შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლის დედოფალი (15 ნაწილი - დასასრული)


7-09-2015, 16:51
ავტორი ანკა
ნანახია 9 213

ვიკა ნაზისთან და თემურისთან მშვენიერ დროს ატარებდა. საერთოდ არ უგრძვნია თავი უხერხულად და არც მოწყენის საშუალება მისცეს. ნაზი ერეკლეს ბავშვობის ამბებს უყვებოდა გოგონას და ისე ართობდა. ისიც დიდი ინტერესით უსმენდა... თურმე ერეკლე ძალიან სერიოზული ბიჭი იყო და ზედმეტად მის გაღიმებასაც ვერ მოახერხებდით, რასაც ვერ ვიტყოდით დათოზე. ის სულ ენერგიული და ხალისიანი ბავშვი იყო, ათასი რამე აინტერესებდა და ძმის წვალებაც ეხალისებოდა... ბოლო-ბოლო მასზე დიდი იყო და პატარას ჩაგრავდა. მიუხედავად ამისა, ორივეს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი...
უეცრად კარზე ზარი გაისმა.
-ერეკლე იქნება, მე გავაღებ - ფეხზე ენერგიულად წამოხტა და კარისკენ გაემართა.
-ჩემი შტერიი... როგორ ხარ აბა? - კარში მომღიმარი ერეკლე ატუზულიყო. ვიკას ხელები წელზე მოხვია, შუბლზე აკოცა და მასზე ჩახუტებული გავიდა მისაღებ ოთახში.
-მოხვედი? ხომ არ გშია? - ჰკითხა ნაზიმ და ფეხზე წამოდგა.
-აუ კი, თან ძალიან... - უპასუხა და დამშეული თვალები მიანათა.
-საცივი მაქვს, შეჭამ?
-კი, მოვალ ახლავე - თქვა უდარდელად და ახლა მამამისთან მივიდა, რომელიც გაზეთის კითხვით იყო გართული. - რას შვები მა? - ხელი ბეჭზე დაუტყაპუნა და მამაკაციც გამოაფხიზლა.
-უი შენ ხარ? როდის მოხვედი? - სათვალეები მაგიდაზე დადო და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-სტატიებში როცა იყავი ჩაძირული მაშინ - უთხრა სიცილით. - უჩემოდ ხომ არ მოიწყინე? - ვიკას მიუბრუნდა და ყურში უჩურჩულა.
-არა... - თბილად გაუღიმა და თითები მის მხრებზე მსუბუქად აასრიალა - წადი ჭამე ახლა... - უპასუხა ჩურჩულით.
-კაი... - სამზარეულოსკენ გაემართა და საჭმელად დიდი თეფში გადმოიღო.
-ვიკა შვილო, დაგღალე ხო უკვე ამდენი ლაპარაკით - ოთახში ნაზი შემოვიდა და გოგონას ღიმილით მიუახლოვდა.
-არა, პირიქით... ძალიან საინტერესოა, გააგრძელეთ რა... - გულწრფელად სთხოვა და ინტერესით მიაჩერდა. ნაზიმ გოგონას ინტერესი რომ შეატყო, უფრო გახალისდა და ორმაგად დაქოქილმა განაგრძო რომელიღაცა სასაცილო ისტორიის მოყოლა.
-აბა მეც მოვედიი... - ოთახში მამაკაცი შემოვიდა და ადგილი ვიკას გვერდით დაიკავა, თან ცალი ხელი მოხვია და მიიხუტა.
-ასე მალე რა შეჭამე. გეყო? - ჰკითხა გაკვირვებულმა ქალმა.
-ორი თეფში ვჭამე და მეყო არ ინერვიულო - დაამშვიდა დედამისი.
-ასე მალე? რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ლუკმები უნდა დაღეჭო და ინდაურივით არ ყლაპო! ბავშვობიდან სულ ასე მაწვალებს, ვიკა, იქნებ შენ მაინც მოუხერხო რამე... - ნატანჯი მზერა მიაპყრო გოგონას და ხელები ჩაიქნია.
-რა ინდაური აგიტყდა ახლა ნაზი რაა... - აბუზღუნდა ერეკლე.
-ამიტყდა რა შუაშია! მოიშლი კუჭ-ნაწლავს!.. - აქაქანდა ქალი.
-არაფერსაც არ მოვიშლი... აუ ახლა დაღლილი ვარ და შენი თავი არ მაქვს... - უპასუხა მოკლედ და დივნის საზურგეს კომფორტულად მიეყრდნო.
-შენ მომკლავ მე რა... - რამდენიმე სიტყვა დააწია ქალმა და სამზარეულოში გავიდა.
იქიდან მალე წამოვიდნენ. ერეკლე მართლაც დაღლილი იყო მთელი დღე საბუთებში ძრომიალით და სახლის კარი შეაღო თუ არა, პირდაპირ საწოლის ძებნა დაიწყო.
გადიოდა დღეები და ყველაფერი გრძელდებოდა. ქორწილის საქმეები ნელ-ნელა გვარდებოდა და საბედისწერო დღეც ახლოვდებოდა. ვიკას დედა თითქმის ყოველ დღე ურეკავდა, ხშირად სტუმრობდა და ქორწილის ორგანიზებაში დახმარებას სთავაზობდა, შემდეგ კი ტრადიციულად პატიებას სთხოვდა, რაზეც ჩხუბი მოსდიოდათ და სევდიანი ბრუნდებოდა თავის ახალ სახლში. ქალმა მტკიცედ გადაწყვიტა რაიმე სამუშაო მოეძებნა. უნდოდა ვიკასთვის დაემტკიცებინა, რომ მასთან მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერის გამო არ იყო. ასეც მოიქცა, და ახალ ბინაში გადასვლიდან 2 კვირაში რესტორანში მიმტანად დაიწყო მუშაობა. მართალია რაიმე განსაკუთრებული ხელფასი არ ჰქონდა, თუმცა მომავლის იმედს არ კარგავდა და უკეთესი სამუშაოს ძებნას არ წყვეტდა. ამ ორი კვირის განმავლობაში დედა-შვილი თითქოს უფრო დაახლოვდა. მესამე კვირაში მათი ურთიერთობა უკვე ნორმალურს დაემსგავსა. ვიკა დედას ხშირად ეკითხებოდა მის აზრს და ზოგჯერ ითვალისწინებდა კიდეც...
რაც უფრო ახლოვდებოდა ქორწილის დღე, მით უფრო აჩქარებული გულით წარმოიდგენდა ხოლმე ვიკა იმ ბედნიერ წამებს და წუთებს, რასაც საკურთხევლის წინ გაატარებდა ერეკლესთან ერთად. დებორამ მომავალ პატარძალს საუკეთესო საქორწილო საჩუქარი გაუკეთა: ულამაზესი თეთრი კაბა აჩუქა, რომელიც ვიკას უზომოდ მოეწონა და გადასარევადაც მოერგო.
-აუ, გოგოებო ლამაზი ვარ? - იკითხა დაეჭვებულმა ვიკამ და საპატარძლო კაბით კიდევ ერთხელ დატრიალდა ელენესა და ლიზას წინ.
-ეს რომ მკითხავს ლამაზია თუ არა... - ჩაიფრუტუნა ელენემ - ლამაზი ხარ გოგო აბა რა ხარ, თავი რამეს ხო არ მიარტყი! - სიცილით მიუახლოვდა და თმებზე წაეთამაშა.
-აუ კარგი რაა... მინდა, რომ ერეკლეს ძალიან მოვეწონო, ჩემს დანახვაზე პირი უნდა დააღოს... - აწუწუნდა ვიკა.
-ხოდა დააღებს კი არა, გამოშტერდება - გაამხნევა ლიზამაც.
-უი მართლა, გვანცა სად გყავს? - ჰკითხა ინტერესით.
-დედაჩემს მივაბარე, მე არ მეცლება-თქო - უპასუხა უდარდელად.
-რომელი საათია? ხომ არ გვაგვიანდება? - საათს გახედა და დრო გადათვალა.
-ისე თუ ახლავე წავალთ ურიგო არ იქნება - დიდ შავ ლიმუზინში ჩასხდნენ და გზას გაუდგნენ. ჯვარს სამებაში იწერდნენ. ლიმუზინიდან გადმოსულ ლამაზმანს ყველა ნათესავი გაოცებული მიაჩერდა. ვიკას ძალიან გაუხარდა, რომ ყველას ყურადღების მიქცევა მომენტალურად შეძლო... ეს იმას ნიშნავდა, რომ მართლაც ძალიან ლამაზი იყო... ეს ასეც იყო... დებორას ნაჩუქარი კაბა საოცრად უხდებოდა მის სხეულს... წვრილ წელს და გამოყვანილ ტანს მკაფიოდ უჩენდა... თეთრი ვარდების თაიგული ხელში დაიჭირა და საქმროსკენ გაემართა...

საწოლის დედოფალი (15 ნაწილი - დასასრული)


ცერემონიაც დაიწყო... ერეკლე და ვიკა საკურთხევლის წინ იდგნენ და ერთმანეთს სამუდამო ერთგულებას ეფიცებოდნენ. ახალდაქორწინებულების კოცნამ დარბაზში ტაში გამოიწვია. ნათესავებმა წყვილი ლიმუზინამდე ვარდის ფურცლების წვიმით მიაცილეს. ქუჩები სიგნალით აიკლეს და საბოლოოდ რესტორნამდეც მიაღწიეს. ვიკას სიხარულისგან და სიამაყისგან თვალები გაუბრწყინდა. ყველაფერი მართლაც ისე იყო მოწყობილი, როგორც თვითონ სურდა და გეგმავდა. ნეფე-დედოფალმა მაგიდასთან თავიანთი ადგილი დაიკავა და დაიწყო ქეიფი... ყველა მათ ადღეგრძელებდა და ბედნიერებას უსურვებდა. დარბაზში ბედნიერი ატმოსფერო სუფევდა და ეს ვიკას ძალიან ახარებდა.
-უბედნიერესი ვარ... - ღიმილით უჩურჩულა ერეკლეს და ცხვირი ლოყაზე გაუხახუნა.
-მეც - უპასუხა გოგონას, ტუჩებზე ნაზად აკოცა და აუჩქარებლად მოშორდა. - მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ცოლი მყავს...
დადგა ტორტის შემოტანის ჯერიც... ტორტის დიზაინზე ელენემ და ლიზამ იზრუნეს, ამიტომ ვიკამ არც იცოდა როგორი ტორტი ექნებოდა ქორწილში. ძალიან დაღლილი იყო სამზადისით და თან გოგონებსაც ბოლომდე ენდობოდა. საბედნიეროდ, ვიკას იმედები არ გაცრუებია... მართლაც ზღაპრული ტორტი იყო... აი ისეთი, დაჭრა და ჭამა რომ დაგენანება...

საწოლის დედოფალი (15 ნაწილი - დასასრული)


ვიკამ პირველი ნაჭერი ჩამოჭრა და ქმართან ერთად საზეიმოდ გასინჯა, შემდეგ კი ტორტის დაჭრა თავზე მომსახურე პერსონალმა აიღო და ყველა სტუმარს დაურიგა... დადგა ცეკვის ჯერიც... წყვილს თავიანთი პირველი ცეკვა უნდა შეესრულებინა ცოლ-ქმრის ამპულაში. ჩაირთო Michael Buble-ის “Everything”… ერეკლემ ვიკა საცეკვაოდ გაიწვია და ცენტრისკენ გაუძღვა, შემდეგ მისკენ მიტრიალდა, ორივე ხელი წელზე მოხვია და ცეკვა დაიწყო. გოგონა მთლიანად მამაკაცს მიენდო, ხელები კისერზე შემოაწყო და ტანი მის მოძრაობებს ააყოლა, თან მოციმციმე თვალებში ჩახედა და გაუღიმა...
ქეიფი გამთენიამდე გაგრძელდა, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში წყვილი იქ არ ყოფილა, რა თქმა უნდა... ვიკამ ღამის 2 საათზე ერეკლეს გამოუცხადა ისე დავიღალე ფეხზე ვეღარ ვდგავარო და ამიტომ სახლში წამოვიდნენ. მამაკაცმა მანქანა სახლის ეზოში გააჩერა და მეორე მხრიდან მოუარა. ვიკას კარი გაუღო და ხელებში აიტაცა.
-ფეხზე ვერ ვდგავარ-თქო რომ გითხარი გადატანითი მნიშვნელობით ვიგულისხმე - კისკისით უთხრა ვიკამ და ხელები კისერზე მოხვია.
-ასე უნდა შეგიყვანო სახლში - სახეგაბადრულმა მიმართა, მანქანის კარი ფეხით მიკეტა და სახლს მიაშურა. ვიკამ ერეკლეს თავი მხარზე ჩამოადო და მის მკლავებში გაიტრუნა. მამაკაცმა ოთახის კარგი შეაღო და ნაბიჯს შეუნელა, გოგონას ტკბილი ტუჩები იპოვა და ვნებიანად დაუწყო კოცნა. ვიკას გული აუჩქარდა, თვალები მილულა და კოცნაში აყვა.
-ულამაზესი ხარ... - ყურში უჩურჩულა, საწოლზე დააწვინა და თვითონ ზემოდან მოექცა. კოცნით ჩამოვიდა კისერში და შემდეგ ისევ ტუჩებს დაუბრუნდა. ულამაზესი კაბა ფრთხილად გახადა და შემდეგ მოწყურებული დაეწაფა ვიკას მკერდს. გოგონა ტრადიციულად ვერ წყვეტდა კრუსუნს მამაკაცის ასეთი საქციელის გამო, თითებს მის ბეჭებზე და მხრებზე დაასრიალებდა და ამით უფრო ახელებდა მას. ერეკლემ ორივე ხელი წელს ქვემოთ შეუცურა, ტანზე აიკრა და კოცნით ისევ ტუჩებამდე მიაღწია. შემდეგ გაშიშვლებულ ვიკას ფეხებს შორის მოექცა და „აამღერა“. ვიკას ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო... ერეკლეს ცხოვრებაშიც... ორივემ იცოდა, რომ წინ უფრო მაგარი დღეები ელოდათ... მორიგი უმაგრესი დღე კი ბავშვის დაბადება იქნებოდა...
.............
ქორწილიდან 2 კვირაში ვიკამ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო, თანაც ტყუპებზე, თუმცა სქესი დადგენილი არ ჰქონდათ. საერთოდ არ ჰქონია ცუდი ორსულობა. თუ სხვა ქალები ტოქსიკოზით იტანჯებიან ხოლმე, თვითონ თავს მშვენივრად გრძნობდა. პირიქით, უფრო ენერგიულადაც იყო, თუმცა ექიმმა გააფრთხილა ზედმეტად თავი არ დატვირთოთო და ესეც მორჩილად ასრულებდა მის დავალებებს. დღე და ღამ ნაყინს ჭამდა და თუ გაუთავდებოდა მაშინვე აგზავნიდა ერეკლეს ახლის საყიდლად. ყველაზე სასაცილო მომენტი ის იყო ხოლმე, როდესაც მაღაზიაში ვიკაც მიყვებოდა და ათ საოჯახო ნაყინს ყიდულობდა. გამყიდველები თვალებგაფართოებულები უტარებდნენ ნაყიდ პროდუქტებს და გაოგნებული ხმით ეუბნებოდნენ შენაძენის ღირებულებას. გოგონა რაღაც ვარჯიშებსაც კი აკეთებდა. ლიზამ უთხრა, რომ ასე მშობიარობა უფრო გაგიადვილდებაო და ისიც დაუზარებლად ვარჯიშობდა. ერეკლე თავის პატარა ბურთს ეძახდა. ამაზე ვიკას მხოლოდ ეცინებოდა ხოლმე, თუმცა მამაკაცმა გოგონას გაბრაზებაც იცოდა. დაუძახებდა ხოლმე ჩემი ქონთახთახა ოლეგი მომენატრაო და ტუჩებდაბუშტული ვიკა საძინებელ ოთახში იკეტებოდა. მართალია მალევე ურიგდებოდა, თუმცა იმწამს ხომ ნერვები ეშლებოდა!..
თაფლობის თვე ზოგადად ევროპაში გაატარეს. ყველგან 1 კვირით ჩერდებოდნენ და თითქმის ყველა ქვეყანა მოინახულეს. სამშობლოში ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები დაბრუნდნენ...
.....................
1 აპრილი იყო...
ვიკა უკვე 9 თვის ორსული იყო და დღე-დღეზე ელოდებოდა ბავშვის გაჩენას. მთელი სამეგობრო შეკრებილიყო დათოსა და ლიკას გარდა, რომლებსაც ბავშვი ექიმთან ყავდათ ასაცრელად წაყვანილი და მალე უნდა მოსულიყვნენ, გარდა ამისა ერეკლე იყო სამსახურში და ადრე აპირებდა მოსვლას. ვიკა სამზარეულოში ფუსფუსებდა... ფუსფუსებდა რა... ნაყინის ჭიქას ეძებდა, რომ მორიგი საოჯახო ნაყინი გადაესანსლა...
უეცრად მუცლის არეში საშინელი ტკივილი იგრძნო. კივილისგან თავი შეიკავა, თეფში მაგიდაზე დადო და დახლს დაეყრდნო. ძალიან სუსტად გახდა. იფიქრა, ცრუ განგაში იყოო, თუმცა ტკივილი ისევ განმეორდა, გაცილებით უფრო ძლიერად.
-ააა!!! ელე!!! - დაუძახა მეგობრებს და ორივე ხელით დახლზე დაყრდნობა სცადა.
-რა ხდება? - განერვიულებული ელენე სამზარეულოში შემოვარდა, მას ბიჭებიც მოყვნენ. - მშობიარობა დაგეწყო?! - ხელები აიფარა პირზე განერვიულებულმა და მაშინვე გოგონას მივარდა.
-ხო მგონი... აუ ძაან მტკივაა... - უკვე ცრემლებს ღვრიდა.
-არ ინერვიულო... ბიჭებო სასწრაფო გამოიძახეთ მალე! - დაიძახა ხმამაღლა - და ვინმემ აიყვანეთ დივანზე დავაწვინოთ... - საბამ სასწრაფოში დასარეკად ტელეფონი აიღო, ბექა და გიო კი ვიკას მივარდნენ და ფრთხილად გაიყვანეს მისაღებ ოთახში.
-აააა!!! - ისევ დაიწივლა შეშინებულმა და აქოშინდა.
-ხელი მომკიდე! მომისმინე, ახლა უნდა დამშვიდდე! სანამ სასწრაფო მოვა როგორმე უნდა გაუძლო! - ხელი ხელზე ჩასჭიდა და დამშვიდება დაუწყო. სასწრაფოს ცოტათი დააგვიანდა, თუმცა საბედნიეროდ ბავშვი ჯერ კიდევ გასაჩენი იყო... პალატაში შეიყვანეს თუ არა მაშინვე გამოჩნდა ბავშვის თავი. გრძნობდა რომ ყველაფერი სტკიოდა, თუმცა ვარჯიშები აშკარად გამოადგნენ... ორივე პატარა მალე გააჩინა ყოველგვარი გართულების გარეშე.
-ერთი ბიჭი და ერთი გოგო! გილოცავთ! -ახარეს ექიმებმა და პატარები მკერდზე მიუწვინეს. არაქათგამოლეული ვიკა ჯერ კიდევ სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
-ჩემი პატარები... - დაიჩურჩულა ორმაგად ბედნიერმა და გაეღიმა. - ელე, ერეკლეს დაურეკე რა გთხოვ... - მიმართა დაქალს, რომელიც ბავშვებს ბედნიერი სახით შესცქეროდა.
-შეხვედრაზე ყოფილა და ბიჭები ვერ დაუკავშირდნენ. როგორც კი გააგებინებენ გვეტყვიან... - დაამშვიდა ორი შვილის დედა და ხელზე მიეფერა.
-იცი რა საოცარი შეგრძნებაა დედა რომ ხარ? უბრალოდ სიტყვებით ვერ ავხსნი... - ემოციები გაუზიარა ელენეს და ორ პაწუკა არსებას უნაზესად მოეფერა.
მოსაცდელში ბიჭები ნერვიულად დადიოდნენ წინ და უკან. ჯერ კიდევ არ იცოდნენ მშობიარობამ როგორ ჩაიარა. ერეკლესაც ვერ უკავშირდებოდნენ. ექიმი გამოვიდა თუ არა, მაშინვე მას მიცვივდნენ.
-ექიმო, ვიკა როგორაა? ბავშვები ხომ კარგად არიან? - კითხვები დააყარა ბექამ.
-კი, ყველაფერი კარგადაა... ერთი ბიჭის და ერთი გოგოს დედა გახდა... შეგიძლიათ ნახოთ, გილოცავთ... - გაუღიმა ექიმმა
-მადლობა - ახლა საბამ უპასუხა და პირდაპირ პალატისკენ გაემართა.
-შეიძლება? - კარში ბექამ შეიჭყიტა.
-კი, შემოდით ბიჭებო... - გაუღიმა ვიკამ.
-აუ რა სიცოცხლეები არიან ეე... - თქვა გიომ და გაიკრიჭა.
-თან რა პატარები არიან... - დაამატა საბამ.
-ერეკლეს დაურეკეთ? - ჰკითხა ელენემ.
-ახლა გავალ და კიდევ ვსინჯავ - თქვა ბექამ და ისევ გარეთ გავიდა. ამჯერად ზარი გავიდა...
-ხო ბექუშ, რას შვები? - ტელეფონი აიღო ერეკლემ.
-რავი ბიჭო, მამა რომ გახდი მე უნდა გითხრა? - ჰკითხა და მის პასუხს დაელოდა.
-რა გავხდი?! - მობილურში ერეკლეს გაოგნებული ხმა გაისმა - იცოდე პირველი აპრილის პონტში თუ მეღადავები წაგაცლი თავს...
-კაი რაიყო გეღადავები... - გაიცინა ბექამ და თან დერეფანში ბოდიალი დაიწყო. - ისე არ გაასწორებდა პირველ აპრილს მამა რომ გამხდარიყავი? - ჰკითხა და ძმაკაცის პასუხს დაელოდა.
-კი გაასწორებდა, მაგრამ რას ვიზავთ... - ამოიოხრა ერეკლემ.
-ისა რა ქვია... გცალია ხო ახლა შენ უკვე...
-ხო, რა ხდება?
-საავადმყოფოში გამო რა, ჩაჩავაში... - უთხრა და თან თავი შეიკავა რომ არ ახარხარებულიყო.
-ჩაჩავაში რა მინდა... ბიჭო ამიხსენი, ვიკამ ბავშვები გააჩინა?! - ტელეფონში ერეკლეს დაბნეული და ცოტა გაბრაზებული ხმა გაისმა.
-ხო შე*ემა გააჩინა აბა რა ქნა! მალე მოდი ახლა გელოდება შენი ცოლი, ყოველ წამს შენ გკითხულობს... - უთხრა და ჩაეღიმა.
-მართლა თუ მატყუებ?! - მაინც ეჭვების ქვეშ იყო მამაკაცი.
-მართლა, მართლა... პირველი აპრილი კია, მაგრამ არ გეღადავები... - უთხრა სერიოზულად თუმცა მაინც გაეცინა ძმაკაცის ორჭოფობაზე, რამაც ერეკლე უფრო დააეჭვა.
-მოვალ ჩაჩავაში, მაგრამ თუ აღმოვაჩინე, რომ მომატყუე სიცოცხლეს გამოემშვიდობე - მოჩვენებითად დაემუქრა მამაკაცი.
-კაი გელოდებით... - ტელეფონი გათიშა და ბავშვებთან დაბრუნდა.
-რაო? - მაშინვე სულმოუთქმელად ჰკითხა ვიკამ.
-ძლივს დავაჯერე რომ მამა გახდა. დაიჟინა პირველი აპრილის პონტში მეღადავებიო - ახარხარდა და სავარძელში მოკალათდა.
-ხომ მოვა? - ინფორმაციის დაზუსტება არჩია გოგონამ.
-კი, და დამემუქრა ტყუილად თუ მომიყვან მანდ ვერ გადამირჩებიო - სიცილს არ წყვეტდა ბექა.
15 წუთში ოთახის კარი განერვიულებულმა ერეკლემ შემოგლიჯა.
-ვიკა! - მაშინვე მისი ძებნა დაიწყო და აჩქარებული ნაბიჯით მიუახლოვდა.
-ერეკლე... - გაუღიმა ბედნიერმა და ნახშირის თვალებში ჩახედა.
-როგორ ხარ ჩემო პატარა? - ჰკითხა მზრუნველად და ტუჩებში ნაზად აკოცა.
-ძალიან კარგად... ბიჭი და გოგო გვყავს... - ახარა ბედნიერად.
-რაა? სად არიან? - იკითხა გაოცებულმა.
-წამო განახო შე*ემა - ფეხზე ბექა წამოდგა სიცილით - რაო, არ გაცოცხლებო?! - მუქარა შეახსენა და ხელი მხარზე დაუტყაპუნა.
-ისე მითხარი მამა გახდიო, რომ მეგონა მეღადავებოდი... - ფეხზე წამოდგა ერეკლე და ძმაკაცს გაუღმა. - ვიკუ, ბავშვებს ვნახავ და ახლავე მოვალ, კარგი? - ჰკითხა თბილად და შუბლზე აკოცა.
-კარგი... - უპასუხა თითქმის ჩურჩულით.
.....................
საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში გამოწერეს. გოგოს მარი დაარქვეს, ბიჭს კი - ნიკოლოზი. მაინცდამაინც ჭირვეულები არ იყვნენ, თუმცა ეს ცალ-ცალკე... ორივე ერთად ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო... ერთის ტირილს მეორე ყვებოდა, მეორეს კი პირველი დაემატებოდა ხოლმე და გამაყრუებელ დუეტებს აწყობდნენ. სახლში ბევრ სტუმარს ერიდებოდნენ, რათა პატარებს რამე ვირუსი არ შეყროდათ. ყოველ დღე მათთან ნაზი მოდიოდა და სახლში მარტო დარჩენილ ვიკას ეხმარებოდა. მაკაც ხშირად სტუმრობდა არასამუშაო საათებში და შვილიშვილებს გაბრწყინებული თვალებით უცქერდა...
...........
ვიკა ერეკლეზე მიხუტებულიყო და გათიშულს ეძინა... მაგრამ ვინ აცადა ძილი... პატარა ნიკუშა აჭიჭყინდა და მთელი ოთახში ტირილით აიკლო. მისმა ჭიჭყინმა მარის გაღვიძებაც განაპირობა და უკმაყოფილო ბავშვი ძმას შეუერთდა. ასეთი დუეტები შუაღამეს ძალიან ხშირი იყო...
-მმმმ... - ამოიზმუვლა ვიკამ უკმაყოფილოდ და ცხვირი მამაკაცის კისერში ჩარგო.
-აუუ... გააჩუმეთ ესენი... - აბუზღუნდა ერეკლეც და ვიკას უფრო მიეხუტა.
-ადე რა დააწყნარე... - უთხრა ნახევრადმძინარემ და იმის მაგივრად, რომ მოშორებოდა, ცალი ხელი კისერზე შემოადო.
-დედა შენ ხარ... - უპასუხა და დაამთქნარა.
-მერე შენ მამა ხარ... - ტუჩები დაბუშტა და ბავშვების ტირილის დაიგნორება სცადა.
-ბავშვებს დედა აწყნარებს - განაგრძო მშვიდი დიალოგი.
-არც მამის დაწყნარებაზე იტყვიან უარს... - შეეპასუხა თვალდახუჭული.
-კაი მიდი რა... ცოდოები არიან ნახე რამდენს ტირიან... - უთხრა ერეკლემ და უბიძგა ადექიო.
-ოოოო... - აბუზღუნდა ვიკა და ფართხუნით მივიდა ბავშვების საწოლებთან. - ჩუუ... არა, დეე... არ იტიროო... ჩუუ... - ნიკუშა ხელში აიყვანა და ნჯღრევა დაუწყო, თან მარის აყვანა სცადა.
-მოდი მოგეხმარო... - ზურგს უკან ერეკლეს ბოხი ხმა გაიგო. მამაკაცმა ერთი ხელი წელზე ნაზად მოხვია, მეორეთი კი საწოლიდან მარი აიყვანა და გულზე მიიკრა. - აბა ახლა ტირილს პირველი რომელიც შეწყვეტს და მამიკოს დაძინების საშუალებას მისცემს კარგი ბავშვი იქნება და ხვალ კანფეტს ვაჭმევ... - მარის ნჯღრევას შეუდგა და თან ბავშვებისთვის ცრუ დაპირებების გაცემა დაიწყო.
-იციან რომ ატყუებ - აკისკისდა ვიკა.
-არადა ადრე ჭრიდა... - დაფიქრდა მამაკაცი.
-კი, ნახევარი საათის შემდეგ - შეეპასუხა სიცილით.
-მაშინ ახალი ტყუილი მჭირდება - თქვა ერეკლემ - ბუა არ წავა? - ჰკითხა ვიკას და წარბი ეჭვით აზიდა.
-შენც პატარა ბავშვივით მყავხარ რა - გაუცინა, ცალი ხელით სახეზე მოეფერა და ტუჩებში ნაზად აკოცა.
-რა პატარა ბავშვი გოგო, ეს ორი ჩემი გაკეთებულია - ამაყად გაეჯგიმა ცოლს.
-გირჩევნია მარი დაამშვიდო - გამოაფხიზლა და თვითონ ნიკას დაწყნარება განაგრძო - აუ რა დამღლელია რაა... - აწუწუნდა ძალაგამოცლილი გოგონა.
-ეს ჩვენი ახალი ცხოვრებაა... - გაუღიმა მამაკაცმა, გოგონა ტანზე აიკრა და ბაგეებზე ნაზად დაეწაფა...

საწოლის დედოფალი (15 ნაწილი - დასასრული)

...............
ესეც ისტორიის დასასრული...
ძალიან მიყვარხართ ბავშვებო! მიხარია, რომ კიდევ რამდენიმე უსაყვარლესი მკითხველი გავიცანი ამ ისტორიით. ისეთი თბილები და ტკბილები ხართ ყველა, რომ ჩემი სიყვარული როგორღა გამოვხატო არ ვიცი... ამას მხოლოდ კარგი ისტორიების წერით თუ მოვახერხებ და იმედია მალე ამასაც შევძლებ. ამაზე ბევრად უკეთეს ისტორიებს იმსახურებთ და აუცილებლად შევეცდები უფრო და უფრო კარგები დაგიწეროთ...
იმედი მაქვს ისტორია მოგეწონათ და ისიამოვნეთ!
როგორც ყოველთვის, ველი შეფასებას ჩემო ძვირფასებო!..



№1  offline წევრი kora

ძალიან თბილი დასასრული იყო love სიტყვები არ მყოფნის, საოცრად თბილი და საინტერესო ისტორია იყო, მადლობა ავტორს love
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი ანკა

kora
ძალიან თბილი დასასრული იყო love სიტყვები არ მყოფნის, საოცრად თბილი და საინტერესო ისტორია იყო, მადლობა ავტორს love

პირიქით, მადლობა შენ საყვარელო, რომ დააკომენტარე love ძალიან გამახარე love love love

 


№3  offline მოდერი ანკა

nirvana99
ვაიმეე საოცრება ხააარ!! რა მაგრად წერ. ძაალიან კარგი გოგო ხარ. აქამდე კომენტარს ვერ ვტოვებდი, რაღაც მიზეზების გამო.მაგრამ ახლა როგორც იქნა მოვახერხე. ამ ისტორიებით ისე შემაყვარე თავიი. love
ფეისბუქი გაქ? მინდა რომ უკეთ გაგიცნო love love love

მთავარია ახლა გამახარე საყვარელო love love love ფეისბუქზე "ანკა ანკა"-თი მომძებნე love მეც სიამოვნებით გაგიცნობდი love love love

 


№4  offline წევრი მარუშკა

ანკააა პირველი ვაააარ!! ურააა❤️❤️❤️❤️ ნუ მოკლედ, სასწაული გოგო რომ ხარ, მაგას აღარ გაგიმეორებ, ჩემზე კარგადაც იცი❤️❤️ მალე დაიწყე ახალი ისტორიის წერა და გამახარეეეე, დღეს კიდევ ერთხელ გამახარეეეე... სხვაგან გადავედი, anyways, ძალიამ კარგი ხაარ❤️❤️❤️

ნახე:(( ცუდები:(( მე მეგონა პირველო ვიყავი❤️❤️❤️ :დდდ

 


№5  offline მოდერი ანკა

მარუშკა
ანკააა პირველი ვაააარ!! ურააა❤️❤️❤️❤️ ნუ მოკლედ, სასწაული გოგო რომ ხარ, მაგას აღარ გაგიმეორებ, ჩემზე კარგადაც იცი❤️❤️ მალე დაიწყე ახალი ისტორიის წერა და გამახარეეეე, დღეს კიდევ ერთხელ გამახარეეეე... სხვაგან გადავედი, anyways, ძალიამ კარგი ხაარ❤️❤️❤️

ნახე:(( ცუდები:(( მე მეგონა პირველო ვიყავი❤️❤️❤️ :დდდ

არაუშავს საყვარელოოო <3 მაგას მნიშვნელობა არ ააქვს love ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო უზომოდ მიყვარხარ love თბილი და ტკბილი მყავხარ!!! love

 


№6  offline წევრი გიჟი გოგონა :)

უიჰუუ რა მაგარი იყო აუ მეორე ნაწილიც მინდა რა wink მარისი და ნიკასი wink wink

 


№7  offline მოდერი ანკა

გიჟი გოგონა :)
უიჰუუ რა მაგარი იყო აუ მეორე ნაწილიც მინდა რა wink მარისი და ნიკასი wink wink

მაგაზე არ მიფიქრია wink ეგეც საინტერესო იქნება wink მიხარია რომ მოგეწონა love love love

 


№8  offline წევრი milangirl

Dzalian kargi dasasruli iyo, Iistoriaze agarapers vambob. Dzalian kargad wer da imedia male
dagvibrundebi

 


№9  offline მოდერი ანკა

milangirl
Dzalian kargi dasasruli iyo, Iistoriaze agarapers vambob. Dzalian kargad wer da imedia male
dagvibrundebi

შევეცდები საყვარელო love love love დიდი მადლობაა love

 


№10 სტუმარი Natia

me Didi xania tqveni mkitxvelii varrr.... Magram Es Chemi pirveliiii komentariaaa.... Minda warmatebebii gisurvoo chemo kargooo.... Velodebiiii axal sainteresoo ,,istoriebs''.....

 


№11 სტუმარი sali)

Wow dzalian magari dasasrulii ikoo....dzalian magari gogoo xarr..darwmunebuli var kidev bevrjer gagvaooceb shen ertgul mkitvelebs ,,,da isic viici rom sul male axali magari istoorit dagvibruundebii.. mikvarxar dzalian dzalian da ufro metiic ukve vgijdebi shenzee

 


№12  offline წევრი მარუშკა

მეც ძალიაააან❤️❤️ ხოდა, არ მოგვაწყინოოოო, მალე გაგვახარე ახალი ისტორიიით❤️❤️❤️

 


№13  offline წევრი nini abashidze

Vaimeeeee chemi gogo ra tbili dasasruli iko.ratqmaumda guli damwyda rom damtavrda,magram ubednieresi var imit rom shen am istoriit dzalian shrmayvare tavi da tan yvelaze dzalian es istoria miyvars da ratqmaunda shenc miyvarxar dzalian <3 sheni ertguli mkitxveli varrr <3 xoda ar mogvawyinooo da axali istoriit dagvibrundi maleee :** Miyvarxar uzomoddd <3

 


№14  offline მოდერი ანკა

როგორც კი მუზას მოვენატრები და მომაკითხავს, მაშინვე ახალი ისტორიის წერას დავიწყებ ჩემო საყვარლებო! love love love უბედნიერესი ვარ, რომ ამ ისტორიამ ახალი და ასეთი საყვარელი მკითხველი შემძინა love თქვენც ჩემი ტკბილები და თბილები გახდით და ძალიან შემიყვარდით!!! love love love მგონი ყველას უნდა დაგიაროთ და სიყვარული აგიხსნათ :დდ love
მიყვარხაართ უზოომოოოდდდ!!!!!!! love love love love love

 


№15  offline წევრი TIME

anka dzalian kargi da tkbili dasasruli iyoo ♥♥♥warmatebebi minda gisurvo dzalian dadebito da pozitiuro adamianoo♥♥♥

 


№16  offline მოდერი ანკა

TIME
anka dzalian kargi da tkbili dasasruli iyoo ♥♥♥warmatebebi minda gisurvo dzalian dadebito da pozitiuro adamianoo♥♥♥

უღრმესი მადლობა ძვირფასოო <3 <3 <3 ძალიან შემიყვარდი, შენც უთბესი და უტკბესი ადამიანი ხარ love love love

 


№17 სტუმარი Xatia

Mewyina rom dasrulda :'( chemi sayvareli istpria iyooo ♥♥♥♡♡♡♥♥

 


მე გითხარი გააგრძელე-მეთქი და არა 3 თავში დაასრულეთქოო <3 აიი საღოლლ ძალიან მომეწონაა <3 ველი შემდეგს <3 love

 


№19  offline წევრი nini :)

ვერ ავგწერ როგორ მომეწონა ძალიან მაგარი იყო

 


№20  offline მოდერი ანკა

Xatia
Mewyina rom dasrulda :'( chemi sayvareli istpria iyooo ♥♥♥♡♡♡♥♥

ძალიან მიხარია საყვარელო, რომ მოგეწონა love love love
მეფის დედოფლის პოეზია
მე გითხარი გააგრძელე-მეთქი და არა 3 თავში დაასრულეთქოო <3 აიი საღოლლ ძალიან მომეწონაა <3 ველი შემდეგს <3 love

დიიიდიიიი მადლობაა love love love
nini :)
ვერ ავგწერ როგორ მომეწონა ძალიან მაგარი იყო

მადლობა საყვარელო, ძალიან გამახარეე love love love

 


№21 სტუმარი განსხვავებული

ააააააააუუუf რამაგარი იყო აი არ ვიცი როგორ გადმოგცე რას ვგრძნობდი ამის წაკითხვისას თავიდანვე ვკითხულობდი და მომწონდა მაგრამ ვერ ვაკომენტარებდი. აი მაგარი იყო რა მაგრად მომეწონა.
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡
მიყვარხართ შენც და შენი ისტორიაც
-------------
ველი ახალ ისტორიას და იმედია ისიც ასეთივე კარგი იქნება♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

ააააააააუუუf რამაგარი იყო აი არ ვიცი როგორ გადმოგცე რას ვგრძნობდი ამის წაკითხვისას თავიდანვე ვკითხულობდი და მომწონდა მაგრამ ვერ ვაკომენტარებდი. აი მაგარი იყო რა მაგრად მომეწონა.
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡
მიყვარხართ შენც და შენი ისტორიაც
-------------
ველი ახალ ისტორიას და იმედია ისიც ასეთივე კარგი იქნება♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

მაპატიე რა ტელეფონის სენ გამიფუჭდადა: ერთიდა იმავე რამოდენიმეჯერ დაწერა:(

 


№22  offline წევრი jilda666

Mteli amxnis ganmavlobashii vkitxulobdi da sul moutmenlad velodebodi shemdeg tavs.. aii umagresi iyoo. Dzalian nichieri xar.. sityvebi ar myofniis dasasruls uketes verc moifikrebda veraviin... saagol umagresi gogo xar:* <3

 


№23  offline წევრი lamazmani

Ai saocreba iyo ai dzaan magari saocreba xar umagresi gogo dzalian nichieri ar ici rogor vgijdebi shenze da shen istoriebze ai chkua meketeba sul moutmenlad velodebi xolmr rodis daideba da ro daideba da rom vnaxulob sixarulit mecxre caze var rxla rom morcha da damtavrda raga meshveleba? Ro vegar wavikitxav momenatreba vika da erekle gansakutrebit kai istoria iyo kai ki ara umagresi da dzaan magari dasasrulit ise nikas da maris istoria magari iqnrboda da gamixardeba tu amat istoriasac dawer kai dasasruli qonda da magari iyo umagresi gogo xar ai dzaan magari da didi xani ar gbalodino icode tore ver gadamirchebi male dagvibrundi axali istoriit da gagvaxare didi sixarulit davelodebi da imedia male dabrundebi mokled veli axal istorias magari gogo xar umagresi da dzaan miyvarxarrrrrr :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-*

 


№24  offline მოდერი ანკა

განსხვავებული
ააააააააუუუf რამაგარი იყო აი არ ვიცი როგორ გადმოგცე რას ვგრძნობდი ამის წაკითხვისას თავიდანვე ვკითხულობდი და მომწონდა მაგრამ ვერ ვაკომენტარებდი. აი მაგარი იყო რა მაგრად მომეწონა.
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡
მიყვარხართ შენც და შენი ისტორიაც
-------------
ველი ახალ ისტორიას და იმედია ისიც ასეთივე კარგი იქნება♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

ააააააააუუუf რამაგარი იყო აი არ ვიცი როგორ გადმოგცე რას ვგრძნობდი ამის წაკითხვისას თავიდანვე ვკითხულობდი და მომწონდა მაგრამ ვერ ვაკომენტარებდი. აი მაგარი იყო რა მაგრად მომეწონა.
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡
მიყვარხართ შენც და შენი ისტორიაც
-------------
ველი ახალ ისტორიას და იმედია ისიც ასეთივე კარგი იქნება♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

მაპატიე რა ტელეფონის სენ გამიფუჭდადა: ერთიდა იმავე რამოდენიმეჯერ დაწერა:(

უღრმესი მადლობაა love love love
jilda666
Mteli amxnis ganmavlobashii vkitxulobdi da sul moutmenlad velodebodi shemdeg tavs.. aii umagresi iyoo. Dzalian nichieri xar.. sityvebi ar myofniis dasasruls uketes verc moifikrebda veraviin... saagol umagresi gogo xar:* <3

ძაალიან დიდი მადლობა საყვარელოოოlove love love
lamazmani
Ai saocreba iyo ai dzaan magari saocreba xar umagresi gogo dzalian nichieri ar ici rogor vgijdebi shenze da shen istoriebze ai chkua meketeba sul moutmenlad velodebi xolmr rodis daideba da ro daideba da rom vnaxulob sixarulit mecxre caze var rxla rom morcha da damtavrda raga meshveleba? Ro vegar wavikitxav momenatreba vika da erekle gansakutrebit kai istoria iyo kai ki ara umagresi da dzaan magari dasasrulit ise nikas da maris istoria magari iqnrboda da gamixardeba tu amat istoriasac dawer kai dasasruli qonda da magari iyo umagresi gogo xar ai dzaan magari da didi xani ar gbalodino icode tore ver gadamirchebi male dagvibrundi axali istoriit da gagvaxare didi sixarulit davelodebi da imedia male dabrundebi mokled veli axal istorias magari gogo xar umagresi da dzaan miyvarxarrrrrr :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-* :-*

ჩემი გოგოოოlove love love ვგიჟდები შენზე საყვარელო love ყველაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ love აიი ძალიან მაგრად მიყვარხარ!!! love love love

 


№25  offline წევრი Ignifex

ეს რა ტკბილი დასასრული იყო! გემრიელი! ბევრჯერ მითქვამს,რომ მომწონს ეს ისტორია და ახლაც იმავეს გავიმეორებ <3 საოცრად ვიხალისე,გავიღიმე,გავიცინე...შემიყვარდა!:D საყვარელი იყო <3 მართლა არ ვიცი რა დავწერო,მიხაროდა ეს ისტორია. ყოჩაღ შენ!
P.S საცივი მომინდა. :D

 


№26  offline მოდერი ანკა

Ignifex
ეს რა ტკბილი დასასრული იყო! გემრიელი! ბევრჯერ მითქვამს,რომ მომწონს ეს ისტორია და ახლაც იმავეს გავიმეორებ <3 საოცრად ვიხალისე,გავიღიმე,გავიცინე...შემიყვარდა!:D საყვარელი იყო <3 მართლა არ ვიცი რა დავწერო,მიხაროდა ეს ისტორია. ყოჩაღ შენ!
P.S საცივი მომინდა. :D

აჰაჰაჰ wink ნაზი მაგარ საცივს აკეთებს wink
დიდი მადლობა საყვარელო, ძალიან გამახარე love

 


№27  offline წევრი psychosocial

უბრაალოოდ შესანიშნააავი იყო love

 


№28  offline მოდერი ანკა

psychosocial
უბრაალოოდ შესანიშნააავი იყო love

ძალიან დიდი მადლობაა <3 love

 


№29 სტუმარი nina(nina)

აუ ძალიან საყვარლობაა.საოცრად მომეწონა.კარგი წყვილია განსხვავებული სიყვარულის ისტორიით და რავი სიტყვები არ მყოფნია იმის სათქმელად თუ რამხელა სიამოვნებას ვღებულობ შენი ისტორიების კითხვის დროს.დასასრულიც ძალიან საყვარლობაა.საოცრად მომეწონა ყველა პერსონაჟი <3 <3 <3 <3

 


№30  offline მოდერი ანკა

nina(nina)
აუ ძალიან საყვარლობაა.საოცრად მომეწონა.კარგი წყვილია განსხვავებული სიყვარულის ისტორიით და რავი სიტყვები არ მყოფნია იმის სათქმელად თუ რამხელა სიამოვნებას ვღებულობ შენი ისტორიების კითხვის დროს.დასასრულიც ძალიან საყვარლობაა.საოცრად მომეწონა ყველა პერსონაჟი <3 <3 <3 <3

Madlobaa ♡♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent