შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლის დედოფალი (9 ნაწილი)


1-09-2015, 13:56
ავტორი ანკა
ნანახია 9 341

ვიკას მთელი გზა ეძინა. ერეკლე კი სახეგაბადრული უყურებდა გოგონას ნაზ ნაკვთებს და მისი ცქერით ტკბებოდა. თითები მის თმებში ახლართა და სასიამოვნო სურნელი ჩაისუნთქა.
-იკაკოო! - მოესმა ნატას წიკვინა ხმა და მაშინვე იგრძნო როგორ ეშლებოდა ნერვები.
-რა იყო ნატა - მიუბრუნდა და მკაცრი ტონით მიმართა.
-მოდი რა ცოტახანს აქეთ გადმოჯექიი... მომენატრეე! - ხელი თავის გვერდზე ცარიელ ადგილზე დაუტყაპუნა.
-ეგ ადგილი დაკავებულია - უპასუხა წარბშეუხრელად.
-სანამ გასულია მოდი რაა... ან საერთოდ გაუცვალე ადგილი... გთხოოვ! - ტუჩები დაპრუწა და მამაკაცს გახედა.
-არ მინდა, აქ უკეთესად ვარ - უპასუხა და მზერა ვიკაზე გადმოიტანა, რომელსაც ღრმად ეძინა.
-ასე რატომ მექცევი? - ჰკითხა მოწყენილმა.
-ჩვეულებრივად გექცევი ნატა - უთხრა გაღიზიანებულმა ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს.
-ზედაც აღარ მიყურებ? მაგ ვიკას გამო არა?! - გაკაპასდა და ხმას აუწია.
-მომისმინე... - მიუტრიალდა ნერვებმოშლილი - შენი საქმე არაა მე როგორ მოვიქცევი. არ ვიცი აქამდე რატომ ვერ მიხვდი, მაგრამ ამის გარჩევას ახლა არ დავიწყებ. მე თვითონ გეტყვი... თავი დამანებე... არც კი ვიცი საიდან მოიტანე, რომ შენს მიმართ რაიმე გრძნობა მქონდა ან მაქვს. არ მიყვარხარ და არც მომწონხარ, ამიტომ გირჩევ შემეშვა... - მონოლოგი დაასრულა და მიმტან გოგოს უთხრა წვენი მოეტანა.
-მეზიზღები! სამაგიეროს გადაგიხდი იცოდე! - უთხრა სიბრაზისგან აწითლებულმა ნატამ და დაბრუნებული გვერდით მჯდომი თავის ადგილზე შეატარა. მამაკაცს ყურადღება აღარც მიუქცევია. ავტომოპასუხემ გამოაცხადა, რომ მალე თვითმფრინავი დაეშვებოდა და ყველას უსაფრთხოების ღვედი შეეკრა.
-ვიკა - ერეკლემ ნაზად შეანჯღრია გოგონა, რომ გაეღვიძებინა.
-ჰმმმ... - ამოიზმუვლა ნახევრადმძინარე ვიკამ და თავი ერეკლეს მხარზე ჩამოდო. მამაკაცს სიამოვნებისგან ჩაეღიმა, თუმცა გოგონა გასაღვიძებელი ჰყავდა. ნეტა აქამდე რატომ არ გააღვიძა, სულ მიკრული ეყოლებოდა...
-ვიკა თვითმფრინავი ჯდება და ღვედი უნდა შეიკრა - ყურში თბილი ხმით უჩურჩულა და ვიკას ღვედს გადასწვდა.
-ჰაა?? მოვედით? - თვალები ზანტად გაახილა და როდესაც გააანალიზა, რომ ერეკლეზე იყო მიხუტებული, მაშინვე გასწორდა.
-კი, ფაქტიურად - გაუღიმა მამაკაცმა და ღვედი თვითონ შეუკრა. მათი სახეები იმდენად ახლოს იყო, რომ ვიკას ჟრუანტელმა დაუარა და თვალები მილულა. მხოლოდ რამდენიმე წამში იგრძნო, რომ „გამოფხიზლების“ დრო იყო და სავარძელზე მოთავსდა...
აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროს მიაშურეს. რაღაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იყო, რომლის ფანჯრებიდანაც ეიფელის კოშკი ჩანდა... ალბათ დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ზღაპრული ხედი იშლებოდა... ვიკა სიხარულისგან ჭკუაზე არ იყო. პარიზი... მოდის ქალაქი... სიყვარულის ქალაქი... შეყვარებულ წყვილთა საოცნებო ადგილი... ახლა კი აქ თვითონ იყო ერეკლესთან ერთად. მართალია ისინი შეყვარებულები არ იყვნენ, თუმცა ეს მაინც უხაროდა.
-ესაა თქვენი ოთახი ქალბატონო - ერთ-ერთმა მომსახურე პერსონალმა VIP ოთახამდე მიაცილა და ბარგი კართან დაუწყო.
-მადლობთ - გაუღიმა მას და წარბი ეჭვიანად შეჭმუხნა. VIP ოთახის ხარჯებს კომპანია ნამდვილად არ აანაზღაურებდა... ყველა მოდელი გოგონა ჩვეულებრივ ნომრებში დაბინავდა და ისიც თითო ნომერში ორი... აბა ვინ იზრუნა მაშინ გოგონას კომფორტზე ასე ძალიან? ოთახში შევიდა და იქაურობა დაათვალიერა. ყველაფერი თეთრ და კრემისფერ ფერებში იყო გაწყობილი. უზარმაზარი თეთრი საწოლი ოთახის ცენტრში იდგა. მის წინ ტელევიზორი იყო. კარიდან მარცხნივ სააბაზანოში გასასვლელი იყო, კარის პირდაპირ კი აივანზე გასასვლელი კარი. ფრთხილად გადააბიჯა ზღურბლს ფეხი და მოაჯირს დაეყრდნო. „რამხელა ყოფილა ეიფელის კოშკი...“ - გაიფიქრა კმაყოფილმა და აღტაცებულმა და უცხო ქვეყნის ჰაერით გაივსო ფილტვები. შემდეგ ოთახში დაბრუნდა, ქუსლიანი ფეხსაცმელი საწოლთან მიყარა და რბილ ხალიჩაზე ფეხშიშველმა გაიარა.
-როგორ მოეწყვე? - კარი ერეკლემ შემოაღო და ღიმილით შემოვიდა.
-მშვენივრად - უპასუხა კმაყოფილმა.
-კარგია - თქვა და ზღვისფერ თვალებში მიაჩერდა. ახლა მიხვდა! ეს ნომერი ერეკლემ აუღო!
-ერეკლე, ამ ნომრის ხარჯები შენ გადაიხადე? - ჰკითხა და მამაკაცის თვალებს თავისი მზერა შეაგება.
-კი - უპასუხა უდარდელად.
-არ იყო საჭირო, მართლა. მე...
-საჭირო იყო, დამიჯერე - დააწყვეტინა და დაამატა - მინდა თავს კარგად გრძნობდე.
-მადლობა - მორცხვად გაუღიმა და მზერა აივანზე გააპარა.
-ხედი მოგწონს? - ჰკითხა და აივანზე გავიდა. გოგონაც მას მიჰყვა.
-კი, ძალიან - დაეთანხმა შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი.
-თუ რამე დაგჭირდება, ჩემი ოთახი შენს გვერდითაა... ახლა მარტო დაგტოვებ, დაისვენე... საღამოს კი შემოგივლი, სადღაც უნდა წაგიყვანო - ოთახის კარს მიუახლოვდა და სახელურს ჩაეჭიდა.
-სად მივდივართ? - ჰკითხა ინტერესით.
-გამოიპრანჭე - თვალი ჩაუკრა და დაინტრიგებული გოგონა ოთახში მარტო დატოვა.
-ოოოო... - აბუზღუნდა და ტუჩები დაბუშტა. უეცრად თავისი დაქალი გაახსენდა, ტელეფონი აიღო და დაურეკა.
-ვიკიი! - უპასუხა გახარებულმა დაქალმა.
-როგორ ხარ? უკვე მენატრები - ჩაიცინა და რბილ საწოლზე ჩამოჯდა, თან ფეხები კომფორტულად აიკეცა.
-კარგად. ჩახვედი უკვე?
-კი, ელე. ახლა ჩემს ოთახში ვარ და აივნიდან ეიფელის კოშკს ვუყურებ, იცი რა მაგარია?! - ატიტინდა აჟიტირებული.
-ეჰჰ... ნეტა მეც მანდ ვიყო - თქვა დაღონებულმა.
-ძალიან მაგრად გავერთობოდით - უთხრა ვიკამ.
-აუ ვიკა, ახლა მეჩქარება საქმეზე გავრბივარ და მერე ვილაპარაკოთ კარგი?
-კარგი, არაა პრობლემა...
-აბა, დროებით და მიყვარხაარ! - ჩასძახა ტელეფონში და გაუთიშა. გოგონა ერთხანს საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გაწოლილიყო, შემდეგ წამოჯდა და ჩემოდნებში ჩალაგებულ ბარგს თვალი შეავლო. საქმე ჯერ-ჯერობით მაინც არაფერი არ ჰქონდა, ამიტომ ტანსაცმელები ამოალაგა და გარდერობში თავისი ადგილი მიუჩინა, შემდეგ ჩემოდნები საწოლის ქვეშ შეაცურა, აივნის კარი გააღო, რომ ოთახი განიავებულიყო და ტელეფონი ტელევიზორთან დადო. მართალია ოთახი მოსწონდა, თუმცა დიზაინის თავის გემოზე გადაკეთება უნდოდა. სავარძლები ერთ კუთხეში მიაჩოჩა, პატარა პუფი აივანზე გაიტანა, რომ საღამოობით ულამაზესი ხედით დამტკბარიყო, ტუმბოებზე თავისი ტელეფონი და საყურეები დადო, უჯრებში კი სხვადასხვა ნივთები გაანაწილა. ერთი სიტყვით, ისე მოეწყო, როგორ საკუთარ სახლში, ბოლო-ბოლო აქ ერთი თვე უნდა ეცხოვრა!..
ოთახის ახალი დიზაინით კმაყოფილმა პირსახოცი აიღო და შხაპის გადასავლებად სააბაზანოში შევიდა. იქიდან პირსახოცებში გამოწყობილი ფეხშიშველი გამოტანტალდა და გარდერობში შეიჭყიტა კაბის ასარჩევად. არ იცოდა რომელი ამოერჩია, თუმცა ბოლოს ფერადი თვლებით გაწყობილი მოტკეცილი კაბა გამოიღო.

საწოლის დედოფალი (9 ნაწილი)


ტანსაცმელში გამოწყობილი ჩამოჯდა საწოლზე და სარკესთან მაკიაჟის გაკეთება დაიწყო. კარზე კაკუნი იყო, ალბათ ერეკლემ მოაკითხა.
-ვიკა, მზად ხარ? - კარი შემოაღო შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილმა ერეკლემ, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურებოდა და გოგონა აათვალიერა.
-კი - უპასუხა მოკლედ, ჩანთა აიღო და ერეკლეს წინ აეტუზა.
-ულამაზესი ხარ - უთხრა აღფრთოვანებულმა და შემდეგ ხელკავი გამოსდო. ვიკასაც უნდოდა ეთქვა, ყველაზე სიმპატიური მამაკაცი ხარო, მაგრამ თავი შეიკავა. მართლა ასე თვლიდა. ერეკლეს ოფიციალური ტანსაცმელი ძალიან უხდებოდა...
ერეკლემ ტაქსი გააჩერა და რომელიღაც რესტორნის მისამართი უკარნახა. მართალია, მანქანაც ჰყავდა ჩამოყვანილი, თუმცა დალევას აპირებდა და ზედმეტი პრობლემების თავი არ ჰქონდა. ოფიციანტი მათ წინასწარ დაჯავშნილი მაგიდისკენ გაუძღვა, რომელიც მეორე სართულზე, ვერანდაზე იყო. იქ მხოლოდ ერთი მაგიდა იდგა და განათების მოვალეობას პატარ-პატარა სანთლები ასრულებდნენ, რომლებიც განიერ მოაჯირზე შემოეწყოთ. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო და იმ სიბნელეში პატარ-პატარა ნათებები მყუდრო და რომანტიულ გარემოს ქმნიდა. პირველი სართულიდან სიმღერების ხმა სასიამოვნოდ ისმოდა...
ვიკას გული აუჩქარდა ასეთ სიტუაციაში მოხვედრის გამო. ერეკლემ მას სკამი გამოუწია, ჯერ ის დასვა და შემდეგ ადგილი მის პირდაპირ დაიკავა.
-რას ინებებთ? - იკითხა ოფიციანტმა და ერეკლესა და ვიკას გადახედა.
-წითელი ღვინო, ცეზარი, ლაზანია და რაიმე საფირმო კერძი - თავდაჯერებულად ჩამოაყალიბა ერეკლემ და ვიკას გახედა - კიდევ რამე ხომ არ გინდა?
-არა, მეტი არაფერი... - გაუღიმა და დაბნეულად ამოიჩურჩულა.
-კარგით, შეკვეთა მალე იქნება - ზრდილობიანად დაემშვიდობათ ოფიციანტი და წამში გაუჩინარდა.
ვიკა იმდენად აფორიაქებული და დაბნეული იყო ამ უჩვეულო გარემოს გამო, რომ ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. მამაკაცი მას ჯიუტად მისჩერებოდა, თუმცა გოგონა მზერას არიდებდა და თითებს ნერვიულად ხლართავდა ერთმანეთში.
-ხედი არ მოგწონს? - ჰკითხა ერეკლემ ბოხი ხმით და ვიკას ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
-აა, ჰოო... - ამოიბლუყუნა და მაშინღა გადაიხედა გარეთ... ისევ ეიფელის კოშკი მოჩანდა, მხოლოდ საპირისპირო მხრიდან. მათი სასტუმრო კი იმდენად პატარა წერტილივით ანათებდა, რომ მისი დანახვა გაგიჭირდებოდათ.
-ინებეთ ღვინო... - ამოირბინა ოფიციანტმა, მაგიდაზე ჭიქები და ბოთლი დადო და ისევ ჩქარი ნაბიჯით გაეცალა წყვილს.
-პირველი ჩვენება როდის არის? - იკითხა ვიკამ სიჩუმის დასარღვევად. არ უნდოდა ერეკლეს შეემჩნია მისი დაძაბულობა, თუმცა ეს უკანასკნელი არც თუ ისე კარგად გამოსდიოდა.
-მოდი დღეს სამსახურზე ნუ ვისაუბრებთ - უპასუხა ერეკლემ და ჭიქებში ღვინო ჩამოასხა. იმედგადაწურული ვიკა უხმოდ დაემორჩილა მამაკაცს. აბა ახლა რაზე უნდა ელაპარაკოს?
-შენ გაგიმარჯოს... - გაიღიმა მამაკაცმა და თავისი ჭიქა გოგონას ჭიქას მიუჭახუნა. თვითონ სასმისი ბოლომდე ჩაცალა, გოგონამ მხოლოდ რამდენიმე ყლუპი მოსვა და ჭიქა ისევ თავის ადგილას დააბრუნა. ცოტა ხანში ოფიციანტმა ყველა შეკვეთა მოიტანა, წყვილს სასიამოვნო საღამო უსურვა და იქაურობას გაეცალა. უხმოდ ჭამდნენ და ფიქრთა სამყაროში გადაკარგულიყვნენ. ორივე ერთიმეორეზე ფიქრობდა... ორივეს გული სიყვარულით ძგერდა...
-მთელი საღამოა ჩუმად ხარ, რამე ხდება? - იკითხა ერეკლემ და ვიკას ინტერესიანი მზერა მიაპყრო.
-არა, ყველაფერი არაჩვეულებრივადაა... - გაუღიმა გოგონამ და ჰორიზონტს გახედა. „მართლაც რა სილამაზეა...“ - გაიფიქრა კმაყოფილმა.
-მეცეკვები? - ფიქრებიდან ერეკლეს ბოხმა ხმამ გამოიყვანა. ფეხზე წამომდგარიყო და ხელი მისკენ გაეწვდინა. გოგონა უხმოდ წამოდგა ფეხზე, მამაკაცის ხელს თავისი შეაგება და უკან გაყვა. ერეკლე მაგიდიდან ცოტა მოშორებით წავიდა, ვიკას ორივე ხელი წელზე მოხვია და ტანზე აიკრა. ნელი და სასიამოვნო მელოდია ისმოდა ქვედა სართულიდან... ვიკამ ხელები კისერზე მოხვია და ტანი ერეკლეს მოძრაობებს ააყოლა. თავი მორცხვად ჰქონდა დახრილი, ერეკლესთვის თვალებში შეხედვას ვერ ბედავდა. ჩუმად ცეკვავდნენ და ხმას არ იღებდნენ... შემდეგ ერეკლემ თავისი შუბლი ვიკას შუბლს მიადო და ზღვისფერ თვალებში შეხედა. გოგონასაც სხვა გზა აღარ ჰქონდა, დამფრთხალი კურდღელივით უმზერდა და საკუთარი გულისცემა ესმოდა.
-ვიკა... - როგორც იქნა დაიწყო ერეკლემ, გაიმართა და გოგონას მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-გისმენ... - უპასუხა ვიკამ თითქმის ხმის კანკალით და მთელი სხეული აუხურდა.
-ასეთ რამეს ქალის მიმართ პირველად ვგრძნობ... პირველად ჩემს ცხოვრებაში... არ ვიცი რას მიშვები, მაგრამ მომაჯადოვე... ყველაფრით ერთიანად... ნელ-ნელა და ერთბაშად... 24 საათი შენზე ვფიქრობ და მხოლოდ შენ მინდიხარ... სხვა არავინ მინდა და არც არასდროს მომინდება... ვიკა, მიყვარხარ... შენ ხარ ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული... ადამიანი, რომელთან ერთადაც მინდა მთელი ცხოვრების გატარება... მინდა ბევრი შვილი გვყავდეს... ერთად გავზარდოთ და პირველი ნაბიჯები გადავადგმევინოთ... მინდა ჩვენს დიდ სახლში მუდამ პატარების ჟრიამული ისმოდეს... შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ ესაა რასაც შენს მიმართ განვიცდი და ვგრძნობ... - მონოლოგი დაასრულა და გაცისკროვნებული თვალებით მომლოდინე მზერა მიაპყრო გოგონას. ვიკა ლამის პირდაღებული მისჩერებოდა... ჯერ კიდევ შოკში იყო... საყვარელმა მამაკაცმა სიყვარული აუხსნა! სრული ბედნიერებისთვის მეტი არაფერი სჭირდებოდა... თავი ვერ შეიკავა და ობოლი ცრემლი გადმოუგორდა, რომელსაც უტიფრად მოჰყვა მეორე, მესამე...
-მეც მიყვარხარ ერეკლე!.. - თავი სრუტუნით ჩარგო მამაკაცის კისერში და მთელი ძალით მოეხვია. ერეკლე სიხარულისგან გაგიჟებული იყო. ვიკასგან ყველაფერს ელოდა, ასეთ პასუხს კი ნამდვილად არა... ორივე ხელი ძლიერად მოხვია და ჰაერში დააბზრიალა ფარატინა სხეული.
-ნუ ტირი რა... შენს სახეზე ცრემლებს ვერ ავიტან... - ფრთხილად მოიქცია ვიკას სახე ხელებში, ცერა თითით ცრემლები მოწმინდა და ნელა დაიხარა სასურველი ბაგეებისკენ. გოგონას ისევ აუჩქარდა გულისცემა... რა უცნაური გრძნობაა... თან სასურველი და თან არა... და აი... ერთმანეთს აკოცეს. ერეკლე ჯერ ძალიან ნაზად ეამბორა ბაგეებზე, შემდეგ კი უფრო მომთხოვნად და ვნებიანად. ვიკა შიგნიდან ახურდა, მთელი სხეული ეწვოდა. მანაც ვნებიანად აკოცა მამაკაცს და თითები კისრიდან მხრებზე ჩამოასრიალა. მამაკაცს გააჟრჟოლა ვიკას ამ ქმედების გამო და უფრო მეტი ჟინით განაგრძო მისი კოცნა. წელზე მოხვეული ხელებით იმდენად ძლიერად ჰყავდა ჩახუტებული გოგონა, რომ ორი კაცი ძლივს გააშვებინებდა...
ნელა მოშორდა ვიკას ბაგეებს და მომღიმარ გოგონას თვალებში ჩახედა.
-მიყვარხარ! - ისევ გაუმეორა და მსუბუქად აკოცა ქვედა ბაგეზე.
-მეც! - უპასუხა ვიკამ.
-მე უფრო!.. - შეედავა ღიმილით.
-არა მე... - არ ჩამორჩა გოგონა.
-იცოდე ახლა ვიჩხუბებთ! - თითის აწევით გააფრთხილა და გაუცინა - მე უფრო მიყვარხარ!
-მე... - ვიკას უნდა ეთქვა, მე უფროო, თუმცა ერეკლემ აღარ აცადა... მოწყურებულივით დაეწაფა ვიკას და იმდენხანს კოცნა, სანამ გაგუდვის პირას არ მიიყვანა. ვერ წარმოედგინა, რომ ეს ბაგეები მისი იყო და როცა მოუნდებოდა მაშინ აკოცებდა. ხელში აიტაცა და ისევ მაგიდასთან დაბრუნდა. გოგონა თავის სკამზე დასვა და შემდეგ თვითონ დაჯდა.
-ამ ჭიქით ჩვენ გაგვიმარჯოს! იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მოდის და სამუდამოდ იკავებს ადგილს ჩვენს გულებში! - სახეგაბადრულმა მიუჭახუნა ჭიქა ვიკას ჭიქას და ღვინო ბოლომდე ჩაცალა.
-ახლა მეც ვიტყვი სადღეგრძელოს! - თქვა ბედნიერმა ვიკამ და ჭიქა ხელში მოიმარჯვა.
-გისმენ ჩემო ბასუსა - მიმართა გაღიმებულმა თბილი ტონით.
-რა? - აკისკისდა კარგ განწყობაზე მყოფი გოგონა.
-დღეიდან შენ ხარ ჩემი ბუსიი
-შენ კიდევ ჩემიი... - უთხრა და პატარა ბავშვივით გაუცინა.
-რა საყვარელი მყავხარ ბასუუ... მიდი აბა გელოდები - მოესიყვარულა და ყურადღებით მიაჩერდა.
-მე მინდა ჩვენი უცნაური სიყვარულის სადღეგრძელო შევსვა. ახლა რომ ერთი სახელი სამად აქციე, პირველივე დღიდან ერთმანეთის გამწარებით რომ ვერთობოდით და ნელ-ნელა რომ გვიყვარდებოდა ერთმანეთი... მერე რომ ვიჩხუბეთ და ჩემს შესარიგებლად საკმაოდ დამღლელი „მისია“ რომ დაგაკისრე... რომ შეგხვდი, პირველივე დღიდან რაღაც სხვა ვიგრძენი... შენი წყალობით უკეთეს ადამიანად ვიქეცი... ვიცი, რომ საკმაოდ ცუდი სტატუსი მაქვს, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ყველაფერს გამოვასწორებ და ისე გავაკეთებ, რომ უბედნიერესები ვიყოთ... - ჭიქა მიუჭახუნეს და ბოლომდე დალიეს.
-გინდა თინეიჯერი წყვილებივით მოვიქცეთ? - ღიმილით ჰკითხა ერეკლემ და თავისი ხელი ვიკას ხელს დაადო.
-როგორ? - ჰკითხა სასიამოვნოდ გაკვირვებულმა ვიკამ და თან ფეხზე წამოდგა, მაგიდას მოუარა და მამაკაცის კალთაში მოხერხებულად ჩახტა. - ასე უფრო კომფორტულად ვარ - გადაიკისკისა და ერეკლეს ინტერესით მიაჩერდა.
-როგორ და პარიზის ქუჩებში ვისეირნოთ
-და მერე ნაყინი მიყიდე - გაუცინა ვიკამ და ხელები კისერზე მოხვია. ერეკლემ თავისი ტორები წელზე შემოაჭდო და ჩაიცინა
-ნაყინსაც გიყიდი... - დაუდასტურა ღიმილით, გოგონას ბაგეებისკენ დაიხარა და ნაზად ეამბორა. კოცნაში ვიკაც აყვა და ხელებით ნაზად მოეფერა...
რესტორნიდან ბედნიერები გამოვიდნენ. ხელიხელჩაკიდებულები დაუყვნენ ქუჩებს და ეიფელის კოშკისაკენ დაიძვრნენ.
-გინდა ახლა სიგიჟე ჩავიდინო? - ჰკითხა ეშმაკურად მომზირალმა ერეკლემ და ვიკას გახედა.
-მაინც რა? - გაუცინა და ინტერესით მიაჩერდა.
-ნახავ... - გოგონა ხელებში აიტაცა და ეიფელის კოშკის ქვემოთ დადგა.
-უნდა იღრიალო რომ გიყვარვარ? - მიუხვდა ჩანაფიქრს და აკისკისდა.
-საიდან მიხვდი ბასუუ - გაუცინა და გულში ჩაიკრა - გინდა ვიყვირო? - ჩასჩურჩულა ყურში.
-გაბედავ? - ჰკითხა და წარბი აზიდა.
-ვიიკაააა!!!!! მიყვარხააარ!!!!!!! - დაუფიქრებლად იღრიალა მთელს ხმაზე და გაოგნებულმა პარიზელებმა მზერა პირდაპირ ამ ორს მიაპყრეს.
-ვერ ხარ რაა! - გაუცინა ვიკამ და მკლავზე დაეჯაჯგურა.
-მიყვარხარ ბასუუ - ხელებში აიტაცა, დააბზრიალა და მომთხოვნად დაეწაფა ბაგეებზე. ადგილობრივი ფრანგები რას მიხვდებოდნენ რა იღრიალა ერეკლემ, მაგრამ თითქოს მიხვდნენ ბიჭმა გოგოს სიყვარული აუხსნაო და ტაში შეაგებეს. ასეთი ქმედებები ხომ მათთვის უცხო არაა...
-მიყვარხაარ!!! - დაიყვირა ვიკამაც ბოლო ხმაზე და ხელები ჰაერში გაშალა, თითქოს ჩიტია და უნდა გაფრინდესო. მამაკაცმა გოგონა ძირს ჩამოსვა, ხელები წელზე მოხვია, მჭიდროდ აიკრა სხეულზე და მის ტუჩებს დაეწაფა. კოცნას რომ მორჩნენ, ხელები ერთმანეთს ჩასჭიდეს და სეირნობა განაგრძეს ახლა უფრო გახარებულებმა. ზოგიერთები ისევ მათ უყურებდნენ ბედნიერი სახეებით, უმეტესობა კი დაშლილიყო...
-ამხელა კაცი პატარა ბიჭივით გამომაშტერე რა - თავის საქციელზე გაეცინა ერეკლეს და ვიკას გახედა.
-მე კი არა, სიყვარულმა გამოგაშტერა ბუსი... - დაუძახა ახლადშერქმეული სახელი და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
-ორივემ გამომაშტერეთ. მგონი რაღაცას მიჩალიჩებთ... - გაიცინა და თითი გამაფრთხილებლად დაუქნია გოგონას. შემდეგ სანაყინეში შეიარეს. ვიკამ ყველაზე დიდი ნაყინი აყიდვინა ერეკლეს, თუმცა ორი ლუკმა შეჭამა და შემდეგ მამაკაცს გადაულოცა დასამთავრებლად.
-თუ ჭამა არ გინდოდა ამხელა რატომ მაყიდვინე - ჰკითხა ერეკლემ და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-ლამაზი იყო - მხრები აიჩეჩა და სეირნობა განაგრძო...
-ააჰჰაჰ... ჩემი შტერი ბასუსი ხარ შენ! - გულში ჩაიკრა და შუბლზე აკოცა. სასტუმრომდე სულ ხვევნა-კოცნით და სიცილით მივიდნენ. ერეკლემ ვიკა მის ოთახამდე მიაცილა, თუმცა როგორც ჩანდა წასვლას არ აპირებდა.
-შენი ნომერი არ გაქვს? - ჰკითხა ვიკამ და წარბი აზიდა.
-მე შენთან მინდა... - უპასუხა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო - თან დავიღალე და გასვლა მეზარება... - საწოლზე კომფორტულად დაწვა და მოფუსფუსე გოგონას ყურება დაიწყო. - ამდენს რას დადიხარ... - გაუკვირდა ერეკლეს და ხელები თავქვეშ ამოიდო.
-უნდა მოვწესრიგდე, მაკიაჟი მოვიშორო და მერე შხაპი გადავივლო. მალე მოვალ - ტუჩებში მსუბუქად აკოცა შეყვარებულს და სააბაზანოში შეიკეტა. იქიდან მართლაც მალე გამოვიდა. დუშის ქვეშ ნებივრობა ძალიან უყვარს, თუმცა ახლა ერეკლეს მკლავებში ძილის სურვილი კლავდა და ეს სიამოვნება მოიკლო. ნახევრადმძინარე ერეკლეს გვერდიდან მიუწვა, ტკიპასავით აეკრა და თავი მის კისერში ჩარგო. მამაკაცმა ინსტინქტურად მოხვია წელზე ხელი საყვარელ ქალს და შუბლზე ცხელი ტუჩები მიაწება. ორივეს ტკბილად ჩაეძინა...
შუაღამისას ვიკას უეცრად გამოეღვიძა. იგრძნო, რომ ვიღაც თმებზე ეთამაშებოდა. ვინ იქნებოდა ეს, თუ არა ერეკლე... როგორც ჩანდა მამაკაცს ძილის სურვილი მალევე გაუქრა...
-გღვიძავს? - თვალები ზანტად გაახილა გოგონამ და თხელი თითებით სახეზე მოეფერა ერეკლეს.
-შენზე ვფიქრობ და ვერ ვიძინებ - აციმციმებული თვალები მიანათა ვიკას და თბილი ტონით მიმართა.
-მე კიდევ შენზე ჩახუტებულს მშვენივრად მეძინა - გაუღიმა, მისკენ მიჩოჩდა და ცხვირი ლოყაზე გაუხახუნა.
-ნუ მაიმუნობ, თორემ დაისჯები! - სიცილით გააფრთხილა ეშმაკუნა გოგო და ტუჩებზე დაეწაფა. - ჩემი გემრიელი ბუსიი... - ჩასჩურჩულა ყურში და კოცნით კისერში ჩავიდა.
-ისე საიდან მოიფიქრე ეს სახელი - კისკისით მიმართა გოგონამ და ხელები კისერზე შემოაწყო.
-არ ვიცი, უბრალოდ მომაფიქრდა - უპასუხა და ისევ ბაგეებზე გადაინაცვლა. ერთმანეთს ჯერ ნაზად კოცნიდნენ, შემდეგ კი უფრო მომთხოვნად და ვნებიანად. ორივემ აზროვნების უნარი დაკარგა და გახელებულებმა განაგრძეს ალერსი. გოგონა ისევ აფორიაქებული იყო, თუმცა იმდენად მორეოდა ვნება, რომ ემოციებისგან ბოლომდე დაცლაში ხელს არაფერი უშლიდა. მალე ოთახის სიჩუმე წყვილის სიამოვნების ამოძახილებმა დაარღვიეს. ერეკლე მთელს მის ტანზე ოსტატურად დაასრიალებდა ხელებს და ვიკას სულ უფრო და უფრო აგიჟებდა, თუმცა გოგონაც არ იყო მასზე ნაკლები... მამაკაცს პირდაპირი მნიშვნელობით თავს ავიწყებდა. თითქოს ძველი ვიკას განახლებული ვერსია დაბრუნდაო... საწოლის დედოფალი დაბრუნდა...
-მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქალი ხარ! და ჩემი ხარ! - დაღლილები და გადაკვანძულები უყურებდნენ ერთანეთს თვალებში და ტკბილად ჩურჩულებდნენ.
-მე კი ყველაზე ყველაზე ყველაზე მაგარი კაცი მყავს - უჩურჩულა საყვარელ მამაკაცს და კისერში ვნებიანად აკოცა.
-ყველაზე მაგარი წყვილი ვართ - ჩაილაპარაკა ამაყად, რასაც ვიკას ბედნიერი კისკისი მოყვა. - ვგიჟდები შენს სიცილზე ბუსეე... - თბილად გაუღიმა და ცხვირზე აკოცა პატარა ბავშვივით. მაინც რა უცნაური წყვილი იყო... ხან შეყვარებულ თინეიჯერებს გვანან, ხან კი... რავიცი, რას გვანან, მაგრამ საწოლი რომ კინაღამ შემოემტვრათ ეგ კი ვიცი...
-მეძინება... - ძალაწართმეულმა ამოიჩურჩულა და კნუტივით გაიყურსა ერეკლეს მკლავებში.
-ძილინებისა... - იავნანასავით ჩაესმა ყურში მამაკაცის ბოხი ბარიტონი და ტკბილად ჩაეძინა...
...........
მეორე დილით ერეკლეზე ადრე გაეღვიძა. უსაზღვროდ გახარებულმა მოავლო ოთახს თვალი და გუშინდელი საღამო გაახსენდა... მას შემდეგ, რაც ერეკლეს შეხვდა, მისთვის მოგონებები ძვირფასად იქცა... გუშინდელი დღე მის ცხოვრებაში საუკეთესო იყო, დანარჩენები კი თუ უკეთესი არა, უარესი ვერასდროს ვერ იქნებოდა, რადგან გვერდით ერეკლე ყავდა... თითებით წაეთამაშა მამაკაცის ნაკვთებს და ტუჩის კონტურიც მოხაზა... ბოლოს ასე რომ მოიქცა შიშისგან გული უფანცქალებდა, ახლა კი ბედნიერების ზენიტზე და კიდევ უფრო მაღლა იყო... ერეკლეს სახე გაებადრა, გოგონას ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა, შემდეგ კი სითბოთი სავსე მზერა მიაპყრო და გაუღიმა.
-ასეთი თბილი და საყვარელი თუ იყავი პირველივე დღიდან რატომ მამწარებდი - სიცილით ჰკითხა და ცხვირზე აკოცა.
-რავი, კარგად ვხალისობდი და მაგიტომ - უპასუხა და აკისკსდა.
-დღეს რეპეტიცია უნდა გაიაროთ პოდიუმზე, პირველი ჩვენება ზეგაა - უთხრა და ტუჩებზე ნაზად აკოცა.
-როდის უნდა მივიდეთ? - ჰკითხა ინტერესით.
-შუადღეს... რამდენიმე საათში მორჩებით... უბრალოდ ჩვენება უნდა გავანაწილოთ და დავგეგმოთ, მეტი არაფერი... - მოკლედ აუხსნა და გოგონას თმებს წაეთამაშა.
-აუ გუშინ რამდენი ვიგიჟეთ... - წინა დღის საღამო გაახსენდა და გაიცინა.
-საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში - გაუღიმა და ორივე ხელი წელზე მოხვია.
-ჩემს ცხოვრებაშიც - თავი მის კისერში ჩარგო და სასიამოვნო სურნელით ფილტვები გაივსო.
-ჩემი ნება რომ იყოს მთელი დღე საწოლიდან არ ავდგებოდი - ამოიხვნეშა ერეკლემ და გაიზმორა.
-გშია? - ჰკითხა მზრუნველად.
-კი, ძალიან - უპასუხა და მშიერი თვალები მიაპყრო.
-მოდი გამოვიცნობ... მგელივით გშია ხომ? - გაუცინა და ტუჩებზე ნაზად აკოცა.
-მგელივით არა, ახლა ლომივით მშია - ბედნიერმა ჩაიცინა და გოგონა თავის მკლავებში მჭიდროდ მოიქცია.
-ერეკლეე, გავიგუდე! - ჩიტივით აფართხალდა და თავის დაღწევა სცადა.
-ნუ ხვანცალებ! - გაფრთხილა და ტუჩებზე ვნებიანად დაეწაფა. მთლიანად ახურებული ვიკაც აყვა კოცნაში, ერეკლე მას ზემოდან მოექცა, გოგონამ კი ფეხები წელზე შემოაწყო. ვნებააშლილი მამაკაცი კოცნით ჩავიდა კისრამდე და შემდეგ მკერდზეც მოეფერა. ვიკას იმდენად სიამოვნებდა ეს ყველაფერი, რომ კნუტივით კრუსუნებდა. თითები მამაკაცის მხარ-ბეჭზე ამოასრიალა და იგრძნო როგორ გააჟრჟოლა მამაკაცს. ის-ის იყო ერეკლეს ვიკასთვის ქვედა საცვალი უნდა გაეხადა, რომ კარზე კაკუნი გაისმა. არც ერთს არ უნდოდა ყურადღების მიქცევა, თუმცა ბოლოს სხვა გზა არ ჰქონდა.
-ოთახის მომსახურებაა! - დაიძახა ვიღაცამ კარის მეორე მხრიდან.
-ამის დედა*! - გემრიელად შეიკურთხა ერეკლე და ტუჩებაწითლებულ ვიკას ნერვებმოშლილი მოშორდა. მოსამსახურე პერსონალმა ახალი თეთრეული შემოიტანა და ტუმბოზე დადო. საბანში ჩამძვრალი ლამაზმანისკენ მზერა თავისდაუნებურად გაექცა, თუმცა როდესაც ერეკლეს განრისხებულ თვალებს გადააწყდა, შეშინებული გაიძურწა ოთახიდან.
მამაკაცი კუშტად შეკრული წარბებით მიუახლოვდა საწოლს და კიდეზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ღრმად ამოიხვნეშა.
-ერეკლე, რა გჭირს? - ჰკითხა გოგონამ თბილად და ახლოს მიუცუცქდა.
-იმენა ყველა ჩემს წინააღმდეგაა... - ამოიბუზღუნა უკმაყოფილოდ.
-კარგი რაა... რა ქნას ახლა, ასეთი სამუშაო აქვს... - მამაკაცს ბეჭებზე მოეფერა და ტკბილად დაუწყო ჩურჩული ხასიათზე მოსაყვანად.
-კარს რომ არ გიღებენ, ესეიგი არ სცალიათ. ბოძივით კი არ უნდა დაერჭო და აკაკუნო! - დაიგრგვინა მკაცრად. გოგონას ხმა აღარ გაუცია, მუხლებზე დადგა და შიშველი სხეულით აეკრა უკნიდან. მამაკაცს ეს აშკარად ესიამოვნა და მხრებში გაიმართა. ვიკა კოცნით დაუყვა კისრიდან მხრებამდე, თან ხელებს მის ზურგსა და მკერდზე დაასრიალებდა, რაც მამაკაცს აშკარად მოსწონდა, რადგან ერთ ადგილას გაყუჩებულიყო.
-შემოგირიგე? - ყურში თბილად ჩასჩურჩულა და ჩაიცინა.
-პატარა ჭინკა მყავხარ რა - მოტრიალდა, გოგონა საწოლზე გადააწვინა და ტუჩებზე დაეწაფა...

..........
ამდენი კომენტარით ძალიან მახარებთ!
პირდაპირ თქვენი კომენტარები განაპირობებს თავების მოცულობას...
ძალიან მიყვარხართ ყველა და ველი შეფასებას...
პ.ს. ზედმეტსახელები როგორ მოგეწონათ? ^^



№1  offline წევრი მარუშკა

პარიზელი? მართლა სწორი ფორმაა? კარგია ძალიან❤️ ანკა მაგარი გოგო ხარ❤️ დღეს პირველად დავწერე კომენატარი შენს პოსტზე. ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქვს❤️

 


№2  offline მოდერი ანკა

მარუშკა
პარიზელი? მართლა სწორი ფორმაა? კარგია ძალიან❤️ ანკა მაგარი გოგო ხარ❤️ დღეს პირველად დავწერე კომენატარი შენს პოსტზე. ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქვს❤️

ძალიან მიხარია ჩემო საყვარელო, რომ ახლა ასე თუ ისე გაგიცანი <3 <3 <3 დიდი მადლობა love პარიზელი მგონი სწორი ფორმაა, როგორც თბილისელი ეგეთია რა... რავი, არასდროს გამიგია, რომ არასწორი ფორმაა love love love

 


№3  offline წევრი nini abashidze

Ankaaa rogorc yoveltvis magari xar <3 bevri komentari da ufro didi tavi xo?:d miyvarxar

 


№4  offline მოდერი ანკა

nini abashidze
Ankaaa rogorc yoveltvis magari xar <3 bevri komentari da ufro didi tavi xo?:d miyvarxar

უფრო დიდ თავს შევეწირები, მაგრამ ამხელას შევეცდები wink love

 


№5  offline წევრი ანრის გოგო

აუ ძაან მაგარია, ნატა გასკდება შურით wink ესეთი მხიარული თუ იყო ერეკლე ამას ვინ წარმოიდგენდა wink შენ კიდევ ძაან მაგარი გოგო ხარ ანკა love

 


№6  offline წევრი N O_o ne

არ გინდა მეტსახელები რაა :((( ისედაც მშვენიერი სახელები აქვთ <3

 


№7  offline მოდერი ანკა

ანრის გოგო
აუ ძაან მაგარია, ნატა გასკდება შურით wink ესეთი მხიარული თუ იყო ერეკლე ამას ვინ წარმოიდგენდა wink შენ კიდევ ძაან მაგარი გოგო ხარ ანკა love

სიყვარულმა შეცვალა wink love დიდი მადლობა საყვარელო love
N O_o ne
არ გინდა მეტსახელები რაა :((( ისედაც მშვენიერი სახელები აქვთ <3

კარგი, გავითვალისწინებ აუცილებლად love love love

 


№8  offline წევრი lamazmani

რატო მშვენიერი სახელებია საყვარლობაა love
ისტორია ძაან მაგარი იყო გავგიჟდი ამათ სიყვარულზე love love ისე გამიხარდა სიყვარული რომ აუხსნა ლამის გავგიჟდი love ძაან საყვარლები არიან და სახელებიც კაია love love love love
იმ ნატას რეაქცია მაინტერესებს მაგრად გასკდება შურისგან love
ძაან მაგარი გოგო ხარ ესე დიდ თავებს რომ დებ და გვახარებ კიდე გაგვახარე და კიდე ესეთი დიდი თავი დაგვიდე love
ძაან მაგარი გოგო ხარ უმაგრესი და უნიჭიერესი love
ძაან მიყვარხარ love love love

 


№9  offline მოდერი ანკა

lamazmani
რატო მშვენიერი სახელებია საყვარლობაა love
ისტორია ძაან მაგარი იყო გავგიჟდი ამათ სიყვარულზე love love ისე გამიხარდა სიყვარული რომ აუხსნა ლამის გავგიჟდი love ძაან საყვარლები არიან და სახელებიც კაია love love love love
იმ ნატას რეაქცია მაინტერესებს მაგრად გასკდება შურისგან love
ძაან მაგარი გოგო ხარ ესე დიდ თავებს რომ დებ და გვახარებ კიდე გაგვახარე და კიდე ესეთი დიდი თავი დაგვიდე love
ძაან მაგარი გოგო ხარ უმაგრესი და უნიჭიერესი love
ძაან მიყვარხარ love love love

მეც ძალიან მიყვარხარ ხოიცი არაა... იმდენჯერ აგიხსენი სიყვარული სათვალავიც ამერია wink ჩემი სუპერ საყვარელი გოგო ხარ love love love

 


№10  offline წევრი Ignifex

დიდება!:D ეშველათ :D ძალიან კარგი და მოულოდნელი თავი იყო <3

 


№11  offline მოდერი ანკა

Ignifex
დიდება!:D ეშველათ :D ძალიან კარგი და მოულოდნელი თავი იყო <3

მიხარია რომ მოგეწონა ძვირფასო love

 


№12 სტუმარი nene

komentaris datovebas veridebodi,magram idzulebuli var vtqva chemi satqmeli!
istoria tavidanve hgavda tamaras garyvnil angelozs,magram yuradgeba ar mivaqcie da kitxva gavagrdzele.
maxsovs,tqvi ar maqvs wakitxulio vigacis komentarze...
dges,ukve gadaacharbe... zedmetsaxelebi bususa da busi tu racaa,tamaras istoriashi iyo gamoyenebuli ertmanets edzaxda wyvili.
aqamde araferi vtqvi,magram plagiatobas nu iwyeb ra.
mshvenieri istoria,mshvenieri weris stili magram shinaarsi sxvisi.

 


№13  offline წევრი Terribly Rotten

გარყვნილი ანგელოზი - copy paste :))

 


№14  offline მოდერი sopiko

ეს შინაარსი მოპარულია... დღეს დავრწმუნდი ამაში.
ვერ ვიტან პლაგიატობას, თუ ახალი შინაარსის მოფიქრება არ შეგეძლო ან მეტსახელების ნურც დაწერდი. ნამდვილად ვერ ავიტან და იმის შიშით ვერ ვიქნები რომ ჩემს მოთხრობასაც ვინმე ასე გამოიყენებს. ეს უკვე ზედმეტია..
იმედია არ მიწყენ...
გაითვალისწინე რაც გითხარი...

 


№15  offline მოდერი ანკა

ზედმეტსახელები გუგლში მოვძებნე... ყველაზე მეტად კი ეს მომეწონა... თუ გნებავთ საიტს დაგილინკავთ, სადაც ვიპოვე... ის მოთხრობა არ ვიცი მე. პლაგიატობას არ ვიწყებ და მაგას არც არასდროს ვიკადრებ.
არ ვიცი რა ვთქვა... მაშინ მირჩიეთ რა ვუყო ისტორიას...

 


№16  offline წევრი TIME

რა რომანტიული თავი იყო "სიყვარულის ახსნა პარიზში" love რაც შეეხება ზედმეტსახელს მომეწონა ეგეც საყვარელია ბუსა love

 


№17  offline მოდერი sopiko

შესაძლებელია მეტსახელები იქიდან ამოიღე მაგრამ ესეც პლაგიატობაა. ის მეტსახელები სხვისი მოგონილი იყო, შენს მოთხრობაში ყველაფერი შენ უნდა შექმნა. ახლა მოთხრობის შეწყვეტას აზრი არა აქვს, თანაც მე რა უფლება მაქვსეს გირჩიო. უბრალოდ ძალიან გთხოვ აღარ მიბაძო რა... კი ამტკიცებ არ ვიცი ის მოთხრობაო მაგრამ ამდენი დამთხვევა...

 


№18  offline წევრი anushka15

მაგარია wink რომანტიული თავი იყო. სიყვარულის ახსნა და თან პარიზში. love

 


№19 სტუმარი nene

nu igoneb.
sizmari naxe ara da shinaarsi iqidan aige?!
sheudzlebelia,amdeni msgavseba...
motxrobas ra unda uyo,gaagrdzele chveulebrivad. :)

 


№20  offline წევრი მარუშკა

ანკა
მარუშკა
პარიზელი? მართლა სწორი ფორმაა? კარგია ძალიან❤️ ანკა მაგარი გოგო ხარ❤️ დღეს პირველად დავწერე კომენატარი შენს პოსტზე. ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქვს❤️

ძალიან მიხარია ჩემო საყვარელო, რომ ახლა ასე თუ ისე გაგიცანი <3 <3 <3 დიდი მადლობა love პარიზელი მგონი სწორი ფორმაა, როგორც თბილისელი ეგეთია რა... რავი, არასდროს გამიგია, რომ არასწორი ფორმაა love love love

ხო, მგონი სწორია❤️ ისე გამიხარდა პირველი რომ ვიყავი:) სულ მინდოდა კომენტარის დაწერა და პირველი კომენტარი მინდოდა რომ ჩემი ყოფილიყო მაგრამ, სულ სხვა მასწრებდა:დდ ხოდა დღეს პირველი ვაააარ!!:დდ❤️

ხალხო, მერე რა რომ გავს? ერეკლემ წაიყვანა ვიკა გურიაში, რომ მოეშორებინა? სადარბაზოში დატოვა? ვიკამ ცოლობა გაიჩალიჩა? ნუ კარგით რა.მართალია, არის დამთხვევები მაგრამ, დაკოპირებული ნამდვილად არ არის. ავტორს სტიმულს ნუ უკარგააავთ. არ ვიცნობ ანკას მაგრამ ძალიან მიყვარს ისტორიებიდან გამომდინარე❤️

 


№21  offline მოდერი ანკა

TIME
რა რომანტიული თავი იყო "სიყვარულის ახსნა პარიზში" love რაც შეეხება ზედმეტსახელს მომეწონა ეგეც საყვარელია ბუსა love

დიდი მადლობა <3 <3 <3
anushka15
მაგარია wink რომანტიული თავი იყო. სიყვარულის ახსნა და თან პარიზში. love

მიხარია რომ მოგეწონა <3 love

ბავშვებო, მინდა მივმართო მათ, ვინ პლაგიატობას მაბრალებს...
ზედმეტსახელი არავის მოგონილი არაა... არც იმ თამარასი და არც იმ საიტის ადმინის რა საიტზეც მე ეს ვნახე... ზედმეტსახელი ზედმეტსახელია და მორჩა. მისი გამოყენება პლაგიატობა არაა. ეგრე ყველა ისტორიაში ძვირფასოთი მიმართავს ბიჭი გოგოს ან კუსკუსათი, ეს არაა პლაგიატობა? რაღა ბუსას გადაეკიდეთ...
"მარუშკა" დიდი მადლობა საყვარელო იმ ფაქტების ჩამოთვლის გამო, რაც განასხვავებდა ამ ისტორიას მეორისგან. წყვილს შორის ასეთი დამოკიდებულება შეიძლება მარტო ჩემს კი არა, სხვის ისტორიაშიც იყოს... ამით არა მარტო ჩემი და თამარასი, არამედ სხვების ისტორიებიც დაემთხვევა. ახლა არ მითხრათ, რომ ესეც პლაგიატობაა. არსებობს ურთიერთობის სხვადასხვა ფორმა და ეს არაა უსაზღვრო და დაუსრულებელი.
ისტორიას დავასრულებ იმ მკითხველისთვის, ვისაც მოსწონს და პლაგიატად არ მთვლის... არანაირად არ მინდა საიტზე ვვინმესთან ცუდი დამოკიდებულება, მაგრამ რას ვიზამ... ცხოვრებაშიც ასეა - ყველას ვერ მოეწონები და ამის გამო გული მწყდება...

 


№22  offline წევრი lamazmani

არავითარი პლაგიატობაა არაა ყველა ისტორია რაგაცით ჰგავს ერტმანეტს ამის გამო ყველა იპარავს ისტორიებს? ეს ხომ უბრალოდ სახელებია ზედმეტ სახელები და არავის მოგონილი არაა და არც არავის ეკუთნის მე სულაც არ ვთვლი რო სიუჟეტი მოპარულია ვისაც არ მოსწონს ნუ წაიკითხავს მე ძაან მომწონს აბა შენ იცი ანკა გააგრძელე აუცილებლად იცოდე არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო მაგარი გოგო ხარ love love love

 


№23 სტუმარი mari

vaime ra shechamet es gogo.. tu egrea am saitze yvela istoria ertmanets hgavs .mashin yvelas sheewinaaghmdeget.. tu ar mogwont nu waikitxavt

 


№24  offline მოდერი ანკა

lamazmani
არავითარი პლაგიატობაა არაა ყველა ისტორია რაგაცით ჰგავს ერტმანეტს ამის გამო ყველა იპარავს ისტორიებს? ეს ხომ უბრალოდ სახელებია ზედმეტ სახელები და არავის მოგონილი არაა და არც არავის ეკუთნის მე სულაც არ ვთვლი რო სიუჟეტი მოპარულია ვისაც არ მოსწონს ნუ წაიკითხავს მე ძაან მომწონს აბა შენ იცი ანკა გააგრძელე აუცილებლად იცოდე არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო მაგარი გოგო ხარ love love love

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო, მიხარია რომ ასე თვლი... უზომოდ მიყვარხარ love love love
mari
vaime ra shechamet es gogo.. tu egrea am saitze yvela istoria ertmanets hgavs .mashin yvelas sheewinaaghmdeget.. tu ar mogwont nu waikitxavt

მადლობა მხარდაჭერისთვის, მიხარია რომ მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩემი სჯერათ love love love

 


№25  offline წევრი მარუშკა

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№26  offline მოდერი ანკა

მარუშკა
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

love love love

 


№27  offline წევრი mariko_2001

ძაან მაგარი იყოო მალე დადე რა გთხოოოვ ძაან საინტერესოა იმეტია ნატა დიდ პრობლემებს არ შეუქმნით მაათ .გააგრძელეეე♡♡♡♡

 


№28  offline მოდერი ანკა

mariko_2001
ძაან მაგარი იყოო მალე დადე რა გთხოოოვ ძაან საინტერესოა იმეტია ნატა დიდ პრობლემებს არ შეუქმნით მაათ .გააგრძელეეე♡♡♡♡

დიდი მადლობა საყვარელო <3 აუცილებლად გავაგრძელებ love love love

 


№29  offline წევრი nini abashidze

Auu ra gchirt xalxno? Yvela istoria ertmanets hgavs midit iqac weret,wakitxuli maqvs eg garyvnili ...,martalia ragaceebi gavs,magram es sxva aris.nu shechamet martlac ra es gogo,stimuls ukargavt ankas weris da visac ar mogwont nu kitxulobt :* ankaa gaagrdzele raa <3,rato ar deb axla tavs ?

 


№30  offline მოდერი ანკა

nini abashidze
Auu ra gchirt xalxno? Yvela istoria ertmanets hgavs midit iqac weret,wakitxuli maqvs eg garyvnili ...,martalia ragaceebi gavs,magram es sxva aris.nu shechamet martlac ra es gogo,stimuls ukargavt ankas weris da visac ar mogwont nu kitxulobt :* ankaa gaagrdzele raa <3,rato ar deb axla tavs ?

დღეს გადატვირთული დღეს მაქვს და წერისთვის თუ მოვიცალე საღამოს აუცილებლად დავდებ ახალს <3 დიდი მადლობა საყვარელო შენი სიტყვებისთვის love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent