შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვისკი და თანამედროვე კონკია.(თავი IX)


6-09-2015, 00:39
ავტორი Nina))
ნანახია 4 640

***
-მაპატიე,ვისკის სუნს ვგრძნონდი და ამ ბოლო დროს ძალიან მინდა კისი გეკოს გასინჯვა,მაინც აკრძალული ხილი უფრო გემრიელია-წარბიც არ შეუხრია ისე მოიტყუა ლიზა ზვიადაურმა
-მე კიდევ ყოველთვის მიზიდავდა აკრძალული ხილი-ხელახლა დაეწაფა ზვიადაურის ტუჩებს,მაგრამ ზვიადაურმა არ დააცადა
-არ შეიძლება,არ გვაქვა უფლება-დუღდუღებდა გონება წართმეული ზვიადაური წერეთლის ტუჩებთან და ცერა თითით წერეთლის ქვედა ტუჩს სწავლობდა,იმას კი ვერ ხვდებოდა მამაკაცს ამით უფრო რომ ახელებდა..
-ლიზა,გეყოფა,ისე საუბრობ თითქოს არც შენ გინდა...
-ჰო,არ მინდა,არ მინდა იმ დღის მერე რაც ტასოს შესახებ გავიგე-სიმწრით ჩაეღიმა წერეთელს,ჩაეღიმა იმიტომ რომ ლიზამ იეჭვიანა,და სიმწრით იმიტომ რომ ზედმეტად რეალური და მყარი მიზეზი იყო...-მე,მე ახლა მივხვდი თურმე რატომ არ დამაკარე იმ ღამით ხელი,მივხვდი რატომ არ გამეკარე,მივხვდი რომ ყველა ვიყავი და არა რჩეული...მივხვდი რომ ყველას ვგავდი და არ ვიყავი განსხვავებული..
-აღარ განაგრძო,ეგ ყველაფერი ტყუილია,ტასოს მოფიქრებული,არ ვიცი საიდან მოიფიქრა,როგორ დაემთხვა,მე და ტასომ კლუბში გავიცანით ერთმანეთი,მოგვეწონა,ერთად დავწექით,მერე კიდევ უფრო მოგვეწონა ერთმანეთი და დავახლოვდით..
-არ მჯერა..
-შენთავს გეფიცები-წამოცდა წერეთელს..
არ განძრეულა წამით ზვიადაური,მხოლოდ ჩაებღაუჭა წერეთლის მკლავებს,სხვა ვარიანტში წაიქცეოდა,
ირგვლივ დატრიალდა ყველაფერი,
სწორედ ფილმებკს ეფექტი მიიღო იმ წამმა,
ადრე დასცინოდა,როგორ შეეძლო ერთი ადამიანის ერთ სიტყვას ამხელა ეფექტის მოხდენაო,მაგრამ როდესაც იგრძნო,მაშინ მიხვდა...
ყველაფერი გაქრა ირგვლივ,ტასოც კი...
ყველა პრობლემა და ყველა დაბრკოლება...
-გაიმეორე..-ამოილუღლუღა ისევ უღონოდ მყოფმა მის ტუჩებთან
-შენთავს ვფიცავარ
-არ მჯერა...
-დამიჯერებ,უნდა იგრძნო,აი,აქ-ხელი გულზე დაადო ნაზად,მერე კეფაზე შემოალაგა,მეორე ხელით კი ათრთოლებული ნიკაპი დაუჭირა და ნაზად,მაგრამ მაინც ველურად დაეწაფა მის ტუჩებს,ეს ხიბლი დიდი ხანია დაუჭირა ლიზამ და აგიჟებს ეს ჟესტი...
როგორ შეუძლია ერთდროულად იყოს ნაზი,მაგრამ იყოს ველური..
ეს იქეთ იყოს,
წერეთელი კოცნის ზვიადაურს და ზვიადაურიც ჰყვება?! ღადაობთ?...
მოიცა,გარეთ,ხეს ვინ ეფარება?!
არაა,არ მითხრათ რომ ეს ტასოა...
არ ჩამაშხამოთ,კი,ეგ არის...
თვალები სიმწრით უელავს და ნაპერწკლები აქეთაც სცვივა,
ქარბორბალა თუ ტორნადო?!
ცუნამი?!
ღვარცოფი?!
რომელი გვიახლოვდება...
სიფრთხილე მართებს ადამიანს,სიფრთხილე,კედლებსაც კი თვალები აქვსო,ამ შემთხვევაში ხეებსაც,რატომღაც ქარიშხალი წყნარდება და უკან იხევს..
მზაკვრული გეგმების მომზადებას უდგება უდაოდ...
ეს ორი,ერთად...
ასე ბედნიერად ვერ განაგრძობენ დიდ ხანს..
რაღაც მოხდება..
ხომ გაგიგონიათ: "დიდ უბედურებას დიდი ბედნოერება სდევსო თან?!"-ხოდა იგივე ფრაზა,ოღონდ შებრუნებული,აზრი სხვა..

დიდ ბედნიერებას შეიძლება კიდევ უფრო დიდი უბედურება ჰყვეს თან..
მატყუარაა ბედნიერება,დღეს გაღიმებს და ხვალ უკვე ცრემლებს ღვრი.
-უშენოდ არ შემიძლია-მაჯაზე შეეხო წერეთელი..
მთელს ტანში დაუარა ჟრუანტელმა..
ეს მიმაჩნია ბედნიერებად.
ეს მიმაჩნია წრფელ სიყვარულად...
რაც არ უნდა ძველმოდურად მიგაჩნდეთ,
ჩემი აზრით უბრალო შეხებით გამოწვეული ათასობით ჭიანჭველა ტანში წრფელი,ნამდვილი სიყვარულის სიმპტომებიდან ერთ-ერთია..
-ჩვენ შეგვიძლია უერთმანეთოდ,ერთმანეთისთვის არც გავჩენილვართ,თორემ აქამდეც შევხვდებოდით ერთმანეთს...
-მეორედ აღარ თქვა ეგ,ყველასთვის იბადება მეორე ნახევარი,და სანამ მას ვიპოვით თითქოსდა არასრულად,ნახევრად დავდივართ,ნახევრად ვჭამთ,ვსვამთ,მარცხენა ანწილს ვერც ვგრძნობთ,მანამ სანამ მეორე ნახევარს ვიპოვნით და მარჯვენას-მარცხენა ნაწილსაც დავუმატებთ,მერე იქმნება მთლიანობა,მერე იქმნება ის ერთი დიდი ნაწილი,რომლის დროააც იგრძნობ სრულყოფილად ყვეკაფერს და მე ეს მარცხენა ნაწილი წლების წინ კი-არა რამდენიმე თვის წინ ვიპოვე,მთვრალი,რომელიც მზად იყო ყველაფრისთვის,მაგრამ მისი სისლეტაკე ისევ თვალებზე ეწერა,იმდენად ტკივილიანი მზერა ჰქონდა,მივხვდი რომ სულ სხვა იყო,და არა ის ვინც წლების წონ მსგავს სიტუაციაში გავიცანი...
შენნმა თვალებმა შენი ტკივილი გადმომცეს, მაგრამ ქვეცნობიერში მიუწვდომელ კარადაში გადამიმალეს,მაგრამ იმ დღეს,ონიანზე რომ დაოწყე საუბარი,მაშინ მიუწვდომელ კარადასაც კი გადააგლიჯა ჩემმა სულმა თავი და სიმართლე წაიკითხა..
შეიძლება არ ვმღერი.
არ ვუკრავ.
ამ წუთას არც ვარდი მიჭირავს,
არც დათუნია ან თუნდაც ერთი ფილა შოკოლადი,მაგრამ ვიცი რომ ძალიან...-სიტყვას ვერ ამთავრებს ისე წკრიალებს წერეთლის ტელეფონი..
-ხო..
-...
-გისმენ.
-...
-კარგი,ახლავე წამოვალ..-ტელეფონი აღელვებულმა გათიშა-ახლა უნდა გავიქცე,მაგრამ აუცილებლად დავამთავრებთ საუბარს-ტუჩებამდე მივიდა,მაგრამ ზევით აცოცდა,საფეთქელთან დაუტოვა ცხელი კოცნა გაოგნებულ ზვიადაურს...
ახლა არ იცის უხაროდეს,თუ უნდა სწყინდეს...
რა იქნება..
ბედნიერი იყოს თუ ეზიზღებოდეს ყველაფერი..
მაგრმა ცხოვრებაში ყველას უდგება ისეთი დრო,როდესაც ყველაფერი ეზიზღება,-ეს ზიზღი დამყაყებულ წყალში შესვლას ჰგავს.ოღონდ როგორმე მოშორდე,ოღონდ როგორმე გააღწიო ნაპირზე,სწორედ მსგავსს გრძნობდა ზვიადაურიც...
სუსხიანი ღამე იყო,ან ეჩვენებოდა ერეკლეს წასვლის შემდეგ ოთხი დღე გავიდა,მაგრამ ერეკლეს არ დაურეკავს,არც მოუწერია,ახალი არც არავისგან იყო არაფერი,მშობლები ურეკავდნენ,მაგრამ ერეკლეზე ხომ არ ჰკითხავდა პირდაპირ,
იწამა რომ ყველაფერი ტყუილია..
რომ არაფერია რეალური,
როდესმე ყველა წავა,მაგრამ საქმე ისარის ვინ-ვის დაასწრებს..
პლედი ჰქონდა შემოხვეული და აივანზე იჯდა..
ღამე იყო ცივი,მსუსხავი..
ვეებერთელა,სავსე მთვარე მთათა ქედზე დაგორებულიყო,ორი მკლავის შემოხვევისხელა იქნებოდა,მცირე ხვრელებს შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევდით მთვარეზე..
ლიზაც მთვარეს უცქერდა...
მთელი მკერდით ისუნთქავდა სუფთა ჰაერს,ფილტვები ეწვოდა,სტკიოდა..
უეცრად,საიდანღაც მთელი სითამამე გამოექანა მისკენ და ბინა მასში დაიდეს..
მოუნდა ერეკლესთვის მიეწერა,
რამდენიმე საათში მიფრინავს,მხოლოდ მშობლებმა იცის,სხვამ არავინ..
როგორც დაიდეს ბინა,ისევე აეყარნენ,როდესაც ტელეფონის ეკრანკ გაანათა ლიზამ,გადაიფიარა მიწერა,ყველაფრის ისე დატოვება არჩია, რგოორც არის..
არ უნდოდა თორემ აუცილებლად დაბრინდებოდა..
მოვიდოდა,დაელაოარაკებოდა,ეტყოდა სათქმელს კსე არ წავიდოდა,არ იყო ერეკლე მსგავსი კატეგორია რომ მორიდებოდა,მაგრამ არ უნდოდა,ფაქტი ჯიუტია..
ყველაფერს თავისი ახსნა აქვს,უყვარს თავისი საცოლე,რატოამც არა?!
"მე და შენ ერთადერთი "წყვილი" ვიქნებით,რომლებსაც "გვეყვარება" ერთმანეთი,მაგრამ ერთად არ ვიქნებკთ!"-გაიფიქრა მისთვის ზვიადაურმა და თვითმფრინავი ხმელეთს მოწყდა...
***
იგივე ბინა,
იგივე გრძნობა,
ტკივილი.
ღალატი.
ცრემლი..
მარტოობა...
ბოროტების შეგრძნება...
-ანუს,ჩამოვედი,სად ხარ?
-არარსებოოობს,ლიზუ,შენ ხააარ?
-კი,გახლავართ
-არ მჯერააა-არ წყნარდებოდა ტელეფონის მიღმა მყოფი დაქალი
-ჰე,რავი,დალევა?! რამე?!
-შენთან ვართ ათ წუთშიიიიი-გაიწელა ისევ..

ზუსტად ათ წუთში თავზე ედგნენ,ყველა მისი სასტავი,უკლებლივ ყველა.
-არ არსებოობს-ისევ დაიკლაკნა ანკა
-ჩვენც მიგვიშვი,თუ ძმა ხარ რაა-გაწი-გამოწია თორნიკემ
-არაა,მარტო ჩემიააა-ისევ იწელებოდა ანკა..
საოცარი სანახავები იყვნენ ამდენი ხნის მონატრებული მეგობრები...
ისეთი თბილები,
მეგობრულები,
ემოციურები რომ მეტი არ შეიძლება,ცრემლიც კი მოგადგებოდათ თვალზე მათი შემყურე...
განსაკუთრებით ანკა იყო ემოციური,ყოველ სადღერგრძელოზე ტიროდა,როგორ მოგვანატრე თავიო...
რეალურად მართლა ასე იყო,ყველას ენატრებოდა გიჟი ზვიადაური,მაგრამ ამჯერად გაზრდილი ქალი დაბრუნდა...
შეცდომებმა ცხოვრება ასწავლეს...

----
თქვენ ყველაზე თბილები და კარგები ხართ,მე ყველაზ უნამუსო,რამდენიხანია ეს თავი აკრეფილი მაქვს და მე დასადებად ვერ მკვიცალე...
მაპატიეთ,
მიყვარხართ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent