შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზაფხულის ერთი ლამაზი დღე იყო 9


29-08-2015, 17:36
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 4 660

დილით რომ გამეღვიძა თითქმის იგივე პოზაში ვიწექით, სწრაფად ავწიე თავი და მძინარ რატის დავხედე, ბოროტულად ჩავიცინე და სწრაფად ვკარი ფეხი, პირველ ცდაზე ვერაფერი ვქენი, თუმცა მეორეთ უკვე მთელი სხეულით მივაწექი, მალევე გაისმა ძირს დაცემის ხმა, შემდეგ მძიმე ამოსუნთქვის, მე სიცილით წამოვდექი ფეხზე
-ანჯაფარიძე-დაიღრინა და სწრაფად წამოხტა ფეხზე
-მე ვარ-გავიცინე კვლავ მე
-მოგკლავ-დაიგრგვინა და ჩემსკენ წამოვიდა მაგრამ სწრაფად გავხტი უკან და დივნის ირგვლივ სირბილი დვიწყე.
-მერე 20 წლით ჩაგაყუდებენ ციხეში-თან ვიცინოდი და თან ვცდილობდი არ დავეჭირე.
-დაგახრჩობ-მითხრა და სწრაფად დამიჭირა, კედელს მიმაყუდა და ხელები წელზე მომხვია
-აბა დაგახრჩობო?-გავიკვირვე მე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე.
-დაგახრჩობ-ჩურჩულით მითხრა სახე ნელა მომიახლოვა, დავიბენი, თვალებში ვუყურებდი და ვგრძნობდი როგორ დამიარა მთელ სხეულში ჭრუანტელმა. მალევე მომეწება რატის ცხელი ბაგეები ტუჩებზე, სიამოვნებისგან ამოვიგმინე და კოცნაში ავყევი, ხელები კისერზე მოვხვიე და თმებზე დავუწყე მოფერება
-მიყვარხარ-დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან და კიდევ ერთხელ მაკოცა მოწყვეტით, გაოგნებულმა ავხედე რატის
-მეღადავები?-გაოგნებულმა ვუთხარი
-რამეს მატყობ ღადაობის?-გაბრაზებულმა მითხრა და სწრაფად მომშორდა. არაფერი მითქვამს, სწრაფად მივედი იქვე ფანჯარაზე დადებულ ტელეფონთან და საათს დავხედე. 9 საათი იყო, ერთი უკმაყოფილოდ შევიკურთხე და სწრაფად მოვძებნე ქუდი და ქურთუკი,
-მე სკოლაში მივდივარ-გავძახე სხვა ოთხში გასულ რატის და კარისკენ წავედი
-დამელოდე გაგიყვან-გამოვიდა მისაღებში და ქურთუკს ხელი მოჰკიდა, გასაღები აიღო და ჩემთან ერთად დატოვა სახლი, ძირს ლიფტით ჩავედით, მალევე მივედით სკოლაში, მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი ხელი რომ მომკიდა და მისკენ მიმაბრუნა
-რამოხდა?-ვკითხე და მზერა ავარიდე
-მიყვარხარ-მითხრა და ლოყაზე მაკოცა. არაფერი მითქვამს დაბნეული გადმოვედი მანქანიდან, მანამ არ წასულა სანამ სკოლის შენობაში არ შევედი, ჯერ დირექტორის კაბინეტისკენ წავედი, ვამცნობე რომ ვბრუნდებოდი, არანაირი პრობლემა არ იყო იმიტომ რომ გამოცდები ჩაბარებული მქონდა, პირდაპირ კლასისკენ წავედი, მითუმეტეს არც ჩანთა მქონია და არც წიგნები, კარზე დავაკაკუნე და ღიმილით შევედი კლასში, დამრიგებლის გაკვეთილი იყო
-დავბრუნდი მასს-დავიძახე და გავიცინე, მასწავლებელმაც გაიცინა და გადამეხვია, თითქმის მთელი 6 გაკვეთილი კლასელების მოსიყვარულებაში გავატარე, მითუმეტეს იმისა რომ მასწავლებლებმა საყვედურებით ამავსეს ყურადღება არ მივაქციე, უკვე 2 საათი იყო მეექვსე გაკვეთილი დამთავრდა თუარა ფეხზე წმოვიშალეთ და კლასიდან კისტისტეხვით გავარდით, ლიკასთან ერთად მოვდიოდი და მისი და ლევანის ამბებს ვუსმენდი თან ვიცინოდით, ორი სიტყვით მოვუყევი რატიზე და ისევ ლევანზე გადავიტანე საუბარი, ისეთი აღფრთოვანებული იყო უკვე მისი შეყვარებულით რომ აშკარა იყო გაგიჟებით უყვარდა. გარეთ გამოსულს რატი დაგვხვდა სკოლასთან, ლიკა მხიარულად მიესალმა და მანქანაში წინა სავარძელზე დასკუპდა მე კი არაფერი მითქვამს ისე გავწექი უკანა სავარძელზე. ტელეფონი ამოვიღე და მამას დავურეკე
-ხო მა-მიპასუხა სერიოზული ხმით
-დამიტოვე სახლის გასაღები?-ვკითხე და მეორე ხელი ჰაერში ავწიე და ჩემს მოკლედ დაჭრილ ფრჩხილებს თვალიერება დავუწყე
-კიი, მაღაზიაში დავტოვე ჩვენს ქვემოთ, კაი არ მცალია მერე დაგირეკავ-მითხრა და გამითიშა
-უჟმური-ჩავილაპარაკე და ტელეფონი გულზე დავიდე.
-პაატას ელაპარაკე?-მომიბრუნდა ლიკა
-ჰო,, ხო დარჩები ჩემთან? მარტო ვარ-ამოვუგმინე უკმაყოფილოდ
-კი, ლიას ვეტყვი და-გაიცინა მან.
-აქ ჩამოვალ მე, მეგობარი უნდა ვნახო-უთხრა ლიკამ რატის და ქუჩის ბოლოსკენ მიუთითა
-ვინ მეგობარი?-ინტერესით იკითხა რატიმ და მანქანა გააჩერა
-არიცნობ, წავედი-ლოყაზე აკოცა ძმას და მანქანიდან გადავიდა.
-სად მიგიყვანო შენ?-მკითხა და უკან გამომხედა
-სახლში-ვუთხარი უინტერესოდ და ხელები სახეზე ავიფარე
-რაგჭირს?-მკითხა და ნახევარი ტანით უკან გადმოიწია
-არაფერი-თავი გავაქნიე და მზერა ავარიდე,
-კარგი-უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მანქანა დაძრა, მალევე მივედით სახლთან მანქანა გაჩერებული არ ჰყავდა რომ წამოვდექი და ჩვეულებრივად დავჯექი, მალევე გადავედი მანქანიდან და დაუმშვიდოობებლად შევედი სადარბაზოში და ნელა ავედი კიბეებზე. ვიცოდი უკან მომყვებოდა რატი, ბოლოს გამახსენდა გასაღები რომ მაღაზიაში ჰქონდა დატოვებული მამაჩემს და გამეცინა, უკან მივბრუნდი და იქვე კედელზე ბეჭით აყუდებული რატი დავინახე რომელსაც ხელში გასაღები ეჭირა
-მომეცი-მივედი მასთან და ხელიდან გასაღების წართმევა ვცადე.
-არა-თავი გააქნია და ხელი ჯიბეში ჩაიდო თან გასაღებიც ჩაიყოლა
-მომეცი-გაბრაზებულმა შევკარი წარბები
-სანაცვლოდ რასმივიღებ?-მკითხა ეშმაკურად
-თავს წაგაცლი-დავიღრინე და მუცელში მუშტი ვუთავაზე
-გამოსამშვიდობებელი კოცნა, და პლუს 10 კოცნა სადაც მომინდება და რადროსაც წინააღმდეგობის გაწევის გარეშე-თავისი პირობა წამოაყენა მან.
-არმაწყობს ეგრე-თავი გავაქნიე უკმაყოფილოდ
-მაშინ წამოდი ჩემთან-ფართოდ გაიღიმა ლომიძემ
-10 მხოლოდ-დაბღვერილმა ვუთხარი და ხელიდან გამოვტაცე გასაღები რომელიც იმ წამს ამოიღო
-და დასამშვიდობებელი-გამახსენა სრულად პირობა და მოწყურებულივით დამეტაკა ტუჩებზე
-მეტკინა ვირო-ამოვიკნავლე და მოშორება ვცადე
-არ მაკოცებ და ჯარიმაში დაგემატება კოცნები-თქვა და კიდევ ერთხელ მაკოცა, არ გამიწევია წინააღმდეგობა, ბოლოს ისევ მე მოვშორდი რომ მივხვდი თვითონ არ აპირებდა ამის გაკეთებას, ლოყებაწითლებული შევედი სახლში და კარი გდავკეტე. უნებურად გამეღიმა და ტუჩებზე მოვისვი ხელი, ბედნიერი შევედი აბაზანაში და თბილ წყალს შევეყუდე, ვფიქრობდი რატიზე, ვფიქრობდი ჩვენს ბავშვობაზე, როგორ ვერ ვიტანდით ერთმანეთს, შემდეგ მისი ჩამოსვლა გამახსენდა და კვლავ სიცილი დავიწყე
-გამაგიჟა ამ ბიჭმა-გავუბრაზდი ჩემს თავს და ვცადე სერიოზული სახე მიმეღო თუმცა თქვენც არ მომიკვდეთ! კვლავ ღიმილი მომეფინა სახეზე, სწრაფად დავტოვე აბაზანა და თბილი ტანსაცმელი ჩავიცვი, ლოგინში შევწექი და ბალიშზე ნოუთბუქი დავდე, პირველი FB გავხსენი და ყველანაირი სიახლე გადავათვალიერე, მერე მეგობრები მოვიკითხე და მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე კარგე რომ ზარი დარეკეს, უკმაყოფილო სახით გავაღე მაგრამ ლიკა რომ დავინახე ლევანთან და რატისთან ერთად გამეღიმა
-შენ გეძინა?-მკითხა ლიკამ
-არა, კომპიუტერზე ვიჯექი-გავიცინე მე
-თვალებზე გეტყობა-თითი დამიქნია და სახლში შეაჭრა ასევე მოიქცნენ ბიჭებიც
-რაგაქვს სახლში?-მკითხა და სამზარეულოში გააჭრა
-არაფერი-მხრები ავიჩეჩე მე.
-შენ რაღაც ჭამას მოუკელი ხო?-მკითხა რატიმ
-ხო, იმ წამლის კეთებას შევეშვი მადას რომ მიმატებდა-გავიცინე მე და დივანზე ლევანს გვერდით მივუჯექი.
-ჰო გამხდარი ხარ-ამათვალიერა ლევანმა
-ვიცი, ბარემ აქ ხართ, ლაშასაც დავურეკავ ამოვა-მხიარულად წამოვხტი ფეხზე და ოთახიდან ტელეფონი გამოვიტანე. ლაშას დავურეკე და ვუთხარი ამოსულიყო, შემპირდა სამსახურს ვამთავრებ ნახევარ საათში და მანდ ვარო. მერე ლიკასთან შევედი და რაღაცეების გაკეთებაში დავეხმარე, 1 საათში ლაშაც მოვიდა, კარები გავაღე თუარა კისერზე ჩამოვეკიდე და ყელში ვაკოცე, დავინახე რატის გაბრაზებული სახე და ჩუმად ვანიშნე რატიზე, მანაც ჩაიცინა და ხელი გადამხვია. თითქმის მთელი საღამო ლაშასთან ერთად გავატარე, ლიკა ლევანს ეხუტებოდა, რატი კი მარტო იჯდა და ლაშას უბღვერდა, ბოლოს ადგა და წავიდა, იმდენი ვიცინეთ, ფილმიც ვნახეთ და უკვე გვიანი იყო ლევანი და ლაშა რომ გავაცილეთ. ჩვენ კი დავიძინეთ..

მოკლედ ესაა ახალი თავი, მომიტევეთ პატარა რომაა შევეცდები თავების მოცულობა გავზარდო ოღონდ გამახარეთ და შემაფასეთ <3 <3 ველი შეფასებას <3



№1  offline წევრი mariko_2001

ძაან საინტერესოაა მალე დადე შემდეგი თავიიიი

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

mariko_2001
ძაან საინტერესოაა მალე დადე შემდეგი თავიიიი

ხვალ დავდებ.

 


№3  offline წევრი coco girl

კაი რაა ცოდოა რატი, მარტო რატო დააჯინე ?! (გასაბერი ქალი მაინც მიგეჯინა) :D ლიკას ლევანი მომიკითხე, კაი ტიპია :D
მოკლედ, შემდეგი დამაინტრიგებელი და უფრო "მუღამში" შესასვლელი თავი დაწერე <3
ლავ იუ <3

 


№4 სტუმარი тамо

Momwonss :-* male dadee :-*

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

coco girl
კაი რაა ცოდოა რატი, მარტო რატო დააჯინე ?! (გასაბერი ქალი მაინც მიგეჯინა) :D ლიკას ლევანი მომიკითხე, კაი ტიპია :D
მოკლედ, შემდეგი დამაინტრიგებელი და უფრო "მუღამში" შესასვლელი თავი დაწერე <3
ლავ იუ <3

აუცილებლად მივუჯენ გასაბერ ქალს :დ შემდეგ თავში კარგად იხალისებთ. ლევანმაც გადმოგცა მოკითხვა რავაარი ჩემი ძმახოიცი რაფრა მიყვარსო:დ

 


№6  offline წევრი coco girl

ტომაჩკა
coco girl
კაი რაა ცოდოა რატი, მარტო რატო დააჯინე ?! (გასაბერი ქალი მაინც მიგეჯინა) :D ლიკას ლევანი მომიკითხე, კაი ტიპია :D
მოკლედ, შემდეგი დამაინტრიგებელი და უფრო "მუღამში" შესასვლელი თავი დაწერე <3
ლავ იუ <3

აუცილებლად მივუჯენ გასაბერ ქალს :დ შემდეგ თავში კარგად იხალისებთ. ლევანმაც გადმოგცა მოკითხვა რავაარი ჩემი ძმახოიცი რაფრა მიყვარსო:დ



ქორწილი არ გამომაპაროთ, თორე მერე გავსვანდები ბოლომდე :D და ისა , რატის უთხარი , მოიწიოს პაწა ხანს აქეთკენ. . . :D (აქ - მუაჰაჰაჰაჰაა) :D

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

coco girl
ტომაჩკა
coco girl
კაი რაა ცოდოა რატი, მარტო რატო დააჯინე ?! (გასაბერი ქალი მაინც მიგეჯინა) :D ლიკას ლევანი მომიკითხე, კაი ტიპია :D
მოკლედ, შემდეგი დამაინტრიგებელი და უფრო "მუღამში" შესასვლელი თავი დაწერე <3
ლავ იუ <3

აუცილებლად მივუჯენ გასაბერ ქალს :დ შემდეგ თავში კარგად იხალისებთ. ლევანმაც გადმოგცა მოკითხვა რავაარი ჩემი ძმახოიცი რაფრა მიყვარსო:დ



ქორწილი არ გამომაპაროთ, თორე მერე გავსვანდები ბოლომდე :D და ისა , რატის უთხარი , მოიწიოს პაწა ხანს აქეთკენ. . . :D (აქ - მუაჰაჰაჰაჰაა) :D

მასე აღარ იჭიკჭიკენ ცოტახანში ახალ თავს რიმ დავანატებ 3:)

 


№8  offline წევრი სოფრომე

აუ 10 თავი რატო არ დევს??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent