ზაფხულის ერთი ლამაზი დრე იყო 12
-არაკაცი ხარ-ვუყვირე და მანქანის კარის გაღება ვცადე მაგრამ ჩაკეტილი იყო -ჯერ სიტუაცია უნდა აგიხსნა-წყნარად მითხრა და მანქანა დაძრა, ნელა და აუჩქარებლად მართავდა რაც ნერვებზე მშლიდა. ვცდილობდი თავი შემეკავებინა და არ მეტირა არ ამომენთხია გულის ნადები, თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად დავიწყე სუნთქვა -ცუდად ხოარხარ?-მკითხა რატიმ და მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა. მალევე გამოჩნდა მიტოვებული შენობა, მხოლოდ ნანგრევები იყო და ბნელი სივრცე -და შენ გგონია ამ ყველაფრის მერე მე კარგად ვიქნები?-ირონიული მზერით გავხედე რატის და მანქანიდან გადავედი. არ მეცნო გარემო თუმცა არ დავინტერესებულვარ, მანქანის წინა ნაწილს მივეყრდენი ფარებს შორის და ხელები გულზე გადავიჯვარედინე, დინჯად გადმოვიდა რატიც მანქანიდან და ჩემს წინ დადგა -გისმენ-მოკლედ ვუთხარი და ჩაბნელებულ არემარეს გავხედე. -სალო მე არ მომყავს ცოლად-აუღელვებლად მითხრა და ნაბიჯი წინ გადმოდგა, სპეციალურად არ შევიმჩნიე როგორ მომიახლოვდა -მერე მე რაში მაინტერესებს?-ვითომ უდარდელად ვკითხე მე -ამაყი-აიბზუა ცხვირი და ჩემს გვერდით მანქანაზე „დაჯდა“ -რისი თქმა გინდა მითხარი სახლში მაგვიანდება-ვუთხარი კვლავ აგდებით -მოკლედ სალო ჩემი ძმაკაცის შეყვარებულია, ჩემი ძმაკაცი კი 3 თვეა გარდაიცვალა, მის დასაფლავებაზე ვერ ჩამოვედი გამოცდები მქონდა ამიტომ მერე ჩამოვედი, ისე ხდება რომ მკაცრი მშობლები ჰყავს მე კიდევ ბავშვობის ძმაკაცის სიყვარულს ეგრე ვერ მივატოვებ მითუმეტეს ორსულს, მოვილაპარაკეთ რომ სანამ ბავშვი გაჩნდება დროებით ჩემი ცოლი იქნება, მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებით მოვაწერთ ხელს, მერე ვიტყვით რომ სალო დაორსულდა და ვითომ 7თვიანი დაიბადა ბავშვი რომ არავინ იეჭვოს, უფროსწორად ავსტრალიაში გავგზავნი ორივეს, აქ უკვე მის მშობლებს აღარანაირი უფლება აღარ ექნებათ, ბავში მამის გვარზე იქნება მაგრამ ისე მოვუვლი როგორც საკუთარ შვილს, ვერ მივატოვებ ეგრე სალოს გამიგე რა-ხმაში სევდა გარეოდა ლომიძეს და ისე ყვებოდა ისტორიას. ლამის გული გამისკდა მიზეზი რომ მოვისმინე, გაუცნობიერებლად ჩამოგორდნენ აწითლებულ ღაწვებზე ცხელი ცრემლები, ვერაფერი ვუთხარი, თავი დავხარე და სახეზე ხელები მოვისვი ცრემლები რომ მომეწმინდა -ხომ იცი რომ მიყვარხარ?-კვლავ მან ამოიჩურჩულა, დამხარზე ხელი მომხვია, გულზე მიმიხუტა და თავზე მაკოცა, თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ჯიბიდან ამრერებული ტელეფონი ამოვიღე -ხო დე-ვუთხარი და რატის სხეულიდან მოცილება ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა, უფრო მიმიხუტა და ორივე ხელი მომხვია -სად ხარ გოგო? მამაშენმა გიკითხა-დაიჩურჩულა ყურმილში -რატისთან ერთად ვარ-დაუფარავად ვუთხარი სიმართლე -ხო მომიყვები ყველაფერს დე?-მკითხა ინტერესით -კი-ღიმილით ვუპასუხე -მაშინ მამაშენს უთხარი რომ მოხვალ ლაშასთან ერთად ვსეირნობდითქო მე ეგრე ვუთხარი-მითხრა და გამითიშა -დედაშენი იყო?-მკითხა მან -ხო მამასთვის მოუტყუებია ლაშასთან ერთადააო და რომ მივალ ეგრე უნდა ვუთხრა-მოვუყევი რაც მითხრა ლომიძეს, დავინახე როგორ გადაუვიდა მშვიდი სახე გაბრაზებაში და როგორ დაეჭიმა კუნთები -მაგ ბიჭი არგეშვება ხო-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა -რა არ მეშვება დებილი ხოარხარ ბავშვობის ძმაკაცია-წამოვაყრანტალე უცებ მაგრამ რომ მივხვდი რა ვუთხარი სწრაფად დავაჭირე ენას კბილი -ანუ ბავშვობის ძმაკაცი ხო-ირონიულად ჩაიცინა მან -ხო-თავი დავუქნიე და სწრაფად გავითავისუფლე თავი მისი მკლავებიდან -და მე მაეჭვიანეთ, თქვენ იცინოდით ხო-სახე გაუმკაცრდა მას -შენ ცოლი მოგყავს სანაგიეროდ-უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი მე -6 თვეში ხელს გავაწერ-მკაცრად მითხრა და კვლავ თავის მკლავებში მომიმწყვდია -ხოდა 6 თვე თვალით აღარ დამენახო-ხელები გადავიჯვარედინე გულზე. -ჯერ უნდა მოგეფერო-მითხრა ჩურჩულით და მზერა ტუჩებზე გადაიტანა, მივხვდი რასაც აპირებდა თუმცა არც გამივლია გულში გავცლოდი, სწრაფად მოწია თავი და ახურებული ბაგეებე ვნებიანად მომაწება გაყინული ტუჩები, სწრაფად ავყევი კოცნაში და დაბალზე შეჭრილ თმებში ხელი შევუცურე. -როგორ გაგზრდია თმა-ჩაილაპარაკა ჯერ კიდევ ჩემს ბაგეებზე და ქერა თმაზე ხელით წამეთამაშა. -სახლში წამიყვანე-სწრაფად მოვშორდი მე. -ხომ იცი რომ მიყვარხარ?-მკითხა და მანქანის კარი გამიღო, უხმოდ დავუქნიე თავი და მანქანაში დავჯექი, მთელი გზა ჩუმად ვიჯექი, არვიცოდი რაგამეკეთებინა, სიჩუმე იყო და მხოლოდ მანქანის ძრავის ხმა არღვევდა მყუდროებას. -6 თვე-ჩაიბუტბუტა რატიმ და მანქანა ჩემს კორპუსთან გააჩერა -კარგად-ვუთხარი და მანქანიდან გადავედი, არ გავუჩერებივარ, გადავედი თუარა მანქანა დაძრა და დიდი სიჩქარით წავიდა, დაბნეული ავედი სახლში და ზარი დავრეკე, ღიააო მამაჩემის ხმა გავიგე და პირდაპირ შევედი სახლში. -დავიღალე მეძინება, უნდა დავწვე-გამოვაცხადე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი, დედა უკან გამომყვა, არც შევიმჩნიე ისე გავიხადე ტანსაცმელი და ლოგინში შევწექი -რამოხდა?-მკითხა მან -ძმაკაცის შეყვარებულიაო, 3 თვის წინ გარდაიცვალა და ეს გოგო ორსულად ყოფილა, მშობლებთან პრობლემები რომ არ შეექმნას მაგიტომ მოჰყავს ცოლად, შემდეგ ბაშვს გაააჩენს და ავსტრალიაში გავუშვებო, 6 თვე მჭირდებაო-ჩავუკაკლე მოკლედ და თვალები დავხუჭე ცრემლები რომ არ წამომსვლოდა -მგონია რომ არ მოგატყუებს-მხრები აიჩეჩა დედამ -მეც მაგის იმედი მაქვს, 6 თვე აღარ ვნახავ-გამოვაცხადე მე -კაი დე დაიძნე ეხლა-შუბლზე მაკოცა დედამ და ოთახიდან გავიდა, მაშინვე იხეთქა ცრემლებმა და ლოყებზე ჩამომიგორდა, სწრაფად მოვიწმინდე და თვალები მთელი ძალით დავაჭირე ერთმანეთს, ხელები სახეზე ავიფარე და ჩუმად ავტირდი. არ მახსოვს როგორ ჩამეძინა მაგრამ მახსოვს როგორ მტკენდა გულს ის რომ ჩემი საყვარელი მამაკაცი ხვალ სხვაზე იქორწინებდა თუნდაც მიზეზი ჰქონოდა და 6 თვეში ისევ გაეწერათ ხელი, მეორე დღეს მამამ კი ამათვალიერა გაკვირვებულმა რატომ არ მოდიხარო თუმცა ვუთხარი ცუდად ვგრძნობ თავსმეთქი, დაიჟინა თუგინდა დავრჩებითო მაგრამ არდავტოვე, დედა ისე საყვარლად იყო, ტანზე მომდგარ კაბაში საყვარლად რომ უჩანდა მუცელი მე და მამამ ლამის კოცნით მოვკალით, უკვე წასულები იყვნენ მშობლები ცერემინია მალე უნდა ყოფილიყო ჩემი ტელეფონი რომ ამღერდა, რატის ნომერს რომ დავხედე ვიფიქრე არ ვუპასუხებთქო მაგრამ ბოლოს მაინც ვუპასუხე -გისმენ-აუღელვებლად ვუპასუხე და დივანზე გავწექი -აკი მოვალო?-ხმაში იგრძნობოდა რომ ნაწყენი იყო რომ არ მივედი -მე მანდ არაფერი მესაქმება-უკმაყოფილოდ ვუტხარი და ტელეფონი გავუთიშე, კვლავ გადმომირეკა მაგრამ არ ვუპასუხე, თვალები დავხუჭე და მთელი 2 საათი ეგრე ვიწექი, ვიცოდი ხალხი რესტორანში იქნებოდა და იქ აღნიშნავდა ამ დღეს, გვიან ღამე იყო კარგად შეზარხოშებული მამაჩემი და გაბუტული დედაჩემი რომ მოვიდნენ სახლში. -მამიკოს გოგო-დაიძახა მამაჩემმა და დიდ ტორებში მომიქცია -რაიყო მთვრალი რომ ხარ რა სიყვარულის ბუშტები გისკდება შენ-გავიცინე და მეც მოვხვიე მკლავები. -დედაშენი გაბრაზებულია და შენ ჩაგეხუტები-ენა გამოიყო დედას რომელსაც ფეხი გაეხადა და მუცელს ეფერებოდა -აუ სასმლის სუნი აგდიის-ცხვირი ავიბზუე მე და სწრაფად მოვშორდი -წამოდი დაწექი-უთხრა დედაჩემმა ისე თითქოს არ ანაღვლებდეს შემდეგ კი მკლავზე ხელი მოკიდა და შეეცადა ოთახში გაეყვანა -მაშინ შემირიგდი-დაიწყო ბუზღუნი მამაჩემმა -ჯერ გამოფხიზლდი-სწრაფად გაიყვანა დედამ პაატა ოთახში, მალევე დაბრუნდა უკან და გვერდით მომიჯდა -ეტყობოდა რომ მართლა დასავით უყურებდა იმ გოგოს-ამოილაპარაკა დედამ -რაზე?-გავიცინე მე -კოცნა კოცნაო ხალხმა რომ აიტეხა ლოყაზე აკოცა მხოლოდ, ერთხელ იცეკვეს ერთად მხოლოდ დანარჩენი არცერთი არამდგარა ფეხზე. 11 საათი იყო რომ გაიპარნენ და აღარ გამოჩენილან-ჩაიცინა დედამ -გამოცდები მაქ-ამოვიკრუსუნე და დედას ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე -მე რაზე ვსაუბრობ და შენ რას მეუბნები-თვალები დამიბრიალა დედამ -კაი რა დე-თვალი ავარიდე მე -მიდი ეხლა შენც დაიძინე, და იცოდე რატის არ ნახავ სანამ იმ გოგოს არ დაშორდება გაიგე?-მკაცრად მითხრა დედამ -კი გავიგე-თავი დავუქნიე და დასაწოლად წავედი ცოტა ავურდავურიე სიტუაცია და ვცდილობ დავაწყო, მომდევნო თავი ბოლო იქნება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.