შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებზე მოთამაშე[11]


30-08-2015, 00:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 305

ანაბელი,როცა დააბინავა,პირდაპირ სასწავლებლისკენ აიღო გეზი ან სად უნდა წასულიყო! მხოლოდ თხუთმეტი წუთი ჰქონდა დარჩენილი,ამიტომ დროის სიმცირეზე ფიქრს თავიდან ვერ იშორებდა.ეს კარგიც იყო.აბა,ინტერესით ხომ არ მოვდებოდა,კონვერტში რა დევსო! ლექციები უღიმღამოდ დაასრულა,შესვენებებს მარიტასთან ერთად ატარებდა.შვიდი საათი იქნებოდა,როცა უნივერისტეტიდან გამოვიდა.ისეთი დაღლილი იყო,რომ ლამის იყო გული წასვლოდა.
-ნიაკო...-დათო დაინახა,რომელიც მის მანქანასთან ატუზულიყო.
-დათო,არ გელოდი-სირბილით წავიდა ბიჭისკენ,რომელმაც მოწყვეტით აკოცა და შემდეგ ძლიერ მკლავებ ქვეშ მოიქცია-დღეს ფიტნესი მაქვს-გააცნო ბიჭს მარშრუტი.
-აჰამ,დაგელოდები.მე მანამდე სამსახურისთვის მოვემზადები-გაუღიმა და თმებზე წაეთამაშა-უი,მართლა.ხვალ წყალბურთში შეჯიბრი გვაქვს და მოხვალ?-გაუღიმა ნიაკოს და თვალები უფრო აუციმციმა.
-რა თქმა უნდა-ხელი მხარზე დაკრა და უკან გაიწია-მარიტა-დაუძახა დაქალს,რომელიც მანქანის გადაყენებას ცდილობდა.
-ოჰო,თქვენ ორნი-ძმა გადაკოცნა.ამ ცოტა დროში მასთან ისეთი ურთიერთობა დაამყარა,რომ ვერავინ იტყვის,მხოლოდ ახლა გაიცნეს ერთმანეთიო.
-კარგით,ჩვენ წავალთ-ნიაკოს ხელი გადახვია-ჩემ მანქანას ჩემი ძმაკაცი წაიყვანს,შენით წავიდეთ..ოღონდ დაღლილი ხარ და საჭესთან მე დავჯდები-გოგონამ თავი დაუქნია და მხარზე მიადო.
-ორ საათში გნახავ-მოწყვეტით აკოცა ნიაკოს,რომელიც სწრაფი ნაბიჯით გადმოვიდა მანქანიდან და ღიმილით დაემშვიდობა დათოს.
დათოს არ მოუწყენია,სამსახურში რაღაც საქმეები ჰქონდა,ლეპტოპი გახსნა და მუშაობა დაიწყო.გოგონას მანქანაში მის სურნელს გრძნობდა და უფრო რწმუნდებოდა იმაში,რომ ნიაკოს სურნელი ყველაფერზე არომატული იყო.
-მოვედი-გოგონა მანქანაში ჩახტა და ჩანთა უკან ისროლა.
-ნიაკო,მომენატრე-აღტაცებულმა თქმა.
-მეც,ძალიან...რომელ საათზე გაქვს შეჯიბრი?
-რვაზე.გეცლება,ჰო?-გოგონამ თავი დაუქნია და ანიშნა მანქანა დაძარიო.ბინამდე დათომ მიაცილა,კარებამდეც აჰყვა და კოცნით დაემშვიდობა.სახლში მისულმა მეცადინეობა დაიწყო,ორ საათზე ძლივს დაასრულა ყველაფერი და ლოგინზე მიესვენა.
ცოტა რომ დაისვენა,გონება გაუნათდა და ჩანთაც გაახსენდა,მის შიგნით ხომ საიდუმლო კონვერტი იმალებოდა.“გავხსნი“-ფეხზე წამოდგა.კონვერტი გახია და ხელში აკურატული ხელით ნაწერი დახვდა.
„მინდა,რომ ერთი შანსი მომცე..ჩემს ბარში შევხვდეთ ხვალ საღამოს.გელოდი,თუ არ მოხვალ,მეწყინება..“-ნიაკო წერილმა აახარხარა.
„ვერაა ეგ ტიპი“ მზერით გაიხადა და საბნის ქვეშ შეძვრა.ესიამოვნა ცივი ლოგინი და თვალები უდარდელად მოხუჭა.დილას დათოს ზარმა გააღვიძა.
-მაღვიძარავ,როგორ ხარ?-კისკისით მოიკითხა ბიჭი.
-შესანიშნავად.ნამდვილ მაღვიძაას არ ვჯობივარ? შენ როგორ ხარ?
-კარგად,თვალები მეხუჭება.
-ადექი და მე გაგიყვან.მენატრები საშინლად.
-კარგი-სიხარულით წამოფრინდა ლოგინიდან და ჩანთაში პლანშეტი ჩააცურა.
-ანაბელ,სწრად ჩაიცვი-მოესმა ნანას ხმა,მაგრამ პატარა გოგიჩაიშვილი არ ჩქარობდა.დასთან შევიდა ოთახში და თვალები ინტერესით დააკვესა.
-ის მანქანა დათოსი არაა?-როგორი კარგი მეხსიერება აქვს ამ ბავშვს!
-ვაიმე,უკვე მოვიდა-თმა გაისწორა,სარკეში ჩაიხედა,ჩანთას სტაცა ხელი და კარები გააღო.დათო მანქანასთან იდგა და ნიაკოს სადარბაზოს უყურებდა,აბა,თუ დამინახა ფანჯრიდანო.
-ანაბელა მიშველა-თვალი ჩაუკრა ბიჭს და მანქანისკენ გაიწია.
-მომენტარა შენი მარწყვისფერი ტუჩები-წელზე ხელი მოხვია და ვნებიანად დაეწაფა გოგონას ბაგეებს.
უხმოდ იმგზავრეს,მხოლოდ ერთმანეთშს შეხედავდნენ ხოლმე.ნიაკო მაქსიმეზე ფიქრობდა,არ იცოდა რა გაეკეთებინა.
-დღეს მხოლოდ 2 ლექცია მაქვს-გაუღიმა ბიჭს.
-დღეს არც მე მაქვს ბევრი საქმე-გულზე მიიკრა გოგონა და მის თმებს ხარბად დაუწყო ყნოსვა.
სიტყვა „მომენატრებით“ დაემშვიდობნენ ერთამენეთს.
შვიდი საათისთვის,როცა ყველაფერი მოამზადა მომდევნო დღისთვის,დათოს ?.აირეკა და ბარში გაყოლა სთხოვა.უნდოდა მაქსიმეს ერთად დალაპარაკებიყვნენ.გოგონა ღელავდა,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია,რამდენჯერმე დათომ კი ჰკითხა,რა გჭირსო,მაგრამ ნიაკო მაინც არ ტყდებოდა.ჩუმად იჯდა და ჰორიზონტთან ერთად ფიქრებში მიცურავდა.რამდენჯერმე გაჩერებაც სთხოვა,შეყვარებულს.
-სუფთა ჰაერზე ჩამოვიდეთ-გაუღიმა ბიჭს.
-მგზავრობისას ცუდად ხომ არ ხდები?-თვალი ჩაუკრა დათომ და მაშინვე დაამუხრუჭა.
-არა-ნიაკომ თვალი არ გაუსწორა,რამეს არ მიხვდესო.
-ისე გრძელი გზა ყოფილა.მაინც და მაინც ის ბარი რატომ აიჩემე-ირონია გაერია ხმაში და გოგონას ხელი წელზე შემოხვია.
-ახლა მხოლოდ იმაზე შემიძლია ფიქრი,რომ შენი ხელი ჩემს წელზე-სცადა სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი.
-მართლა?-დათო მიუხდა ეშმაკობას გოგონას და უფრო მიიზიდა.ამობურცულ ტუჩებზე თითით შეეხო და ცისფერ თვალებში შავი ნათება შეანათა.
-რა სასტიკი ხარ-ყელზე შემოხვია გოგონამ ხელები და ცხვირი ცხვირზე მიადო.
-მოდი,ჩემთან-ნაზად შეეხო ნიაკოს ბაგეებს,როცა გოგონას ტელეფონი აწკრიალდა.
-მზე უკვე ჩადის-არც კი მისალმებია მაქსიმე,რომლის ხმაზეც დაბნეული ნიაკო განზე გახტა და ყველაფერზე,“კარგი,კარგი“ უპასუხა.
-ვინ იყო?-დათოს შეყვარებულის აღელვება არ გამოპარვია.
-ჩემი ნაცნობი-გაუღიმა ნიაკომ.
-დაიბედი და აღშფოთდი?-დათო განზე გაიწია და ნიაკოს სახეს დაუწო შესწავლა.
-ჰო,ისეთი არაფერი-აღარ შეუხედავს ბიჭისთვის,ისე ჩაჯდა მანქანაში-წავიდეთ.
ნახევარ საათზე ბართან ჩამოვიდნენ,მაგრამ ნიაკო შესვლას არ ჩქარობდა.
-ვინმე ნაცნობი ხომ არ გყავს აქ?-დათომ გაუღიმა და მის თვალებს დააკვირდა.“გასაოცარია ნიაკო“ მზერით ისევ შეხედა მის ტუჩებს და წელზე ხელი შემოხვია.
-მოდი,შევიდეთ-ხელი ჩაკიდა ბიჭს და კარები შეაღო.
თავიდან არავინ ჩანდა,შემდეგ კი მაქსიმე გამოვიდა,რომელსაც ხელზე ახალი ტატუ დაემატებინა.მართალია,არ ცხელოდა,მაგრამ ამის აფიშირებისთვის უმკლავებო მაისური ჩაეცვა და მოსულებს უღიმოდა.
-გამარჯობა-ნიაკომ ჩუმად ჩაილაპარაკა და დაბნეულ დათოს გადახედა-დამპატიჟა და შენს გარეშე არ მინდოდა წამოსვლა-სწრაფად აუხსნა ბიჭს სიტუაცია.დათომ ხელი ხელზე ძლიერად მოუჭირა,რამაც ნიაკოს შვება მისცა და სკამზე ჩამოჯდა.
-გამიხარდა შენი ნახვა-დათოს ზრდილობიანად გაუღიმა მაქსიმემ,იმისდა მიუხედავად,რომ მისი მოსვლის ფაქტმა ძალიან გააღიზიანა.
-ბილეთებს ისევ თუ მომცემ,მეც-წაკბინა ბიჭმა და შეყვარებულს გვერდით მიუჯდა.
-პრობლემა არაა,მაგრამ ახლა არ მაქს-სასხვათაშორისოდ უპასუხა მაქსიმემ და ნიაკოს სახეს დაძაბულად გახედა.ისევ შეათვალიერა გოგონას მიმზიდველი გარეგნობა და პირზე ნერწყვი მოადგა.“ოჰო,რა გოგო დაუთრევია..“-გაიფიქრა უკმაყოფილოდ.
„ამას უნდა,რომ კიდევ ნახოს ნიაკო“-ეჭვიანობის პიკს აღწევდა დათო,რომელიც ამ დროის განმავლობაში თავს არ ჰგავდა.შეყვარებული მამაკაცი ისე უხეშად უყურებდა მაქსიმეს,თითქოს მისი მტერი ყოფილიყო,მაგრამ განა არ იყო! ის ნიაკოს ეფლირტავებოდა!
-დაგვისხი რამე-სიჩუმე ნიაკომ დაარღვია.
-ახლავე,თქვენთვის უფასოა-თვალი ჩაუკრა ნიაკოს,რომელმაც შეკვეთა მაშინვე გააპროტესტა.
-კოპტეილი მინდა,ფორთოხლის-გაუღიმა ბიჭს და დათოს შეხედა.
-მეც იგივეს დავლევ-თვალი ჩაუკრა მოწინააღმდეგეს და ნიაკოს მის დასანახად წელზე ხელი მოხვია,ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები და მისი თმის სურნელი ხარბად შეისუნთქა-რა არომატია!-ამაყად ჩასჩურჩულად გოგონას.
-იმ დღეს უკეთ გავიცნეთ ერთმანეთი-მაქსიმემ თავდაჯერებულობა არ დაკარგა და შეკვეთა მიაწოდა წინ მსხდომთ.
-მადლობ-ნაიკომ თავისკენ მისწია ჯოქტეილი,მაქსიმემ და მუსიკა მაღალ ხმაზე ააჟღერა.
-ეს არა,ეს -შეაცვლევინა ნიაკომ და სასურველი მუსიკის გაგონებაზე ფეხზე წამოხტა-მოდი,ვიცეკვოთ-ხელი მოკიდა დათოს და მკერდზე აეკრა.
-ერთი ცეკვა ჩემი გმართებს-მაიძახა მაქსიმემ გოგონას.
-რაო?-თვალი ჩაუკრა ნიაკოს ბიჭმა და შემდეგ გაუღიმა.ეტყობოდა,რომ აფორიაქების დამალვას ისიც ცდილობდა.
-არაფერი.რა შენ ეჭვიანობ?-თვალი ჩაუკრა ნიაკომ.
-არა-გადაიხარხარა ბიჭმა,შემდეგ მაქსიმეს გახედა და ნიაკოს ბაგეებს ვნებიანად შეახო ტუჩები,რომლებიც ბრაზისგან უფრო გამუქებულიყო.
მაქსიმემ თვალი მოაშორა შეყვარებულებს და ორმაგი ლუდი დაისხა.ცეკვას მორჩნენ თუ არა,დათო თავდაჯერებულად მიიწია მაქსიმესკენ და ნიაკოს გასაგონად დაუწყო საუბარი.
-არანაირი ცეკვა! არანაირი ფლირტი! ის ჩემი გოგოა,მე ის მიყვარს და მას მე ვუყვარვარ.სხვანაირად როგორ განგიმარტო,ძმაო?-თვალები ბრაზით დააკვესა და გოგონას ხელი ძლიერად ჩასჭირა-კარგად იყავი და არ ვნახო,რაიმე სახით ჩემ გოგოს დაეკონტაქტო-ნიაკოს გაუღიმა,ამაყად გააღო კარი და გოგონა მანქანაში ჩასვა.
-ჩემი პატარა,მაგ უნამუსომ თუ შეგაწუხა როდესმე,საქმე ჩემთან ექნება-მაქსიმე შორიდან ადევნებდა თვალს მათ საუბარს,მაგრამ სიტყვები არ ესმოდა.ნიაკომ თავი დაუქნია და მკერდზე მიეყრდნო.
^^
-რა მაგარი წყვილი ხართ!-მარიტა ჩვეულად შეხტა ნიაკოს ოთახში და გოგონას ორივე ლიყა ჩაუკოცნა.
-დღეს განსაკუთრებყლ ხასიათზე ხარ?-თვალი ჩაუკრა ნიაკომ და ლეპტოპი ჩახურა.
-ზეგ შენი დაბადების დღეა..-ხარხარით უპასუხა დაქალს და გვერდით მიუჯდა.ნიაკოს სულ დავიწყდებოდა ეს დღე და ინტერესით დააკვესა თვალები,რაო-20 დეკემბერია..20..-სიხარულით ამბობდა გოგონა,მაგრამ თვალებში სხვა რამეც ეყობოდა,ეტყობოდა,რომ სხვა გრძნობაც აძლევდა სიამოვნების შეგრძნებას,მაგრამ არაფერს ამბობდა.
-უი,ჰო...20 წლის ვხდები.ოქროს დაბადების დღეა.დიდი წვეულება არ მინდა-ქალაქგარეთ მაქვს საკმაოდ დიდი სახლი და იქნებ იქ წავსულიყავით?-შეხედა მარიტას,რომლის თვალებიდან სულ სხივები გამოდიოდა.
-შესანიშნავია.მე ვიქნები ორგანიზატორი-თვალი ჩაუკრა ნიაკოს-მისმინე,შენ არ მოხვალ,სანამ ყველაფერი არ მორჩება,კარგი?-ნიაკომ თავი დაუქნია-გასაღები მომეცი,აბა-კისკისით გამოართვა და კარებისკენ წავიდა,მაგრამ შემდეგ მოტრიალდა-მე,ნუკა,სალო და ანი გავაკეთებთ ყველაფერს,არ იდარდო-ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა.
^^
მეორე დღეს ადრე დაუმთავრდა ლექციები,დათოსაც არ ჰქონდა სამსახური და გოგონას გაუარა.
-დაქალებმა დაგტოცეს?-გადაეხვია ნიაკოს და მისი სუნი ღრმად შეისუნთქა.
-სიუპრიზს მიწყობენ ჩემს სახლში-კისკისით უპასუხა დათოს.
-გშია?-მზრუნველად ჰკითხა ნიაკომ ბიჭს,რომელმაც თავი დაუქნია-მარტო ვარ და თუ წინააღმდეგი არ იქნები რამეს მოგიმზადებ,არაფერია მაცივარში და მოგიწევს ჩემი სამზარეუოს აფეთქება აიტანო-თვალი ჩაუკრა გოგონამ.
-შენი გაკეთებული ყველაფერი გემრიელი იქნება,მანამდე წვენს მაიცნ დავლებ,შენი დაიკოს საყვარელი წვენი ამინც გექნება-მაცივარი გამოაღო და ანაბელის სასმელი მთლიანად ჩაისხა დიდ ჭიქაში.
-ლაზანიას დავამზადებ-ფქვილი გამოიტანა უჯრიდან და დათოს ღიმილით შეხედა.
-ამას რომ დავლევ დაგეხმარები,მართალია,არ ვარ კარგი მზარეული,მხოლოდ კვერცხის შეწვა,სალათის დაჭრა და კარტოფილის შებრაწვა ვიცი,მაგრამ მარტო კაცი მაინც ცოდოა...
-არც მე ვარ-ჩვეულად გაიმეორა გოგონამ,მერე კი კისკისით უთხრა-არ ვარ საუკეთესო კულინარი,მაგრამ ის კი ვიცი,რომ სალათს მხოლოდ პომიდვრისა და კიტრისგან ამზადებ..
-აუ,კიდევ მაგას მახსენებ,მეზარებოდა-ფეხზე წამოდგა და ჭიქა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩადო,შემდეგ ნიაკოს შუბლზე აკოცა და სკმაზე ჩამოჯჯა-თუ დაგჭირდები აქ ვარ-გაუღიმა ამაყად გოგონას.
-რძე დამვიწყებია,,გამომიტანე მაცივრიდან-დაასაქმა შეყვარებული.
-ნიაკო,წინსაფარი გეხსნება-გაუსწორა და შემდეგ მაცივრისკენ გიიწია-აი,ესეც ასე-რძე წინ დაუდო გოგონას და თავი მოხადა.გოგონამ ტაფა გაამზადა,დაჭრილი სოკო და ხახვი დაყარა და მოშუშვა დაიწყო.დათო ინტერესით ადევნებდა თვალს.ასეთ ფორმაში ნიაკო ძალიან მოსწონდა.
-რა საყვარელი ხარ,ნეტავ,იცოდე.
-მაცადე,თორემ ვერ გავაკეთებ-თვალი ჩაუკრა ნიაკომ და ხორცის ფარშის შეზავება დაიწყო მარილითა და წიწაკით.საცხობ ფენაში ფენა=ფენა დაიწყო ლავაში,შემდეგ რძეში გახსნა ერთი სუფრის კოვზი ფქვილი,მარილი,შედგა საშუალო სიმძლავრის ცეცხლზე და დათოს ანიშნა,მოუარეო.
-„იეს“-ფეხზე წამოხტა დათო და მადლობის ნიშნად ნიაკოს თავზე აკოცა.ცოტა ხნის მერე ნიაკოს დაუძახა-ადუღდა,გოგო.
-გამორთე-წინსაფარი შეისწორა გოგონამ,ტაფა ხელსახოცით დაიჭირა და თანაბრად მოასხა გამზადებულ ლაზანიას-სახეხი გამოიტანე რა,იმ უჯრაშია- სთხოვა დათოს,რომელიც შემდეგ დავალებას მოუთმენლად ელოდა.
-ახლავე-ნიაკომ გამოართვა და ყველის ხეხვა დაიწყო.
-შენ ნაზი ხელები გაქვს,ძალით გამოართვა ბიჭმა და საქმეს შეუდგა.
-აუ,რა სასაცილო ხარ-ხარხარებდა ნიაკო-ფოტო უნდა გადაგიღო და მერე შეს სანაქებო ძმაკაცებს ვაჩვენო.
-არ გინდა-თვალი ჩაუკრა შეყვარებულს,რომელიც „აიფონ 6“-ს დასწვდა და საქმეს შეუდგა-დავასრულე-განზე გადადო დათომ სახეხი და ნაიკოს გახედა,რომელმაც ლაზანიას თავზე მოაყარა გახეხილი ყველი და შემდეგ ორაც გრადუსზე გახურებულ ღუმელში ჩადო შესაწვავად.
-მალე გაკეთდება-სავარძელზე მიწოლილ დათოს გვერდით მიუჯდა და პულტი ხელში აათამაშა.
-ჩემი პატარა-თავი მხარზე ჩამოადო ნიაკოს.
ცოტა ხანში მაგიდას მიუსხდნენ და ნახელავის დაგემოვნება დაიწყეს.გოგონამ სათიტაო ჭიქა შავი ღვინო დაასხა,რამე ხომ უნდა დავლიოთო და ბიჭს წინ დაუჯდა.
-უგემრიელესია,დამატება შეიძლება?-დაასრულა თუ არა,ერთი ულუფა წრფელი თვალებით შეხედა გოგონას,რომელიც გახარებული იყო მომზადების წარმატებით დასრუელბით.
როგორ არა-გადმოუტანა თეფშზე ერთი ნაჭერი-ისე ეს პირველად გავაკეთე-ამაყად თქვა დაჭიქა ზემოთ ასწია-დათომაც მიბაძა და ერთმანეთს მიაჭახუნეს.
-გაუმარჯოს ყველაფერს,რასაც ერთობლივად ვაკეთებთ და ან გავაკეთებთ-თვალი ჩაურკა ნიაკოს შეყვარებულმა,რომელსაც თავადაც უკვრიდა,ასეთი რამ რამ მომაფიქრაო.
ხუთი საათისთვის მისაღებში რაღაც კომედიის ყურება დაიწყეს,მაგრამ არც ერთს უდევნებია თვალი,ისე ჩაეძინა ერთმანეთზე მიხუტებულებს.ტკბილად კი ეძინათ,მაგრამ ორ საათში ზარმა ანაბელის ხმამ გამოაღვიძათ.
-ნიაკო..დათო..-სახე დაუკოცნა ორივე,როგორც ჩვეოდა.
-რომელი საათია?-დათოს გადააბიჯა და ფეხი ჩუსტებში ჩაყო.
-რვა დაიწყო-ანაბელმა უპასუხა დას-შენთვის რაღაც მაქვს.წინასწარ მინდა გაჩუქო-ლამაზი შეფუთვა გაუწოდა ნიაკოს და თავის ოთახისკენ გაიქცა.
-რა არის?-დათომ გაბადრული სახით შეხედა გოგონას.
-ვნახავთ-გახსნა და ხელში ლამაზი ალბომი შერჩა.მათი ერთობლივი ფოტოები დაებეჭდინებია ანაბელს დედისთვის და ალბომში ჩაუწყვია.
-აქ რა საყვარლები ხართ-ვერ მალავდა აღფრთოვანებას დათო.
-ანაბელ-დის ოთახში შევარდა და ძლიერა ჩაეხუტა-მიყვარხარ ძალიან,ჩემო პატარა.ისე გამახარე,ისე,ისე,რომ სიტყვებით ვერ აგიხსნი.
-ძალიან ლამაზი და ტკბილი საჩუქარი იყო..შენსავით თბილი-ლოყები დაუკოცნა დათომ ანაბელს.
-წავედით,ახლა,თორემ დაგვაგვიანდება-ნიაკომმ შეხედა დათოს და თვალებით,კარისკენ წანიშნა-ლაზანიაა მაცივარში და მიირთვით-გასძახა დასა და დედას და კარები ჩაკეტა.
-ჯერ ხომ ადრეა,თორმეტისთვის უნდა იყოთ მისულნი-გაკვირვებული სახით შეხედა დათომ ნიაკოს და მანქანა დაქოქა.
-სადმე გავიდეთ მანამდე-შესთავაზა ნიაკომ.
-მოდი,ჩემთან წავიდეთ,მარტო ვარ-შესთავაზა დათომ და თავის სახლისკენ აიღო გეზი.
-რა სიჩუმეა-დივანზე ჩამოჯდა გოგონა.
-ძალიან,მაგრამ არ გინდა გავაქროთ?-თვალი ჩაუკრა ნიაკოს და მუსიკები ჩართო-გვერდით მიუჯდა გოგონას და თავისკენ მიიზიდა,გულზე მიიკრა.ორ საათზე მეტი ასე იყვნენ,დრო ისე სწრაფად გავიდა,რომ ვერც კი მიხვდნენ როდის მოახლოვდა წასლის დროს.
-სწრაფად-კარები გააღო ნაიკომ და დათოსაც გადასდო აფორიაქება.
-ეს შენი საჩუქარია-დაანახა ლამაზად შეფუთული ყუთი-მაგრამ ჯერ ვერ განახებ-თვალი ჩაუკრა.
-გი-ლო-ცავ!-არ წყდებოდა შეძახიელბი-5,4,3,2 და 1-ნიაკომ ტორტს შეუბერა და კივილი დაიწყო-უკვე 20-ის ვარ,არ მჯერა!
-ჩემო დიდი გოგო-გადაეხვია დათო და ყურში ცასჩურჩულა-ჩემს საჩუქარს ბოლოსთვის დავიტოვებ-ნიაკო უფრო დაინტრიგდა და ერთი სული ჰქონდა როდის დაურიგებდნენ შეფუთულ ყუთებს და შემდეგ როდის გახსნიდა მათ.მილოცვებსა და მოსიყვარულობებში დრო მალე გავიდა,რომ დათოს ჯერი დადგა.დადგა თუ არა ბიჭს აფორიაქება დაუტყო,ეტყობოდა,რომ ძალიანღელავდა.
-დათო,დათო!-მეგობრების ხმა არ წყდებოდა..-ის-ის იყო რაღაც უნდა ეთქვა ბიჭს,როცა მარიტა წამოწია და თქვა,ჯერ კიდევ დამრჩა საჩუქარი.
-ბექა,მოდი-უცნობი და სიმპათიური ბიჭი წინ გამოსწია და ნიაკოს შეხედა-ეს ბექაა,ჩემი შეყვარებული,ამ ამბავს შენი დაბადების დღისთვის ვინახავდი-დაინახა ნიაკოს გაშტერებული თვალები და ახარხარდა.
-ჩემი გოგონა-გადაეხვია დაქალს,შემდეგ ბექას შეხედა და თვალი ჩაუკრა.
-არ გამიბრაზო ჩემი მარიტა.
-არასოდეს-ბექა გადაეხვია ნიაკოს.
-რა სენტიმენტალურობაა-სალომემ გადაიხარხარა.
-არა,ჯერ არაა! ჯერ ყველაფერი წინაა!-წინ წამოიწია დათო და მეგობრები შეათვალეირა.მათ სახეებზე ასახული გაკვრივება დაინახა და ძალები მოიკრიბა.
-ნიაკო რომ ჩემი სიყვარულია,ჩემი სიხარული,ჩემი ბედნიერება...ამას თქმა არ უნდა,მაგრამ ახლა..-დაძაბულობა შეეტყო,სახის ყველა კუნთი დაძაბვოდა,საერთო სიჩუმე კიდევ უფრო აბნევდა,მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა დათო..-მინდა,რომ მეტი ვიყოთ ერთმანეთისთვის...მინდა,რომ..-დაიხარა და ყველამ ერთმანეთს დაუწყო ყურება..-მინდა,რომ ჩემი ცხორვების მუდმივი თანამგზავრი გახდე-ამოიღო ბეჭედი და პირზე ხელაფარებულ გოგონას გაუღიმა..-ნიაკოს გოგიჩაიშვილი,თანახმა ხარ ჩემი მეუღლე გახდე?-ამ სიტყვების გაჟღერება და სასიხარულო შეძახილები ერთი იყო...
გოგონა გაშეშებული აკვირდებოდა დათოს..უყურებდა და გრძნობდა ბედნიერებას,გრძნობდა,რომ უყვარდა ის,გრძნობდა,რომ ბიჭი მისთვის ყველაფერი იყო..
-თანახმა ვარ-ხმამაღლა შესძახა,რათა ყველას გაეგო და ხელი გაუწოდა დათოს,რომელმაც ბეჭედი სწრაფად ჩამოაცვა და ხელში აიტაცა ნიაკო...
დაიწყო ორმაგი მილოცვები..ყველას უხაროდა,ყველა იზიარებდა მათ ბედნიერებას...მეორე დღესაც გააგრძელეს აღნიშვნა,მაგრამ გალეშვამდე არც ერთი ათგანი დამთვრალა.
20-შ საღამოს ყველანი ცეცხს მიუსხდნენ,რაც სალომეს იდეა იყო.წყვილები ბედნიერები ჩანდნენ,ერთი ირაკლი და სალომე იყვნენ ეულნი,მათ ხომ არ ჰყვდათ მეორე ნახევარი,მარგამ ისინიც მხიარულოდნენ.
-გიტარას დროა-დათომ ირაკლის სთხოვა,გამოიტანეო და საცოლეს თვალი ჩაუკრა.ხელში დაიკავა თუ არა,გოგონამ ვეღა მოითმინა და საყვედურით შეხედა.
-მიმალავდი?
-ეს სიუპრიზი იყო-შუბლზე აკოცა საცოლეს-შენ გიძღვნი ამ სიმრერას,თვეებია ვწერდი და,როგოც იქნა,დავასრულე-სიმს თითი გაჰკრა,აკორდს -აკორდი გაჰყვა,ბგაერას-ბგერა,ელოდიას -მელოდია...ნაიკოს სახე გაცისკროვნებოდა,უხაროდა და არ იცოდა სად იყო,თავი სამოთხეში ეგონა..უნდოდა ბედნიერება მშობლებისთვისაც ეხარებინა,უნდოდა,რომ პატარა ანაბელსაც,რომელიც მუდამ ვერ აჩერებდა ენას,სცოდნობდა მისი ბედნიერების შესახებ.
მთელი ღამე გაათენეს.დილას კი წასასვლელას მოემზადნენ.
-ჩემები მინდ აგაგაცნო-დათომ ხელი მოხვია საცოლეს.
-მეც,მინდა,რომ თამაზისაც იცნობდა..-გაუღიმა ნიაკომ და თავი მკერდზე მიადო.
-დღეს შენს ოჯახთან ერთად მოდი ჩვენთან..-შესთავაზა ბიჭმა.ამ დროს მარიტაც გამოჩნდა და გულშ ჩაირკა ნიაკო.
-ჩემი სარძლო..უკვე ნათესავეი ვიქნებით!
-მეჯვარეები ჩვენ ვართ-დანარჩენი დაქალები გამოლაგდნენ სახლიდან.-
ჩვენ დათოს მეჯვარეები ვართ-ზურა და ირაკლიც ჩაებნენ საერთო განხილვაში.
-მე ბავშვის ნათლია ვარ-ვაჟა ხითხითით გამოვიდა ოთახიდან.
მანქანებში განაწილდნენ.ნიაკო და დათო ერთად აღმოჩნდნენ და თანაც სულ მარტორაც ძალიან გაუხარდათ.
შეყარებულები თბილისს უახლოვდებოდნენ,როცა გაჩერებული მანქანა შენიშნეს,ისე ეყენა იფიქრეს,რამე ხომ არ უჭირსო და დათომ დაამუხრუჭა.
-რამე ხომ არ გჭირდებათ?-დათო მანქანიდან გადმოვიდა და ოდნავ წაიწია წინ,თუმცა მის ხმაზე რექცია არავის ჰქონია...“ისევ ნაცნობი ხმები მეორდება..“-გაიფიქრა დათომ და ნიაკოს ცნობისმოყვარე სახეს შეხედა...

___
იმედია,მოგეწონებათ.
ველი შეფასებებს,არ დაიზაროთ.
მიყვარხართ ძალიან..



№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargia male dade da imedia cuds arapels damarteb gtxooov raaa iyos ase tkbilii

 


№3  offline წევრი Li Zi

magari iyo dzaliaaaaaaannnnñ erti suli maq 12 tavs rodis wavikitxaavcc

 


№4  offline წევრი lamazi gogona

davintrigdi...cudi araperi moxdes ra....momwons magdrad da veli shemdegs erti suli maqvs rodis wavikitxav

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ბავშვებო.. love

 


№6  offline მოდერი ანკა

საყვარლებიიიიი love love love love love
ვგიჟდები ამათზე და შენზეე love მაგარი გოგო ხარ ძალიან love

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

ანკა
საყვარლებიიიიი love love love love love
ვგიჟდები ამათზე და შენზეე love მაგარი გოგო ხარ ძალიან love

მადლობ.. love

 


№8  offline მოდერი ჯია

ვაიი love love გუშინ როგორი მექალთანე იყო და დღეს ნახეთ რა უქნა სიყვარულმა wink
დამაინტრიგე ბოლოს feel

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

ჯია
ვაიი love love გუშინ როგორი მექალთანე იყო და დღეს ნახეთ რა უქნა სიყვარულმა wink
დამაინტრიგე ბოლოს feel


აბა,აბა love love

 


№10  offline წევრი nini :)

აუ ცუდი არაფერი მოხდეს რა ძაან დავინტრიგდი მალე დადე შემდეგი

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

nini :)
აუ ცუდი არაფერი მოხდეს რა ძაან დავინტრიგდი მალე დადე შემდეგი

აუცილებლად... love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent