ბარიერი. -12-
ალბათ 2 თვე გავიდა, ან ნაკლები. არ ვიცი, სახლიდან სულ 2ჯერ გავედი პროდუქტების საყიდლად. ტელეფონი ანეტასთან საუბრის შემდეგ არ ჩამირთავს, არც დღე ვიცი, არც რიცხვი და არც საათი.. მთელი დღეები ვეწევი, ცოტ-ცოტას ვსვამ და საწოლში ვკოტრიალებ. აღარც წარსულზე ვფიქრობ, აღარც აწმყოზე და აღარც მომავალზე. არც სამსახური მაინტერესებს, მაქსიმეც კი აღარ გამხსენებია დიდი ხანია. ვისვენებ ყველასგან და ყველაფრისგან. ერთ დილას, ან შუადღეს, ან საღამოს, არ ვიცი, მოკლედ კარებზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა. აზრზე არ ვარ, ვინ შეიძლება იყოს, ალბათ ვინმე მეზობელია. მეზარება.. კაკუნიდან ბრახუნზე რომ გადავიდა, წამოვდექი და კარებისკენ ზომბის ნაბიჯებით გავემართე. -ცოცხალი ხარ? -სახე აშლილი და გაბრაზებული ანეტა შემოვარდა მისაღებში. -ცოტათი გაბერილხარ. -არ შევიმჩნიე კითხვა და გავუღიმე დაქალს. -4 თვის ვარ უკვე. -დოინჯი შემოირტყა ანეტამ და სახლს მოავლო თვალი. -სად წავიდა ტაისია? რა უქენი ჩემს დაქალს? -წარბაწეულმა გადმომხედა ბოლოს. -ლენუკამ ჩააბარა? -ისევ არ შევიმჩნიე და დივანზე მოვკალათდი. -კი და ძალიან გაეხარდა, რომ მიულოცე. -მითხრა ირონიულად და ფანჯარასთან მივიდა. -ვამპირი გახდი? -მკითხრა და ფარდები გადაწია, დღის სინათლემ თვალი მომჭრა და მუხლებში ჩავრგე თავი. -აუ, კარგი რა. -წავეწუწუნე დაქალს. -რა არის ეს როგორ ცხოვრობ? -წინ დამიჯდა და გაბრაზებული მომაშტერდა. -სამსახურიდან წამოვედი. -რა? რატომ? -შეშფოთდა ანეტა, მოკლედ მოვუყევი როგორ მოვედი ამ დღემდე. -კომენტარის გარეშე დატოვე ყველაფერი, გთხოვ. ახლა ამ თემის განხილვის თავი არ მაქვს.. ისე რა რიცხვია? -ბოლოს ვიკითხე ინტერესით. -11 სექტემბერი. როდის უნდა გაცოცხლდე? ეგ მაინც მითხარი.. -დღესაც გემრიელად გამოვიძინებ და ხვალიდან დაგიბრუნდებით. -ვუთხარი და დაქალისკენ გადავბობღდი. -სქესი გაიგე უკვე? -ვკითხე და თავი მუცელზე დავადე. -კი, ბიჭია. -მახარა დაქალმა და თავზე მომეფერა. მეორე დღეს ანეტასთან გავედი, ძლივს შემოვირიგე ლენუკა და დემეტრეც კი. ამიკო და ლაშაც ნაწყენები ყოფილან ჩემზე. მოკლედ, მთელი კვირა გაბუტული მეგობრების გულის მოლბობით ვიყავი დაკავებული. ორშაბათს კი ჩემი რეზიუმე გავაგზავნე რამოდენიმე კომპანიაში. ეს საღამოც არ გამოვტოვე ანეტასთან სტუმრობის გარეშე. -როგორ ხართ? -სამზარეულოში მსხდომ მეგობრებს მივესალმე, სესილიაც იყო. როგორც ჩანს, ისევ დაახლოვდნენ ანეტა და სესილია. -ტაისია, როგორ გამეხარდა. რატომ არ ჩანდი? -გამიღიმა სესილიამ, უხსენი ახლა ამას რატომ არ ვჩანდი.. -არ ვიყავი საქართველოში. -გავუღიმე მეც და მაგიდასთან დავჯექი. -ხო, რას გეუბნებოდი. - ისევ ანეტას გახედა და ჩემ გამო შეწყვეტილი საუბარი გააგრძელა. - ვერ გავიგე რა უნდა ამ ბიჭს, არ ჩამოდის ცოცხალი თავით. ისე მაქვს ნერვები მოშლილი, თუ ისევ ბრუნდებოდა რას გადმომაბარგა მე აქეთ? -მივხვდი, რომ მაქსიმეზე ლაპარაკობდა, ცუდად მომხვდა გულზე.. არ გაინტერესებს, ტაისია, არ გაინტერესებს. -შენც კიდევ ამხელა ბიჭი გყავს უკვე რას დასდევ კუდში? -მაინც ვერ მოვითმინე და გაღიზიანებულმა ვკითხე. -რა მნიშვნელობა აქვს რამხელაა, შვილია და მასთან ახლოს მინდა ყოფნა. -ახლოდან უფრო კარგად გააკონტროლებ ხომ? -კიდევ უფრო გაღიზიანებულმა ვუთხარი, არადა რა შუაშია სესილია, მაგრამ უცებ ჯავრი მასზე ამოვიყარე. -მე ჩემი შვილის ცხოვრებაში არასოდეს ჩავერევი! -სიბრაზე შეეპარა სესილიასაც და სიტუაციაც დაიძაბა. -ტაისია, ამიკოს აქვს შენთან საქმე და წამომყევი კარგი? -უცებ ლენუკა ჩაერია, ალბათ შეეშინდა არ გვეჩხუბა. -კარგი. -ფეხზე ავდექი აღელვებული და ლენუკას გავყევი. -რას ერჩოდი სესილიას, რომ დაეტაკე? -მითხრა კიბეებზე ჩასვლის დროს ლენუკამ. -არ ვიცი, ლენუკ. ვამჩნევ, რომ ნერვების პრობლემა მაქვს აშკარად, მივალ ფსიქოლოგთან აუცილებლად. -ჯანმრთელობასაც ნუ გაინადგურებ ახლა მაქსიმეს გამო! -მითხრა მკაცრად და ამიკოს ძებნა დაიწყო. -სად წავიდა ეს ბიჭი? სადარბაზოსთან გელოდებიო. -აი, იქ დგას. -უცებ თვალი მოვკარი პარკის წინ და მისკენ გავემართეთ. -ლაშა გველოდება კაფეში, მოდით მალე. -დაგვიძახა ამიკომ, რომ ფეხს აგვეჩქარებინა. კაფეშიც მალევე მივედით, დავსხედით და შეკვეთაც მივეცით. -ტაისია, შენთან გვაქვს შემოთავაზება ან თხოვნა. არ ვიცი, როგორც გინდა ისე მიიღე. -გამიღიმა ლაშამ. -გისმენთ, აბა. -ინტერესით შევხედე ბიჭებს. -თუ ჯერ არ მოგიძებნია სამსახური, გვინდა რომ ჩვენთან დაიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, თუ ბევრად უკეთესი შემოთავაზებები არ გაქვს და თუ სურვილი გაქვს. -მორიდებულად გამომხედა ამიკომ. -და სურვილი რატომ არ უნდა მქონდეს? -მოჩვენებითი სერიოზულობით ვკითხე ბიჭებს. -ჩვენ ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს და საერთოდ არ გვაქვს მსხვილი შეკვეთები, არც კლიენტების რაოდენობით გამოვირჩევით. -ამიხსნა ლაშამ. -ჩვენ გაგიგებთ, თუ უარს გვეტყვი. არც იქება გასაკვირი შენი დონის არქიტექტორისგან. -მითხრა ამიკომ. -როდიდან დამაწყებინებთ მუშაობას, ბატონო ამიკო და ბატონო ლაშა? -ვკითხე ბიჭებს, ისე თითქოს უბრალოდ საათს ვეკითხებოდა და ჩემი ფრჩხილების თვალიერებას შევუდექი. -რაო? -გაოცებულმა გახედა ამიკოს ლაშამ. -რაო და ტაისია ხვალიდან თქვენი კომპანიის მთავარი არქიტექტორია. -გადაიკისკისა ლენუკამ და ბედნიერი გადამეხვია, ბიჭებიც სიხარულისგან ანათებდნენ. -როგორ იფიქრეთ, რომ უარს გეტყოდით? -უცებ დავსერიოზულდი ისევ, ბიჭებმა უხერხულად აიჩეჩეს მხრები. -მოკლედ, შევეცდები ბევრი კლიენტი გადმოვიტყუო. -თვალი ჩავუკარი ბიჭებს და ამაყად გავიმართე წელში. -ეჭვიც არ გვეპარება. -გაეცინა ამიკოს. -ჩვენს კომპანიაში ხომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორი მუშაობს! -სტაჟირებაზე როდის ამიყვანთ, ქალბატონო ტაისია? -გამომხედა ლენუკამ. -ჯერ პირველი კურსი ჩახურე და სტაჟირება მეორე კურსიდან. -გავურიმე ნათლულს და წვენი მოვსვი. კომპანიაში თითქმის ყველაფერი ნულიდან იყო დასაწყები, ამიტომ ძალიან ბევრი საქმე დამხვდა და ხშირად გვიანობამდე მიწევდა მუშაობა. ძალიან მჭირდებოდა მსგავსი დატვრითვა, რადგან მაქსიმეზე საფიქრად დრო აღარ მრჩებოდა, თან ისე ვიღლებოდი თავიც არ მქონდა. დროთა განმავლობაში, დეპრესიიდანაც გამოვედი. საერთოდ, საქმე და სამსახური ყველაფერს შველის! ახალი ცხოვრება დავიწყე, უკვე მერამდენედ.. ნელ-ნელა ცხოვრების ხალისიც მიბრუნდებოდა, თურმე ის ფიქრი „როგორ ვიცხოვრებ უშენოდ“ სისულელეა. ყველას ყველას გარეშე შეუძლია, რთულია, მაგრამ მაინც შეუძლია. უბრალოდ, სიყვარულის რწმენად კარგავ და ფიქრობ რომ ვეღარასდროს შეიყვარებ, მითუმეტეს ასე ძლიერად. რწმენის დაკარგვასთან ერთად ჩნდება შიში.. შიში, რომ ისე გეტკინება. მაქსიმე გულის რომელიღაც კუთხეში მივმალე და პირობა დავდე, რომ არასდროს აღარ გავიხსენებდი. სესილიასაც თავს ვარიდებდი, თუ მაინცდამაინც მომიწევდა მისი ნახვა და მაქსიმეზე დაიწყებდა ლაპარაკს, ვცდილობდი სასწრაფოდ შემეცვალა თემა. ასე გავიდა რამოდენიმე თვე.. კომპანიის საქმეები წინ მიიწევდნენ, კლიენტების რიცხვი სულ უფრო გვეზრდებოდა და შეკვეთებიც უფრო მასშტაბური ხდებოდა. ანეტას შვილი გაუჩნდა, პატარა დამიანე. იცით რა საყვარელია? მამას გავს ძალიან! -დროა შენც იფიქრო შვილზე! -მითხრა ანეტამ, როდესაც დამიანეს ვეთამაშებოდი. -შვილის გასაჩენად კაცია საჭირო. -თვალი ჩაგვიკრა ლენუკამ. -არ მინდა ამ თემაზე საუბარი. -მოვუჭერი მოკლედ. -ანეტა, 37 წლის ხარ უკვე.. -არ არის საჭირო იმის შეხსენება, რომ ვბერდები. -ხუმრობაში გადავიტანე. -გუშინ კოტემ მოგიკითხა. -მორიდებულად მითხრა ანეტამ და გვერდით მომიჯდა. კოტე დემტრეს ძმაკაცია, 5 წლის წინ ვუყვარდი, ბოლოს ისე მომაბეზრა თავი დემეტრესაც არ მოვერიდე და ძალიან მაგრად ვეჩხუბე. იმის მერე აღარ მინახავს. -ეგ ცოცხალია? -გამეცინა მე, დამიანე ხელში ავიყვანე და აქეთ-იქეთ „სეირნობა“ დავიწყეთ. -კი და ისევ უყვარხარ. -ანეტა, ნუ დაიწყე გთხოვ! კოტე რომ მდომოდა, 5 წლის წინ დავიწყებდი ურთიერთობას. -რომ სცადო რა მოგივა? -ლენუკა, უთხარი დედაშენს თავი დამანებოს! -მობეზრებულად ვუთხარი ნათლულს. -არაფერსაც არ ვეტყვი, მეც ვეთანხმები. -მხარი აუბა დედას. -ორი ერთის წინააღმდეგ? უსამართლო ბრძოლაა. -ისევ ხუმრობაში გადატანა ვცადე. -გეყოს, ტაისია! სერიოზულად გელაპარაკებით. -მითხრა ანეტამ. -ნომერი მთხოვა, მეც მივეცი. ისტერიკებს გარეშე!! დაგირეკავს ამ დღეებში და დათანხმდი. -ერთი ვახშამი არაფერს დაგაკლებს. -ისევ აყვა ლენუკა. -მაგრამ არც არაფერს მომიმატებს. -რა იცი? -თვალი ჩამიკრა დაქალმა და ბავშვი გამომართვა. -თქვენთან შეწინააღმდეგებას რამე აზრი აქვს? -არანაირი! -ერთხმად მიპასუხეს დედა-შვილმა და სამივეს გაგვეცინა. ------------------- ძლივს მოვახერხე და დავწერე, ბოდიში დაგვიანებისთვის.. ეს მუზებიც გამიზარმაცდნენ, ძლივს მოვუყარე აზრებს თავი. შევეცდები აღარ დავაგვიანო ხოლმე. პ.ს. მომენატრეთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.