შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...{25}{26}{27}


6-09-2015, 14:35
ავტორი Anonymous^^
ნანახია 2 017

{25}
ელიზაბეტი,როგორც ყოველთვის ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.თმებს ივარცხნიდა,როცა კარზე დააკაკუნეს.Luke ღიმილით შემოვიდა ოთახში,ხელში პატარა ყუთი ეჭირა.
-ძალიან ლამაზად ხარ,ელა-კომპლიმენტი უთხრა შემოსვლისთანავე ელის.
-მადლობა-გაუღიმა მან.
Lukeმ ყუთი გახსნა და ყელსაბამი ამოიღო.
-გამიხარდება თუ გაიკეთებ-შეთავაზა ელის.
-სიამოვნებით-დათანხმდა ის.თმები აიწია და Lukeს ყელსაბამის გაკეთების საშუალება მისცა.
სოფიოს და ირაკლის გამოეთხოვნენ.Lukeს მძღოლმა ისინი ძვირადღირებულ რესტორანში მიიყვანა.ოფიციანტმა ორივე ლამაზად გაფორმებულ მაგიდასთან მიიყვანა.Lukeმ ელის სკამი გამოუწია.დასხდნენ და კერძი შეუკვეთეს.
-ლამაზი ადგილია-გარშემო მიმოიხედა ელიზაბეტმა.
-კი,ნამდვილად-დაეთანხმა Lukeც.
ვახშმობდნენ,საუბრობდნენ და ნიუ-იორკის ამბებს იხსენებდნენ.
-აქ არასდროს ვყოფილვარ-აღნიშნა ელიმ.-სულ ბარში დავდიოდი მეგობრებთან ერთად,ან კიდევ ჩემ საყვარელ კაფეში.
-რაც მთავარია ახლა აქ ხარ-თვალი ჩაუკრა Lukeმ.
-კი და თან შენთან ერთად-გაიღიმა მან და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი რესტორანს.მზერა კარზე შეაჩერა.პირი გაუშრა და მეტყველების უნარი დაკარგა.სანდრო დანელია არხეინად შემოვიდა და ერთ-ერთ მაგიდას მიუჯდა,სასმელი შეუკვეთა.
-ელიი-ჩაესმა Lukeს ხმა.
-ჰომ-გონს მოეგო.
-რაზე ჩაფიქრდი?-ჰკითხა მან.
-აჰ,მნიშვნელოვანზე არაფერზე-თვალი აარიდა სანდროს.
-ხო არ მოგეწყინა?-მოიღუშა Luke.
-არაა არაა-გაამხნევა ელიზამ.
-მაშინ დესერტი შევუკვეთოთ,რას იტყვი?-შეთავაზა მან.
-კაი-დათანხმა ელიც.
წითელ ღვინოს წრუპავდნენ.ელო ნახევრად Lukeსთან იყო,ნახევრად კი სანდროსთან,თუმცა ყველანაირად ცდილობდა,რომ მისი იქ ყოფნა არ შეემჩნია.მათ მაგიდას ოფიციანტი მიუახლოვდა.
-თქვენი სალფეთქი-გაუწოდა ელის.
-რა სალფეთქი?-დაიბნა ის.
-რაღაც გეშლებათ-ჩაერთო Lukeც.
ოფიციანტმა სალფეთქი მაგიდაზე დადო და უპასუხოდ გაბრუნდა უკან.
-რაღაც აერია-ჩაილაპარაკა Lukeმ.
-არაუშავს-გაუღიმა ელიმ.სალფეთქს დახედა და მასში გახვეული ფურცელი შენიშნა,ჩუმად გამოაძრო.
-ერთი წუთით გავალ,მალე დავბრუნდები-უთხრა Lukeს.
ფეხზე წამოდგა და საპირფარეშოში შევიდა.ოთხად გაკეცილი ფურცელი გაშალა."ჩემი ყვავილები ყელში ამოგივიდა,არა?აბა რა,რად გინდა ვარდების თაიგული როცა ვიღაც ნაბი*ვარი ძვირადღირებულ მანქანას გჩუქნის.ახლა მივხვდი რატომ აღარ გრძნობ არაფერს ჩემ მიმართ.ორი წელი ეგ იდიოტი განუგეშებდა ხო?ასე ნუ მექცევი ძაან გთხოვ.ჭკუიდან ვიშლები,როცა მაგ ტიპთან ერთად ხარ."ელიზაბეტმა ფურცელი დაკუჭა და სანაგვე ყუთში მოისროლა.საპირფარეშოდან გამოვიდა,დახლს მიუახლოვდა.ოფიციანტისგან ფურცელი და კალამი ითხოვა."თავს რამდენის უფლებას აძლევ?რა გამიკეთე დაგავიწყდა?მაშინ რას ვგრძნობდი ხო კარგად გეკიდა ფეხებზე,ახლა არც მე მაინტერესებს შენ რას ფიქრობ.შემეშვი."დაწერა და კალამი უკან დააბრუნა.ერთი ჭიქა შამპანური აიღო.გრაციოზულად მიაბიჯებდა.სანდროს მიუახლოვდა და თითქოს ფეხი რაღაცას წამოკრა.მაგიდას დაეყრდნო,ფურცელი დაუგდო და შამპანური გადაასხა.ვითომ აქაც არაფერი,წელში გასწორდა,მშვიდად დაუბრუნდა თავის მაგიდას.
-ბოდიში რა-მოუბოდიშა Lukeს.-აუუ,როგორ მიყვარს ეს სიმღერა.
-ვიცეკვოთ?-ჰკითხა მან.
-რატომაც არა-გაუღიმა ელიმ.
Lukeმ ელიზაბეტს წელზე ხელი შემოხვია.მანაც ხელები მხრებზე დაადო.მუსიკას აჰყვნენ.მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.ელიმ მზერა სანდროზე გადაიტანა,რომელიც გაბრაზებული წამოიჭრა ფეხზე და გარეთ გავარდა.ელიზას ჩუმად ჩაეღიმა.ამასობაში მუსიკაც დამთავრდა.
-არ წავიდეთ?-ჰკითხა Lukeს.
-კარგი,როგორც გინდა-ელის თხოვნა აუსრულა მან.-გადავიხდი.
რესტორნიდან გამოვიდნენ.
-უღრმესი მადლობა,არაჩვეულებრივი საღამო იყო-გადახედა Lukeს.
-მადლობა შენ-თვალი ჩაუკრა მან და ელის მანქანის კარი გაუღო.
-მოიცა-რაღაცას მიაშტერდა ის.-შეხედე-საბურავისკენ მიუთითა.
-ოხ ამის-კბილებში გამოსცრა Lukeს.
-დააკვირდი ძალით გაჭრილს ჰგავს.-აღნიშნა ელიმ.
-მართალი ხარ-კარგად დააკვირდა საბურავს ის.-ხო მაგრამ ეს ვის უნდა გაეკეთებინა?
-დანელია..-თავისთვის ჩაილაპარაკა ელიმ.
-მე მითხარი რამე?-სახეში მიაშტერდა Luke.
-არა-იუარა მან.
-მძღოლიც გავათავისუფლე,თავად დავბრუნდებითქო-ბრაზობდა Luke.-ახლავე დავურეკავ.
მობილურზე ნომერს კრეფდა,როცა მინას ქვა მოხვდა და მთლიანად ჩაილეწა.Luke ელის გადაეფარა,რომ ნამსხვრევებისგან დაეცვა.ამასობაში სანდრო გაიქცა და მისი დანახვა ვერ შეძლეს.თუმცა ელიზაბეტისთვის ეს ისედაც ნათელი იყო.
-კარგად ხარ?-ჰკითხა Lukeმ მას.
-მე კი მაგრამ..-მის შუბლს შეხედა ელიმ.
-უმნიშვნელო ნაკაწრია-სისხლი მოიწმინდა მან და მძღოლს დაურეკა.ის სწრაფად მოვიდა საკუთარი მანქანით.ელი სახლში მიიყვანეს.
-ბოდიში ამ ინციდენტისთვის-კარგი გაუღო Lukeმ.
-არაუშავს,ეგ არ ინერვიულო.პირიქით მადლობა-ლოყაზე აკოცა ელიზამ და სახლში შევიდა.

{26}
-დეე-გაუკვირდა სოფიოს დანახვა ელის.-ატელიეში არ ხარ?
-შუადღემდე საქმე არ მაქვს-აკოცა შვილს.
-აჰაამ,გასაგებია-მაგიდას მიუჯდა ელიზა.-აუ ყავა გამიმზადე რა გთხოვ.
-კაი,მეც მინდოდა ისე-ჭიქები გამოიღო სოფიომ.-ირაკლიმ დღეს ცოტა ადრე მოვიდესო.
-რატო?-ჰკითხა დედას.
-თათბირი გქონიათ და როგორც ვიცი Lukeს უნდა დასწრება-აუხსნა შვილს.
-კაი ხო-თავი დაუქნია ელიმ.
ყავა სწრაფად დალია და ოთახში დაბრუნდა.მალე გამოეწყო,დედას დაემშვიდობა და ოფისში ადრიანად წავიდა.გზაში ნელა იარა,ვინაიდან არ ეჩქარებოდა.იქ მისვლისას კარში Luke შეხვდა.
-დილამშვიდობისა,ელა.როგორ ხარ?-თბილად მიესალმა ის.
-მე კარგად-გაუღიმა ელიმ.-შუბლი როგორ გაქვს?
-კარგად-ინსტიქტურად ხელი შუბლთან მიიტანა Lukeმ.
ლიფტით ავიდნენ და პირდაპირ სათათბირო ოთახში შევიდნენ.იქ ირაკლი და სანდრო დახვდათ.
-აი თქვენც მოხვედით-შეეგება ირაკლი-მაშინ დავიწყოთ.სანდრო გაიცანი ეს Lukeა,ელიზაბეტის მეგობარი.Luke ეს სანდროა,ჩვენი პარტნიორი.
-სასიამოვნოა-ხელი გაუწოდა Lukeმ.
-ჩემთვის კი მაინც და მაინც არა-ჩუმად ჩაილაპარაკა სანდრომ და ხელი მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოართვა.
-დავსხდეთ-მიმართა მათ ირაკლიმ.-სხვებიც მალე მოვლიან.
მაგიდას მიუსხდნენ,თანამშრომლებიც შემოვიდნენ.თათბირმა ჩვეული თავისებურებებიტ ჩაიარა.ელი Lukeს ყველაფერს დაწვრილებით უხსნიდა.მათ დანახვაზე სანდრო კბილებს აღრჭიალებდა.ბოლოს ფეხზე წამოიჭრა და ირაკლის თვალი გაუსწორა.
-ბატონო ირაკლი-დაიწყო ცივი ხმით.-სამწუხაროდ,თქვენთან პარტნიორობის გაგრძელება გაწყვეტა მსურს.
-როგორ?-ვერ მიუხვდა ის.
ელიზაბეტმა გაკვირვებისაგან პირი დააღო.
-დიახ,ამიერიდან ვეღარ ვითანამშრომლებთ-გაიმეორა სანდრომ.
-კი მაგრამ რატომ?-გაურკვევლობაში ჩავარდა ირაკლი.
-მამა რატომ გაგიკვირდა?მშიშრები ყოველთვის იხევენ უკან.იციან თავისას მაინც ვერ გაიტანენ.-ღიმილით უთხრა მამას ელიმ,მერე სანდროს მიუბრუნდა.-გილოცავთ,ბატონო სანდრო,კარგი გადაწყვეტილება მიგიღიათ.
გაბრაზებული სანდრო უკანმოუხედავად გავარდა ოთახიდან.ელიც გაეკიდა.
-გუშინდელი საქციელით შენი სიმხდალე კიდევ ერთხელ წარმოაჩინე.ეგრე მხოლოდ სუსტები მოქმედებენ.მხოლოდ ერთეულები იბრძვიან სამართლიანად.მაგრამ შენ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნები.ნამდვილი მამაკაცები ასე არ იქცევიან.თუმცა მეტს შენგან არც მოველოდი,ეს ორი წლის წინაც დაამტკიცე.-პასუხს არც კი დაელოდა ისე გატრიალდა უკან,მერე უეცრად ისევ მოტრიალდა.-ხო კიდევ,ვისაც უყვარს ის იბრძვის.-პირში მიახალა რასაც ფიქრობდა და სათათბირო ოთახში დაბრუნდა.
-რატომ გაეკიდე უკან?-ჰკითხა მას ირაკლიმ.
-ისე გავარსა სათქმელი არ დამამთვარებინა-დაჯდა ელი.
-ნუ ნერვიულობთ,მე აგინაზღაურებთ ამ დანაკარგს-საუბარში ჩაერთო Luke.
-არა,Luke,საჭირო არ არის,მეც შემიძლია.-იუარა ირაკლიმ.-მადლობა.
-მაშინ მე ვითანამშრომლებ მის მაგივრად-შეთავაზა მან.
-არ ინანებთ,მართლა კარგი პროექტია-რჩევა მისცა მდივანმა Lukeს.
-ვიცი,დარწმუნებული ვარ-გაიღიმა მან.
-მაშ,კარგი-დათანხმდა ირაკლი-ხელშეკრულება მოამზადეთ-უთხრა მდივანს.
-მამ,თუ რამე აუცილებელი არ არის შეიძლება სახლში წავიდე-აკოცა მამას ელიმ.
-კარგი,წადი-ნება მისცა მან.
-თუ გინდა მე წაგიყვან-შეთავაზა Lukeმ.
-არა,მადლობა,ჩემით წავალ-უთხრა ელიზაბეტმა და სათათბირო ოთახიდან გავიდა.

{27}
-მაამ,რაღაც ვერ ვარ კარგად და დღეს სახლში დავრჩები რაა-თხოვა მამას ელიზამ.
-რა გჭირს,ჩემო გოგო?-ანერვიულდა ირაკლი.
-თავი მტკივა მა,დავიძინებ და გამივლის.არ ინერვიულო-დაამშვიდა მამა.
-თავს მიხედე-შუბლზე აკოცა ირაკლიმ და ოფისში წავიდა.
ელი ოთახში ავიდა.რამდენიმე საათი მშვიდად ეძინა.გაღვიძებისთანავე კატოს დაურეკა.
-კატ,რას შვები?აუ,გოგო,დღეს სახლში ვარ და წავიდეთ სადმე რა-პირდაპირ მიახალა დაქალს.
-აუ,ბაზარი არაა,ნიკუშასაც დავურეკავ-გაუხარდა კატოს.
-კაი,ჩემ საყვარელ კაფეში წავიდეთ-უთხრა და სატელეფონო კავშირი გაწყვიტა.
საშინელი ამინდი იყო.კოკისპირულად წვიმდა.ქუჩები ბინდს მოეცვა.შუადღე იყო,მაგრამ საღამო გეგონებოდათ.ელის მეგობრები ისე ენატრებოდა ცუდმა ამინდმა ვერ შეაჩერა.რატომღაც ძველი მანქანით წასვლა არჩია.ფარიდან გამომკრთალი სინათლე ბინდში იკარგებოდა.წვიმის ხმა სიმღერით ჩაახშო,მაგრამ წინ გახედვა უჭირდა.უეცრად თითიდან ბეჭედი მოძვრა.ელიმ ძირს დაიხედა,თვალი ვერსად მოჰკრა.ცალი ხელით საჭეს მართავდა,ცალი ხელით კი ბეჭედს ეძებდა.სავარძლის ქვეშ შევარდნილიყო.სულ რაღაც ორი წამით ძირს დაიხედა,ხელით ბეჭედს შეეხო,გამოაძვრინა.მაღლა აიხედა და...წინ სწრაფად მომავალი მანქანა დაინახა...ორი წუთიც და მას შეასკდებოდა.ელიზაბეტს ცივმა ოფლმა დაასხა,ხელები უკანკალებდა და საჭის დამორჩილება უჭირდა...10...9...8...7...6...5...4...3...2...და ელიმ საჭე მკვეთრად მოატრიალა...მანქანას აცდა...მაგრამ გზიდან გადავარდა...ხევში გადაიჩეხა,მანქანამ ორი ბრუნი გააკეთა...



№1  offline წევრი ანრის გოგო

აუ ამან დაძაბა wink კაია ესე უფრო საინტერესოა გააგრძელე love

 


№2  offline წევრი Anonymous^^

ანრის გოგო
აუ ამან დაძაბა wink კაია ესე უფრო საინტერესოა გააგრძელე love

აბა ისე თქვენ ინტერესს ვერ ვხედავ და :D ზუსტადაც,ვაპირებ რომ ასე გავაგრძელო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent