მოიისფრო [4]
მანქანა ჭიშკრის წინ გაჩერდა. ბაია ხელში აიყვანა და ეზოში შეაბიჯა, ნატაც უკან მიჰყვა. თვალები მიმოატარა ბაიამ გარემოს. დიდი, ამწვანებული ეზო ჰქონდათ. ჭიშკრიდან სახლამდე საცალფეხო ბილიკი იყო გაკეთებული. ბილიკის ბოლოს ხის რამდენიმე კიბე. სახლი სიძველის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ყოველთვის მოწონდა ასეთი ადგილები. კიბეები ფრთხილად აიარა ლექსომ და სახლში შევიდა. ხის სურნელი იდგა, ბაია დივანზე დასვა. - სახლში არ არიან? _ გაკვირვებით იკითხა ნატამ. - ბაღში იქნებიან გასულები, სახლის უკან, დავუძახებ და მოვალ _ მართალი აღმოჩნდა ლექსო. მალე ოთახში თათულიმ შეირბინა, გახარებული მიუჯდა ბაიას გვერდით და ლოყაზე მორცხვად აკოცა. - ჩემო პატარა _ მიეფერა ბაია და ჩაიხუტა. თებრონეც შევიდა სახლში, ბაიას შუბლზე აკოცა, მოიკითხა. - მოგშივდებოდათ, ყველაფერი გამზადებული მაქვს, უცებ დავაცხობ ლობიანებს, გავშლი და ვჭამოთ. მოგეხმარებითო უნდა ეთქვა, მაგრამ.. ახლა არაფერი შეეძლო, ენაზე იკბინა.. უმოქმედოდ უნა მჯდარიყო და ქალისთვის ეყურებინდა. ნატა გაჰყვა თებრონეს მისახმარებლად. ბაიას ისევ ეტკინა. ღრმად ჩაისუნთქა, თვალებში დაგუბებული ცრემლების მოშორება უნდოდა, თუმცა.. შეუმჩნევლად მოიწმინდა, მაგრამ მაინც შეამჩნიეს. გვერდით მიუჯდა ლექსო, მუხლზე დადებულ ხელზე თავისი ხელი დაადო, თითქმის შეუმჩნევლად მიეფერა თითებით, მაგრამ იგრძნო.. სუფრას მიუსხდნენ.. ვერც ალაგებისას დაეხმარა.. - ეზოში გავიდეთ, არ გინდა? _ თავზე დაადგა ლექსო. - მინდა, მაგრამ, ეტლი არ მინდა, მიწაზე დავსხდეთ. - კარგი, პლედს გავშლი და გავიდეთ. ფრთხილად დასვა პლედზე და გვერდით მიუჯდა. ხასხასა ბალახს ხელი გადაუსვა ბაიამ და გადაწვა. - რა ლამაზია ცა _ ჩაილაპარაკა. - ჰოო? _ დაეკითხა ლექსო და თვითონაც გაწვა პლედზე. - ჰო.. - მართლაც _ თითქოს ცას გაუღიმა ლექსომ. - მიყვარს ცის ყურება.. - ხშირად უყურებ? - ვუყურებდი, ძირითადად სოფელში, ჰამაკში ჩავწვებოდი და ვუყურებდი. - ჰამაკი გინდა? _ წამოჯდა. - არა, აქ ბალახზე წოლა უკეთესია. - ბაია _ შეხედა _ მაპატიე _ ხმაწართმეულმა ჩაილაპარაკა. _ მაპატიე რომ ჩემ გამო ასე ხარ, მაპატიე რომ ვერ გეხმარები, მაპატიე რომ მაშინ ვერ შევძელი.. _ სიტყვებს ვეღარ აბამდა. - ლექსო, ლექსო _ გააჩუმა.. უეცრად ისე შეებრალა, მიხვდა როგორ ტკიოდა მასაც, მოუნდა ენუგეშებინა. _ ჩუ _ თითი ტუჩებთან მიუტანა და ფრთხილად შეახო.. უცნაურად შეაჟრჟოლა..ორივეს.. საკუთარ ხელში მოიქცია ლექსომ ბაიას თითები და ოდნავ შეეხო ტუჩებით.. ზედმეტად ცხელი ეჩვენა ლექსოს ტუჩები, თითები გაუბრუჟდა.. უხერხული დუმილი ჩამოვარდა. - ლექსოო _ სახლიდან მორბოდა თათული. - არ წაიქცე _ ბაიამ გასძახა. - არ წავიქცევი _ გაეკრიჭა _ ლექსო, ბებომ მეორე სართულზე მოვამზადო ოთახები თუ პირველზეო? - მეორეზე თათ, მაღლა დავწვებით. - მეც მინდა მაღლა, შენთან. - შენც მაღლა დაწვები, ჩემთან _ გაუცინა პატარას. _ გაიქეცი ახლა ბებოს უთხარი. - ქვემოთ არ ჯობს? აღარ მოგიწევს ჩემი ზემოთ-ქვემოთ ტარება. - მაღლა დავიძინებთ ბაია _ მშვიდად გაუღიმა. თავი გადააქნია ბაიამ უკმაყოფილოდ. _ გინდა ხვალ ნიკორწმინდა ვნახოთ? - მანქანით მივალთ იქამდე? - ალბათ, თუ არადა სადამდეც მივა იქ დავტოვოტ მანქანა და მერე ისე ავიდეთ. - თუ მანქანა ბოლომდე არ ავა არ ღირს, ორივემ უნდა ვიწვალოთ. - ბაია გეყოფა, თუ საჭირო იქნება მთელ მსოფლიოს შემოგატარებ ასე, ჩემი ფეხებით, შენს სხეულზე მოხვეული ჩემი ხელებით. - მაგრამ მე ეს არ მინდა! _ აკანკალებული ხმით უპასუხა. - რას გულისხმობ? - არ მინდა ასე მომატარო მთელი მსოფლიო, არ მინდა შენი ფეხებით სიარული, არა! _ ხმას აუწია. - მაპატიე _ დაიჩურჩულა ბიჭმა და პლედიდან წამოდგა. - ლექსო _ თითქმის გაუგონრად დაუძახა. არ უნდოდა ეტკინა მისთვის, მაგრამ ატკინა.. რთული აღმოჩნდა ემოციების კონტროლი. თვალები ცრემლით აევსო.. თვითონაც ვერ გაერკვა საკუთარ თავში, სულ ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო, ცდილობდა კიდევ უფრო არ დაემძიმებინა ლექსო, მაგრამ ხანდახან არ გამოსდიოდა. უბრალოდ ვერ აიძულებდა თავს რომ მდგომარეობიდან არ გამოსულიყო.. ზოგ შემთხვევაში, მის ძალებს აღემატებოდა სიმშვიდე.. ხანდახან უბრალოდ უნდოდა რომ დაცლილიყო, ერთიანად ეთქვა ყველა საყვედური, ყველა წყენა, ყველა ტკივილი, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლებას არ აძლევდა. ხანდახან, საკუთარ თავზე მეტად ლექსო ებრალებოდა. თუმცა თვითონაც ხომ ადამიანი იყო, რკინის ხომ არ იყო, რომ არაფერი ეგრძნო.. ახლა ისე სჭირდებოდა დედასთან საუბარი.. მაგრამ ყოველი საუბარი ლექსოს ლანძღვით იწყებოდა და მთავრდებოდა. ქალი მხოლოდ მაშინ ნახულობდა, როცა ლექსო შინ არ იყო. ტელეფონი აიღო და ნომერი აკრიფა. - დე _ რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ აიღო ქალმა. - ბაია, რა ხმა გაქვს? ტირი? ხომ კარგად ხარ? კიდევ რამე ხომ არ დაგიშავა მაგ უნამუსომ? _ შეშფოთებულმა ერთი ამოსუნთქვით მიაყარა კითხვები. - კარგად ვარ, ლექსოსაც არაფერი დაუშავებია, მერამდენედ უნდა გითხრა რომ ძალიან კარგად მექცევა. - აბა რა გატირებს? - ეს მდგომარეობა და კიდევ.. მომენატრე.. - ჩემო ლამაზო, როგორც კი ჩამოხვალ, მაშინვე გნახავ. - კარგი.. - მომისმინე დედი, თუ რამე არ მოგეწონოს მაშინვე დამირეკე, ჩამოვალ და წაგიყვან.. - დეე, კარგი რა.. - ბაია, მე გითხარი, მე არ ვიცი რა ხალხია, როგორ გექცევიან. - დედა! ძალიან კარგი ხალხია, თავზე დამტრიალებს ყველა, არ არის საჭირო პანიკა. - კარგი დედი.. - კაი დე, წავედი ახლა.. - კაი დე, საღამოს შეგეხმიანები. თათულის ხმამ მოწყვიტა ფიქრებს. - ლექსომ შემოსვლა ხომ არ უნდაო? - მინდა. - დავუძახებ _ სახლისკენ გაიქცა. ნელი ნაბიჯებით მიიწევდა ლექსო წინ, დამნაშავე თვალებით შეჰყურებდა ბაიას, თუმცა ბიჭი მზერას არ უსწორებდა. ნაზად აიყვანა ხელში.. - მაპატიე _ დაიჩურჩულა ბაიამ და თავი გულზე დაადო. გაეღიმა ლექსოს, ნელა წაიღო ტუჩები ქვემოთ და თავზე აკოცა. დივანზე დასვა, თვითონაც გვერდით მიუჯდა. ორივე მძაფრად გრძნობდა ერთმანეთის სურნელს. - თქვენთან დავჯდები _ თათულის ხმამ მოწყვიტა ერთმანეთს. - მოდი თათუ _ გაუღიმა ლექსომ და გვერდით მიიწია, პატარას შუაში დაჯდომა რომ შეძლებოდა. - თათუ ბებო სად არის? - მეზობელმა დაუძახა. - შენ სად გძინავს თათუ? _ გაუღიმა ბაიამ. - ბებოსთან. - არ გინდა ამაღამ ჩემთან დაიძინო? - მინდა, მაგრამ ლექსოსთანაც მინდა _ გაეღიმათ. - კარგი, მაშინ ლექსოსთან დაიძინე. - შენ დაიძინებ მარტო? ხომ არ შეგეშინდება? _ დაეკითხა ლექსო. - სხვა რა გზაა, დავიძინებ.. - თუ გინდა _ შეყოყმანდა. - არ მინდა _ სათქმელს მიუხვდა. - კარგიი.. -_-_-_-_-_-_-_-_- - ლექსოო! _ ბაიას ყვირილმა გააღვიძა დვალი. ზუსტად წამებში ამოიცვა შარვალი და ბაიას ოთახში გაჩნდა. შუქის ჩამრთველს ხელი მიარტყა და ოთახი გაანათა. - რა მოხდა? _ ანერვიულებულმა ჰკითხა. - აქედან წამიყვანე.. - რა მოხდა? - წამიყვანეე.. - კარგი, კარგიი _ სწრაფად აიყვანა ხელში და აივანზე გაიყვანა _ ახლა მეტყვი რა მოხდა? - თაგვი _ დაიჩურჩულა.. - რაა? - ოთახში თაგვია _ შეშინებულმა ახედა. როგორც კი ნათქვამი გადახარშა ლექსომ, გაეცინა.. საკმაო ხანს იცინა და ბაიას გაკვირვებულ, გაბუტულ მზერას რომ გადააწყდა, გაჩუმდა. _ რა გაცინებს? - ბოდიში, თაგვების გეშინია? - ძალიან! და ეს სასაცილო სულაც არაა. - კარგი რა, რა უნდა გიქნას ამ პატარა არსებამ? - შემაშინოს, სულაც არაა პატარა, უწყინარი არსება, შენ არ იცი მთვარის შუქზე რა საშინელი სანახავია _ კიდევ ერთხელ გააცინა ლექსო _ ნუ დამცინი! დამანებე თავი! არარ გელაპარაკები.. - ბაია _ ძლივს დაწყნარდა. - დამანებე თავი. - კარგი, დაგანებებ, შეგიყვან ახლა ოთახში და დაგსვამ. - არ გაბედო! _ სწრაფად წამოიძახა შეშინებულმა და კისერზე შემოჰხვია ხელები. - მთელი ღამე ასე ვიყოთ? _ სიცილით დაეკითხა. - დაიჭირე თაგვი და დავიძინებ. - კატას ვგავარ? _ გაეცინა. - ახლა კატასაც ჰგავხარ და ხაფანგსაც. რა ვქნათ? - ბაია ახლა ამ თაგვს ვერ დავიჭერთ, ხვალ ბებოს ვუთხრათ, ექნება რამე წამალი ან ხაფანგი და დავიჭიროთ. - კატა რატომ არ გყავთ? - თათუ ზედმეტად ალერგიულია. კარგი, დაგაწვენ ხომ? _ ბაიამ თავი დაუქნია. როგორც კი ლექსოს თბილ სხეულს მოშორდა, შეაჟრჟოლა. ახლაღა გააანალიზა, ბიჭი წელსზევით შიშველი რომ იყო, თვითონ კი ასე უტიფრად აჰკვროდა მის სხეულს. ლოყები შეეფაკლა. კარებისკენ წავიდა ლექსო. - მოიცა! მარტო უნდა ვიყო თაგვებთან? _ შეშინებული მზერით იკითხა. - არა, თათუს სძინავს ჩემთან, მოვიყვან და მოვალ. - კარგი _ თათუ შუაშუ ჩააწვინა ლექსომ, თვითონაც დაწვა და ბაიას გაუღიმა. - ტკბილი ძილი.. თაგვებისგან მე დაგიცავთ _ გაუცინა. - მამაცი რაინდი _ ჩაიკისკისა ბაიამაც.. ბაიას კისკისმა გააბედნიერა ბიჭი. რამდენი ხანი გავიდა უკვე რაც მასთან ცხოვრობდა და ერთხელაც არ გაუცინია.. მზერა კიდევ უფრო დაუთბა ლექსოს.. _____ ესეც მეოთხე თავი.. ძალია დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, უბრალოდ გუშინ მოულოდნელად მოვიდნენ სტუმრები და ვეღარ მოვახერხე ვერანაირად.. ამ ერთხლეაც მაპატიეთ ცოტა პატარა თავი და შემდეგიდან ვედები უფრო დიდი იყო.. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც კითხულობს.. მადლობა კომენტარებისთვის, ვეცდები ყველა შენიშვნა გავითვალისწინო.. ძალიან ძალიან მიყვარხართ ჩემო ტკბილებო.. აბა ველი შეფასებებს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.