შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

{12}-{13} ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...


31-08-2015, 12:28
ავტორი Anonymous^^
ნანახია 2 064

{12}
ერთი კვირა გავიდა...
ელი ჩვეულებისამებრ განაგრძობდა მუშაობას.სახლი...ოფისი...მეგობრები...ისევ სახლი...მისი ცხოვრება საკმაოდ ერთფეროვანი გახდა.ის მოხდა რაც ყველაზე მეტად არ უნდოდა,თუმცა ერთმა მოვლენამ კვლავ ყველაფერი აურ-დაურია...
ელიზაბეტი შუბლზე თბილი ბაგეების შეხებამ გააღვიძა.თვალები გაახილა.
-დილამშვიდობისა-თმაზე ხელი გადაუსვა მამამ.
-მაა-წამოჯდა ელი-რამე მოხდა?
-გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა-ირაკლი საწოლზე ჩამოჯდა-პირველივე რეისზე მივფრინავ.ამავე დროს,დღეს 2 საათზე შეხვედრა მაქვს სანდრო დანელიასთან.სამწუხაროდ მე ვეღარ შევხვდები.შენ საკმაოდ ბევრი რამ ისწავლე,ამ მცირე დროში.ამიტომ ახალ პროექტზე შენ იმუშავებ.ერთ კვირაში მეც დავბრუნდები.დარწმუნებული ვარ არ გაგიჭირდება.
ელი მამას პირდაღებული უსმენდა და რამე გამოსავლს ეძებდა.
-და მე რომ წავიდე შენ მაგივრად?-მოიფიქრა ბოლოს.
-არა,ელიზაბეტ.ეს უკვე გადაწყვეტილია.თან იმათ არც იცნობ-იუარა ირაკლიმ.
-აუუ,მამააა-ანერვიულდა ელი.
-წავედი,ელიზაბეტ-ფეხზე წამოდგა და შვილს აკოცა.-დამაგვინდება.
-კი მაგრამ,მამაა..-მიაძახა უკვე ოთახიდან გასულ ირაკლის.
ელიმ გონება მოიკრიბა.მობილური აიღო და მდივანს გადაურეკა.
-ალო-გაისმა წკრიალა ხმა.
-გამარჯობა.ელიზაბეტი ვარ-მიესალმა თავაზიანად-ირაკლის დღეს 2 საათზე სანდრო დანელიასთან შეხვედრა დაუნიშნავს.მე კი მინდა,რომ გავაუქმო.
-მაპატიეთ,მაგრამ არ შემიძლია-მიუგო მან-ბატონმა ირაკლიმ კატეგორიულად ამიკრძალა და გამაფრთხილა,რომ მის მაგივრად თქვენ მოხვიდოდით შეხვედრაზე.
ელიმ ყურმილი დაკიდა.გაბრაზებულმა ტუმბოზე მდგარ საყვავილეს ხელი სტაცა და კედელს მიანარცხა.ნამსხვრევები წკრიალით დაეშვა იატაკზე.ხმაურზე ნათია შემოვარდა.
-ელიზაბეტ,კარგად ხარ?
-კი-მოკლედ უპასუხა მან.
-საყვავილეს რა დაემართა?-ნამსხვრევებს დახედა ნათიამ.
-ხელი გამეკრა და გადმოვარდა-იცრუა ელიმ.
-გული გამისკდა-აღმოხდა მას და კარისკენ წავიდა.მერე უეცრად მოტრიალდა.-ელიზაბეტ,ირაკლიმ რაღაც საბუთები დაგიტოვა.სამზარეულოს მაგიდაზე დევს.
-რა საბუთები?-ვერ მიხვდა ელიზა.
-ახალი პროექტისთვის,მგონი-აუხსნა ნათიამ და ოთახიდან გავიდა.
"რა უსამართლობაა..რამდენი კომპანია არსებობს და მაინც და მაინც ის."ვერ იჯერებდა ელიზაბეტი.ფიქრით ტვინს იჭ....ტდა.რაღაც უნდა მოეფიქრებინა.დროც სწრაფად გადიოდა."ჯანდაბას..შევხვდები..ვაგრძნობინებ,რომ ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენს.მხოლოდ ერთი არარაობაა,რომლის სუნთქვაც კი მაღიზიანებს."საათზე დაიხედა,პირველი საათი იყო.სააბაზანოში შევიდა და შხაპი მიიღო.კვლავ ოთახში დაბრუნდა.კარადა გამოაღო.ყველაფერი გადმოყარა და მოისინჯა.ბოლოს Versaceს კაბა,Burberryს პიჯაკი,Pradaს ფეხსაცმელები და Gucciს ჩანთა შეარჩია.არჩეულ ტანსაცმელში გამოეწყო.თმები დაიხვია.სარკეში ჩაიხედა.არჩევანი ნამდვილად მოეწონა."ჰმ..რაღაც მაინც მაკლია."აქსესუარების ყუთი ამოიღო.ოქროს საყურეები,საათი და Lukeს ნაჩუქარი კოლიე გაიკეთა.ერთი ფლაკონი Givenchyს სუნამო დაისხა.წითელი ტუჩსაცხი მკრთალად გადაისვა.როგორც იქნა გამოეწყო.კვლავ შეათვალიერა სარკეში თავი.კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა."ეს ისე მაინც,სინანულის გრძნობისთვის დანელია."გაიღიმა და ოთახიდან გავიდა.სამზარეულოს მაგიდიდან ირაკლის დატოვებული საქაღალდე აიღო.სასტუმრო ოთახში გავიდა.დუდი იქ არ დახვდა.საათზე დაიხედა."ალბათ ოთახშია,ახლა მეჩქარება,არაუშავს,საღამოს ავინაზღაურებ."

{13}
ელი ირაკლის სავარძელში კომფორტულად მოკალათებულიყო.თვალები საათისთვის მიეპყრო.ფანქარს ნერვიულად აკაკუნებდა მაგიდაზე,როცა ხმოვანი შეტყობინება ჩაირთო და მდივანის წკრიალა ხმა გაისმა:ელიზაბეტ,სანდრო დანელია მოვიდა.
მისი სახელის გაგონებისას ჟრუანტელმა დაუარა.
-შემოვიდეს-ამოღერღა ბოლოს.
ელიმ საქაღალდე გადაშალა და გაშტერებით ჩააცქერდა.მერე კარი გაიღო,სანდრო შემოვიდა.ელიზბეტმა ძალ-ღონე მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა.დანელია ღიმილიანი გამომეტყველებით მიუახლოვდა მაგიდას.
-გამარჯობა-ხელი გაუწოდა ელის.
-დაბრძანით-ოფიციალური ტონით მიმართა ყოველგვარი ხელის ჩამორთმევის გარეშე და თვითონაც დაჯდა.არ უნდოდა ნერვიულობა შემჩნეოდა.მობილურზე ერთიანს დააჭირა-ორი ყავა-სრული სერიოზულობით მიუგო მდივანს.ყავის მოტანამდე ჩუმად ისხდნენ.სანდრო ელის თვალს არ აშორებდა.ის კი კვლავ საქაღალდეს ჩაშტერებოდა.როგორც იქნა მდივანმა ყავა მოიტანა და ფინჯნები მაგიდაზე ფრთხილად დააწყო.
-მადლობა-გაუღიმა ელიმ მას.მის ღიმილზე კი სანდროსაც გაეღიმა.
-მოკლედ აი ხელშეკრულება-ელიზაბეტმა საქაღალდედან საბუთი ამოიღო და სანდროს მიაწოდა.-ხელის მოწერამდე სავალდებულოა ყველა პირობას გაეცნოთ.
-უკვე გავეცანი-ხელშეკრულება მაინც გამოართვა-იმეილზე გადმომიგზავნეს.
-კარგით-კვლავ ოფიციალურად მიმართავდა ელი.-მაშინ ხელი მოვაწეროთ.
-შეიძლება პროექტის გეგმა ვნახო?-სანდრომაც თავაზიანად ჰკითხა მას.
-დიახ,რა თქმა უნდა-ელიმ 1იანს ხელი დააჭირა და მდივანს სთხოვა-თუ შეგიძლიათ,ახალი პროექტის გეგმა შემომიტანეთ.
-რა პრობლემაა,თუმცა ბატონ ირაკლის აქვს შენახული სეიფში-უპასუხა მან.
ელიზაბეტი ადგა,გაწონასწორებული ნაბიჯებით წავიდა სეიფისკენ.კოდი აკრიფა და გეგმა გამოიღო.საქაღალდე სანდროს გაუწოდა.
ეს უბრალოდ მიზეზი იყო.სინამდვილეში სულ არ ინტერესებდა სანდროს გეგმა,უბრალოდ კიდევ უნდოდა ელისთან,რომელიც მისგან თავს შორს იჭერდა.თვალებშიც კი არ უყურებდა.მერე რაღაც მოიფიქრა.
-ამ გეგმაზე ერთად იმუშავეთ?-დაინტერესებულის "როჟა" მიიღო სანდრომ.
-რა თქმა უნდა-მოკლედ უპასუხა ელიმ.
-აქ რაღაც ვერ გავიგე-ჩახედა საქაღალდეს.
-რა ვერ გაიგეთ-ცივად მიუგო ელიზამ.-ყველაფერი გასაგებად წერია.
-ჰო,მაგრამ..-დაიწყო ისევ სანდრომ.
-მაჩვენეთ-მიუახლოვდა გაბრაზებული ელი.დაიხარა და გეგმას დახედა.თმები მხრიდან ჩამოუცურდა და სანდროს სახეს შეეხო.მან ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და სხეულში სითბო ჩაეღვარა.
-აქ მე გაუგებარს ვერაფერს ვხედავ-ელიმ თმები გაისწორა და წელში გასწორდა.
-ელი-ჩუმად ჩაილაპარაკა სანდრომ-გთხოვ..
-უკაცრავად-დაიბნა ელი-ვერ მიგიხვდით.
-ასე რატომ მექცევი?-ადგა სანდრო-გულს მიკლავ...
-მგონი დღევანდელი საქმე მოვგვარეთ-ირაკლის სავარძლისკენ წავიდა ელი.-შეგიძლიათ წახვიდეთ.მომდევნო შეხვედრის დროს ჩემი მდივანი გაცნობებთ.ნახვამდის.
-ელიზაბეტ.-მკლავში წვდა სანდრო და თავისკენ მიიზიდა.
-ხელი გამიშვი..-გაბრაზდა ელი.ამოდ ცდილობდა თავის დაღწევას.
სანდრომ მეორე ხელი წელზე შემოხვია და გულ-მკერდზე მიიხუტა.მისი აკანკალებული სხეული შეიგრძნო.მკლავი გაუთავისუფლა.ის ხელი ნიკაპზე ნაზად შეახო და თავი აუწია.ელის სურნელმა და აცრემლებულმა თვალებმა დააბნია.ყველაფერი დაავიწყდა.კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა.მის ტუჩებს დაეწაფა.როგორ უნდოდა ეს მომენტი არ დამთავრებულიყო.
ელიზაბეტი წინააღმდეგობას უწევდა.სანდროს ძლიერ მკლავებს ვერ უმკლავდებოდა.მისი ტუჩების შეხებამ საშინელი ტკივილი მიჰგვარა.წარსულის თითქოს უკვე მკვდარი სიუჟეტები მის წინ გაცოცხლდა.დანაწევრებულმა კადრებმა ყველაფერი გაახსენა...ბექას დაბადების დღე...წვეულება...აურზაური...მხიარულება...სტუმრები...მათ შორის სანდროც...უჰაერობა...აივანი...თბილი სხეულის შეგრძნება...შემოტრიალება...სანდრო...კოცნა...ხელები კაბის ქვეშ...თავის დაღწევის უაზრო მცდელობა...ნიკუშა...ჩხუბი...დამცირება...კადრები გაერთიანდნენ და ეს მწარე სიუჟეტი გაახსენდა...თავიდან ბოლომდე...ყველაფერი...ყველა განცდილი გრძნობა...
*გახსენება*
10 ივნისი ბექას დაბადების დღე იყო.მამამისი დიდ წვეულებას უწყობდა.ყველა იქ იყვნენ.მთელ სამეგობროს თავი მოეყარა.ელიზაბეტი როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.მართლაც ლამაზი საღამო იყო,თუ ერთ არსებას არ ჩავთვლიდით-სანდროს.მაინც ვერ ხვდებოდნენ ელის გრძნობების შესახებ საიდან გაიგო.
12 საათი იყო,თუმცა სტუმრები მაინც არ იშლებოდნენ.კვლავ განაგრძობდნენ მხიარულობას.ნიკუშა ცოტა ნასვამი იყო.ელიმაც დალია რამდენიმე ჭიქა.არ უყვარდა სასმელისაგან "გათიშვა."არ სვამდა მაგრამ ბევრს ცეკვავდა.ამ საღამოსაც ბევრი იცეკვა.კატო დაცვის როლს ასრულებდა,ამიტომ თავს იკავებდა და არ სვამდა.მაგრამ კარგი დაცვის როლი მაინც ვერ ითამაშა.
-არა რა ამდენი ცეკვაც არ შეიძლება-აღნიშნა ელიმ.-გავალ აივანზე,სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ.აქ ძაან უჰაერობაა.
-ოო,მოიცა რა-შეაჩერა კატომ-მეზარება გარეთ გამოსვლა და დაცვის გარეშე ხომ ვერ გახვალ?!
-აუ კაი რა-გაეცინა ელიზას.-მალე მოვალ,გპირდები.
კატოს აღარ მოუსმინა და აივნისკენ წავიდა.ცივმა ჰაერმა ეგრევე მოასულიერა.მოაჯირთან მივიდა და ცას ახედა.ბუნებას ძილში მხოლოდ ქარი უშლიდა ხელს.სავსე მთვარეს ვარსკვლავებით დაწინწკლული პირბადე გადაეფარებინა არემარესთვის.ელის სიმშვიდე ესიამოვნა.ქარის ჩურჩულს ყური დაუგდო.კატო გაახსენდა.შესვლა დააპირა.შემოტრიალდა და სანდროს შეეჩეხა.მთვრალი იყო.მან მომენტით ისარგებლა და ელი ხელებში მოიმწყვდია.ვეღარაფერზე ფიქრობდა.არ იცოდა რას აკეთებდა.ალკოჰოლს მისი ტვინის უჯრედები გაეთიშა.ელის სავსე ტუჩებს თავისი ბაგეები შეახო.ძლიერად კოცნიდა.ელიზაბეტისგან წინააღმდეგობის გაწევა ვერ აიტანა და მთელი ძალით შეანარცხა მოაჯირს.კვლავ წვდა.ხელი წელზე შემოხვია.ისევ დაეწაფა მის ტუჩებს.მეორე ხელი კი კაბის ქვეშ შეუცურა.წელზე შემოხვეული ხელით თავისკენ იზიდავდა.
ელიზაბეტი ყველანაირად ცდილობდა მის მკლავებს როგორმე გაქცეოდა,მაგრამ ვერ მოახერხა.მისი სხეული თითქოს ნებდებოდა,როცა აივანზე ნიკუშა შენიშნა.გაცოფებული მოიწევდა მათკენ.სანდროს პიჯაკში წვდა და ელი გამოგლიჯა.მერე მუშტი ძლიერად მოიქნია და სახეში გაარტყა.სანდროს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა.გაშმაგებული ნიკუშასკენ წამოიწია,მუშტის დარტყმა უნდოდა,თუმცა ნიკამ ხელი დაუკავა და კიდევ მაგარი თხლიშა სახეში.
-ნიკუშ,არ გინდა-ძლივს ამოღერღა ღონემიხდილმა ელიზამ.მათ ჩხუბზე ყველა გარეთ გამოვიდა.კატომ მომხდარი ეგრევე გათვალა.დაქალს მივარდა და წამოაყენა.მაგრად მიიხუტა.ბიჭები სანდროს და ნიკუშას აკავებდნენ.
-რაო ნიკუშ-ღრიალებდა სანდრო-ვერ აიტანე შენი მეგობარი როგორ მნებდებოდა?
-ოხ შენი-იყვირა ნიკამ და მისკენ წაწევას ეცადა,მაგრამ ბიჭებმა გააჩერეს.
-შენც კარგად იცი ეს ელისაც ძალიან უნდოდა-არ ჩერდებოდა სანდრო.-გესმით?თვითონაც ერთი სული ჰქონდა და იცით რატომ?ვუყვარვარ-გადაიხარხარა მან.-ჩემზე ჭკუას კარგავს.
-ტყუილია-შეეცადა თავის გამართლებას ელი.მაგრამ ძალა გამოსცლოდა.გრძნობდა როგორ კარგავდა გონებას და ბურუსში ეხვეოდა.
-გაათრიეთ ეს ნაბი*ვარი-ყვიროდა ნიკა.
მართლაც ყველაზე კარგი გამოსავალი მისი გაუჩინარება იქნებოდა.და არა მარტო იმ საღამოდან,არამედ მთლიანად ელის ცხოვრებიდან.
ოთომ და თემომ სანდრო ძალით წაათრიეს.ნიკუშამ თავი დაიხსნა და ელისთან მივიდა.
-ვსიო,დამთავრდა...ყველაფერი დამთვარდა-შუბლზე აკოცა მეგობარს.-წამოდი,წავიდეთ აქედან.
-გადამარჩინე,მაგრამ ჩემებმა ეს არ უნდა გაიგონ-ამოილუღლუღა ელიმ და ნიკას დაეყრდნო.-ხო იცით მამაჩემის ამბავი.არ აცოცხლებს და შარში გაეხვევა.
-არ ინერვიულო,ელი-მკლავში ხელი გაუყარა მეგობარს ნიკამ.-მე მივხედავ ამ საქმეს.სანდროს ნათქვამსაც არავინ დაიჯერებს.ხომ შეხედე როგორი მთვრალიც იყო...
შეიძლება ითქვას კიდეც,რომ არავინ დაიჯერა,თუმცა ეჭვი ყველას გაუჩნდა.ეს ამბვი ირაკლის მართლაც არ გაუგია.გასაკვირია,მაგრამ მაინც...
ამ საღამოს შემდეგ არც ელი უნახავთ და არც სანდრო.ყველამ იცოდა,რომ ელი სასწავლებლად წავიდა ნიუ-იორკში.აი სანდროზე კი არავინ არაფერი იცოდა.გაუჩინარდა და მორჩა...
ელი სინამდვილეში სასწავლებლად არ წასულა,უბრალოდ საშინელ კადრებს გაექცა.შეძლო კიდეც ორი წლის განმვლობაში ამ ტკივილიანი სიუჟეტის დანაწევრება,თუმცა ახლა ელის მოგონებებად ქცეული კადრები კი არა,მისი კუთვნილი წარსულის მოვლენა გაახსენდა.ყოველთვის უკვირდა როგორ შეეძლო ერთ მოვლენას მთელი ცხოვრების შეცვლა.
ელიზაბეტმა იგრძნო,როგორ შეუვიწროვდა გვირგვინოვანი არტერიის სანათური და გულის სისხლის მიწოდება შეწყდა.გრძნობდა როგორ ერთვოდა მისი შენელებული გულის ცემა სანდროს აჩქარებულ გულისცემას.მისი ტუჩების სითბოსაც გრძნობდა.სწორედ ამ სითბომ დაუწყლულა თითქოსდა მოშუშებული იარები.წამიერად ჟრუანტელმა დაუარა და შემდეგ დიდი ძალის მოზღვავება იგრძნო.ამ ძალით მოიშორა სანდროს მკლავები და ზიზღით აღვსილმა ხელი ჰკრა.თითქოს მძიმე ჟაჭვისგან გათავისუფლდა.საოცარი შვება იგრძნო.
სანდრო წაბარბაცდა და კედელს მიენარცხა.ელი მივარდა და სილა გააწნა.
-თავხედი და ნაძირალა ხარ-ცოფებს ყრიდა ელიზა.-გაეთრიე სანამ დაცვას გამოვიძახებ.
-მე..-საკუთარ თავზე გაბრაზდა სანდრო-მაპატიე...ყველაფერი მაპატიე...
ელი მობილურს წვდა.დაცვის გამოძახებას აპირებდა,მაგრამ სანდრო კედელს მოშორდა და მაგიდიდან საქაღალდე აიღო.
-მივდივარ-ჩაილაპარაკა ჩუმად-არ არის საჭირო.
კარი გააღო და იქაურობას გაეცალა.
ელი სავარძელში ჩაეშვა.ძალა დაჰკარგვოდა.გულ-მკერდში საშინელ ტკივილს გრძნობდა.1ინს დააჭირა და მდივანი გააფრთხილა-არავინ შემაწუხოს.ყველა საქმე გადადეთ.-მერე წითელს დააჭირა და ტირილი დაიწყო.თავს ვერ იკავებდა.ჩარჩო,რომელშიც მისი გრძნობები მოქცეულიყო აღარ არსებობდა.ყურები დაეხშო.ლაპარაკის უნარიც წართმეოდა.წამების წუთებად გარდაქმნაც შეჩერებულიყო.ჩარჩოებს გრძნობებიც გაჰყოლოდა.დიდი სიცარიელის გარდა ვერაფერს გრძნობდა.უბრალოდ იჯდა და ტიროდა.კარის გაღებაც ვერ შეამჩნია.მდივანის წინააღმდეგობის მიუხედავად ნიკუშამ და კატომ მაინც შეძლეს კაბინეტში შემოსვლა.ელის დანახვისას კი ორივემ "გაჭედა."კარი დახურეს და გადაკეტეს.
-ელი?!-სხვა ვერაფერი თქვა კატომ,მიუახლოვდა და ჩაეხუტა.
ნიკამ ნერვიულად ჩამოასხა წყალი და ელიზაბეტს მიუტანა.
-თავი აწიე და დალიე-მშვიდად უთხრა მეგობარს.-ეგ ცრემლებიც მოიწმინდე და ამიხსენი რა მოხდა.ხო იცი,ვერ ვიტან,როცა ტირი.
ელიმ იცოდა ნიკუშას ამბავი.ტირილს თუ არ შეწყვეტდა მეგობარს მართლა გააგიჟებდა.ცრემლები მოიწმინდა და ჭიქა გამოართვა.ერთი ყლუპი მოსვა.თავის დამშვიდებას შეეცადა.
-აბა მეტყვი რა მოხდა თუ ეგრევე მოქმედებაზე გადავიდე?-მოთმინებას კარგავდა ნიკა.იმედოვნებდა,რომ სანდრო არაფერ შუაში იყო,მაგრამ უჭირდა ამის დაჯერება.
-არაფერი-ჯერ კიდევ სლუკუნებდა ელი-უბრალოდ ყველაფერი გამახსენდა,თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი.
- იტყუები-არ დაიჯერა ნიკამ-ხო იცი მაინც ვერ მოამტყუებ.
-ნიკა-ჩაერთო კატოც.-შეეშვი რა..ვერ უყურებ რა ჭირს?
-საქმეც ეგაა.ასეთ მდგომარეობაში რატომ არის ეგ არ გაინტერესებს?-გააჩუმა კატო-კაი,ვთქვათ პროსტა გაგახსენდა რაღაცეები.დღევანდელ შეხვედრაზე რას მეტყვი?
ელიმ ვერაფერი უპასუხა.ყველაფრის ახსნის ძალა არ ჰქონდა.
-ესეიგი ვაჟბატონი ნორმალური,ადამიანური საუბრით არ დაკმაყოფილდა?-მუშტი შეკრა ნიკამ.-ჩხუბი თუ უნდოდა ვერ მითხრა?!ნაბი*ვარი
-მოიცა რა თქვი?-ნიკას სიტყვებმა გამოაფხიზლა ელი-შენ რა სანდროს ელაპარაკე?
-მერე რად გინდა,უნამუსოა-თქვა და ელის რეაქციას დაელოდა.
-ნიკუშ...როდის?რა ელაპარაკე?და ვაფშე რატო არ მითხარი?-თვალები დაიწვრილა ელიზამ.
-ერთი კვირის წინ-აუხსნა მეგობარს.-ისეთზე არაფერზე.რამდენიმე რჩევა მივეცი.
-ნაგავია და შევეშვათ რა-სთხოვა ნიკუშას.
-შევეშვა?ღადაობ?-ხმას აუწია ნიკამ-შენ ცრემლებს არ შევარჩენ.
-ნიკუშ,გემუდარები რა.აღარ მინდა.გესმის?დავიღალე.წავიდეს,გზა დიდია,ჩხუბით უფრო ვერ ჩამოვიცილებთ.-ტირილი მოერია ელის.
-აუ კაი რა-შუბლზე აკოცა ნიკუშამ-არ იტირო ძაან გთხოვ და ეგრე იყოს.

--------------
მართალია მომდევნო ორივე თავი დიდია,თუმცა კვლავ 2-ს ავტვირთავ.ძალიან საინტერესოა და იქნებ ამჯერად მაინც დაგაინტერესოთ.
როგორც ჩანს არ მოგწონთ ჩემი ნაწარმოები :( მე კი დიდი იმედი მქონდა,რომ მოგეწონებოდათ. :(



№1  offline წევრი brooklynbaby

თვალს ვადევნებ ამ მოთხრობას love მომწონს love love

 


№2  offline წევრი mariko_2001

კაი რაა ძაან მაგარიაა და საინტერესოაა მაინტერესებს შეეიგდებიან თუ არა და თუ შერიგდებიან ნიკას რეაქციაა გთხოოვ არ შეწყვიტო და გააგრძელე რაა<3<3<3

ძაან საინტერესოაა მაინტერესებს შერიგდებიან თუ არა სანდრო და ელი და თუ შერიგდებიან ნიკას რეაქციაა გთხოოვ არ შეწყვიტო და გააგრძელე 2-2 თავების დადებააა

 


№3  offline წევრი Anonymous^^

brooklynbaby
თვალს ვადევნებ ამ მოთხრობას love მომწონს love love

მადლობ :* მიხარია თუ მოგწონს.

mariko_2001
კაი რაა ძაან მაგარიაა და საინტერესოაა მაინტერესებს შეეიგდებიან თუ არა და თუ შერიგდებიან ნიკას რეაქციაა გთხოოვ არ შეწყვიტო და გააგრძელე რაა<3<3<3

ძაან საინტერესოაა მაინტერესებს შერიგდებიან თუ არა სანდრო და ელი და თუ შერიგდებიან ნიკას რეაქციაა გთხოოვ არ შეწყვიტო და გააგრძელე 2-2 თავების დადებააა

მადლობა,საყვარელო <3 ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა :* კარგი გავაგრძელებ. :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent