საწოლის დედოფალი (11 ნაწილი)
დღეები დღეებს მისდევდა, კვირები კვირებს... ვიკა და ერეკლე ერთმანეთით ტკბობას ვერ ელეოდნენ. ერეკლე სულ გაიძახოდა, რა კარგი იქნებოდა მთელი დღე საწოლში შენთან ერთად გორაობა რომ შემეძლოსო და არა მარტო გორაობა... ნუ, მიხვდებით ალბათ... ამაზე ვიკა აკისკისდებოდა ხოლმე და სულ ხვევნა-კოცნით და ალერსით ძლივს აყენებდა ერეკლეს საწოლიდან, რომ გამზადებულიყვნენ და სარეპეტიციოდ ან მორიგი ჩვენებისთვის წასულიყვნენ. ნატას ამბები არც თუ ისე კარგად ჰქონდა... ექიმებს იმდენი ეხვეწა მისი კოჭისთვის რამე ექნათ, რომ საბოლოოდ შეუძლებელი შეაძლებინა და ფინალურ ჩვენებაზე მაინც მოახერხებდა სამოსის წარდგენას. ვიკას ეს სულაც არ ანაღვლებდა... ანდა რაში აინტერესებდა... ის უკვე იყო სრულიად ბედნიერი ერეკლესთან ერთად. გონებაში ყოველ წამს ფიქრობდა იმ ახალ ცხოვრებაზე, რომელსაც თბილისში დაბრუნებისთანავე დაიწყებდა ერეკლესთან ერთად და ბედნიერებისგან ჭკუაზე აღარ იყო. დასკვნით ჩვენებამდე 1 საათიღა დარჩენილიყო... ყველა ძალიან ღელავდა. დრო იყო წარედგინათ წლის მთავარი სამოსიც და გამომჟღავნებულიყო ჩავლილი წლის წარმატება თუ წარუმატებლობა. ერთ მცირე დეტალსაც კი შეეძლო ყველაფერი აერ-დაერია, ამიტომ თითოეული მოდელი და გარდა ამისა, ტატო და დებორა, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ. -ვიკა, შენთვის სიურპრიზი მაქვს! - სამოსში გამოწყობილ გოგონას დებორა მიუახლოვდა თავისი საოცარი ღიმილით. -რა სიურპრიზი? - ჰკითხა და თან თავისი სამოსის შესწორება დაიწყო სარკეში მიუხედავად იმისა, რომ ისედაც 5 კაცი აწესრიგებდა. -მინდა, რომ მთავარი სამოსი შენ წარადგინო... - ვიკამ ყურებს არ დაუჯერა... ამაზე არასდროს უფიქრია... იმის გაფიქრებასაც კი ვერ ახერხებდა, რომ ჰქონდა შანსები მთავარი სამოსი წარედგინა... -მე? - კიდევ მოიხედა ირგვლივ, იქნებ სხვას ეუბნებაო... არადა რამდენიმე წამის წინ ზუსტად მას მიმართა დებორამ -კი, შენ - დაეთანხმა და მსუბუქად გაიცინა. -არც კი ვიცი რა ვთქვა... დიდი მადლობა დებორა!.. - ჩაეხუტა და მხოლოდ შემდეგ გაახსენდა, რომ ფრთხილად ყოფილიყო. -ნელა! ეგ არ გააფუჭო! წარმატებები საყვარელო! - გაუღიმა დებორამ და სხვა მოდელებს ჩაუარა მათი სამოსის შესამოწმებლად... -3..2..1.. ვიკა, გადი! - უთხრა ტატომ და გოგონამაც პირველი ნაბიჯი გადადგა... საოცარი შეგრძნება იყო... ამ ერთი თვის განმავლობაში უკვე მეოცედ გამოდიოდა პოდიუმზე... თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა... იმაზე უფრო მეტად მომაჯადოვებელი იყო, ვიდრე აქამდე. შიგნიდან რაღაცას გრძნობდა... მგონი ეს ადრენალინი იყო... პოდიუმის ბოლოში ჰაეროვანი კოცნა გაუშვა და საყვარელი ნახშირის თვალებიც ადვილად იპოვა, რომელიც სიყვარულით სავსე მზერით უყურებდა მას... მიბრუნდა და გზა გააგრძელა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო! მთავარი სამოსის წარდგენა!.. -ვიკა, საოცარი იყავი! - აღფრთოვანებული ტატო და დებორა მაშინვე გადაეხვივნენ. -დიდი მადლობა! - გაუღიმა და საერთო საგრიმიოროში სკამზე ჩამოჯდა. -კარგად დადიოდი, ყოჩაღ! - ზურგიდან ნატა მიუახლოვდა, დოინჯი შემოირტყა და წინ აესვეტა. „ნეტა რა უნდა...“ - გაიფიქრა ვიკამ და ეჭვისთვალით ახედა. -მადლობა... - უპასუხა გაკვირვებულმა. -მინდოდა მეთქვა, რომ იმის გამო, რომ მთავარ სამოსს შენ წარადგენ არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ დამამარცხე. ერთი რაღაც შენ წამართვი, ერთს კიდევ მე წაგართმევ და დამიჯერე გული ძალიან დაგწყდება... -ნატა, რა გინდა? - გაღიზიანებულმა ხმამაღლა მიმართა. -უბრალოდ მინდა გაგაფრთხილო, რომ შენი ბედნიერება არც თუ ისე ხანგრძლივია... ფრთხილად იყავი... - თვალი ჩაუკრა და გაშორდა. რას ნიშნავდა ეს? ნატას რეალურად არაფრის გაკეთება არ შეეძლო ისეთის, რომ ვიკასთვის რამე დაეშავებინა, თუ ფიზიკურად არ დაამახინჯებდა, მაგრამ ეს გამორიცხული იყო... მაშინ რატომ იყო ასეთი თავდაჯერებული? „რაღაცას ხლართავს...“ - გაიფიქრა ეჭვებით სავსემ, თუმცა შემდეგ ზედმეტი ფიქრები უკუაგდო და ერეკლეზე ფიქრებს მისცა გასაქანი. ჩვენების პირველმა ნაწილმა წარმატებით ჩაიარა. დარჩენილი იყო მეორე ნაწილი, მანამდე კი რამდენიმეწუთიანი შესვენება მიმდინარეობდა. ვიკა საჭირო ოთახში მიდიოდა, როდესაც ნაცნობი ხმები შემოესმა და ერთ ადგილას შედგა. იმ ოთახში შეიხედა და ერეკლეს და ნატას სილუეტები გაარჩია. გაოცდა... ვერ მიხვდა რაში იყო საქმე... ერეკლეს ცოტა მობეზრებული გამომეტყველება ჰქონდა... ცოტა? არა, მგონი საკმაოდ გაღიზიანებული... ნატამ თვალი კარისკენ გააპარა, სადაც რამდენიმე წამის წინ მიმავალი ვიკა შენიშნა... რაღაცას გეგმავს ეს გოგო, თან ძალიან ცუდს... ვიკამ რომ შეიხედა, მამაკაცს რაღაც უნდა ეთქვა, როდესაც ნატამ ხელები მოხვია და ტუჩებზე დააცხრა. მოულოდნელობისგან გაკვირვებული ერეკლე ვეღარ მიხვდა რა ექნა. ხელები წელზე მოხვია, რათა ქალი მოეშორებინა, რომელიც უკვე მისი კისრის კოცნით იყო დაკავებული, თუმცა ის კიდევ უფრო მეტა მიეკრა. ატირებული ვიკა სირბილით გაემართა საჭირო ოთახში, კარი შეგლიჯა და საკეტით საიმედოდ დაკეტა, შემდეგ კი კართან ჩაიკეცა და თავი ხელებში ჩარგო. „მეზიზღები! ასე როგორ მოვტყუვდი! იდიოტი! ცხოველი!“ - ღრიალებდა ბოლო ხმაზე და ნიაღვარად წამოსულ ცრემლებს მუჭით იწმენდდა. „ის არ ეყო ნატა როგორც იყო აკრული, თვითონ უფრო ძლიერად აიკრა... კინაღამ ხელებში შემოეფშვნა...“ - გაიფიქრა გულნატკენმა, თითქოს ნაფლეთებად დაიშალაო. ................ -ნატა, რა ჯანდაბას შვები? - როგორც იქნა მოიშორა ქალი და ტუჩები ხელით მოიწმინდა. -გაკოცე - უცბად განაზდა და თვალი კარისკენ გააპარა. ერეკლე ყველაფერს მიხვდა. ნატამ ჩააწყო... -ბედი შენი, რომ ქალი ხარ, მე კიდევ კაცობა მაქვს და ზედმეტს ვერ გაკადრებ! - ზიზღით მიაძახა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა ქალების ტუალეტისკენ, საითაც სავარაუდოდ ვიკა წავიდოდა... -ვიკა, აქ ხარ? - გოგონას კარს იქიდან ერეკლეს ხმა მოესმა. -გაეთრიე! აღარ დამენახო! - მიაძახა მაშინვე და ფეხზე წამოდგა. -ვიკა, გამიღე! ნატამ ყველაფერი ჩააწყო! - ვიკა ბარბაცით მიუახლოვდა სარკეს და თავისი თავი შეათვალიერა. -ხოდა მიდი ახლა ისევ ნატასთან, ერთად ჩააწყვეთ თქვენი მომავალი! - უყვირა ხმაგაბზარულმა და გულზე ხელი მიიჭირა... თითქოს რაღაც ეხლიჩებოდა... ასე ეგონა, მთელი ორგანოთა სისტემა წყდებოდა ადგილს და ამოხეთქვას აპირებდა... ერეკლემაც იგივე იგრძნო... საყვარელ ქალს კარგავდა, თუმცა ამას არ დაუშვებდა! მაინც რატომ იფიქრა ასეთი რამე ამ მართლა სულელმა გოგომ. რით ვერ დაჭკვიანდა და ვერ მიხვდა, რომ ნატა ამის შესახებ აფრთხილებდა. ლამის თვითონ უთხრა, ერეკლეს შენს დასანახად ვაკოცებო... რამდენიმე წუთში ერეკლემ კარი შემოამტვრია. -ვიკა, ერთწამს დამელაპარაკე!.. - მიმართა განწირული ხმით და თვალებში შეხედა. -რა გინდა? ეს კიდევ თამაშია, რომელშიც ერთმანეთს ვამწარებთ? იცი რა, გაიმარჯვე! ყოჩაღ! მე კიდე მართლა დავიჯერე რომ გიყვარდი და შენთვის რაღაცას წარმოვადგენდი! - უყვირა და თვალებდაბინდული გაემართა გასასვლელისკენ, თუმცა ერეკლეს ხელებმა შეაკავეს. მამაკაცმა გოგონა კედელზე ააკრა და ხელებს შუა მოიქცია. -მორჩი მაგ სისულელეების ლაპარაკს! ნეტა ოდნავ მაინც აზროვნებდე ახლა! - სახე ძალიან ახლოს მიუტანა და გაცეცხლებულმა ჩახედა თვალებში. -გამიშვი! - მის მკლავებში აფართხალდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. -არ გაგიშვებ, სანამ ბოლომდე არ მომისმენ! - უთხრა მკაცრად, თუმცა ნაბიჯების ხმაზე ორივემ კარისკენ მიიხედა. -ვიკა! ეს რა გჭირს! - შესძახა ტატომ - დროზე წამოდი, უნდა ჩაგაცვათ სამოსი! ასე არ შეიძლება! ერეკლე, დარბაზში დაბრუნდი, მერე ვეღარ შეხვალ! მალე! - წყვილი ერთმანეთს დააშორა და ვიკა გასახდელისკენ გააქანა. -რას ფიქრობდი ამდენს რომ ტიროდი! თვალები დაგისივდება! - მკაცრად გააფრთხილა ტატომ და სამოსი წინ დაუდო... -ტატო, დამანებე რა თავი! - იღრიალა გამწარებულმა და ცრემლების ახალი ნაკადი მოაწვა. აღარაფერი უნდოდა... საერთოდ არაფერი... ნუთუ მოახერხებდა გასულიყო პოდიუმზე ისე, რომ თავისი ტკივილი დაემალა... ან სცოდნოდა, რომ ერეკლე უყურებდა და არ დაბნეულიყო... გულისტკივილი თავიდან არ გახსენებოდა... არ იცოდა, თუმცა ყოველ შემთხვევაში მთავარი სამოსი ტანზე მოირგო. დიდხანს იჯდა სარკის წინ და უბრალოდ ტიროდა... ყველაფერზე დაფიქრდა... მართალია ახლა აღარაფერი აინტერესებდა, თუმცა დებორას ვერ უღალატებდა... მთელი წლის ნაშრომს წყალში ვერ ჩაუყრიდა... ფეხზე წამოდგა და დაფლეთილი გულით გაემართა გასასვლელისკენ. მალე მისი გამოსვლა იყო. -3..2..1.. - უწინდებურად დაითვალა ტატომ და ვიკა კიდევ ერთხელ გაუშვა პოდიუმზე. გოგონამ სახეზე ღიმილი აიკრა და თავისუფლად, თეძოების ქნევით გაემართა პირდაპირ... პოდიუმის ბოლოში შეჩერდა, ერთხელ დატრიალდა და უკან გამობრუნდა... საოცრად ლამაზი იყო... თუმცა მეტს ვეღარ ძლებდა... უკვე ტუჩები უკანკალებდა... შეამჩნია მისი მობრუნების შემდეგ როგორ წამოხტა ერეკლე სკამიდან და გასახდელში შემოსასვლელი კარისკენ გაემართა. აფორიაქდა... გული აუჩქარდა... ერთი სული ჰქონდა გაევლო დარჩენილი გზა, რომ ისევ ეტირა... ეტირა გრძნობებისგან დაცლამდე... -ვერ შეგიშვებთ... - მიმართა დაცვის თანამშრომელმა ერეკლეს და წინ გადაუდგა. -რას ქვია ვერ შემიშვებთ! იცით მე ვინ ვარ? - დაიწყო განერვიულებულმა ერეკლემ... საბოლოოდ მოახერხა, რომ დაცვა მის შეშვებაზე დაეყოლიებინა და გამწარებული შევარდა ლაბირინთივით მოწყობილ დერეფანში. ვიკამ ფეხი შედგა თუ არა კულისებში, ზედმეტი რაღაცეები მოიშორა და საცვლებისამარა, სირბილით გაემართა საჭირო ოთახისკენ. აღარც ტატოს აღფრთოვანებული შეძახილები ესმოდა, რომელიც მისით გაოცებული იყო... მოსახვევში ვიღაცას შეასკდა... მძაფრად ეცა მისი სუნი და გული უფრო ეტკინა... ერეკლემ ვიკა კედელზე ააკრა და ვნებიანად დაეწაფა მის ბაგეებს. გოგონა ვეღარ შეეწინააღმდეგა... უბრალოდ ამდენი აღარ შეეძლო... ისედაც ბევრი ითმინა... მეტ წინააღმდეგობას ვეღარ გაუძლებდა... ერეკლემ ნახევრად შიშველ სხეულზე ხელები მოხვია და გოგონა ძლიერად აიკრა... მარცხენა ხელი ხერხემალზე ამოასრიალა და შემდეგ ისევ ქვემოთ ჩაასრიალა... შემდეგ მარჯვენა ხელი საჯდომზე მოკიდა, ოდნავ ქვემოთ ჩაასრიალა, ფეხზე ჩაავლო, ააწევინა და წელზე შემოიდო... ვიკას მთელს ტანზე ეკლებმა დააყარეს... თვითონაც ვნებამორეული კოცნიდა მამაკაცს და ვერ ძღებოდა... მამაკაცი გოგონას ტუჩებს ვერ წყდებოდა... თითქოს არ უნდოდა მისი ბაგეებიდან რაიმე ცუდის გაგება და კოცნით აჩუმებდა... მარცხენა ხელს ზემოთ-ქვემოთ დაასრიალებდა და კოცნას არ წყვეტდა... ამოსუნთქვასაც კი არ აცდიდა ვიკას ისე მოწყურებული უკოცნიდა ბაგეებს... შემდეგ ნელ-ნელა დაწყნარდა... უფრო ნაზად აკოცა და ნელა... გოგონაც აყვა კოცნაში... საბოლოოდ მოშორდა ტკბილ ტუჩებს, ვიკას შუბლზე შუბლი მიადო და თვალებში ჩახედა, რომელიც ჯერ კიდევ ცრემლის თხელი ფენით იყო დაფარული... -ასეთი შტერი როგორ მყავხარ ჰა? - გაუღიმა და მთელი ძალით გულში ჩაიკრა. -არ ვიცი რა დამემართა... - ამოისრუტუნა გოგონამ და თავი ერეკლეს კისერში ჩარგო. -დაწყნარდი ახლა კაი? ყველაზე მეტად ვერ ვიტან შენს ცრემლებს... მინდა რომ მეტჯერ აღარასდროს დავინახო... - ჩახუტებულები იდგნენ დერეფანში და ხმას აღარ იღებდნენ... მაინც როგორი ფეთქებადი წყვილია... ერთ წამში იჩხუბეს და შერიგდნენ. .......... მეორე დღეს სამშობლოში ბრუნდებოდნენ. ვიკას ერთი სული ჰქონდა თბილისში დაბრუნებულიყო და ბატონი ლევანისთვის ეთქვა, რომ მასთან მუშაობა აღარ უნდოდა. ალბათ იმ კაცს გული დაწყდებოდა, თუმცა რას იზამდა... ამ თემაზე წყვილს არც უსაუბრია, თუმცა თქმა რა საჭირო იყო... ვიკა ახლა მხოლოდ ერეკლეს ეკუთვნოდა! მორჩა და გათავდა!.. აეროპორტში ერეკლეს ძმაკაცები დახვდნენ. -გვეღირსა შენი ნახვა! - გახარებულები გადაეხვივნენ ერთმანეთს და მხარზე ხელი მეგობრულად დაუტყაპუნეს. -როგორ ხართ, მომენატრეთ! - თქვა გაღიმებულმა ერეკლემ და მის უკან მდგარი მორიდებული ვიკა გვერდზე ამოიყენა. - გაიცანით, ვიკა, ანუ ჩემი მომავალი ცოლი - ბედნიერმა გააცნო მეგობრებს უკვე საცოლედ შერაცხული გოგონა და შუბლზე აკოცა. -ვაა... - პირი დააღო გაოცებისგან ბექამ - შენ რა მართლა არ ხუმრობ?! - ჰკითხა ეჭვისთვალით. -არა, რა ვხუმრობ! ჩემი საცოლეა - გაუმეორა ისევ შოკში მყოფ ძმაკაცებს. -სასიამოვნოა ბიჭებო თქვენი გაცნობა - გაუღიმა ვიკამ და სათითაოდ გაუწოდა ხელი ყველას. -ისე ასეთის ყოველდღე სახლში ყოფნა ასწორებს ეე... - სიცილით აღნიშნა საბამ. -მადლობა - ღიმილით მიიღო კომპლიმენტი. -ანუ როდის ვგრიალებთ? - წარბი აზიდა გიომ და ინტერესით გადახედა წყვილს. -ჯერ ეს ჩემოდნები მიმატანინეთ სახლში და მაგასაც მოვაგვარებთ - ერეკლემ ჩემოდნებს ხელი დაავლო, რამდენიმე ბიჭებმაც აიღეს და ორ მანქანაში განაწილებულები გაუდგნენ ერეკლეს სახლის გზას. -დავითამ თქვა სანამ ჩემი ძმა არ ჩამოვა მანამდე ბავშვს არ მოვნათლავო - სკამის საზურგეს მიეყრდნო ბექა. -რა? უკვე ბიძა ვარ? - ბედნიერმა ჰკითხა ძმაკაცს. დათო მისი უფროსი ძმაა, რომელიც 1 წლის წინ დაოჯახდა. -ხო, გილოცავ... - გაუღიმა ერეკლეს და დაამატა - გოგოა, გვანცა დაარქვეს... -მერე მე ახლა უნდა ვიგებდე მაგას? - საყვედურნარევი ტონით მიმართა ბექას. -ოოო... დიდი ამბავი ახლა! - ხელი აიქნია ბექამ და მანქანიდან გადმოხტა. მეორე მანქანიდან საბა და გიო გადმოვიდნენ და ბარგი სახლში აზიდეს. -უჰჰ!.. ვიკუშ, წყალი მომიტანე რა... - მიმართა გიომ და სავარძელში ჩახტა. -ახლავე - გაუღიმა და ერთი წამში უკან წყლიანი ჭიქით დაბრუნდა. -დათო სადაა? - იკითხა ერეკლემ. -რავი ბიჭო... ისეთი ჭირვეული ბავშვია ორივეს ერთად ამწარებს და მარტო ცოლის დატოვება მაგასთან ეცოდება - ახარხარდა საბა. -ეგეთი რა არის - გაეცინა ერეკლეს. ვიკა მას გვერდით მიუჯდა და მიეხუტა, თან მეგობრების საუბრის მოსმენა განაგრძო. -სულ ტირის... ხან ჭამა უნდა, ხან ძილი, ხან დედა, ხან მამა... რას გაუგებ... - ხელი აიქნია გიომ. -ხომ არ გშიათ? - ჰკითხა ბიჭებს ვიკამ. -არა, ჩვენ სახინკლიდან მოგაკითხეთ - უპასუხა ბექამ. -უჩემოდ იქეიფეთ ხო? - მოჩვენებითი სიმკაცრით მიმართა ერეკლემ. -შენ რომ პარიზში გულაობდი კაი იყო? - ენა გამოუყო პატარა ბავშვივით საბამ. -ჩვენც არ გვშია, თვითმფრინავში ვჭამეთ. წამო მაშინ დათოსთან გავიდეთ, დიდი ხანია არ მინახავს... - ფეხზე წამოდგა ერეკლე და კარისკენ გაემართა. -ახლა ჩემს ძმას და მაგის ოჯახს გაგაცნობ... - ყურში უჩურჩულა ვიკას და იქვე ცხელი კოცნის კვალი დაუტოვა... ............. წინა თავთან შედარებით უფრო დიდია... ხვალისთვის კიდევ უფრო გავზრდი ჩემო საყვარლებო... გუშინ, სამწუხაროდ, პატარა განხეთქილება მაინც იყო კომენტარებში... "sopiko" და "ნენე"... ჩემი თხოვნა იქნება აგრესიული კომენტარებისგან თავი შეიკავოთ... გასაგებია, რომ თქვენი აზრი გამოთქვით და ამას ვერც ვერავინ დაგიშლით. ამის უფლება ყველას ააქვს, მაგრამ ზომიერების ფარგლებში... "გიქრის" და ასეთი სიტყვები ჩემთვის მიუღებელია და მგონი არც თქვენ მოგეწონებათ მაინცდამაინც ასეთი მომართვა. ბოლოს და ბოლოს ეს ცენზურის დარღვევაა და საიტის წესებს ეწინააღმდეგება... მე მიყვარს ჩემი მკითხველი და ყველანაირად შევეცდები მათი ღირსება დავიცვა. ძალიან მიხარია, რომ მათგანაც იგივეს ვგრძნობ და ამის გამო კიდევ უფრო შემიყვარდნენ ისინი. მე ჩემი ისტორიის კითხვას ვერ დაგიშლით და ამას ვერც გავაკონტროლებ... თუ სიუჟეტი მოგწონთ, წაიკითხეთ, მაგრამ ასეთი კომენტარებისგან მაინც შეიკავეთ თავი... და თუ რამეა აგრესიულად სათქმელი პირდაპირ მე მომმართეთ და არა რომელიმე მკითხველს. ისინი არაფერ შუაში არ არიან, რადგან პლაგიატობა მბრალდება მე და არა მათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.