ოცნებას ადრეც შევხვედრილვარ ( თავი 10 და 11)
დილით ნინი ფანჯრიდან შემოსულ სასიამოვნო ნიავმა და მანათობელმა სინათლემ გააღვიძა. ჯერ ერთი თვალი გაახილა, მერე მეორე. შემდეგ ლოგინიდან წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და დილის სურნელი ღრმად შეისუნთქა. ფიქრობდა ლუკას დარეკილზე. მაგრამ დიდი დრო ამისთვის არც გამოუყვია. ერთი თვის წინ გრძნობდა რომ რაღაც აწუხებდა მაგრამ ახლა ამ ტვირთისგან განთავისუფლებულია. გოგო აბაზანაში შევიდა წყალი გადაივლო, შემდეგ დიდხანს არჩია რა უნდა ჩაეცვა და როგორც იქნა გავიდა ოთქხიდან და სამზარეულოსკენ გაემართა. დინჯად მიემართებოდა თან სახეზე ღიმილი დაკრავდა. მისაღებ ოთახს ისე გამცდა რომ არც კი შეუხედავს, მაგრამ ოთახიდან ნაცნობი ქალის ხმა რომ მოესმა უკან დაიხია და ღია კარებთან გაჩერდა და თავი ოთახისკენ შეატრიალა. რომ დაინახა მისი მშობლები ერთმანეთს თვილად ესაუბრებოდნენ, გულში ცას სწვდებოდა მაგრამ სახეშ მხოლოდ ისეთივე ღიმილი უმშვენებდა როგორიც ოახიდან მომავალს. ნინიმ ფრთხილად გააგრძელა გზა სამზარეულოსკენ. საუზმე გაიმზადა და ჭამა დაიწყო. ცოტახანში ლაშა და ლელა ნინისკენ მოემართებოდნენ. შემდეგ მის წინ ჩამოჯდნენ, ერთმანეთს შეხედეს შემდეგ ისევ ნინის გახედეს. -დედა სალში ბრუნდება. -მიუგო ლაშამ შვილს, თან მეუღლის ხელი ეჭირა და ეფერებოდა. -ძალიან კარგია -ნინიმ სიხარულისგან შემოკრა. შემდეგ ადგა, ორივეს ლოყაზე აკოცა და დაუბარა რომ სალოსთან მიდიოდა. როცა სალოსთან მივიდა საბამ უთხრა რომ ჯერ კიდევ ეძინა და გადაწყვიტა მასთან ერთად მისაღებში დალოდებოდა სალოს. -აბა რას შვები ნინი? როგრ გრძნობ თავს? -ჰკითხა საბამ, იდაყვები მუხლებს დააყრდნ და თითები ერთმანეში აბლანდა. -თავს ისე ვგრძნობ როგორც არასდროს. -და მის წინ დადებულ ორცხობილას გადასწვდა. -ძალიან კარგი. -ჰო. -თან ორცხობილა მოეწონა და ზმუკუნებდა. -დღეს ხომ არ წავიდეთ სადმე? -კარგი აზრია და სად? -ვაფშე ზღვაზე რო დავაწვეთ არ გინდა? -ბაზარი არაა. -ამ დროს სალომეც მისაღებში შემოვიდა და ნინის მოპირდაპირედ მდგომ სავარძელზე მოსწყდა. -ესეიგ ზღვა არა? -გახარებულმა დაიყვირა სალომემ. -ნუ წივიხარ გოგო! -უთხრა საბამ თავის დას. -კარგი ხო, და ვინები წავალთ? -სალომ კითხვა თავის ძმას დაუსვა. -თქვენ და ჩვენ სამი. -ვინ სამი? -ნინიმ საბას ურეაქციოთ შეხედა. -მე, დემე და ლუკა. -უპასუხა და სალოს თვალი ჩაუკრა. -მე არ მოვდოვარ! -გნაცხადა სალომ. -რას ქვია არ მოდიხარ! ძმაკაცს რა ვუთხრა ნინის არ უნდოდა და იმიტო გითხარი უარი?! -თან ბოლო წინანდადება პირის დაბრეცით უთხრა -ცოტა დაფიქრდი რას ბაზრობ! -და საფეთქელზე საჩვენებელი თითი მიიდო. -ხო კარგი კარგი. ხვალ მივდივართ ხო? -ჰო აბა! ნინი სახლში საღამოს დბრუნდა. მშობლებს ყველაფერი უთხრა, ოთახში ავიდა, ბარგი ჩაალაგა და დაიძინა. დილით ექვსზე გაიღვიძა. გაემზადა. გარეთ ოთხივე სალოს ელოდებოდა. ნინიმ სალო, დემე და საბა გადაკოცნა ლუკას კი უბრალოდ ღიმილით მიესალმა. ბარგი ჩაალაგა და აეროპორტისკენ გაემართნენ. როცა აეროპორტში მივიდნენ, ბარგი ჩააბარეს, ბილეთები აიღეს და ერთ საათში ჩასხდომაც დაიწყო. ნინის და ლუკას გვერდი გვერდ მოუწიათ ჯდომა. ხშირად აპარებდნენ თვალებს ერთმანეთისკენ, და ერთანეთის მზერასაც ეჯახბოდნენ. ნახევარ სათში ბათუმში იყვნენ. ერთ სახლს მიადგნენ სადაც მათი ტოლი გოგონებიც და ბიჭებიც ისვენებნენ. სხლი სამ სართულიანი იყო. გარედან კიბეები ჰქონდა. წინ კი დიდი ეზო ჰქოდა, მაგიდა სკამებით. გარდა პირველისა ყოველ სართულს ორ-ორი ოთახი ჰქონდა. ნინი და სალო მეორე სართულის პირველ ოთახში განთავსდნენ ხოლო ბიჭები იმავე სართულის მეორე ოთახში. საღამოთი სალო და ნინი მათ მოპირდაპირედ მსხდომ გოგოებ მიუსხდნენ. სამივე გოგო მიესალმა მათ. -გამარჯობათ მე თამუნა მქვია. -მე მანჩო. -მე კი ლიკა. -სასიამვნოა მე სალოვარ ეს კი ჩემი მეგობარი ნინი. -მიუგო სალომ ღიმილით შემდეგ მობილურ ამოიღო და ყურადღება არ მაქცია. -მარტო ხართ? -იკითხა თამუნამ -არა მეგობარ ბიჭებთან ერთად ვართ. -უპაუხა ნინიმ -მეგობარი თუ... ნინიმ თქმა არ დაათავრებინა მანჩოს -მეგობარი კი. კიბეებზე ლუკა და საბა ჩამოვიდნენ ხელების დასაბანად. -აუ ის ქერა რა ტიპია ნახე -თქვა თამუნამ. სალომ თავის ქერათმიან ძმას შეხედა, ჩაიფრუტუნა ეგ თუ ლამაზიაო და ისევ მობილურში ჩაძვრა. -და ის შავგვრემანი ცსფერთვალება ნახე პროსტა. -ახლა მანჩომ უთხა ლიკას. ამის გაგონებაზე უკვე ნინის ჩაეცინა. სალომ დაქალს ანიშნა ავიდეთო და ნინიც გაჰყვა. საღამოს დემემ ნინის, ალოს და იქვე დამსვენებლებ ბიჭებს უთხრა ჯოკერ ვითამაშოთო უთხრა მაგრამ ნინ ოთახში დარჩენა მოისურვა. ხუთ წუთში გოგოების ოთახის კარები გაიღო, ნინის ეგონა რომ სალო მოვიდოდა მაგრამ სილუეტი ლუკა უფრო გავდა. ნინი ლოგინზე წამოჯდა და მობილური გვერდზე გადადო. -ნი, როგორ ხარ? -კარგად შენ? -კარგად... შეიძლება შენს ლოგნზე რომ ჩამოვჯდე? -რავი კი ... ლუკა ნინის თვალებში უყურებდა. უნდოდა რომ ჩახუტებოდა. შეხებოდა მის გაბერილ, ვარდისფერ ბაგეებს. აგიჟებდა მისი მწვანე თვალები. აგიჟებდა ნინი. უნდოდა რომ მთელი ცხოვრება მასთან ერთად გაეტარებინა მაგრმ ნინისგან მხოლოდ სიცივეს გრძნობდა. ნიკამ გოგოს ხელი ფეხზე დაადო. ნინის კანი დაეხორკლა. ბიჭმა ამს დანახვაზე გაიღიმა. ნინი შეიშმუშნა. -არასდროს გყვარებივარ? -ჰკითხა ნიკამ -ნიკა გთხოვ მარტო დამოვე! -ნინიმ ხელით ანიშნა კარბისკენ. -მიპასუხე არასდროს? -გთხოვ ნიკა! თავი 11 ნიკაც იმწამსვე გავიდა ოთახიდან. ნინის რაგაც ჩასწყდა გულში. ეგონა რომ უხეშად მოექცა მაგრამ ამ გრძნობისთვის უბრალოდ ყურადღება არ მიუქცევია. გათენდა მეორე დილა. როგორც ყოველთვის ნინის დილით მზის სხივები აღვიძებდა მაგრამ ახლა სალოს ხელებმა და ყვირილმა გააღვიძა. -ადგა ! ერთი ორი, ერთი ორი... -ითვლიდა სალო და დან ფეხებს მოტიგეობით ადგავდა. -ხო ნუ ყვრიხარ ვდგები. -ნინი მაშინვე წამოხტა ნინიდა ხელებით დაქალს ანიშნა მომეცალეო. თხუთმეტ წუთში ნინი მზად იყო ზღვაზე გასასვლელად. გარეთ ბიჭები ელდებოდნენ. ნინი ლოზინით ჩამოდიოდა კიბეებზე. მესამე სართულიდან ლიკამ გაფმოიხედა და ბჭებს ხელი დაუქნია. საპასუხუდ დემემაც იგივე გაუმეორა და გაუღიმა. ხუთივე ზღვისკენ გაეშურნენ. გოგოები წინ მიდიოდნენ ბიჭები უკან და თან რაღაცაზე იცინოდნენ. სანაპიროზე გასვლისას ყველა წყალში შევიდა, მაგრამ გოგოები მალევე ამოვიდნენ გასარუჯად ბიჭებ კი დარჩნენ და ერთობოდნენ. -გოგო გუშინ ლუკა რო შემოვიდა შენთან რაო? -თან სალომე კრემს ისვამდა რომ არ დამწვარიყო. -არაფერი. -ჩუმად ჩაილაპარაკა ნინიმ. -რატო მატყუებ?! -არ გატყუებ. -სიმართლე მითხარი თორე არ მოგეშვები! გიყვარს? -არა! -თან ჩაიცინა, სალოს კრემი გამოართვა და ფეხებზე დაიწყო წასმა. -რაღაცას ხომ გრძნობ?! -ჩაეძია დაქალი -ვაიმე სალოო?! -სიმართლე მითხარი... შენთავს ვიცავარ თუ ვინმეს ვუთხრა. -მე რო მიფიცებ რა გიყვარვარ რო -და გაიკრიჭა -დებილოო. -და სალომ მსუბუქად ჩაარტყა. -მართლა მითხარი რაა... -ხო რავი... ეს ერთ თვეა რომ არ მოუწერია და დამლაპარაკებია რაგაცაირად არ მესიამოვნა.... რავი აბა -აუ რა მაგარი იქნება ორჯერ რომ შეგიყვარდება. -უიმეეე შენი ჭირიმე - თან იცინოდა მაგრამ გულის სიღრმეში სასაცილოდ სულაც არ მოსჩვეებია. ცოტახანში ბიჭებიც ამოვიდნენ წყლიდან შეშრნენ და სახლში წავიდნენ. გოგოები ცოტხანს დარჩნენ შრმდეგ მათაც სალისკენ აიღეს გეზი. სალო და ნინი სიცილით მივიდნენ სახლში და ოთახში ისე შევიდნენ ყურადღებაც არ მიუქცევიათ არავისთვის. ეზოში ლუკა, საბა, სამი დამსვენებელი გოგო და მათთან ერთად მყოფი ორი ბიჭი იყო, გუკა და ზურა. დემე კი სალოს და ნინის ოთახთან წინ მდგარ მაგიდასთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. დაინახა რომ კიბეზე ეზოდან ლიკა ამოდიოდა და მიესალმა. -გამარჯობა. -ლიკაც მიესალმა -როგორ ხარ? -კარგად შენ? -კარგად... მომაწევინებ? -დემეს გაუკვირდა თავიდან ასეთი ლამაზი გოგბროგრ ეწევა სიგარეტსო, უნდოდა ესაყვედურა მაგრამ ვერ გაბედა და დაეათანხმა. ლიკაც მიიდა და მს მოპირდპირედ დაჯდა. დმეტრემ სიგარეტი გაუწოდა, გოგონამ პირში ჩაიდო და თავი დემე მიწია რომ მოეკიდებინა თან თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. როგორც კი ერთი გააბოლა მაშინვე სუნთქვა შეეკრა და ხველება აუტყდა. ბიჭი მიხვდა რომ ლიკა არ ეწეოდა და ეს უბრალოდ მიზეზი იყო იმის რომ მასთან დამჯდარიყო, მაგრამ დემემ არ შეიმჩნია. -ალბათ ახალი დაწყებული გაქვთ მოწევა. -თან ეცინებოდა. ლიკას არაფეი უთქვამს. -რა გქვია? -დემემ გოგოსკენ გაიხედა და ჩააფერფლა. -ლიკა... შენ? -დემეტრე, მაგრამ დემე შეგიძლია დამიძახო. -სასიამოვნოა. -ლიკამ გაუღიმა და სიგარეტი საფერფლეზე დადო. ცოტახანში გოგოები ოთახდან გამოვიდნენ. ლიკას მესალმნენ და დაბა ჩავიდნენ. ნინიმ იკითხა ვის უნდოდა ცივი ყავა, ყველასგან დადებითი პასუხი მიიღო და სამზარეულოში შევიდა. ამ დროს ლუკაც შემოვიდა, მაცივარი გამოაღო და ცივი წყალი დალია. -გამარჯობა! -ნინი მიესალმა ლუკას და გახედა თან ბოთლს აჯანჯღარებდა. -გამარჯობა! -ბიჭმა ცივად მიუგო და გავიდა. ნინის ასეთი ნათქვამი გულზე მოხვდა და არ ესიამოვნა. ცრემლიც კი წამოუვიდა მაგრამ შეიმშრალა. ცოტახანში ცივი ყავაც გაამზადა და გარეთ გაიტანა. ნინიც ჩამოჯდა და სმა დაიწყო. ყველაგან მოშორებით იყო. იქ იჯდა მაგრამ არ უსმენდა. უბრალოდ იქრებით სხვაგან იყო. უფრო სწორად ლუკასთან. ნინი ოთახში მალე ავიდა. გვიანობამდე ვერ დაიძინა და ღამის ორი იყო დაწყებული რომ ადგა. აოთახში სალო არ იყო. იფიქრა ალბათ ბიჭებთან აის შესულიო და აივანზე გავიდა. ეზოში ბიჭი და გიგო ისხდნენ. თვდან ყურადღება არ მიაქცა და ვარსკვლავებიან ცას უყურებდა მაგრა თვალი მაინც გაექცა მათკენ და ნაცნობი სხეულები დაინახა. ლუკა და მანჩო. რომლებიც მუსიკას ერთ ყურსასმენით უსმენდნენ და იცინოდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.