შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით (20)


9-09-2015, 02:31
ავტორი lisebeth
ნანახია 3 101

თამუნამ კარი შეგლიჯა და ვანდაც უკან შეჰყვა.
-ეს რას ნიშნავს?_დაიყვირა მან
-სხვათაშორის მეც მაინტერესებს_დაემოწმა ვანდა
არც ელენეს და არც რატის ხმა არ ამოუღია
-ესეიგი შენ იყავი ის ბიჭი ვისაც... დაუჯერებელია... ელენე მითხარი ,რომ ვცდები
-არ ცდები დედა და სანამ იყვირებდი შეგეძლო გეკითხა როგორ ვარ.
-ნუ ცდილობ შეტევაზე გადმოხვიდე და თავი შეგვაცოდო.
-გაუგონარი ამბავია..._აღშფოთდა ვანდა
-მამაშენი მოატყუე და მარტო წახვედი იმ ტყეში. ყველა მოგვატყუე. რამე ,რომ მოგსვლოდა მერე რა გვექნა. სად წავსულიყავით? ჩვენზე საერთოდ არ ფიქრობ?ასე უპასუხისმგებლოდ როგორ მოიქეცით?
-თამუნა მართალია. რატი ასეთი საქციელი შენ შეგფერის? გვიმალავდით ,რომ ერთმანეთთან ურთიერთობა გქონდათ. გაგვასულელეთ და ისე წახვედით ამხელა გზაზე.
-გია გაგიჟდება.
-თუ რამის თქმის უფლებას მოგვცემთ რამეს ჩვენც ვიტყვით. თუ ხვდებით ,რომ ლაპარაკის საშუალებას არ გვაძლევთ?
-რა უნდა მითხრა? ჩემს შვილს ჯერ სკოლაც არ დაუმთავრებია. მას ხვდები შენ ჩვენი ოჯახის უახლოესი ადამიანების შვილი და ამის შესახებ არაფერს გვეუბნები. მოტყუებით მიგყავს ჩემი გოგონა და უკან ასეთს გვიბრუნებ
-ასეთი რამ შეიძლებოდა აქ თქვენს გვერდითაც დამართნნოდა. ეს უბედური შემთხვევა იყო._ხმას აუწია რატიმ_ მე არ გავურბივარ იმ პასუხისმგებლობას რის გამოც ელენემ იცრუა. საქმე ისაა,რომყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ჩვენ ვერც კი მოვახერხეთ ჩვენი ურთიერთობა პირისპირ გაგვერკვია. ეს ყველაფერი იმ დღეს დაიწყო როცა მე აქედან წავედი. იმიტომ ვთხოვე არავისთვის ეთქვა ,რომ მთელი ეს თქვენი სიბრაზე მხოლოდ მასზე არ გადმოგეფრქვიათ. ჩვენ არაფერი ჩავიდენია ისეთი რაც არასწორია.
-დედა გთხოვ..._შეევედრა ელენემ
-მთელი ცხოვრებაა მიცნობ თამუნა. ასე მიცნობ რომ შენს ქალიშვილს მოვატყუებდი ? მე აქ ვარ და გესაუბრები არსად გავრბივარ.
-რატი მოდი მარტო დავტოვოთ და საუბარი ვაცადოთ_სთხოვა ვანდამ და რატიც დაემორჩილა.
თამუნა კარგა ხანს უყურებდა ელენეს ისე ,რომ არაფერს ამბობდა. ბოლოს საწოლზე ჩამოუჯდა და თმაზე მოეფერა.
-ყოველთვის მინდოდა პატარად დარჩენილიყავი. შენს ცხოვრებაში ჩემსა და მამას გარდა უკვე სხვაც გაჩნდა.
-დედა...
-არ ხარ მართალი...შეგეძლო სიმართლე გეთქვა. შენი საქციელი არასერიოზულია. მე შენ გკითხე. მე შენ მოგეცი შანსი საკუთარ თავს დახმარებოდი ,მაგრამ შენ არ ისურვე. ადრე ,რომ გეთქვა მე ვეცდებოდი ყველანაირად დაგხმარებოდი ,მაგრამ ახლა შენ თვითონ იმართლე თავი მამაშენის წინაშე და გაეცი პასუხი ყველა კითხვაზე. ძალიან ბედნიიერი ვარ ,რომ კარგად ხარ...არც იცი რა გადავიტანე ,მაგრამ ჩვენ მე და მამაშენი შენგან ასეთ საქციელს არ ვიმსახურებთ. არ ვიმსახურებთ ,რომ მოგვატყუო...
-დედა მარიმ სიმარტლე გაიგო?
-არა ,მაგრამ გაუკვირდა როცა ვთქვი ,რომ თქვენი სისხლის ჯგუფი შეთავსებითი იქნებოდა. და მას კითხვები გაუჩნდა... ლოგიკურად...
-და მერე?
-აქამდე მე ვიყავი ერთადერთი ბარიერი თქვენსა და სიმართლეს შორის. ახლა აღარ ვარ... როგგორც გინდათ ისე მოიქეცით. შენ გადაწყვიტე რას და როგორ ეტყვი. მე არ შემწევს ამის ძალა და არც სურვილი მაქვს ჩემი საკუთაარი ქმრის უკანონო შვილს ,რომელსაც შუბლზე აწერია როგორ მიღალატა ქმარმა ვუხსნა რა მოხდა წლების წინ. ამას არ ვაპირებ ... მე ეს არ დამიმსახურებია... მე არასდროს ვყოფილვარ ისეთი ცოლი და დედა რომ ეს დამემსახურებინა ... არასდროს...
-დედა ...
-ჰო...
-ვიცი...ვიცი ,რომ არ დაგიმსახურებია...
-ეგ გოგო ჩემი დანგრეული და დამსხვრეული ბედნიერების სიმბოლოა. ჩემი მოჩვენებითი სიმშვიდის სიმბოლო და კიდევ ათასგზის ... მე ცოტა ხანს გავალ და მამაშენს დაველოდები შემოსასვლელში. როგორც გითხარი მარის თაობაზე შეგიძლია გადაწყვეტილება თავად მიიღო. ამ საქმიდან გავდივარ. უკვე დავიღალე ,რომ ყველა ურჩხულივით მიმზერთ და ყველას გავიწყდებათ ,რომ ამ სიტუაციაში ერთადერთი მსხვერპლი მე ვარ... ეს მე არ მძინავს წლებია რამით... ეს მე მელანდება ღალატი წლებია ... და არა მას
თამუნამ კარი გაიკეტა და წავიდა. დაინახა შემოსასვლელში ვანდა რატის როგორ ეჩხუბებოდა ,მაგრამ იქ არ მისულა.
-რატი რატომ არ გვითხარი თავიდანვე? ხომ იცი ეს საქმე ახლა როგორ გართულდება? ხომ გესმის ახლა რა ხდება აქ? გია ძალიან გაბრაზდება
-ჩემს დაქალთან გქონდა რომანი და ორივე მატყუებდით? ასე როგორ მოიქეცით?
-ნინი გაჩუმდი და ნუ ერევი იმაში რაც შენი საქმე არაა... იმის შესახებ თუ როგორ გამომაცხადე თამუნას თვალში ურჩხულად მერე ვისაუბრებთ...
-მე რა ვიცოდი ,რომ შენ იყავი ?
-შეგეძლოთ არ დაგემალათ. ელენეს ოჯახი ხომ ჩვენთვის ასე ახლობელია. თქვენი საქციელი ახლა გაუმართლებელია.
-ნინი გითხარი ნუ ერევი მეთქი თითქოს რამე იცოდე ურთიერთობების. სკამზე დაჯექი და არ ჩაერიო. გიასთან და თამუნასთან მე თვითონ მოვაგვარებ საქმეს. პატარა დაიკოს ჩაურევლად.
-ჩემს საუკეთესო მეგობარს აიძულე მოვეტყუებინე. მე და მარის გვატყუებდა იმიტომ , რომ შენ უთხარი ასე მოქცეულიყო. თუ ვცდები?
-რატი ნინი მართალია. შენ ჩვენს მეგობრობაში განხეთქილება შემოიტანე..._დაადასტურა მარიმ
-როგორც მახსოვს ეგ განხეთქილება როგორც თქვენ ეძახით ჩემს ჩამოსვლამდეც იყო მომხდარი და ერთმანეთს მგლებივით უმზერდით.
-გოგონებო წადით ელენე ნახეთ და ამ ამბავში ნუ ჩაერევით. შენც წადი ლევან..._თქვა ვანდამ და ისინიც უსიამოვნოდ გაიკრიფნენ დერეფნიდან.
-მითხარი ეს როდის დაიწყო?
-თამაშის ღამეს.
-და რას აპირებ?
-იმას რასაც ელენეს მშობლები მოითხოვენ ჩემგან. თუ დაშორებას არ ჩავთვლით.
-ელენე სკოლის მოსწავლეა. შენ ოკეანის გაღმა სწავლობ. ერთმანეთს რამდენი რამ გასორებთ ხვდებით. შენ არ ამბობდი საქართველოში ცხოვრებას არ ვაპირებო?
-ელენე წელს სკოლას ამთავრებს...
-და ილუზია გაქვს ,რომ გია და თამუნა თავის ერთადერთ შვილს გადაკარგავენ სადღაც ჯანდაბაში? გგონია ამაზე წამოვლენ?
-სულ მათ სახლში ხომ არ იცხოვრებს. ელენე სკოლას დაამთავრებს და ამერიკაში წამოვა. ინგლისური იცის და იქ ისწავლის. ამით არაფერი შავდება... ადრე თუ გვიან მის წასვლასთან შეგუება მოუწევს თუ რათქმაუნდა მისთვის მონის ყიდვას და თავის სასახლეში გადაყვანას არ გეგმავენ.
-როგორც ყოველთვის გეხუმრება
-სულაც არა...

ბავშვები ელენეს პალატაში შევიდნენ. გოგონა მეგობრებს თვალს ვერ უსწორებდა. ხვდებოდა ,რომ მათ წინაშე დამნაშავეე იყო . ბოლოს მაინც ნინიმ დაიწყო.
-ლუკასაც უნდოდა წამოსვლა ,მაგრამ სიცხე აქვს.
-მოკითხვა შემოგითვალა და ასჯერ დარეკა_დაამატა მარიმ
-ვიცი ,რომ ჩემგან ახლა ბოდიშის მოხდას ელით ,მაგრამ ამას არ ვაპირებ. საბოდიშო არაფერი მაქვს. ჩემი უფლებაა მქონდეს რაღაც პატარა საიდუმლო...
-შეგეძლო გეთქვა ,რომ ჩემს ძმასთან გქონდა რომანი. მე ყველანაირად ვეცდებოდი შენთვის გამეგო და უფრო მეტიც დაგხმარებოდი. მე შენ მიყვარხარ და დასავით გიყურებ. და როცა ჩემი ძმა გადაწყვეტს მის გვერდით ვინმე იყოს რათქმაუნდა გამიხარდება თუ ეს შენ იქნები. მე მხოლოდ ის მწყინს ,რომ დამიმალე.
-ესეიგი ის არ გწყინს ,რომ ჩვენ ...
-რათქმაუნდა არა. ვანდა და თამუნა ამ ამბავს თავისებურად კატასტროფად აქცევენ ,მაგრამ მაგათი ამბავი ხომ იცი. მათი სფეროა ბუზი სპილოდ აქციონ.
-ჰო ეგ ნამდვილად მასეა...და შენ მარი?_ახლა მას გახედა გოგონამ_მითხრეს რომ სისხლი შენ გადამისხი. მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადო. შენ გადამარჩინე...
-რას ამბობ ჩემს ადგილას ნებისმიერი ასე მოიქცეოდა.
-მაგრამ იქ შენ იყავი და არა ნებისმიერი.
-ძალიან მიხარია ,რომ კარგად ხარ
-ელენე... დაუძახა ნინიმ
-ჰო...
-შეიძლება ძველებურად მოვეხვიოთ ერთმანეთს?
-რათქმაუნდა
ლევანი იდგა და უყურებდა როგორ ეხვეოდნენ მეგობრები და მისვლას სულაც არ აპირებდა. აჟიოტაჯი დიდხანს ,რომ გაგრძელდა ჩაახველა და ისე დაიწყო
-სხვათაშორის ხვალ კონკურსია. იმედი მაქვს წავალთ.
-მე ვერ წამოვალ ,მაგრამ თქვენ აუცილებლად უნდა წახვიდეთ.ეს სანახაობა არ უნდა გამოტოვოთ.
-საწყენია ,რომ შენ ვერ მოდიხარ_თქვა მარიმ. _იმედია ლუკა მაინც გამოკეთდება.

ვანდა და რატი ჯერ ისევ დერეფანში იდგნენ გია თამუნასთან ერთად ,რომ გამოჩნდა. პირდაპირ მათკენ მოდიოდა რაც იმის ნიშანი იყო,რომ ყველაფერი იცოდა.
-რატი მე შენ გენდე და ჩემი შვილი გაგატანე ასე როგორ მოიქეცი?
-ეს არავის ბრალი არ ყოფილა.
-ჩემს გოგოსთან ,რომ რომანი გაქვს ეგ ვისი ბრალი იყო?
-მე შემიძლია დაგელაპარაკო ყველაფერზე რაზეც მოისურვებ ,მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. მე შემიძლია დავიფიცო. მე და ელენე მხოლოდ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს. წასვლის წინ. მხოლოდ წერილებს ვწერდით ერთმანეთს. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია ცუდი...
-ის ჯერ ბავშვია როგორ არ გესმის?
-არაა ბავშვი. წელს სკოლას ამთავრებს. ისე ნუ ექცევით თითქოს პირველ კლასში იყოს. გასაგებია რომ თქვენი ერთადერთი შვილია,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უუფლებო მონაა...
-მე სხვა რამეზე გელაპარაკები რატი.
-მეც გიხსნით რომ ცუდი არაფერი მომხდარა.
-მწვანე კონცხზე წაიყვანე. გაითამაშე თითქოს წასვლა გინდოდა და არავინ მოგყვებოდა.
-თქვენი შვილი მოტყუებით არ წამიყვანია. ჩვენ იქ მხოლოდ სასაუბროდ წავედით. გვინდოდა მოგვეფიქრებინა როგორ გვეთქვა თქვენთვის სიმართლე. ერთადერთი სიმართლე ისაა ,რომ მე მიყვარს ელენე . თქვენ კი ბავსვობიდან მიცნობთ. მე არც ნაძირალა ვარ და არც მატყუარა. არ ვაპირებ ვინმეს ბოდიში მოვუხადო იმის გამო რაც არ ყოფილა. მე ვაცნობიერებ იმას ,რომ ელენე ჯერ კიდევ მეამიტი გოგონაა. ამიტომაც მე გავაკეთებ რაც საჭირო იქნება ყველაფერს. ვერ დაგიმალავთ...ერთ კვირაში მივდივარ ამერიკაში ,მაგრამ ზაფხულზე ჩამოვალ. ამ დროისთვის ის უკვე აღარ იქნება სკოლის მოსწავლე და ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა.
-და მერე როგორ აპირებთ ცხოვრებას? შენ იქ ოკეანის გაღმა და ის აქ? ასე ახალ წელს და ზაფხულზე ჩამოხვალ და ინახულებ?
-ის წამოვა ჩემთან ერთად ამერიკაში და იქ ისწავლის. მას სურს ასე მოიქცეს და უფლება არ გაქვთ დააკავოთ მხოლოდ იმიტომ რომ მის გარეშე ჯერ არ გიცხოვრიათ. მიეცით უფლება თავისუფლად იცხოვროს.
-შენგან არ ველოდი ამას რატი. შენგან არა...
-არ გინდათ ელენეს აზრი გაითვალისწინოთ და მოისმინოთ? არ გინდათ უბრალოდ თქვენს შვილს მოუსმინოთ?
-ახლა სწორედ მაგას ვაპირებ...
გიამ პალატის კარი ,რომ შეაღო ბავშვები რაღაცეებს ყვებოდნენ. მისი შემოსვლისთანვე ყველა გარეთ გამოვიდა. ელენემ თვალი აარიდა ,მაგრამ მიხვდა მასთან საუბარი მაინც მოუწევდა.
-შენსა და რატის ამბავზე ყველაფერი ვიცი.
-უკვე მივხვდი მაგას.
-და ...მერე? ...
-რა მერე?
-მითხარი რას აპირებ?
-რატის უკვე ესაუბრე?
-მან მითხრა ,რომ მასთან ერთად აპირებ ამერიკაში წასვლას.
-ამიტომაც გადავწყვიტე ექსტერნად ჩაბარება. სხვა შემთხვევასი ეს პროცესი საერთოდ არ მსიამოვნებ. მე მინდა ,რომ მასთან ერთად წავიდე.მე მინდა ,რომ შენ და დედა ამას არ შეეწინააღმდეგოთ
-ესეიგი მე და დედას ასე უბრალოდ აქ მიგვატოვებ მარტო? შენს გარდა არავინ გვყავს. შენ ხარ ჩვენთვის ყველაფერი...
-შენ კიდევ გყავს ერთი შვილი...
-ვიცი...
-შეიძლება რაღაც გკითხო?
-რათქმაუნდა.
-მარი გიყვარს?
-ამას რატომ მეკითხები?
-უბრალოდ მაინტერესებს...
-მიყვარს , რათქმაუნდა მიყვარს ის ხომ ჩემი შვილია, მაგრამ...
-მაგრამ რა ?
-მისი შენსავით შეყვარება ვერ შევძელი. ვერავის შეყვარება ვერ შევძელი შენსავით. ჩემი პატარა ანგელოზი ხარ...ჩემი თოჯინა. შენ ,რომ წახვიდე არც კი ვიცი რა მეშველება. ან მე ან დედას. შენს გარდა ვინ გვყავს ელე?
-მამა...
-არ გეგონოს ეს ყველაფერი მარის ბრალია. როცა დედაშენზე დავქორწინდი მე ის ყველაზე მეტად მიყვარდა ამ ქვეყნად და ახლაც ზუსტად ასეა...წლების მანძილზე არაფერი შეცვლილა. ვიცი ,რომ ის ძალიან რტული და ჭირვეულია ,მაგრამ მე ის ისეთი მიყვარს როგორიცაა... მე ის ასეთი შემიყვარდა და იმის გამო არ შემყვარებია ,რომ გარდამექმნა. შენ იმ ქალის შვილი ხარ ვინც ყველაზე მეტად მყვარებია ამ ცხოვრებაში. ამას ვერ შევცვლი ვერც მე და ვერც ვერავინ. ეს კი სრულიად განსხვავებული გრძნობაა იმისგან რაც მარის შემთხვევაში ხდება. მე ის მიყვარს ...ძალიან მიყვარს ,მაგრამ მე ის მიყვარს როგორც ჩემი შვილი და ჩემი სისხლი და ხორცი. შენ კი სხვანაირადაც მიყვარხარ. მე შენ მიყვარხარ როგორც ჩემი შვილი და სისხლი და ხორცი. ამასთანავე როგორც ადამიანი ,რომელიც საყვარელმა ქალმა მაჩუქა. ვიცი ,რომ მარის დედასთან შცდომა დავუშვი და ის სრულებით არაა დამნაშავე ამ ყველაფერში ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ,რომ მე დედამისი მიყარდა. დედამისი მხოლოდ შეცდომა იყო და ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლის. ჩემი მწარე შეცდომა ,რომელმაც ლამის შენ და დედაშენი დამაკარგვინა.
-მარის დედა მას მერე აღარ გინახავს? დედამ პირობა დაგადებინა ,რომ არ ნახავდი. მითხარი სიმართლე. ის მართლა არ გინახავს თუ უბრალოდ დედაჩემს არ გაუგია ამის შესახებ?
-მე ის არასდროს ინახავს მას მერე რაც დედაშენის წინაშე დავიფიცე ,რომ არ ვნახავდი. ამის შანსი ბევრჯერ მქონდა ,მაგრამ მე ის არ ვნახე. გულის სიღრმეში ყოველთვის ვგრძნობდი ,რომ მისთვის მეორედ იმედის გაცრუების უფლება არ მქონდა.
-კარგია ,რომ მარი გიყვარს. დედამ მითხრა ,რომ შეგვიძლია მარის სიმართლე ვუთხრათ. თქვა ,რომ აღარ აპირებს ამ საიდუმლოს გამო ბრზოლას.
-და შენ რას ფიქრობ?
-არ ვიცი
-იქნებ სჯობდეს მისთვის იმ კაცად დავრჩე ,რომელიც ეხმარება. იქნებ ასე სჯობს ...იქნებ არ არის საჭირო მისი იდილია დავარღვიო. იქნებ...
-მე მაინც მგონია ,რომ სჯობს სიმართლე გაიგოს. მის ადგილას არც შენ მოგინდებოდა ტყუილში ცხოვრება. მე და დედა ამ ამბავში აღარ ჩავერევით. ჩვენ განზე გავდგებით. როცა საჭიროდ ჩათვლი სიმართლე შენ უთხარი. ახლა საუკეთესო მომენტია ამისთვის ,როცა ეჭვები აქვს ჩვენს საერთო სისხლთან დაკავშირებით



№1  offline წევრი cancara

კარგია შემდეგ თავში იმედია სიმართლეს ერტყვით მარის მალე დადე

 


№2 სტუმარი Ninii

აუუუ არ დააგვიაანო შემდეგი რაა

 


№3  offline წევრი მარიამი ))

კარგია ძალიან..

 


№4  offline წევრი naomikhad

ვაიმე რამაგარია <3

 


№5  offline წევრი გიჟი გოგონა :)

ცოტა მოსაწყენი ხდებაა... სულ ჩხუბი და არეულობაა... რაღც სხვა რამე ან ვინმეც ჩართე მოთხრობაში.
love

 


№6  offline წევრი nini :)

მალე დდაადე შემდეგი თავი რააა კაი ადგილას გაწყვიტე და გაგრძელება მინდა მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent