მი სი მალატ (სვანურად) "6 თავი"
- ბავშვებო ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, დირექტორთან შესვლა ვერ მოვასწარი საცხოვრებლის შეცვლის შესახებ და ვნახოთ რა მოხდება. - ღიმილით მივუგე და დავამატე: -აბა გადავშალეთ წიგნი და დავიწყეთ. -ჩვენთან დარჩით. - ერთ ხმაში წამოიძახეს ტყუპებმა და იმედიანი სახით მომაჩერდნენ. რა თქმა უნდა, მესიამოვნა ელენესა და გაბრიელის ასეთი მეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ ოჯახთან შეთანხმების გარეშე ასეთი საკითხის მიღება ყოვლად დაუშვებელი იყო, ამიტომ ბავშვებს უარი ვუთხარი და გაკვეთილის გამოკითხვას შევუდექი. დრომ სწრაფად გაირბინა, მე-6 გაკვეთილიც მალე მიიწურა და თავისუფალი დროც გამომიჩნდა დირექტორისთვის ჩემი გადაწყვეტილების სათქმელად. სევდიანი გავემართე კაბინეტისკენ და დავაკაკუნე, მიუხედავად იმისა, რომ მეორე თვე გადიოდა, რაც სვანეთში დავსახლდი, ვგრძნობდი, რომ მთლიანად შემყვარებოდა ეს კუთხე და ჩამოსვლამდე არსებული სიყვარული სულ სხვა, ბევრად ძლიერ ფაზაში გადასულიყო... არ მინდოდა წასვლა, ჩემი მოვალეობებისგან თავის არიდება, მაგრამ,ალბათ, თბილისში დაბრუნება მომიწევდა. -მობრძანდით - ოთახიდან ნებართვის ხმა მომესმა და მეც კარი გავაღე. გავოცდი, როდესაც დირექტორთან ქალბატონი მერი და ბატონი ნოდარი შევნიშნე. -გამარჯობა- მივესალმე დირექტორსა და ტყუპების მშობლებს და კართან ახლოს გავჩერდი. იცით თქვენთან საქმე მაქვს და რახან დაკავებული ბრძანდებით, მოგვიანებით შემოვალ. -მოდი, მოდი - ღიმილით მომიგო ბატონმა დემეტრემ და მეც ოთახში შევედი. -იცი ამ წუთას ზუსტად შენზე ვსაუბრობდით. საცხოვრებლის პრობლემა გადავჭერით და სვანეთიდან ასე მალე ვერ გაგვექცევი. - გამიღიმა დირექტორმა და მეც გამეცინა. -მადლობა, ვწუხვარ, რომ ასე უნდა შეგაწუხოთ - ქალბატონ მერისა და ბატონ ნოდარს მივუბრუნდი. -რა შეწუხებაა, მთელი ჩვენი სოფლის ბავშვები ინგლისურის გაკვეთილზე სიხარულით გვიყვებიან, პირიქით, მადლობა, რომ ჩვენს სოფელში ჩამოხვედით. - ღიმილით მიპასუხა ქალბატონმა მერიმ. კართან ელენე და გაბრიელი მელოდნენ და ეშმაკურად მიღიმოდნენ, აბა ხომ მაინც დაგტოვეთ ჩვენს სოფელში და თან ჩვენთან! - ხითხითით მითხრა ელენემ. გაბრიელმა ჩემი ბარგი გამომართვა მათი სახლისკენ გავწიეთ. საღამომდე ჩემი ბარგის დალაგებას მოვუნდი, მერე ვივახშმეთ. ტყუპების დედ-მამა მართლაც რომ შესანიშნავი ადამიანები აღმოჩნდნენ, მაგრამ მალევე მოვეწყინე და ეს არც ელენეს გამორჩა. -თეკლე რა გჭირს? - ინტერესით მკითხა. -მართა ბებიაზე ვნერვიულობ, დღეს კი გამოვემშვიდობე, მაგრამ მაინც ინერვიულებს ჩემზე - დამწუხრებულმა ვუთხარი და ვცადე ფიქრები გამეფანტა. რა პრობლემაა მე და გაბრიელი წამოგვყვებით, მთვარიანი ღამეა და გავუაროთ. მართა ბებია ეზოშივე ფუსფუსებდა, -ბებია- შორიდანვე დავუძახე და გულში ჩავეკარი. -რა კარგია,ბებია, რომ დაგვიბრუნდი. - ღიმილით მითხრა და სახე დამიკოცნა. -შემოდით, ეზოში რატომ დგახართ - მოგვიბრუნდა და სახლისკენ მიგვანიშნა. -ბებია, სოფელში დავრჩი, მაგრამ აქ ვეღარ დავბრუნდები. არ გეწყინოს, უბრალოდ არ შემიძლია. სულ შემოგივლი ხოლმე, მაგრამ თქვენთან ვეღარ ვიცხოვრებ. -ოხ,ბებია, არ იცი რა დღეს დავაყრი გეგას. ასე რომ გაგაქცია - მოწყენით მითხრა და კიდევ ერთხელ ჩამიხუტა. ბებიას გამოვემშვიდობეთ და სახლისკენ წავედით. მასპინძლებს მალევე მშვიდობიანი ღამე ვუსურვე და საძინებლისკენ გავწიე... ბებია ვნახე, დავმშვიდდი თითქოს, მაგრამ რატომაა, რომ გული მაინც დამძიმებული მაქვს. ახლა როგორ მოუვლის მარტო მართა ბებია გეგას... გაწვალდება.... ვინ ? - მეორე მემ ამომძახა. გეგა თუ ბებია ? - უსიამოვნო ფიქრებისგან თავი გავაქნიე და ვეცადე ფიქრი შემეწყვიტა. ***მართა ბებიასა და გეგასთან სახლში*** -ყველაფერი დავაბინავე და ახლავე ვახშამს გამოვიტან. - მართა მითხრა და სამზარეულსკენ წავიდა. -თეკლე სადაა? არ ვუცდით - ვერც მივხვდი ისე წამოსცდა დილიდან ათასჯერ გაფიქრებული ფრაზა და აპილპილებულ მართა ბებიას მივაშტერდა პასუხის მოლოდინში. -გააქციე და ახლა მეკითხები. - სიბრაზით მომიგო ბებიამ და კვლავ ვახშმის გაწყობა განაგრძო. წავიდა?!... ვიგრძენი როგორ ჩამწყდა რაღაც... რატომ? ხომ არ შეგიყვარდა? - მოუსვენარი მე გამომხტა და უცნაური აზრი ჩამაწვეთა. არა რა შემიყვარდა, უბრალოდ მას ნერვებს კარგად ვუშლდი - გავიფიქრე და კმაყოფილმა გავუღიმე წარმოსახვით მეს. მიდი, მიდი , იმშვიდე თავი - კვლავ შემომძახა აუტანელმა მემ და მეც მასთან ჭიდილს თავი ვანებე. მომდევნო ერთმა კვირამ უხალისოდ განვლო, თითქოს სახლს მხიარულება მოაკლდა. მიჭირს აღიარება, მაგრამ, მგონი, თეკლე მომენატრა. არა, მე კი არ მომენატრა, მართა ბებიას გამო ვნერვიულობ, რომელმაც უფრო მოიწყინა. განაგრძე, განაგრძე შენი სულელური თავის მართლება - კვლავ მეორე მე შემომიძვრა და მისი დახრჩობის სურვილი გამიჩინა. *** თეკლეს ნაამბობი*** ელენესა და გაბრიელთან არ მოიწყენ, მაგრამ მაინც მენატრება ის დრო, რომელიც მართა ბებიასთან გავატარე. მგონი გეგა და მასთან ჩხუბიც კი მომენატრა. არა ის კი არა, მართა ბებია მომენატრა. ჯიუტად გავაქნიე თავი და უკვე მეათასედ უკუვაგდე აზრი, რომ ის ჯმუხი მომენატრა. ----------------------------------------------------------- ბავშვებო მადლობა თითოეული კომენტარისთვის აბა რას ფიქრობთ ჩვენს ჯიუტებზე ? მგონი, თეკლეც გაგვისვანდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.