შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...{42}--{45}


11-09-2015, 15:52
ავტორი Anonymous^^
ნანახია 2 222

{42}
ელი თავის კაბინეტში სავარძელში იჯდა და ვინაიდან ბევრი საქმე არ ჰქონდა,კატოს ელაპარაკებოდა.
-მოკლედ ასე იყო რა-Lukeს ამბავი დაწვრილებით მოუყვა კატოს.
-ვაა,გოგო,ბედი გაგეხსნა?-გაეცინა ელიზას-მაგრამ ეგ ყველასთან ეგეთი მზურნელი და თბილია.თან...
-ვიცი რასაც გულისხმობ-მიუხვდა დაქალს ის.-ვკითხე ეგ და სიმპატიები მქონდა,მაგრამ მივხვდი,რომ მხოლოდ მეგობრები ვართ ერთმანეთისთვის და სულ ასე იქნებაო.
-კაია თუ მიხვდა-დასერიოზულდა ელი.
-სანდროსთან რას შვები?ისევ ეგ გიყვარს ხო?-მეათედ ჰკითხა კატომ.
-მერამდენედ უნდა მოგიყვე?-გაუბრაზდა დაქალს-თუ იმის მოსმენა გსიამოვნებს,რომ თავიდან შემიყვარდა?
-ვერ ვიჯერებ პროსტა,რას აღარ ჩალიჩობს-ფხუკუნებდა კატო.-მგონი მართლა შეიცვალა.
-ჰო ეგრეა-დაემოწმა ელიზაბეტი.კაბინეტში ირაკლის მდივანი შემოვიდა-ელიზაბეტ,ბატონი ირაკლი გეძახით.
-გოგო,წავედი მამაჩემი მეძახის,მერე დაგირეკავ-მდივანს თავი დაუქნია და ყურმილი დაკიდა.
ირაკლის კაბინეტში შევიდა.
-მამ,რა გინდოდა?-კარის სახელურს დაეყრდნო ის.
-ამ საბუთებს გადახედე-საქაღალდე გაუწოდა ირაკლიმ.
ელი მამასთან მივიდა და სავუთები ჩამოართვა.სპიკერი ჩაირთო-ბატონო ირაკლი,ალექსანდრე დანელიაა ხაზზე.-გაისმა მდივნის წვრილი ხმა.
-დამაკავშირეთ-უთხრა ირაკლიმ.
"ალექსანდრე დანელია?"გაუკვირდა ელის.
ირაკლიმ სპიკერი გამორთო და ყურმილი აიღო.
"ოხ,მამა,რა"გაბრაზდა ელიზა.
მთელი ათი წუთი ისმენდა ასლანიკაშვილი დანელიას ბოდიშებს.საუბარი დაასრულა თუ არა ელიმ წამსვე ჰკითხა-რა უნდოდა?
-ბოდიში მომიხადა სანდროს საქციელის გამო და თუ წინააღმდეგი არ იქნებით გავაგრძელოთ თანამშრომლობაო-აუხსნა ირაკლიმ.
-ახლა თავად ითანამშრომლებს ჩემთან თუ ისევ სანდრო?-ტუჩი მოიკვნიტა ელიმ.
-არვიცი,სანდრო აუცილებლად მოგიხდით ბოდიშსო...-მხრები აიჩეჩა მან და თავის საქმეს დაუბრუნდა.
ელის მობილურზე ურეკავდნენ,როცა კაბინეტში დაბრუნდა.მსწრაფლ მივარდა მაგიდას და ყურმილის აღება მოასწრო.-გისმენთ.
-ელი,როგორ ხარ?-სანდროს ხმა ამოიცნო მან.
-სანდრო..-სავარძელში ჩაჯდა და საქაღალდე მაგიდაზე დააგდო.-კარგად.
-როგორც ჩანს არ გაინტერესებს,მაგრამ მეც კარგად ვარ-ამოიოხრა სანდრომ.
-რატო გვეთამაშები?-თემა შეცვალა ელიმ-ხან გინდა ჩვენთან თანამშრომლობა და ხან არა.
-მე უბრალოდ Lukeსთან ერთად მუშაობა არ მინდოდა-აუხსნა დანელიამ.-ვიცოდი შენ მიმართ რასაც გრძნობდა და ვერ ავიტანე.თანამშრომლობას კი ახლა მამაჩემი გააგრძელებს.
-Luke ჩემთვის ყოველთვის მეგობარი იყო და სულ ასე იქნება-სანდრომ ეჭვიანობა ესიამოვმა ელიზაბეტს.
-და ის ვერ ხვდება მაგას-გაბრაზდა ის.
-ძალიან კარგად ხვდება,ის შენგან განსხვავებით ისეთ არაფერს გააკეთებს,რაც მე არ მინდა-მის გაბრაზებას შეეცადა ელი.-Luke და კატო ერთად არიან.
-მაინც ვერ მაპატიე-სერიოზულობას ინარჩუნებდა სანდრო.-მართლა?ასე უცებ გადაგიყვარა?
-არა ისევ ვუყვარვარ,თუმცა როგორც მეგობარი და დამღალე უკვე შენი ეჭვიანობით.-კვლავ ნერვებს უშლიდა ელიზა.-ძაღლი როგორ გყავს?
-სანდრო ყოველთვის თავს გაბეზრებს,აბა რა-გაბრაზება დარტყო მას.
-გაგითიშავ იცოდე-მოთმინებიდან გამოყავდა სანდრო.
-კარგი კარგი-გაეცინა დანელიას.-ძაღლი კარგად გვყავს,ენატრები.
-კაი ერთი-ჩაიფხუკუნა ელიზაბეტმა.
-შენ იცინე და ჩვენ მართლა გვენატრები-დასერიოზულდა ის.
-კარგი,წავედი მე,საბუთებს უნდა გადავხედო,კარგად-დაემშვიდობა ელი.
-კარგი,არ შეგეწინააღმდეგები,გკოცნი-დაემშვიდობა სანდროც-აი შეხედე მეც შენ სურვილს ვემორჩილები.
ელიმ ყურმილი დაკიდა.საქაღალდე გადაშალა და საბუთებს ჩააშტერდა.

{43}
ასლანიკაშვილების ოჯახს თავი ერთად მოეყარა და ვახშმობდნენ.
-ელიზაბეტ,დაბადების დღეზე რას აპირებ?-თემა წამოაყენა ირაკლიმ.
-როგორც ყოველთვის გრანდიოზული და გიჟური წვეულება უნდა მოვაწყო-გაეცინა ელის.-ორგანიზებაში მეგობრები დამეხმარებიან.
-გასაგებია,ფული რამდენიც დაგჭირდება ამ ბარათიდან აიღე-საკრედიტო ბარათი გაუწოდა შვილს.-და მე რა გაჩუქო?
-აუ ჯიგარი ხარ,მაა-სახე გაებადრა ელის.-რაც გინდაა.
-მე როგორც ყოველთვის კაბას შეგიკერავ-ჩაერთო სოფიოც.
-მოკლედ რა მშობლები მყააავს-მაგიდიდან ადგა ის,მშობლებს თბილად მოეხვია.-წავალ მე დავიძინებ.
ირაკლის და სოფიოს დაემშვიდობა,დუდის აკოცა და კიბეებს აუყვა.

{44}
ელიზაბეტი დილით მობილურის ზარმა გააღვიძა.
-ვინც არ უნდა იყო ვერ გადამირჩები-ბუზღუნით აიღო ყურმილი.
-მაპატიე,მაპატიე-გაეცინა სანდროს-მიდი სწრაფად ადექი,მოემზადე და გზაჯვარედინზე გელოდები.
-რა გინდა?-წამოჯდა ელი.
-მიდი სწრაფად,სწრაფაად!-უთხრა დანელიამ და სატელეფონო კავშირი გაწყდა.
ელი ბუზღუნით ადგა,შხაპი მიიღო,სწრაფად გამოეწყო და გარეთ გავიდა.გზაჯვარედინზე სანდრო მანქანით ელოდებოდა.
-დილამშვიდობის-მიესალმა ის.
-აუფ,ძაან მშვენიერი დილაა-ისევ ბუზღუნებდა ელიზა.-ჯერ კიდევ ფეხზე მძინავს.
-მალე გამოფხიზლდები-მანქანა აამუშავა სანდრომ.
-სად მივდივართ ის მაინც მითხარი-დასერიოზულდა ელი.
-მივალთ და ნახავ-ერთდროულად ორ მანქანას გაუსწრო დანელიამ.
-ოხხ რაა-გაბრაზდა ის-მალე მივალთ?
სანდრომ არაფერი უთხრა და ასლანიკაშვილების სახლის წინ გააჩერა.
-მეღადავები?-მოთმინებას კარგავდა ელიზაბეტი.
-ძაან სპორტულად გაცვია,მიდი გამოიცვალე-კარი გაუღო მან.
-აუ ნერვებს მიშლი,გეთქვა სად მიგყავდი და შესაბამისად ჩავიცვამდი.-სახე მოეღრიცა ელიზას.
-ნუ წუწუნობ,მიდი გელოდები-ძალით გადმოათრია მანქანიდან.-გახსნაზე მივდივართ.
-რის გახსნაზე?-კვლავ ჰკითხა ელიზაბეტმა.
სანდროსგან პასუხი ისევ ვერ მიიღო,გაბრაზებული დაემორჩილა და 5წუთში სხვა ტანსაცმლით დაბრუნდა.
-რას იტყვი?როგორ გამოვიყურები?-ჩაჯდა მანქანაში.
-ბევრად უკეთესად-გაუღიმა დანელიამ და გაზის პედალს ფეხი დააჭირა.
-არც ახლა მეტყვი სად მივდივართ?-ცნობისმოყვარეობის ჭია არ ასვენებდა.
-არა-თავი გააქნია სანდრომ.-ჟურნალისტები თავს დაგეხვევიან და არ დაიბნე.
-რამე ცუდი მოხდა?-ანერვიულდა ელი.
-არა,პირიქით-დაამშვიდა მან.
-მაშინ არ დავიბნები,ნუ ნერვიულობ,არ გრცხვენია?-გაუცინა ელიზამ სანდროს.
ბოლოს ელიზაბეტი მიხვდა,რომ სანდროს ვერაფერს დააცდევინებდა და გაჩუმდა.ცენტრს როცა გასცდნენ,ელიმ ჟურნალისტების ჯგუფი დაინახა.
-მოვედით-აღნიშნა სანდრომ.მანქანიდან გადავიდა და ელის კარი გაუღო.
მაშინვე "თავს დაესხნენ" ჟურნალისტები.ელიზაბეტის ყურადღება შენობაზე გაკრულმა დიდიმა წარწერამ მიიქცია:"Ell's advertising company."
-რააა?ეს წარწერა რას ნიშნავს?-გადაუჩურჩულა ჩუმად სანდროს.
-ხო,მიდი ლენტი გაჭერი-უთხრა სანდრომ,მერე ჟურნალისტებს მიმართა-ლენტის გაჭრა მაინც დააცადეთ,კომენტარს ჯერ არ გააკეთებს.
-თქვენ მაინც გვითხარით რამე,ბატონო სანდრო-არ ეშვებოდნენ ისინი.
-ჯერ გაგვატარეთ-ხელით ჩამოიცილა გზიდან.ელიმ ლენტი გაჭრა და კომპანიაში შევიდა.სანდროც უკან მიჰყვა.
-არვიცი რა ვთქვა-მხრები აიჩეჩა ელიზაბეტმა.
-არც არის რამის თქმა საჭირო-გაიღიმა დანელიამ.-აბა როგორ მოგწონს შენი სარეკლამო კომპანია?
-კი,მაგრამ უხერხულ სიტუაციაში მაყენებ-მიაშტერდა სანდროს.
-სულაც არა,უბრალოდ ჩემს საცოლეს სიურპრიზი მოვუწყვე-ელის ხელი ხელებში მოიქცია მან.
-საცოლეეს?კარგად იხუმრე,მომეწონა-გაიცინა ელიზამ.
-ვიხუმრე?არა,ელი-თავი გააქნია სანდრომ.-ადრე თუ გვიან შენ ჩემი ცოლი გახდები.
-იოცნებე,იოცნებე-კვლავ იცინოდა ის.
-ამას მალე დაგიმტკიცებ-ხელზე აკოცა ელის.
-მოკლედ ყველა დანახარჯს აგინაზღაურებთ,რაც კი ამ სარეკლამო კომპანიის გასახსნელად გაიღეთ-სერიოზული გამომეტყველება მიიღო ელიზაბეტმა.
-ნუ სულელობ-ეწყინა სანდროს-შენ ის მოიფიქრე ჟურნალისტებს რას ეტყვი.
-მაშინ უარს ვამბობ შენ სიურპრიზზე-თავის პოზიციას ინარჩუნებდა ელი.
-ელი,ყველაფერს წყალში ნუ ჩაყრი ძალიან გთხოვ-მის გადარწმუნებას ცდილობდა დანელია-მაგრამ შენი ჯიუტი ხასიათი კარგად ვიცი და ვხვდები,რომ არ დამთანხმდები.ამიტომ ხელშეკრულება დავდოთ.
-რა ხელშეკრულება?-დაინტერესდა ის.
-მოკლედ თუ ჩვენ დავქორწინდებით არანაირი დანახარჯის დაფარვა ად იქნება საჭირო-აუხსნა სანდრომ.-მაგრამ თუ არ დავქორწინდებით აგვინაზღაურებ.რას იტყვი?
-ესეიგი ასე ხო?ოხ დანელია..მაშინ ახლავე გამოგიწერ ჩეკს ჯობია-გაიღიმა ელიმ.
-მოდი ნუ ვიჩქარებთ.შენი დაბადების დღისთვის ყველაფერი გადაწყდება-გაიღიმა სანდრომაც.

{45}
-აუ ეს ისევ ოცნებეში წავიდა-აბრაზებდა ელიზაბეტი.
-და ჟურნალისტები?-თემა შეცვალა სანდრომ.
-რამდენიმე კითხვას ვუპასუხოთ-კომპანიიდან გავიდა ელი.
დანელიაც უკან გაჰყვა.ჟურნალისტები ისევ გარს შემოეხვივნენ.ელიზაბეტმა კომენტარი მოკლედ გააკეთა,მხოლოდ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა და მანქანისკენ წავიდა.
-ელიზაბეტ,ბატონო სანდრო-თავს არ ანებებდნენ ისინი-თქვენ ერთად ხართ?
სანდრო ღიმილიანი სახით მიტრიალდა.
-ჩვენ?დია...-დაიწყო მან,თუმცა ელიზამ ისე მაგრად უჩქმიტა ხმა ვეღარ ამოიღო.გამოსწორების მიზნით ჩაახველა.
-ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ-მკაცრად მიმართა მათ ელიმ და მანქანაში ჩაჯდა.-იდიოტო,რის თქმას აპირებდი?-დაუყვირა სანდროს.
-სიმართლის-მშვიდი გამომეტყველებით უპასუხა მან.
-რა სიმართლის?-გაბრაზდა ელიზაბეტი.
-სიმართლეა,რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს-თვალი ჩაუკრა სანდრომ.
-და სახლში რა ვთქვა?-ტუჩი მოიკვნიტა ელიმ.-როგორ ავუხსნა ეს რა იყო?
-ეგ შენი გადასაწყვეტია რას იტყვი-მანქანა გააჩერა მან.-აი,უკვე მოვედით კიდეც.
-უკვე წარმომიდგენია სოფიოს სახე,წავედი...-კარი გააღო მან,მაგრამ სანდრომ მკლავში ხელი ჩაავლო,თავისკენ მიიბრუნა და მის ბაგეებს დაეწაფა.ელის წინააღმდეგობა არ გაუწევია.ეს ისე უეცრად მოხდა გააზრებაც ვერ მოასწრო.გონს როცა მოეგო მანქანიდან უკვე გადმოსული იყო.სახლში შევიდა,სოფიო შეეგება.
-ეს რა იყო,ელიზაბეტ?-ეგრევე კითხვები დააყარა მან.
-ჯერ მოვედი?-ელიმ ჰოლი გადაკვეთა და სასტუმრო ოთახში შევიდა.
-ამიხსენი ეს რას ნიშნავდა-შვილის პირდაპირ დაჯდა ის.
-უბრალოდ სარეკლამო კომპანია გამიხსნა რა-სავარძელში გადაწვა ელიზა.
-რა უბრალოდ?ელიზაბეტ,ირაკლიც გაგიჟებულია-სახე ხელებში ჩარგო სოფიომ-თქვენ შორის რამე ხდება?
-ვაიმე რამ გააგიჟა?!არაფერიც არ ხდება...სანდროს ვუყვარვარ და სარეკლამო კომპანია გამიხსნა-აუხსნა დედას.
-და შენ გიყვარს?-არ ეშვებოდა ის.
-მეე?არვიცი..-წამოდგა ელი-დღეს ადრე გავიღვიძე და მეძინება.რომც მიყვარდეს არ შეიძლება?!
-არ იცი?-წამოვარდა სოფიოც.
-ელიზაბეტ,ელიზააბეეტ-გაჰყვიროდა ბოლო ხმაზე-ჯერ ამიხსენი და მერე დაიძინე.
ელი კიბეებს სწრაფად აუყვა,ოთახში შევიდა და საწოლში შეძვრა.სოფიოს ხმის დასაფარად თავი ბალიშის ქვეშ მოაქცია,მაგრამ დაძინება მაინც ვერ შეძლო.ოთახში სოფიო შემოვიდა.
-ქვემოთ ჩამოდი,ირაკლი მოვიდა-ბალიში ააცალა მან.
-აუ მეძინება-საბანი წაიფარა მან.
-სანამ თვითომ ამოგაკითხავს ჩამოდი-გავიდა სოფიო.
ელიზაბეტიც უკან გაჰყვა.კიბეებს ნელა ჩაუყვა და მისაღებ ოთახში გაალაჯა.
-გვერდით დამიჯექი და ამიხსენი რა ხდება-შესვლისთანავე გაიგონა მამის მბრძანებლური ტონი.-ყველა თქვენზე ლაპარაკობს.
-ყველაფერს სერიოზულად რატომ უყურებთ?-გვერდით მიუჯდა ირაკლის.-არაფერი გასაგიჟებელი აქ არ იყო.მგონი ვუყვარვარ და უნდოდა კარგი შთაბეჭდილება მქონოდა მასზე.რა გაგიკვირდა?!მიეცათ სალაპარაკო თემა,ვითომ პირველად არის ჩვენი ოჯახი ყურადღების ცენტრში.
-ანუ უყვარხარ..-თავი გვერდზე გადახარა ირაკლიმ.-ჩვენ არაფერი ვიცით და სერიოზული არაფერია?
-აუ მამაა-მხარზე თავი დაადო ელიმ.-რამე სერიოზული რომ ყოფილიყო არ გეტყოდით?უბრალოდ სიურპრიზი მომიწყო,ალბათ იფიქრა ჩემზე გავლენას იქონიებდა.
-ელიზაბეტ,ასეთ სიურპრიზს არავინ არავის არ უკეთებს სერიოზულობის გარეშე-დამშვიდდა ირაკლი.-ალბათ იმედი მიეცი ან სულაც შენც გიყვარს ხომ?
-საკმაარისიაა-ფეხზე წამოვარდა ელიზა-დავიღალე..ყველაფერს გეტყვით.კი,დიდი ხანია ვუყვარვარ და ეს პირველი სიურპრიზი არ არის.გაინტერესებთ მე თუ მიყვარს?კი მიყვარს,მაგრამ ერთად არ ვართ.ჯერ-ჯერობით სერიოზულიც არაფერი ხდება,ამიტომ არ მითქვამს ამის შესახებ რაიმე თქვენთვის.დაკმაყოფილდით?მართალია,ერთმანეთი გვიყვარს.არ შეიძლება მიყვარდეს?მე პატარა აღარ ვარ,გავიზარდე და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაც შემიძლია.იმის მაგივრად რომ გიხაროდეთ გაოგნებული სახეებით მომშტერებიხართ.თქვენ შვილს,უფროსს ქალიშვილს პირველად შეუყვარდა..გაიგეთ,მე გავიზარდე.მგონი ჩემი დაბადების დღისთვკს უნდა ვემზადებოდეთ და არა ვჩხუბობდეთ ისეთ თემაზე,როგორიც სიყვარულია.-ამოაფრქვია ყველაფერი რასაც კი გრძნობდა და ფიქრობდა.მერე ადგილს მოწყდა და საკუთარ ოთახში შევარდა.
-ელი..-პირველად მიმართა შვილს კნონიბითი სახელით ირაკლიმ,თუმცა ელის ათრთოლებულმა სხეულმა კიბეებჯ აირბინა და პასუხად მხოლო კარი ჯახუნი გაიგონა.
-მართალი ხარ,ჩემო გოგო-თავი ჩაქინდრა მან.-შენ უკვე გაიზარდე...ჩემთვის კი ისევ ის პატარა ქერა,ხუჭუჭთმიანი გოგონა ხარ სახლში დაბრუნებისას რომ შემომახტებოდი და სახეს მიკოცნიდი...ისევ ის ღიაწაბლისფერთმიანი გოგონა ხარ,რომელსაც ჩემ ლოდინში ეძინებოდა ხოლმე...მუქწაბლისფერთმიანი გოგო,რომელიც ერთი კოცნით მაჯილდოვებდა და ახლა მუქ ყავისფერთმიანი ზრდასრული,რომელიც კარს მიჯახუნებს...დრო გავიდა და გაზრდილხარ,მე კი მეგონა ჟამთა სვლამ მხოლოდ თმის ფერი გაგიმუქა.-ფეხზე წამოდგა და კიბეები ნელა აიარა.ელის კარზე დააკაკუნა.შვილის ხმა რომ ვერ გაიგონა ფრთხილად შეაღო-შეიძლება შემოვიდე?
ელიზამ უბრალოდ თავი დაუქნია.ირაკლიმ სკამი საწოლთან მიიწია და ელის ხელი ხელებში მოიქცია.
-გახსოვს ერთხელ პარიზში რომ წავედი საქმიან შეხვედრაზე?შენ საკმაოდ პატარა იყავი,მაგრამ პარიზზე გიჟდებოდი.მეხვეწებოდი წამიყვანეო,მე უარი გითხარი და გაბრაზებულმა წარბები შეკარი.-ელი მამას აცრემლებული თვალებით მიშტერებოდა და ხმას ვერ იღებდა.-აი ზუსტად ასე მიყურებდი,როგორც ახლა.მერე გამიღიმე,კისერზე ჩამომეკიდე და მკითხე:
-"გინდა გაპატიო?
-კი ძალიან-გიპასუხე მე.
-მაშინ ეიფელის კოშკი ჩამომიტანე.-ჩამჩურჩულე ყურში.
-მე გამეღიმა და გითხარი-ის ხომ ძალიან დიდია."
შენ ისევ გამებუტე და ოთახში გაიქეცი.ეს ჩვენი ერთადერთი "ჩხუბი" იყო.მაშინ შესარიგებლად ეიფელის კოშკის ეს დიდი სუვენირი ჩამოგიტანე-მიუთითა კუთხეში მდგარ ულამაზეს სუვენირზე.-გახსოვს როგორ გაგიხარდა?წამსვე კისერზე ჩამომეკიდე.მაშინ გითხარი,რომ პარიზში შენ საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა წასულიყავი და "სიყვარულის ხიდზე" ჩამკეტი დაგემაგრებინათ,ამიტომ არ წაგიყვანეთქო.ახლა კი ბოდიშს გიხდი შერიგების მიზნით.მართალი ხარ,სიყვარულზე არ უნდა ვჩხუბობდეთ.მოკლედ,თუ თქვენ გინდათ სერიოზული ურთიერთობა გქონდეთ,მე თანახმა ვარ,და კიდევ ბატონ სანდროს გადაეცი პარიზში აუცილებლად წაგიყვანოს.
ელი მამას მოეხვია.ირაკლიმ შვილს ცრემლები მოწმინდა.ოთახში სოფიოც შემოვიდა და ორივეს თავზე აკოცა.
-კარგი,მე წავალ-თქვა ბოლოს-მთელი ატელიე შენ კაბაზე მუშაობს.
-მე კიდევ დიზაინერები უნდა ავიყვანო აგარაკზე-წამოდგა ირაკლი.-შენც წამომყევი და მითითებები მიეცი,როგორ გააფორმონ.
-კარგი წამოვალ,მაინც ვერ დავიძინე-უკან გაჰყვა მშობლებს ელიზაბეტიც.

--------------
და აი მოთხრობა ნელ-ნელა კულმინაციასაც უახლოვდება.
დასასრულისთვის მაინც დაწერეთ რა თუ მოგეწონათ,მართლა მაინტერესებს.
დარჩა მხოლოდ 5 თავი... :) :) <3 :*



№1  offline წევრი Eka Eka

Au dzalian magaria rac sheidzleba male dadet ra gtxovt

 


№2  offline წევრი nini :)

იცი ყველა თავი ეხლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა ყოჩაღი ხარ და მომწონს love love love

 


№3  offline წევრი Anonymous^^

nini :)
იცი ყველა თავი ეხლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა ყოჩაღი ხარ და მომწონს love love love

მადლობა,საყვარელო <3 მიხარია თუ მოგწონს :) :*

Eka Eka
Au dzalian magaria rac sheidzleba male dadet ra gtxovt

დიდი მადლობა <3 ყველანაირად ვეცდები მალე ავტვირთო :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent