7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი (მე-12 თავი)
თავი მეთერმეტე-"უსათაურო წამება" ლიკა სინათლის მკაფიო სხივებმა თვალების გახელის უფლება რამდენიმე წუთი არ მომცეს, ამ დროის მანძილზე ნესტოები არასასიამოვნო ჰაერის მოლეკულებით გაივსო. წამლების მწვავე სუნმა მიმახვედრა, რომ ამ წუთას საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ვიმყოფებოდი. წამოჯდომა ვცადე, როდესაც თავის ძლიერმა ტკივილმა უწინდელ მდგომარეობაში დამაბრუნა. რამდენიმე წუთი უცვლელ მდგომარეობაში ვიყავი და მოვახერხე ოთახის დათვალიერება. ოთხივე კედელი მინდვრისფრად შელამაზებულიყო. ჩემს ხელ მარცხნივ კედელს მართკუთხედის ფორმის ფანჯარა ამშვენებდა, რომელსაც გვერდებში ზურმუხტისფერი ფარდა ფარავდა. შედარებით ღია ტონალობის, ორნამენტებით გალამაზებული ნაჭერი მზის სხივებს ბოლომდე შემოხწევის უფლებას არ აძლევდა და ზურმუხტისფერ ფარდას უკნიდან ამოდგომოდა. ფანჯრის რაფა მოთეთროდ შეღებილიყო, რომელიც კუთხეებში ქოთნის იებით გალამაზებულიყო. მარჯვნივ იისფერი ია იწონებდა თავს, ხოლო მარცხნივ თოვლივით თეთრ ია გამეფებულიყო. რაფის ქვემოთ გამათთბობელი დაეყენებინათ, რომელიც ალბათ ზამთარში ოთახის ტემპერაურას აკონტროლებდა. ფანჯრის ხელ მარცხნივ, თეთრი იის გვერდს თეთრი ტყავის სავარჯელი მოთავსებულიყო, რომელსაც წინ ჟურნალის მაგიდა ედგა. მაგიდის ფეხები სადად მოჩუქურთმებულიყო. მასზე სხვადასხვა სახის გაზეთებს თუ ჟურნალებს მოეყარათ თავი. ჩემ პირდაპირ მწვანე კედელი გათავისუფლებულიყო, რასაც მარცხენა კედელზე ვერ ვიყტოდით. ყავისფერი ხის კარი, როგორც ვფიქრობ დერეფანსა და პალატას ერთმანეთისგან ყოფდა. კარის გვერდით თეთრი ტყავის დივანი იდგა. ჩემი (დროებითი) საწოლის გვერდით საჭირო სამედიცინო აქსესურები იწონებდა თავს. უეცრად ხის კარი გაიღო და პალატაში თეთრ ხალათიანი ქალაბატონი შემოვიდა. როგროც მე ვფიქრობ 40-დან 50წ-მდე. საშუალო სიმაღლის, სასიამოვნოდ შესახედი ქალი, ოდნავ მოპუტკუებული. კარედ შეჭრილი, წაბლისფრად შეღებილი თმით. -გამარჯობა, ლიკა!-ხმაც თბილი და მის ასაკთან შესაფერისი ჰქონდა.-რამდენიმე დღე შენი ექიმი ვიქნები და ვიმედოვნებ არ გამიწყრები ან არ გამიბრზადები, ყოველ ერთ ან ორ საათში პალატაში თუ შემოგეჭრები.-ღიმილიც არაჩეულებრივი. ქალს შესაფერისი სახალისო იუმორის გრძნობის მქონე ექთანი. მის ღიმილს მეც ღიმილითვე ვუასუხე.-ნანა მქვია, იმედია ერთმანეთს მცირე დროის მანძილზე კარგად გავუგებთ. -ეჭვიც არ მეპარება ქალბატონო ნანა. -არავითარი ქალბატონო, არამგონი ჯერ ის ასაკი მქონდეს ვიმემ ქალბატონოთი მომმართოს საყვარელო. ახლა კი მსურს საქმის ვითარება გაგაცნო. სიმართლე გითხრა გამიკვირდა შენნაირი ახაგაზრდა, ლამაზი გოგონა ვენებ გადაჭრილი, რომ მომიყვანეს. რამ შეგაცდინა და შეგატოპვინა აქამდე ლიკა? ამხელა ცოდვაში ფეხს როგორ დგამდი? ეს, ეს არ ვიცი... არ შეიძლება... -სიყავრულმა მიმიყვანა ასეთ დაბალ დონემდე ქალ... ნანა. სიყვარული ფერადი, ნათელი, კარგი მეგონა და ხომ ხედავ, დღეს სანამდე მომიყვანა?-ძალიან გამიკვარდა უცხო პიროვნებას ასე უცებ, რომ გადავუშალე გული, მაგრამ ვინმესთვის ხომ უნდა გამეთქვა გულის საშინლად დიდი ტკივილი? -ვხედავ საყვარელო, ვხედავ, მაგრამ სიყვარული-ეს ცუდი არ არის-ამოიოხრა-პირიქით. როდესაც შენს ოჯახს შექმნი ასე არ იტყვი. -იმედია ნანა, იმედია...-და ღრმად ამოვისუნთქე. -შენ იცი, რომ მარტო ვენების პრობლემაც არ არის ამ ყველაფრის პრობლემა? -ვიცი, თავიც ჩამოვარტყი მძიმე საგანს, როდესაც სხეულიდან ძალა გამომეცალა. -მაგრამ ღმერთის წყალობით ყველაფერმა ცუდმა ჩაიარაა. ახლა მთავარია იმკურნალო წესების დარღვევის გარეშე... -მაინც როდისთვის დავტოვებ საავადმყოფოს? -თუ მოვლენები კარგად განვითარდა ალბათ 3-4 დღეში. -სამი-ოთხი დღე ოთხ კედელში გამოკეტილი უნდა ვიყო? წამლების მძაფრი სუნით გამოვტენო ჩემი ფილტვები?-ტუჩებ დაბრეცილმა ჩავილაპარაკე ჩემი საავავალო მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდებოდა... -ნუ წუწუნებ ქალბატონო ლიკა! ყველაფერი შენი ბრალია, მომინდომა გოგომ სიკვდილი... თითქოს ასეთი ადვილი იყო!-ალმაცერად გამიღიმა და ახსნა განმარტებას შეუდგა თუ რა მოხდა იმ ორი დღის განმავლობაში რაც მე მეძინა... ნანას გასვლიდან რამდენმე წუთში ჩამეძინა, მაგრამ გაღვიძებულს პალატა სავსე დამხვდა. სავარძლები ნაცნობ სხეულებს შეევსო. თვალის გახელვისთანავე ვიკულიმ აცრემლიანებული თვალები შემომანათა და ძლიერ ჩამეხუტა. მას მოყვა მარი, ტატო, ვატო, მაგრამ მას ველოდი... წარმოგიდგენიათ რამდენად ძლიერ მიყვარს ადამიანი, რომელიც ასე არაადამიანურად მექცევა? არამარტო გულით, არამედ- სულით, სხეულით, მთლიანად მიყვარს. რომლის გამოც ჩემ სიცოცხლეს ფასს ვერ ვადებ! არაადამიანური სიყვარულით ვარ შეპყრობილი, რომელიც მომკლავს ან დედამიწაზე სამოთხეს დამანახებს... -ლიკა ასე არ უნდა მოვქცეულიყავი! ეს გამოსავალი... -წარსულის შეცვლა შეუძლებელია, ადამიანს ამის ძალა არ შესწევს. უშვებს გამოუსწორებელ ან გამოსასწორებელ შეცდომებს. გამოსასწორებელი შეცდომა უნდა გამოასწორო.უნდა ეცადო, რომ იმ შეცდომაზე ისწავლო უკეთესი და კვლავ არ გაიმეორო. უშეცდომო ღმერთია! აღარ მეწუწუნოთ წარსულზე, მეწუწუნეთ-თუ რა თქმა უნდა საწუწუნოა-მომავალზე!-მართალია ზედმეტად მკაცრად მომივიდა, მაგრამ "ლექციის" ჩატარების შემდეგ მეგობრებს სახეზე ღიმილი მოეფინათ. -ბევრი რამ გასწვლა ამ 'შეცდომამ' და კიდევ ხომ არ გაიმეორებდი?-სიცილით წარმოთქვა თავისი აზრი ვატომ. მის სიტყვებს სოცილ-ხარხარით შევხვდით, როდესაც კარი გიღო და პალატაში ექთანი შემოვიდა დიდი ყუთით. -უკაცრავად, ლიკას სახელზე ამანათი არის და... -მე მომეცით-ვუთხარი მწვანე სამოსში გამოწყობილ ექთანს და მრგვალი ყუთი გამოვართვი. -ჩვენ დაგტოვებთ -თქვა მარიმ და ექთანს უკან გაყვნენ. გამიკვირდა მეგობრების ასეთი მოქმედება, მაგრამ ზედმეტად არ დავკვირვებივარ. ყუთს გარეთა ცელოფანი მოვაძვრე და მრგვალ წითელ ყუთს თავსახური ავხადე... ყუთში ვარდთა ბუკეტი იდო. ლამაზ სისხლისფერ დიდ ვარდთა რაოდენობა შვიდს შეადგენდა, სწორედ მაშინ მივხვდი თუ ვინ იყო საჩუქრის ადრესატი. ბუკეტში თეთრი კონვერტი იდო. კონვერტი ვარდებს დავაშორე და დასერილ ხელებში მოვიქციე. კონვერტიდან წერილი ამოვიღე ვიგრძენი თუ როგორ ამიკანკალდა ხელები, მაგრამ მის წაკითხვაშ შევუდექი. "ლიკა გილოცავ გამოჯანმრთელებისკენ წინსვლას. მართალია დღეს არც შვიდი სექტემბერია და არც შვიდი საათი, მაგრამ ვარდთა რაოდენობა არ შემიცვლია. დღეს რასაც აქ წაიკითხავ იცოდე, რომ სრული სიმართლეა, მას შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება"... ------------------------ ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის :( თავის გამართლებას არ დავიწყებ და თავს არ მოგაბეზრებთ, მაგრამ ძალიან გამიკვირდა არავის რომ არ გაგახსენდათ ჩემი ისტორია :( ავანაზღაურე თუ არა დაგვიანება მოცულობით არ ვიცი, მაგრამ ყველზე დიდი თავია რომელიც ოდესმე დამიწერია, თუ დღეს იაქტიურებთ ვეცდები ხვალაც ამავე მოცულობის თავი დავდო, მაგრამ ვნახოთ... კიდევ ერთხელ ბოდიში დაგვიანებისთვის :( მიყვარხართ ყველა <3 P.S მაინტერესებს რომელიმე მკითხველი გამოიცნობს თუ არა რ ასაკის ვარ? ძალიან გთხოვთვინც იცით არ დააკომენტაროთ ჩემი ასაკი,თუ რა თქმა უნდა ჩემი ხათრი გაქვთ... P.S.S შეცდომებისთვის უდიდესი ბოდიში,ვერ მოვასწარი...თვალები მეხუჭება... ტკბილი ძილი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.