შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...{35}--{40}


8-09-2015, 19:36
ავტორი Anonymous^^
ნანახია 2 029

{35}
-გული გაუჩერდა..-ექიმი წამით შეჩერდა და შემდეგ ისევ განაგრძო.-მაგრამ არ ინერვიულოთ,დიდი ძალისხმევის შედეგად ელექტროშოკით მისი გულის მუშაობა მწყობრში ჩადგა.
-მადლობა ღმერთს-თვალები გაუბრწყინდა სოფიოს.-ახლა როგორ არის?
-კარგადაა,უკვე პალატაში გადმოვიყვანეთ.-გაუღიმა მათ ექიმმა-მალე გაიღვიძებს და შეგეძლებათ ინახულოთ,მაგრამ არ გადაღალოთ.
კატო და ნიკუშა ერთმანეთს მოეხვია.სანდრომ ღრმად ამოისუნთქა.ღიმილიანი სახეებით უცდიდნენ ელის გაღვიძებას.
-ელიზაბეტ ასლანიკაშვილის მშობლებს შეგიძლიათ ქალიშვილის ნახვა-აცნობა მათ ექთანმა.
-უკვე გაიღვიძა?-ჰკითხა მას სოფიომ.-სხვებს არ შეუძლიათ მისი ნახვა?
-კი თანდათან გამოდის ნარკოზიდან.-აუხსნა ექთანმა.-კი,მაგრმა პირველი თქვენ შედით და არ გადაღალოთ.არც ბევრი ისაუბროს.
-კარგით,კარგით-დათანხმდა ირაკლი.-რომელ პალატაშია?
-გამომყევით-წინ წაუძღვა მათ ექთანი და ელის პალატაში შეიყვანა.ისინი ნელა მიუახლოვდნენ შვილს.მამას თავზე ხელი გადაუსვა,მამამ კი შუბლზე აკოცა.
-დედა..-აღმოხდა ღონემიხდილ ელის.-მამა..
-ჰო აქ ვართ,ჩემო ლამაზო-გაუღიმა ირაკლიმ.
-არ ილაპარაკო,დე-გააჩუმა სოფიომ.-რამდენი გვანერვიულე,ჩემო გოგო.შენი მეგობრებიც აქ არიან,Lukeც და სანდროც.ისინიც შემოვლიან ცოტახნით.
"რაა?სანდროც აქ არის?ვითომ ძაან აინტერესებდეს ჩემი მდგომარეობა."-ფიქრობდა გულში.
-ელიზაბეტ,ჩვენ ახლა გავალთ-უთხრა ირაკლიმ.-მეგობრებასც უნდათ შენი ნახვა,მაგრამ არ გადაიღალო.ხვალ სახლში წაგიყვანთ.
-სახლში?-წამოიყვირა სოფიომ.-ჯერ უნდა გამოკეთდეს.აქ ალბათ კიდევ რამდენიმე დღე დარჩება.
-სოფიო,საყვარელო,ექთანს სახლში წავიყვანთ და ოჯახის ექიმიც შეამოწმებს მის მდგომარეობას.ჩვენ უფრო მივხედავთ და მალე გამოვაჯანმრთელებთ.
-მართალი ხარ,ასე აჯობებს-სოფიომ შვილს აკოცა-მაშინ წავალთ ახლა ჩვენ.
-კატო და ნიკუშა შემოვიდეს რა-მიაძახა ელიზამ.
ირაკლიმ და სოფიომ კარი ფრთხილად გაიხურეს."არა სანდრო აქ არ უნდა ამოვიდეს,შანსი არაა,არ მინდა მისი ნახვა."ფიქრებში გართულიყო,როცა ნიკუშა და კატო შემოვიდა.
-ელიი-გახარებულო გამოექანა კატო და დაქალს მოეხვია.
-ჩემო გოგო-ჩვეულებისამებრ შუბლზე აკოცა ნიკამ.-როგორ ხარ?
-კარგად,ნიკუშ-გაუღიმა ელიმ.-ის მართლა აქ არის?
-კი ბრძანდება-თავი დაუქნია კატომ.
-არ მინდა მაგის ნახვა.-ნიკუშას გახედა ელიზამ.
-ჰოდა არც ნახავ-ლოყაზე უჩქმიტა მან.-არ ამოვუშვებ,ნუ ნერვიულობ.
-აუ ამდენს ნუ ლაპარაკობ რა,ექიმმა არ შეიძლებაო-უსაყვედურა კატომ დაქალს.
-აუ ძაან მიყვარხართ-კატოს გამაფრთხილებელ სახეს შეხედა ელიმ.-ჰო კაი,კაი ჩუმად.ერთი ჩამეხუტეთ რა,ისე ვარ თითქოს საუკუნეა არ გვინახავს ერთმანეთი.
-მოდი მოდი-გაეცინათ ნიკუშას და კატოს.
ორივე ერთად მოეხვია ბავშვობის მეგობარს.სამი სხეული განუყრელად შეწებებულიყო.
-ირაკლიმ თქვა ხვალ სახლში წავიყვანო-თქვა ბოლოს კატომ.
-ჰო-დაეთანხმა ელი.-აუ კაია,მინდა სახლში.
-ერთი წუთითაც არ მოგშორდები-ისევ მოეხვია კატო.
-კაი,დაისვენე მაშინ ახლა-წელში გასწორდა ნიკუშა.-გავთ ჩვენ.Luke შემოვიდეს რა,ძაან ნერვიულობს.
-კი,კი-თავი დააქნია ელიმ.
-სხვათაშორის ეგ სანდრო დანელია იყო სისხლი,რომ გადაგისხა.-ჩუმად ჩაჩურჩულა კატომ ყურში და ნიკუშას გაყვა.
-ჰაა?-გაკვირვება ვერ დამალა ელიზაბეტმა.
ცოტახნით ისევ მარტო დარჩა."სისხლი მართლა გადამისხა?მე კიდევ უსამართლოდ ვექცევი,მაგრამ ერთ დროს ისიც უსამართლო მომექცა..არაა,არა..მან ფაქტიურად სიკვდილს გადამარჩინა..აუ არვიცი.."ფიქრი Lukeმ გააწყვეტინა.
-ელა,თავს როგორ გრძნობ?-ხელზე აკოცა მან.
-მადლობა,Luke,უკეთესად ვარ-გაუღიმა ელიზამ.
-ძალიან ვინერვიულეთ-ჩამოჯდა Luke-ეს როგორ მოხდა?საჭე ვერ დაიმორჩილე თუ მოწყობილი იყო?
-არა,არა,მოწყობილი არ იყო,მაგრამ კარგად არ მახსოვს.-გახსენებას შეეცადა.
-დარწმუნებული ხარ?-კვლავ ჰკითხა მან.
-კი,სავსებით-მოთენთილობას გრძნობდა ელი.
-უი,მაპატიე,დასვენება გჭირდება,მე კიდე კითხვები დაგაყარე-მოუბოდიშა Lukeმ.
-არაუშავს-დაამშვიდა ელიზაბეტმა.-Luke,ძალიან დაღლილი და მოთენთილი ვარ,მეძინება მაგრად და დღეს მეტი მნახველის მიღება აღარ შემიძლია,აღარავინ შემოვიდეს რა..
-იმის ნახვა არ გინდა ხო?-მიხვდა ის.-თუ გაწუხებს მითხარი და..
-არა იყოს,Luke-შეაწყვეტინა ელიმ.-მადლობა,უბრალოდ მეძინება.
-კარგი,მეც გავალ-დაემშვიდობა Luke-ხვალ ისევ გნახავ.
-Luke-შეაჩერა ელიზამ.-ერთი წუთით რა.-პატარა ფურცელზე რაღაც დაწერა და Lukeს გაუწოდა.-შეგიძლია ეს სანდროს გადასცე ისე,რომ არავინ დაგინახოს?
-რა თქმა უნდა-ფურცელი გამოართვა მან და პალატიდან გავიდა.

{36}
-ვიცი ეს განგებ გააკეთა-მანქანაში ჩაჯდა სანდრო.-ვითომ ეძინებოდა,არადა ჩემი ნახვა არ უნდოდა.
-არვიცი-მხრები აიჩეჩა თემომ და ისიც მანქანაში ჩაჯდა.-ბიჭო,როგორი რთული ოპერაცია გადაიტანა და არ მოითენთებოდა?
-კი,მაგრამ მაინც და მაინც ჩემი შესვლის დროს დაიღალა?-მაინც თავისას გაიძახოდა ის-ისე მართალიცაა...
სანდომ თემო სახლში მიიყვანა,თვითონ კი ისევ აგარაკზე დაბრუნდა.უჯრიდან პატარა დღიური ამოიღო და სავარძელში ჩაჯდა.
პირველ გვერდზე ლამაზი კალიგრაფიით ეწერა "ელიზაბეტ ასლანიკაშვილის დღიური."ელი მასში ყოველდღიურ ამბებსა და მის გრძნობებს არ აღწერდა.დღიური მისი მოკლე ბიოგრაფიით იწყებოდა,ყოველ ახალ გვერდზე მისი სურვილი თუ ოცნება ეწერა.ბოლოს მითითებული იყო წარმოების თარიღებიც.როგორც ჩანს,ელიმ დღიური 11-12 წლის ასაკში გახსნა.სურვილებთან ერთად ეწერა:საყვარელი ფერი-"ყველა ფერი მიყვარს."საყვარელი ყვავილი-"თეთრი ვარდი." და მრავალი სხვა.
სანდრო დღიურს მთელი დღე კითხულობდა.
-ყველაფერი გასაგებია,ელი-დახურა დღიური-ამ ოცნებებს რეალობად გიქცევ.ყველაფერს შენი სურვილების მიხედვით გავაკეთებ.ჯერ ძაღლით დავიწყებ.
თავში უამრავი აზრი უტრიალებდა,გეგმებს აწყობდა..უეცრად რაღაც გაახსენდა.
-ნეტა იმ იდიოტმა რა მომცა?!-ჯიბეში ფურცელს დაუწყო ძებნა,ამოიღო და გაშალა.-"დიდი მადლობა,სანდრო.შენ მე ფაქტიურად სიკვდილს გადამარჩინე.ვიცი მიხვდი,რომ ეს განგებ გავაკეთე,მაგრამ იმედია გესმის ჩემი.ისე რა მოხდა,ბრძოლა გადაწყვიტე?მაშინ ჩაგეთვალა.არვიცი დასახულ მიზანს მიაღწევ თუ არა,მაგრამ ასეთი საქციელი უფრო მისაღებია...ელი..."-კი,ელი,მესმის შენი..მართალი ხარ,ჩემი სიყვარულისთვის ბრძოლა გადავწყვიტე...

{37}
კატომ და ნიკუშამ ელის ოთახი ლამაზად გააფორმეს,ახლა კი მისაღებ ოთახში მშვიდად ისხდნენ და მეგობარს ელოდებოდნენ.მანქანის ხმაც გაისმა.ორივე გარეთ გაცვივდა.ნიკუშამ კარი გააღო,ელი ფრთხილად აიყვანა ხელში.ნელა აიარა კიბის საფეხურები და ოთახში შეიყვანა.
-აბა როგორ მოგწონს?-გაუღიმა მან.
-აუუ ძაან მაგარია-მოეწონა ელის.-მადლობა,როგორ მიყვარხართ,ეე.
ნიკუშამ საწოლზე დააწვინა და თვითონაც ჩამოჯდა.
-რამე ხო არ გტკივა?-ჰკითხა კატომ.
-არა,კარგად ვარ-დაამშვიდა დაქალი.
-ახლავე რამე გემრიელს მოგიმზადებ-უთხრა სოფიომ და ოთახიდან გავიდა.
-მე ოფისში უნდა წავიდე-თქვა ირაკლიმ.-ელიზაბეტ,რამე წამოგიღო?
-არაფერი,მაამ-თავი გააქნია ელიზამ.
-თუ რამე დამირეკე-შვილს აკოცა და ყველას დაემშვიდობა.
-თავს როგორ გრძნობ?-ჰკითხა ახლა ექთანმა.
-კარგად-უპასუხა ელიმ.
-ქვემოთ ვიქნები,ცოტახანში წამალს დაგალევინებ.ბევრი არ ისაუბროთ-გააფრთხილა მეგობრები.
-აუ აქამდე სოფიო,ახლა ესეც დამემატა.ლაპარაკიც დამიშალეთ,აბა რაა-თქვა ელიმ,როცა ექთანი ოთახიდან გავიდა.
ნიკუშას და კატოს გაეცინათ.
-დარწმუნებული ვარ,მინიმუმ ერთი კვირა სახლში გამომკეტავენ-ისევ წუწუნებდა ელიზა.
-მთავარია კარგად იყო-უთხრა ნიკუშამ.-და თუ გინდა პარკსაც აქ მოგიტან,კაფესაც,ბარსაც და ვაფშე ყველაფერს.
-ეჭვიც არ მეპარება-ხელი გაჰკრა მხარზე.
კატო ელის ბალიშს უსწორებდა,როცა Luke შემოვიდა.
-ელა,როგორ ხარ?-ჰკითხა მან და ლამაზი თაიგული გაუწოდა.
-კარგად-გაუღიმა ელიმ და ყვავილები გამოართვა.-რა ლამაზიაა,მადლობა.
-თქვენ როგორ ხართ?-მიუბრუნდა ნიკუშას და კატოს.
-ჩვენც კარგად-ორივეს მაგივრად უპასუხა ნიკამ.
-უჩემოდ გაიცანით ხო ერთმანეთი?-გაეცინა ელის.
-ცუდ ვითარებაში,მაგრამ მაინც-გაუღიმა Lukeმ.
ელის ავარიაზე ყველაფერი გამოკითხეს.მან გონება დაძაბა,თუმცა ვერაფერი გაიხსენა.ყველა სულგანაბული ელოდა მის პასუხს,როცა ქვემოდან სოფიოს ხმა შემოესმათ-ელიზაბეტს ფრთხილად თუ ჩამოიყვანთ ყველამ ერთად ვივახშმოთ.
-კიდევ კარგი,ადგომის უფლება მაინც მომცეს.-გაეცინა ელიზას.
Luke ფეხზე წამოვარდა,რათა ხელში აეყვანა,მაგრამ ნიკუშამ დაასწრო.კატომ კარი გაუღო და ყველა ერთად ჩავიდა ქვემოთ.ირაკლიც შემოუერთდათ.ივახშმეს ელი ისევ ნიკუშამ ოთახში დააბრუნა.
-უკვე გვიანია-თქვა მან-დაისვენე და ხვალ ისევ მოვალთ.
-ტკბილი ძილი,ელლ-აკოცა კატომ.
-მეც იგივეს გისურვებ-დაემშვიდობა Lukeც.
მათი წასვლისთანავე ელიზაბეტს ექთანმა წამალი დაალევინა,ბოლოს ისიც გავიდა.ელი მარტო დარჩა,ჯერ არ ეძინებოდა.ფიქრებს მიეცა.კვლავ ეცადა ავარიის მიზეზის ვახსენებას.ჭერს ახედა და გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა.საწოლზე წამოჯდა."სანდრო?..ეს საიდან მოაფიქრდა?"თვალებს არ უჯერებდა.თითქოს ჭერს კი არა ცას უყურებდა...ვარსკვლავებით მოჭედილ ცას...როგორ ძალიან უყვარდა.
უეცრად აივნის კარი გაიღო და ელიმ ნაცნობი სილუეტი დაინახა.
-საღამომშვიდობის-გაისმა ნაცნობი ხმა.
-ეს შენ გააკეთე?-ჰკითხა ელიმ.
-რა იყო არ მოგწონს?-საწოლთან სკამი მიიწია და დაჯდა.
-საიდან მოგაფიქრდა?-კვლავ ჰკითხა ელიზამ.
-თუ არ მოგწონს მოვხსნი-უპასუხა მშვიდად.-ჩემი მოქმედები მაინც არ მოგწონს.
-შენი მოქმედებები დიდი ხანია არ მომწონს და ეს შენც კარგად იცი.-დაწვა ელი.
-და ესეც არ მოგწონს-არ ეშვებოდა ის.
-არა ეს მომწონს-თვალს არ აშორებდა ჭერს.
-ვიცოდი-სანდრომაც ჭერს ახედა.
-რა იცოდი?-მისკენ თვალი გააპარა ელიმ.
-რომ მოგეწონებოდა-სკამზე გადაწვა სანდრო.-ეს ყველაფერი არ არის.კიდევ მაქვს რაღაც.
-რა?-დაინტერესდა ელი.-იცი რა ტყუილად წუხდები.
-საიდან მოიტანე რომ ვწუხდები?!-ადგა და აივნისკენ წავიდა.
პატარა ყუთი შემოიტანა და ელის საწოლზე ფრთხილად მოათავსა.ელიზაბეტმა ყუთში ჩაიხედა.მისმა დანახვამ ღიმილი გამოიწვია,მაგრამ თავი შეიკავა.ძაღლი ფრთხილად ამოიყვანა და თავზე ხელი გადაუსვა.
-ეს..-ჩაახველა ელიმ.-შეგიძლია უკან წაიყვანო.
-არა,მას უკვე ჰყავს თავისი პატრონი-შეეწინააღმდეგა სანდრო.
-კარგი არჩევანია,საყვარელი ძაღლია-სერიოზული ტონით უთხრა ელიზამ.-მაგრამ კარგად მოუარე.
-ეგ ძაღლი შენია და როგორც გინდა ისე მოუარე-მბრძანებლური ტონი მიიღო მან.-კი,ნამდვილად,boo მართლაც ყველაზე საყვარელი ძაღლია.
-საიდან იცი ჩემი საყვარელი რაღაცეები?-დაიბნა ელი.-ჯერ თეთრი ვარდები,მერე ეს ჭერი,ახლა boo.
-ვიცი რა-მოკლედ მოუჭრა სანდრომ.
-მართლა ვერ ვხვდები საიდან იცი,მაგრამ ამ ძაღლი აქ ვერ გავაჩერებ.-ყუთში ჩასვა ძაღლი.
-ვითომ რატომ?-წარბი აწია მან.
-ჯერ ერთი სოფიო ძაღლებს ვერ იტანს და მეორეც დუდისთან ერთად ვერ გავაჩერებთ-აუხსნა ცივად.
-აბა ქუჩაში ხომ არ დავტოვებ?-ყუთს დახედა სანდრომ.
-ქუჩაში?ღადაობ?-წამოიყვირა ელიმ.-ცოდოა.ისე ერთი რაღაც მაინტერესებს.
-კი ცოდოა-დაეთანხმა ის.-რა გაინტერესებს?
-ეს რატომ მაჩუქე?-ანიშნა ძაღლზე.
-ვიცი,რომ boo გიყვარს და ვიფიქრე გაუხარდებათქო-აუხსნა მან.
-აამ..მერე ქუჩაში თუ დატოვებ როგორ ფიქრობ არ მეწყინება?-თვალები დაავიწროვა ელიზაბეტმა.
-კი,გეწყინება,ვიცი-დაეთანხმა კვლავ.-აბა სად წავიყვანო?
-ესეიგი გინდოდა ჩემი გახარება,მაგრამ აკეთებ საპირისპიროს.არც არის გასაკვირი-ბალიში გაისწორა ელიმ.
-ანუ აქ სოფიოს და გიოს გამო ვერ გააჩერებ?-ჰკითხა სანდრომ.
-ჰო-თავი დაუქნია მან.
-და ისე გინდა რომ გყავდეს?-ჰკითხა ისევ.
-ჰმმ-ჩაფიქრდა ელი.-რატომაც არა.
-კარგი,თუ ეგრეა-ფეხზე წამოდგა სანდრო.-ჩემთან წავიყვან,მოვუვლი და როცა ერთად ვიცხოვრებთ იქ გვეყოლება.
-ჰაა?-წამოიკივლა ელიზამ.-იოცნებე დანელია,ვერასდროს გაპატიებ.
-მართლა?აბა სად გაქრა ის ელიზაბეტი,რომელიც სიძულვილით სავსე თვალებით მიყურებდა და ოფიციალურად მომმართავდა?-თვალი ჩაუკრა სანდრომ.
"მართლა სად გაქრა? ის შურისძიების დაუოკებელი სურვილი სად გაქრა?ნუთუ ის მე ისევ..არა,არა..გამორიცხულია..ვერ ვაპატიებ."
ელი თავის თავს ელაპარაკებოდა,სანდრო კი პასუხს ელოდა.მისმა ჩახველებამ ელიზაბეტი ფიქრებიდან გამოიყვანა.
-წადი..-სხვა ვერაფერი უპასუხა.-გთხოვ,წადი და გახოვდეს ვერასდროს გაპატიებ.
-არ წავალ-საწოლზე ჩამოჯდა ის.-ჯერ ჩემ კითხვებზე მიპასუხე.
-ვერ გიპასუხებ.-ამოილუღლუღა მან.-მაგრამ ვერც გაპატიებ.არც მე ვიცი სად ჯანდაბაში გაქრა...არვიცი..უბრალოდ მინდა,რომ წახვიდე.
-ელი..-სანდრო დაიხარა და საფეთქელთან აკოცა.მისი სურნელით ფილტვები აივსო.-რატომ გინდა ჩემი წასვლა?ერთადერთი შანსი მომეცი გთხოვ.
-წადი..-ელიზა გადაბრუნდა და სანდროს ზურგი შეაქცია.
-თუ ეს ასე ძალიან გინდა-ფეხზე წამოდგა ის.-კარგი,წავალ.მაგრამ დაფიქრდი..ძაღლი კი ჩემთან იქნება.-სანდრომ ყუთი ხელში აიღო და აივნისკენ წავიდა.
-სანდრო..-შეაჩერა ელიმ."რას ვაკეთებ?!რა მემართება?!სად გაქრა ის ძლიერი ელი,რომელიც სიძულვილითა და შურისძიებით იყო გამსჭვალული?ნუთუ დადნა ის დიდი ყინული..არა..არა..ის ამას არ იმსახურებს..მაგრამ მე ის ისევ მიყვარს.ჩამქვრალი ნაპერწკალი თავიდან გაღვივდა..არა..არაა..ეს არ მოხდება.მისგან თავი შორს უნდა დავიჭირო."ფიქრებისგან გამოერკვა და ცივი ტონით თქვა-ძაღლს კარგად მოუარე.
-მოვუვლი..-ადგილზე გაყინული დანელია აივნისკენ დაიძრა."რა სულელი ვარ.სხვას რას ველოდეი,რატომ შემაჩერებდა?!"
ფრთხილად ჩაძვრა ქვემოთ და ასლანიკაშვილების სახლიდან შეუმჩნევლად გაიპარა...

{38}
ერთი კვირა გავიდა...
იმედგაცრუებული სანდრო აგარაკზე იყო გამოკეტილი.ელიზაბეტი კარგად უნდა დაფიქრებულიყო,ამიტომ ცოტახნით მისგან თავს შორს იჭერდა.
ელი ფიქრობდა და თან ძალიან ბევრს.სანდროს კითხვებს ვერ პასუხობდა.მეგობრები გვერდიდან არ შორდებოდნენ.
სოფიოს კიდევ უნდოდა მისი სახლში "გამოკეტვა",მაგრამ ექიმმა კონსულტაციაზე უთხრა,რომ წოლითი რეჟიმი აღარ იყო საჭირო.პირიქით სუფთა ჰაერზე სეირნობა ურჩია.მასაც მეტი არაფერი უნდოდა.სახლში მისვლისთანავე კატოს და ნიკუშას დაურეკა და თავის საყვარელ კაფეში დაიბარა.
შხაპი მიიღო.სპორტულად და კომფორტულად გამოეწყო.თმები მაღლა აიწია.სუნამოც იპკურა.კაფეში Aston Martinით წავიდა.
-კატო,სად ხართ?-გასვლისთანავე დაურეკა დაქალს.
-ჩემთან სახლში,ნიკუშაც აქაა.-უთხრა მან.-მალე გამოვალთ.
-დამელოდეთ,მე გამოგივლით-ელიმ სატელეფონო კავშირი გაწყვიტა და გეზი მეგობრებისკენ აიღო.მალევე მივიდა.ისინი გარეთ დახვდნენ.
-ვახ,ვახ ამაზე მეუბნებოდი,კატო?-მანქანას თვალი შეავლო ნიკუშამ.
-ხო ამაზე გეუბნებოდა-გაიცინა ელიმ.-ჩაჯექი დღეს.
-აუ დამსვი რა საჭესთან-ფანჯარაში შეძვრა ნიკა.
-მოდი,მოდი-მეორე მხარეს გადაჯდა ის.
-Lukeს მგონი ევასები,ტოო-ღიმილით გადახედა მეგობარს-არაა ცუდი ტიპი,ხო იცი.
-აუ ჩემთვის მხოლოდ მეგობარია და სხვა არ მაინტერესებს.-ფანჯარა ჩამოწია ელიზამ.
ნიკუშამ თავი დაუქნია და კაფესთან შეაჩერა.
-ეს რა არიის?-პირველი გადმოხტა მანქანიდან კატო.
-არვიცი-მხრები აიჩეჩა ელიმ და წარწერას დააკვირდა."Ell's cafe"
-ესეც Lukeმ იჩალიჩა?-სიცილი აუტყდა ნიკას.
-აზრზე არ ვარ-ხელი ჰკრა მეგობარს ელიმ.-არ შევიდეთ?
-წამო-ნიკუშა გოგოებს შუაში ჩაუდგა და ორივეს ხელი გადახვია.
კაფეში შევიდნენ.ყველა მაგიდაზე საყვავილეებში თეთრი ვარდები ჩაეწყოთ.სკამების მაგივრად სხვადასხვა ფერის პუfიკები იყო.შეეცვალათ კედლის სანათურებიც,ისინი ახლა სხვადასხვა ფერს ასხივებდნენ.ჭერზე კი აქაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.ერთ კედელზე ზღვის სანაპიროს 3D ნახატი დაეხატათ.შუაში კი ყველაზე გამორჩეული მაგიდა იდგა,რომელიც მხოლოდ ელისთვის იყო განკუთვნილი.
-wow-იყვირა კატომ.-აქ რა ხდება?
-Luke?-ნიკუშამ ელის გადახედა.
-ნწ-თავი გააქნია მან-სანდრო...
-რაა?-თვალები გაუფართოვდა ნიკას.-ვახ ჩემი..
-ჰომ-ჩუმად ჩაილაპარაკა ელიმ და ნიკუშას მიაშტერდა.-და არ დაიწყო ახლა საქმის გარჩევები,გთხოვ,ნიკუშ,არ გინდა.
ელიზაბეტი მაგიდისკენ წავიდა,მეგობრებიც უკან გაჰყვნენ.ელიმ მაგიდაზე წერილი დაინახა,ხელი სწრაფად სტაცა."მგონი ფიქრისთვის დრო საკმარისად გქონდა.შეძლებ ჩემ პატიებას?მომცემ უკანასკნელ შანსს?"
-რა შანსი?რა პატიება?-იკივლა კატომ.-მოიცა თქვენ ილაპარაკეთ და მე არაფერი ვიცი?
-არც მე ვიცი-გაბრაზდა ნიკაც.-ორი წელი რისთვის გადაიკარგე?ელი,მომისმინე შენ თუ მაგ **ვარს აპატიებ,მე შენ ვერ გაპატიებ ამას.
-ნიკუშ,კატო,მე არავის პატიებას არ ვაპირებ,მაგრამ...-ჩამოჯდა ელი.-ჩემს თავშიც ვერ გავრკვეულვარ.აქ რომ დავბრუნდი სულ სხვანაირი ვიყავი,სიძულვილით სავსე და შურისძიებას მოწყურებული..ახლა კი ეს ელი სადღაც გაქრა..მეც არაფერი ვიცი..-თვალები ცრემლებით აევსო,ხმაც უკანკალებდა.-არ მიმატოვოთ..
კატო დაქალს მოეხვია.ნიკუშა კი მის ტირილზე გადაირია,ელის მიუახლოვდა და თავზე აკოცა.
-ელი,მაპატიე..ზედმეტი მომივიდა.ჩვენ სულ შენ გვერდით ვიქნებით.უბრალოდ ვერ ვივიწყებ,იმ იდიოტის გამო რაც გადაიტანე.ყველაფერი შენი გადასაწყვეტია,მაგრამ კარგად დაფიქრდი რა..
-მიყვარხართ-ცრემლები მოიწმინდა ელიზაბეტმა.-თქვენ გარეშე არ ვიცი რა მეშველებოდა.
-რა გინდა Luke ხომ გყავს-მის გამხიარულებას შეეცადა ნიკუშა.
-ეგ კიდე ვაფშე სხვა თემაა-გაიცინა ელიმ.-მე მინდა ვაპატიო და შანსი მივცე,მაგრამ ამავე დროს თითქოს მისი მეშინია.რაც ჩამოვედი სულ ყურადღებას იჩენს,რავიცი ისეთი თბილი,მზრუნველი,საყვარელი გახდა.რადიკალურად განსხვავებულია წარსულის სანდროსგან.არვიცი საიდან,მაგრამ ყველაფერი იცის რაც მიყვარს.ბავშვობაში რაც მინდოდა ახლა რეალობად მიქცევს.
-ანუ დღიურის აღება დაგვასწრო-ნიკუშას გადახედა კატომ.
-რა დღიურის?-გაუკვირდა ელის.
-არააფერიი,ბოდიალობს რაღაცეებს-გამაფრთხილებელი სახით გახედა ნიკამ კატოს.-როგორც ყოველთვის შოკოლადის ნამცხვარი და ფორთოხლის წვენი ხო?
-ხო-გაეღიმა ელის.
-შენ შოკოლადის ნამცხვარი და ატმის წვენი?-ჰკითხა კატოს.
-აუ მარტო წვენი,ნამცხვარი არ მინდა რაღაც-შეუსწორა მან.
-კაი,ოფიციიაანტ-დაუძახა მიმტანს.-ესეიგი,ერთი ფორთოხლის წვენი,ერთიც ატმის,შოკოლადის ნამცხვარი და მე ორმაგი ვისკი.
-კარგით-გაეპრანჭა ის ნიკას.გაბრუნდა და ორ წუთში ყველაფერი მოიტანა.
-აუ სულ ჩემი პრობლემებით დაგღალეთ რა-ამოიხვნეშა ელიმ.-შენი ამბები სულ დამავიწყდა.მართლა ქეთას მეჯვარესთან როგორ ხარ?მოიცა რა ერქვა?
-თათა-მისი სახელის წარმოთქმისას გაეღიმა.-რავი ვხვდებით ხოლმე.კაი გოგოა რა.
-აა კაი გოგოა?-გადაიხარხარა კატომ.-სხვას არაფერს გვეტყვი.
-ოო რაიყოთ-გაბრაზდა ნიკუშა.-ხო იცით,არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი.თუ რამე სერიოზული იქნება გეტყვით.
-კაი ჰოო-წვენი მოსვა ელიზაბეტმა.
-ელი,მოდი ჯერ კიდე კარგად დაფიქრდი,ცოტახანი მოიცადე,კაი?-ხელი ხელზე დაადო ნიკამ.-ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და მართლა შეიცვალა თუ არა ეგ ვაჟბატონი.არ მინდა ისევ გული გეტკინოს.
-...-ელიმ ვერაფერი უპასუხა.არაფრისმთქმელი სახით შეხედა,მერე კი ჩაფიქრებული ერთ წერტილს მიაშტერდა.

{39}
-მამა,საქმე მაქვს.-სანდრო მამამისის კაბინეტში შევიდა და კარი დახურა.
-არ მცალია,სანდრო-უთხრა საბუთებში თავჩარგულმა ალექსანდრემ.
-მე უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.-სავარძელში ჩაჯდა ის.
-ოჰ,სანდრო,სწრაფად მითხარი რა გინდა-საბუთები გვერდზე გადადო მან.
-მოკლედ,სერიოზული მაყუთი მჭირდება-თითები მაგიდაზე დააკაკუნა სანდრომ.
-გუშინ გადმოგირიცხე თანხა ანგარიშზე-წარბი ასწია ალექსანდრემ.
-მამა,სარეკლამო კომპანია უნდა გავხსნა-სერიოზული სახით გადახედა მამას.
-უკაცრავად?-გაკვირვებისაგან პირი დააღო მან.
-აუ,მამა,ერთი გოგო მიყვარს რა.სერიოზულად ვფიქრობ უკვე,უბრალოდ ჯერ-ჯერობით თანახმა არ არის.-აუხსნა სანდრომ.-ძალიან უნდა სარეკლამო კომპანია ჰქონდეს.
-იტყუები..-არ დაიჯერა ალექსანდრემ.-მითხარი რა შარში გაეხვიე და მე მოვაგვარებ.
-მაამა!სერიოზულად გეუბნები-მოთმინებას კარგავდა ის.
-კარგი,მაგრამ თავად რატომ არ აისრულა სურვილი?-ჰკითხა შვილს.-საშუალება არ აქვს?
-არვიცი ეს ბავშვობაში უნდოდა.ახლა მამამისის ოფისში მუშაობს.ორი წელი ნიუ-იორკში იყო.საშუალება არ აქვს კი არა ისეთი სახელგანთქმული ოჯახიდანაა.ეგ არ მეშლება მამა-გაუღიმა სანდრომ.-აბა მომცემ?
-თუ ვინაობას მეტყვი დავფიქრდები-დააშანტაჟა ალექსანდრემ.
-იცოდე არავის ეტყვი,დედასაც კი,როცა დრო მოვა ყველა გაიგებს-გააფრთხილა მამა.-ირაკლი ასლანიკაშვილის შვილია,ელიზაბეტი.
-როგორ?მართლა?-ნამდვილად არ მოელოდა ამას.-და თანახმა რატომ არ არის?
-პატარა უთანხმოება მოგვივიდა,მაგრამ მალე მოვაგვარებთ-ცოტათი იცრუა სანდრომ.-დამეხმარე რა.
-კარგი მე მივხედავ ამ საქმეს და ყველაფერში დაგეხმარები-თავის საქმეს დაუბრუნდა ალექსანდრე.
-ჯიგარი ხარ-ფეხზე წამოდგა სანდრო.-ძაან არ გაიწელოს რა..
-არ ინერვიულო-დაამშვიდა შვილი.
-ერთ თვეში მოგვარდება?დაბადების დღე აქვს და მინდა დავამთხვიოთ.-მაგიდას დაეყრდნო ის.
-ერთ თვეში?ხუმრობ?სარეკლამო კომპანიაა,ეს სახუმარო არაა.-შეხედა შვილს.სანდრომ თავი მოისაწყლა.მის სახეზე ალექსანდრეს გაეღიმა.-კარგი,მოვახერხებ რამეს.
-კარგი,მადლობა-კაბინეტიდან გავიდა სანდრო და კარი გაიხურა.

{40}
-გისმენთ-მობილურს უპასუხა Lukeმ.
-შენი ნახვა მინდა-გაისმა ბოხი ხმა.
-ვინ ხარ და რა გინდა?-ხმა გაუმკაცრდა მას.
-სანდრო ვარ,შენთან დალაპარაკება მინდა.-უთხრა სანდრომ ცივად.
-სად და როდის?-ჰკითხა Lukeმ.
-ახლავე,მისამართს მოგწერ-და გაუთიშა.
Lukeმ შეტყობინება მიიღო.საქმე მიატოვა და დანიშნულ ადგილას წავიდა.
-წამოგყვე?-გადახედა თემომ ძმაკაცს.
-არა..-იუარა მან.-ძმა ხარ.
მანქანაში ჩაჯდა და გაზის პედალს ფეხი დააჭირა.
თითქმის ერთდროულად მივიდნენ.
-წამოდი შიგნით შევიდეთ-უთხრა სანდრომ.
-კარგი-დაეთანხმა Luke.
ბართან დასხდნენ.
-რამეს დალევ?-ჰკითხა სანდრომ.
-არა.-თავი გააქნია მან.-საქმეზე გადადი.
-ბაზარი არაა.-მიუბრუნდა Lukeს.-მოკლედ,თუ არ იცი,აქამდე ან მიხვდებოდი ან იეჭვებდი მაინც,რომ ელი მიყვარს.შენც რაღაც მსგავსს გრძნობ მის მიმართ,ამას მეც ვხვდები.ელის დიდი ხანია ვიცნობ,პროსტა ამ ორი წლის წინ რაღაც შემეშალა.რაც მთავარია შეცდომას მივხვდი და ყველაფრის გამოსწორებას ცდილობს.ელი როგორ მიყვარს იმის ახსნას ნაღდად არ დავიწყებ,პროსტა ძმურად და კაცურად გთხოვ ელისგან თავი შორს დაიჭირე.
-მოიცა და ელის უყვარხარ?-წარბი ასწია Lukeმ.
-რა თქმა უნდა-ცივი მზერით გადახედა სანდრომ.-უბრალოდ ჯერ ვერ მპატიობს და ამის გამო არ ამჟღავნებს,ეს მოგვარებადია.ახლა ადამიანურად გიხსნი ყველაფერს,თორე მერე წინ თუ გადამეღობებიი...
-მე მარტო ელის ბედნიერება მინდა,რის გამოც ყველაფერს გავაკეთებ.-სახეში მიაშტერდა ის.-მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყო,რომ უყვარხარ და შენთან თავს კარგად იგრძნობს.
-ვაახ ჩემი.-კბილებში გამოსცრა სანდროს.-ვუყვარვარ მეთქი არ გესმის?
-კი მესმის,მაგრამ დარწმუნებული არ ვარ-უთხრა Lukeმ.-ეს არჩევანი ელიმ უნდა გააკეთოს,თუ შენ აგირჩევს,მე ხელს არ შეგიშლით.
-ელიმ უკვე დიდი ხანია ამირჩია.-მოთმინებას კარგავდა ის.-და მისი ბედნიერება უკვე ჩემი საზრუნავია,შენ ეს აღარ გეხება.
-მე ჩემი სათქმელი გითხარი-Luke ადგა და გასასვლელისკენ გაემართა.
-ნაბი*ვარი-ჩუმი გინება ამოუშვა სანდრომ.
Luke მანქანაში ჩაჯდა.
-სად მივდივართ-ჰკითხა მძღოლმა.
-სახლში-უპასუხა მოკლედ და დაორთქლილი მინა გაწმინდა,სწრაფად მიმავალ ხალხს უყურებდა.
ცენტრი გაიარეს,უბანში კუ ქუშები ცარიელი იყო.სახლს უახლოვდებოდნენ,როცა Lukeმ ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი.შორიდან ვერ ამოიცნო.როგორც კი მიუახლოვდნენ მძღოლს მიუბრუნდა-გააჩერეთ.
ფანჯარა ჩამოწია-კატო,მოდი სწრაფად,ჩაჯექი.-კარი გააღო და მეორე მხარეს გადაჯდა.
კატოს უარი არც უთქვამს,წამსვე შევარდა მანქანაში.
-ასეთ ამინდში ქოლგის გარეშე როგორ გამოხვედი?-ფანჯარაში გაიხედა Lukeმ.
-ბარში ვიყავით,ელი ოფისში წავიდა,ნიკუშა იქ დარჩა.-აუხსნა კატომ.-როცა გამოვედი არ წვიმდა.
-სულ სველი ხარ-ტანსაცმელზე მიუთითა-გაცივდები.
-მანქანაც დაგისველე -გაეღიმა მას.
-შენ ეგ არ ინერვიულო.-თვალი ჩაუკრა Lukeმ.-აი,უკვე ჩემი სახლის წინ ვართ.შემოდი რა,გაშრი და მერე გოჩა წაგიყვანს სახლში.
-არა,იყოს,მადლობა-იუარა კატომ და კარის გაღება დააპირა.
-მოიცა,სად მიდიხარ?-ხელი სტაცა Lukeმ.
-სახლში-უპასუხა მან.
-ხო სახლში შევიდეთ,მართალი ხარ.-კატოს ხელი გაუშვა და მანქანიდან გადავიდა.
-მე ჩემ სახლში მივდივარ-მკაცრად უთხრა კატომ.
-რა ჯიუტი ყოფილხარ-გაეღიმა Lukeს.-ჯერ ჩემთან შემოხვალ და გაშრები.აი სახლში მერე გაგიშვებ.
-ჰმმ..-ტუჩი მოიკვნიტა მან.
-აი უკვე მეც ვსველდები-თმაზე ხელი გადაისვა Lukeმ.
-ოჰ,კაი,ხო სულ ცოტახნით შემოვალ.-დათანხმდა კატო.
Luke გოჩას მიუბრუნდა და ყურში რაღაც ჩაჩურჩულა.მერე კატოს წინ გაუძღვა,სახლში შევიდნენ.
-ქალბატონო ქეთევან-დაუძახა მოსამსახურეს.ისიც წამსვე გაჩნდა მასთან.-ამ გაწუწულ გოგოს ლიმონიანი ჩაი გაუმზადეთ.
-ახლავე სამზარეულოსკენ წავიდა ის.
-არ არის საჭირო.-დაიმორცხვა კატომ.
-წამომყევი-კიბეებს აუყვა Luke.-ცხელი შხაპი მოგიხდება.ტანსაცმელს ქეთევანი ამოგიტანს.
-აუუუ მართლააა...-დაიწყო მან.
-ჰო,ყველა საჭირო ნივთი მანდ იქნება.-სააბაზანოში შეაგდო და კარი გამოიხურა.
ქვემოთ ჩავიდა.ქეთევანმა კარი გააღო და გოჩას ტანსაცმელი გამოართვა.
-ქალბატონო ქეთევან,ეს ტანსაცმელი გოგონას აუტანეთ,სააბაზანოშია.-თხოვა Lukeმ.-მერე კარგი ვახშამი მოგვიმზადეთ.
"ესეც რა ჯიუტი ყოფილა..ჰმ..თან საყვარელი.."ფიქრობდა კატო.შხაპი მიიღო.ქეთევანმა ტანსაცმელიც ამოუტანა.სწრაფად ჩაიცვა და თმები პირსახოცით შეიხვია.ქვემოთ ჩავიდა.
-სისუსტეს ხომ არ გრძნობ?-ჰკითხა Lukeმ.
-არაა.-თავი გააქნია კატომ.
-თქვენი ჩაი-მიართვა ქეთევანმა მას.
-მადლობა-გაუღიმა კატომ.
-ჩამოჯექი არ ვიკბინები-სავარძელზე მიანიშნა Lukeმ.
კატო უსიტყვოდ დაემორჩილა.ჩაი სწრაფად დალია.
-ყველაფრისთვის დიდი მადლობა-ფინჯანი მაგიდაზე დადო.-შეიძლება წავიდე?
-უკვე დალიე?!-ტელევიზორი გამორთო Lukeმ.-ქეთევანმა ისეთი კარგი ვახშამი მოამზადა,ვიფიქრე დამეწვეოდი.
-რავიცი..მგონი უნდა წავიდე-მხრები აიჩეჩა კატომ.
-სახლი არსად გაგექცევა.თუ გელოდებიან დაურეკე,რომ არ ინერვიულონ.-გაუღიმა Lukeმ.ფეხზე წამოდგა.-წამო.
სასადილო ოთახში გავიდნენ.
-ოჰ,რა კარგი სურნელი ტრიალებს-თქვა Lukeმ და კატოს სკამი გამოუწია.
-მართლაც-დაეთანხმა ის.
მშვიდად ვახშმობდნენ.სიჩუმე მოწყენილობას იწვევდა.
-ელი გიყვარს ხო?-ეს სიჩუმე კატომ დაარღვია.
-სიმართლე გაინტერესებს?-თეფშს ჩაშტერებოდა Luke.
-ხო აბა ვარაუდით ისედაც ვიცი-გაეღიმა მას.
-კი გარკვეული სიმპატიები მაქვს მის მიმართ,ან მქონდა-დაიწყო Lukeმ.-მაგრამ ელი გაცნობის დღიდან მეგობრად მთვლის.ადრე ვაპირებდი ამ სიმპატიების გამხელას,მაგრამ მერე აქ ჩამოვიდა,ისე რომ მე არც არაფერი მითხრა,არც კი დამემშვიდობა.ბოლოს მეც აქ ჩამოვედი და სანდროს ამბები გავიგე.ნუ მივხვდი,მისთვის მე მხოლო და მხოლოდ მეგობარი ვარ,სხვა არაფერი.ნელ-ნელა მეც ასე ვცდილობ განვეწყო მის მიმართ.დიდ პატივს ვცმე რა..და ყოველთვის იქნება ჩემ მეხსიერებაში როგორ ერთე-ერთი საყვარელი ადამიანი.
-გასაგებია..-სხვა ვერაფერი თქვა კატომ.
-გინდა რამე ფილმს ვუყუროთ?-მზერა თეფშიდან კატოზე გადაიტანა Lukeმ.-ამჯერად არ დაგაძალებ.თუ გეჩქარება გოჩას ვეტყვი და წაგიყვანს.
-შემიძლია მშობლები გავაფრთხილო,რომ დამაგვიანდება ცოტა.-წვენი მოსვა მან.
-ძალიანაც კარგი-გაიღიმა Lukeმ.-თუ დაასრულე მისაღებ ოთახში გავიდეთ და ფილმი ავარჩიოთ.
-კარგი-ადგა კატო.-შენ გადი, მაგიდას ავალაგებ და მეც მოვალ.
-ქეთევანი აალაგებს-უთხრა Lukeმ.
-დავეხმარები მაინც.-თეფშები ერთმანეთზე დააწყო მან.
-შეეშვი რა,არ არის საჭიროთქო-მხარზე დაადო ხელი.
-კარგი,მაგრამ მადლობის ნიშნად რამე ხომ უნდა გავაკეთო?-გაიცინა კატომ.
Lukeსაც გაეცინა და კატო მისაღებ ოთახში გაიყვანა.სავარძელში მოკალათდნენ.ფილმს ხმის ამოუღებლად უყურებდნენ.
კატომ პულტი აიღო და დაასტოპა.
-აუ მეძინებაა-გადახედა Lukeს-დღეს დავიღალე.წავალ რა.
-ცოტა დარჩა და დაგვემთავრებინა-შეაჩერა მან.-მხოლოდ ნახევარი საათი.
-აუ რა ტიპი ხარ რა-თავის ადგილს დაუბრუნდა კატო,მაგრამ საშინლად ეძინებოდა.
ვეღარ გაუძლო და Lukeს მხარზე თავი დაადო..ჩაეძინა..
-კატო..-ჩუმად წარმოთქვა მისი სახელი.პასუხი ვერ მიიღო.
ფილმი ისევ დაასტოპა.კატოს თავი მხრიდან ფრთხილად ააღებინა.მერე ხელი წელზე შემოხვია ხელში აიყვანა.კიბეებს აუყვა.სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში შევიდა და კატო საწოლზე დააწვინა.მას საკმაოდ ფხიზელი ძილი ჰქონდა,ამიტომ გამოფხიზლდა.
-ჩამეძინა,ხო?-ფეხზე წამოვარდა-აუ მაპატიე,უნდა წავსულიყავი.დღეს ძალიან დაგღალე რა..
-არ მიყვარს როცა ბოდიშებს ტყუილად მიხდიან.-დაამშვიდა Lukeმ.-სულ არ დავღლილვარ,პირიქით ჩემი ერთფეროვნული დღე რაღაცნაირად შეცვალე.
-კარგი,ჰო,მაგრამ..მრცხვენია-თავი დახარა კატომ.-როგორ შეგაწუხე..მოდი რა მე წავალ.
-თუ ასე ძალიან გინდა-აღარ შეეწინააღმდეგა Luke-გოჩა წაგიყვანს.
-მადლობა ყველაფერისთვის-დაემშვიდობა კატო.-და ბოდიში..
Lukeს პასუხს აღარ დაელოდა,ოთახიდან გავიდა და კიბეები ჩაირბინა...



№1  offline წევრი mariko_2001

luke ნახე რააა

აუ ნიკუშა ყველაზე საყვარელიაა❤❤

 


№2  offline წევრი Anonymous^^

mariko_2001
luke ნახე რააა

აუ ნიკუშა ყველაზე საყვარელიაა❤❤

ყოჩაღი ბიჭია ჩვენი luke :D
ნიკუშას რაც შეეხება,ზუსტად ასე იყო ჩაფიქრებული..უსაყვარლესი ტიპი..ბევრისთვის საოცნებო მეგობარი :) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent