შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებზე მოთამაშე[13]


1-09-2015, 00:08
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 040

ნიაკოზე ბედნიერი არავინ იყო.უყვარდა დათო და ეს ამისთვის საკმარისი იყო და მეტიც კი.სულ გაღიმებული და გაცისკროვნებული სახით დადიოდა.უნივერსიტეტში სტიპენდიაც კი დაიმსახურა და არ იცოდა რა ექნა.
-ჩემი ჭკვიანი-დათოს ლამის იყო კოცნით დაეხჩო გოგონა.
ასეთი ბედნიერი როდის იყო ბოლოს არავის ახსოვდა,ასეთი გაცისკროვნებული სახით მართლაც როდის დადიოდა!
-დედიკო,მომენატრე-ლოყაზე აკოცა უნივერსიტეტიდან მოსულმა და პირველი სტიპენდია ხელში შეათამაშა-საკუთარი შრომით მონაპოვარი სხვა ყოფილა!-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
-ხომ გეუბნებოდი!-შუბლზე აკოცა ნანამ,ნიაკო კი გახარებული გავიდა თავის ოთახში,თან გზაში ღიღინებდა.
-გ-ი-ლ-ო-ც-ა-ვ-კარები გააღო თუ არა ნაცნობი ხმა გაიგონა.
-დათო,შემაშინე-უკან გახტა გოგონა.
-რა გოგო ხარ! საკუთარი ნაშოვნი მაინც სხვაა!-გაუღიმა ნიაკოს და გულში ჩაიკრა-უნდა ავღნიშნოთ!-თმები ხელებით აუბურდა და მკერდზე მიიკრა.
-არა,სამეცადინო მაქვს-ჩანთა მაგიდაზე დადო და ბიჭს გაუღიმა.
-კარგი,ჩემო მშრომელო.მეც შენთან ერთად ვიმეცადინებ-თვალი ჩაუკრა დათომ და ოთახიდან გავიდა.
-სად მიდიხარ?
-ყავის მოდუღება ვიცი და მაგას მაინც შემოგიტან-გაუღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-რა სასიძო მყავს-ღიმილით შეხედა ნანამ ბიჭს.
-თქვენც გაგიკეთებთ-ზრდილობიანად გაუღიმა სასიდედროს და მადუღარაში წყალი ჩაასხა.
^^
-მხოლოდ ერთი თვე დარჩა-ქორწილი რვა მარტს დაგეგმევს,რაც ნიაკოს ახარებდა ორმაგად ავღნიშნავთ ამ დღესო.
-არ მჯერა,ჩემი გოგო თხოვდება-ანი შემოეხვია ნიაკოს.
-ჩემი სარძლო-მარიტამ თვალი ჩაუკრა გოგონას.
-დღეს კაბაზე უნდა წავიდე,ზომები უნდა ამიღონ და გამომყევით რომელიმე-სთხოვა დაქალებს ნიაკომ და ჩანთას ხელი დასტაცა.
-მე მოვდივარ-მარიტამ ხელკავი გაუკეთა გოგონას და კარი გააღო.ანის უკმაყოფილო მზერა დაიჭრა და თვალი ჩაუკრა,ჩემი სარძლოაო.
^^
ქორწილის წინა დღეს და იმ დილას ყველა ღელავს,არც ნიაკო იყო გამონაკლისი.ნერვიულობდა,მაგრამ სასმელს არ ეტანებოდა,პატარძალს ალკოჰოლის სუნი არ უნდა ასდიოდესო,გააფრთხილა მარიტამ და ესეც იძულებული იყო გავლა-გამოვლაზე კოქტეილი ეწრუპვა.
-არ მჯერა!-ღიმილით ამბობდა გოგონა.
მოკლედ თეთრი კაბა მოირგო ტანზე.ზედმეტად გადატვირთული არ უნდოდა,ამიტომ საკმოდ სადა აარჩია,მაკიაჟი და ვარცხნილობაც შესაბამისი გააკეთებინა სტილისტებს.იდგა სარკის წინ და საკუთარი თავით კმაყოფილი იყო.
-მოვეწოენები დათოს?-ეკითხებოდა მარიტას და ნერვიულად ცქმუტვდა.
-ნერვიულობისგან თუ არ მოკვდი,კი-ხარხარებდა მარიტა.
კარებს მიღმა კი ანაბელი ვერ ჩერდებოდა.
-ნიაკოს ვნახავ რა-ეხვეწებოდა უფროსებს.ნება არავინ რომ არ მისცა,ახალგამოსულ ვაჟას ჩამოეკიდა კისერზე.
-გეხვეწები რა-ისეთი თვალებით შეხედა ბიჭს,რომ ვაჟას გულა ვერ გაუძლო და პატარა გოგიჩიაშვილს თავი დაუქნია.ისეთი საყვარელი და ცერცეტია,რომ ვერაფერზე ეტყვის კაცი უარს!
-ანაბელ,ჩემო პატარა-სკამიდან წამოხტა ნიაკო და დას სახე დაუკოცნა.
-რა დროს ეგაა! შეხედე შენ თავს-დიდი ქალივით ალაპარაკდა ანაბელი.
-რა?-თვალები დაქაჩა ნიაკომ-რამე მაცხია?
-ულამაზესი პატარძალი ხარ,დათომ რომ გნახავს გაგიჟდება-თვალები გაუფართოვნა ანაბელს,რომელსაც ძველებურად უნდოდა შემოხვეოდა დას,მაგრამ გადაიფიქრა,რამე არ გავუფუჭოო.
-გამაგიჟებს ეს ბავშვი!-სახე გაუნათდა უფროს გოგიჩაიშვილს.
-ხოდა,მაგიტომ უნდა წაგართვა-ანიმ ხელში აიყვანა ანაბელი და ოთახიდან გაიყვანა.
-დრო არ ითმენს-ნახევარსაათიანი დუმილის შემდეგ მოესმა მარიტას ხმა.
-ახლავე-ოთახიდან სანამ გავიდოდა,სარკეში ჩაიხედა და ღიმილიან სახით ჩაჯდა მანქანაში.
ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს.ქორწილიც მოკლედ წრეში აღნიშნეს,არ უყვარს ტრადიციური აღნიშვნები არც ნიაკოს და არც დათოს.ყველაფერმა ლამაზად ჩაიარა,პატარძლის დანახვისას ბიჭს თვალები იმხელაზე გაუფართოვდა,რომ ლამის იყოს გადმოსცენილიყო ძირს,ისე თრთოდნენ ჯვრის ჭერის დროს,რომ ვერც ერთი ვერ აღწერს.
ახალდაქორწინებულები ადრე გაიპარნენ.დათომ დაიჟინა,პარიჟში უნდა წავიდეთო და ნიაკოსაც განა ეს არ უნდოდა! იმ ღამითვე გაფრინდნენ პარიზში.
-ეიფელის კოშკთან თუ არ გაკოცე,რაა ქორწილი-ხარხარებდა დათო და გვერდით მჯდომ გოგონას თვალს ვერ აშორებდა.
-აბა! აბა!-ნიაკო უღიმოდა ქმარს-არ მჯერა,რომ ქმარი უნდა დაგიძახო-ვერ ჩერდებოდა გოგონა.
-მე კი ცოლი-ბაგეებს უკოცნიდა დათო.
-ნუთუ,ცოლ-ქმარი ვართ?-ტუჩებს პრუწავდა ნიაკო.
ცოტა ხანს პარიზში დარჩებიან,მერე კი ევროპა უნდა დაათვალიერონ.სასტუმროც მშვენიერი შეხვდათ და თავს არ ჰგვანან.
-კარგად მოვეწყვეთ,არა?-ლოგინზე გაიშოტა დათოს და გოგონას ახედა.
-მშვენივრად-ბარგის ამოლაგება დაასრულა გოგონამ-შენები ამ უჯრაშია-თვალი ჩაუკრა დათოს,რომელიც ტანსაცმელს იხდიდა.
-არ დამეხმარები?-სთხოვა ნიაკოს და ღილი ძლივს გაიხსნა.
-დამქანცველი იყო ეს მგზავრობა-პერანგი გაუხსნა ქმარს და ფეხსაცმელებიც კი გახადა-დაიძინე,აბა-გვერდით მიუწვა და მკერდზე თავი მაიდო.
-აღარ მეძინება!-ენერგიულად წამოწია ლოგინიდან და გოგონას ბაგეებს დაეწაფა.
-ოჰო! ჩემი დათო.
-ჩემი ნიაკო-ზემოთ მოიქცია გოგონა.
იმ დღეს ეიფელის კოშკის მონახულებაც მოასწრეს.უცხოეული გიდი ინგლისურად უხსნიდა ყველას ღირსშესანიშნაობის ისტორიას.
- ლითონის კონსტრუქცია მარსის ველზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელისპატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.
-უინტერესოა,არა?-მხრები აიჩეჩა ნიაკომ.
-ამასთან შედარებით კი-დათო ვნებიანად შეეხო ცოლის ტუჩებს-ეიფელის კოშკი გიხდება.
-გვიხდება!-შეუსწორა ნიაკომ და თვალი ჩაუკრა.
რამდენიმე დღე კი არა კვირაზე მეტ ხანს დარჩნენ.პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც იყვნენ.ლუვრის მუზეუმს იმხელა ისტორია ჰქონდა,რომ ლამის იყო ტვინი გახევოდათ.
-რამდენი ნაბიჯი დასჭირდა,აქამდე რომ მოსულიყო...-გაკვირვებული სახით უყურებდა ნიაკო დათოს.
-დღევანდელი ლუვრის სახეცვლილებაში დიდი წვლილი მიუძღვისპრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს. 1981 წელს მან მოითხოვა მთელილუვრის შენობა გადაკეთებულიყო მუზეუმად, ხოლო ფინანსთასამინისტრო, რომელიც ამ შენობის ერთ ფრთას იკავებდა ბერსშიგადავიდა. ამავდროულად ლუვრს მიუმატეს თანამედროვე ელემენტი"გამჭვირვალე პირამიდის" სახით,რომელიც შესასვლელის ფუნქციასასრულებს.ეს სამუშაო შეასრულა ამერიკელმა, წარმოშობით ჩინელმა არქიტექტორმა ეო მინგ პეიმ-გიდმა ამოისუნთქა და ტურისტებს შეხედა.
-ეო მინდ პეიმ?!-გაეღიმა ნიაკოს-რა სახელები აქვთ ამ ჩინელებს!
^^
ორი თვე გაატარეს საქორწინო მოგზაურობაში,საკმაოდ ბევრი ქვეყანა ნახეს და საქართველოში რომ დაბრუნდნენ,ეგონათ სიცარიელის განცდა ექნებოდათ,მაგრამ,როგორც ჩანდა მშობლიური ქვეყანა და ქალაქი მონატრებიათ!
-თითქოს აქ სხვაგვარი სუნია-აღმოჩენების გაკეთებას ცდილობდა ნიაკო.
აქაც ახალი ცხოვრება ელოდათ.ახალაშენებულ ბინასა და ახალ ავეჯში.გოგონა კმაყოფილი იყო სახლით,რომლიც მოწყობასა და გარემონტებაში დიდი წვლილი შეიტანა.
-სულ ჩემი გემოვნებითაა!-ამაყად ამბობდა ხოლმე ნიაკო.
^^
მეგობრებმა დახვედრა მოუწყვეს.ნიაკოს სახლში კარებთან ჩაიმალნენ და დიდი ტორტით გამოხტნენ,უფრო სწორედ,მარიტა გამოხტა.
-ახალდაქორწინებულებს-წაიკითხა ნიაკომ და მეგობრებს სათითაოდ დაუწყო ხვევნა-კოცნა.
-მე? მე?-საიდანღაც ანაბელიც გამოძვრა.
-ჩემი გოგო-გულში ჩაიკრა პატარა,რომელიც მალე დაუსხლტა ხელიდან და ტორტის ნაჭერი სახეში ესროლა.
-ასეთებს არ ვართ-მარიტამ წამოიძახა,მაგრამ მერე თვითონაც მიბაძა ანაბელს.ბოლოს ყველამ დაიწყო ტორტის გუნდების სროლა.
-რას ვგავართ-ამოისუნთქა ნიაკომ და დათოს შეხედა.
-ორმაგად გემრიელი ხარ-კოცნით მოაშორა ქმარმა ტორტი და ხითხითი დაიწყო.
^^
-ყავა მოგიდუღე-ნახევრად შეხსნილი პერანგით ფუსფუსებდა ნიაკო სამზარეულოში და ქმარს ელოდებოდა.
-ძვირფასო..როგორ გიხდება!-ჩვეულად გამოემართა გაბრწყინებული სახით და ცოლს წელზე ხელი შემოხვია.
-ჩემი დათო..
-ნიაკო,შვებულება მაქვს და სადმე წავიდეთ-შესთავაზა გოგონას ივლისის დასაწყისში-უკვე ხომ ზაფხულის სიცხეებია!
-ახალი ამბავი-გადაიხარხარა და სკამზე ჩამოჯდა გოგონა.
-სიხარულო,მოიფიქრე,რა გავაკეთოთ და აგერ ვარ!-ცოლის პირდაპირ დაჯდა და ყავის ფინჯანი ხელში დაიჭირა.
-ზღვა აგვისტოში მინდა,ჰავაიზე წავიდეთ-გაუღიმა დათოს და ფეხზე წამოდგა.
-არ გინდა სამეგრელო მოინახულო?-თვალი ჩაუკრა ქმარმა,რომელსაც სახე გაბრწყინებოდა.
-არასდროს ვყოფილვარ-გადაიხარხარა ნიაკო.
-სირცხვილია ევრობა მოვლილი გოგო ხარ და სამეგრელო არ გინახავს!-ხითხითებდა დათო-არაუშავს,გამოვასწორებთ,ხვალვე მივდივართ.ოღონდ იცოდე უპატრონო სახლია,ბებია და ბაბუა დიდი ხნის გარდაცვლილი მყავს.
დილას პირველს ნიაკოს გაეღვიძა,მაშნინვე ფეხზე წამოხტა და შხაპის მისაღებად შევიდა,დათომ არ შემასწროსო,მაგრამ შენგელიასაც მალე გაეღვიძა.
-ნიაკო სად ხარ?-თვალებით ოთახი შეათვალიერა და გაღიმებულმა სააბაზანოს კარი შეაღო.
-აქაც არ მომასვენებ-ირონით გასძახა გოგონამ.
-მეც მინდა,შემოგიერთდები-ჩვეულად სთხოვა დათომ და თვალები აუჟუჟუნა გოგონას,რომელსაც ფარდიდან გამოეყო თავი და სიცილისგან სკდებოდა.
-აუ,რა ხარ რა-თავი დაუქნია შემოდიოდა.
დათომ მაინც მოასწრო ჩაცმა ცოლს და კარებთან ატუზული ელოდებოდა.
-ნაიკო,დამღალე რა-ხვეწნით ეძახდა ცოლს.
-ახლავე-როგორც იქნა,გამოვიდა გოგონა და დათოს გაუღიმა.
-რა მყავხარ-ხელი გადახვია ნიაკოს და კარები გააღო.
-დათ,ბარგი ჩასატანია და მოგიწევს ხელი ასწია-ხარხარით უთხრა მეუღლეს და თვალებში თბილად შეხედა.
^^
-სახლს არაუშავს-პირდაპირ დივანზე მიესვენა ნიაკო და ქმარს ახედა.
-არ დაათვალიერებ?
-ჯერ დავისვენოთ-ღრმად ამოისუნთქა მგზავრობისგან დაღლილმა და პატარა ბალიშ გულში ჩაიკრა.
-მაგაზე საყვარელი და თბილი მე არ ვარ?-გვერდით მიუჯდა დათო და გულში ძლიერად ჩაიკრა-როგორ იყვარს ასე რომ ჟრიალებ ჩემი შეხებისას-თვალებში ჩახედა გოგონას.
-მოდი,ამოვალაგოთ ბარგი-ოცი წუთის შემდეგ განთავისუფლდა ნიაკო ქმრის ძლიერი მკლავებისგან და ბორბლებიანი ჩანთა გააგორა.
-მეორე სართულზეა საძინებელი და გარდერობიც მანდაა-ეორე ჩანთაც მოკიდა ხელი და გოგონას დაეწია-კიბეებზე მე ავიტან.
-არა,იყო-გაუღიმა ნიაკომ და ჩემოდნის აწევა დაიწყო.
-იქნებ ორსულად ხარ-გასაღების პოვნას შეეცადა დათო.
-არ გინდა რა-ბუზღუნით მაინც მისცა ჩემოდანი და თვითონ თავისუფლად ავიდა.
-არაუშავს,არა? ორი კვირა დავრჩეთ,რას იტყვი?
-კარგი იქნება-ჩემოდანი გახსნა ნიაკომ და ტანსაცმლის ამოლაგება დაიწყო-მე ამოგილაგებ,შენ დაისვენე-შესთავაზა დათოს.
-კარგი,მე რამეს მოვამზადებ-მოწყვეტით აკოცა ცოლს და დაბლა ჩავიდა-მაღაზიაში გავალ,არაფერი გვაქვს.
-კარგი,დათ-მოაძახა ნიაკომ და საქმე განაგრძო.
^^
-დადიანები სამეგრელოს მთავრები იყვნენ-მანქანა დადიანების სასახლესთან გააჩერა დათომ და გოგონას გაუღიმა.
-ვინ არ იცის-ირონიით უპასუხა ნიაკომ და ღვედი მოიხსნა.
-დადიანების სასახლესთან ბოტანიკური ბაღიცაა,შენ ხომ გიყვარს ბუნება-ხელი გადახვია ნიაკოს-მოდი,ჯერ სასახლეში შევიდეთ,შენ ხომ გიყვარს ხელოვნება-გაუღიმა გოგონას.
დათომ გიდობა იკისრა.აქ ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ვერც ერთი გიდი ვერ მაჯობებსო,ეხუმრებოდა გოგონას,თუმცა,რა დასამალია,რომ მშვენივრად უძღოდა საქმეს.ნიაკო აღტაცებული უყურებდა და უსმენდა მას.აღფრთოვანებული იყო ნანახით.
-ეს პალეოლითის ხანის ნივთებია..ეს ნეოლითის,ხოლოდ ესენი-ბრინჯაოს ხანის..-აგრძელებდა საუბარს დათო და გოგონას მზერით ტკბებოდა.
-ეს ხომ დავით დადიანისა და მისი ოჯახის პირადი ნივთებია-სახე გაუფართოვდა ნიაკოს და ყველაფერს ყურადღებით დაუწყო დაკვირვება.
-ჰო,მართალი ხარ.გასაოცარია,არა? ესენი ფეოდალური ხანის ამსახველი ექსპონატებია-აგრძელებდა საუბარს დათო-ნახე ოდას სახლი..გაცხა...
-ისე ადრე მინდოდა ოდას სახლში ცხოვრება-ხითხითებდა გოგონა და თითოეულ დეტალს აკვირდებოდა.
-მერე ცოტა ხანს წავიდეთ და ვიცხოვროთ სადმე ოდას სახლში.რა აღუდგება წინ ჩვენს სურვილს?
-ვერაფერი,თუ არა ჩვენი განსხვავებული სურვილი-ლოგიკურად უპასუხა გოგონამ და თვალი ჩაუკრა.
-წამოდი,აქეთ არქეოლოგიური ექსპონატებია.პატარაობისას ყოველ მოსვლაზე მაოცებდა.ისე მარტო ამის გამოც კი მოვდიოდი ხოლმე.ისე მომწონდა...-ნოსტალგიებით ყვებოდა დათო,ნიაკო კი უღიმოდა და ყველაფერს გონებაში იბეჭდავდა-ბრუნჯაოს ცულებს ვაშტერდებოდი ხოლმე..-ანიშნა გოგონას უზარმაზარ ცულზე და გაუღიმა.
-აქ ნუმიზმატიკური კოლექციაც უნდა იყოს?-ნიაკომ ინტერესით დაქაჩა თვალები-აბა,საით?
-ნიაკო ასე კარგად იცი ისტორია?-ირონიით ჰკითხა ცოლს.
-რამდენიც მჭირდება,ვიცი და ისე ისტორია დასანახავადაც კი მეჯავრებოდა,იცი..რა უაზრობაა,წლები,თარიღები,მოვლენები დროსა და სივრცეში..-ჩაირთო ნაიკო..
-კარგი,ამდე ზიზღს,ნუ აფრქვევ-თვალი ჩაუკრა დათომ და მეორე მხარეს უბიძგა-აქეთ,ძვირფასო-იცი,რომ ნიაკოს ეს ეპითეტი დიდ საიმოვნებას ანიჭებს!
-ვაიმე,ეს ხომ კოლხური თეთრი,ეს-რომაული,ეს კი-ბიზანტიური..-სიხარულით ლაპარაკობდა ნიაკო,დათოს კი მის აღფრთოვანებაზე ეღიმებოდა.
-ჩემი პატარა ხარ,ძვირფასო.
-ამ ძვირფასოს როგორი ზე სენტიმენტალურიბით წარმოთქვამ.-იღიმოდა ნიაკო-ეს კოლხური ოქროს მონეტაა-სახე გაუნათდა და თვალები უფრო გაუფართოვდა.
-იუსტინიანე პირველის მონეტა-დაუდასტირა ქმარმა.
ნახევარი საათის შემდეგ მწიგნობართუხუცესის საბუხარი ნახეს.
-ეს ქართული საეკლესიო ნაქარგობის ბრწყინვალე ნიმუშია,ასევე უძველესი...დავით მეორე დადიანის ბრძანებით დამზადებული გარდამოხსნა ამშვენებს მას..-უხსნიდა დათო გოგონას-აქეთ ოქრმომჭედელობის ნიმუშებია..
-ეს ხომ თამარ მეფის დედის ხატია-ანიშნა დათოს და გაუღიმა.
-კი,ბურდუხან დედოფლის.
-რა სახელია-თვალები დააკვესა გოგონამ და ქმარს ახედა.
-უბრალოდ ახლა ძალიან მოძველდა-ირონიით უპასუხა ნიაკოს-ხატის 52 სანაწილე ბუდეში წმინდანთა ნაწილებია ჩაბრძანებული,იცოდი?
-არა-მხრები აიჩეჩა გოგონამ და საინტერესოდ მოსაუბრე დათოს შეხედა-აქეთ წამოდი-ხელი მოკიდა გოგონას-ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართია.საქართველოში ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოიტანეს..აბა,როდის დაეცა ბიზანტიის იმპერია?-თვალი ჩაუკრა გოგონას და ნიშნის მოგებით ჰკითხა.
-ძვირფასო,დიდი ხანია,რაც მოვიშორე ისტორია-ირონიითვე უპასუხა-1453 წელს,ეგ ვინ არ იცის-მაინც უპასუხა და კვარს მიაშტერდა.
-გეხუმრე,სულელურად ჭკვიანო.
-რა ხარ-იდაყვი წაკრა ნიაკომ.
-15 ივლისს რა ხდება აქ,იცი?
-კვართის გამოსვენებაზე როგორ არ ვიცი-ბრაზით დააკვესა თვალები გოგონამ.
-დიახ,15 ივლისს აღინიშნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისპატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაული-ვლაქერნობა-დააზუსტა დათომ-ისე 15 ივლისამდე კი უნდა ვიყოთ აქ-ყოვლადუსამღვდელოესი გერასიმე ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ბრძანებს: "ღვთისმშობლის კვართი შუამავლად გვევლინება ცასა და დედამიწას, ღმერთსა და ადამიანებს შორის და ღვთაებრივი მოწყალებით უფლის წინაშე სათნოდ წარმოგვაჩენს. ზღვა სიხარულის, ბედნიერების ვერდამტევი ზეიმი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაული, ვლაქერნობა, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა უფლის წინაშე, რადგან ბევრის მიმღებთ ბევრიც მოგვეთხოვება".
-საინტერესოა-გოგონამ აღტაცებული სახით შეხედა დათოს-აუცილებლად,მოვალთ.
-როგორ მიყვარს აქურობა,ნეტავ,იცოდე!
-როგორ არ ვიცი-შეეწინააღმდეგა გოგონა.
-ასევე ხელნაწერებიცაა დაცული,პირადი მიმოწერებიც კი..უნიკალური ხელნაწერი წიგნები..-აგრძელებდა დათო და გოგონას ახალ-ახალ რაღაცებს ანახებდა.
სამხედრო არქივთანაც დიდ ხანს გაჩერდა წყვილი.ათას რამეს აკვირდებონენ.
-გასაოცარია!-ერთ-ერთ დამღიან ხმალზე შეაჩერა ნიაკომ მზერა.
-ჰო,მისი სიგრძე 110 სანტიმენტია,ხოლო სიგანე-8..ბავშვობაში სულ ამაზე ვეკითხებოდი ხოლმე დედას.მიყვებოდა,რომ ქარქაში მოპირკეთებულია სადაფით და ორი ვერცხლის ბორჯღალიანი პირამიდით. ხმლის ტერფთან არის ხუთთავიანი დევის გამოსახულება, რომელსაც ხელში ჰოროლი უპყრია. სოლის შუაში კი მოჩანს ზოომორფული გამოსახულებები. განირჩევა თმაგაშლილი ვაჟკაცისა და აბჯროსანი ყმაწვილის გამოსახულებები. ხმალზე ასევე ნაყოფიერებისა და ძლიერების სიმბოლო ფალოსია დახატული. ხმლის ფორმის ხასიათიდან გამომდინარე თამამად შეიძება ითქვას, რომ საბრძოლო ხელოვნების ეს ნიმუში დადიანების სასახლეების ერთ-ერთი საუკეთესო ექსპონატს წარმოადგენს.
-რა საინტერესოა-გაუღიმა დათოს და მეორე მხარეს გაიწია-მოდი,ხელოვენების ნიმუშებზე გადავიდეთ-დათომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,ხელკავი გაუკეთა და მზერით გაუძღვა ახალი სანახაობისკენ.
მზე ჩადიოდი,როცა გარეთ გამოვიდნენ.
-მოდი სადმე წავიხემსოთ და მერე დავბრუნდეთ ბოტანიკურ ბაღში-შესთავაზა დათომ მეუღლეს.
-კარგი-ნიაკო წუწუნის შემდეგ დასთანხმდა.
შემდეგ გვიანობამდე სეირნობდნენ ბაღში.დათო უხსნიდა მცენარეების სახელებს.
-ეს მაგნოლიაა..ისე აქ ექვსი სახეობის მაგნოლია იზრდება..ჰიმალაის კედარია,ეს კანარის ვერხვი..-გოგონას ქმრის გიდობა ძალიან მოეწონა.
-შესანიშნავი გიდი ხარ-მკერდზე თავი მიადო ბიჭს.
-მოდი დავსხდეთ-ორივენი სკამზე დაეშვნენ.
-როგორი სიმშვიდეა..როგორი მყუდროება და სასიამოვნოდ მოლამუნე ნიავი-უფრო მჭიდროდ მიეკრო დათოს,რომელმაც თმებზე დაუწყო თამაში.
-რა ბედნიერი ვარ,ნეტავ,იცოდე-გოგონას ცისფერ თვალებს თვალი გაუსწორა და გაუღიმა.
-მეც,დათ,მეც..-ლოყა ლოყაზე გაუხახუნა ბიჭს.
-ძველი ვნებებზე მოთამაშე შეყვარებულია,უზომოდ შეყვარებული...-ყურში ჩურჩულებდა გოგონას,რომემსაც თმებს ნიავი უფრიალებდა და მის სახე ახვევდა.
^^
-არ მჯერა,რომ ჩამოხვედი,ძალიან,ძალიან მომენატრეთ-მარიტა ხან დათოს კოცნიდა და ხან ნიაკოს.
-ჰავაიზე უნდა წავიდეთ ერთ კვირაში გაანდო გეგმა-მარიტას და ლოყები ჩაუკოცნა.
-რა და მყავს-დათომ ამაყად შეხედა მონატრებულ ძმაკაცებს,რომლებიც კარებში გაქვავებულიყნენ.
-ირაკლის შეყვარებული ჰყვას-ზურამ მხარაზე ხელი დაარტყა დათოს და გაწითლებულ ირაკლის გადახედა.
-გილოცავ,ძმაო-გადაეხვია ძმაკაცს.
-ანი,ნუკა,სალო...-მეორე მხარეს ნიაკო ხტუნაობდა..-ეს ჩემი გოგოები არიან..ვაიმე,როგორ მომენატრეთ-გაფართოვებოდა სახე ნიაკოს და მეგობრების ფერებით ტკბებოდა.
-ნუკა და იკა ერთად არიან-ამ ვაჟამაც ხომ შემოყო თავი!
-ვაიმე,გული...აი,რა იცის მეგობრობა-ნიაკომ ხელები სახეზე აიფარა და ირაკლის გადაეხვია-არ გამიბრაზო ჩემი გოგო-თვალი ჩაუკრა და აწითლებული ნუკა გულში ჩაიკრა.
-როგორ გამიხარდა თქვენი ამბავი-ხარხარებდა დათო-რა უცნაურია არა ცხოვრება!-თვალი ჩაუკრა ცოლს და დივანზე მიწვა.
-ყველანი ჰავაიზე უნდა წავიდეთ,ერთად-ვაჟამ თამამად განაცხადა და მეგობრებს გადახედა.
-აუ,რა მაგარია,თან მე და ბექა დავინიშნეთ..სიუპრიზად გინახავდით-თვალი ჩაუკრა ძასა და რძალს.
-გამარჰჯობა,დათო-ბექა შემოვიდა ოთახში.
-მოდი,ჩამოჯექი-გაუღიმა დათომ,რაც „თანახმა ვარს“ ჟესტი იყო.
-აუ,რა მაგარია,არა?-ნიაკო დათოს გვერდით მიუჯდა.
-ანაბელიც მოვიდა-ვაჟას შეხედა გოგონამ და შემდეგ დას კალთაში ჩაუხტა.
-რა გოგო ხარ!-შუბლზე აკოცა ნიაკომ დას.
-შენც ხომ არ გინდა ჰავაიზე?-ვაჟა ჩაიკუზა და ანაბელს თმებზე წაეთამაშა.
-ნუ აგიჟებ ბავშვს-დაუბდღვირა ნიაკომ ვაჟას და იდაყვი მიკრა.
-რა ვაგიჟებ,ამასაც უნდა!
^^
თვითმფრინავში იმდენი ადგილი დაიკავეს,რომ კაცს ანგარიში აერეოდა.ნიაკო და ნანა ბათუმში წავიდნენ,ჰავაი რა ჩვენი საქმეაო!
-რა დღე გველოდება-ვაჟა ენას ვერ აჩერებდა.
-ცოტა ხანს რომ გაჩერდე,არა?-მხარი გაკრა ანიმ.
-აბა,ჰავაი რას ნიშნავს?-ნიაკომ მხიარულად ჰკითხა მეგობრებს.
-ჰავაი? ღადაობ? რას უნდა ნიშნავდეს?-მხრები აიჩეჩა ვაჟამ.
-სამშობლოს..ღმერთების ადგილს-მარიტამ ხელი ასწია და ირონიით შეხედა ვაჟას.
-სწორია..შემდეგი.ცოტა გავმხიარულდეთ.სანამ წავიდოდით ცოტაოდენი რამ წავიკითხე ჩვენს ცეცხლოვან კუნძულზე-თვალი ჩაუკრა დათოს..-აბა,რით გამოირჩევა ჰავაი?
-კუნძულოვანია და ,მგონი,ამერიკაში ისაა ერთადერთი კუნძულოვანი შტატი-ამაყად წამოიძახა დათომ.
-და ყავასაც იღებენ-მარიტამ ჩაიცინა.
-ტროპიკული ხეები მანდ არ იზრდებიან,ტო?-ნუკას გადახვია ირაკლიმ ხელი და თავი საზურგეს ძლიერად მიაყრდნო.
-სამ კაცს,საღოლ-ნიაკომ მარიტა შეხედა-რამეს ხომ არ იკითხავ.
-აჰამ,კი..მეც ეგ მინდოდა-ჩაიცინა და ჩაფიქრდა.-ჰავაის სახელმწიფო ენები მითხარით..
-ჰავაური-ირაკლიმ წამოისროლა პასუხი.
-კიდევ?-თვალები დაჭყიტა ნიაკომ.
-ინგლისური იქნება,მაგან დაგვიპყრო და..-ირონიით თქვა ვაჟამ,რომელსაც ეტყობოდა,რომ ეს ენა ძალიანაც არ ეპიტნავებოდა.
-კარგით რა.ჰავაი ხომ იდეალურ ადგილია რომენტიკოსი წყვილებისთვის..-გადახედა მეგობრებს და გაუღიმა დათომ.
-აბა,რა-ირაკლიმ ნუკას გაუღიმა.
-ისე სრფინგი ჰავაიზე მცხოვრებლებმა მოიგონეს-ნუკამ გაუღიმა ნიაკოს და მერე ირაკლის შეხედა.
დამღლელი მგზავრობის შემდეგ სასტუმროს ნომრები დაიქირავეს წყვილებმა.გარემო ძალიან მოეწონათ.ერთი ვაჟა იყო უკმაყოფილო,მაღაზიაში ვერშევალ და ვერც ვერავინ დაველაპარაკები,ჩემი აქცენტის მრცხვენიაო,მაგრმამეგობრები ამაზე მხოლოდ ხარხარედბნენ.
სანაპიროსთან მდებარე რესტორანში შეიარეს მზის მხურვალებისგან დაღლილებმა და ნიაკომ ვაჟას დააბარა შეკვეთის მიცემა.
-აუ,არა,რა-წუწუნებდა ბიჭი.
-კაცი ხარ თუ ჩვარი?-ანიმ თვალები დაუბრიალა შეყვარებულს და იდაყვი გაკრა.
-კარგი,ჰო-ირონიით გახედა მეგობრებს და მიმტანს დაუძახა-exuse me…-აქცენტის გამო კი გაწითლდა,მაგრამ ეგ არაფერი! მიმტანმა ღიმილით მოიტანა მეგობრებს შეკვეთა და ვაჟას თვალი ჩაუკრა.
-დამცინის?-ქართულად ჰკითხა ანის.
-არა..ისე რა საყვარლად ხარ...-გაუღიმა შეყვარებულს და თვალი ჩაუკრა.
-ვკითხავ,აბა,თუ დამცინის...-is it mockery?-გასძახა მიმტანს,რომელიც წამიერად შებრუნდა ბიჭსკენ და სიცილით უპასუხა.
-hahah..no,of course..u r so funny guy-თვალი ისევ ჩაუკრა და საქმეს დაუბრუნდა.
-რა აქცენტი აქვს-გაიღიმა ვაჟამ და დამშვიდებულმა დაავლო ჩანგალს ხელი.
-ჩასაყლაპი ხარ-ხარხარებდა ანი.
ნიაკო და დათო ლოგინზე ცახუტებულები იწვნენ.არც ერთს ეძინებოდა და სასიამოვნოდ საუნრობდნენ ხან რაზე და ხან რაზე,როცა გოგონა წამოიწია და ტანსაცმლეს დაუწყო ძებნა.
-სად მიდიხარ?-დათომ ინტერესით ახედა ცოლს.
-ახლა გამახსენდა,რომ ჰავაიზე ტილები ბუდოებენ.
-მერე?-ახარხარდა ბიჭი.
-შამპუნი უნდა ვიყიდო,რომელიც ამარიდებს ტილებს..-თვალი ჩაუკრა დათოს,რომელიც სიცილს ისევ ვერ წყვეტდა.
-სხვებსაც უყიდე-რჩევა მისცა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა-მეც გამოგყვები.
-რა მზრუნველი ქმარი მყავს-ნიაკომ ღიმილით ახედა დათოს და შორტი ამოიცვა.
მეორე დილას საუზმისას შეხვდნენ ერმანეთს.ტერასაზე არსებულ კაფეში ჩამოსხდნენ და თან სასიამოვნოდ საუბრობდნენ,მაგრამ ყოველთვის ხომ გამოჩნდება ვინმე,ვინც ჩაშლის ამ ჰარმონიას!
-ტილებგამძლეები ვართ-ახარხარდა ვაჟა.
-რა მკვლელი იუმორი აქვს-ნიაკომ შეუღრინა ბიჭს.
-სირცხვილი ხარ,სირცხვილი-ანი სიცილისგან იხეოდა.
მაინც მშვენიერ განწყობაზე იყვენ,რა დროს ტილებია,როცა შენ წინ ჰავაია!
-როგორი გამჭვირვალე წყალია...ბათუმს კი არ ჰგავს-ვაჟა გადაეშვა საცურაოდ და სხვებიც მიყვნენ.
-მომწონს შენი რუჯი-მარიტამ თავი დაადო მხარზე ნაიკოს.
-მცხელა,გოგო-გაუღიმა დაქალს და თავი ააწევინა.
-მოდი,ჩემთან-გვერდითა შეზლონგიდან ბექას ხმა მოემსა.
-ჩემი ბიჭი-მიეკრო საქმროს და თვალები დახუჭა.
მშვენიერ დროს ატარებდნნე ჰავაიზე.რომენტიკულ ცხოვრებას მისდევდნენ და ყოველ წამს ცხოვრების სიტკბოების სიმძაფრეს კიდევ უფრო ამუქებდნენ.
ერთი თვე დაყვეს კუნძულებზე.არც ერთ მათგანს არ ენახათ მანამდე ჰავაი და ვერც ერთ ღირშესანიშნაობას ვერ ტოვებდნენ.
ნიაკოს განსაკუთრებით „ბრილიანტის თავი მოეწონა,რომელიც ვულკანურ კოოლაუსგანაა წარმოქმნილი.გოგონას მისი ვიზუალითაც მოიხიბლა,მაგრამ ისტორიამაც ძალიან ჩაითრია.თურმე,კონუსს სახელი მას შემდეგ მიენიჭა,რაც ინგლისელმა მოგზაურებმა მის ფსკერზე იპოვეს მოელვარე ქვები,რომლებიც თავდაპირველად ალმასი ეგონათ,თუმცა სინამდვილეში ეს მცდარი აღმოჩნდა.
თბილისში გახარებულები ჩამოვიდნენ...ახალი ძალებით დაიწყეს მზადება მომდევნო სამუშაო თუ სასწავლო წლისთვის,მარიტამაც გადაიხადა ქორწილი,ჩემს ძმას ვერ ჩამოვრჩებიო და ბექასთან გადავიდა.მათი ამბავი ყველას ახარებდა,თუმცა სხვა წყვილები ჯერ არაფერს ჩქარობდნენ.შეყვარებულობის პერიოდის დასასრულის დაჩქარება ბევრს არ უყვარს!
ნაიკო ბედნიერი იყო..უნივერსიტეტი 14 სექტემბერს დაიწყო და,მგონი,არასდროს გახარებია სწავლის დაწყება ისე,როგორც ახლა.
-შენი ჭკვიანი ცოლი ვარ-გადაეხვია ქმარს.
-წარმატებები,საყარელო-ვნებიანად დაეწაფა ნიაკოს ბაგეებს დათო.
-რა საყვარელი ხარ!
-ძალიან მიყვარხარ,ძალიან,ძალიან-ძლიერად ხვევდა მკლავებს და მის გაშვებას არ ცდილობდა.
-კარგი,წავედი და სამსახურში არ დაიგვიანო-გაუღიმა დათოს და კარები გააღო.
-მიყვარხარ სიგიჟემდე და მას იქით...-ხელი დაუქნია დათომ.
-მეც-ნიაკომ გაუღიმა და ლიფტის ღილაკს თითი დააჭირა.
ჯგუფელებმა თბილად მოიკითხეს.
-ჰავაის ფერი გადევს.
-მადლობ-გოგონას არგაკვირვებია,რომ ყველამ იცოდა მისი დასვნების ამბავი.აბა,“ფეისბუქი“ რისთვის არსებობს!
-ძალიან კარგები ხართ-კომპლიმენტებით ავსებდა ხალხი-რა სიმპათიური ბიჭია,ერთმანეთს სასწაულად უხდებით.
-მადლობთ-ნიაკო ლამის იყო ჩაკეცილიყო სიხარულისაგან.ისე უხაროდა,ისე,რომ თავი სიზმარშიც კი ეგონა..ახლა გავიღვიძებ და ყველაფერი დასრულდებაო...
უნივერსიტეტის ცხოვრება უფრო ნათელ ფერებშ დაინახა.ახლა უკვე მესამე კურსელია და თანაც დაოჯახებული.ამ ერთი წლის განმავლობაშ რამდენად გაიზარდა,თვითონაც ვერ აცნობიერებს.
-დათო,მომენატრე-გადაეხვია დაღლილი ქმარს და თვალებში ჩახედა.
-ნიაკო,როგორი ბედნიერი ვარ ასეთი დამღლელი დღის შემდეგ რომ გხედავ..მავსებ და მამდიდრებ..მიყვარხარ..-ვნებიანად შეეხო გოგონას ბაგეებს და მოსაცმელი გახადა.
-საძინებელი აქეთაა-კისკისით უთხრა ნიაკომ და ჩანთა დივანზე მოისროლა.
-მოდი,ჩემთან-ხელშ აიტაცა გოგონას სხეული და მის კისერს დაეწაფა.
^^
-ისევ მარიტას დაბადების დღე..-დათომ თვალი ჩაუკრა ნიაკოს,რომელიც ლოგინში ტკბილად ნებივრობდა.
-დამაძინა,დათ-თბილად უპასუხა ქმარს და გადაბრუნდა.
-არ მითხრა,რომ ჩემი შეხების ძალას გაუძლებს.
-ჰაჰაჰ-ახარხარდა ნიაკოს და ბალიშში თავი ჩარგო-დათომ გადახადა ზეწარი და კოცნა დაუწყო.
-წესებს რატომ ცვლი?-ნიაკომ კისერზე მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა.
ერთ საათში ორივენი ერთად გამოვიდნენ სააბაზანოდან.
-რა ვაჩუქოთ?-ნიაკომ ჰკითხა დათოს და თმის დავარცხნა განაგრძო.
-არ ვიცი,თუმცა,საჩუქრები ჩვენ არ ვართ-ხუმრობა სცადა შენგელიამ.
-გეყო-თვალები დაუბრიალა ნიაკომ და ჩაცმა განაგრძო-რამეს ავარჩევ,თუ გინდა გამომყევი.
-გამოგყვე? რა საყვარელი ხარ,როცა ბრაზდები-მიიკრა გოგონა და ლოყაზე ტუჩები მიუხახუნა.
-სპეციალურად მაბრაზებ?-ააფახულა თვალები და მანქანის გასაღები აიღო-წავედით-კარებისკენ უბიძგა ბიჭს.
-მოდი,ბავშვის კენგურუ ვაჩუქოთ-სახე გაუნათდა დათოს.
-არ ყავთ და..-დაიბნა ნიაკო.
-ხომ ეყოლებათ..
-სხვის პირად სივრცეში ჩავერიოთ?-თვალი ჩაუკრა ქმარს.
-კარგი რა-გაუღიმა ნიაკოს და კენგურუს არჩევა დაიწყო-ეს ბიჭზეც წავა და გოგოზეც,რას იტყვი?
-შესანიშნავია-მოუწონა არჩევანი გოგონამ.
მარიტა და ბექა მართლაც გაახარეს.იმდენი იცინეს რომ,ლამის იყო სიცილისგან გახეულებიყვნენ.
-მეღადავებით?-ხარხარებდა მარიტა.
-კი,აშკარად-სიცილში დათოც ყვებოდა.
-დათო არის ასეთი მასხარა-დააკონკრეტა ნაიკომ.
-ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ-ბექამ ცოლის მაგივრად თქვა.
-მერე რა,შეინახეთ-დაამშვიდა წყვილი ვაჟამ.
-აუ,კარგი რა..-მარიტამ საჩუქარი აიღო და ხარხარი გააგრძელა.
-მადლობთ,ვიღებთ-ბექამ შეხედა კენგურუს..-ისე პატარა კარგი იქნებოდა..-მარიტას თვალი ჩაუკრა.
-ვიფიქრებთ-გოგონა ჭიქას დასწვდა და მეგობრებს გაუღიმა.
^^
-რა მალე გადის დრო-ნიაკო დათოს კოცნამ გამოაღვიძა-უნივერსიტეტში გაგვიანდება,ძვირფასო.
-მაგვიანდება?-ფეხზე წამოხტა დაქაჩული თვალებით გოგონა.
-კი,გაგვიანდება,ტანსაცმელი მომაწოდე..
-ახლავე..ესენი?-წინ დაუწყო ნაიკოს და ყავის მოსადუღებლად გავიდა.
-არ მინდა ყავა,მეჩქარება-სწრაფად გამოიცვალა და სადა მაკიაჟი გაიკეთა..-ჩანთა დივანზე დავაგდე,მგონი..-გაასძახა დათოს ნიაკომ.
-ახლავე მოგიტან,ძვირფასო-ასე ხშირად ხდება ხოლმე.“ამ დროს ისეთი საყვარელია ჩემი ქმარი“-ფიქრობს ხოლმე ნიაკო და ისე უხარია,რომ ლამისაა კედლებსაც კი ჩაეხუტოს.
-გამომართვი-ღიმილით მიაწოდა ჩანდა და წასვლისას მოწყვეტით აკოცა-წარმატებები-ნიაკომ ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა და დათოს ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა.
„რა საყვარლად ...“-გაიფიქრა ბიჭმა და თვალი გააყოლა ლიფტს,რომელშიც ნიაკო იჯდა...შემდეგ სახლში შევიდა და სამსახურისთვის დაიწყო მზადება,დღეს გვიან უნდა მივიდეს და ფიქრისთვის დიდი დრო აქვს..
ნიაკოზე ფიქრობს ისე,ისევ,როგორც ყოველთვის..გოგონამ რამდენჯერმე აღებინა და ეჭვია აქვს,რომ ორსულადაა,თუმცა ნიაკო ვერ ხვდება.გადატვირთულია და არაფერს აქცევს ყურადღებასო,ასე ფიქრობს დათო..ახლა იმაზეა ჩაიფიქრებული,რომ ერთ კვირაში ნაიკოს დაბადების დღეა,21 წლის ხდება..“უკვე დიდი გოგო იქნება და თან ორი გოგო ან შეიძლება ბიჭი იყოს..“-უკვე გეგმებს აწყობს და გადაწყვეტილი აქვს ბავშვის წინდა აჩუქოს გოგონას.საჩუქარი წინა დღეს იყიდა,როცა გაეპარა მძინარე ნიაკოს.დიდი ამბით მალავს,არავინ ნახოსო.ეს მისი ყველაზე დიდი საიდუმლოა...უხარია,რომ მალე მამა გახდება და ამაში დარწმუნებულია...
„ჩემი პატარა,პაწუკა..გოგო ან ბიჭი..არ მჯერა,მამა გავხდები..“-ოცნებებში იყო,როცა მისი ტელეფონი აწკრიალდა...ზლაზვნით წამოდგა დივნიდან და ძებნა დაუწყო..“სად ვისროლე?“-ჩაფიქრდა,მაგრამ მაინც ვერ იხსენებდა...ნახევარი საათის შემდეგ მოიაზრა,რომ,როცა ნიაკომ და მან თავი ერთად დაიგულეს,ლამის იყო ერთმანეთისთვის ტანსაცმელი შემოეხიათ,ისე ეტაკნენ ერთმანეთს და ტელეფონის ადგილსამყოფელი როგორი უნდა გაეხსენებინა,როცა სად მოისროლა აზრზე არაა!
___
ორი თავის ხელა კი გამომივიდა,მაგრამ ჯერ არ დამისრულებია.შემდეგში კი ნამდვილად დავასრულებ.გამიზიარეთ აზრები და შეფასებები..მოკლედ,გინდათ ნიაკოსა და დათოს საერთო შვილი?
მიყვარხართ,ჩემო ლამაზებო..



№1  offline წევრი ხატული♥

ხო ძალიან საყვარელი თავი იყოო <3 მალე დადე შემდეგიი ♥♥♥

 


ძალიან თბილი და საყვარელი წყვილია.კარგი თავი იყო.
როოგორ არა ძალიან მინდა ყვადეთ შვილი!
ველოდები შემდეგს მოუთმენლად.

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

ხატული♥
ხო ძალიან საყვარელი თავი იყოო <3 მალე დადე შემდეგიი ♥♥♥

შეყვარებული გოგონა
ძალიან თბილი და საყვარელი წყვილია.კარგი თავი იყო.
როოგორ არა ძალიან მინდა ყვადეთ შვილი!
ველოდები შემდეგს მოუთმენლად.

მადლობთ.. love
ეყოლებათ...

 


№4  offline წევრი lamazi gogona

ძალიან მომეწონა.
არ ვიცი რა გითხრა.
რა კარგი იყო მოკლედ როგორი სიამოვნებით წავიკითხე..
მინდა ყავდეთ ისეთი საყვარლები არიან და კიდევ უფრო საყვარლები იქნებიან.
ველოდები შემდეგს მოუთმენლად love request

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

lamazi gogona
ძალიან მომეწონა.
არ ვიცი რა გითხრა.
რა კარგი იყო მოკლედ როგორი სიამოვნებით წავიკითხე..
მინდა ყავდეთ ისეთი საყვარლები არიან და კიდევ უფრო საყვარლები იქნებიან.
ველოდები შემდეგს მოუთმენლად love request

მადლობ...
აუცილებლად,ეყოლებათ.. love

 


№6  offline მოდერი ანკა

მომეწონა, თუმცა ზედმეტი ინფორმაციებით გადატვირთული მომეჩვენა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიკიპედიას ვკითხულობდი და სიმართლე რომ გითხრა, ეგ მომენტები არ წამიკითხავს... იმედია არ მიწყენ ძვირფასო...
ისე უსაყვარლესი წყვილია და შვილიც რა თქმა უნდა მინდაა love love love

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

ანკა
მომეწონა, თუმცა ზედმეტი ინფორმაციებით გადატვირთული მომეჩვენა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიკიპედიას ვკითხულობდი და სიმართლე რომ გითხრა, ეგ მომენტები არ წამიკითხავს... იმედია არ მიწყენ ძვირფასო...
ისე უსაყვარლესი წყვილია და შვილიც რა თქმა უნდა მინდაა love love love

არა,არ გიწყებ :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent