შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...{41}


10-09-2015, 11:36
ავტორი Anonymous^^
ნანახია 1 885

{41}
ელიზაბეტი მისაღებ ოთახში სავარძელში გადაწოლილიყო და ისვენებდა,როცა დაფარული ნომრიდან შეტყობინება მიიღო.hangouts გახსნა:"ტელევიზორი ჩართე და ნებისმიერ არხზე გადართე."მაგიდაზე დადებულ პულტს გადაწვდა.ტელევუზორის ეკრანს მიაშტერდა,ფილმი გადიოდა,განსაკუთრებული ვერაფერი დაინახა.მერე მისი ყურადღება ტიტრებმა მიიქცია-"ელიზაბეტ,გაიღე მოწყალება და სანდროს აპატიე.ის მხოლოდ ერთ შანსს გთხოვს.არ დაგავიწყდეს ძალიან უყვარხარ."ელის თვალები შუბლზე აუვიდა.სხვა არხზე გადართო,ყველგან ასეთი წარწერები ამოიკითხა.სხეულში სითბო ჩაეღვარა.მობილურს ხელი სტაცა და დაფარულ ნომერზე გადარეკა.
-არ დაიღალე?-ჰკითხა ჩუმად.
-არა და არც დავიღლები-უპასუხა დამტკბარმა ხმამ.
-აუ,სანდრო,რა გინდა?-წამოჯდა ელი.
-ზოგადად რაც მინდა იცი და ახლა ერთ ადგილას გელოდები-სანდროს ბოხი ხმა სითბოთი აღვსილიყო.-მოხვალ?
-სად..-დიდი ხნის დუმილის შემდეგ ამოიჩურჩულა მან.
-გზა თვითონ მოგიყვანს ჩემთან-უთხრა დანელიამ და ყურმილი დაკიდა.
"ჰაა?"ვერ მიუხვდა ელი,თუმცა ფეხზე წამოდგა,პიჯაკი მოიხურა და გარეთ გავარდა.კართან დადებული თეთრი ვარდების თაიგული დაინახა.ბარათი ამოიღო:"პირდაპირ წადი."ტროტუარს გაუყვა და გზაჯვარედინთან ისევ თაიგული დახვდა."ახლა მარჯვნივ გაუხვიე."გზა გადაკვეთა და მარჯვენა მხარეს გადავიდა.საბოლოოდ ყვავილებმა და ბარათებმა დანიშნულების ადგილამდე მიიყვანა.ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო.
-ვიცოდი,რომ მოხვიდოდი-მოესმა უკნიდან.
-აქ რატომ მომიყვანე?-შეტრიალდა ელი.-სხვა ადგილი ვერ იპოვე?
-მალე მიხვდები-გაუღიმა სანდრომ.-წამომყევი.
-ტყეში შესვლას აპირებ?-დაუყვირა ელიზაბეტმა.-მე არ წამოვალ.
-კი ვაპირებ,თან შენთან ერთად.-უთხრა და ხელი ჩაჰკიდა.ტყეში ძალით შეიყვანა.
-ყველა ხეს კარგად დააკვირდი-უთხრა სანდრომ.
ელი დაემორჩილა.მართლაც დაკვირვებით ათვალიერებდა ყველა ხეს და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
-ეს..-სანდროს სახეში მიაშტერდა.
-ხო,ამიერიდან ეს "ჩვენი ტყეა"-თავი დაუქნია მან.
-...-ელი სიტყვებს ვერ პოულობდა,ხეებს მიშტერებოდა და ამოტვიფრულ წარწერას-"ელი და სანდრო" ჩუმად წარმოთქვამდა.
-ცოტაც და მივალთ-გზა განაგრძო სანდრომ.-დაიღალე?
-სად მივალთ?-გაუკვირდა ელის.-ცოტათი.
-მთავარ სიურპრიზთან.-სანდრო ელიზას მიუახლოვდა,ერთი ხელი მკლავებში შეუცურა,მეორე ხელით მუხლები ჩაუკეცა და ხელში აიტაცა.-"ჩვენ ტყეს" დავტოვებთ და მინდორზე გავალთ.
-მოიცა რას აკეთებ?-დამსვი..-ხმამაღლა გაჰკიოდა,თუმცა ძალიან სიამოვნებდა სანდროს ხელებში ყოფნა.სანდრომ ყურიც არ გააპარტყუნა,ერთი ჩაიცინა და ისევ გზა განაგრძო.როგორც იქნა ტყე დასრულდა.ელი "დიდი ბურთის" დანახვისას შოკში ჩავარდა.
-არ არსებობს-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.
-არსებობს,არსებობს-სანდრომ ელი საჰაერო ბუშტში ჩასვა და თვითონაც მის პირდაპირ მოკალათდა.
-შანსი არაა-წამოვარდა ელი-სიმაღლის მეშინია.
-დამშვიდდი,მე შენთან ვარ-ასაფრენად გაემზადა ის.
-მერე რა.მაინც მეშინია.-ჩასვლას შეეცადა,მაგრამ საჰაერო ბუშტი მიწას მოწყდა.ელიმ წამოიკივლა და თავის ადგილს დაუბრუნდა.ცდილობდა ქვემოთ არ ჩაეხედა,ბოლოს ვეღარ გაუძლო.უკვე საკმაოდ მაღლა იყვნენ.ელიზაბეტმა იგრძნო როგორ გამოჟონა ხელისგულებიდან ოფლმა.შეშინებული სანდროს მიეკრა და თვალები დახუჭა.გაოგნებული დანელია ვერ იჯერებდა.
-ელი,თვალები გაახილე-თავზე აკოცა მან.-საშიში არაფერია,მალე დავეშვებით.
ელიზაბეტი გონს მოეგო,თვალები გაახილა და სანდროს მოშორდა.
-კარგი,მაპატიე,შენი შეშინება არ მინდოდა-თვალებში ჩახედა ელის.-უბრალოდ ამ ექსტრემალურ სიტუაციაში მინდოდა შენთვის კიდევ ერთხელ მეთქვა,რომ მიყვარხარ.



№1 სტუმარი ()())

Dzaan kaia mara dzaan dzaan pataraaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent