შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლის დედოფალი (14 ნაწილი)


6-09-2015, 23:37
ავტორი ანკა
ნანახია 6 310

დილით კარგ ხასიათზე გაიღვიძა... თვალები მაშინვე გაახილა და ერეკლესკენ მომღიმარი გადაბრუნდა. მამაკაცს ჯერ კიდევ ეძინა. ცხოვრება ნელ-ნელა ლაგდებოდა... დედამისიც უკვე თავის გვერდით ჰყავდა... მართალია მას ჯერ არ შერიგებოდა, თუმცა ეს ხომ უდაოდ მოხდებოდა...
-ერეკლეე... გძინავს? - ჰკითხა ხმადაბლა, ფრთხილი ხმით და მამაკაცი შეათვალიერა.
-ნწ... - უპასუხა მოკლედ და გაიზმორა - რა იყო?
-ჩამეხუტე რა... - ტუჩები საწყლად დაბუშტა და მამაკაცს ისე შეხედა.
-მოდი - გაეცინა ერეკლეს, გოგონა გულში ჩაიკრა და ცხვირზე აკოცა.
-ერეკლეე... - ისევ ისე მიმართა, საყვარლად... პატარა ბავშვივით და გაფართოებული თვალებით ახედა მომავალ ქმარს.
-ჰო... - გაუღიმა გოგონას და თმებზე წაეთამაშა.
-დღეს რამე გეგმები გვაქვს? - ჰკითხა ინტერესით.
-არა, მაგრამ მე საქმეები მაქვს და წასვლა მომიწევს...
-მე მარტოს მტოვებ? - ტუჩები საწყლად დაბუშტა და ლეკვის თვალები მიაპყრო.
-მომიწევს... - უპასუხა და ამოიოხრა - ჯერ რაღაც საბუთებს უნდა გადავხედო, შვებულებას ავიღებ და ქორწილის მერე სადაც გინდა იქ წაგიყვან - ტუჩებში მსუბუქად აკოცა და გაუღიმა.
-კარგიაა... - უპასუხა კმაყოფილმა.
-შენ რას გააკეთებ? - იკითხა სხვათაშორის.
-არ ვიცი ჯერ... დედაშენმა მითხრა მერე გამოდი ჩემთან საჭორაო მაქვსო და მაგასთან ხომ არ გავიდე? - ჰკითხა სიცილით.
-დედაჩემმა ლაპარაკი თუ დაიწყო მერე ვეღარ გააჩერებ... არ შეგიწიროს - გაუცინა ამანაც
-დედაშენზე ეგრე არ უნდა ლაპარაკობდე... - მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა - ძალიან კარგი ქალია, თბილი და რაღაცნაირი რა... უშუალო... - უთხრა თბილად.
-თუ გინდა გადი მაშინ და სამსახურის მერე მეც მანდ მოვალ - შეუთანხმა დღის გრაფიკი.
-შენ რომელზე უნდა წახვიდე?
-როცა მომინდება მაშინ, მაგრამ 10-ისთვის მინდა მივიდე, მერე შეიძლება ვეღარ მოვასწრო და ხვალაც მისასვლელი ვიქნები... გაგიყვანო ბარემ?
-კი რავი... ჩემს მანქანას დედაჩემს მივცემ ალბათ საყიდებზე მოუნდება წასვლა...
-კარგი, ანუ შევთანხმდით... - გაუღიმა კმაყოფილმა.
-ლიზას დავურეკავ და ვეტყვი რომ გვანცასთან ერთად გამოვიდეს... - ცხვირი კისერში ჩაუყო და საყვარელი სურნელით ფილტვები გაივსო.
-თუ ეცლება დაურეკე... - ერთი ხელი წელზე მოხვია, თავისკენ მიიზიდა და ტუჩებში ნაზად აკოცა. - შენ ის მითხარი ჩემი ცოლი როდის უნდა გახდე - გაუცინა და უკვე ტრადიციული თემა წამოჭრა.
-ყველაფერი მზად რომ იქნება მაშინ... - ენა გამოუყო პატარა ბავშვივით და აკისკისდა.
-მოვესწრები მაგ დღეს? - ჰკითხა სიცილით.
-მაქსიმუმ ერთი თვე - გაუღიმა და მუცელზე კუბიკების ხაზვა დაიწყო.
-კარგია, მაგრამ მაინც დიდი დროა... - უპასუხა უკმაყოფილოდ.
-არ ავდგეთ? - ჰკითხა და მამაკაცს ახედა.
-ჯერ ვიწვეთ კიდე... ვგიჟდები ასეთ დილაზე რა... ერთმანეთზე რო ვართ ჩახუტებულები და ვლაპარაკობთ - უთხრა თბილად და ტუჩებში ისევ ნაზად აკოცა.
-ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ქმარი მეყოლებაა... - გაუცინა და მანაც ტუჩებში კოცნა დაუბრუნა.
-მე კიდევ ყველაზე სიფრიფანა ცოლი - უპასუხა სიცილით და თმებზე წაეთამაშა.
-მე რომ ორსულად ვიქნები მერე სიფრიფანა ხომ აღარ ვიქნები - შეეპასუხა ნიშნისმოგებით.
-მერე ქონთახთახა ოლეგი იქნები - დაეჭყანა და ახარხარდა.
-აუუ კაი რაა... - ხელი დაკრა მკერდზე და სიცილი მაინც ვერ შეიკავა. - ქონთახთახა ოლეგი საწოლში მიწევს გვერდზე - გააჯავრა და ხელებით კისერზე ჩამოეკონწიალა.
-არაა... - იუარა მაშინვე - შენს თავში გეშლები ძვირფასო... - ბოლო სიტყვა დაუმარცვლა და ვიკას გაბრაზებული სახის დანახვისას ისევ სიცილი ატეხა.
-ზოგჯერ როგორ მიშლი ნერვებს რა... - ბურდღუნით მოშორდა მამაკაცს და ადგომა დააპირა, თუმცა ძლიერმა ხელებმა ისევ ერეკლეს მკლავებში დააბრუნეს.
-კაი რაზე იბუტები რაა... ხომ იცი რომ იმხელა მუცლითაც საყვარელი და ლამაზი იქნები - გაუღიმა და ორივე ხელი წელზე მოხვია. ვიკამ მხოლოდ გაუღიმა და მზერა აარიდა. - გიხდება სიმორცხვე - ყურში ვნებიანად უჩურჩულა და იქვე მხურვალე კოცნის კვალი დაუტოვა, რის გამოც ვიკას მთელს ტანზე ეკლებმა დააყარეს. - აუ, აწი მართლა ადგომის დროა... სამსახურში ვარ წასასვლელი - მძიმედ ამოიოხრა და საწოლში გაიზმორა.
-საუზმეს გავაკეთებ და შენც ჩამოდი მალე... - მაშინვე წამოხტა, ერეკლეს მოწყვეტით აკოცა ტუჩებში, ხალათი მოიცვა და პირველ სართულზე ჩაფრატუნდა.
-ვიკა, გაიღვიძეთ უკვე? - სამზარეულოში მაკა ჭურჭელს რეცხავდა.
-კი... - უდარდელად უპასუხა და ჭიქები გადმოიღო ყავისთვის.
-ერეკლე ძალიან კარგი ბიჭი ჩანს... - საუბრის წამოწყება სცადა ქალმა და შვილს გაუღიმა.
-ხო... - ერთსიტყვიანი პასუხით შემოიფარგლა და მაცივარში შოკოლადის ძებნა დაიწყო.
-ჩემზე ნაწყენი ხარ არა? - ჰკითხა დანანებით.
-კი... - სუნთქვას ამოაყოლა ისე უპასუხა... ზედმეტი თავის შეწუხების გარეშე... დედამისი ეცოდებოდა, თუმცა სხვანაირად მოქცევა უბრალოდ არ შეეძლო. 18 წლის გოგომ ცხოვრება სრულიად მარტომ განაგრძო. თავის შენახვა ბინძური საქმით უწევდა. ამდენი წლის განმავლობაში დედამისს არც გახსენებია და ახლა მისი უეცარი გამოჩენა დედა-შვილის ურთიერთობის გამოსწორებას მალე არ იუწყებოდა.
-ვიკა, მე მართლა ვნანობ ჩემს საქციელს. ვიცი, არასწორად მოვიქეცი, მაგრამ არ ვიცი რა დამემართა... ალბათ იმ დროს სწორად ვერ ვაზროვნებდი, დაბრმავებული ვიყავი... ახლა ყველაფერს ვხვდები და მინდა პატიება გთხოვო...
-იცი რაზე მთხოვ პატიებას? - დედამისის თავის მართლებამ გააბრაზა და ხმამაღლა შეეპასუხა - საშინელი თინეიჯერობა მქონდა... ადვილი არაა ამ ასაკში მამინაცვალს შეეგუო, მაგრამ ზედმეტი შეწინააღმდეგებისგან თავი შევიკავე! შენი ბედნიერება ჩემს ბედნიერებაზე მაღლა დავაყენე და მოგეცი შანსი ალექსთან ერთად ბედნიერი ყოფილიყავი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი რამე გთხოვე: გეყიდა ის სახლი, რომელშიც მალე შენ უნდა იცხოვრო. მე მეტი არაფერი მითხოვია... ყველა ხარჯი ჩემს თავზე ავიღე. იცი როგორ მიჭირდა?! რა ცხოვრება გამოვიარე იცი? შენ ასე არ გიცხოვრია... არ იცი რას ნიშნავს *ოზობა! ყველა რომ სხვა თვალით გიყურებს, მაგრამ მე შევეჩვიე ამას! იცი რატომ? სხვანაირად შიმშილით სული ამომხდებოდა! შენ ოდესმე გაგახსენდი? რამდენი წელია ჩემთვის ტელეფონზეც კი არ დაგირეკავს! კი, ნომერი გამოვცვალე, მაგრამ მხოლოდ 1 წლის წინ! მანამდე სად იყავი? რა თქმა უნდა... ალექსთან ერთად! ნამდვილი დედა შვილს არ ივიწყებს! ამას უბრალოდ ვერ შეძლებს! შენ როგორ შეძელი! - ბოლო რამდენიმე წინადადებაზე იგრძნო როგორ გაეჩხირა ყელში დიდი ბურთი, რომელიც ახრჩობდა... თითქოს სუნთქვა უჭირდა...
-ვიცი, რომ ჩემს გამო ძალიან რთული ცხოვრება გამოიარე... მაპატიე გთხოვ! მეც ძალიან ვიტანჯები! დანაშაულის გრძნობა ბოლოს მიღებს... - ატირდა დედამისი და შვილს განწირული მზერა მიაპყრო.
-არ შემიძლია... ასე მალე ვერ გაპატიებ... შეიძლება ვერც გაპატიო... - საუზმე მაგიდაზე დააწყო და ცივი წყალი დალია დასამშვიდებლად. არ უნდოდა დედამისის თვალწინ ეტირა... არადა ისიც გულს სტკენდა დედამისი რომ ტიროდა...
-იმედი მაქვს ოდესმე შეძლებ მაპატიო... - ჩაილაპარაკა დედამისმა დანანებით და სამზარეულოდან გავიდა.
-რამეზე იჩხუბეთ? - ოთახში მაშინვე ერეკლე შემოვიდა ეჭვით სავსე მზერით.
-მთხოვს ვაპატიო! ასე უცბად როგორ ვაპატიო! საერთოდ წარმოდგენა არ ააქვს როგორ ვცხოვრობდი, როდესაც თვითონ ალექსთან ერთად ბედნიერად მოგზაურობდა ქვეყნიდან ქვეყანაში!.. - მამაკაცთან აღარც უცდია ცრემლების შეკავება. ასლუკუნებულმა გასცა პასუხი და მასთან მივიდა, რათა ჩახუტებოდა.
-კარგი, დამშვიდდი... - ერეკლემ გოგონა გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა - ეს ყველაფერი წარსულში იყო... დამთავრდა და აღარასდროს განმეორდება... მოდი, კალთაში დამიჯექი... - სკამზე დაჯდა და გოგონას ანიშნა მასთან მისულიყო. ვიკა უხმოდ ჩაუჯდა კალთაში და ხელები კისერზე მოხვია.
-ნუთუ ადამიანს შეუძლია თავისი შვილი დაივიწყოს და ასე უპატრონოდ მიატოვოს... - ჩაილაპარაკა თითქმის ჩურჩულით.
-მომისმინე... ისიც იტანჯება... კაცი უყვარს, მან კიდევ მიატოვა... ახლა ისიც ძალიან ცუდად გრძნობს თავს, თავი ზედმეტი ჰგონია. ფიქრობს, რომ ზედმეტ ტვირთად გაწევს...
-ვიცი, მაგრამ მაშინ ხომ კარგად იყო? მაშინ ბედნიერი იყო... რა უშლიდა ხელს კვირაში ერთხელ მაინც გავხსენებოდი... - ცრემლებით დანამული თვალები მიაპყრო საყვარელ მამაკაცს და მის დამამშვიდებელ პასუხს დაელოდა. ერეკლე ძალიან შველიდა ასეთ სიტუაციებში... მუდამ ახერხებდა მისთვის მიეცა ძალა...
-ყველა უშვებს შეცდომას... მანაც დაუშვა და ახლა ნანობს... მისი საქციელი არაა გასამართლებელი, თუმცა ის უკვე შეიცვალა... იმის გამო, რომ დედის სითბო მოგაკლო, ღმერთმა დასაჯა და ალექსი წაართვა, უსახლკაროდ დატოვა... მეტი როგორ უნდა დაისაჯოს... შენ ნუღარ დასჯი, ცოდოა... - თბილად ელაპარაკებოდა და თან ხელით სახეზე ეფერებოდა.
-საუკეთესო ხარ - გაუღიმა და დამშვიდება სცადა.
-სულ შენს გვერდით ვიქნები ჩემო პატარა - მისკენ ნელა დაიხარა და ტუჩებში აკოცა. ნელა და ნაზად კოცნიდნენ ერთმანეთს და ასე ტკბებოდნენ... რა ჯობია საყვარელი ადამიანის ალერსს...
-სამსახურში დაგაგვიანდება - საყვარელი მამაკაცის ბაგეებს გაჭირვებით მოწყდა და თვალებში ჩახედა. ერეკლემ ღრმად ამოიოხრა, ცალი ხელი ვიკას წელიდან ჩამოიღო და ყავა მოსვა. ვიკამაც ერეკლეს კალთაში მოკალათებულმა დაავლო ყავის ჭიქას ხელი და შოკოლადის ფილა გემრიელად ჩაკბიჩა.
წყვილმა მაკას „შეწუხების“ გარეშე ისაუზმა. შემდეგ კი კმაყოფილები გავიდნენ მისაღებ ოთახში, სადაც მაკა უხერხულად აწურულიყო.
-დე, მე და ერეკლე მივდივართ. ეს ჩემი მანქანის გასაღებია და თუ სადმე წასვლა მოგინდება შეგიძლია გამოიყენო. ეს ჩემი სახლის გასაღებია... სახლი დაათვალიერე და რაც დაგჭირდება იყიდე. ჩვენ საღამოს მოვალთ - ჩამოაყალიბა და გასაღებები გადასცა.
-მე დღეს იქეთ დავრჩები. არ მინდა შეგაწუხოთ... - უპასუხა და სევდანარევი თვალები მიანათა ვიკას.
-გუშინ რა ფულიც მოგეცი რამდენიმე დღე გეყოფა, მერე კიდევ გამოგივლი და მოგცემ რამდენიც დაგჭირდება - კიდევ დაამატა გაფრთხილება.
-რამე სამუშაოს მოვძებნი, სულ შენს კისერზე ვერ ვიცხოვრებ
-ხო, მაგრამ სანამ რამე გამოჩნდება ნუ მოგერიდება რაიმეს თხოვნა. კიდევ გეუბნები, რომ ტვირთად არ მაწევხარ და მატერიალურად არანაირად არ გვიჭირს...
-კარგი. მადლობა... - ფეხზე წამოდგა და შვილს ჩაეხუტა. ვიკამაც მოხვია ხელები და დედის მონატრებული სურნელი შეისრუტა.
-ვიკა, მზად ხარ შენ? - ჰკითხა ერეკლემ.
-ჯერ არა, ცოტა ხანს დამელოდე, ახლავე მოვალ - მეორე სართულზე ჩქარი ნაბიჯებით ავიდა და ოთახში გარდერობი გამოაღო. ტანსაცმელს გადაავლო თვალი და იმის ფიქრი დაიწყო რა ჩაეცვა. წითელი სარაფანა და შავი მაღლები ჩაიცვა, მაკიაჟი არ გაუკეთებია, მხოლოდ პომადა წაისვა და ოთახიდან კმაყოფილი გამოპაკუნდა.
ერეკლე და ვიკა მანქანაში ჩასხდნენ და გზას გაუყვნენ.
-ახლა აღარ გეშინია ჩემი მშობლების ნახვის? - ჰკითხა წარბაზიდვით ერეკლემ. ვიკამ საპასუხოდ მხოლოდ გაუცინა.
-ხო მართლა, დაურეკე მე რომ მივდივარ? უეცრად არ დავადგე თავზე...
-კი, სანამ ემზადებოდი მაშინ დავურეკე.
-კარგია - უპასუხა კმაყოფილმა.
-მოვედით - ერეკლემ მანქანა გააჩერა და თვითონაც გადმოვიდა. - სახლამდე მიგაცილებ და მერე ჩემს გზაზე წავალ... - ხელი წელზე მოხვია და ისე გაუძღვა წინ. ლიფტით მეხუთე სართულზე ავიდნენ და კარზე ზარი დარეკეს.
-მოდით შვილო! - კარი ნაზიმ გაუღო ქოთქოთით - რა მალე მოხვედით, ვიფიქრე ხაჭაპურის გამოცხობას მოვასწრებთქო!
-რათ გინდოდა ხაჭაპურის გამოცხობა, გეთქვა და ვიყიდდით, რომელი საუკუნეა - უპასუხა ერეკლემ.
-სახლში გამომცხვარი სხვაა... - თქვა ნიშნისმოგებით - შემოდი სახლში, კარში რომ ატუზულხარ! - გაიკვირვა ნაზიმ.
-მე სამსახურში ვარ წასასვლელი და ვერ დავრჩები. თემური სადაა? - მამამისს თითქმის სულ სახელით მოიხსენიებს.
-ბაზარში გავუშვი პროდუქტებზე. ახლახანს წავიდა...
-კარგი, მე საღამოს შემოგივლით სამსახურის შემდეგ - დედამისი გადაკოცნა, ვიკას შუბლზე აკოცა და კიბეებს ჩქარი ნაბიჯით დაუყვა.
-მოდი შვილო, შემოდი... - ნაზიმ კარი დაკეტა და ვიკა სამზარეულოში შეიყოლა. - ხაჭაპურს ხომ შეჭამ? - ჰკითხა და ღუმელში შეიხედა - მალე იქნება, ისეთი გემრიელია თითებს ჩააყოლებ!
-აუცილებლად გავსინჯავ - უპასუხა ღიმილით.
-უჰჰ... დავიღალე... - სკამზე ჩამოჯდა ნაზი. - დილიდან სახლში ვტრიალებ. ვალაგებ, ვალაგებ და ვერ დავალაგე! ასეთი რამე არ გამიგონია მე!
-სახლის საქმეები დამღლელია - დაეთანხმა ვიკაც. - რამეში ხომ არ დაგეხმაროთ? - ჰკითხა და ყოჩაღად დატრიალდა.
-არა შენ როგორ შეგაწუხებ! - შეიცხადა მაშინვე. - მე შენ აქ სამუშაოდ კი არ დაგპატიჟე! უბრალოდ მინდა ვილაპარაკოთ ცოტა და კარგად გაგიცნო... არ ვიცი ერეკლემ გითხრა თუ არა, მაგრამ აქამდე ჩვენთვის არავინ გაუცნია, არადა 28 წლის ბიჭია...
-დიახ ვიცი... - ღიმილით დაეთანხმა გოგონა.
-შენზე უკეთეს რძალს ვერც ვინატრებდი - გაუღიმა თბილად და გამომცხვარი ხაჭაპურები გაზქურაზე შემოდო.
ხაჭაპურები მართლაც რომ უგემრიელესი იყო. ვიკას ძალიან მოეწონა, თუმცა იმდენად მსუყე იყო, რომ პირველი ნაჭრის შემდეგ მეტის ჭამა აღარ მოუნდა. ნაზი ეხვეწა, რა ჩიტივით იკენკები კიდევ ერთ შეჭამეო და ვიკა ხაჭაპურით გახეთქა. შემდეგ მისაღებ ოთახში დასვა და ოთახიდან რაღაც ალბომი გამოიტანა.
-ეს ერეკლეს ბავშვობის სურათებია, თუ გაინტერესებს შეგიძლია დაათვალიერო - ღიმილით მიუახლოვდა გოგონას და გვერდზე მიუჯდა.
-სიამოვნებით... - ალბომი გადაშალა და სურათების თვალიერება დაიწყო. პატარა ერეკლეს ყველგან სერიოზული სახე ჰქონდა და ძალიან საყვარელი იყო. თავიდანვე ეტყობოდა როგორი სიმპატიური გაიზრდებოდა. დათოც არ იყო ძმაზე ნაკლები, თუმცა ერეკლე მაინც სხვა იყო... შეიძლება ვიკა ხედავდა ასე, გამორიცხული არც ესაა... როდესაც ალბომის თვალიერებას მორჩნენ ვიკამ ლიზას დაურეკა გამოდიო, თუმცა გოგონას სტუმრად იყო თავის მშობლებთან და იქიდან წამოსვლას ვერ მოახერხებდა. მალე კარზე ზარი იყო. სახლში მეოჯახე თემური მოვიდა. ვიკა დიდი სიყვარულით მოიკითხა და პროდუქტებით დატვირთული სამზარეულოში შევიდა. საღამოს, სანამ ნაზი ვიკას ეჭორავებოდა, გოგონას ტელეფონმა დაურეკა.
-ერთი წამით - ნაზის გაუღიმა და ეკრანზე თითი გაასრიალა.
-მომენატრე უკვეე - ტელეფონში ერეკლეს მოსიყვარულე ხმა ჩაესმა.
-მეც, თან ძალიან... მალე მოხვალ? - ჰკითხა ინტერესით.
-კი, სწრაფად მოვითავე საქმეები და უკვე გზაში ვარ. რას შვები მანდ, მოიწყინე თუ დედაჩემმა ლაპარაკით ტვინი ამოგიღო? - ახარხარდა და პასუხს დაელოდა.
-მშვენივრად ვარ - გაიცინა და მხიარულად უპასუხა.
-რამე წამოგიღოთ?
-უკვე მეოჯახე კაცი გახდი? - ჰკითხა სიცილით.
-ხო რაიყო... იქნებ რამე გინდათ - გაიკვირვა მაშინვე
-შენ მოდი და მე მეტი არაფერი არ მინდა - უპასუხა და გაიკრიჭა, თითქოს ერეკლე დაინახავდა.
-რა საყვარელი ხარ ჩემო შტერუკა... - გაეცინა ერეკლეს - მალე მოვალ, დროებით... - ტელეფონი გაუთიშა და მანქანა უფრო სწრაფად გააქროლა...


.............
დღეს კარგი გოგო ვარ!
დავწერე და მგონი ნორმალური ზომისაა...
იმედია მოგეწონებათ ჩემო საყვარლებოო!
იცოდეთ, რომ ძალიან ძალიან მიყვარხართ!!!
ველი შეფასებას...



№1  offline წევრი nini abashidze

Vaimeee chemma gogom rogor gamaxara,shen xar yvelaze kargi gogo <3,miyvarxar dzalian shenc da sheni istoriebic <3
P.S daweret komentarebi xvalac dagvidos ori didi tavi :D ( ra naagli var :D )

 


№2  offline წევრი psychosocial

ძალიაან გამიხარდა love თითქმის 2 კვირაა საიტზე არ შემოვსულვარ და ამ ისტორიის წაკითხვა დავიწყე..არაჩვეულებრივია და არც მინანიაა love lol

 


№3  offline წევრი მარუშკა

ანკა ჩემო საყვარელო, მე ხომ ვთქვი, დედაჩემს ასე უცბად არ ვაპატიებდი მეთქი :დდ ❤️❤️❤️ კარგია რომ, შენც ასე მოიქეციიი❤️❤️❤️ თორემ სხვანაირად ცოტა უცნაურად გამოვიდოდა, ანუ, ვგულისხმობ იმას რომ, წაერთვა ვიკას ის რამოდენიმე წელი და მოულოდნელად გამოჩენილ დედამისს რომ კისერზე ჩამოკიდებოდა, ძალიან უცნაური იქნებოდა❤️❤️❤️

იცი, ეს მოთხრობა, რაღაცით გიკ გოგოს მაგონებს... იქაც იგიცე სიეჟეტია (მოდელობის მხრივ ვგულისხმობ), ჰარიეტიც ახალბედა მოდელია და პირველივე ჩვენება მანაც ჩვენი ვიკასავით, ყველაზე მნიშვნელოვანი ტანსაცმლით დახურა:) აბა, სხვა მხრივ, ჰარიეტ მანერსს, გამოუსწორებელ გიკს, საიდან მოაფიქრდებოდა რომ კლუბში ეცეკვა? :დდ ცუდად არ მიიღო, პირიქით:) ❤️ ვგიჟდები გიკ გოგოზეც და საწოლის დედოფალზეც❤️❤️❤️ მარა უფრო მეტად შენზე ვგიჟდებიი, ნიჭირო გოგოოოვ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი TIME

ankaaa ra pozitiuri xar♥ istoriis dasawyisshi kargat vicine erekles da vikas dialohze :D erti ragacis tqma minda vikaze:ise misi saqcielic araa gasamartlebeli,aratu dedamisis.pulis sashovnelad is gza ar unda aerchia eg gamosavali araa chemi azrit,tumca shecvlili vika dzalian momwons :D zogadad istoriaze ukve ici chemi azri ♥super gogo xar da warmatebebi minda gisurvo bevri♥♥♥

 


№5  offline წევრი Ignifex

მომეწონა ძალიან <3 ყოველთვის გავიძახი რომ ადამიანი ერთ შანნს იმსახურებს,მაგრამ ამ წუთებში ვიკას დედაზე ისე ვარ გაბრაზებული...:D

 


№6 სტუმარი გიჟი გოგონა

ძალიან კარგი იყო... მომწონს, ეს დედამისი(ვიკასი) რაღაც მეცოდება ცოტა :(
ნუ მთლიანობაში კარგია wink

 


№7  offline წევრი nini :)

ძალიან მომწონს ეს ისტორია ველი შემდეგ თავს

 


№8  offline მოდერი ანკა

ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო! სიტყვებიც არ მყოფნის რომ აღგიწეროთ როგორ მალამოსავით მედება გულზე ყველას თითოეული სიტყვა <3 ახლა ვნახე ყველას კომენტარი, მანამდე შემოსვლა ვერ მოვახერხე და ბედნიერების ზენიტზე ვარ! იმხელა სტიმული მომეცით ახლა ერთბაშად, რომ წერა უნდა დავიწყო და დიდიიი თავით გაგახაროთ! love love love
მიყვარხართ უზომოდ!!! love love love love love

 


№9  offline წევრი kora

მომწონს ეს ისტორია love ძალიან თბილი და საინტერესო იყო ეს თავი. ველოდები ახალსს <3
--------------------
kira.G

 


№10 სტუმარი sali)

Dzalian gamaxaree kidev erti ertii rom daadee da ra tqma unda magari ikoo

 


№11  offline მოდერი ანკა

kora
მომწონს ეს ისტორია love ძალიან თბილი და საინტერესო იყო ეს თავი. ველოდები ახალსს <3

მალე დავდებ საყვარელო <3 love love love

sali)
Dzalian gamaxaree kidev erti ertii rom daadee da ra tqma unda magari ikoo

ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო love love love მიხარია, რომ მოგწონს love

 


№12  offline წევრი lamazmani

Kargi tavi iyo kai gogo xar rom dade dges da gagvaxare miyvarxar dzaan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent