Blue Jeans (დასასრული)
სანდროს და გიგას ამბიდან 1 კვირა ისე გავიდა რომ ბიჭებიდან არც-ერთი არ უნახავს. დიდი სურვილი არც ჰქონია. ძალიან გაუკვირდა სანდროსგან რომ მოუვიდა მესიჯი: "წიგნებს ვინ გიდებს არ იცი?" უცებ ძალიან დაიღალა ყველაფრისგან და რაც პირველად მოაფიქრდა ის მისწერა: "ცისფერჯინსიანი." "ვინაა ცისფერჯინსიანი?" "შენ არ გეხება ეგ." - უხეშად მისწერა და პასუხი აღარც დაბრუნებია. *** გიგა გაქრა და თან ცისფერჯნსიანიც გაიყოლა. გაქრნენ წიგნები. გაქრნენ წერილები. ყველა ფერი გაქრა. ერთმა მოვლენა უბრალოდ მოხდა და ყველა შეცვალა. *** სკოლა დაიწყო და ემას გაკვეთილებზე მეტი საფიქრალი არაფერი ჰქონდა. მეგობრების მთელი შემადნელობა ერთად აღარ უნახავს. არც ცისფერჯინსიანისთვის მოუკრავს სადმე თვალი. ყურადღებას არაფერს აქცევდა, უბრალოდ სწავლობდა და იმედი ჰქონდა რომ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. -ემ, წიგნებს ისევ გიტოვებენ? - გადაუჩურჩულა ქართულზე ნინიმ. -არა. - ცივად თქვა და ელენეს გადახედა. -ვინ იყო არ იცი? - გააგრძელა გოგომ. -ნინი გეხვეწები, ამაზე ლაპარაკი რო მინდოდეს, გელაპარაკებოდი! - აფეთქდა ემა. საერთოდ აღარ უნდოდა მასზე ლაპარაკი. ისედაც ძლივს ერეოდა თავს და არ ფიქრობდა, ახლა კი მასზე კითხვების დასმას ვერ აიტანდა. -ნუ აქცევ ყურადღებას. - შეუმჩნევლად უთხრა ელენემ და მანაც თავი ჩახარა. გაკვეთილისთვის აღარ მოუსმენია. ამერიკაზე ფიქრობდა. *** -რა მოგივიდა? - ჰკითხა ელენემ გაკვეთილიდან გამოსვლისას. -რას ნიშნავს რა მომივიდა? ელენე შენ რაღას მეკითხები, კარგი რა! - თვალები გადაატრიალა ემამ. - ძალიან, ძალიან რთულია არ იფიქრო ადამიანზე მაშინ როცა ყველა მასზე გეკითხება! -თვალი მაინც არ მოგიკრავს სადმე? -არა და არც მინდა. - თავი ჩახარა გოგომ. -რამდენი ხანია არ მინახავს ბიჭებიც... -დავიშალეთ, ელენე. ნუცუბიძის ყველაზე მაგარი სამეგობრო აღარ არსებობს. აღარ ვარსებობთ. მორჩა. - ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა მაგრამ ბოლო სიტყვაზე ხმა გაებზარა და ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა რომ არ ეტირა. -არაუშავს, წამოდი, ჩემთან ვისწავლოთ. გვიანობამდე ელენესთან იყო, 12 ხდებოდა ერთად რომ ჩამოვიდნენ დაბლა. უბანი სავსე იყო ახალგაზრდებით. გინებას და ყვირილს შერეული სიცილის ხმა ისმოდა ყველგან. -გოგოებოოო! - გაიწელა აშკარად ალეწილი სანდრო და მათ დანახვაზე. -სანდრო! - ნაძალადევად გაეღიმა ელენეს. ემას ესეც არ უქნია. გაქვავებული სახით იდგა და ძალიან ცდილობდა ბიჭების ბრბოსკენ არ გაეხედა. გული უგრძნობდა ისიც იქ იდგა. -აუ ემ, შემოხედვა მაინც მაკადრე რა! -გიყურებ. - წარბი აწია ცისფერთმიანმა. -ცისფერჯინს რაღაცა ვინაა? - ემამ თვალები გადაატრიალა. -შენი საქმე არაა თქო, ვერ წაიკითხე? -რაც შენ გეხება ის ჩემი საქმეცაა, ე! -არა, სანდრო, აღარაა. შეიძლება ოდესღაც იყო მაგრამ ეხლა აღარ. -ანუ მორჩა ხო? ანუ 'ვაფშე" მორჩა ჩვენი მეგობრობა? -არ ვიცი... -მშვენივრად იცი. რო არ მორჩენილიყო მაშინ მეტყოდი ვინაა ის სი*ი ცისფერჯინსიანი. - ემას სახე გაუქვავდა როდესაც თავისი სახელის გაგონებისას, ბიჭების ბრბოს რამდენიმე ნაბიჯით გამოეყო გიგა. 1 წამზე ნაკლები უყურა, მაგრამ მისთვის თვალებში, თუნდაც ასე შორიდან ჩახედვა და იქიდან ემოციის ამოკითხვა, სულაც არ გასჭირვებია. ბიჭის თვალები ყვიროდნენ, წიოდნენ. თითქოს, რაღაც მომენტში შველასაც ითხოვდნენ. ზუსტად წამით გოგომ საშინელი მონატრება იგრძნო, თუმცა უცებ ჩაახშო. -ემა, გეკითხები, მორჩა მეთქი, ჩვენი მეგობრობა? -ამას ეხლა მეკითხები? 1 თვეა 11-ივეს ერთმანეთი არ გვინახავს და ეგ კითხვა კიდევ გიჩნდება? გაგიჟება შეიძლება! - ხმას აუწია ემამ. -მართალია ემა. - თქვა ელენემ. მის თვალებშიც ჩანდა უდიდესი მწუხარება, რომელიც ნათქვამს მზერით დააყოლა. -ძაან მაგრები ხართ, მართლა. ჩვენ მეგობრები აღარ ვართ! აჰაჰაჰა! - ხარხარით დაიყვირა სანდრომ. - შენი ბრალია ემა, შენი ბრალია. შენი და შენი ცისფერ...ვიღაცის ბრალია. შენ პირველმა აღიარე, რომ ჩვენი სამეგობრო დაიშალა! - სანდრომ სიტყვებს ისევ სიცილი დააყოლა და გოგონებს გაშორდა. -სისულელეს ამბობს, მთვრალია. - უთხრა ელენემ როცა მისი გაქვავებული სახე დაინახა. ემას აღარ მოუსმენია, ცრემლებით ავსებული თვალები ელენესთვის აღარ დაუნახებია ისე დაუყვა გზატკეცილს. ისევ სკვერში წავიდა და ნაცნობი სკამის დანახვაზე უარესად აუტყდა ტირილი. "შენი ბრალიაო, შენი ბრალიაო. მართლა ჩემი ბრალია. ამდენი საიდუმლოების ბრალია. უნდა მეთქვა ყველაფერი, ამდენ ხანს არ უნდა მომეცადა... რა დავაშავე ასეთი, არ მესმის..."- ფიქრობდა და გულამოსკვნილი ქვითინებდა. ძალიან ცდილობდა მისი ხმა არავის გაეგო, მაგრამ არ გამოუვიდა. რამდენიმე სკამის მოშორებით ის ჩამოჯდა. უბრალოდ უყურებდა, არაფერს ამბობდა, მაგრამ ემას არ შეუმჩნევია. ნაბიჯების ხმა გაიგო, მაგრამ თავი არ აუწევია. ისედაც ზუსტად იცოდა ვინც იქნებოდა და საკუთარი თავის ეშინოდა. ეშინოდა იმის თუ რას იზამდა, რას იტყოდა როცა ბიჭს თვალს გაუსწორებდა. საშინლად უნდოდა რომ ვინმე ჩახუტებოდა, საშინლად უნდოდა ვინმეს სხეულის სითბო ეგრძნო და ოდნავ დამშვიდებულიყო. უნდოდა ადამიანი რომელიც ეტყოდა, ემა, ეს შენი ბრალი არაა, ყველაფერი კარგად იქნებაო. უნდოდა და სჭირდებოდა რომ ეს ელენეს გარდა, ვინმე სხვა ყოფილიყო. და მიუხედავად იმისა რომ ზუსტად იცოდა, ცისფერჯინსიანი იდეალური ვარიანტი იქნებოდა, ისიც კარგად იცოდა რომ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. კიდევ ერთ შეცდომას ვერ დაუშვებდა. იჯდა. აღარ ტიროდა მაგრამ თვალებს არ ახელდა. თავში მოულოდნელად ამოუტივტივდა გიგას ნათქვამი: "შენი თმით ვსუნთქავ." როგორც იქნა მის მნიშვნელობას მიხვდა. ის, იქ, ოთხი სკამის მოშორებით იჯდა და ცისფერთმიანს შეეძლო ზუსტად ეთქვა, რომ მისი, იქ ჯდომით, სუნთქვა ნელ-ნელა უადვილდებოდა... *** მომავალი რამდენიმე თვე ბოლო ზარამდე ემა მელიქიშვილის ცხოვრებაში ყველაზე რთული იყო. არც ერთი წიგნი არ დახვედრია კართან. არც ერთხელ აღარ შეკრებილა თერთმეტი ერთად. ძალიან იშვიათად თუ მოკრავდა გიგას თვალს, მაგრამ ვერც მისვლას ბედავდა და ვერც დალაპარაკებას. გული საშინლად სტკიოდა, თუმცა გაკვეთილების და გამოცდების გადამკიდე, ყურადღებას არ აქცევდა. მხოლოდ ერთხელ, 18 თებერვალს მიიღო ბარათი. რომ გაიღვიძა, მაგიდაზე ედო. ნაცნობი, მრგვალი ასოებით, თეთრ ფურელზე, შავი კალმით ეწერა რამდენიმე სიტყვა, რომელთაც შემდეგ ემა ისევ ტირილამდე მიიყვანეს. "ბოდიში რა, ვერ მოვითმინე. გილოცავ ცისფერთმიანო." *** ყველაზე რთული იყო ემასთვის ცხოვრება სადაც გაკვეთილები და გამოცდები დომინანტებდნენ, მეგობრები და გართობა კი სრულიად გამქრალიყვნენ. ჩვეულებრვრივად, უაზროდ გაიარა ბოლო ზარმა. უაზროდ, მაგრამ კარგად ჩააბარა გამოცდები და უაზროდ, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა ბანკეტზე, რომელზეც მხოლოდ ელენეს თხოვნით წავიდა. -აუ, გავალ რა. - თავი მოისაწყლა და ისე დაეხსნა კლასელს, რომელიც მესამედ სთხოვდა ცეკვას. რესტორნიდან გამოვიდა და გრილი ჰაერი შეისუნთქა. თვალები დახუჭა და მოაჯირს მიეყრდნო. საშინლად იყო დაღლილი. ოდნავ ბოხი ხმა რომ გაიგონა, უნებურად ასწია თავი. მის პირდაპირ, ჩრდილში იდგა გიგა, ხელში სიგარეტით. -ლამაზი ხარ, ძალიან. - ნაღვლიანად გაუღიმა და თვალში ნაპერკალი გაუკრთა. იმ წამს ემას შეეძლო რომ ყველაფერი გაეკეთებინა. მზად იყო გაქცეულიყო და ჩახუტებოდა, მასთან ერთად მთელი სამყარო გადაეკვეთა. უცებ იმხელა მონატრება იგრძნო, რომლის სიტყვებით ახსნასაც ვერასდროს შეძლებს. მაგრამ წინ არ წასულა. არც ჩახუტებია. უკან შებრუნდა და მთელი საღამო მოწყენილი იჯდა. *** სანდრო მარტო იყო სახლში, კარებზე კაკუნის ხმა რომ გაიგონა. გააღო და ის დაინახა ვისაც ყველაზე, ყველაზე ნაკლებად ელოდა. გიგა იდგა კარებთან. უცებ იმხელა ბრაზმა მოიცვა რომ მუშტები შეკრა, მაგრამ ბიჭის მშვიდი სახის დანახვისას წარბი აწია. -იმედია სხვაგან მოხვდი. - თქვა მან. -არა, სალაპრაკო მაქვს, შეიძლება? - სანდრომ წარბი აწია. -რა მაქვს შენთან სალაპარაკო?! -მე მაქვს. საჩხუბრად არ ვარ. - ისევ მშვიდად გააგრძელა გიგამ. სანდრო ოდნავ უკან დაიწია და ბიჭი სახლში შემოიყვანა. -რა გინდა? - ჰკითხა მოუთმენლად. -ცისფერჯინსიანი მე ვარ. - პირდაპირ მიახალა ბიჭმა. სანდრომ პირი დააღო. -რა? - იკითხა ირონიულად. -არა მგონია სიყრუეს უჩიოდე, როგორც ხედავ, ახლა გვაქვს სალარაკო. -ილაპარაკე. -შენთან საჩხუბრად არ ვარ, ურთიერთობის მოსაგვარებლად მოვედი. - ისეთი სახით თქვა გიგამ, თითქოს ძალიან დიდ ფასად უჯდებოდა ამ სიტყვების წარმოთქმა. -ბოდიშიი...?! - პირი დააღო სანდრომ. -ემა მიყვარს. ყველაფერზე მეტად მიყვარს ამ ქვეყნად და მზად ვარ მის გამო შენთანაც მოვიდე და გითხრა, რომ დავივიწყოთ ყველაფერი. -მომესმა, ხო? - ხმაში ისევ ირონია გაერია ბუნტურს. -ირონიულ ტონს თუ მოიშორებ, დამავალებ. მე ჩემი სათქმელი გითხარი. მიყვარს შენი მეგობარი და ვიცი რომ ჩემი და შენი ურთიერთობის გამო ერთად ყოფნა არ გვეღირსება. ამიტომ... - სანდრო მთლიანად გამოაშტერა იმან რაც გიგამ ქნა. მარჯვენა ხელი ნელა წამოწია და ჩამოსართმევად გამოუწოდა. სანდროს ტვინმა უცებ გადაამუშავა მიღებული ინფორმაცია და ერთ დასკვნამდე მივიდა. წინ გიგა ბერიძე ედგა. ადამიანი რომელმაც სიკვდილამდე ორჯერ მიიყვანა. ადამიანი, რომელიც მოსისხლე მტრად თვლიდა და თვალის დაუხამხამებლად მოკლავდა და შემდეგ, ეს ადამიანი ემას გამო ურთიერთობის მოგვარებას სთხოვდა. სწორედ იმის გამო, ვის გამოც ბიჭი იქ იდგა, სანდრო დარწმუნებული იყო, რომ გიგას ემა მართლა უყვარდა. ძალიან გაუჭირა მარჯვენის წამოწევა და მისთვის ჩამორთმევა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და ემას ხათრით ესეც გააკეთა. -შესანიშნავია. მტრები აღარ ვართ? - იკითხა მოგუდულის ხმით. -აღარ ვართ. - კმაყოფილებით თქვა გიგამ და გასასვლელი კარისკენ წავიდა. იმ დღის შემდეგ, მთელს ნუცუბიძეზე გავარდა ამბავი, ბერიძემ და ბუნტურმა მტრობა შეწყვიტესო. თავიდან არავის სჯეროდა, ვერც ვერავინ დაიჯერებდა ასეთ სენსაციას, მაგრამ დრო გავიდა და ყველაფერი ნათელი გახდა. *** -გოგო, ახალი ამბავი გაიგე? - ჰკითხა თვალებგაფართოებულმა ელენემ ემას, როდესაც სახლში ესტუმრა. -რა ახალი ამბავი? - იკითხა ლურჯთმიანმა. -სანდრომ და გიგამ ურთიერთობა მოაგვარესო. - ემამ წარბი აწია შემდეგ კი ისტერიული სიცილი აუტყდა. -ნუცუბიძე ჭორებს უჩივის და ყველაზე არარეალურებს იგონებს! -არა, გოგო, მართალიაო ამბობენ. -კაი რა... თუნდაც შერიგდნენ, მე-რა?! - ხელი აიქნია გოგომ და სამზარეულოში გავიდა ყავის გასაკეთებლად. *** ელენესგან მოდიოდა სახლში. უკვე ბნელოდა, მიუხედავად იმისა რომ ზაფხულის კვალი დღის ხანგრძლივობას მშვენივრად აჩნდა, 9 საათზე უკვე კარგად იყო შებინდებული. ყავა იყიდა "მის" კაფეში და ნელი ნაბიჯით აუყვა ნუცუბიძეს. თვალებს აცეცებდა ყველგან, უნდოდა ყველა კუთხე დაემახსოვრებინა და ისე წასულიყო ამერიკაში. მოენატრებოდა ეს ქუჩა. თუმცა არა ხალხი ამ ქუჩაზე. იმის გაფიქრებაც კი, რომ ამ ადგილს მოშორდებოდა, უდიდეს ბედნიერებას ანიჭებდა და უნებურად ეღიმებოდა. გვერდი რომ აუქცია იმ სკვერს, სადაც სულ ჯდებოდა ხოლმე, შუაღამისას- შედგა. შემობრუნდა და იმ სკამს გახედა. საშინლად მოუნდა, ნეტავ მოთოვოსო. ივლისის ბოლოს, თოვლს ნატრობდა. გაიფიქრა, მართალი იყო, ცისფერჯინსიანი, რომ მეუბნებოდა, არანორმალური ხარო. ცისფერჯინსიანის გახსენება იმაზე მეტად ეტკინა ვიდრე მოელოდა. წამში, ფილმად გაურბინა თვალწინ მოგონებებმა მასზე და ტანში ჟრუანტელმა დაუარა. პირველი შეხვედრა, წიგნები, კოცნა.... -მოგენატრება? - გაიგონა ბოხი ხმა ზურგს უკან, ყურთან და ოდნავ შეტოკდა, მაგრამ არ მიუხედავს. შინაგანმა სამყარომ ყვირილი და წივილი დაიწყო, მაგრამ ემა გაქვავებული იდგა და ძალიან ცდილობდა თავისთვის ძალის დატანებას და ბიჭისთვის პასუხის გაცემას. -ძალიან. - ამოთქვა რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ. -მე შენ მომენატრები, ძალიან. - გაიგონა გიგას ტკივილით სავსე ხმა და ატირდა. აი, ასე, წამოუვიდა ცრემლები და ატირდა. ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და თავის დაწყნარება სცადა, მაგრამ გონებამ უარესად დაიწყო ყვირილი, როცა გიგას გრძელი თითები ნელა გასრიალდნენ მის მხრებზე. საშინლად შესცივდა და იფიქრა, თოვლი ვერ მოვიდა, მაგრამ ისე ცივა, თითქოს თოვსო. -ვერ მოგენატრება ადამიანი რომელსაც არ იცნობ. - ისევ ძლივს დააღო პირი. ასე ეგონა ენა დაებმებოდა. ბიჭს ოდნავ ჩაეცინა. ემამ ხმა ამჯერად უფრო ახლოდან გაიგონა, მთელი ტანით, ეფარებოდა და ყინავდა. -მე შენ, შენს თავზე უკეთ გიცნობ. - თქვა და მკლავზე თითი გადაუტარა. - შენც ხომ იცი.... -არ ვიცი... - ამოილუღლუღა გოგომ. თვალებს ჯერ კიდევ ვერ ახელდა. -იცი, ლურჯთმიანო, შესანიშნავად იცი. - ემა ვერ ხედავდა, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ გიგა იღიმოდა. - ღმერთო, როგორ მომნატრებიხარ. - სიტყვებს ბიჭმა ხელის ჩაჭიდება მოაყოლა. ამან ემას კიდევ ერთი ცრემლის გადმოგდება აიძულა. საშნლად სტკიოდა თავის წარსული. ის, რომ ემა მელიქიშვილი იყო. ის, რომ ცისფერჯინსიანი - გიგა. წამში, მის სხეულში მიძინებული, მივიწყებული მაგრამ არა-გამქრალი გრძნობა გაღვივდა და გაეღიმა. ვერც კი გაიაზრა ისე დააღო პირი, თქვა სამი ასო და ზუსტად იცოდა, რაც არ უნდა ეპასუხა გიგას, ის მის სიტყვებს მაინც არ ინანებდა: -მეც... -ვიცოდი. - გაეღიმა ბიჭს, ფრთხილად მოჰკიდა ხელები და მისკენ შემოაბრუნა. -რა იცოდი?! -რომ დანახვის პირველივე წამს შეგიყვარდი! - გიგა გაიღრიჭა, შემდეგ კი ემას ყურებს უსაყვარლეს სიმღერად ძალიან, ძალიან მონატრებული ბგერები - გიგას სიცილი ჩაესმა. მეორე დღესვე მიფრინავდა და პირველად ცხოვრებაში, წასვლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა, მაგრამ ფრენას ვერ გააუქმებდა. გიგასთან რომ თქვა, ხვალ მივფრინავო, გაეცინა და შეუთვალა, ეგეთები მომიგვარებიაო?! იცოდა რომ შეუძლებელს შეძლებდა. ზოგადად ესაა არანორმალურების განუყოფელი ნაწილი. შეუძლიათ შენი ცხოვრება ყირაზე დააყენონ, მასში დაუკითხავად შემოვიდნენ და უმაღლესი ადგილი დაიკავონ და თავი ისე შეგაყვარონ, რომ არც კი გკითხონ, მზად ხარ თუ არა შენ ამისთვის. მიფრინავდა და ყურებში ოდნავ ბოხი, სასიამოვნო ხმით ჩაესმოდა სიტყვები: "იმაზე პატარაა ნუცუბიძე ვიდრე მე და შენ გვოგინია." მართალიც იყო, პატარა იყო ნუცუბიძე. ცისფერჯინსიანის და ცისფერთმიანის დასატევად, ზედმეტად პატარა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.