭრიახი ყოფილა ეს ჩვენი ანაბელი!
-ჰო და უნდა მოგტაცო დაიკო.მარტო ცოტა ხანს ვერ დარჩები?-გაუღიმა დათომ პატარას და ხვეულ თმაზე წაეთამაშა.
-მოდი ჯერ რამე ჭამე-დათოს სამზარეულოსკენ უბიძგა,ანაბელიც აედევნა შეყვარებულებს და თავის წვენის ძებნა დაიწყო.
-რა საყვარელი და გყავს-ჯერ ნიაკოს შეხედა ბიჭმა და შემდეგ ანაბელს..
ნახევარ საათში ნიაკო უკვე საძინებლიდან გამოდიოდა,ტანსაცმელი გამოეცვალა..მოკლე სალათისფერი კაბა და მაღლები ეცვა.ეს ხომ ნამდვილი პაემანი იყო! მხრებზე კულულები დაყროდა და წელამდე წვდებოდა,მაკიაჟიც ძალიან უხდებოდა.
-ულამაზესი ხარ-დამ და შეყვარებულმა ერთდროულად შეაქეს გოგონა.
-წავედით-თვალი ჩაუკრა დას და ხელავი გამოსდო დათოს.
კიფლიდან გამოსულებს ნანა შეხვდათ,მაგრამ გოგონა არ დაბნეულა.
-ეს დათოა,დე..-გაუღიმა დედას..-ეს კი დედაჩემია,ნანა-შეხედა დათოს.
-სასიამოვნოა-ნანა დაღლილი ჩანდა და არაფერი უკითხავს,სახლშიც ეყოფოდა ამისთვის დრო.კარები შეაღო თუ არა ანაბელი დახვდა,ნიაკო შეყვარებულიაო.
-ნიაკო,მოვედით-მანქანა გააჩერა და გოგონას ხელი მოხვია.მყუდრო ადგილას დასხდნენ,სასურველი კერძები შეკვეთეს და სასმელიც არ დავიწყებიათ,თუმცა,ერთი-ორი ჭიქის მეტის დალევას არც ერთი მათგანი აპირებდა.
-რად მინდა სასმელი,როცა შენ არსებობ..-ხელებზე თბილად შეეხო დათო და გაუღიმა.
-დათო...-ბიჭის სახელი ჰარმონიულად წარმოთქვა და გაუღიმა...
-როგორ მიხარია,რომ არსბეობს ნიაკო გოგიჩაიშვილირომელსაც ვაღმერთებ! ღმერთო,არ მჯერა,რომ ეს შენ ხარ..-თვალებს ვერ უჯერებდა,როცა გამოვიდნენ რესტორნიდან და გამუდმებით კოცნიდა,თითქოს ეს ერთხელ ხდებოდა.ერთხელ და უკანასკნელად.
-არ გინდა პარაშუტით გადმოვხტეთ?-გაუღიმა ნიაკოს და უფრო ახლოს მიიკრა..-ერთად!-დაამატა და გოგონას გაღრმავებულ ცისფერ თვალებს მიაშტერდა.“როგორი ცისფერია და როგორი ლამაზი..მზერა ესროლა და ტუჩებზე მიაშტერდა...
-მე არასდროს მიცდია-გაუღიმა დათოს და აღტაცებული მზერით დააჯილდოვა.
-ახლა ცდი..გეშინია?-თვალი ჩაუკრა გოგონას,რომელმაც არაო გააქნია თავი და გაუღიმა.
თხუთმე წუთში ორივენი ცაში იყვნენ,ერთმანეთის პირისპირ ჩამოკიდებოდნენ რაღაც დიდი ბურთს და სახეებზე მოწოლილი ადრენალინი ეხატებოდათ.
-ყველაზე ხანგრძლივი კოცნა რამდენ ხანს გაგრძელდა?-დათომ ირონიი ჰკითხ გოგონას,რომელმაც თავი გააქნია-არც მე ვიცი-სახე მისწია ნიაკოსკენ ტუჩებზე შეეხო.ისეთი სინაზითა და სიყვარულით კოცნიდა,რომ გოგონას ჩაფრენამდე დარჩენილი რამდენიმე ტუჩი წამებად მოეჩვენა.მიწაზე რომ დაეშვნენ,დათომ ძლივს გაანთავისუფლა გოგონას ბაგეები..ნიაკომ მხოლოდ მაშინ გააცნობიერა,რომ მათი საშიში მოგზაურობა დასრულებულიყო.
-სულ ეს იყო?-კმაყოფილმა გაუღიმა დათოს.
-ეს საოცარი შეგრძნება იყო..ყველაზე ბედნიერი ის წამებია,რომლებსაც შენს გვერდით ვატარებ-ნაიკომ ვერაფერი უპასუხა,ცრემლები გადმოცვივდა თვალებიდან და ამის დავსამალად კისერზე ხელები მოხვია ბიჭს და მჭიდროდა გადაეხვია.დათომ შეამჩნია როგორ უსველდებოდა ზედა გოგონას ცრემლებით,მაგრამ არ იმჩნევდა..უნდოდა ეს წამები დიდ ხანს გაგრძელებულიყო.
^^
მეორე დღეს აღტკინებული სახით წამოდგა ნიაკო.ანაბელისა და დედის ხმა მოესმა და ოთახიდან გავიდა.
გოგონებისა და ვაჟას დანახვიასას ლამის იყო ხრუნვა დაეწყო..
-აქ რა გინდათ?-გაუფართოვდა თვალები ნიაკოს.
-უნდა აღვნიშნოთ-ნანამ თვალი ჩაუკრა შვილს-დათო კარგი ბიჭია,არა?-დედამ შუბლზე აკოცა.როგორ სიამოვნებდა ეს უკანასკნელი!
-დე..-ცრემლები ძლივს შეიკავა და მეგობრებს გადახედა..-ჩემი საყვარლები-გადაეხვია ყველას და მხოლოდ შემდეგ შეამჩნია,რომ ღამის შორტებისა და მაისურის ამარა იყო-გამოვიცვლი-გაიქცა ოთახისკენ.მაისურს იხდიდა,როცა ტელეფონი აუცეკვდა.
-ნიაკო,როგორ ხარ?
-შესანიშნავად,დღეს ვმუშაობ გვიანობამდე და საღამოს გამოგივლი-გოგონა დაეთანხმა-როგორი საყვარელი ხარ ამ მომენტში,როცა გეღიმება-დათომ შეყვარებულის სახის წარმოდგენა სცადა.
-შენც ძალიან საყვარელი ხარ-ნიაკომ კისკისით უთხრა ბიჭს და დაემშვიდობა.
-ჩემი ძმა იყო?-მარიტამ ამაყი გამომეტყველებით შეუღო კარი და გადაეხვია,დათოსაც ვუთხარი,რომ თქვენი ამბავი ნამდვილად მახარებს-თქო.
-ჩემი მარიტა-ლოყები დაუკოცნა დაქალს და შარვალი შეიკრა.
-მე ორმაგად მიხარია,იცოდე!-ხელი გადახვია ნიაკოს და მეგობრებისკენ წავიდა.
-ნიაკო,მეც მიხარია-ანაბელს გვიან გაეღვიძა.
-მადლობ,ბაღში რატომ არ ხარ?-ნიაკომ ლოყებზე უჩქმიტა დას.
-დღეს შაბათია,სულელო-ვაჟას ფეხებტან მივიდა და შესძახა,ამიყვანეო-ბიჭმაც მაშინვე დასტაცა ხელი და ჰაერში აათამაშა.
რამდენიმე საათი ოჯახურ გარემოში გაატარეს,ცოტა დალიეს,გოგონების ნახლავები დააგემოვნეს და შემდეგ კომედიას უყურეს.
-რა საყვარელი ბავშვი ჰყავდათ-ტიტრები გამოჩნდა თუ არა,ანაბელი აკისკისდა.
-ძალიან,მაგრამ შენ უფრო საყვარელი ხარ-ლოყები დაუკოცნა ნიაკომ დას და გულში ძლიერა ჩაიკრა-მოდი,მეც გაფრინებ ჰაერში-ხელში აიყვანა და,რომელიც მთელი მთელი დრო სიცილით კვდებოდა.
იმ საღამოს დათოს ზარმა ისევ გაახარა,ქვემოთ გელოდებიო.ამჯერად ფილმზე წაიყვანა,“უბის ჭიკნაკი“ ვნახოთო.მართალია,არაერთხელ ჰქონდა ნანახი,მაგრამ სიამოვნებით დასთანხმდა.
კინოთეატრთან თვალები გაუფართოვდა,როცა ერთად მყოფი ნუკა და ნიკა დაინახა,ორივე გადაკოცნა და დაქალს ყურშ ცასჩურჩულა,გილოცავთო.
-რა დამთხვევაა-დათომ შეხედა აღტაცებულ ნიაკოს.
-დამთხვევების უკვე მჯერა-გოგონამ ერთი ხელი ნუკას ჩაკიდა და მეორე დათოს.
-ასე ვერ შევალთ-თვალი ჩაუკრა დათომ და თავისებრად გაუღიმა.როგორ უყვარს ეს ღიმილი!
^^
-გისმენ-სამ სააზე ტელეფონის ზარმა გააღვიძა,თვალებმოხუჭულმა უპასუხა ნამძინარევი ხმით.
-ძლივს გავიგე შენი ნომერი..ნეტავ,იცოდე როგორ მომწონხარ..
-მოკეტე-ლამის იყო ეყვირა ისე გააღიზიანა მაქსიმეს ხმამ..-შენ იცი,რომ...-ბიჭმა გააწყვეტინა..
-რომ დათო და შენ ერთად ხართ-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა,გოგონამ კი ტელეფონი გაუთიშა და მაშინვე გამორთო იმის შიშით,ისევ არ დამირეკოსო.
მეორე დღეს უნივერსიტეტში ადრე გავიდა,პირველი ლექცია ცხრაზე ჰქონდა,დაგვანება კი არანაირად აწყობდა.ისე ჩქარობდა,რომ ტელეფონის ჩართვაც კი დაავიწყდა,რაც მხოლოდ მაშინ გაახსენდა,როცა დაღლ-დაქანცული გამოვიდა უნივერისტეტის შენობიდან და მძიმედ ამოისუნთქა.გაიკვირვა,არავის გავხსენებივარო და ტელეფონი ჩანთიდან ამოიღო.დათოს გამოტოვებულ ზარებზე გაეღიმა და ის-ის იყო დარეკვას აპირებდა,როცა ბიჭის მანქანა შენიშნა..როგორ უჭრის თვალი,როცა საქმე დათოს ეხება!
-გუმავიწყო...-სიყვარულით წარმოთქვა დათომ და მოწყვეტით აკოცა.
-გამომირთავს და ჩართვა დამავიწყდა...
-ვის გამოურთე?-თვალი ჩაუკრა დათომ.
-ღამით ძილს მიფრთხობდა ტელეფონი-დეტალებს თავი დაანება და დათოს მიეკრა.
-ჩემი ლამაზი..-ხარბად დაუწყო ცქერა გოგონა და შემდეგ ბაგეებით ნაზად შეეხო ნიაკოს ათრთოლებულ კისერს.
-სახლში მივდივარ,უნდა ვიმეცადინო..-გაარკვია გოგონამ სიტუაციაში დათო,რომელმაც უთხრა,მეც მეჩქარება,შესვენებაზე გამოვედიო.
^^
დეკემბრის დასაწყისი იყო,როცა პირველი თოვლი მოვიდა.ნიაკომ თვალებს არ დაუჯერა ფიფქების დანახვისას.იმისდა მიუხედავად,რომ თბილისისთვის ეს უკანასკნელი უცხო ხილია და ვერც ვერასდროს გუობს,მაინც გაუხარდა და პატარა ბავშვივით ახტა ლოგინიდა.
-თოვს,დე..-ნანას ახარა ახალი ამბავი და პატარაობა გაახსენდა.
-ვიცი,შვილო-კისკისით უპასუხა ნანამ,რომელსაც აჩქარება ეტყობოდა-შეგიძლია ანაბელს ჩააცვა? მაგვიანდება-ჩანთას დასტაცა ხელი.
როგორც ჩანდა,თამაზი გვიან დაბრუნებულიყო და ისევ ეძინა,ამიტომ ნიაკო დის ოთახში ფეხაკრეფით შევიდა.დაინახა თუ არა,ფანჯრის რაფაზე მჯდომი და,გაუღიმა და თავზე აკოცა.
-მოდი,თბილად ჩაიცვი..ხელთათმანებით გაიკეთე,ბაღში გაგუნდავებენ.
-კარგი,ნიაკო-დას კისერზე ჩამოეკიდა და შემდეგ ლოგინზე ისკუპა.
ოც წუთში კარებთან იდგა და ანაბელს ელოდებოდა,რომელიც კაშნეს ძებნაში ისე გართულიყო,რომ დას აგვიანებინებდა.
-დამაგვიანდება-უკმაყოფილოდ გასახა პატარა გოგიჩაიშვილს.
-ახლავე-ოთახიდან გამოვიდა ანაბელი.ნიაკომ კარი გააღო და გასაღები მოიმარჯვა.
-ლიფტი გამოვიძახო?-ჰკითხა ანაბელმა და ხელთათმანი გაისწორა.ნიაკოს,რომელსაც ხელში რაღაც კონვერტი ეჭირა,თავი დაუქნია.უნდოდა გაესნა ეს უკანასკნელი,მაგრამ ზედმეტ აღელვებაზე უარი თქვა,შუალედური გაქვსი,შეახსენა საკუთარ თავს და კონვერტი ჩანთაში ჩაიდო.
___
ველი შეფასებებს,ჩემო საყვარლებო.
მიყვარხართ და არ დაიზაროთ კომენტარის დაწერა.
და ბოლოს,მაინტერესებთ თქვენი აზრი,რამდენ თავში დავასრულო,სანამდე გავაგრძელო ისე,რომ გაწელვა არ გამომივიდეს.



Dzaan damaintrige velodeni momdevnos gasagijeblad momwons

 


№2  offline წევრი TIME

cota intriga chade,sitoacia dadzabe sadgac sami tavi kide ro dado kai iqneba,warmatebebs gisurveb♥♥♥

 


№3  offline მოდერი D-roni

dzaan intriga da dadzabuli situaciebi ar ginda raa ragac sxvanairi istoria rac dzalian momwons
kuradheba gaamaxvile vnebaze da sikvarulze da ara vtqvat maqsimeze da intrigaze ...
dzalian kargia shen xo saertod nu agar maqvs shnze saubari veli shemdeg tavs ❤❤❤

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ბავშვებო.
გავითვალისწინებ..

 


№5  offline მოდერი ანკა

რამდენიმე თავში დაასრულე, ოღონდ ძალიან არ იჩქარო, მიყვარს ეს ისტორია wink
ძალიან დამაინტერესა კონვერტში რა არის wink ეს მაქსიმე კიდე რა მოუშორებელი ჭირია wink ნერვებს მიშლის wink
მაგარი გოგო ხარ ველი მომდევნო თავს მოუთმენლად love

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

ანკა
რამდენიმე თავში დაასრულე, ოღონდ ძალიან არ იჩქარო, მიყვარს ეს ისტორია wink
ძალიან დამაინტერესა კონვერტში რა არის wink ეს მაქსიმე კიდე რა მოუშორებელი ჭირია wink ნერვებს მიშლის wink
მაგარი გოგო ხარ ველი მომდევნო თავს მოუთმენლად love

მადლობ..
აუცილებლად.. love

 


№7  offline წევრი lamazi gogona

kidee gaagrdzele ramdenime dade momwons dzaan da mainteresebs

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

lamazi gogona
kidee gaagrdzele ramdenime dade momwons dzaan da mainteresebs

მადლობ... love

 


№9  offline მოდერი ჯია

მაქსიმეზე გამეღიმა :)))) მაგრამ ვგრძნობ, რომ შენი მაქსიმე პრობლემებს შექმნის :)))
მომწონს ძალიან, მაგრამ რავი მგონი დროა მალე დაასრულო..
ძალიან მაინტერესებს კონვერტში რა დევს.
ველი მომდევნო თავს ❤️❤️

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

ჯია
მაქსიმეზე გამეღიმა :)))) მაგრამ ვგრძნობ, რომ შენი მაქსიმე პრობლემებს შექმნის :)))
მომწონს ძალიან, მაგრამ რავი მგონი დროა მალე დაასრულო..
ძალიან მაინტერესებს კონვერტში რა დევს.
ველი მომდევნო თავს ❤️❤️

მაქსიმე ვერ დაგვამარცხებს..
მადლობა,ჯია.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent