მოიისფრო [7]
დილით, თვალები რომ გაახილა ბაიამ, მისგან ზურგით მდგარი ლექსო დაინახა, რაღაცას აკეთებდა, მარტივად მიხვდა ლომიძის ქალბატონი რა „რაღაც“ იყო და თვალები ისევ დახუჭა. როგორც კი ბიჭი ოთახიდან გავიდა, ეშმაკობას მორჩა და იასამნის თაიგულს გახედა. ისევ თავმომწონედ უმზერდა იასამანი, ისევ სითბო ჩაეღვარა გულში, ისევ ბედნიერს გაეღიმა. მაისი იწურებოდა, ლექსო კი იასამნების მიტანას არ წყვეტდა. დღეს პასუხები იქნებოდა, ღიმილი მოშორდა სახიდან. არ იცოდა რა მოლოდინები უნდა ჰქონოდა, არ უნდოდა ზედმეტად დაეიმედებინა საკუთარი თავი და შემდეგ იმედები გაცრუებოდა. ურჩევნოდა პესიმისტურად ეფიქრა, ასე გულის ტკივილს მაინც შეიმსუბუქებდა, თუ პასუხი უარყოფითი იქნებოდა.. ასე ფიქრობდა, ასე ეგონა.. - დილა მშვიდობის ბაია _ ღიმილით შევიდა ოთახში ნატა. - გამარჯობა ნატა _ ნაძალადევად გაუღიმა. - რამე მოხდა? _ ადვილად შეამჩნია ექთანმა მისი ხასიათის ცვლილება. - არაფერი, უბრალოდ ვღელავ ნატ, ეს არის და ეს. - ჰო, გასაგებია, არ ინერვიულო, ყველფერი კარგად იქნება _ ლოგინზე ჩამოუჯდა. - მადლობა ნატ, ყოველთვის ცდილობ დამამშვიდო და კარგადაც გამოგდის. - როგორც ლექსოს ხომ? _ ეშმაკური ღიმილით ჩაუკრა თვალი. - ნაატ _ საყვედურნარევი ტონით წარმოთქვა მისი სახელი. - კარგი, ვჩუმდები _ ხელები სიცილით ასწია _ მოვემზადოთ, ვისაუზმოთ და მერე წახვალთ. - ჰოო.. - გუშინდელი ამბებიც მოსაყოლი გაქვს.. - რომ დავბრუნდები, მოგიყვები ნატ... კიდევ კარგი შენ და ელო მყავხართ _ გაუღიმა და ჩაეხუტა. - კარგია რომ გაგიცანი, იშვიათობაა შენნაირი ადამიანები.. მომზადებაში დაეხმარა და ოთახიდან გავიდა. მალე შეაბიჯა ლექსომ, ღიმილით მიესალმა, წინა საღამოზე საუბარი უნდა დაეწყო, მაგრამ ბაიამ გააჩუმა. ფრთხილად ჩაიყვანა კიბეებზე, მშვიდად ისაუზმეს და საავადმყოფოსკენ წავიდნენ. - ნერვიულობ? _ გადახედა ლექსომ და ერთმანეთში გადახლართული თითებისკენ მიანიშნა. - ცოტას _ ნერვიულად გაუღიმა. - ყველაფერი კარგად იქნება.. - კარგი სიტყვებია, ნეტავ ყოველთვის ხდებოდეს _ ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. - ჩვენს შემთხვევაში ახდება ბაია.. - დედა ალბათ გველოდება უკვე.. - არ გველოდება, შენ გელოდება _ გაუცინა _ ან მეც მელოდება, ოღონდ მოსაკლავად.. - ლექსოო _ ბაიასაც გაეცინა. - მოვედით.. - ჰო _ ისევ შეუტია ნერვიულობამ.. მანქანას მოუარა, ბაიას კარები გააღო, ღვედი შეუხსნა და მშვიდად გაუღიმა. - ჩემი ხომ გჯერა? _ დაბნეულმა შეხედა ბაიამ _ გჯერა?? - ჰო _ გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა. - ჰოდა ყველაფერი კარგად იქნება _ სულ რამდენიმე წამით შეახო ტუჩები შუბლზე, ხელში აიტაცა და საავადმყოფოში შეიყვანა. - მოხვედი დედიკო? _ შესვლისთანავე შეეგება ელზა. - მოვედით დედა _ მრავლობითი რიცხვი გამოკვეთა. - გამარჯობა _ უკმაყოფილო ტონით მიესალმა ლექსოს. - გამარჯობა _ გაუღიმა. _ წავიდეთ ხომ? ექიმი გველოდება.. - მე შევყვები, შენი შემოსვლა არაა საჭირო.. - მეც რომ მინდა შემოსვლა, თქვენც რომ შეჰყვეთ და მეც? - მგონი ამდენი ადამიანის შემოსვლა არაა საჭირო. - დედა გთხოვ _ გადახედა ბაიამ ელზას.. - კარგი, როგორც გინდათ _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და კარებზე დააკაკუნა. ნებართვის შემდეგ შევიდნენ, სკამზე ჩამოსვა ლექსომ ბაია და თვითონ მის უკან დადგა. მეორე სკამი ქალბატონმა ელზად დაიკავა. - გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა ექიმი. _ აბა, როგორ გრძნობთ თავს? - ვღელავ _ გულწრფელად უპასუხა ბაიამ. - რასაკვირველია, თქვენს ადგილას ყველა ინერვიულებდა, მაგრამ.. სანერვიულო მე თუ მკითხვათ არ გაქვთ _ გაუღიმა.. _ ანალიზების პასუხები ძალიან კარგია, გილოცავთ _ სახეგაბრწყინებულმა ამცნო.. - ანუ? _ ჩაეკითხა ლექსო. - ანუ ის რომ ბაია ისევ შეძლებს სიარულს, თუ რა თქმა უნდა იმკურნალებს.. - აუცილებლად _ მტკიცედ უთხრა ლექსომ.. ბაია უბრალოდ ხმას ვერ იღებდა, აცრემლებული თვალებით შეჰყურებდა ექიმს. - უღრმესი მადლობა ექიმო _ ბედნიერი იყო ქალბატონი ელზაც. - მაგრამ ბაია, უნდა გაგაფრთხილო, რომ ეს ძალიან რთული პროცესი იქნება, საკმაოდ მტკივნეულიც, იმედი მაქვს შეძლებ ამ ყველაფრის ატანას, მე მჯერა რომ ხარ ამდენად ძლიერი და შენი მომავლისთვის აიტან ამ ყველაფერს.. - მე ყველაფერს გავაკეთებ _ გაუღიმა და ცრემლები მოიწმინდა. - აი ეს შემართება ძალიან მომწონს.. ჩვენ ვესაუბრეთ ჩვენს გერმანელ კოლეგებს, ისინი უკვე გელოდებიან, რაც უფრო მალე შეძლებთ წასვლას, მით უკეთესი იქნება. - დღეიდანვე დავიწყებთ მზადებას, ვეცდები რაც შეიძლება მალე მოვაგვარო საბუთების საკითხი და მალე გავემგზავროთ. - ძალიან კარგი, სხვა აღარაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ წარმატებები გისურვოთ, ვიმედოვნებ მომავალ ვიზიტზე საკუთარი ფეხით მესტუმრები _ გაუღიმა ბაიას.. - იმედია.. - ნახვამდის ბატონო ვახტანგ, მადლობა _ გაუღიმა ლექსომაც და ბაია ხელში აიტაცა. მანქანას რომ მიუახლოვდნენ, ელზას გადახედა ლექსომ.. - იქნებ ჩვენთან წამოსულიყავით, აღვნიშნოთ ეს ამბავი.. - ჯობს სახლში წავიდეთ _ კვლავ მკაცრი იყო ქალი.. - დეე, ახლა მაინც წამო, გთხოოვ.. - ნელი დეიდა დილიდან ემზადებოდა პასუხების აღსანიშნავად, დარწმუნებული იყო რომ დადებითი იქნებოდა, ძალიან გაუხარდება თუ თქვენც მოხვალთ.. _ ორივეს გადახედა ქალმა, მართალია უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა.. სახლშიც დიდი სიხარული გამოიწვია პასუხებმა. ლექსომ ბებიასაც დაურეკა, ბაიაც ისმენდა ქალის აღფრთოვანებულ ტონს, თბილად ჩაეღიმა. - ვიცოდი, ვიცოდი _ გახარებული ჩაეხუტა ნატაც. - მადლობა ნატ.. - როგორ გამახარეთ _ ღიმილით დაფუსფუსებდა ნელი დეიდაც. ერთად ისადილეს, მშვიდად.. ქალბატონი ელზა მეტ ხანს აღარ გაჩერდა და წავიდა.. გააცილეს და ელოს და დემნას დაურეკეს.. ყველა ბედნიერი იყო.. საბუთების მოწესრიგება იმ დღიდანვე დაიწყეს, თუმცა ლექსოს კიდევ ერთი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. არ იცოდა ქალბატონ ელზასაც სურდა წასვლა თუ არა.. არა რომ ენდომებოდა, ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა, უნდა გაერკვია შეეძლო თუ არა.. ამ საქმესაც მიხედავდა.. ახლა კი უბრალოდ ბედნიერი იყო, უყურებდა ბაიას გაბრწყინებულ თვალებს და ხვდებოდა, რომ ეს იყო ყველაზე გულწრფელი სიხარული. მისი იმედით სავსე მზერა აბედნიერებდა.. ეს ლოდინი ამად ღირდა. - ჩვენი წასვლის დროა _ დაემშვიდობნენ ელო და დემნა.. ცოტა ხანში ოთახში აიყვანა ლექსომ ბაია. ლოგინზე დასვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. - ძალიან ბედნიერი ვარ ლექსო _ საუბარი ბაიამ დაიწყო.. - მეც _ გაუღიმა.. - ცოტა მეშინია კიდეც, მაგრამ.. - რისი გეშინია? - მეშინია, რომ ვერ გავუძლებ იმ რთულ პერიოდს.. - ნუ გეშინია, შენ ძლიერი ხარ და ეს უკვე დაამტკიცე.. - იმედია _ გაუღიმა.. - მე შენს გვერდით ვიქნები სულ, თუ ეს დაგამშვიდებს ან რამეში დაგეხმარება _ ბოლო სიტყვები თითქოსდა სევდიანი ტონით წარმოთქვა.. - შენი გვერდში დგომა სულ მეხმარება _ მზერა გაუსწორა.. - მაშინ იცოდე, რომ სულ შენს გვერდით ვიქნები, როცა დაგჭირდება.. - მადლობა.. ლექსო.. - არაფრის.. ბაია.. _ მისკენ მიიწია და გულზე მიიკრა.. იმდენად გაუაზრებლად გააკეთა ეს, მაგრამ იმდენად დიდი სითბო იგრძნო. არც ბაიას უგრძვნია რაიმე უხერხულობა, პირიქით, საკმაოდ მოხერხებულად იყო მიხუტებული ლექსოს სხეულზე, მოწონდა მისი სითბო, ყურადღება, მზრუნველობა.. _ უკაცრავად _ უხერხული ღიმილით მოშორდა.. - არაუშავს _ ბაიამაც გაუღიმა. - ძილინების.. - ტკბილი ძილი _ ოთახიდან გავიდა ლექსო.. ბაიამ კი კმაყოფილი ღიმილით დადო თავი ბალიშზე.. კმაყოფილი იყო დღევანდელი დღის გამო, უზომოდ ბედნიერი და იმედით სავსე.. ვერც წარმოიდგენდა ამდენ კარგ რამეს თუ უქადდა ეს დღე.. თვალები დახუჭა, ტუჩები კი თავისით იღიმოდნენ.. ლექსოს ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა ბაიასთან ჩახუტებისას დაუფლებული კომფორტის შეგრძნება.. ღიმილით მიწვა ლოგინზე, ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერს მიაშტერდა.. უკვე თვე-ნახევარი იყო, რაც ბაიასთან ერთად ცხოვრობდა და სიმართლე რომ ეთქვა, მის გარეშე ვეღარც წარმოედგინა ეს სახლი.. ახლა ერთადერთი მიზანი, ბაიას დახმარება და მისი ფეხზე დადგომა იყო, ზუსტად იცოდა რომ ყველაფერს გააკეთებდა ამისთვის... _______ ესეც მეშვიდე.. მაპატიეთ, პატარა თავია ვიცი.. ვეცდები გამოვასწორო.. მადლობა ბავშვებო,, ჩემი სტიმული ხართ თქვენ, მიყვარხართ ჩემო შოკოლადებო.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.