ზაფხულის ერთი ლამაზი დღე იყო 11
-მეღადავები?-ყურებს არ დავუჯერე მე -არა, არადა ისე მშვენიერი გოგო ჩანს-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და გვერდით მომიწვა -წამო გავიდეთ-მტკიცეთ ვუთხარი და ფეხზე ადგომა ვცადე -არა არ შეიძლება-სწრაფად წამოხტა ლიკა და საწოლში დაბარუნდა -ვანანებ ყველაფერს-ამოვიკნავლე და თვალები ცრემლებით ამევსო, -სწრაფად ადექი ფეხზე, მოიწმინდ ცრემლი და ერთად მოვუღებთ ბოლოს რატის-მტკიცედ ჩაილაპარაკა და სწრაფად წამოდგა ფეხზე, ნელი მოძრაობით ავდექი მეც, ჯერ აბაზანაში გავედით ჩუმად და ხელპირი დავიბანე შემდეგ კი მისაღებში სადაც ატირებული ლია, მშვიდი სახით მჯდომი რატი და მის მკერდზე ახუტებული 22-23 წლის გოგონა -გამარჯობათ-ომახიანად მივესალმე საზოგადოებას და ძალით გავიღიმე -შვილო რატომ ადექი? ჯერ კიდევ სუსტად ხარ-სწრაფად წამოვარდა ფეხზე ლია -ოო ლია დეიდა, რომ გავიგე რატის ცოლი მოუყვანია ისე გამეხარდა მისალოცად გამოვედი,-ძალით გადავიკისკისე მე ბოლოს კი ჩუმად მაგრამ მაინც გასაგონად ვუთხარი-მალე ჩავწვები თორემ ამათ გულისთვის ჩემმა მტერმა დაიზიანა ჯანმრთელობა -ოხ ელენე-თავი გააქნია უკმაყოფილოდ და იქვე დივანზე დამსვა -აბა როდის გადაწყვიტეთ ქორწილი?-ვკითხე და ფეხები მაგიდაზე შემოვაწვე, კალთაში კი ლიკა ჩამისკუპტა, სწრაფად მომხვია კისერზე ხელი და თავი ყელში ჩარგო -კარგი მსახიობი ხარ, კითხე შვილებიც მალე იქნება ალბათთქო-გაიცინნა ლიკამ და ჩუმად მიკარნახა რაუნდა მეთქვა -ქორწილი 1 თვეშია-მკვახეთ მომახალა რატიმ -დააპატიჟებინე თავი-გაისმა კვლავ ცემს ყურში ლიკას ჩურჩული -ავარჩიო კაბა თუ არ დამპატიჟებ?-ირონიულად ჩავიცინე მე -რათქმაუნდა, ჩემი მულის მეგობარი ჩემი მეგობარიცაა-წკრიალა ხმით თქვა გოგომ -მულს ნუ მეძახი-სწრაფად აწია თავი ლიკამ და მკვლელის თვალებით გახედა შეშინებულ გოგოს -რაც ხარ იმას გეძახის ასერომ მოკეტე-შეუღრინა რატიმ -ნუ ჩხუბობთ, პატარები ხოარღარახართ-ამოიხვნეშა ლიამ -მეჯვარე არაყავს სალოს, შენ ხომარ იქნები?-მკითხა რატიმ ირონიულად და ხელი უფრო მაგრად მოხვია მის წინ მჯდომ სალოს. -იცით, არასრულწლოვანი ვარ, თან კიდევ მე ლიკას მეჯვარე უნდა ვიყო და არ მინდა შენს ცოლუკას მეჯვარედ დავუდგე-თვალი ცავუკარი გამწარებულ რატის -ისე ქორწილში ვიცეკვებ, გული არ დაგწყდეთ-დავაყოლე ბოლოს და ლიკას რომელიც ჩემს ყელში იცინოდა და მე მეხაჭუნებოდა წელზე ვუჩქმიტე -გოგოოო-დაიყვირა გამწარებულმა ლიკამ -ეგრე რომ აკეთებს ლაშა მეყოფა მე-გავიცინე და თავი ყელიდან ამოვაყოფინე -შეყვარებული გყავს?-მკითხა სალომ და გაოცებულმა გამომხედა -ხო რა რას მიწუნებ?-კვლავ გავიცინე ისე თითქოს არაფერი მადარდებდა, -არა უბრალოდ შენზე მითხრეს არჰყავსო და-მხრები აიჩეჩა უდარდელად -მერე მოდით ერთი დღე ორმაგი პაემანი გავაკეთოთ, რატიც იცნობს ლაშას და კარგად უგებენ-ბოროტულად ჩავიცინე მე -საკმარისია, მგონი დაიღალე, ხომ არ დაგავიწყდა სუსტი იმუნიტეტი რომ გაქვს?-გაბრაზებულმა მომახალა რატიმ და სწრაფად წამოდგა ფეხზე, ოტახი დატოვა და სამზარეულოში გადაინაცვლა. მე და ლიკამ ცავიფხუკუნეთ -არ გინდა ანდრიას შეეხმიანო?-თვალები ამიფახურა ლიკამ ეშმაკურად -ჯერ შენ უნდა სეეხმიანო ლევანს-ნიშნისმოგებით ვუთხარი და ჩემი მუხლებიდან გადავაგდე, ლიასთან მივედი და გემრიელად ჩავკოცნე შემდეგ კი ოთახში დავბრუნდი, მაგრამ სწრაფად გამოვბრუნდი ნახევრად შიშველ რატის რომ შევეჩეხე -იდიოტო ეგ ჩემი ოთახია-გაბრაზებულმა დავუყვირე მე -სახლში წადი, მე და ჩემი ცოლი აქ ვრჩებით-მკაცრად მითხრა და კარი გაიჯახუნა. ალეწილი სახით შევედი ოთახში და ნივთები შევაგროვე, ჩანთაში ჩავყარე და ჩუმად დავტოვე ბინა, გავედი თუარა ცხარე ცრემლით ავტირდი და ისე დავიწყე ქუჩაში ბოდიალი, მალევე დამირეკა ლიკამ ვუთხარი სახლში ვარ არ ინერვიულოთქო და გავუთიშე, დიდხანს ვიქნებოდი კიდევ გარეთ მაგრამ ცუდად გავხდი ვგრძნობდი როგორ მიწევდა ტემპერატურა ორგანიზმში, სწრაფად გავაჩერე ტაქსი და ვუთხარი კოჯორში ავეყვანე. 1 საათში უკვე კოჯორში ვიყავით აგარაკზე, სწრაფად გადავხტი მანქანიდან და მძღოლს ვუთხარი ორი წამით დამლოდებოდა. სახლში შევირბინე და გაოგნებულ დედაჩემს საფულედან ფული ამოვაცალე ტაქსს მივეცი და ისევ შიგნით შევედი -რაგჭირს დე?-მკითხა თბილად -მოგიყვები ოღონდ მამას არაფერი უთხრა-ამოვისლუკუნე და თავიდან ბოლომდე მოვუყევი ჩემი და რატის ისტორია -ჩემი პატარა გოგო, როდის გამეზარდე ესე დედი?-მეკითხებოდა დედაჩემი, ოდნავ გამობურცულ მუცელზე ხელს ისვავდა და ცალით თვალზე ცრემლს იწმენდდა -მამას არაფერს ეტყვი იცოდე-თითი დავუქნიე და გულზე მივეხუტე -ვაიმე რაარი ეს დედა? სიცხისგან იწვი-პანიკებში ჩავარდა დედაჩემი და ტუჩები შუბლზე მომაწება -სიცხის დამწევი ლიასთან დამრჩა-დავიწუწუნე და დივანზე გავწექი -მამაშენს დავურეკავ, ამოგიტანს-სწრაფად დაავლო ხელი ტელეფონს, სანამ მამა მოვიდოდა კი მე უკვე შუა ძილში ვიყავი. დედამ გამაღვიძა, იწვი და სწრაფად წამალი დალიეო, ღმერთს მადოლობა სიცხის დროს არ ვბოდავდი, ალბათ რატის სახელიც წამომცდებოდა, მაგრამ გადავრჩი, დედამ მითხრა დაგირეკა და მე ვუპასუხეო, ისე მაინტერესებდა სად წავიდაო და გაუთიშია, ნერვები მომეშალა, მამასთან არაფერი შევიმჩნიე ნუ ვცდილობდი მაინც, უკვე გვიანი ღამე იყო სიცხემ რომ ოდნავ დამიწია და მშვიდად დავიძინე, სიზმარშიც კი ის დეგენერატი რატი ვნახე, ანერვიულოებულმა გავიღვიძე და თვალები კვლავ ცრემლებით ამევსო, უკვე ვიცოდი რას ვგრძნობდი რატის მიმართ მაგრამ არ მინდოდა ეს ესე ყოფილიყო, ნამდვილად არ ვაპირებდი ცოლიანი კაცის შებმას, მითუმეტეს არაერთხელ მითხრა რომ ვუყვარვარ, მაგრამ აღარ მჯეროდა, სწრაფად გავიხადე ოფლით გაჟღენთილი საღამურები, ნელთბილი შხაპი მივიღე და მშობლების ოთხში შევედი -გაიღვიძეეთ-შევანჯღრიე მამაჩემი რომელსაც დედა მიეხუტებინა და მშვიდად ეძინა -ეე თქვენ რანაირი მშობლები ხართ გაიღვიძეთ რაა-კიდევ შევანჯღრიე მამაჩემი რაზეც დაფეთებულმა ჭყიტა თვალები -რამოხდა?-ძილისგან ხმა დაბოხებოდა -რა მოხდა და ცუდად ვარ მომხედეთ-ამოვიბუზღუნე და ეხლა დედას გაღვიძება დავიწყე -რაგჭირს?-გაკვირვებულმა მკითხა პაატამ -გამეღვიძა, ვეღარ ვიძინებ, მშობლები რისთვის ხართ? ადექით ეხლა წამოდით, მიმღერეთ და დამაძინეთ-პრეტენზიული ტონიტ ვუთხარი და ხელები გულზე გადავიჯვარედინე -3 გოჭის ამბავიც ხომ არ მოგიყვე მა?-მკითხა დამცინავად პაატამ -აუ კი რააა-მოჩვენებითი სიხარულით ვუთხარი და ტაში შემოვკარი, დავინახე როგორ გადაატრიალა მამამ თვალი და სწრაფად წამოდგა ფეხზე -დედაშენს მაინც აცადე ძილი ცოდოა-ჩაიქირქილა მან და ხელი გადამხვია, მისაღებში გავედით, გაკვირვებული მივაჩერდი საათს ღამის ხუთს რომ აჩვენებდა -აბაზანაში რომ შევედი 2 იყო-მხრები ავიჩეჩე და სახე დავისერიოზულე -რაგჭირს შენ?-მკითხა და წყალი სადუღარში ჩაასხა რათა ყავა აედუღებინა -არაფერი, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე-გავიჭყანე მე, დილამდე სამზარეულოში ვიჯექით მე და პაატა, ჯერ ყავა დავლიეთ დედას გაკეთებული ნამცხვარი ვჭამეთ და ბევრი ვიცინეთ, კარგა ხანია ესე მამაჩემთან ერთად არ მიმხიარულია, დილის 7 საათი იყო დედაჩემი რომ გამოვიდა სამზარეულოში ნამძინარები სახით -რახდება?-იკითხა გაკვირვებულმა -5 საათზე გამაღვიძა-გაიცინა მამამ და ყველაფერი მოუყვა დედაჩემმა ჯერ გაფართოებული თვალებით შემომხედა მერე სიცილი დაიწყო და ესე უძინარი გავაცილეთ მამა სამსახურში. მთელი დღე ვჭორაობდით მე და დედა, ხან ბრაზდებოდა რატიზე, ხან რა საყვარელიაო, ბოლოს აღარ მოეწონა ცოლი რომ მოიყვანა, სიცხემ დამიწია მაგრამ მაინც არ მიშვებდა დედა სკოლაში, დამრიგებელს დაურეკა და მოახსენა რაც მჭირდა. მანაც დაამშვიდა ცოტა ხანს კიდევ დავისვენებთ მაგ გიჟისგანო, ესე გავიდა 1 კვირა, ბოლოს მხოლოდ ლიკამ მომწერა რატის ცოლი ორსულად ყოფილაო, არაფერი მივწერე, გული მეტკინა, არვიცი იმედია ბედნიერი ოჯახი ექნებათ, მე უკვე კოჯორიდან დავდიოდი სკოლაში, დილას მამას მივყავდი შემდეგ სამეცადინოდ ბინაში მივდიოდი სამუშაოს დაასრულებდა თუარა მამა გამომივლიდა და ისევ ავიდოდით ჯოკორში და იქ ვაგრძელებდი მეცადინეობას, რატის ქორწილი ახლოვდებოდა და ჩემს გულშიც უფრო ღრმავდებოდა ჭრილობა, ქორწილის წინა დღე იყო, 14 აპრილი, ქუჩაში დავხეტიალობდი და ცრემლებად ვიღვრებოდი წინ რატის მანქანამ რომ გააჩერა, უემოციოდ მივაშტერდი მანქანიდან გადმოსულ რატის და ხელები კვლავ ჟაკეტის ჯიბეებში ჩავმალე -რახდება?-ვკითხე რატის როდესაც მომიახლოვდა მაგრამ ხმას არ იღებდა -მომენატრე-დაიჩურჩულა და სწრაფად მომაწება ტუჩები ბაგეებზე, გაოცებულმა გავხედე თვალებმინაბულ რატის და ხელი ვკარი რომ მომეშორებინა -რატომ ხარ ეგეთი არაკაცი?-კბილებში გამოვცერი და მუშტი მთელი ძალით გავარტყი სახეში -ამ ყველაფერს მიზეზი აქვს-კბილების ღჭიალით თქვა, სწრაფად მომიქცია მკლავებში და მანქანაში ჩამსვა. ------------------ მოკლედ ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით იმისთვის რომ წინა თავის სათაური შეცდომით მიწერია, უბრალოდ არ შემიმჩნევია და ეხლა აღმოვაჩინე შეცდომა, დიდი ბოდიში. ველი შეფასებას, მოკლედ ვერ გეტყვით შემდეგ თავში დავამთავრებ თუ 20 თავი გაგრძელდება კიდევ მაგრამ არვიიცი თავში რა წამომივლის, წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი და მხოლოდ ჩემს წარმოსახვას ვანდობ ამ ისტორიას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.