შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვისკი და თანამედროვე კონკია.(თავი VIII)


1-09-2015, 02:46
ავტორი Nina))
ნანახია 5 088

***
დილით,როდესაც თვალები გაახილა პალატაში უკვე აღარვინ იყო,მარტო იწვა..
გული აეწვა..
ეგონა მასთან დარჩებოდა..
მასთან გაათენებდა..
მარტო არ დატოვებდა..
მეორედ აღარ..
მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება,როგორც ჩვენ გვინდა...
ორიოდე წუთში პალატაში დამიანე შემოვიდა..
-მაპატიე,ლიზა,თანხები დავფარე,მამუკამ არ იცის არაფერი,ჰგონია რომ ღამით ჩვენთან დარჩი,არ მინდოდა ზედმეტი ნერვიულობა და საჭიროდაც არ ჩავთვალე..
-მადლობა,დამიანე,მაგრამ რა დამემართა?
-უბრალოდ ბევრი სტრესის გამო გადაიღალე
-კარგი,სახლში წამიყვანე გთხოვ,სუნთქვა მიჭირს
-კარგი...

ისევ ერთფეროვნება,წუხანდელი ღამეც წარსულს ჩაბარდა,სიზმარივით ახსოვს მის შუბლთან,საფეთქელთან დატოვებული კოცნები,ალბათ სიზმარი იყო.
თორემ ერეკლე საცოლეს არ დატოვებდა მარტო,ფაქტიც სახეზეა,დილით არავინ დახვდა ოთახში..

-მამი,ამაღამ წერეთლებს უნდა ვესტუმროთ და აუცილებლად უნდა წამოხვიდე.
-აუცილებელია,მა?
-რა თქმა უნდა,ჩემი ახალი კომპანიონი ხარ ბოლო-ბოლო,ყველა ხომ უნდა გაიცნო?!
-კარგი,მა.

არისტოკრატულად გაემზადა,შავი მუხლებამდე კაბა,ზურგ-ამოჭრილი,აგრეთვე ლამაზად ჰქონდა გულ-მკერდის მხარეც ამოჭრილი,შავი ქუსლიანები,კოლიე,მცირეოდენი,მკრთალი მაკიაში,გაშლილი თმები საოცრად განსხვავებულ იერს სძენდა ზვიადაურს ეს ყველაფერი და სისადავესა და არისტოკრატულობის ნაზავის პიკს წარმოადგენდა,უნდა გენახათ..
ანგელოზიაო გაიფიქრებდით,ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი..
"გამწარება უნდა წერეთელს?! მიგდება?!
მაგასაც ვანახებთ!!"-ფიქრობდა თავისთვის გამწარებული ზვიადაური და სიმშვიდეს ძლივს-ძლივობით ინარჩუნებდა.

-მამი,მზად ვარ-ამაყად განუცხადა და მის წინ დატრიალდა.
ვახშამზე უკვე წერეთლების ოჯახში ისხდნენ და გემრიელად შეექცეოდნენ ვახშამს შავი ღვინითურთ...
-ირაკლი,მინდა ჩემი კომპანიონი,ჩემი ქალიშვილი და ჩემი სიამაყე წარმოგიდგინო,ლიზა ზვიადაური.
-ნამდვილად ლამაზი ქალბატონი გყოლია,არისტოკრატული,და დახვეწილი,ნება მომეცი ჩვენი ოჯახის სარაძლო გაგაცნოთ,ანასტასია დვალი,ანასტასია პროფესიით მოდელია და საკმაოდ მომთხოვნადი.
-ძალიან ლამაზი ქალი აგირჩევია,ერეკლე,გილოცავ შვილო,ღმერთმა ბედნიერება არ მოგაკლოთ.
-მეც გილოცავ,ერეკლე,მინდა ცხოვრების ბოლო წუთამდე ბედნიერი იყო-ოხ ეს ფარისევლობა და სიამაყე-ტასუნა,შეგიძლია მოგვიყვე როგორ გაიცანით ერთმანეთი?
-კი,რა თქმა უნდა,სამწუხაროდ ყველას აქვს ცუდი პერიოდი და მეც დამიდგა შავ-ბნელი ხანა,მეც ჩამითრია სიბნელემ და ერთ ღამით სასმელს მივყავი ხელი,ეკემ ბოროტებისგან და ცუდი ხელებისგან მიხსნა,ისე რომ შველას არავისგან ველოდი,მის სახლში წამიყვანა და ხელი არ დაუკარებია ჩემთვის მიუხედავად იმისა რომ მთვრალი ვიყავი და შეეძლო რამის გაკეთება,იმ წამს მივხვდი რომ იგი შემიყვარდა,ძალიან შემიყვარდა და არ ვაპირებდი მის დათმობას,მერე ერეკლეც დაინტერესტდა ჩემით და ავაწყვეთ ურთიერთობა..
-ყოჩაღ,შვილო,ასე უნდა ვაჟკაცობა!-სიამაყით შეაქო მამუკამ და ლიზას იმ წამს,მაშინ,როდესაც ტასომ დაამთავრა სათქმელი უნდოდა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩაეტანა,უნდოდა ყველაფერი გამქრალიყო,ქარბორბალა მოსულიყო და ისიც თან ჩაეთრია მასში..
-გილოცავთ,ერეკლე,ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილხარ-მხოლოდ ეს ხუთი სიტყვაღა თქვა და იქაურობას გაეცალა,ბაღისკენ აიღო გეზი შავი ღვინის ბოკლით,იმ იმედით რომ ერეკლე გზად დაეწეოდა,მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.
არც ერეკლე გაკიდებია
და
არც მისი ოცნებები,ყველაფერი ერთდროულად დაიმსხვრა..
ყველა მისი ოცნება..იმედი..
ლიზას ეგონა რომ განსაკუთრებულად მხოლოდ მას მოექცა წერეთელი,მაგრამ მწარედ შემცდარა..
ეს თურმე ასეთი ყოფილა გაზრდილი,ასეთი დიდსულოვანი..
მიხვდა თავის შეცდომებს და ტირილი მოუნდა,მაგრამ არ იტირა,სიმაყაემ დაჯაბნა და გადაწყვიტა ყველაფერი წარსულში დაეტივებინა,რამენაირად ეცდებოდა მათ დაიგნორებას,
წესით ყველაზე ადვილი ახლა ეს უნდა ყოფილიყო.
თავ-ბრუს ხვევამ შეაწუხა მყისიერად და შავი ღვინით სავსე ბოკალმა ქვაფენილზე მოადინა ხმაურიანი ზღართანი,ღვინო დაიღვარა და ლიზა შებარბაცდა,
ცალი თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა და ვოღაცას უკნიდან მიეყრდნო,
-ერეკლე-ო ერთი აღმოხდა და მის მკლავებში უკვე მერამდენედ ჩაესვენა.

ლიზა უკვე დიდი ხნის გასული იყო,როდესაც აქსანას ნერვიულობან შემოუარა და გასვლა გადაწყვიტა,მაგრამ ირაკლიმ,ერეკლე გაგზავნა ლიზას მოსაყვანად.
ბედია,
თუ უბრალო დამთხვევა არ ვიცი.
არ ვიცი რას აპირებენ კუპიდონები.
ვის რომელ ისარს ესვრიან,მაგრამ იმ წამს ისე დამთხვეულად მოუსწრო ერეკლემ,რომ შეიძლებოდა ლიზას თავიც გახეთქვოდა,ისეთი ინერციით ჩაესვენა მის მკლავებში.

-ხომ გაგაფრთხილეთ,ნერვიულობას მოარიდეთ-მეთქი ,ბატონო ერეკლე?!-მკაცრად აიქნია ექიმმა ხელი
-ჩშშშ,მამამისმა არ იცის გუშინდელი ამბები
-ხო,მაგრამ უნდა მოარიდოთ ნერვიულობას,არ შეიძლება,ნერვული სისტება დაუზიანდება და იგი გულზეც მოახდენს ზეწოლას,თან პაციენტი ეწევა,ფილტვებიც დაუზიანდა.
-ეწევა?-გაუკვირდა ერეკლეს,ასი პროცენტით არის დარწმუნებული რომ ლიზა აქამდე არ ეწეოდა,აშკარად მის შემდეგ დაიწყო რაც არ მოეწონა,რაღაცას განიცდის,მაგრამ არ იცის რას.
-დიახ,რამდენიმე თვე იქნება,დაახლოებით ვერ გეტყვით,მაგრამ საკმაოდ ბევრს ეწევა,ძალიან დაუზიანდა ფილტვები,ნიკოტინი კი მის გულზე ახდენს ზეწოლას,ამას დამატებით მისი სხეული აკლიმატიზაციას ძალიან ციდად განიცდის და სჯობს იქ დაბრუნდეს საიდანაც ჩამოვიდა.
-ხო,მაგრამ ექიმო ,დღეს არაფერი უნერვიულებია
-მისი პულსი და მისი გულისცემა სულ სხვა რამეზე მტყველებს,დღეს იმაზე ემტად ინერვიულა რაღაც რაც როდესმე..
დამთხვევა გაახსენდა ერეკლეს,
ტასოსი და ლიზასი,როგორ ერთნაირად გაიცნეს ერთმანეთი..
ალბათ,ინერვიულა,მაგრამ რა?!
ის რომ ერთნაირად მოუწია ორივეს გაცნობა,
თუ
ის რომ ვერ აიტანა ლიზას იდეალურობა და მასთან უხეშობა დაიწყო...
ვერ გაერკვია და ნერვებს აჰყვა,რომ მიგეშვათ ლიზას პალატის კარებს შეანგრევდა და გულში ყველაზე ძლიერად ჩაიკრავდა...
მაგრამ რაღაც ხელს უშლიდა,
თუმცა არ იცოდა რა იყო ეს უხილავი რაღაც.
ტასო?!
სიამაყე?!
თავმოყვარეობა?!

ექიმმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნა მანამ სანამ საქართველოში ჩავიდოდა.ახლად შეძენილი მეგობრები სულ დადიოდნენ მის სანახავად,ერეკლე კი ერთჯერაც არ მოსულა,სულ ცოტა და უფრო ცოტა დრო რჩებოდა ლიზას გაფრენამდე,
საუბედუროთ თუ საბედნიეროდ ლიზას მშობლებს ლონდონში უწევდათ გაფრენა შუადღისას,
და ლიზა სახლში მარტო რჩებოდა.
ძლივს ეღირსება მარტოობა, დაიღალა წოლით,მთელი კვირაა წევს,კიდევ ხუთი თუ შვიდი დღე რჩება და საქართველოს დაიმხობს..

მთელი დღე აქსანას დარიგებებს უსმენდა
-იცოდე არ ადგე,კამერები მაქვს დაყენებული-უკან მამუკა ედგა და აქსანას დასცინობა პირის მოძრაობებითა და საჩვენებელი თითის ქნევით.ლიზა ფხუკუნებდა და არ იცოდა რა ექნა,ბოლოს გაეცინა და მამუკაც დაიწვა
-კარგი რა ,მამუკა, კარგი რაა!! მე ბავშვს ვარიგებ და შენ რას შვები !!! დასჯილი ბავშვივით დასწია მამუკამ თავი, რაზეც ლიზას უფრო გაეცინა და აქსანა იფრო გაბრაზდა-მოკლედ რააა,არაფერი თქვენ არ გინდათ,ერთი ჭკუის ხართ ორივე!
-კარგი რა დეე,ბევრს არაფერს ვიზამ,ერთი-ორჯერ ავდგები ხოლმე,მაგრამ არ გადავიღლები გპირდებით.

როგორც იქნა ხვევნა-კოცნის შემდეგ გააცილა მშობლები და ოთახში შებრუნდა,ვინაიდან და რადგანაც დამაძინებელი აყლაპა აქსანამ ცოტახანა ძილი მოუწევს,მერე გავა აივანზე და საკუთარ ადგილას ახოხდება,სიგარეტსაც მოწევს,უკვე რამდნეი ხანია არ მოუწევია,აუკრძალა ექიმმა.
არადა ერეკლეს წასვლის შემდეგ მიეძალა სიგარეტს.
ადრე თუ ყელში სიგარეტის ბოლი უჭერდა ახლა ერეკლეზე ფიქრებმა დაუწყო მოჭერამ და ისევ სიგარეტი აეჩია,არადა ვერ იტანს გოგო რომ ეწევა,ვულგარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებსო...
საღამოს ათი იყო დაწყებული უჯრიდან სიგარეტი რომ გამოიღო და ოთახშივე მოუკიდა,მერე დასუსტებულმა და დაუძლურებულმა ძლივს გამოაღო აივნის კარები და მოაჯირს მიეყრდნო.
ცას ახედა.
მთვარეც საკუთარ პოსტზეა.
"შემოდგომის პირველი დღე"-წაიჩურჩულა მისთვის-" რა მოხდება,რომელიმე სეზონი მაინც დაიწყოს ბედნიერი დღით და არა ასეთი გაფანტული და გაუძლურებული დღით!"-გემრიელადაც შეიკურთხა და კიბეებს მიაშურა მეოთხე სართულისკენ მიმავალებს,მაგრამ ხელში ძალა აღარ ეყო,სიგარეტის ნაპასებმაც ამდენ ხნიანი პაუზის შემდეგ თავისი ქნეს..
თავბრუსხვევას უმატეს,
პულს მითუმეტეს უმატეს,
გაუძლურებული სხეული კიდევ უფრო გაუძლურდა,
და ბოლო საფეხურზე ადგამდა ფეხს ის დაუცურდა და ფრენით დაეშვა ძირს,
ეგონა ახლა და ახლა გაუსკდებოდა თავი მეტლახზე დაცემით,მაგრამ საბდნიეროდ ძლიერ მკლავებში ჩაესვენეს,როდესაც შანელის "ბლუ" ამოიცნო კიდევ უფრო აუჩქარდა აჩქარებული გულისცემა და ლამისიყო გონებას დაკარგავდა.
-ეს დ@#$%&$@ სიგარეტი გადააგდე,ადამიანო,არ გითხრეს რომ შენთვის არ შეიძლება? არ აგიკრძალეს? ან ზედმეტი მიხრა-მოხრაც არ აკრძალეს?
-შენ...-ამოიდუდღუნა ზვიადაურმა, უძლურობით ძლივს წამოიწია და დაეძგერა მონატრებულ ბაგეებს..
ჩშშ...
არავის უთხრათ,მხოლოდ მთვარემ დაინახა მათი საიდუმლო..
მხოლოდ მთვარემ..
მთვარემ მოახდინა სასწაული და დედამიწის მიზიდულობის ძალით ამ ორ ადამიანს შორის მიზიდულობის ძალა კიდევ უფრო გაამკვრივა..
სასწაულები არ ხდებაო არავინ მითხრათ,
არ დაგიჯერებთ.
სასწაული იყო აბა რა იყო,
შუა ღამი წერეთელს რა უნდოდა ზვიადაურის აივანზე,როდესაც სრულიად მარტო იყო ზვიადაური სახლში,მთელი ოთხი დღით...
თქვენც ის იფიქრეთ რაც მე?!
არ არსებობს!!!!

--------
გამარჯობათ,ისევ დავაგვიანე ცოტა,მაგრამ არაუშავს,მგონი ვკვდები ისე ცუდად ვარ,
სიცხე,ყელის ტკივილი,ყურის ტკივილი,ხველება და ერთი ამბები,
ამას ფილტვების ტკივილიც დაემატა და შესანიშნავი კომბიანცია შეიკრა,
მიყვარხართ ძალიან.
მადლობა რომ კითხულობთ.
ბოდიში დაგვიანებისთვის.



№1  offline წევრი ხატული♥

ხო ძალიან მომწეონააა <3 ♥♥♥ შემდეგი თავიც როგორც შეგეძლება მალე დადე და გამოჯანმრთელებასაც გისურვებ ♥♥♥

 


№2  offline წევრი Eternity8

:( მალე დადე რა <3

 


№3  offline წევრი martha

Male dade gtxov :( :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent