მოიისფრო [6]
იმავე საღამოს დაბრუნდნენ შინ. გახარებული შეეგება ნელი დეიდა. არც ელო და დემნა გაუშვეს სახლებში, ყველამ ერთად ივახშმა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდნენ. დედას ელაპარაკა ბაიას, შეუთანხმდა რომ ხვალ ნახავდა. ქალბატონი ელზა დვალის სახლში უნდა მისულიყო. - ლექსო, ოთახში მინდა, მეძინება. - ახლავე _ გაუღიმა და ხელში აიყვანა. _ ბაია _ საუბარი წამოიწყო _ იცი, ხვალ ჩემი მეგობრები იკრიბებიან, იციან რომ ცოლიც მოვიყვანე, იქნებ წავსულიყავით, შენც გაერთობოდი ცოტას. - ამ მდგომარეობაში? არ შეგრცხვება ასეთი ცოლი წარუდგინო მეგობრებს.. - ბაია! - მე სიმართლეს ვამბობ ლექსო, დარწმუნებული ვარ შენს მეგობრებს ულამაზესი ცოლები ჰყავთ. - შენც ულამაზესი ხარ _ სითბოთი სავსე ხმით ჩაილაპარაკა. - მაგრამ ინვალიდი.. - ბაია გეყოფა.. თუ წასვლა არ გინდა, პრობლემა არაა, მაგრამ საკუთარ თავზე ასე ნუ ლაპარაკობ. - ჩვეულებრივ ვლაპარაკობ.. - კარგი, ანუ არ წავიდეთ. - შენ წადი, ჩემ გამო ნუ დარჩები. - მარტო დაგტოვო მთელი საღამო? - არაფერი მომივა.. - არაუშავს, სხვა დროსაც შეიკრიბებიან. - კარგი, წამოვალ. - არა, შენ წასვლა არ გინდა. - მინდა ლექსო, მართლა, წავიდეთ, გავიცნობ შენს მეგობრებსაც. - დარწმუნებული ხარ? - სრულიად. - კარგი _ გაუღიმა. _ მადლობა. -_-_-_-_-_-_- დილა კვლავ იასამნებით დაიწყო. ისე მიეჩვია ლექსოს ამ ქმედებას, ერთ დღესაც რომ აღარ დახვდეს, უბრალოდ არ იცის რა მოხდება, ის დღე ჩაკვდება. არადა იცოდა, არ შეიძლებოდა ასე მიჩვევა. ერთ მშვენიერ დღეს, (იმედი ჰქონდა, რომ დადგებოდა ეს დღე), როცა გაივლიდა, ლექსოს დატოვება მოუწევდა. წინასწარ უნდა შეგუებოდა ამ ფაქტს. თავიდან ვერც კი წარმოიდგენდა, მაგრამ მიეჩვია, ლექსოს უფრო, ნელი დეიდასაც, დემნასაც, ბებიასაც, თათულისაც, ყველას მიეჩვია, ამ სახლს და მის იასამნებს, ალბათ გაუძნელდებოდა აქედან წასვლა, მაგრამ შეძლებდა. შეძლებდა, რადგან ბიჭსაც ჰქონდა ბედნიერების უფლება. ჰქონდა უფლება სიყვარულით შეექმნა ოჯახი. გული უჩვეულოდ დაუმძიმდა ამაზე ფიქრისას, თავი გააქნია ფიქრების მოსაშორებლად და სარკეში, ლოგინიდან გაუღიმა საკუთარ ანარეკლს. ახლა სისუსტეებისთვის არ ეცალა, ძლიერი უნდა ყოფილიყო. - დილა მშვიდობის _ ღიმილით შევიდა ოთახში ლექსო. - დილა მშვიდობის _ გაუღიმა. - ნატა ამოვა მალე, მოწესრიგდი და ჩაგიყვან ქვემოთ, მერე მაღაზიაში უნდა გავიდე, ნელი დეიდამ დიდი სია ჩამომიწერა საყიდლების _ ხელებით აჩვენა რამხელა იყო „დიდი“. ლექსო შინ არ იყო.. კარებზე კაკუნი გაისმა, ღიმილით წავიდა ნელი დეიდა გასაღებად, ღიმილითვე მიესალმა კარებთან მდგარ ქალბატონს და შინ შეიპატიჟა. გაუცინარი სახით მიაბიჯებდა ელზა, სახე მხოლოდ მაშინ გაუნათდა, ბაია რომ დაინახა. თბილად ჩაეხუტა მონატრებულ შვილს, შუბლზე აკოცა და მის გვერდით ჩამოჯდა. - როგორ ხარ დედიკო? _ სევდიანი ხმით ჰკითხა. - კარგად ვარ დედა _ შეძლებისდაგვარად გულწრფელად გაუღიმა. - ნუ მატყუებ. - არ გატყუებ დე, მართლა კარგად ვარ. - ყავას ხომ მიირთმევთ?_ ღიმილით შევიდა ნელი დეიდა. - არაფერი არ მინდა _ უკმეხად უპასუხა ქალმა. - დედა _ შეუბღვირა ბაიამ _ ნელი დეიდა უგემრიელეს ყავას აკეთებს, დავლევთ აუცილებლად _ გაუღიმა ნელის. - ახლავე გავაკეთებ _ ოთახიდან გავიდა. - დეე, ნელი დეიდამ რა დაგიშავა? რატომ იქცევი ასე? სად გაქრა ჩემი თბილი დედიკო? - ამ სახლში მცხოვრები ყველა ადამიანი დამნაშავეა ჩემთვის. - დეე.. - კარგი, ვეცდები უფრო თავაზიანი ვიყო ქალბატონ ნელისთან. - ჩემი დედიკო _ ლოყაზე აკოცა და გაუღიმა. - ჩემი პატარა _ ხმა აუკანკალდა ქალს, თვალებიც აუცრემლიანდა. ალბათ ვერავინ გაიგებდა რა ხდებოდა მის გულში, დედის გულში. განსაკუთრებულად ტკიოდა ბაიას მდგომარეობა ელზას. ძნელია შვილს ამ მდგომარეობაში ხედავდე, დამნაშავის გვერდით და სიმშვიდე შეინარჩუნო. შვილისნაირი აუღელვებელი არ იყო ქალი, პირიქით, ზემდეტად ფეთქვებადი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ბაიას ერთი თხოვნა და მაშინვე ლბებოდა. ეტყობოდა ერთადერთი შვილი რომ ჰყავდა, ყოველთვის ყველაფერზე ეთანხმებოდა, ცდილობდა ბაიასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა, არაფერი აეკრძალა.. ახლა უკვე ტკივილით ახსენდებოდა ერთ დროს ბედნიერი მოგონებები, ბაიას პირველი ნაბიჯები, მისი ბავშვობა, თამაში, სირბილი.. კარების ხმა რომ გაიგონა, იქით გაიხედა და სახეც მაშინვე კვლავ მკაცრი, უდრეკი გაუხდა. - ამას სახლში რა უნდა? _ გაბრაზებით გადახედა ბაიას. - ეს სახლი მისია დე _ გაუღიმა. - გამარჯობა ქალბატონო ელზა _ მიესალმა ლექსო და ხელი გაუწოდა. იცოდა, დღეს რომ უნდა მისულიყო სტუმრად ელზა, მაგრამ მაინც ჰქონდა მოულოდნელობის ეფექტი. ქალმა ერთი ახედა უკმაყოფილო მზერით და ისევ ბაიას მიუბრუნდა. - დეე _ თხოვნით მიმართა გოგონამ. - ბაია.. - დედა _ კიდევ ერთხელ გაიმეორა უფრო მკაცრი ტონით და ქალბატონი ელზაც დაითანხმა. ლექსოს ხელი ჩამოართვა, სულ ორი წამით და სასწრაფოდ გამოსწია უკან, მზერა არ შეცვლია. ბაიას გაეღიმა, ლექსომ მოიბოდიშა დაგტოვებთო და ოთახიდან გავიდა. - რატომ მაიძულებ რომ ადამიანურად მოვექცე ბაია? - იმიტომ რომ ადამიანია დედა. - ადამიანი რომელმაც გაგაუბედურა. - და ამავე დროს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამაბედნიეროს.. - ხვდები მაინც რას ამბობ? - ვხვდები დე, ვხვდები, მართლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო. ამას ვერ დავუკარგავ, ამის არ-შემჩნევა უბრალოდ უმადურობა იქნება. - ეტლში რომ ზიხარ ეგ დაგავიწყდა? - დედა გთხოვ, ეს უბედური შემთხვევა იყო.. - არ მესმის ბაია, არ მესმის ამ ყველაფერს ასე მშვიდად როგორ უყურებ, როგორც კი ამ ბიჭს ვხედავ, მინდა ისევე გავაუბედურო, როგორც შენ გაგაუბედურა. - ჰოდა არ მინდა რომ ასე ფიქრობდე, მე ისევ ჩემი თბილი დედიკო მინდა, შენ შეიძლება ვერ ხედავ, მაგრამ მე ვხედავ როგორ ნანობს თავის საქციელს.. - სინანული გშველის? - შიძლება ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას არა, მაგრამ სულიერად მშველის, გულის ტკივილს შველის დე.. - არ ვიცი ბაია, არ ვიცი.. - მე ვიცი.. _ გაუღიმა. - მე ვგრძნობ რომ გტკივა, როდემდე გაუძლებ ასე მშვიდად ამ ყველაფერს.. - ბოლომდე დე, შენ იცი რომ მტკივა, ამის უარყოფას არც ვეცდები, მართლა მტკივა, მაგრამ არაფერი შეიცვლება ლექსოს რომ უხეშად ვექცეოდე, ისევ ისე მეტკინება და სინდისიც არ მომცემს სიმშვიდის უფლებას. - კარგი, როგორც შენ მიგაჩნია სწორად _ გაუღიმა _ ჩემი წასვლის დროა.. - უკაცრავად ხელს რომ გიშლით _ ოთახში შევიდა ლექსო. - არ გვიშლი _ გადახედა ბაიამ. - მე უკვე წასვლას ვაპირებდი _ კვლავ მკაცრი ტონი ჰქონდა ელზას. - იქნებ ჩვენთან ერთად გესადილათ _ ყოყმანით შესთავაზა ლექსომ. - არა, მადლობა. - დე, ძალიან კარგი იდეაა, მე რატომ ვერ მოფიქირე, დარჩი რა. - არა ბაია, არ მინდა. - იქნებ დაფიქრდე? - არა, მადლობა შემოთავაზებისთვის. - კარგი, გაგაცილებ. კარებამდე მიაცილა, თბილად ჩაეხუტა ქალბატონი ელზა და წავიდა. სევდიანი მზერით გააცილა დედა, მოენატრა მასთან ყოფნა, მასთან ერთად ცხოვრება, ყოველ საღამოს ტკბილი კოცნა შუბლზე, მისი რჩევები, გაფრთხილებები, თავისი სახლი მოენატრა. - ბაია, ვისადილოთ _ ფიქრების ჯაჭვი გაუწყვიტა ლექსოს ხმამ. - ჰო, წავიდეთ. - ნელ-ნელა მოემზადე მერე, თუ არ გადაიფიქრე რა თქმა უნდა. - არ გადავიფიქრე, მოვემზადები და წავიდეთ. - და კიდევ.. - რა მოხდა? - ხვალ პასუხები იქნება _ დამამშვიდებლად გაუღიმა. - მართლა? _ ეცადა არ შეემჩნია როგორ ანერვიულდა. - ჰო.. - ძალიან კარგი _ გაუღიმა და სამზარეულოსკენ გაგორდა. ისადილეს, მაქსიმალურად ცდილობდა ბაია მღელვარება არ შეტყობოდა, მაგრამ არც ისე კარგად გამოუვიდა. საღამოს ნატა დაეხმარა მომზადებაში. თმები აიწია და კუდი ლამაზად ჩამოუშვა. მსუბუქი მაკიაჟი, წითელი ფერის ტუჩსაცხი და ლექსოს მიერ მიტანილი კაბა.. ოთახში რომ შევიდა და ლამაზად შეფუთული ყუთი დაინახა, გაუკვირდა. ვერც კი ივარაუდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ყუთში. როგორც კი გახსნა, გაოცდა, კაბა ამოიღო.. გრძელი, შავი კაბა იყო, ზურგი სამკუთხედად ამოღებული, წინ ოვალურად, კარგად გამოიკვეთებოდა მხრები, მაღალი კისერი, მთლიანად ვიწრო, მხოლოდ ბოლოში იყო ოდნავ გაშვებული. - ლექსოს ვეტყვი რომ მზად ხარ _ გაუღიმა ნატამ და კარებისკენ წავიდა _ ჰო, შესანიშნავად გამოიყურები _ მოუბრუნდა თვალი ჩაუკრა. - მადლობა _ გაუღიმა. სანამ ნატა გასული იყო, ბაია სარკეში თავის ანარეკლს უმზერდა.. სულ სხვა ადამიანს ხედავდა, აღარსად იყო ის ხალისიანი, თვალებგაბრწყინებული გოგო, ახლა სევდიანი მზერის მატარებელი გამხდარიყო, მის თვალებში ტკივილი ჩანდა. - შეიძლება? _ ოდნავ მიაკაკუნა ლექსომ. - შემოდი _ სარკეს თვალი მოაშორა და კარებისკენ გაიხედა. - ბაია _ აღფრთოვანებული იყო ლექსო _ ულამაზესი ხარ, მართლა.. - მადლობა _ გაუღიმა.. - წავედით ხომ? - წავედით. -_-_-_-_-_-_-_-_- რესტორანში შესვლისთანავე ყურადღება მიიქციეს. უხერხულად შეიშმუშნა ბაია, კარგად მიხვდა არც მის სილამაზეს რომ არ უყურებდნენ და არც მის ჩაცმულობას, აკვირდებოდნენ წყვილს, გაფართოებული თვალებით და შემფასებლური მზერით. - გაოგნებული ვარ, ეს რა სილამაზე გვყოლია გვერდით _ ღიმილით მიუახლოვდა დემნა. - მადლობა _ დაიმორცხვა. საზოგადოების დიდი ნაწილი რაღაცებს ჩურჩულებდა, გადამეტებულ ინტერესს იჩენდნენ ბაიას მიმართ. კარგად ამჩნევდა გოგონაც და თავს უხერხულად გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ ლექსო წამითაც არ მოშორებია გვერდიდან, ვინც მიესალმა ყველას წარუდგინა ბაია. ჩურჩული კი მაინც გრძელდებოდა.. - არ მესმის რატომ მოიყვანა ცოლად ეს ინვალიდი, მშვენიერი ბიჭია _ რას არ იზამდა ოღონდ ეს სიტყვები არ გაეგონა, მაგრამ გაიგონა, თვითონაც და ლექსომაც, რომელიც უკვე მთელი ძალით ჩაფრენოდა ეტლის სახელურებს. - მითხარი რომ არაფერი გაგიგია, გთხოვ _ ეტლის წინ ჩაცუცქულიყო და ბაიას ხელები საკუთარ ხელებში მოექცია. - არაფერი გამიგია _ აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა. - ყურადღებას ვითხოვ ერთი წუთით _ ეტლს მოშორდა ლექსო. - რას აკეთებ? _ გაკვირვებული დაეკითხა. - ერთი წუთით, მინდა ყველას გაგაცნოთ, ჩემი მეუღლე ბაია ლომიძე. მე მინდა მისი სადღეგრძელო შევსვა, მისი, როგორც გამორჩეული ადამიანის.. ადამიანის, რომელიც ადამიანობის ეტალონია, სიმშვიდის და კეთილშობილების განსახიერების, არასდროს მომბეზრდება მის დადებით თვისებებზე საუბარი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ნებისმიერ თქვენგანზე ძლიერია და ნებისმიერ თქვენგანზე მაღლა დგას შეგნებით, ჩემს ბაიკოს გაუმარჯოს _ თავზე აკოცა ბაიას და დალია. გაკვირვებული უყურებდა ბაია, უცნაურად მოხვდა ყურში „ჩემს ბაიკოს“, მაგრამ ეცადა განსაკუთრებული რეაგირება არ მოეხდინა. _ წავედით ბაია. - სად წავედით ლექსო? - სახლში.. - ლექსო.. - წავედით _ გაუღიმა და რესტორნიდან გაიყვანა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია ლექსოს. მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა, სახლში რომ მივიდნენ. - მაპატიე რა _ შეწუხებული სახით ჩამოუჯდა წინ. - რა უნდა გაპატიო, არაფერია.. - როგორ არა, არ უნდა დამეძალებინა წამოსვლა. - შენ არაფერი დაგიძალებია, მთხოვე და მეც დაგთანხმდი.. - არ მეგონა თუ მსგავსი რამ მოხდებოდა. - ლექსო, დაივიწყე კარგი? მე დავივიწყე, არაფერი მომხდარა.. - მაპატიე.. - უკვე მაბრაზებ.. - კარგი, გავჩუმდები _ ოდნავ გაუღიმა. - ოთახში ამიყვან? - აუცილებლად _ ხელში აიყვანა და კიბეებზე ავიდა. როგორც კი ლოგინზე დასვა, მზერა გაუსწორა. _ მართლა მაპატიე რა _ შუბლზე კოცნა დაუტოვა და ოთახიდან გავიდა. _______ ესეც მეექვსე..მოკლედ, მოვრჩი ყველაფერს, სურპრიზების კეთებასაც, კლასელებთან ქეიფსაც, ცხრილების შევსებასაც და იმედი მაქვს მეტჯერ აღარ დავიგვიანებ.. შედარებით დიდი თავია.. ველი შეფასებას და კვლავ ვიხდი ბოდიშს დაგვიანებისთვის, კვლავ გიმეორებთ რომ მიყვარხართ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.