შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლის დედოფალი (12 ნაწილი)


5-09-2015, 13:25
ავტორი ანკა
ნანახია 6 574

სახლიდან ბავშვის ტირილის ხმა გამოდიოდა...
-საწ....ბი, ჩემი... მეცოდებიან... - გაეცინა გიოს - დღე და ღამე ვერ აჩერებენ ამ ბავშვს... - დაამატა და ზარი დარეკა. კარი შავგვრემანმა მამაკაცმა გააღო, ერეკლეს მართლაც ძალიან ჰგავდა.
-ვაა! ერეკლე! ეს ვინ მოსულა! - გაუხარდა ძმის დანახვა და ბედნიერი გადაეხვია.
-რას შვებით ბიჭო... ბიძა რომ გავხდი ყველაზე ბოლოს მე უნდა გამეგო?! - ჰკითხა საყვედურნარევი ტონით და გაუცინა.
-პადიეზდში რომ დაგვაყენეთ, შევიდეთ ახლა სახლში! - დაიძახა საბამ და ყველა სახლში შეყარა.
-ხო მართლა დათო... ეს ვიკაა - გოგონას ხელი წელზე მოხვია და ძმას წარუდგინა.
-სასიამოვნოა, ვიკა... - მცირეოდენი პაუზის შემდეგ უპასუხა დათომ. ეს „რაღაც“ მისთვისაც უცხო იყო...
-ჩვენც ეგრე გაგვიკვირდა - გაეცინა ბექას და მისაღებ ოთახში შევიდა - სადაა პატარა ჭირვეული პრინცესა? - დაიძახა და მოტირალი ბავშვი ხელში აიტაცა.
-მოდით ბიჭებო! - ფეხზე სასიამოვნო გარეგნობის გოგო წამოდგა და დათოს მხარში ამოუდგა.
-ლიზა, ეს ვიკაა. ერეკლეს შეყვარებული - ღიმილით გააცნო დათომ ცოლს გოგონა.
-როდიდან? - იკითხა წარბაზიდულმა და ვიკას თბილად გადაეხვია.
-ეგ ჩვენც არ ვიცით. როდის შეიყვარა ან როდის აუხსნა სიყვარული უჩვენოდ მე ვერ გავიგე... - ხელები ასწია დანებების ნიშნად საბამ.
-ერთი თვის წინ - თქვა გაღიმებულმა ერეკლემ.
-ნახე რა დებილი როჟა აქვს შეყვარებული როა - ახარხარდა ბექა, რის გამოც ერეკლესგან გემრიელი წამორტყმა დაიმსახურა.
-შემოდით აბა ყველა, აქ რომ დგახართ - ღიმილით შეუძღვა სტუმრებს დიასახლისი და ყველა დივნებსა და სავარძლებზე გადანაწილდა. - ბექა, შენ კიდე მომეცი ბავშვი, ნუ გააგიჟე სულ! - სიცილით გამოართვა პატარა და გულში ჩაიკრა. ვიკას მათ დანახვაზე გულში სითბო ჩაეღვარა... მაშინვე თავისი და ერეკლეს პატარა წარმოიდგინა და გაეღიმა.
-მალე ჩვენც გვეყოლება ასეთი... - ყურში უჩურჩულა ერეკლემ და იქვე მსუბუქად აკოცა.
-ჰე, აბა მოყევით ახლა რა ხდებოდა პარიზში... - სავარძელში გაიმართა დათო და მის სახელურზე ჩამომჯდარ ცოლს ხელი მოხვია.
-ისეთი არაფერი... რეპეტიციები და ჩვენებები... - თქვა ერეკლემ მოკლედ - შენ ის მითხარი როდის აპირებთ ნათლობას - ღიმილით გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე და პატარა აათვალიერა, რომელიც ფაფუკ ვარდისფერ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი.
-აუ რავი... იქეთ კვირაში ალბათ... - უპასუხა ორჭოფობით.
-ვიკა, ერთწამს შეგიძლია გამომყვე? დახმარება მჭირდება... - გაუღიმა ლიზამ და ბავშვიანად ფეხზე წამოდგა.
-კი, რა თქმა უნდა... - გოგონას უკან მიჰყვა და ოთახის კარი მიხურა.
-ეს ბავშვის ოთახია, მოგწონს? - ჰკითხა ლიზამ და პატარა გვანცა გადასაფარებლიან ნაჭერზე დააწვინა.
-კი, მყუდრო გარემოა - უპასუხა და თბილად გაუღიმა.
-კაცები დავტოვოთ ცოტა ხნით მარტო, ილაპარაკონ... ჩვენ აქ ვიჭორაოთ, ოღონდ ჯერ დამეხმარე საფენი გამოვუცვალო, კარგი? - გაუცინა და პამპერსების შეკვრა წინ დაიდო. ვიკა ამ საქმეში გამოუცდელი იყო, ამიტომ ლიზა სიტყვა-სიტყვით ასწავლიდა რა როგორ უნდა გაეკეთებინა.
-ესეც ასე!.. - გვანცა ხელში აიყვანა და ოთახის კუთხეში დადგმული დივნისკენ წავიდა. - მოდი აქ დაჯექი... - ანიშნა თავის გვერდზე ადგილზე. - მიხარია, რომ ერეკლეს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ვიღაც - უთხრა და თან ბავშვის ხელებში დაძინება დაიწყო.
-მადლობა... რამდენი ხნისაა? - ჰკითხა ბავშვზე.
-3 კვირისაა ჯერ - თქვა და თან პატარას ლოყაზე აკოცა. - იცი, ასეთი ერეკლე პირველად ვნახე - გაეცინა და თავიდან წარმოიდგინა მამაკაცის სახე.
-ხო? როგორი? - დაინტერესდა ვიკა.
-რავი, შეყვარებული... - მხრები აიჩეჩა გოგონამ - თვალები სხვანაირად უბრწყინავს... - აღნიშნა ეშმაკურად. - გინდა დაიჭირო? - ჰკითხა და ბავშვს დახედა.
-შეიძლება? - ფრთხილი მზერა მიაპყრო - არ ვიცი, როგორ უნდა...
-გასწავლი... თან ახლა საჭმელი უნდა მოვუტანო და... საწოლში როგორც კი ვაწვენ მაშინვე იღვიძებს და ტირილს იწყებს... სანამ გამოეღვიძება მანამდე ვუმზადებ საჭმელს, რომ კონცერტები არ მომიწყოს - ჩაიცინა და ვიკასკენ მიიწია. - აი ასე, თავი დაუჭირე... - ბავშვი ხელებში გადაუწვინა და შემდეგ შუბლზე აკოცა.
-რა საყვარელია... ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება გაგაწვალოს ამან - ღიმილით თქვა ვიკამ და ხელებში მწოლიარე პატარას ნაზად მოეფერა ხელზე.
-მაგასაც ნახავ - გაუცინა ლიზამ - ახლავე მოვალ... - ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ვიკამ ოთახში დაიწყო სიარული... დადიოდა წინ და უკან... თან ბავშვს დაჰყურებდა... როგორი პატარა და დაუცველია... პატარა გვანცას თვალები ჰქონდა დახუჭული და გრძელი წამწამები ღაწვებზე ეფინებოდა.
-ხომ არ გაიღვიძა? - ოთახის კარი ჩურჩულით შემოაღო ლიზამ და თან ხელში ბოთლის ნჯღრევა განაგრძო
-არა, ჯერ კიდევ სძინავს... - გაუღიმა ვიკამ.
-ახლა მალე გაიღვიძებს - უთხრა და ბოთლი მაგიდაზე დადო.
-ბიჭები რას შვებიან? - იკითხა ვიკამ ინტერესით
-ისეთს არაფერს... ლაპარაკობენ... - უპასუხა უდარდელად. პატარა გვანცამაც გაახილა თვალები და უკმაყოფილოდ აჭიჭყინდა.
-უნდა აჭამო ხო? - ჰკითხა ვიკამ და ბავშვით მიუახლოვდა.
-თუ გინდა შენ აჭამე - თბილად გაუღიმა ლიზამ. ვიკა სიხარულით დასთანხმდა... საოცრად მოუნდა ახლა თვითონაც ყოლოდა ბავშვი... პატარა, რომელზეც მთელი გულით იზრუნებდა... პატარამ, ჩაიდო თუ არა სოსკიანი ბოთლი პირში, მაშინვე გაჩუმდა... აშკარა იყო, რომ ჭამა უნდოდა და იმიტომ აპირებდა აჭიჭყინებას...
უეცრად ლიზას ტელეფონზე დაურეკეს.
-გისმენთ... - უპასუხა და ფანჯარას მიუახლოვდა - ამმ... არ ვიცი... ახლავე ვნახავ... ერთი წამით... - თქვა და კარისკენ გაემართა - ვიკა, შენ აჭამე და მერე ისევ დასაძინებლად დააწვინე კარგი? სამსახურიდან მირეკავენ - უთხრა ჩურჩულით და ვიკას თანხმობის შემდეგ ოთახიდან გავიდა.
გოგონა ფანჯარასთან დადგა და თან ბავშვს ბოთლი ისე დაუჭირა, რომ კომფორტულად ეჭამა.
-რა ლამაზი მწვანე თვალები გაქვს ჰა? - ჰკითხა ბავშვს თბილად - ულამაზესი გოგო იქნები... - შუბლზე აკოცა და თხელი თმები გაუსწორა.
-მე უკვე მყავს ულამაზესი გოგო... - ზურგს უკან საყვარელი ბარიტონი გაიგო და მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ღიმილით მიბრუნდა მამაკაცისკენ და თვალებში ჩახედა. - როგორ გიხდება ბავშვი... - ვიკას მიუახლოვდა, ხელი წელზე მოხვია და შუბლზე აკოცა.
-ერთი სული მაქვს როდის გვეყოლება ჩვენი პატარა... - ბედნიერმა ახედა მამაკაცს.
-მეც ძალიან მინდა და ეგეც მალე იქნება... - მისი ბაგეებისკენ დაიხარა და ტუჩებზე ნაზად ეამბორა.
-მოიცა, ახლა ამის დრო არაა... - წამსვე მოშორდა მამაკაცს და გვანცას დახედა, ხომ კარგად მიჭირავსო...
-მორჩა ჭამას? - ჰკითხა ერეკლემ თბილი ხმით.
-კი... ბოთლი უნდა გავიტანო... დაიჭერ ცოტა ხნით? - ჰკითხა მამაკაცს და კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო.
-კი, მომეცი... - პატარა გამოართვა და ვიკა გაათავისუფლა. გოგონა ჩქარი ნაბიჯით წავიდა სამზარეულოსკენ, ბოთლი ნიჟარაში ჩადო და უკან დაბრუნდა.
-აბა, რას შვები? - ოთახის კარი შეაღო და ერეკლეს გაუღიმა. - შენც გიხდება ბავშვი - კისკისით ჩუმად უთხრა, რომ პატარას არ გაღვიძებოდა და საყვარელ მამაკაცს მიუახლოვდა. - ახლა საწოლში უნდა ჩავაწვინოთ, ლიზამ ეგრე მითხრა - პატარა თავის საწოლში ჩააწვინეს და თბილი საბანი გადააფარეს.
-რა საყვარლები ხართ ვერ წარმოიდგენთ! - ოთახში ლიზა შემოვიდა და წყვილს ღიმილით გადახედა. - წამოდით ახლა, სუფრა გავშალე და სანამ ყველაფერს გაათავებენ ბიჭები, მანამდე მოასწარით თქვენც ჭამა - ერეკლეს და ვიკას წინ გაუღძვა და სუფრაზე მიიპატიჟა.
-მოდით გვრიტებო! - სიცილით მიმართა გიომ და ჭიქა ღვინით აივსო.
-ახლა ველაპარაკე ნაზის. ისე ენატრები, რომ გაიგო ჩამოხვედი ასე თქვა მე და თემურიც მალე მოვალთო - ოთახში დათო შემოვიდა ტელეფონით ხელში და სუფრაც გაივსო.
-მალე მოვალთო? - იკითხა ერეკლემ.
-არ ვიცი, ალბათ - მხრები აიჩეჩა უდარდელად და საჭმელებს მადიანი მზერა მოავლო.
-ნაზი და თემური ვინ არიან? - ჰკითხა ვიკამ ყურში ჩურჩულით.
-ჩემი მშობლები... ხო უნდა გავიგო ხარ თუ არა ოჯახში შემოსაშვები... - სიცილით და ჩურჩულით უპასუხა და ჭამა განაგრძო.
-აუუ... - მაგიდის ქვეშ ხელზე ჩამოეკონწიალა და ტუჩები დაბუშტა.
-რა ხდება? - ჰკითხა ინტერესით.
-მეშინიაა... - გაიმეორა ჯიუტად.
-გოგოო... ნუ გადამრიე ახლა!.. გაიცნობ და მორჩა... შენს მოსაკლავად კი არ მოდიან - გაუცინა და ცხვირზე აკოცა. ვიკამ მაინც ნერვიულად განაგრძო ჭამა... ერეკლეს ძმაკაცების და მისი ძმის ოჯახის გაცნობა სხვა იყო... მშობლების გაცნობა კი სხვაა და მისთვის სრულიად მოულოდნელად მოუწია შეხვდეს მომავალ დედამთილსა და მამამთილს...
მალე კარზე ზარი გაისმა და ლიზა ფეხზე წამოდგა გასაღებად.
-მოდით... ნაზი დეიდა, თემური ბიძია... მომენატრეთ უკვე! - ისმოდა ლიზას კრიალა ხმა.
-ჩვენც შვილო... ვეღარ მოვახერხეთ გამოვლა... ჩემი პატარა გვანცა როგორაა? ბებიას სიხარული - ვიკას ყურებს ქალბატონი ნაზის ხმა მისწვდა.
-კარგად, ახლა სძინავს... მობრძანდით... - მისაღებ ოთახში შემოიპატიჟა კიდევ ორი სტუმარი და შემდეგ დათოს გვერდით მიუჯდა.
-ერეკლე! როგორ მომენატრე შვილო! შენ ერთი არ გაგვიხსენო! - ქოთქოთით მივიდა ნაზი შვილთან და თბილად მოეხვია.
-ვაჟკაცს გაუმარჯოს! - ძმაკაცივით გადაეხვია თემური და ხელი ზურგზე დაუტყაპუნა.
-დე, მამა... გაიცანით, ეს ვიკაა, ჩემი შეყვარებული... - ფეხზე წამოაყენა ვიკა და ხელი წელზე მოხვია.
-გამარჯობათ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - თბილად გაუღიმა გოგონამ და მორიდებული მზერა მიაპყრო.
-ღმერთო! ეს რა ანგელოზივით გოგო გიპოვნია შვილო! - შეჰყვირა ნაზიმ - ძალიან სასიამოვნოა საყვარელო შენი გაცნობა - შემდეგ გადაეხვია და ხელები ისე შემოაჭდო, რომ გოგონა კინაღამ გაგუდა.
-მიხარია შენი გაცნობა ძვირფასო!.. - ხელზე აკოცა თემურიმ და შემდეგ შვილს მიუბრუნდა - როდიდან გვიმალავ ამ ამბავს ჰა? - ჰკითხა და წარბი აზიდა.
-ჩვენ ახლა გავიგეთ თემური ბიძია - უთხრა საბამ.
-ვაა... მაშინ გეპატიება - გაუცინა შვილს.
-აქეთ დაბრძანდით... - ამასობაში ლიზამ ადგილები გაუმზადა ცოლ-ქმარს და უკვე ბებია-ბაბუას და ღიმილით მიიპატიჟა...

........
ვაიმეე... ბავშვებო!!!
ახალბედა მწერალი ვაარ! არ მჯერა ისე მიხარია! ეს თქვენი დამსახურებაა. რომ არ თქვენ, მე ახლა ეს სტატუსი არ მექნებოდა, რის გამოც თქვენი ძალიან მადლობელი ვარ!
კიდე ერთხელ გეუბნებით რომ მიყვარხართ უზომოდ! ძალიან ძალიან მახარებთ!
ეს თავი ცოტა პატარაა, თუმცა ახლა გავრბივარ და მეტის დაწერა ვერ მოვასწარი... გადაკითხვასაც ვერ ვასწრებ, და ამიტომ შეცდომები მომიტევეთ...
საღამოს თუ დრო მექნება კიდევ დავწერ და დღესვე დაგიდებთ...
ველი შეფასებას...



№1  offline წევრი TIME

anka zvirfaso gamixarda mec sheni warmateba,gilocav chemo kargo yvelafers sauketesos gisurveb kidev da kidev♥♥♥♥♥

 


№2  offline წევრი Firefly

პირველ რიგში გილოცავ♥ძალიან კარაგდ წერ მომწონს ვიკა და ერეკლე ძალიან
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი tatuli)

tavebi gazarde cota ra :D kargia wasakitxia

 


№4 სტუმარი mariami

ძალიააააან მაგარიხარ)))))))))))))))))))))) <3

 


№5 სტუმარი Mari

gilocav,kargiaaa gaagrdzeleee didi didi tavebi dagvidee <3

 


№6  offline წევრი nini abashidze

Uhuuuu chemi gogo axalbeda mweraliaaa,gilocaav yovelive sauketesos gisurveb aseti kargi istoriebit yoveltvis gagvaxare <3 axla rac sheexeba istorias xo ici rom chkua meketeba shenze da shen yvela istoriaze,magram es taviii yvelaze pataraaa :( auu dzalian dzaliann gtxov raaa dade dges sagamos kidev erti tavi ogont didi.
P.S bavshvebooo ertad vtxovot ra rom dagvidos didi tavi dges sagamos,bevri komentari davwerot rom dagviweros ankam :D <3

 


№7 სტუმარი )))

Gilocav <3 dzaan kargia es istoria dzaan momwons <3 male gaagrdzele <3

 


ანკაა ძალიან გთხოვ მალე გააგრძელე .. ვიცი დღეს დადე მე12 თავი, მაგრამ მაინც.. გუშინ დავიწყე ისტორიის კითხვა და ამოუსუნთქავად წავიკითხე .. ველიი <3 ^_^

 


№9  offline წევრი si-xa

Gილოცააააავ.დამსახურებული წოდებაა წარმატებებიი

 


№10  offline წევრი lamazmani

გილოცავ ძაან გამიხარდა მართლა გეკუთვნის ეგ წოდება აი მართლა გილოცავ და ყოველივე საუკეთესოს და კარგს გისურვებ love love love
ისტოიას რაც შეეხება მაგარი იყო მარა პატარა და არ მეყო მარა მაინც კარგი იყო love
უმაგრესი გოგო ხარ ბევჯერ გითხარი და კიდევ გაგიმეორებ ათასჯერ უნიჭიერესი ხარ და ეს სტასუდიც ამიტომ მიიღე და იმსახურებ კიდევაც love love love
შენ ჩემი ერთ ერთი საყვარელი მწერალი ხარ ალბათ საუკეთესოც შენს ისტორიებზე ხო ვაფრენ საერთოდ ისე მიყვარს ყველა და მომდევნო ისტორია უფრო უკეთესია ხოლმე love
მაგარი გოგო ხარ ველი ახალ თავს მოუთმენლად დიდი ხანი არ გვალოდინო love
მიყვარხარ ძააან love love love

 


№11  offline წევრი mariko_2001

გილოცაავ წარმატებებიი. ძაან კაი თავი იყოოო♡♡♡

 


№12  offline წევრი nini :)

კაი იყო რა აშინებდა ერთი ვიკას ვერ გავიგე მაინც ისე თბილად შევხდნენ ერეკლეს მშობლები

 


№13  offline წევრი მარუშკა

ანკააა❤️❤️❤️ ჩემო ლამაზო, გილოცავ ახალბედა მწერლის სტატუსს❤️❤️❤️ მეც რომ დავინახე თვალებს არ ვუჯერებდი❤️❤️❤️ ძაააააალიან მაგარი ხარ❤️❤️❤️

 


№14  offline წევრი anushka15

აუ რა მაგარია სიხარულოოოოო გილოცავ wink მგონი შენზე მეტად ეგ ამბავი მე გამიხარდა tongue

 


№15  offline მოდერი ანკა

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო! ჩემი სიხარულები ხართ და უზომოდ მიყვარხართ! love love love love love

 


№16  offline წევრი Ignifex

გილოცავ! მე ვფიქრობ,რომ დაიმსახურე. :D <3 ისტორიას რაც შეეხება,ძალიან კარგია! მიხარია,რომ თბილად შეხვდა ყველა და მეშინია,რომ ეს ქარიშხლის მომასწავებელი სიმშვიდე არ იყოს. :D

 


№17  offline მოდერი ანკა

Ignifex
გილოცავ! მე ვფიქრობ,რომ დაიმსახურე. :D <3 ისტორიას რაც შეეხება,ძალიან კარგია! მიხარია,რომ თბილად შეხვდა ყველა და მეშინია,რომ ეს ქარიშხლის მომასწავებელი სიმშვიდე არ იყოს. :D

დიდი მადლობა საყვარელო <3 <3 <3 ძალიან შემიყვარდი!!! love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent