შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თუ გაბედავ (20)


2-09-2015, 17:23
ავტორი luna
ნანახია 3 764

დილით ტირილისგან თვალებდასიებულმა გავიღვიძე.ვერც გავიგე როგორ ჩამეძინა იმდენად ვიყავი ფიქრებში წასული.მობილურს დავხედე,ბავშვების ესემესები დამხვდა მაგრამ "დადიანის" რათქმაუნდა არა.გული ჩამწყდა რომ ვერ დავინახე "დილამშვიდობისა,ჩემო ცისფერთვალებავ"და თავი შევიკავე,რომ კიდევ არ მეტირა.კარებზე კაკუნის ხმა მომესმა და დედაჩემი შემოვიდა.მომიახლოვდა და საწოლზე დამიჯდა. -გინდა ვილაპარაკოთ?-მკითხა,მე თავი ვეღარ შევიკავე,მივიწიე და ჩავეხუტე.ტირილი არ დამიწყია,არ მინდოდა ეს ყველაფერი ისე გამომსვლოდა,რომ მამასთან წასვლა არ მიხარია ან რაღაც მსგავსი. -ძალიან მიჭირს დე-ვუთხარი ცოტა ხნის,დუმილის შემდეგ. -ვიცი დე ვიცი,ძალიან გიყვარს? -კი ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. -და მერე,თუ ასეთი ძლიერია თქვენი სიყვარული,მანძილს დიდი მნიშვნელობა აქვს? -ცოტნესთვის აქვს დედა.მას არ ესმის და არ უნდა ჩემი გაშვება,უფრო სწორად არ უნდოდა,უკვე გამიშვა. -ალბათ ზედმეტად უყვარხარ და ამიტო გაგიშვა,ზოგჯერ ნუკა გვიწევს რაღაცეების დათმობა,მიუხედავად იმისა,თუ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. -ხო მაგრამ ასე ადვილად გამიშვა და სწორედ ეს მეტკინა.რათქმაუნდა მამასთან წასვლა ძალიან მიხარია,უზომოდ მენატრება და ერთი წამითაც არ მიფიქრია წასვლა გადამეფიქრა მაგრამ... -მაგრამ ცოტნესაც უნდა გაუგო-მითხრა დედამ და მისი თბილი ღიმილით გამიღიმა-მას თუ ძალიან უყვარხარ დაგელოდება და არ დაგკარგავს-შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. -მიყვარხარ დე-მივაძახე.ძალიან დამამშვიდა დედასთან საუბარმა და თითქოს რაღაც მძიმე მომეხსნა.მონატრების გრძნობა კი უფრო და უფრო იზრდებოდა.გარეთ გასვლა ნამდვილად არ მინდოდა,ხასიათზეც არ ვიყავი.წყალი გადავივლე,საშინაო ტანსაცმელები ჩავიცვი და ოთახიდან გავედი.დედა რაღაც გემრიელს ამზადებდა დიტო კი ალბათ შუა ძილში იყო,მაგრამ ოთახის კარები ღია იყო და შიგნით არავის ეძინა. -დე დიტო სად არი?-ვკითხე დედას და მდივანზე მოვთავსდი. -გუშინ დადიანებთან დარჩა,კონსტანტინეს დაბადების დღე იყო-მითხრა და ჩუმად გამომხედა,ჩემი რეაქცია აინტერესებდა. -აჰა,კაი-მე არაფერი შევიტყვე მაგრამ სინამდვილეში შიგნიდან ჩემს თავს ვლანძღავდი.რაღა გუშინ ვუთხარი ცოტნეს ჩემი წასვლის ამბავი და ალბათ ჩავუშხამე მისი ძმის დაბადების დღეც.ნეტა ეხლა სად არის,რას აკეთებს,ინტერესითა და მონატრებით ვკვდებოდი მაგრამ რათქმაუნდა ამ ყველაფერს არ ვიმჩნევდი.ფიქრებიდან დედაჩემის ხმამ გამომარკვია. -ნუკააა -ჰო ჰო-დაბნეულად შევხედე. -რამდენი ხანია გეძახი. -ბოდიში დე ჩავფიქრდი. -კარგი არაუშავს.ანუ შენ გასამგზავრებლად საბუთები და პასპორტი რამდენიმე დღეში მზად იქნება,ანასტასია და ბებო ხვალ ჩამოვლიან თბილისში და შენს ტანსაცმელებს და საჭირო ნივთებსაც წამოიღებენ. -კარგი დე. როგორ მომენატრნენ ჩემები,ჩემი პატარა ტასია.უცებ ტელეფონი ავიღე.ესემესები და გამოტოვებული ზარები აღარც მინახია პირდაპირ ლიკუნას დავურეკე მაგრამ გამორთული ქონდა,შემდეგ ნუცასთან დავრეკე და დიდი ხნის დაკავების შემდეგ როგორც იქნა გავიდა. -ეს შენ ხარრ?ცოცხალი ხარ?-მომესმა ნუცას გაკვირვებული ხმა. -კი ნუც ცოცხალი ვარ ჩემდა გასაკვირად. -რამოხდა? რო დაგვივიწყე მეთქი აღარ ვახსოვართთქო. -არა,თქვენი დავიწყება როგორ შეიძლება გაგიჟდი,უბრალოდ ძალიან დიდი არეულობა მქონდა. -რა არეულობა გოგო ნუ გამაგიჟე!-ჩემს ოთახში გავედი და კარები მოვხურე. -მამაჩემთან მივდივარ ამერიკაში. -რააააააა-ნუცამ იმხელა იკივლა მობილურის მოცილება დამჭირდა. -ხო რამოდენიმე დღეში მივფრინავ. -და მერე ეს ახლა უნდა გვითხრაა? და მერე ცოტნე?-მის ხსენებაზე გრძნობები მომაწვა და ისევ ავტირდი. -ერთმანეთს დავშორდით. -შენ გოგო გაგიჟდიი? არა რა არ ხარ ნორმალური,რა ამბები გქონია და ჩვენ გაგებაშიც არ ვართ,ლიკა გააფრენს.რა მოხდა მომიყევი დაწვრილებით. ყველაფერი მოვუყევი.ნუცა შოკში იყო,როგორც მე ისიც არ მოელოდა ამ ყველაფერს. -არა რა არ მჯერა რო თქვენ დაშორდით და რა ვქნა. -უნდა დაიჯერო ნუც,ესე მოხდა. -ვაიმე ჩემი საწყალი გოგო,რა დროს არ ვართ მანდ. -ნამდვილად მჭირდებით ნუც.ლიკუნას რატო აქ გამორთული მობილური? -გამორთული არ არააქ გაუფუჭდა და აკეთებს. -კაი უთხარი. -აბა რას ვიზამ,დაიშოკება ნუკ. -კაი წავედი,გკოცნი. -კაი მეც გკოცნი და ძაან არ ინერვიულო ხო,ჩვენ ყველანაირად შევეცდებით როჩამოვიდეთ. -კაი ნუც,მიყვარხარ. -მეც ნუკ. მობილური გავუთიშე და იქვე დავდე.ოთახიდან გავედი,ვისაუზმე და უხასიათოდ ტელევიზორს დავუწყე ყურება.ამ დროს კარებში დიტო შემოვიდა.როდესაც დამინახა,ჩემკენ წამოვიდა,გვერძე მომიჯდა და ჩამეხუტა. -არ ინერვიულო ბიძი,ხდება ხოლმე.მე თქვენს ურთიერთობაში ვერ ჩავერევი მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ცოტნეს ძალიან უყვარხარ-მითხრა და თავზე მაკოცა. -მადლობა დიტ-ვუთხარი და ჩავეხუტე. ეს დღეები ძალიან უაზროდ გავიდა,თითქმის არაფერი გამიკეთებია,ხანდახან ანასტასიას თუ ვეთამაშებოდი და იქვე გავასეირნებდი.საშოპინგოთ წასვლაც კი მეზარებოდა. დადიანი სიგიჟემდე მენატრებოდა,უბრალოდ მისი დანახვაც საკმარისი იყო,თვალი რომ მომეკრა მაინც.ალბათ ბედმა არ გამწირა და ეს შანსი მომცა.ერთი წვიმიანი დღე იყო,მე სახლში ვიყავი,არაფრის კეთებისგან თითქმის ყველა ფილმი ამოვწურე.რაღაც შოკოლადი მომინდა და მაღაზიაში ჩავედი. -დეე მე მაღაზიაში ჩავალ შოკოლადი მინდა,გინდათ რამე წამოგიღოთ? -აუ კი რა ნუუკ მეც მინდა შოკოლადი-მითხრა დიტომ და დამეჭყანა.ჩემსავით უყვარს შოკოლადის უზომოდ ჭამა. -კაი-ვუტხარი და გავუცინე. ჩვენ მეოთხე სართულზე გვქონდა ბინა,კიბეებით ჩავედი,თბილად მეცვა,კაპიშონი წამოვიხურე და მაღაზიისკენ გავედი.გვიანი იყო და შუქები აქა-იქ ციმციმობდნენ.გზაზე გადავდიოდი როდესაც მანქანამ ფეხებთან დამიტორმუზა,ალბათ ცოტა მაკლდა და წავიქცეოდი,როგორც ფიზიკურად ასევე შინაგანადაც როდესაც დადიანის მანქანა ვიცანი.ფარები ანთებული ქონდა და მიყურებდა,ოოჰ ეს მზერა.მე შევტრიალდი,ვიდექი წვიმაში და ვუყურებდი სველ მინას რომელშიც დადიანის სახე ჩანდა.ცრემლები წვიმის წვეთებს შეერივნენ,ჩვენი თვალები კი ერთმანეთს.ვუყურებდი და ისე მენატრებოდა ისე,მისი ჩახუტება,ის ხომ ასე ახლოს იყო მაგრამ არ შემეძლო.თვითონაც გაუნძრევლად იჯდა და მიყურებდა.მეტი ვეღარ გავძელი და გვერძე გავიწიე,მინდოდა მივსულიყავი,მეყვირა თუ როგორ მენატრებოდა მაგრამ მან მანქანა დაქოქა და ადგილს ისე მოწყდა ვერც კი გავაანალიზე.რაღაც ჩამწყდა გულში,რატომღაც მისგან რაღაცას მოველოდი მაგრამ მოვტყუვდი.რათქმაუნდა მისი დანახვა გამიხარდა მაგრამ შევამჩნიე მისი სახის ცვლილებაც,რაღაც უფრო დანაღვლიანებული იყო,არ ვიცი მომეჩვენა თუ მართლა მაგრამ ასე იყო.მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრა,ალბათ მეტის ღირსებიც არ ვიყავით.მთლიანად მასზე მქონდა გადართული ფიქრები.თავიდან ბოლომდე სველი,მაღაზიაში შევედი.ვიყიდე უგემრიელესი ალპენ გოლდები და გამოვედი.ძალიან დაბნეული დავდიოდი,გზაზე გადასვლის დროს მანქანებს ძლივს დავუძვერი და როგორც იქნა სახლში ავედი.სულ სველი ვიყავი და სახეზეც დიდად ნამტირალევი არ მეტყობოდა. -ვაიმე ნუკა როგორ დასველებულხარ. -ხო დე ძაან წვიმს. შოკოლადები დიტოს ვესროლე,ჩემთვისაც დავიტოვე და ოთახში შევედი.ვერაფრით ვერ ვიგდებდი თავიდან მის სახეს.ზეგ უკვე გაფრენა მიწევდა და რაღა ამ ბოლო დღეებში ვნახე ასე შემთხვევით,მაგრამ რას ვიზამთ,ზოგჯერ ბედი დაგვცინის კიდეც.მეორე დღეს საყიდლებზე უნდა წავსულიყავი მაგრამ ძალიან მეზარებოდა,დედაჩემის არჩევანი ტანსაცმელში კი ყოველთვის მომწონდა ამიტომ ახლაც მივენდე.ბავშვები რატომღაც არ მეხმიანებოდნენ რამაც ძალიან გამაკვირვა.სახლში მე,ტასი და ბებო ვიყავით.უცებ კარზე ზარის ხმა იყო.ნელა ავიზლაზნე და არც გამიხედავს ისე გავაღე.კარის გაღებისთანავე გავშტერდი.



№1  offline წევრი mariko_2001

აუუ არ იცი როგორ ველოდებოდი ამ თაავს გთხოოვ აღარ დააგვიანო და ცოტა გაზარდე თავებიიი♡

 


№2  offline წევრი nini :)

აუუ მალე დადე რააა ძაან სსაინტერესო ადგილას გაწყვიტე თხრობა

 


№3  offline წევრი cancara

კაია კაი მალლე დადე

 


№4  offline წევრი nino(g)

ase rato daigviane gaagrdzele da male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent