შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებზე მოთამაშე[12]


31-08-2015, 00:08
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 543

ნიაკო მანქანიდან გადმოვიდა და შეყვარებულს აეკრა,დაძაბულობა აკროდა გოგონას სახეზე და სუნთქვაც გახშირებოდა.
-ვნახავ რა ხდება-დათო წინ წაიწია და გოგონას ანიშნა,ადგილიდან არ გაინძრეო.ნელა მიუახლოვდა მანქანას და სამი მეტრიდან დაუწყო დაკვირვება,მზერა მანქანის მძღოლისკენ წაიღო და ხელში მაქსიმე შერჩა.“ეს ბიჭის სულ როგორ უნდა გვეჩხირებოდეს,ყველგან და ყოველთვის“-სახეზე ბრაზი აეკრო და მაქსიმეს სახეს დააკვირვდა,მისი სახე არ იყო ჩვეულ მდგომარეობაში,სიამოვნების ბინძური შეგრძნება დაინახა დათომ მასზე.ცოტა ხანში მაქსიმემ სიგარეტის კვამლისგან გაყვითლებული ხელი ფანჯარასსთან მოათავსა და გაუგებარი ხმების გამოცემა დაიწყო.“აშკარად რაღაც ხდება“-ინტერესით დაქაჩა თვალები და ბიჭს უფრო ახლო ხედიდან დაუწყო დაკვირვება.ცოტა ხანში ყვითელი რაღაც დაინახა,რაც,ერთი შეხედვით პარკი გეგონებოდათ,მაგრამ თუ დააკვირდებოდით,მისი მოძრაობაც არ გამოგრჩებოდათ,დაინახავდით ვულგარულად შეღებილ ტუჩებს და გრძელ შავ გეტრებს.
-ესეც ასე-ქერა წამოიწი.
დათო უკან გაიწია,ნიაკოს ხელი მოხვია და მანქანაში ჩასვა.
-წავედით-მოწყდა ამ საშინელ ადგილს და გოგონას გაუღიმა,რომელიც მის თითოეულ მოძრაობას დაკვირვებით უყურებდა.
-რა ნახე? შეგატყვე,რომ სახე შეგეცვალა-არ ცხრებოდა გოგონა.
-არ აქვს მნიშვნელობა,ისეთი არაფერი,მხოლოდ და მხოლოდ სიბინძურე-თვალი ჩაუკრა საცოლეს და სიჩქარეს უმატა.
-მითხარი-არ ეშვებოდა ნიაკო,მაგრამ ბიჭს ყურადღება სხვა რამეზე გადაჰქონდა,აი,მაგალითაც,გზაზე,რომელიც ნიაკოს ასე აღიზიანებდა.
საათიანი მგზავრობის შემდეგ,ნიაკომ სთხოვა,შევისვენოთ და კაფეში დავსხდეთო.დათოც დასთანხმდა,ყავას დავლევ,თორემ ძალიან მოვიენთეო.
„ახლა მაინც გავსტეხ“-ნიაკოსაც ეს უნდოდა.პირდაპირ დაუჯდა საქმროს და თვალები დააფახულა.
-რა საყვარელი ხარ-დათომ ყავა მოსვა და გოგონას ვნებიანად შეხედა.“როგორი ხმა აქვს“-გაიფიქრა გოგონამ და თვალები ისევ აათამაშა.
-უნდა მითხრა-ნიაკოს ხმაში კატეგორიულობა იგრძნობოდა-ცოლ-ქმარი ერთმანეთს არაფერს უნდა უმალავდეს.
-ნიაკო,როგორი სასტიკი ხარ!-გაუღიმა გოგონა,მაჯობეო-მაქსიმე იდიოტია და არ ვნახო დაეკონტაქტო,ვიღაც ქერა ძუკნასთან ერთად ვნახე,ვითომ სერიოზულად აინტერესებდი.მაგარი ნაბი*ვარია,ქუჩაში დგას და ფუ...არ მინდა გახსენება.იმედია,მიხვდი,ნიაკო,რომ მაქსიმე სრული ნაგავია და აღარასდროს გექნება მასთან კონტაქტი..არ იმ წყეულ ბარში მიხვალ-გოგონას ააკანკალა და თვალი დაუქნია დათოს,ყავა ძლივს მოსვა და ფინჯას მიაშტერდა-ასე სჯობს-დაასკვნა დათომ.
დღის მეორე ნახევარში ნიაკო უკვე თავის ოთახში იყო და ლოგინზე კოტრიალობდა,ანაბელი გვერდით ეწვა და რაღაც ნეკდოტებს უყვებოდა,ბაღში მასწავლესო.საჩუქრებიც უჩვენა ოჯახის საყვარელ წევრებს,მაგრამ ნიშნობაზე სიტყვაც არ ჩამოუგდია,რადგან წყვილი ამ ამბავს ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს.
-დათო როდის მოვა?-ანაბელს ისე მოსწონს დის შეყვარებული,რომ თამაზთანაც კი ატლიკინებს ენას,არადა,მამამისს ისეთი ცოტა დრო აქვს,რომ იშვიათად სცალია ოჯახური საქმეებისთვის.
-არ ვიცი.გინდა მოვიდეს?-თვალი ჩაუკრა დას.
-კი,ძალიან მომენატრა-ხელები განზე გაშალა და ნიაკოს ჩაეხუტა.
-კარგი,ვეტყვი-გადაიკისკისა და ლეპტოპი ჩართო.უნივერსიტეტის გვერდზე რაღაცები ჰქონდა სანახავი.
^^
-ახალ წელს ერთად შევხვდეთ,ყველანი ერთად,ქალაქგარეთ,ჩემ სახლში-სამი დღით ადრე განუცხადა მეგობრებს ნიაკოს,
-შესანიშნავი იდეაა,იქნებ ჩვენი მშობლებიც დაგვეპატიჟნა,ახალ ამბავსაც ვეტყოდოთ-კმაყოფილმა შეხედა საცოლეს დათომ და წელზე ხელი შემოხვია.
-იცით,რა?-ჩაის ჭიქა მაგიდაზე დადო მარიტამ და ფეხზე წამოდგა-მოდით,ყველამ მოვიყვანოთ ჩვენ-ჩვენი მშობლები,ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით-ხელები გაშალა და გაიღიმა.
-მარიტა,გენიალური აზრია-ნუკამ გადაიხარხარა და ნიკას გახედა.
-შეყვარებულებიც,რა თქმა უნდა-მარიტამ გადაიხარხარა და თავისი ბექა გაახსენდა-ყველაზე მაგარი ახალი წელი იქნება!-ემოციურად აგრძელებდა საუბარს გოგონა.
-ახლავე წავედით შენს სახლში..გადავბარგდეთ და თქვენ მერე წამოდით-ანიმ გამოაცხადა და ჩანთას ხელი დასტაცა-ცოტა ტანსაცმელი წამოიღეთ,ორი მანქანით ვიქნებით და პროდუქტებსა და დეკორაციებს სადმე დავატევთ.
-აბა,რა-მარიტა გაიმართა და ერთი ნაბიჯით წინ წავიდა.
-ნაძვის ხეც ვიყიდოთ,ახალი სულ სხვაა!-ნიაკომ გადაწყვიტა თბილისის ბინის მორთვაში მონაწილეობა არ მიეღო და მთლიანად წვეულებაზე გადართულიყო.
-ოჯახური წვეულება..კარგად ჟღერს-დათომ შეხედა მარიტას.
-ისე ბიჭები არ დაგჭირდებით,დეკორაციებს ჩამოვკიდებდით-ვაჟა უკამყოფილოდ წამოიწია წინ.
-არა,ჩვენ გავაკეთებთ! სიუპრიზი იქნება-მარიტამ კატეგორიულად გამოაცხადა და გოგონები ფეხზე წამოაგდო.
-სავაჭრო ცენტრში წავედით-მარიტამ მანქანის გასაღებს ხელი დასტაცა.
პირველ დღეს დეკორაციები იყიდეს და სახლი ერთიანად მორთეს,ნაძვის ხის მოწყობაში ყველა დაქალმა მიიღო მონაწილეობა,რაღაც-რაღაცებზე კი იდავეს,მაგრამ ბოლოს მაინც ერთ აზრზე ჩამოყალიდნენ,კარებიც შესანიშნავად მორთეს.იტერნეტიც დაიხმარეს და მეორე დღეს მთელი სახლი საახალწლოდ იყო გამზადებულია,ამიტომ შეეძლოს სუფრაზე ეფიქრათ.ორი მანქანა გაავსეს პროდუქტებით ისე,რომ სასმელი არ უყიდიათ,დათომ თქვა მე მოვიტანო.
-ჯერ საცივით იწყება საქმიანობა-30-ში დილიდადან დაიწყეს გოგონებმა სამზარეულოში ფუსფუსი.კიდევ კარგი ეს უკანასკნელი დიდი და დიდი მაცივრით არის დამშვენებული,თორემ რა ეშველებოდათ!
მარიტამ და ნიაკომ ერთად დაიწყეს საცივის მომზადება,სხვა გოგონები დანარჩენი კერძების კეთებას შეუდგენენ,გზოინაყი და ნამცხვრები ბოლოს გავაკეთოთო და 31-ისთვის გადასდეს,მთავარია პროდუქტები ნაყიდი აქვთ!
-კიდევ კარგი გამოშიგნული ინდაური ვიყიდეთ-ფეხებში ხელი მოკიდა ნიაკომ და ანთებულ გაზქურას მიუშვირა,პირველას აკეთებს,მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს.მანამდე მარიტამ ქვაბი მოამზადა და ნიაკომ ერთი ამოსუნთქვით ინდაურს შიგ უკრა თავი.
-ბულიონს ცხიმი მოვხადე,ცალკერ ჭურჭელში გადავასხი და წვრილი საწური მჭირდება-ვერ იპოვა ეს უკანასკნელი და ნაიკოს სთხოვა,ნახეო.
შემდეგ ნიაკომ გადმოიბარა საქმე,თუ დამჭრდები დაგიძახებო და დაქალს ფხალის გაკეთება დაავალა.
გოგიჩაიშვილმა ქვაბში ინდაურის ცხიმი ჩაასხა,გააცხელა და წვრილად დაყრილი ხახვი დაამატა,დაბალ ცეცხლზე დადგა მოშაშუშად,შემდეგ ნატურადლური ღვინო,რომელიც თბილისიდან ჩამოიტანა,ჩაასხა ხახვში და მის აორთქლებას დაუწყო ლოდინი.
-კარგად მიდი არა საქმეები?-კარტოფილი ხელში აათამაშა ანიმ.
-კი,მგონი-კმაყოფილმა ნიაკომ გაუღიმა დაქალს და საქმე განაგრძო.შემდეგ ქვაბში ლიტრანახევარი ბულიონი ჩაასხა.სანამ ის დუღდა,ნიგოზი ჩაყარა ხორცის საკეპ მანქანაში.როცა ამასაც მორჩა წვრილად გახეხილი ნიგოზი და ნიორი კარგად გახსნა ცოტაოდენ ბულიონში და ნიორთან და სუნელებთან ერთად ჩაასხა ქვაბში.
შემდეგ ხის კოვზი აიღო და საცივს დაუწყო რევა.მარილი და წითელი წიწაკა საშუალო რაოდენობით დაამატა და ღუმელიდან შებრაწული ინდაურის ნაჭრები მოათავსა საცივის წვენში და შემდეგ დაბალ ცეცხლზე დადგა ასადუღებლად,რამდენიმე წუთის შემდეგ კი რამდენიმე ჭურჭელში დაიწყო მათი განაწილება და ამაყი სახით მაცივარში შედგა.
-უნდა გაიყინოს-გახედა მოფუსფუსე გოგონებს.
საღამოს ხაჭაპურების ცხობას შეუდგენენ.ნუკამ და სალომემ,იმერულს გამოვაცხობთო,დანარჩენებმა კი აჭარულის რეცებპტის ძებნა დაიწყეს.ეს უკანასკნელი ხომ თითოეული მათგანისთის უცხოა.ერთხელად არ დაუმზადებიათ.
-გახეხეთ სულგუნი და იმერული ყველი,ჩაუმატეთ კარაქი,ერთი ცალი კვერცხი და ჩანგლით შეურიეთ-ანი რეცეპტეს კითხულობდა,ხოლო გოგონები მის თითოეულ სიტყვას ზედმიწევნით უსმენდნენ და ასრულებდნენ-განაცალკევეთ კვერცხვის გული ცილისგან და გათქვიფეთ.
ამ ყველაფრის შეფსრულების შემდეგ მარიტამ მაცივრიდან ხაჭაპურის მოზელილი ცომი გამოიტანა,რომელიც თონიდან ჰქონდა ამოტანილი; ფქვილმოყრილ სამუშაო დაფაზე მოათავსა იგი და ოვალურ ფორმაზე დაუწყო გაბრტყელება.
-იმედია,ამ საცდელით არავინ მოიწამლება-გადაიხარხარა ნაიკომ და ღუმელი გაამზადა.მარიტა კი ყველის მასას ისევ ანაწილებდა ოვალურ ცომე.
-აუ,ნავისებურად ამოკეცეთ კიდეებიო-დასახმარებლად დაუძახა ანის,რომელიც „ფეისბუქზე“ დაძრომიალობდა.
-ახლავე-ამის შემდეგ საცხობ ლანგარს ცოტაოდენი ფქვილი მოაყარა,ნიაკომ მოათავსა მასზე ხაჭაპური,შედგა ღუმელში.
-12 წუთში ვანხოთ რა მოხდება და შემდეგ გავაგრძელოთ კეთება-დროის გასვლის შემდეგ გამომცხვარ ცომს მარიტამ მოაცხო გათქვეფილი კვერცხის გული,შემდეგ აიღო სხვა კვერცხი და ყველის მასაში ჩატენა.
-შეაბრუნეთ აჭარული ღუმელში და აცხვეთ სამი წუთის განმავლობაში-წაიკითხა ანიმ და ღრმად ამოისუნთქა.
-ერთი წუთი დარჩა-დროს ითვლიდნენ ნუკა და სალომე,რომლებთაც ძალიან აინტერესებდათ დაქალების ექსპერიმენტული ნახელავი.
-აი,აგასინჯეთ-მარიტამ ღუმელი გახსნა და ხაჭაპურის დაჭრა დაიწყო.
-მმ...რა კარგია-გაოცებულებმა შეხედეს მეგობრებს.
-ანუ ვაგრძელებთ?-ფეხზე წამოდგა ნაიკო და მეგობრეს გაუღიმა.
მეორე დღესაც უამრავი რამ დაამზადესი.იმდენი,რომ მაცივარში ძლივს ეტეოოდა.ნამცხვრების შემდეგ,გოზინაყის გაკეთება გადაწყვიეტეს,მაგრამ ამდენ ნიგოზს დაჭრა არ უნდოდა!
-ბრიტვების შეკვრები ვიყიდე,იქნებ გაგვიტყდეს-კისკისით შემოვიდა ნუკა და გოგონებს თვალი ჩაუკრა.
-აუ,რა გააკეთებს..მოდით,ვაჟას დავურეკავ,სიამოვნებით დაგვეხმარება-ანიმ მეგობრებს გაანდო იდეა.
-მიდი,მე კი დათოს დავუმესიჯებ-თავლი ჩაუკრა ნიაკომ და ნიგოზი ჯამში გადმოყარა-მართლაც რამდენია!
გოგონები დაღლილები აგრძელებდნენ ჭრას,როცა ოთახში ვაჟა და დათო შემოვიდნენ.
-კეთილი იყოს თქვენი ფეხი-ნიაკო ფეხზე წამოხტა.
-მოდი ჩემთან-ვნებიანად დაეწაფა დათო გოგონას ბაგეებს.
-მაგის დრო არაა,საქმე!-მარიტა ბობოქრობა დაიწყო და თვალები ისევ დააბრიალა.
ცხრა საათზე ყველა სტუმარი მოსული იყო.ნუ,რა სტუმრები.ეს ხომ ოჯახური წვეულებაა!
აღარ დავიწყებ იმას,რომ გოგონების სიუპრიზით გაგიჟდნენ მოსულნი,რადგან მართლაც საოცრად გამოუვიდათ ყველაფერი დეკორაციებით დაწყებული და კერძებით დასრულებული.სადღეგრძელოები თქვეს,იცინეს,იმღერეს,დათომ გიტარაზეც კი დაუკრა თავისი დაწერილი სიმღერა.
-ეს ნაიკოს მივუძღვენი-ფეხზე წამოდგა და ნიშნობის ამბავი ემოციურად მოჰყვა.გოგონას მშობლებმა დალოცეს წყვილი,გოჩასაც გაუხარდა და,რა თქმა უნდა,ლუიზასაც,რომელმაც ხმამაღლა გადაიხარხარა და შვილს შუბლზე აკოცა.
ხუთ წუთში ათვლაც დაიწყო და ფეიევერკების ხმაც გაისმა,
-მეც მასროლიმე-ანაბელი შეევედრა დათოს.იცოდა,რომ სურვილს შეუსრულებდა.დათომ აუსრულა სურვილი და თავზე აკოცა.
-გილოცავ,ნიაკო და დათო,მე პატარა დაიკო ვიქნები შენს ქორწილში..-სიხარულისგან ხტუნავდა ანაბელი.
-შენ ისედაც ჩემი პატარა დაიკო ხარ-და ხელში აიყვანა ნიაკომ და გულში ძლიერად ჩაიკრა.
მეორე დღეს, დღის მეორე ნახევრამდე უფროსებმა სახლი დატოვეს და მხოლოდ მეგობრები დარჩნენ.მუსიკებით მიწას ძრავდნენ და არ იცოდნენ რა ეკეთებინათ.საღამოს რარაც წვეულებაზე წავიდნენ და გვიან სახლებში გადანაწილდნენ.
ნიაკოს დიდი სახლის მილაგება ანიმ და ვაჟამ იკისრა,ნიაკო კი დათოსთან ერთად ხან სად დადიოდა და ხან სად.
-ძველით ახალ წელს ერთად შევხვდეთ,მხოლოდ მე და შენ-გულზე მიიკრა გოგონა.
-მართლა?-თვალები აუციმციმდა დიაკოს.
-ჰო,მართლა..ჩემს ტბის სახლში,მყუდროა და ბუხარიც მაქვს..
თოთხმეტიც მოახლოვდა.სამეტში საღამოს დათოს საყვარელი ნატურალური ღვინო,რომელიც მამამისმა დაბადებისას აჩუქა განსაკუთრებულ შემთხვევაში გახსენიო,თან მოჰქონდა,ნიაკოს კი თავის ნახელავი გემრიელობები მოჰქონდა საქმროსთვის.მისი გემოვნება ხომ დიდი ხნის შესწავლილი ჰქონდა!
-რა სილამაზეა-ბუხართან არსებულ ფუმფულა ხალიჩაზე ჩამოჯდა ნიაკო.
-მაგრამ სიცივეა-უკნიდან მიეპარა დათო-წავალ ავანთებ.
-ასანთი არ წამოგვიღია.
-აქ იქნება-დაამშიდა დათომ და მართლაც ხუთ წუთში ასანთით ხელში დაბრუნდა.
-ნელ-ნელა ღვივდება-სახე გაუნათდა გოგონას და ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხდა-როგორ დამღალა,დათომაც მიბაძა შეყვარებულს,შემდეგ კი გვერდით მიუჯდა.
-ახალი წელი იქნება მალე...სამოცი..-ათვლა დაიწყო ნიაკომ,დათო კი ფეხზე წამოდგა.
-რას აკეთებ?-გოგონამ გახედა დათოს და თვალები ინტერესით დააკვესა.
-ჭიქები მომაქვს-მაევე დაბრუნდა და ერთი გოგონას მიაწოდა,ღვინო გახსნა და ორივე ჭიქა აავსო.
-ჩვენ გაგვიმარჯოს-მიუჭახუნაროგორც კი ახალი წელი შემოვიდა და ერთი ამოსუნთქვით დალია-ეს ღვინო ჩემხელაა,მამაჩემმა მაშინ მაჩუქა,როცა დავიბადე და მითხრა,როცა საჭიროდ ჩათვლი,მაშინ გახსენიო.
-დათო...რა საყვარელი ხარ-მიუახლოვდა ბიჭს და ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა.
-შენ უფრ-ხელები ძლიერად მოხვია და გოგონას ბაგეებს შეეხო-ეს ჩვენი პირველი კოცნაა ამ წელს..და ეს ჩვენი პირველი ახალი წელია,რომელსაც ერთად ვხვდებით..კიდევ იქნება მრავალი და ეს დღე,ამიტომაცაა განსაკუთრებული...-ძლიერად ამოისუნთქა და ნიაკოს სახე შეხედა,სახეს,რომელიც ცეცხლის ნაპერწკლებს გაეწითლებინათ...მაგრამ,არა მარტო მათ,არამედ დათოს სიმხურვალესაც.
-მოდი,გარეთ გავიდეთ-ფეხზე წამოდგა ნიაკო და ბიჭს ხელკავი გამოსდო.
-რაღაც ჩუსტები კარებთანაა-ანიშნა ბიჭმა და თბილად გაუღიმა საცოლეს.
დილას ერთმანეთზე მიხუტებულებს გაეღვიძათ,მაგრამ არა ლოგინში,არამედ ხალიჩაზე,ბუხრის წინ.
-მოდი,აქ დავრჩეთ-დათომ თავი წამოსწია.
-არ გშია?-ნიაკომ ჰკითხა და პატარა მაგიდისკენ ანიშნა.
-არა,არ მშია-გაუღიმა დათომ და გოგონას ბაგეებს უფრო ვნებიანად შეეხო,ზედის ქვეშ ხელი შეუცურა და ნიაკოს ტანში ჟრუანტელმა დაუარა.არც ერთს უნდოდა გახსენებოდა ის საბედისწერო ღამე,როცა გოგონამ შეიძულა დათო...
ნიაკომ კისერზე ხელები მოხვია და უფრო თამამად დაუწყო კოცნა.
-ნიაკო..-გოგონას მთელ სახეს ეხებოდა ტუჩებით და მის შესწავლად უფრო ახლო ხედიდან ცდილობდა..-იცი,ეს რომელი განზომილებაა?-თავი ზემოთ ასწია დათომ და გოგონას ცისფერ თვალებს შეხედა.
-არა-თავი გააქნია ვნების ბურუსში გახვეულმა ნიაკომ.
-100 d..-თვალი ჩაუკრა და მაისური მოაშორა.
-შენი პერანგის ღილებს ვერ ვხსნი-ხელები ბიჭს ზედიდან მის კისერზე გადაიტანა და თვალებში მიაშერდა.
-არაუშავს,პატარა-გაუღიმა ბიჭმა და ვნებიანად დაუწყო კოცნა-მე გავხსნი-პერანგიც ისროლად და მალე მართლაც მიაღწიეს სრულ ნეტარებას...მიესვენნე ერთმანეთს და ხელებს ასროალებდნენ ერთმანეთის სხეულზე..თითქოს ეს უკანასკნელი მეცნიერული შესწავლის საგანი ყოფილიყო..მაგრამ არაა მართალი! ეს მათთვის მართლაც იყო შესწავლის საგანი და კიდევ უფრო მეტი...
-მიყვარხარ,ნიაკო გოგიჩაიშვილი..
-მეც,დათო შენგელია..
-როდის გვქონდეს ქორწილი?-დათომ აათვალიერა ნიაკოს სახე და თმებში ღრმად ჩაურგო სახე.
-მარტში,როცა ბუნება აყვავებას იწყებს..მიყვარს გაზაფხული..-ნიაკომ თავი საქმროს მკერდს მიაყრდნო და შემდეგ ზემოთ ასწია.აკვირდებოდა დათოს შავ თვალებს და ეღიმებოდა...ეღიმებოდა სიყვარულისგან და ბედნიერებისგან..ეს ორივე ხომ ამ ბიჭში იყო! გასაოცარია,როცა სიყვარულსა და ბედნიერებას ერთ ადამიანში პოულობ და კიდევ უფრო გასაოცარი,როცა ის შენს გვერდით გყავს,გყავს და თან 100d-ში გრძნობ მას..ბედნიერებაა,როცა იცი,რომ უყვარხარ და გიყვარს..როცა იცი,რომ ის მხოლოდ შენია...
-მე ყველაზე ბედნიერი ვარ...-დათომ ისევ ჩამოასხა ღვინო..
-მეც უბედნიერესი ვარ-გამოართვა ნიაკომ.
-ჩვენ გაგვიმარჯოს,ჩვენს სიყვარულსა და ბედნიერებას-ერთმანეთს შეახეს ჭქები ისე,როგორც ერთმანეთს ეხებოდნენ ცოტა ხნის წინ..ნაზად და წრფელად,ბედნიერებითა და ვნებით,სიხარულითა და ადრენალინით..
-დარჩენილ ღვინოს ქორწილში დავლევთ...-ნიაკოს თვალებში შეხედა დათომ,სახე ახლოს მიუტანა და ყურში ჩასჩურჩულა...
___
იმედია,მოგეწონებთ.ველი შეფასებებს,არ დაიზაროთ კომენტარის დაწერა,ჩემო საყვარლებო.ალბათ,შემდეგ თავში დავასრულებ.მიყვარხართ.



№1  offline წევრი ტასიკო

რა კარგიაა ♥♥♥♥

 


№2  offline წევრი Li Zi

მაგარიაა

 


№3  offline წევრი nini :)

აუ ძაან მაგარი მაგრამ გული მწყდება რომ დამთავრებისკენ მიდის ისტორია მართლა ძალიან საინტერესოა

 


№4  offline წევრი kora

აუუ, ძაან მომეწონა ეს თავი <3
--------------------
kira.G

 


№5 სტუმარი Lik

Auu sheecade rom didxans gagrdzeldes motxroba

Auu sheecade rom didxans gagrdzeldes motxroba <3<3

 


№6  offline მოდერი ჯია

მოდიის ქორწილიი, მოდიიის love love

 


№7  offline წევრი p♥♥h ^^

Shen cudad ici xolme ubedurebis datrialeba da imedia mshvidad miiyvan bolomde :D
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ბავშვებო...

ყველფაერი სრუდება და ესეც ვერ გაგრძელდება სამუდამოდ. love

 


არმინდა დასრულდესბისე ძაან მომწონს

 


№10  offline მოდერი ანკა

სიტყვები არ მყოფნის... ძალიან თბილი თავი იყო love love love

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

შეყვარებული გოგონა
არმინდა დასრულდესბისე ძაან მომწონს

ანკა
სიტყვები არ მყოფნის... ძალიან თბილი თავი იყო love love love

მადლობთ... love love

 


№12  offline წევრი lamazi gogona

მმმ...არ ვიცი,რა გითხრა..ძალიან მომწონს.არ მინდამალე დასრულდესმაგარი წყვილი..საერთოდ ვგიჟდები ყველა პერსონაჟზე.. love love

 


№13  offline ადმინი უნდა ვწერო

lamazi gogona
მმმ...არ ვიცი,რა გითხრა..ძალიან მომწონს.არ მინდამალე დასრულდესმაგარი წყვილი..საერთოდ ვგიჟდები ყველა პერსონაჟზე.. love love

მადლობ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent