შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი-გადავარჩინო მისი სიცოცხლე (დასარული)


31-08-2015, 17:43
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 310

არ არსებობს ერთი მცნება,ერთი იარაღი,ერთი საზომი,რომელიც განსაზღვრავს იმას თუ რა არის ბედნიერება.ვისთვის სილამაზეა,ვისთვის ფული,ვისთვის კარიერა.მირასთვის და თომასთვის კი ამ ბედნიერებას ორი რამ განსაზღვრავდა -ერთად ყოფნა და ჯამრთელობა.ერთად ყოფნა უკვე შეეძლოთ,ისინი ხომ ცოლ-ქმარნი იყვნენ,მეორე კი ჯერ კიდევ მიუღწეველი იყო თუმცა უკვე მიღწევადი და ამის იმედი და შანსი სულ ახალი ჩასახული იყო.
წვიმიანი საღამო იყო,ბინდდებოდა,მირა ჯაკეტში გახვეული ფანჯრის რაფაზე მოკალათებულიყო და უსასრულოდ სივრცეში იყურებოდა,ფიქრებს მოეცვა მისი ლამაზი კულულა თავი,სევდიანი თაფლისფერ თვალებიდან ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა,უცებ მოიწმინდა,რომ იმ წამს ოთახში შემოსულ თომას,რომელსაც ჩაის ჭიქები ეჭირა ხელში არ შეემჩნია ის,თუმცა არ გამოუვიდა
-რა ხდება მირა?-ჭიქა მის წინ რაფაზე შემოდგა,თავად კი მკლავები მჭიდროდ შემოხვია ქალს და ცხვირი მის სურნელოვან თმებში ჩარგო
-არაფერი,უბრალოდ ვფიქრობ
-რაზე?
-ყველაფერზე,წარსულზე,მომავალზე,ჩემზე,შენზე ჩვენზე
-ეგ კარგია-ღიმილით თქვა და მის წინ მოიკალათა-თუმცა შენ კიდევ რაღაცაზე ფიქრობ,აი ისეთზე ცრემლები რომ ჩამოგიგორა
-თომა-სევდიანად წარმოთქვა მირამ და მის წილ ჩაის ჭიქას წაეტანა-მეშინია,რომ ისე არ მოხდება როგორც ჩვენ ვოცნებობთ,მეშინია ,რომ ვერ გადავიტან,მეშინია,რომ დავშორდებით,თნ მინდა ეს ოპერაცია თან არა,თუ ამ ყველაფერმა არ გაამართლა და შენ დაგკარგავ მირჩევნია იმდენ ხანს ვიცოცხლო სანამ შევძლებ ოღონდ შენთან ერთად,გთხოვ მოდი უარი ვთქვათ ამ ოპერაციაზე,
-ცრემლითა და მუდარით ჰქონდა თვალები სავსე.
მთელი ეს დრო თომას მისი მარჯვენა ორივე ხელში ჰქონდა მოცცეული და გულდამძიმებული უსმენდა,ერთი ღრმა დ ამოიოხრა
-მირა გიყვარვარ?
-ძალიან
-რამდენად ძალიან?
-ჩემს თავზე მეტად,სიცოცხლეზე მეტად
-მეც მკითხე
-შენ თომა?გიყვარვარ?
-უსაზღვროდ მირა,სიცოხლეს დავთმობ შენი გულისათვის,თუ საჭიროა გულს მოგცემ,სულს მოგცემ ტვინსაც,თირკმელსაც,რაც დაგჭირდება არ დამენანება,ყველაფერს მოგცემ,მთავარია იცოცხლო,დათუ შენც ასევე გიყვარვარ მირ როგორც მეუბნები გთხოვ დამიმტკიცე,გთოვ იბრძოლე,შენთვის თუ არა ჩემთვს იბრძოლე,მე მინდა სულ ჩემთან იყო სიკვდილამდე,და არ მინდა ეს დრე ერთ კვირაში ან ერთ თვეში დადგეს,მე მინდა ეს დრე მაშინ მოვიდეს როცა ღრმა მოხუცებულები,ბუხრის წინ მშვიდად ჩავთვლემთ ხელიხელჩაკიდებულები და გთოვ ნუ იტყვი რომ დამტოვებ,შენ როგორ ფიქრობ შენ თუ არ იქნები მე ვიქნები?შენ როგორ ფიქრობ სანამ შენ მოხვიდოდი ჩემთან მე ვარსებობდი?არა მირა,მე პირველი სიცოცხლე რვა წლის ასაკში დავამთავრე,ახლა შენს გამოჩენასთან ერთა დ ვარსებობ და თუ შენ წახვალ მეც წავალ,რა მინდა აქ სადაც ჩემი მირა არ იქნება,არ ისუნთქბექს,არ იცინებს,ანეგდოტს არ მომიყვება?მე არაფერი მინდა უშენოდ,სწორედ ამიტომ მინდა რომ ივ=ცოცხლო,მე სიცოცხლე მინდა ოღონდ შენთან ერთად გესმის?ხომ გიყვარვარ?ხოდა იცოცხლე,იბრძოლე,შენთვის ჩემთვის ჩვენი სიყვარულისათვის-მთელი ეს დრო მისი თბილი ხელები მის ტორებში მოექცია და რიტმულად ეფერებოდა,უცებ შეუშვა ხელი და მთელი ძალით და მონდომებით ჩაიკრა გულში,ისე თითქოს პირველად,ისე თითქოს უკანასკნელად,ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და კოცნით დაიწყო იმ ცრემლების ამოშორბა თვალებიდან,რომელიც მისი სიტყვების გამო მირას წამწამებზე კიაფობდნენ.
-ყველაფერს გავაკეთებ,მიყვარხარ,თომა ,მიყვარხარ-ბუტბუტებდა აქვითინებული ქალი და ქმრის მკლავებში გახვეული სიმშვიდესა და სიყვარულში იძირებოდა.
................
მთელი ერთი კვირა ყოველდღიურად უწევდათ საავადმყოფოში სიარული სხვადასხვა პროცედურებისა თუ ანალიზების ჩასატარებლად.მიუხედავად იმისა,რომ ეს ყველაფერი ძალიან დამღლელი იყო,მირას ძალებს აცლიდა,მაინც მომღიმარი სახით შეაბიჯებდა ხოლმე საავადმყოფოს მისაღებში თან მარჯვენთი მოსიყვარულე ქმრის მარცხენა ჰქონდა ჩაბღუჯული.
საშინლად გაიწელა ლოდინისაგან დაქანცული წყვილისათვის ეს ერთი კვირა.ნანატრი დრეც გათენდა.აფორიაქებული და აჟიტირებული წინდაუკან მოუსვენრად დააბიჯებდა მისაღებ ოთახში და გაოფლილ ხელებს ხან ერთმანეთს უსვამდა ხან კი შიშველ მკლავებზე გადაისმევდა
-დამშვიდდი საყვარელო ყველაფერი კარგად იქნება-ხმაურით აკოცა ყელში თომამ და ხელი ჩასჭიდა რომ სახლიდან გასულიყვნენ.
-ღვედი შეიკარი მირა-შეახსენა ჩაჯდმომისას
-დრეს ძალიან ავირიე-ეცადა გაეღიმა
-გინდა ანეგდოტი მოგიყვე-ეშმაკურად აატამაშა წარბები თომამ
-ოღონდ ახლა არა-ღიმილიანი სახით გადაატრიალა თვალები უკან მირამ
-ოოო,როგორც იქნა შენგან ამ სიტყებს ვეღირსე-ორივეს გულწრფელად გაეცინა
15 წუთში საავადმყოფოს ეზოში მისაღების წინ გააჩერეს მანქანა.
-გადავიდეთ?
-არ შემიძლია თომა,ნერვიულობისაგან ფეხებს ვერ ვგრძნობ,ერთიანად მაკანკალებს-თქვა და მის მოცახცახე თითებს დახედა
-კარგი მაშინ ასე მოვიქცეთ-თქვა თომამ და მანქანას მირას მხრიდან მიადგა კარი გამოაღო და ქალი ფოთოლივით აიტაცა,ორივე მკლავები მუხლებქვეშ ამოდო და მჭიდროდ მიიხუტა საყვარელი ცოლი მკერდზე
-რას აკეთებ გაგიჟდი?-დაიმორცხვა და მორიდებით მოავლო თვალი ეზოს,ხომ არავინ გვიყურებსო
-არაფერს საყვარელო უბრალოდ გულტან ახლოს მყავხარ-გაუღიმა და მის აფორაჟებულ ლოყას ხმაურით აკოცა.
მტელი ეზოს და მისარების ყურადრება მიიქციეს,ზოგს ეღიმებოდა,ზოგიც კი გაოცებული ადევნებდა თვალს ამ ყოველივეს.
-მირააა-უცებ ნაცნობი ხმები მიწვდა ქალის ყურს,თვალებით დაუძღო ძებნა ხმის ადრესატებს
-ნოდარ,მერი-სიხარულისაგან და მოულოდნელობისაგან სახე გაებადრა ქალს და მისკენ მომავალ ცოლ-ქმარს ხელი დაუქნია-როგორ მიხარი,რომ აქ ხართ,როგორ მიხარია
-საყვარელო ასეთ დროს როგორ დაგტოვებდით-თქვა ნოდარმა და მირას ხელს თბილად აკოცა-წარმატებები ჩვენო საყვარელო შვილო,სანამ არ მოფხიზლდები ქ ვიქნებით დაგელოდებით,უფალი გფარავდეს
-მადლობა,მე მალე მოვალ-გაუღიმა მათ და ლიფტში გაუჩინარდა.
ოპერაცია 4 საათს გრძელდებოდა,უსარულო ოთხ საათს.თომა დერეფანში მოუსვენრად დაბორიალებდა,ხან ჩაიმუხლებოდა,ხან კედელს მიეყრდნობოდა,როგორც კი რაიმე ხმა შემოესმოდა მაშინვე გამოფხიზლდებოდა,თუმცა სრული 4 სატი ინფორმაციულ ვაკუუმში გაატარა,არაფერი იცოდა ,საქმე კარგისკენ მიდიოდა თუ ცუდისკენ.,ხოლოდ ექიმების იმედად იყო და რაც მთავარია უფლის იმედად,გულში შეუჩერებლივ ლოცილობდა ღმერთს მხნეობას სთხოვდა მირასთვის და თავისთვის.არ უთოვნია გადაარჩინეო,რადგან სოცოცხლე უფლისაა,ის აძლევს და ართმევს,ასე რომმასზე იყო მინდობილი და სჯეროდა ისე იქნებოდა როგორც უკეთესად ჩათვლიდა ღმერთი.
საღამოს 7 საათი სრულდებოდა რომ საოპარაციოს კარი გაიღო და გადაღლილი მაგრამ მომღიმარი სახით გამოაბიჯა მირას მკურნალმა ექიმმა.
-ბატონო გივი როგორაა მირა-მაშინვე მასთან მიიჭრა თომა და მოლოდინით გარინდული დაძაბული შესცქეროდა მის სახეს,უნდოდა იქ ამოეკითა პასუხი.
-ყველაფერი კარგადაა ,მადლობა უფალს,ყველაფერი რიგზეა,დრეიდან ახალ ცხოვრებას იწყებთ ჩემო შვლილებო-სიყვარულით მოუთათთუნა მხარზე ხელი აცრემლებულ თომას და იქაურობას გაეცალა.ბედნიერებისაგან მიწაზე აღარ ეტეოდა,მაშინვე დაბლა ჩაირბინა,რომ ეს სასიხარულო ამბავი ნოდარისა ა მერისათვის ეთქვა.
ნახვა მხოლოდ მეორე დღისთვის მოახერხა.მირა უკვე ნარკოზიდან კარგა ხნის გამოსული იყო,თავს სუსტად გრძნობდა მაგრამ საყვარელი ქმრის დანახვისას გაღიმება მაინც მოახერხა
-შენ ეს შეძელი საყვარელო,შენ ეს გამოგივიდა-თომა უსაზღვროდ ბედნიერი აცრემლებულ ცოლს დანამულ ლოყებს უკოცნიდა და მის კულულა თმებს ეფერებოდა
-შენ შემაძლებინე,შენმა სიყვარულმა
-არა ჩვენმა სიყვარულმა მირა
-ჰო ჩვენმა სიყვარულმა
...................................
ერთი წლის შემდეგ

მაგიდაზე ლამაზად შეფუთულ კოლოფს შემოსვლისთანავე მოკრა თვალი,მერე მიმოიხედა და მიხვდა,რომ მისი საყვარელი მეუღლე სამზარეულოში ფუსფუსებდა ტრადიციულად,როგორც ყოველდრე თომას სამსახურიდან დაბრუნების დროს.
-მაგიდაზე რა დევს ტკბილო?-მკლავები მოხვია და ხმაურიანად აკოცა ყელში
-შენთვისაა,დღეს საჩუქარი გიყიდე-მოუბრუნდა და თავადაც გემრიელად აკოცა ყელში
-მეე?აბა ვნახო რა არის-ცნობიცმოყვარეობას შეეპყრო თომა,უკან მისრებში გაბრუნდა და კოლოფს დაწვდა,მირა უკან აედევნა აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა ქმარს საჩუქრის ნახვისას.უცებ შემოაცალა კრიჭინა ქაღალდი და კოლოფინად სქელყდიანი წიგნი ამოაძვრინა
-" სასარგებლო რჩევები მომავალი მამებისათვის "-გარკვევით ეწერა სათაური მუქი შრიფთით ყდაზე.ჯერ წიგნს დახედა,მერე მირას,მერე ისევ წიგნს,ისევ მირას
-მირა-გაოგნებისაგან მეტი ვერაფერი თქვა
-ჰო თომა,ჰო-სიხარულისაგან გაბადრულიყო მირა და მის გაოცებულ და ბედნიერ ქმარს შესცქეროდა.,რომელიც მისკენ მომღიმარი სახით მოდიოდა.ერთმანეთს მჭიდროდ მიეკვრენ,ერთმანეთი სურნელი ღმრად შეისუნთქეს და თითქოს დაგეგმილივით ერთდროულად წარმოთქვეს
-მადლობა უფალო ამ ბედნიერებისათვის...
...........................................................................................................


პ.ს. მადლობა ყველას ვინც კითხულობდით,ვინც აკომენტარებდით და ვინც არა.ყველას უღრმესი მადლობა.




№1  offline მოდერი ლილიანა

მადლობა მზია ასეთი კარგი სიტყვებისათვის
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი მეამეა

შენი ხელნაწერი ჩემი "კიდევ ერთი" დღის ლამაზ დასასრულად იქცა :*

 


№3  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
შენი ხელნაწერი ჩემი "კიდევ ერთი" დღის ლამაზ დასასრულად იქცა :*

გენაცვალეეე ,,გაამოს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

საოცრებააა სიტვები არ მყოფნის ♥️♥️♥️

 


№5  offline მოდერი ლილიანა

aanamaria
საოცრებააა სიტვები არ მყოფნის ♥️♥️♥️

მადლობააა <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline წევრი khatia khatia

❤❤კარგი დასაწყისიდან კარგ დასასრულამდე❤❤წარმატებები ❤❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent