შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლის დედოფალი (8 ნაწილი)


31-08-2015, 11:00
ავტორი ანკა
ნანახია 8 025

თვალები რომ გაახილა ერეკლეს საძინებელ ოთახში იწვა. მამაკაცი მისკენ მიტრიალებულიყო და უდარდელად ფშვინავდა. გუშინდელი კადრები ამოუტივტივდა თვალწინ და ჩაეღიმა. როდიდან დაიწყო ფიქრი და მოგონებების გახსენება? მგონი დღეიდან... ერეკლე ყველასგან გამოირჩეოდა რაღაცით... განა სიმპატიური მამაკაცები ცოტაა ამქვეყნად, ან დაკუნთული და ძლიერი... ვიკა პირადად ბევრ ასეთს შეხვედრია, თუმცა მათ მიმართ იგივე არ უგრძვნია, რასაც ერეკლეს მიმართ გრძნობს... სახეზე დააკვირდა და ყოველი ნაკვთის შესწავლა დაიწყო. თურმე იმაზე მეტად მამაკაცური ყოფილა, ვიდრე აქამდე ეგონა. მკაცრი ნაკვთები ჰქონდა, რაც ვიკას უფრო მიმზიდველად მიაჩნდა მამაკაცში. თვალწინ მისი ნახშირისფერი თვალები დაუდგა და სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. „იმედია ღრმად სძინავს...“ - გაიფიქრა ვიკამ გულისფანცქალით და მასთან ახლოს მიჩოჩდა. ნატიფი თითები სახეზე ნაზად ჩამოუსვა, შემდეგ ტუჩებს დააკვირდა. უნდოდა მასაც შეხებოდა, თუმცა ამდენი ვეღარ გაბედა... ბოლო-ბოლო მამაკაცი წუთი-წუთზე გაიღვიძებდა!..
-რას აკეთებ? - უეცრად ერეკლემ მარჯვენა ხელი წელზე მოხვია, გოგონა თავისკენ მიიზიდა და კმაყოფილი ტონით თვალების გახელის გარეშე ჰკითხა.
-შენ თვითონ რას შვები... გამიშვი! - აფართხალდა ვიკა და თავის დაღწევა სცადა მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ჰქონდა ამის სურვილი.
-კიდე მომეფერე რა... - გაუღიმა ერეკლემ და ორივე ხელით მჭიდროდ აიკრა გოგონა სხეულზე.
-როდის გეფერებოდი რო? - ჰკითხა ვიკამ და გული ისე აუჩქარდა, კინაღამ ამოუვარდა.
-რამდენიმე წამის წინ - უპასუხა მშვიდად და გოგონას ზღვისფერ თვალებში მიაჩერდა.
-მე... სულაც არ გეფერებოდი... - ჩაიფრუტუნა ვიკამ უარის ნიშნად.
-ხოო? - ჰკითხა ერეკლემ და წარბი ეჭვით აზიდა. - აბა რას შვებოდი?
-რას და... კოღო გეჯდა და მოგაშორე... - მოიფიქრა უცბად და ისევ აფართხალდა. ერეკლემ მძიმედ ამოიოხრა და ვიკას ხელი გაუშვა. აშკარა იყო, რომ არ დაიჯერა და ისიც ნათელი იყო, რომ გოგონას მასთან ყოფნა უნდოდა. ამ ყველაფერს ერეკლე უპრობლემოდ ხვდებოდა... იცოდა, რომ ვიკას მისი ალერსის სურვილი კლავდა. ამას ყველა ქმედებით ამტკიცებდა, როდესაც მას თავის მკლავებში ატყვევებდა, მაგრამ იმას ვეღარ ხვდებოდა რატომ გაურბოდა. რატომ ამბობდა იმაზე უარს, რაც თვითონაც ძალიან უნდოდა. რატომ ამჯობინებდა ალერსს გაქცევას... რა ხდებოდა? ამასთან დაკავშირებით მიახლოებული წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რადგან ის არ იცნობდა ასეთ ვიკას... შეყვარებული ვიკას... მან იცოდა ქარაფშუტა გოგონა კლუბიდან, რომელიც შეხვედრის პირველივე ღამეს საწოლში ჩაიგორა. ამბობენ, ყველაზე რთული პირველიაო. არ ააქვს მნიშვნელობა რაზეა საუბარი... რამეს ერთხელ თუ გაბედავ, მეორედ მისი ისევ გაკეთება უფრო გაგიადვილდება, მაგრამ ვიკას შემთხვევაში ეს პირიქით იყო... ამის მიზეზს კი ვერც ერეკლე და ვერც ვიკა ვერ ხვდებოდნენ...
-ადექი, თორემ დაგვაგვიანდება - უხერხული სიჩუმის დარღვევა სცადა ვიკამ და ფეხზე წამოდგა - ტანსაცმელს გამოვიცვლი - დაამატა მცირე დუმილის შემდეგ, ერეკლეს ოთახის კარი გამოიხურა და „თავის“ ოთახში ტანსაცმლის ძებნა დაიწყო. მას ხომ თითქმის ყველაფერი ერეკლესთან ჰქონდა დატოვებული. შემდეგ პირველ სართულზე ჩავიდა და ყავის მოდუღება დაიწყო. იფიქრა, ერეკლე გუშინ დაიღლებოდა და ახლა ეს გამოაფხიზლებსო.
-ყავას ადუღებ? - სამზარეულოში ერეკლე შემოვიდა გრძელი სპორტულით და სკამზე ჩამოჯდა.
-კი, ხომ დალევ? - ჰკითხა და ჭიქები გადმოიღო.
-დავლევ აბა რას ვიზამ... გუშინდლის მერე ძალიან დაღლილი ვარ... - გაიზმორა და ხელებით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო
-ხო მართლა, გუშინ რომელზე მოვედით სახლში? - თან ყავიანი ჭიქები მაგიდაზე დადგა და მაცივარი გამოაღო რაიმე გემრიელის პოვნის იმედით.
-ღამის 3 საათზე დაახლოებით. ზუსტად არ ვიცი... - უპასუხა ერეკლემ და ყავა მოსვა.
-მე რატომ არ გამაღვიძე? ჩემით ამოვიდოდი... - უთხრა მიტრიალების გარეშე, კრუასანები თეფშზე დააწყო და მაგიდაზე დადო.
-ისე საყვარლად გეძინა გასაღვიძებლად ვერ გაგიმეტე - გაუღიმა ერეკლემ და კრუასანი გემრიელად ჩაკბიჩა.
ასე ტკბილად დაიწყო მომავალი გვრიტების დილა. მანქანაში ჩასხდნენ და სამსახურში ერთად მივიდნენ.
-შენ არ მოხვალ? - ჰკითხა ვიკამ სანამ დებორას კაბინეტში შევიდოდა.
-არ ვიცი... ბევრი საქმე დამიგროვდა და მოგვიანებით თუ მოვახერხებ აუცილებლად შემოგივლი - უპასუხა ერეკლემ და თვალებზე მიაჩერდა.
-კარგი -გაუღიმა გოგონამ და კარის სახელურს ჩაეჭიდა.
-ვიკა... - გააჩერა ერეკლემ და ისიც მომენტალურად მიბრუნდა მისკენ.
-გისმენ...
-უჩემოდ არ წახვიდე - უპასუხა და თავის კაბინეტს მიაშურა. რამდენიმე წამი უაზროდ გაღიმებული ვიკა კართან იდგა, შემდეგ კი გაახსენდა, რომ დებორა ელოდებოდა და ოთახში შევიდა.
-გამარჯობა დებორა! - გაუღიმა ქალს და სავარძელში მოკალათდა.
-გამარჯობა! - გაღიმებულმა ამოხედა საბუთებიდან და გოგონა დაკვირვებით აათვალიერა. - თვალები გიციმციმებს... რამე ხდება? - ჰკითხა ეჭვისთვალით და გაუცინა.
-არა, არაფერი... - გაუღიმა მორიდებულად - მე და ერეკლე შევრიგდით... - დაამატა მოგვიანებით და ქალის რეაქციას დაელოდა.
-ასე მალე? - ჰკითხა სასიამოვნოდ გაოცებულმა .
-ჰო... - უპასუხა ოდნავ ხმადაბლა. - დავიწყოთ ვარჯიში? - ჰკითხა ვიკამ
-კი, წამოდი - ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
-ერეკლემ მითხრა, თუ მოვახერხებ საღამოს აუცილებლად შემოვივლიო - ისევ ერეკლეზე ალაპარაკდა და სულ ტიტინით მიყვა დებორას პოდიუმამდე.
-ძალიან კარგი - გაუღიმა დებორამ და სიცილისგან თავი ძლივს შეიკავა. იმდენად ახარებდა ვიკას ასეთ სასიამოვნო ცვლილება, რომ ლამის იყო თვითონ ეთქვა ერეკლეზე ხარ შეყვარებულიო, თუმცა ითმენდა... და ალბათ კარგსაც შვრებოდა... იმედია დამეთანხმებით... მთელი დღე დაუღალავად დადიოდა პოდიუმზე, ყველა დეტალს უდიდეს ყურადღებას ანიჭებდა და დებორას შენიშვნებს ზუსტად ითვალისწინებდა. თან გული გამალებით უცემდა იმის მოლოდინში, რომ ერეკლე კარს შემოაღებდა და ნახშირის თვალებს მიანათებდა. ფიქრის გარდა, მასზე ლაპარაკითაც არ იკავებდა თავს. ქალს, რომელიც უკვე თავის მესაიდუმლედ და ერთგულ მეგობრად გაეხადა, სულ გუშინდელ ამბებს უყვებოდა. მართალია ინტიმურ დეტალებს ახტებოდა, თუმცა მთლიანობაში ყველაფერი მოუყვა.
-შეიძლება? - საღამოს უეცრად ოთახის კარი ერეკლემ შემოაღო და ვიკას „ოცნებაც“ ახდა. დაბნეული შეჩერდა პოდიუმზე და მამაკაცს გახედა.
-კი, შემოდი ერეკლე... ვიკა გააგრძელე სიარული!.. - ერეკლედან მზერა გოგონაზე გადაიტანა და შემფასებლური მზერა მიაპყრო. ვიკა კიდევ ნახევარი საათი დადიოდა პოდიუმზე წინ და უკან. ერეკლეს თვალს არ აშორებდა. უნდოდა მის სახეზე კმაყოფილება ან უკმაყოფილება ამოეკითხა, თუმცა არც ერთი ჩანდა და არც მეორე. მამაკაცი მას ყურადღებით აკვირდებოდა, თუმცა ემოციების გამოხატვისგან თავს იკავებდა.
-კარგი ვიკა, გამოიცვალე და მოდი. საკმარისია... უკვე მომწონს - შეაქო გოგონა და შემდეგ ერეკლეს მომღიმარი მიუბრუნდა. ვიკა თეძოების რხევით წავიდა გასახდელისკენ, თავისი ტანსაცმელი ჩაიცვა და ისევ დარბაზში დაბრუნდა.
-მზად ხარ? - ჰკითხა ერეკლემ.
-კი - უპასუხა და ხელებზე დაიხედა, ჩანთა ხომ ნამდვილად მიჭირავსო.
-კარგი... დები, აბა ხვალამდე - გაუღიმა ქალს და ვიკას ანიშნა გამოყოლა.
-ნახვამდის - დაემშვიდობა ვიკაც და მამაკაცს გაყვა.
-მოგეწონა ჩემი სიარული? - ჰკითხა მაშინვე, როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ.
-კი... ყოღაჩ, კარგი გოგო ხარ... - თბილად გაუღიმა და მანქანა დაძრა. კმაყოფილი გოგონა კომფორტულად მიეყრდნო საზურგეს და ქუჩების თვალიერება დაიწყო. სახლამდე ხმა აღარ ამოუღიათ. იქაც ერთი-ორჯერ გასცეს ერთმანეთს ხმა და შემდეგ დასაძინებლად დაწვნენ.
..........
მთელმა კვირამ ვარჯიშსა და მუშაობაში მალე გაიარა. ერეკლეს და ვიკას ურთიერთობა საგრძნობლად დაუთბათ. სულ ღიმილით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ერეკლემ რამდენჯერმე გამოიჭირა ვიკა, თუმცა გოგონა სულ ახერხებდა მისი ხელებიდან დასხლტომას, რის გამოც მამაკაცს „ხახამშრალს“ ტოვებდა. განა ვიკასთვის ადვილი იყო? რაღაც ძალა ბოჭავდა და ვერ ბედავდა თავისთვის სიამოვნების უფლება მიეცა. ერეკლე კი თავს იმით იმშვიდებდა, რომ პარიზში დიდი დრო ექნებოდა, თან სამსახურშიც არ იქნებოდა წასასვლელი და გოგონას მალევე მოარჯულებდა.
-ერეკლეე... - ერთ დღესაც ტუჩებდაბუშტული ვიკა პირველ სართულზე ჩაპაკუნდა და მამაკაცს ლეკვის თვალებით გახედა.
-რა იყო? - ჰკითხა ერეკლემ და ინტერესით მიაჩერდა.
-ხვალამდე რაღაცეების ყიდვა მინდა მაღაზიებში და წამიყვან? - რა ხდებოდა ხვალ? ხვალ პარიზში მიფრინავდნენ!
-კი, რისი ყიდვა გინდა? - ფეხზე წამოდგა, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და კარში გავიდა.
-რაღაცეების - უპასუხა ისევ და უკან მიჰყვა.
-მაგ რაღაცეებს სახელი არ ააქვს? - ჰკითხა ერეკლემ ღიმილით და გოგონას კარი გაუღო რომ დამჯდარიყო.
-ჯერ აფთიაქში მინდა რაღაცეები, რაც შენი საქმე არაა და მერე ტანსაცმელების ყიდვა მინდა - გაუცინა და სკამზე კომფორტულად მოთავსდა.
-ანუ ჩემი საქმე არაა ჰო? - ერეკლემაც თავისი ადგილი დაიკავა და წარბაწეულმა გახედა ვიკას.
-არა - უპასუხა კისკისით.
-იცოდე წაგართმევ და ვნახავ - მოჩვენებითად დაემუქრა და აფთიაქს მიაშურა.
-აუ არა რაა... - მთელი სერიოზულობით სთხოვა გოგონამ და ორი თითი ყელზე მიიბჯინა.
-კარგი, კარგი... მოვედით. აქ დაგელოდო? - გაუცინა და მანქანა გააჩერა.
-კი - კუნტრუშით შევიდა აფთიაქში და სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებები იყიდა.
-მოვედიი... - მანქანის კარი გააღო და სავარძელზე დასკუპდა - ახლა მაღაზიებშიი!.. - უთხრა მხიარულად და მომავალმა შოპინგმა კარგ განწყობაზე დააყენა.
მთელი დღე ერეკლეს წინ და უკან დაატარებდა. ხან რა მოეწონებოდა და ხან რა... საცვლების საყიდლადაც კი გაიყოლა მამაკაცი და მის წინ პოზიორობა დაიწყო. ხალხი ქერა ლამაზმანის საცვლებში დანახვისას პირდაღებული მისჩერებოდა გოგონას, თუმცა ვიკას ეს სულაც არ ადარდებდა. არ გეგონოთ, რომ ერეკლე ახერხებდა ვიკას სხეულიდან მზერის სხვა რამეზე გადატანას... მგონი საცვლების ყიდვა ყველაზე მეტად მოეწონა ბინძური ფიქრების მქონე ერეკლეს... მთელი დანარჩენი დღე მოღუშული სახით დაყვებოდა გოგონას და ნაყიდი ტანსაცმლის პარკებს დაატარებდა. მიუხედავად უხასიათო განწყობისა, ვიკას განაწყენება არ უნდოდა, ამიტომ თავს აჩვენებდა, რომ დიდი მონდომებით იყო ჩართული იმის განხილვაში, წითელი ქვედაბოლო უფრო მოუხდებოდა თუ ყვითელი და მაღალწელიანი ჯინსი სჯობდა, თუ დახეული და ფართე... ეს ყველაფერი არა მარტო ერეკლეს, არამედ თითქმის ყველა მამაკაცს ძალიან ღლის, თუმცა ცოტა თუ ახერხებს საყვარელ ქალს ეს არ აგრძნობინოს... საყვარელსოო??? დიახ, არ მოგესმათ... მამაკაცი ნელ-ნელა უახლოვდება იმ დასკვნას, რომ ვიკა სხვანაირად მოსწონს.
-ეგეც იყიდე და წავიდეთ რა დავიღალე... - ვეღარ გაუძლო ერეკლემ და მთელი დღის განმავლობაში პირველად დაიწუწუნა. ისე ყოჩაღ მაგას, შუადღის 12 საათიდან დაწყებული, საღამოს 6 საათამდე უხმოდ დადიოდა წინ და უკან და ახლა უკვე ეპატიება
-ამმ, ახლავე... - მაშინვე დაფაცურდა ვიკა და 1 წუთში უკვე წასასვლელად იყო მზად. - წავიდეთ? - ჰკითხა ერეკლეს და გაუღიმა.
-ასე მალე მორჩი? - მამაკაცმა გაკვირვებისგან პირი დააღო.
-ხო - მხრები აიჩეჩა და მაღაზიიდან გამოვიდა.
...............
-ერეკლეეეე!!!!!! - გაეღვიძა თუ არა გახარებული წამოფრინდა ფეხზე და მამაკაცის ოთახში წივილ-კივილით შევარდა - ერეკლეე!!! - დაიძახა ისევ და მძინარე ერეკლე შეანჯღრია. - ერეკლე... - დაუძახა უფრო ჩაფიქრებულმა, ასეთი რა სძინავს ჯერ კიდევ რომ ვერ გავაღვიძეო და მხარზე დაექაჩა. უეცრად ერეკლემ შესაშინებლად იღრიალა, ვიკას ხელი ჩაავლო და საწოლზე მოადენინა ზღართანი.
-აუუ, გული გამიხეთქე! - დაიწუწუნა გოგონამ და ხელი გულზე მიიდო.
-არც შენ გამაღვიძე მაინცდამაინც სასიამოვნოდ - წარბები შეჭმუხნა ერეკლემ და ვიკას დააკვირდა.
-ადექი რაა! - საწოლზე წამოჯდა და ხელზე დაექაჩა პატარა ბავშვივით, ზამთარში პირველ თოვლს რომ დაინახავენ და ერთი სული აქვთ საგუნდაოდ როდის გაიყვანენ მშობლები...
-რატო ავდგე, ჯერ ძალიან ადრეა... - გაუკვირდა ერეკლეს, ბალიში საწოლის საზურგეს მიადო და კომფორტულად მიეყრდნო.
-აბა მე მარტომ რა ვაკეთო - ტუჩები დაბუშტა და მამაკაცს ლეკვის თვალები მიაპყრო. ერეკლემ მეტი ვეღარ მოითმინა ამ მადისაღმძვრელი ტუჩების უმოქმედოდ ყურება, თვალის დახამხამებაში მიუახლოვდა გოგონას, ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და ისევ უკან დაიწია.
-ერეკლე! - საყვედურნარევი ტონით მიმართა ვიკამ, სინამდვილეში კი ამ კოცნამ მთელი ორომტრიალი განაპირობა მის მუცელში.
-რამე მოხდა? - ჰკითხა ვითომ გაკვირვებულმა.
-იდიოტი ხარ! - უპასუხა გულაცრუებულმა, ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავარდა. რატომ აუცრუვდა გული? ერეკლესგან რაღაცას ელოდა... უნდოდა მამაკაცს მისთვის რამე ეთქვა. თავის ოთახში შევიდა, საწოლზე ჩამოჯდა და ატირდა. მიხვდა, რომ ცხოვრებაში პირველად შეუყვარდა, ერეკლეს კი არ უყვარდა! მას ხომ მხოლოდ მისი მიმზიდველი სხეული აინტერესებდა! მისი ტუჩების ერთი წამით შეხებაც კი საკმარისი იყო, რომ ვიკას მთელი სხეული ახურებულიყო. როგორ უნდა გაეძლო ერთი თვე ერეკლეს გვერდით ნამდვილად არ იცოდა... როგორ მოახერხებდა იმ ემოციების და გრძნობების დამალვას, რასაც მის მიმართ განიცდიდა და რამდენიმე წამის წინ სახელი დაარქვა... წარმოდგენა არ ჰქონდა, თუმცა ახლა უფრო მეტად იმაზე დარდობდა, რომ ერეკლეს კოცნა ვნებამ და მიზიდულობამ განაპირობა, და არა გულმა და გრძნობებმა. მისთვის მეტჯერ კოცნის საშუალება არ უნდა მიეცა! ამით ხომ თავს გამოამჟღავნებდა!..
-ვიკა, აქ ხარ? - კარზე კაკუნი და ერეკლეს ხმა გაისმა. ვიკამ სწრაფად მოიწმინდა ცრემლები, სარკეში თავი შეათვალიერა და შეეცადა დამშვიდებული ხმით ეპასუხა.
-კი
-შეიძლება შემოვიდე? - ჰკითხა მამაკაცმა.
-შემოდი... - უპასუხა ხმადაბლა და ერეკლეს მოლოდინში გულისცემა აუჩქარდა.
-ვიკა, რა დაგემართა? - ანერვიულებული მამაკაცი მის გვერდით საწოლზე ჩამოჯდა და გოგონას თვალებში დაკვირვებით ჩახედა.
-არაფერი... - უპასუხა მოკლედ და მზერა აარიდა.
-იტირე? - შენიშნა შეწუხებულმა - ვიკა, ამ კოცნის გამო იტირე? რამე გაწყენინე და არასწორად გავაკეთე? ამიხსენი რა გჭირს... - ბუტბუტებდა ერეკლე დამნაშავე ხმით.
-არაფერი არ დაგიშავებია... - მისკენ მიტრიალდა და ოდნავ, ძლივს შესამჩნევად გაუღიმა, თუმცა ერეკლემ ესეც შენიშნა და თავისი თბილი მზერა შეაგება. „ასეთი მზრუნველი როდიდან გახდა...“ - გაიფიქრა ვიკამ და ნახშირის თვალებში ჩაიკარგა.
-აბა რა მოხდა, აშკარად გეტყობა, რომ იტირე... - ჩააცივდა მამაკაცი.
-გთხოვ, ახლა ამაზე ნუ დამელაპარაკები... არ ინერვიულო, ყველაფერი კარგადაა... - უპასუხა მშვიდი ხმით, ოდნავ გაოცებულმა მამაკაცის აღელვების შემჩნევის გამო. გაუხარდა, რომ ერეკლე მასზე ღელავდა, თუმცა იმდენად ასევდიანებდა ის ფაქტი, რომ ერეკლეს არ უყვარდა, ყველაფერს ავიწყებდა. მის გადამეტებულ ზრუნვასაც კი, რომელიც საპირისპიროს მეტყველებდა...
-მოდი მაშინ ახლა რამე გავაკეთოთ, უკვე ამდგარი ვარ! - საზეიმოდ უთხრა ერეკლემ და ვიკას გაცინებაც მოახერხა.
-რა იდეები გაქვს? - ჰკითხა ინტერესით.
-ბარგი ჩალაგებული გაქვს ხომ?
-კი - დაეთანხმა მაშინვე.
-კარგია, მაშინ უფრო დიდი დრო გვაქვს - თქვა კმაყოფილმა.
-მალე მითხარი ახლა! - აკისკისდა ვიკა და ინტერესიანი მზერა მიაპყრო მამაკაცს.
-საუზმე მოვამზადოთ ერთად! თან ვნახავ აბა რა მზარეული ხარ! - გაუცინა და გოგონას რეაქციას დაელოდა.
-კაცები სულ კუჭით როგორ ფიქრობთ - ჩაიცინა და დაამატა - ისე კარგი იდეაა.
-მაშინ წამობრძანდით ქალბატონო და საქმეს შევუდგეთ! - კარში ჯელტმენივით გაატარა და სამზარეულოსკენ მიმავალ ვიკას გაჰყვა.
-რა გავაკეთოთ? - იკითხა ვიკამ და სამზარეულოს დახლს დაეყრდნო.
-რაც შენ გინდა ის - უპასუხა უდარდელად.
-მამოწმებ? - სიცილით მიუხვდა გოგონა მამაკაცს ჩანაფიქრს და წარბები აზიდა.
-შეიძლება ეგრეც ითქვას... - ამანაც ეშმაკურად გაუღიმა და ვიკას მიუახლოვდა.
-მაშინ ჩემი საფირმო კერძი გავაკეთოთ! - იმწამსვე დაიძვრინა თავი და გვერდზე გახტა.
-და რა არის შენი საფირმო კერძი? - ჰკითხა წარბაზიდულმა.
-ომლეტი ალუბლით - ახარა თვალებგაბრწყინებულმა - და დრო თუ დაგვრჩა დესერტად შოკოლადის ტორტს გავაკეთებ! ორივე ევროპული კერძია...
-ვაა, ყოჩაღ შენ! - ვიკასგან არ ელოდა ასეთ მზარეულობას. იფიქრა, საერთოდ არ ეცოდინება კერძების გაკეთებაო, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა.
-ახლა გამოვიცვლი და მაღაზიაში წავიდეთ პროდუქტების საყიდლად - თავის ოთახში აკუნტრუშდა, სწრაფად გამოიცვალა და პირველ სართულზე ლამის სირბილით ჩავიდა.
მაღაზიაში განყოფილებებს შორის დაპაკუნობდა ვიკა და ერეკლეც მას დაყვებოდა უკან.
-ესეიგი, ომლეტს უნდა რძე, ფქვილი, კვერცხი, მარილი, ალუბალი, შაქარი და მარგარინი. - განაცხადა თავდაჯერებულად და როდესაც ყველაფერი იპოვნა, ტორტის ინგრედიენტების ძებნა დაიწყო. მანქანაში დატვირთულები ჩასხდნენ და სახლისკენ გაემართნენ. ერეკლეს საოცრად მოსწონდა ვიკა დიასახლისის როლში. დარწმუნებული იყო, სამზარეულოში ფუსფუსიც ძალიან „მოუხდებოდა“.
-პროდუქტები აქ დააწყვე და მე მალე მოვალ - უთხრა ერეკლეს, ოთახში ავიდა, სპორტულები გადაიცვა და სამზარეულოში დაბრუნდა. მთავარი მზარეულის როლი ვიკას ჰქონდა შეთავსებული. ერეკლე მხოლოდ წვრილმან საქმეებში ეხმარებოდა. ერთად იმდენად სწრაფად მოამზადეს ომლეტი, რომ დრო ტორტის გასაკეთებლადაც დარჩებოდათ. ცომის მოზელისას ვიკას ეშმაკუნა ჩაუჯდა თავში, ფქვილს ხელი დაავლო და ერეკლეს სახეში გაუქანა.
-აჰაჰაჰჰაჰაა... - ახარხარდა გამოშტერებული ერეკლეს დანახვისას, რომელიც საერთოდ არ ელოდა ასეთ „გალამაზებას“.
-სასაცილოა ხომ? - ჰკითხა და წარბები ეშმაკურად აზიდა.
-კი, ძალიან - კისკისს არ წყვეტდა გოგონა.
-ეს უფრო სასაცილო იქნება - ახლა თვითონ მივიდა და თავიდან ფეხებამდე ფქვილში ამოგანგლა.
-ერეკლეეე!!! - უსაყვედურა, თუმცა მაინც გაეღიმა.
-შენ დაიწყე! - უპასუხა უდარდელად. ამ დროს ვიკამ მთელი შეკვრა ფქვილი აიღო და თავზე გადააცალა.
-მეტი ფქვილი აღარ დაგვრჩა რომ ისევ დამსვარო - თვალი ჩაუკრა და ცომის მოსაზელად მიტრიალდა, თუმცა ძლიერმა ხელებმა დააკავეს.
-სამაგიეროდ მე მაქვს იმდენი ფქვილი, რომ შენთვის არ დამენანება - ზურგიდან აეკრო და ხელების ფათური დაუწყო, რომ ვიკაც თავის დღეში ჩაეგდო. პატარა ბავშვებივით იქცეოდნენ... მათი სიცილის ხმები მთელს სახლს ახალისებდა.
-კაი, გამიშვი ახლაა!!! - საბოლოოდ აფართხალდა ფქვილში ერეკლესნაირად ამოგანგლული ვიკა და ისევ გაიცინა.
-რა საყვარლად იცინი - ერეკლემ ყურში თბილად ჩასჩურჩულა და ხელები გაუშვა. გოგონას მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ჩაეღიმა.
-ფქვილი რომ აღარ გვაქვს რა ვქნა ახლა... - ჰკითხა ერეკლეს და დოინჯი შემოირტყა.
-საერთოდ ნუ გააკეთებ მაშინ... ცხობაში შენს შესაძლებლობებს მერე გამოვცდი - თვალი ჩაუკრა და გაუცინა.
-კარგი. ახლა შხაპის გადასავლებად შევალ. შენი წყალობით თმის ერთი ღერიც კი არაა სუფთა... - უთხრა ღიმილით და კარისკენ წავიდა.
-გინდა თავი დაგაბანინო? - ჰკითხა მზრუნველად.
-ამმ... მგონი ჩემითაც გავართმევ თავს... - უპასუხა დაბნეულად.
-გაგიჭირდება, წამოდი... - თვალი ჩაუკრა და მასთან ერთად სააბაზანოში შევიდა. - ტანზე გაიხადე - მიმართა გოგონას, თვითონ ერთი საცვლის ამარა დარჩა და წყალი მოუშვა. გოგონამაც გაიძრო ტანსაცმელი და საცვლებით აეტუზა წინ ერეკლეს. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა ალბათ ჯობს დავაკონკრეტოთ... ეს სიჩუმე ვიკასთვის იყო უხერხული, თორემ ერეკლე მისი სხეულის დაკვირვებით იყო გართული...
-აი შამპუნი - დუმილი ვიკამ დაარღვია და ერეკლეს შამპუნი მიაწოდა. მამაკაცმა უხმოდ გამოართვა და წყლის ნაკადი თავზე დაასხა.
-მართლაც რამდენი ფქვილი გაქვს... - უთხრა ერეკლემ და თმების დასუფთავება განაგრძო.
-შენ უნდა გიმადლოდე - ჩაიქირქილა სარკასტულად და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.
-ნუ იკბინები - ერეკლე მასთან უფრო ახლოს მივიდა და ზურგზე აეკრა. იმდენად გახურებულად ეჩვენა ვიკას ერეკლეს სხეული, რომ ასე ეგონა, მთელი ტანი მეწვისო. მიუხედავად ამისა, განძრევა ვერ მოახერხა. მოჯადოებულივით იდგა გაშეშებული ერთ ადგილას და ერეკლეს შეხებით გამოწვეული აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ცდილობდა... როგორც ყოველთვის, უშედეგოდ... ერეკლე ვიკას ნაზ თმებში ხლართავდა თითებს და ძლივს ახერხებდა თავის შეკავებას, რომ პატარა ქალბატონისთვის არ ეკოცნა, თავის მკლავებში მოექცია და ეთქვა, რომ უყვარდა... რა აბრკოლებდა? ალბათ ის, რომ გრძნობების ორმხრივობაში ჯერ ბოლომდე არ იყო დარწმუნებული. ვიკა ხომ მუდმივად გაურბოდა...
-თავი დაბანილი გაქვს... - ბოლოჯერ წაეთამაშა გოგონას ნაზ კულულებს და დუში ძირს დაუშვა.
-მომეცი, ახლა მე დაგბან... - ვიკა მისკენ მიტრიალდა და დუში გამოართვა. თვითონაც არ იცის საიდან გაბედა ამდენი, თუმცა ძალიან უნდოდა ერეკლეზე ეზრუნა. აქამდე ეს სურვილი არავის მიმართ გასჩენია და ამიტომ ძალიან უნდოდა გამოეცადა ის შეგრძნება, რომელიც სხვაზე ზრუნვით გეუფლება. უყვარდა ერეკლე და ამას თავის თავთან არც მალავდა, თუმცა ისიც დარწმუნებით იცოდა, რომ მამაკაცს მისი სხეული იზიდავდა და ეს გულს სტკენდა... გაკვირვებულმა მამაკაცმა უხმოდ გაუწოდა დუში და გოგონას თვალებში მიაჩერდა.
-ცოტა დაიხარე, ასე ვერ გწვდები - გაუცინა ვიკამ და ერეკლეს ანიშნა თავი დაწიეო...
...........
სუფთები და დაბანილები გაემართნენ თავიანთი ოთახებისკენ და უკვე სამგზავროდ გამოეწყვნენ. რეისი დილის 9 საათზე იყო, ახლა კი 8 ხდებოდა.
-აბა ვნახოთ რა გააკეთე - ერეკლემ გემრიელად მომზირალი კერძი თეფშზე გადაიღო და მაგიდას მიუჯდა. ვიკაც უხმოდ დაჯდა საპირისპირო მხარეს და შეფასებას მოუთმენლად დაელოდა. ერთი სული ჰქონდა გაეგო მოეწონა თუ არა ერეკლეს მისი ნახელავი.
-როგორია? - ჰკითხა და ადგილზე ცქმუტვა დაიწყო. ერეკლე სულაც არ ჩქარობდა შეფასების გაკეთებას. გოგონას წვალება ართობდა და ისიც ჯიუტად ღეჭავდა ერთიდაიგივე ლუკმას. - ერეკლეე!!! - დაუძახა და სიცილი მაინც ვერ შეიკავა.
-არაფრად არ ვარგა! - ხელი ჩაიქნია ერეკლემ და გულაცრუებული მიეყუდა სკამის საზურგეს.
-შანსი არაა! - შეეწინააღმდეგა ვიკა და კერძი დააგემოვნა. უგემრიელესი იყო... მაინც რა დაუწუნა ერეკლემ? - არ ვარგა ხომ? - ჰკითხა და წარბი აზიდა.
-კარგი, კარგი!.. ძალიან გემრიელია, უბრალოდ შენი რეაქცია მაინტერესებდა - სიცილით ასწია ერეკლემ ხელები ზემოთ დანებების ნიშნად და გემრიელად განაგრძო ვიკას საფირმო კერძის ჭამა.
-იდიოტი ხარ! - გაუცინა ამანაც და ჭამა განაგრძო. ერთმანეთისკენ ფარულ მზერას აპარებდნენ და როდესაც მათი თვალები ერთმანეთს აწყდებოდნენ, აფორიაქებული ვიკა საპირისპირო მხარეს იხედებოდა, რასაც ერეკლეს ტუჩის კუთხის ჩატეხვა მოყვებოდა. საუზმობის შემდეგ ვიკამ ჭურჭელი გარეცხა, ერეკლემ კი გაამშრალა. შემდეგ ბარგი მანქანაში ჩააწყვეს და აეროპორტისკენ წავიდნენ. ტატო, დებორა და ზოგიერთი მოდელი გოგონები უკვე შეკრებილიყვნენ.
-გამარჯობათ! - მიესალმა ერეკლე ტატოს და დებორას და ორივე გადაკოცნა. ვიკაც ანალოგიურად მოიქცა და მამაკაცის გვერდზე აიტუზა.
-რამდენ ხანშია ჩვენი რეისი? - იკითხა ისევ ერეკლემ.
-ახლა გამოაცხადეს, რომ 15 წუთში დაიწყებოდა ჩასხდომა - უპასუხა ტატომ.
-ვინ გვაკლია?
-ნატა, ნუცა და თაკო - თქვა დებორამ ხავერდოვანი ხმით და გოგონებს თვალი გადაავლო. ვიკა არცერთ მათგანს არ იცნობდა. მოდელებიდან ზოგი ერეკლეს ათვალიერებდა ხარბი მზერით, ზოგი ჭორაობით გართულიყო, ზოგი კი მობილურს ჩასჩერებოდა. ნატას სახელის გაგონებაზე სახე უკმაყოფილოდ დამანჭა. ეს გოგო პარიზში ნერვების ფასად დაუჯდებოდა...
-იკაკო, მოვედიი!!! - აეროპორტში ქუსლების კაკუნით შემოვარდა ნატა და ერეკლეს მივარდა. მამაკაცმა მას თავი აარიდა და არ მისცა საშუალება მისთვის ტუჩებში ეკოცნა, ხელები თავისი კისრიდან ჩამოაღებინა და ანიშნა სხვა მოდელებს შეუერთდიო. მექალთანე კაცი სადღაც გამქრალიყო, რომელსაც ქალის ალერსი ძალიან სიამოვნებდა... ახლა მისთვის ერთადერთი ქალი ვიკა იყო და მხოლოდ მისი ტუჩების შეხება ესიამოვნებოდა. ყოველგვარი სურვილი ჰქონდა დაკარგული სხვა ქალს შეხებოდა და ეს აშკარადაც გამოამჟღავნა.
-რამე მოხდა? - იკითხა ტუჩებდაპრუწულმა ნატამ.
-არაფერი, შენი ადგილი დაიკავე! - მიმართა შედარებით მკაცრად და გოგონებზე ანიშნა. გაბუტული ნატა უკანალის კუნტრუშით მივიდა გოგონებთან და იქვე ჩამოჯდა.
-მეც მათთან მივიდე? - ჰკითხა ერეკლეს ვიკამ და მოდელებზე ანიშნა. ძალიან გაუხარდა, როდესაც მამაკაცმა ნატა მოიშორა და კოცნის საშუალება არ მისცა. მართალია ვერ მიხვდა რატომ მოიქცა ერეკლე ასე, თუმცა მთავარი ის იყო, რომ წითურმა თავისი ვერ მიიღო.
-არაა საჭირო, შენ ჩემს გვერდით ჯდები - გაუღიმა ერეკლემ თბილად და თან რიგში ჩადგა, რადგან ჩასხდომა იწყებოდა.
-შენს გვერდით რატომ? - ჰკითხა გაკვირვებულმა - მეც ხომ უბრალო მოდელი ვარ...
-რადგან ჩემს გვერდით ჯდები, ესე იგი ასეა საჭირო - აუხსნა მოკლედ და ხელი წელზე მოკიდა, რათა გოგონა წინ წასულიყო. ვიკა და ერეკლე ერთად ისხდნენ, მათ უკან ტატო და დებორა, დანარჩენ სკამებზე კი მოდელი გოგონები. ერთადერთი ნატამ მოახერხა რომელიღაც მგზავრისთვის ადგილის გაცვლა და ერეკლეს მოპირდაპირე მხარეს დასკუპდა. მამაკაცს ზედაც არ შეუხედავს მისთვის, თუმცა ვიკას ნერვებზე თამაშს უკვე იწყებდა ეს გოგო.
„გამოწვევა მიღებულია...“ - გაიფიქრა ვიკამ და სავარძელზე მოკალათდა...


...........
ეს რაიყო... ბავშვებო, იცით მაინც როგორ გამახარეთ გუშინ? არამგონია... მთელი დღე აჟიტირებული, გახარებული და გაღიმებული დავდიოდი წინ და უკან! გუშინდელი თქვენი საჩუქრის შემდეგ არ შემეძლო პატარა თავი დამედი, ამიტომ დავჯექი და ისევ დიდიიი თავი დაგიწერეთ...
იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ... იცოდეთ, რომ უკვე ძალიან შემიყვარდა ყოველი თქვენგანი! უზომოდ მახარებთ და მაბედნიერებთ! იმ თბილი და ტკბილი კომენტარების გამო, რასაც ყოველი თქვენგანი მიტოვებს ისტორიაზე, თქვენი უზომოდ მადლობელი ვარ! თქვენი თითოეული სიტყვა იმდენად მოქმედებს ჩემზე, რომ მთელი დღის ხასიათს პირდაპირ განსაზღვრავს...
ველი შეფასებას ჩემო ლამაზებო და ტკბილებო... მიყვარხაართ!!!
პ.ს. ერთ-ერთმა თქვენგანმა დამიწერა, რომ რამდენიმე თავი დამედო... სიამოვნებით დაგიდებდით რამდენიმეს ერთად დაწერილი რომ მქონდეს... მინდა იცოდეთ, რომ ისტორიას ყოველდღიურად ვწერ. არც ერთი თავი არ მაქვს წინასწარ დაწერილი და იმედია ამის გამო არ მიწყენ ძვირფასო...



№1  offline წევრი anni-gio2001

Ai dzaan dzaan magaria

 


№2  offline წევრი lamazmani

ვაიმე რა მაგარი თავი იყო დიდი და ძაან მაგარი მომეწონა მაგრად გავგიჟდი love
ვიკას და ერწკლეს წყვილზე ვგიჟდები ისე მომწონს love ერეკლე ძაან საყვარელია love
კარგია ნატას მასე მოუხდება თავის ადგილი მიიგო იმედია პარიზში ხელს ძააან არ შეუშლის ამ ორს თორემ მოვკლავ მაგ გაბღენძილს wink
მაგარი გოგო ხარ უკვე მერამდენედ გეუბნები დილით რმ შემოვედი და ახალი თავი რომ დავინახე მაგრად გამიხარდა თან ამხელა თავი რომ იყო უფრო გამიხარდა ძაან და რომ წავიკითხე უფრო გამიხარდა ამათი ურტიერთობის დათბობა იმედია პარიზში უფრო დაახლოვდებიან love
მაგარი გოგო ხარ ძაან love
მიყვარხარ ძაან love love love

 


№3  offline წევრი anushka15

ჩვენც ძაან გვიყვარხარ ძვირფასოო love ვიკა მაგარი გოგო არის რააა wink ყოჩარ ძალიან მაგარია

 


№4  offline წევრი nini :)

აუ ძაან ძაან მაგრია და მალე დადე შემდეგი, აუ ხვალამდე რა მოითმენს? მალე მინდა შემდეგი თავი ძაან მომეწონა

 


№5  offline წევრი nini abashidze

Ankaaa dzaliann magari iyo rogorc yoveltvis <3 aiii es nataa nervebs rogor mishlis raa,erekleee da vika kide usayvarlesebi arian,neta male gamoutydnen ertmanets.yoveldge dagvide aseti da kidev ufro didi tavebi <3 mikvarxar da sulmoutqmenlad velodebi xvalindel dilas,rom wavikitxo shemdegi tavi <3
P.S bavshvebooo yvelamm daweret ra komentarebiii rom didi tavebi dagvidos <3 :D

 


№6  offline წევრი gvichiani

მიყვარხარ მე შეეეენ love

 


№7  offline წევრი mariko_2001

ძაან მაგარიააა მადლობა დიდი თავი რო დადე ძაან საინტერესო იყოო იმედია მალე გამოუტყდებიან ერთმანეეთს .ველოდები შემდეგ თავს არ საიგვიანო გთხოოოვ<3<3<3

 


№8  offline მოდერი ანკა

anni-gio2001
Ai dzaan dzaan magaria

უღრმესი მადლობაა <3 love love love

lamazmani
ვაიმე რა მაგარი თავი იყო დიდი და ძაან მაგარი მომეწონა მაგრად გავგიჟდი love
ვიკას და ერწკლეს წყვილზე ვგიჟდები ისე მომწონს love ერეკლე ძაან საყვარელია love
კარგია ნატას მასე მოუხდება თავის ადგილი მიიგო იმედია პარიზში ხელს ძააან არ შეუშლის ამ ორს თორემ მოვკლავ მაგ გაბღენძილს wink
მაგარი გოგო ხარ უკვე მერამდენედ გეუბნები დილით რმ შემოვედი და ახალი თავი რომ დავინახე მაგრად გამიხარდა თან ამხელა თავი რომ იყო უფრო გამიხარდა ძაან და რომ წავიკითხე უფრო გამიხარდა ამათი ურტიერთობის დათბობა იმედია პარიზში უფრო დაახლოვდებიან love
მაგარი გოგო ხარ ძაან love
მიყვარხარ ძაან love love love

ჩემი გოგოო!!! მომენატრა შენი დიდი და გემრიელი კომენტარებიი love მეც ძალიან მიყვარხაარ! love love love

anushka15
ჩვენც ძაან გვიყვარხარ ძვირფასოო love ვიკა მაგარი გოგო არის რააა wink ყოჩარ ძალიან მაგარია

დიდი მადლობა love love love

 


№9  offline მოდერი D-roni

nu rogorc koveltvis kanfeet ❤❤❤
erti detali ! satauria sawolis dedofali ...
kargi iqneba aqcenti gaaketo sawolze zogjer mainc nu axla balishs da zewars ar vgulisxob :D mimixvdebi vici ❤
dzalian kargi xar punqtualuri did tavebs deb mokled nakli ar moidzebneba raa magari gogo xar dzalian ❤

 


№10  offline მოდერი ანკა

nini :)
აუ ძაან ძაან მაგრია და მალე დადე შემდეგი, აუ ხვალამდე რა მოითმენს? მალე მინდა შემდეგი თავი ძაან მომეწონა

შენ ხვალამდე მოითმინე და მერე მე ვიცი როგორც გაგახარებთ wink love
nini abashidze
Ankaaa dzaliann magari iyo rogorc yoveltvis <3 aiii es nataa nervebs rogor mishlis raa,erekleee da vika kide usayvarlesebi arian,neta male gamoutydnen ertmanets.yoveldge dagvide aseti da kidev ufro didi tavebi <3 mikvarxar da sulmoutqmenlad velodebi xvalindel dilas,rom wavikitxo shemdegi tavi <3
P.S bavshvebooo yvelamm daweret ra komentarebiii rom didi tavebi dagvidos <3 :D

"პ.ს." მომეწონა wink love love love
gvichiani
მიყვარხარ მე შეეეენ love

მე კიდევ შენ შემიყვარდიი love
mariko_2001
ძაან მაგარიააა მადლობა დიდი თავი რო დადე ძაან საინტერესო იყოო იმედია მალე გამოუტყდებიან ერთმანეეთს .ველოდები შემდეგ თავს არ საიგვიანო გთხოოოვ<3<3<3

აუცილებლაად love
D-roni
nu rogorc koveltvis kanfeet ❤❤❤
erti detali ! satauria sawolis dedofali ...
kargi iqneba aqcenti gaaketo sawolze zogjer mainc nu axla balishs da zewars ar vgulisxob :D mimixvdebi vici ❤
dzalian kargi xar punqtualuri did tavebs deb mokled nakli ar moidzebneba raa magari gogo xar dzalian ❤

დიდი მადლობა საყვარელო love შენიშვნას აუცილებლად გავითვალისწინებ love

 


№11 სტუმარი elene

anka,facebook-ze rogor mogdzebno?
ragac ideebi maqvs :3

 


№12  offline წევრი მარი მიშიძე

კარგია ძალიან

 


№13  offline მოდერი ანკა

elene
anka,facebook-ze rogor mogdzebno?
ragac ideebi maqvs :3

ანკა ანკა ^^ ფეისბუქის კომენტარებს რითაც ვპასუხობ ეგ ნახე და მანდ დამამატე ^^ love love love

მარი მიშიძე
კარგია ძალიან

დიდი მადლობა love love love

nini5852
ჩემიგოგო:* ნამდვილად არ ველოდი ამხელა თავს :)))) ძააან კარგი იყოო. დაჭკვიანდნენ როგორც იქნა :დ ეს ნატა მიშლის ნერვებს, მოაშორე აქედან:დ კარგი იყოო. გენაცვალე მეც ძალიან მიყვარხარ.
აუუ არაა რა რამოდენიმე თავი არ დადო ერთად, მერე მალე დამთავდებაა და არ მინდა მალე დამთავდეს :დ

რომც მინდოდეს, ვერ მოვახერხებ ფიზიკურად ამდენის დაწერას wink love მიხარია, რომ მოგეწონა და გაგახარე ჩემო საყვარელოო love love love love love

 


№14  offline წევრი Ignifex

ადრე ერთი ფოტო ვნახე წარწერით "He loves her. She loves him. Everybody knows that except them." რომ ვკითხულობდი გამახსენდა:D იმედია მალე გამოუტყდებიან ერთურთს სიუვარულში 'თვარა' დაიტანჯებიან და მეცოდებიან:D ძალიან მომწონს!<3 ნატა,აბა შენ იცი,ზედ აეკარი ხოლმე ერეკლეს რომ ვიკას მოტივაცია მისცე :D

 


№15 სტუმარი sali

Dzalian kargiaa

 


№16  offline მოდერი ანკა

Ignifex
ადრე ერთი ფოტო ვნახე წარწერით "He loves her. She loves him. Everybody knows that except them." რომ ვკითხულობდი გამახსენდა:D იმედია მალე გამოუტყდებიან ერთურთს სიუვარულში 'თვარა' დაიტანჯებიან და მეცოდებიან:D ძალიან მომწონს!<3 ნატა,აბა შენ იცი,ზედ აეკარი ხოლმე ერეკლეს რომ ვიკას მოტივაცია მისცე :D

აჰაჰჰაჰ მართლა ამათზეა ნათქვამი wink ძალიან მახარებ საყვარელო love love love

sali
Dzalian kargiaa

დიდიიიი მადლობაა love love love

 


№17  offline წევრი TIME

anka rom icode rogor guli damwyda wina 2tavze ver dagiwere komentari cudat viyavi samwuxarod :( dzalian miyvars sheni istoriebi da ra vqna ♥♥♥♥warmatebebi chemo kargo♥♥♥♥

 


№18  offline მოდერი ანკა

TIME
anka rom icode rogor guli damwyda wina 2tavze ver dagiwere komentari cudat viyavi samwuxarod :( dzalian miyvars sheni istoriebi da ra vqna ♥♥♥♥warmatebebi chemo kargo♥♥♥♥

არაუშავსს love მთავარია ახლა მოახერხე დაწერა საყვარელო love იმედია უკვე კარგად ხარ love love love დიდი მადლობაა love

 


№19  offline წევრი რომა თამო

zalian momwons anka sheni istoriebi da mat shoris esec magram cota ariyos vikas warsuli ar momwons,faqtiurad medzavi ar memeteba ereklestvis,jobda ubralo mocekvave yofiliyo magram yvelastan dawola???? erekle martla magari tipia.shen ki sheudarebeli xar,dzalian kargad wer

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent