შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...{18}-{19}-{20}


3-09-2015, 14:50
ავტორი Anonymous^^
ნანახია 2 314

{18}
სოფიოს ჩვენებიდან ერთი კვირა გავიდა...
ჟურნალები,გაზეთები და ვებგვერდები ისევ ელის ფოტოებით იყო აჭრელებული.ყოველ დილით კი კართან დადებული თეთრი ვარდების თაიგული ხვდებოდა,ბარათით "გაიღიმე."მისი დანახვისას სხეულში სითბო ეღვრებოდა,მაგრამ ბარათზე სანდრო დანელიას ინიციალების ამოკითხვისას ყვავილებს ნათიას აჩეჩებდა ხელში.გრძნობდა როგორ ლღვებოდა მასში არსებული დიდი ყინული...ეშინოდა...ტკივილის კვლავ შეგრძნება აღარ სურდა,ამიტომ ყვავილების დანახვისას გამოწვეულ ღიმილს გაურბოდა...

{19}
-ნიკუშ,ელის დაბადების დღისთვის რა ვქნათ?-წარბი აწია კატომ.
-რა დროს ელის დაბ,დღეა ჯერ-ვისკი მოსვა ნიკამ-იქამდე რამეს მოვიფიქრებთ.ხო იცი არა?!წელსაც წვეულებას მოაწყობს.
-კაი,მართალი ხარ,ჯერ მართლა ადრეა..აუ ამ იდიოტს მაინც რა უნდა აქ?-გდაუჩურჩულა კატომ ნიკუშას.
-ფუ ეგ ნაბი*ვარი-კბილებში გამოსცრა მას.
სანდრო მშვიდად მოკალათდა და ხელით ოფიციანტი თავისთან იხმო.
-აუ,შეეშვი რა.ელი გაბრაზდება,თან ეწყინა-გააფრთხილა ნიკა კატომ.
-მაგის დროც მოვა-ჭიქა შეივსო მან.-რა გჭირს ისევ ელის დაბ,დღეზე ფიქრობ?
სანდრო იმდენად ახლოს იჯდა მათგან,რომ ელის სახელი გაიგონა და ყურები "ცქვიტა."
-ეე,ნიკუშ-იყვირა უეცრად კატომ.-მაგარი რაღაც მოვიფიქრე.
-მაინც რა?-მის ყვირილზე გაეცინა ნიკას.
-ელის დღიური გახსოვს?-ჰკითხა მეგობარს.-ადრე წერდა,პატარაობაში.
-ჰო რაღაც ეგეთი მახსოვს-გაახსენდა ნიკუშას.-ოცნებებს თუ ეგეთ პონტებს არ წერდა?
-ჰო,ჰო ზუსტად-დაემოწმა კატო.-აუ ეგ უნდა ავიღოთ როგორმე და დღიურის მიხედვით მოვუწყოთ სიურპრიზი.
-და რა იცი სად აქვს ეგ დღიური?-თვალები დაიწვრილა ნიკამ.
-ვიცი,ტანსაცმლის კარადაში,ზედა თაროზე ყუთში უდევს ბავშვობის რაღაცეები და მანდ ექნება.-ნიშნისმოგებით უპასუხა კატომ.
"დღიური?სურვილები?...ელის დაბადების დღე.მადლობთ იდეის მოწოდებისთვის.ბოდიშით,მაგრამ ეგ დღიური მე უნდა ჩავიგდო ხელში."გაუელვა სანდროს თავში.საათზე დაიხედა."ალბათ ელი მალე დაიძინებს."გაიფიქრა და ბარიდან გავიდა.მანქანა აამუშავა.გეზი ასლანიკაშვილების უზარმაზარი,ორსართულიანი სახლისკენ აიღო.გზად ყვავილები იყიდა და ჩვეულებისამებრ ბარათი შუაგულში ჩადო.
მანქანა სახლისგან მოშორებით გააჩერა.კართან შეჩერდა.პირველი სართულის ფანჯრებიდან სინათლე გამოკრთოდა.ელის ოთახი ჩაბნელებული იყო.ეზოში ჩუმად შეიპარა.ჯერ ფანჯარაზე ავიდა,იქედან კი სწრაფად გადაძვრა აივანზე.გაუმართლა,კარი შეღებული დახვდა.შეიხედა.იქ არავინ იყო."ანუ ჯერ არ ძინავს..სწრაფად უნდა ვიმოქმედო."გარდერობისკენ გაალაჯა.ყველა კარი გამოაღო.ყუთი მალევე იპოვა.პატარა დღიური ამოიღო და ჯიბეში ჩაიდო.ნაბიჯების ხმა მოესმა."ელი."ჩუმად ჩაილაპარაკა.ყუთი ადგილზე დააბრუნა.სწრაფად გავიდა აივანზე და კედელს აეყუდა.
ელიზაბეტი ოთახში შემოვიდა.აბაზანა მიეღო.სახეში ცივი ჰაერი შეეჯახა.აივნის კარი დახურა.სანდრო სულგანაბული აჰკვროდა კედელს.ელი შეტრიალდა,საწოლში შეძვრა.დაღლილს მალევე ჩაეძინა.
სანდრო უყურებდა და სხეულში სითბო ეღვრებოდა.ბოლოს ვეღარ გაუძლო.კვლავ შეიპარა.საწოლთან ფრთხილად მივიდა.ელის მშვიდად ეძინა,მისკენ დაიხარა,შუბლზე აკოცა და სახეზე ნაზად მოეფერა.ელიზას სურნელმა თავბრუ დაახვია,მაგრამ მსწრაფლვე მოეგო გონს.წელში გასწორდა.ყვავილებს ადგილი ტუმბოზე მიუჩინა და გაუჩინარდა.

{20}
-მოვედიი-ხმაურით დახურა კარი ელიზამ.-
-ელიზ-გამოეგება სოფიო.-არ გქონდა ბევრი საქმე?ირაკლი ოფისში დარჩა?
-დე,შენც სახლში ხაარ.-აკოცა დედას.-მე კი,მაგრამ მამიკო ისევ მუშაობს.დუდი რას შვება?
-ხე,მეც ადრე დავბრუნდი.-სასტუმრო ოთახში გავიდა სოფიო.-მაშას უყურებს,როგორც ყოველთვის.
-ჩემი ბიჭიი-დედას გაჰყვა ელიც და გიოს მოეფერა.-წავალ მე გამოვიცვლი.ჰო მართლა,მამიკომ ვახშამზე არ დამელოდოთო.
-უი ცუდია-მოიღუშა სოფიო.-კარგი მაშინ გამოიცვალე და ჩამოდი,ჩვენ ვივახშმოთ.
-კაი,დეე-კიბეებს აუყვა ის.
ოთახში შევიდა.ყვავილები ვერ დაინახა და სახე დაემანჭა.სწრაფად გამოიცვალა და სავახშმოდ ჩავიდა.
-ელიზ,სულ მინდოდა მეკითხა-თეფშები მაგიდაზე დააწყო სოფიომ.-მთელი სახლი ყვავილებითაა გავსებული.ყოველდილით დიდი თაიგული მხვდება კართან..არის რაღაც,რასაც არ მეუბნები?
-აჰ,დედიი-სიცილით უპასუხა ელიმ.-შენ არ იყავი კოლექციის სახედ რომ ამირჩიე?!უბრალოდ თაყვანისმცემლებია,სხვა არაფერიიი.
-დაგეხმარო?-თემა შეცვალა უცებ.
-ანუ უბრალოდ თაყვანისმცემლებია?!-ამოიხვნეშა სოფიომ.-კარგი,ეგრე იყოს.არა,დავასრულე.მოდი დავსხდეთ.
მშვიდად ივახშმეს და ბევრი ისაუბრეს.სასტუმრო ოთახში დაბრუნდნენ.
-უი რომელი საათი ყოფილა-გაუკვირდა სოფიოს.-დავაძინებ გიოს.
-კაი დე-ორივეს აკოცა ელიზაბეტმა.-შხაპს მივიღებ და მეც დავიძინებ.
ოთახიდან ღამისპერანგი და ხალათი გამოიტანა.ყვავილები ისევ არ ჩანდა.გაბრაზებულმა აბაზანის კარი ლამის შეამტვრია.
თმები იქვე გაიშრო.უკვე დამშვიდებული ოთახში დაბრუნდა.მთელ სხეულზე დაუარა აივნიდან მონაბერმა ცივმა ჰაერმა."ოჰ,დედა,რა იცი ხოლმე ეს ჰაერის გასუფთავება."სწრაფად დახურა აივნის კარი.ღამის სანათურის სხივი საწოლს დაეცა და ელიმ თაიგული დაინახა.
-ოჰ,არ დავიწყებია-თავისთვის ჩაილაპარაკა.
-რა დამავიწყებდა-ნაცნობი ხმა მოესმა უკნიდა.
ელის ჟრუანტელმა დაუარა.იგრძნო როგორ აიწია სისხლში co2ის დონემ.ჰიპოთალამუსი წამსვე გააქტიურდა და ზემოქმედება მოახდინა სუნთქვის ცენტრზე.ელიზაბეტს სუნთქვა გაუხშირდა და ნელ-ნელა დარეგულირდა co2ის დონეც.უკან მიტრიალდა.თავი ხელში აიყვანა.
-როგორ ბედავ..-დაიწყო მან.
-რავიცი ყვავილების დანახვა კარგად გიხარია.-გაუღიმა სანდრომ.
-მიხარია?!-კიდევ უფრო მეტად მოერია სიბრაზე ელის.-ყელში ამოხვედით უკვე შენ და შენი ყვავილები.
-კარგი მაშინ ამოისუნთქე,აღარ შეგაწუხებს-თვალი ჩაუკრა მან.
-ძალიანაც კარგი.-ხელები გადაჯვარედინა ელიზამ.-და ვაფშე ჩემ ოთახში შემოსვლის უფლება ვინ მოგცა?
-რავიცი ერთმა გოგომ მითხრა საკუთარ მანქანაში ჩაჯდომის ნებართვას არვიცი თუ ვინმე იღებსო.-თვალს არ აშორებდა სანდრო.
-და მანქანა რა შუაშია?-ვერ მიხვდა ელი.-ეგ რა მოსატანია?
-თავშია-აუხსნა დანელიამ.-რაც ჩემ კუთვნილებას წარმოადგენს იმაზე ნებართვას აღარ ვიღებ ხოლმე.
-უკაცრავად,მაგრამ შენ კუთვნილებას რას ხედავ აქ?-მოთმინებას კარგავდა ელიზაბეტი.-მე ვერაფერს..წადი.
-მართლა ვერ ხედავ?-სანდრომ მკლავში ხელი ჩაავლო და სარკის წინ დააყენა.-აი,ჩემი კუთვნილება.
-რამდენს ბედავ.-ხელი ჰკრა სანდროს.-გაეთრიე აქედან.
-ვიცი-ელის ხელები გულთან მიიტანა მან.-იდიოტი ვარ.საერთოდ ადამიანები სანამ რამეს არ დაკარგავენ,მანამდე მის ფასს ვერ ხვდებიან.მეც ასე დამემართა.დებილი ვარ,რადგან ახლოს მყავდი და ვერ გამჩნევდი,ახლა კი ჩემთან აღარ ხარ,მაგრამ ყველაგან მელანდები.შენ სურნელს ვერ ვივიწყებ.აი მაგ ცისფერ,მოკიაფე თვალებს ვერ გავურბივარ-თვალებში ჩახედა ელიზას სანდრომ-ვიცი,არ მაპატიებ,რაც გაგიკეთე.იმის შანსი მაინც მომეცი,რომ ჩემი დანაშაული გამოვისყიდო.
-და როგორ აპირებ მაგას?-ხელები გაითავისუფლა ელიმ.-შენი აღარაფერი მინდა.უბრალოდ შემეშვი.გაიგე?წადი,გაქრი ჩემი ცხოვრებიდან.
-ყველაფერს გავაკეთებ ელი.უკან არ დავიხევ.იმ ტკივილიან პერიოდს ამოვშლი შენი ცხოვრებიდან,გპირდები.-არ ეშვებოდა სანდრო.
"საუბარი" მობილურის ზარმა გააწყვეტინათ.ელიზამ ეკრანს დახედა.private number ამოიკითხა.
-ალო-უპასუხა ბოლოს.
-ელიზაბეტ,როგორ ხარ?-გაისმა ბიჭის ხმა,რომელსაც აშკარად უჭირდა ქართულად საუბარი.
-მადლობა,კარგად,რომელი ხარ?-ვერ იცნო ელიმ.
-ვერ მიცანი ხო?-გაიცინა ბიჭმა.-luke ვარ.
-ვაიმეე,მართლაა?-ვერ დაიჯერა ელიზამ.-ქართული ისწავლე?
-ხომ დაგპირდი,ვისწავლითქო.-მიუგო lukeმ.-გავიგე საქართველოში დაბრუნებულხარ,ძალიან მეწყინა.მაგრამ არ დაგირეკე,სანამ ქართული არ ვისწავლე.იმედია არ გაგაღვიძე.
-არ რა გამაღვიძე.-გაუხარდა ელის მისი ხმის გაგონება.-კარგია,რომ დამირეკე.ხოო,დავბრუნდი.მაპატიე ვერ გაგაფრთხილე,ისე სწრაფად გადავწყვიტე მეც.
სანდრო წარბაწეული მიშტერებოდა.ელიზაბეტმა ხელით აივნისკენ მიუთითა.
-არ წავალ-უთხრა მან.-ეგ ვინ არის?
-წადითქო.რა შენი საქმეა?-მისი ტუჩების მოძრაობით გაარკვია სანდრომ.
-მომენატრე,ელიზაბეტ.-უთხრა lukeმ-არაუშავს.მაინც გავიგე,მაგრამ როგორ არ დამემშვიდობე.
-მართალი ხარ luke,არ გეწყინოს რა-თავის გამართლებას ეცადა ელი.-ისე ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია აქ დარჩენა.შეიძლება დავბრუნდე კიდეც.
ამის გაგონებაზე სანდროს სახე აელეწა.
-არ ინერვიულო,არაუშავს.რამდენიმე მიზეზით დაგირეკე.-დაამშვიდა lukeმ.
-აბა რა მიზეზებით?-დაინტერესდა ელიზა.
-1:დანაპირები ავასრულე და ქართული ვისწავლე.2:შენი ხმის გაგონება მომენატრა და 3:საქართველოში ვაპირებ ჩამოსვლას.-ელის რეაქციას დაელოდა ის.
-მართლა?-გაკვირვება ვერ დამალა ელიზაბეტმა.-ძაან მაგარიაა.როდის მოდიხარ?
-ალბათ ორ დღეში-აცნობა ელის.
-ძალიან კარგი,დაგხვდები.რამდენი ხნით მოდიხარ?ხოიცი ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღიაა შენთვის.-სანდროს გაბრაზებას შეეცადა ელიზა.
-მადლობ,ელა-გაუხარდა lukeს-არ მინდა თქვენი შეწუხება.თუ ჩემმა პროექტმა გაამართლა არც ისე ცოტა ხნით.სახლის პოვნამდე სასტუმროში დავრჩები.პირველ რიგში შენ გნახავ,მონატრებულს.
-მეც მომენატრე-გაიღიმა ელიმ და თვალი სანდროსკენ გააპარა.-წინასწარ შემატყობინე როდის წამოხვალ.
-აუცილებლად შეგატყობინებ.აბა გკოცნი.-დაემშვიდობა ის.
-მეც გკოცნი-ყურმილი დაკიდა ელიზაბეტმა.
-ვინ ჯანდაბა იყო?-გაბრაზდა სანდრო.
-რა შენი საქმეა?-დაუღრინა ელიმ.-საერთოდ ისევ აქ რატომ ხარ?
-ვინ დაგირეკათქო?-ისევ ჰკითხა მან.
-ჩემი ნიუ-იორკელი მეგობარი იყო.დაკმაყოფილდი?-აბრაზებდა ელიზა.-წადი მეძინება.
-არა,ვერ დავკმაყოფილდი,მაგრამ ახლა წავალ.-მშვიდად ჩაილაპარაკა სანდრომ.

ჩემი უსაყვარლესი მეგობრის თხოვნით დღეს 3 თავს ავტირთავ.
მართალია 18-ე ძალიან პატარაა,მაგრამ 19-ე და 20-ე თავები ძალიან საინტერესოა.



№1  offline წევრი mariko_2001

კაიააა უბრალოდ გაადუდე რათავები გთხოოოვ.აჰ ნიკას რეაქცია როგორ მაინტერესებს ამათ წყვილზეეე მალე გააგრძელე არ დააგვიანო იცოდეე♡

 


№2  offline წევრი Marry.Marry

Kaia dzaan , facebookze gidevs es motxroba ?

 


№3  offline წევრი Anonymous^^

Marry.Marry
Kaia dzaan , facebookze gidevs es motxroba ?

კი facebook-ზეც მიდევს.page მაქვს შექმნილი,თუმცა ძალიან ცოტა მოწონება აქვს გვერდს და შესაბამისად ნაწარმოებსაც ცოტა ნახვა.ამიტომ აქაც ავტვირთე. :) :) :*

mariko_2001
კაიააა უბრალოდ გაადუდე რათავები გთხოოოვ.აჰ ნიკას რეაქცია როგორ მაინტერესებს ამათ წყვილზეეე მალე გააგრძელე არ დააგვიანო იცოდეე♡

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ♡ ეს ნაწარმოები უკვე დამთავრებული მაქვს და ახლა თავებს ვეღარ გავადიდებ. :) მაგრამ რამდენიმე თავს ხომ ერთდროულად ვტვირთავ არა..ცუდია რომ დღეში მხოლოდ 1 სიახლის დამატების უფლება მაქვს :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent