შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსი და სხვა წამლები (5)


11-09-2015, 17:54
ავტორი ^paradise^
ნანახია 5 552

- ალექსი,როგორ ხარ?,-ალექსი მანქანასთან იდგა და ღრმად არტყამდა ნაპასებს,სახლის ფანჯრიდან ერეკლეს ჩრდილი ჩანდა.ალექსანდრემ სიგარეტი გადააგდო და ხელებგაშლილი ჩემსკენ წამოვიდა..
- როგორ გალამაზებულხარ,-ნაზად მაკოცა ლოყაზე და მანქანის კარები გამომიღო,მეც „ბედნიერი“ ჩავჯექი და ერეკლეს სახლისკენ გავიხედე,ნათლად მოცანდა მამაკაცის სილუეტი..
- აქ ვის სახლში ცხოვრობ? შენს ბინაში რატომ არ მიდიხარ?,- ხოო,ცუდი კითხვა დამისვა,ტეხავს,რომ ვუთხრა „მეგობრის“ სახლში ვცხივრობდთქო,ტეხავს,რო ვუთხრა შეყვარებული მყავსთქო,ამიტომ გემრიელი ტყუილი გამოვაცხვე..
- ნათესავთან ვცხოვრობ,ცოტახნით,ჩემსას ვარემონტებთ,-ძალით გავუღიმე და გზას გავხედე,-შენ რას საქმიანობ?
- ჯერჯერობით ისეთ არაფერს,-გამიღიმა.. ცოტახანი ხმა არცერთს არ ამოგვიღია.მანქანა ლამაზი შენობის წინ გაჩერდა. ალბათ უბრალო დამთხვევაა,რომ ამ კაფეში ვხვდებოდი ერეკლეს(ყოფილს). დიდხანს ვუყურებდი ფანჯრიდან და მახსენდებოდა ყველა ის ბედნიერი წუთები,რომელიც ერთად გავატარეთ.
- არ გადმოხვალ?,-საკმაოდ ჩუმად თქვა ალექსანდრემ და ირონიულად გამიღიმა.. მანქანიდან ეგრევედ გამოვედი,ტანზე მომდგარი კაბა გავისწორე და მამაკაცსს გავყევი. კაფიდან ზუსტად ის მუსიკა ისმოდა,რომელზეც მე და ერეკლემ პირველად ვიცეკვეთ. ყველაფერი ტვინს მირევდა. გული საგულიდან ამოხტა..
- ალექსს,აქ რატომ მომიყვანე?,-გაოცება ვერ დავმალე და შესასვლელთან მისული ალექსანდრე შემოვაბრუნე.
- არ ვიცი,უბრალოდ გუშინ გამოვიარე და ძალიან მომეწონა ეს კაფე,მოხდა რამე?,-ზედმეტად ბუნებრივად გამოსდის ლაპარაკი..
- არა არაფერი,-უკვე რაღაცეებს ვხვდებოდი და მაინტერესებდა საქმის ვითარება,მაინტერესებდა ყველა იმ კითხვაზე პასუხი,რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მჭამდა.. ამიტომ მსახიობობა დავიწყე და ლამაზი კარგი ნიღაბიც შევარჩიე.
- აი აქ დავსხდეთ,-ამდენი დამტხვევა ერთ დღეში?! ზედმეტად ბავშური ტამაშია ბატონი ერეკლეს მხრიდან,თუმცა კარგი,ამაზედ თანახმა ვარ.
- დავსხდეთ,-გავუღიმე,კლატჩი სკამზე მოვათავსე და დავჯექი.
- რას დალევ?,-ალექსანდრემ ზუსტად ათიანში გაარტყა.
- როგორც ყოველთვის,-დაუფიქრებლად ვუთხარი და ჩვენსკენ წამოსულ მიმტანს გავხედე.
- ერთი ჭიქა წითელი ღვინო,მე უბრალოდ ატმის წვენი მომიტანეთ,-დაუფიქრებელი პასუხი ალექსანდრეს მიერ. ალბათ მკითხველიც მიხვდა ყველაფერს არა?! თუ ვერა,მაშინ გავაგრძელებ მოყოლას.. კურდღელი მახეში გაება!
- ალექსანდრე როგორ „გაარტყი“?,-„გაოგნებულმა“ ხელები სახესთან მივიდე და აღფრთოვანებულმა ალექსანდრეს თვალებში შევხედე.. ის კი დაიბნა.. უბრალოდ უხერხულად გამიღიმა და თავი მენიუში ჩარგო. მიმტანმა კი გაიღიმა,ეგონა ალბათ რომ ჩემმა მეგობარმა უბრალოდ კარგად შეისწავლა ჩემი გემოვნება,თუმცა რეალურად კი სულ სხვა სურათი დაიხატა.. ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა ალექსანდრეს სთხოვა თამაშში ჩაბმა,რომ მე უკან დავებრუნე.. თუმცა გული მიგრძნობს კიდევ სხვა რამეს,რომლის დაჯერება უბრალოდ არ მინდა! ალექსსმა კიდევ რამდენიმე კერძი შეუკვეთა და ალმაცურად გამომხედა.. როგორც მივხვდი,ისეთი სულელია,რომ ვერ გადახარშა სიტუაცია,ამიტომ თამაშის გაგრძელება განაგრძო.
- მომიყევი,რა მოხდა შენსა და ერეკლეს შორის? ძალიან კარგი წყვილი იყავით,-ცუდი დასაწყისია..
- არაფერი ისეთი,უბრალოდ მივხვდით,რომ ერთმანეთი არ გვიყვარს,-რა თქმა უნდა,ესეც სიმართლის ნაწილი იყო,ტყუილი არ მითქვამს,მაგრამ არც გავუმხილე რეალური მიზეზი ჩვენი დაშორების,რომელიც დარწმუნებული ვარ თვითონ ალექსანდრემაც უკეთ იცის..
- როგორ თუ არ გიყვართ? ადრე როდესაც გიყურებდით ერთად ისეთი ბედნიერები იყავით..
- ვიყავით..,-ეს სიტყვა ხაზგასმით წარმოვთქვი და ღვინო მოვსვი.
- შანსის მიცემას არ აპირებ?,-დღეს მიტოვებული ქალთა კლუბში ცავეწერე,თუ რა ხდება? საიდან ასეთი კითხვები?!
- აქ მხოლოდ ერეკლეზე სალაპარაკოდ მომიყვანე?,-იუმორში გავატარე კითხვა,რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს ალექსანდრეს მხრიდან სწორი პასუხის გაცემას..
- არა მხოლოდ ერეკლეზე სალაპარაკოდ არა, ცოლი მომყავს,-ალექსანდრე და ცოლი?! სიმართლე გიტხრათ გამიხარდა,მაგრამ თუ ალექსანდრეს დიდი ლამაზი ქორწილი ექნება,იქ ხომ ერეკლეს ვნახავ,ანუ ესეც შეიძლება „თამაშის“ ნაწილი გახდეს!! მაგრამ მორიგი „დარტყმისგან“ გამოსავალი წამებში გამოვნახე.. ალექსანდრეს კი გულითა და სულით მივულოცე დაოჯახება.. კიდევ ერთი საათი ვილაპარაკეთ,უფრო მეტად მე და ერეკლეზე,ჩვენს სექსუალურ ცხოვრებაზეც და საერთოდ ყველაფერზე.. თუმცა გაგიკვირდებათ ალბათ და მკითხავთ რატომ მიეცი ამ ადამიანს ამდენი კითხვის დასმის უფლებაო,მაგრამ რეალურად რომ დავფიქრდეთ,ალექსანდრე მხოლოდ პირობითად ზის ჩემს წინ,რადგან ის რასაც ის მეკითხება,უბრალოდ ერეკლეს ინტერესებია..ამიტომ ამ თეატრის უკან „სათამაშოებით“ ხელში ერეკლე დგას.. მალევე ჩემი ტელეფონი აწკრიალდა,საყვარელი მამაკაცის სახელი ამოვიკითხე და ღიმილით ვუპასუხე.
- გისმენ,-მჭირდებოდა ჩემი ყოფილის ეჭვიანობა და სცენები? რეალურად რომ დავუფიქრდეთ ეს არ მჭირდებოდა,თუმცა უკვე საჭირო გახდა ერეკლეს თამაშში შემოყვანა.
- ერეკლე,ალექსანდრესთან ვარ,მალე წამოვალ,-მამაკაცის ხმა შეწუხებული და ძალიან დაძაბული იყო.. წამით ალექსანდრესკენაც გავაპარე თვალი,რომელიც სმსს წერდა და ნაცნობი სახელის გაგონებაზე გაკვირვებულმა შემომხედა.
- მე გამოგივლი,მანდ იყავი,ალექსანდრეს არ გაყვე,-უცებ მომაყარა ერეკლემ სიტყვები და ტელეფონი გათიშა.
- მგონი წასვლის დროა არა?,-ალექსანდრე მაგიდიდად წამოდგა და გამიღიმა..
- მე დაველოდები ჩემს მეგობარს,მომაკითხავს,შენ წადი,-სკამზე მოხერხებულად დავჯექი და აყუდებულ მამაკაცსს ირონიულად გავუღიმე.
- არა,არა მე მიგიყვან სახლამდე,გთხოვ,-არ ვიცი უკევ ვის დავუჯერო,მაინც ერეკლეს ვუჯერებ ამიტომ მტკიცე უარზე დავდექი და საყვარელ ადამიანს დაველოდე. ალექსანდრე წავიდა,დამწუხრებული.. მალევე კაფეში ანერვიულებული ერეკლე შემოდის,უფრო შემოდის კი არა შემორბის.. უახლოვდება ჩემს მაგიდას,უხეშად მაყენებს ფეხზე,ცალი ხელი თმებში შემიცურა და ტუჩებზე მეტაკა.. კოცნაში მეც ავყევი და სასიამოვნოდ გავიტურნე..
- მადლობა რომ დამიჯერე,ახლა კი წავიდეთ აქედან ,-ხელი მაჯაზე მომკიდა და გასასვლელისკენ წამიყვანა.
- რა ხდება ერეკლე?,-თავბროდამხვევმა კოცნამ დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე,ამიტომ ამდენი ფიქრისა და თამაშისგან დაღლილმა უბრალოდ მივენდე ერეკლეს..
- გიყვარვარ?,-მანქანის კარებთან მიმამწყვრია და სახე ახლოს მოიტანა..
- ძალიან,-რა აზრი ქონდა კეკლუცობას,როდესაც მისი დანახვისას მთელი სხეული სასიამოვნოდ მიკანკალებს და გულისფანცქალით ველოდები კოცნას,რომელიც პირველი კოცნასავით ტკბილია.
- მაშინ,ძალიან მინდა,რომ ,-ტუჩები ყურებთან მოიტანა,ძალიან ჩუმად ისე,რომ მე ძლივს მესმოდა,-ჩემი ცოლი გახდე,ახლავე,ამწამს წავიდეთ გავიპაროთ სიღნაღში ხელი მოვაწეროთ,აი ახლავე წავიდეთ,მხოლოდ მე და შენ,გთხოვ,-ჩემს წინ ჩაიმუხლა და ხელში ლამაზი ბეჭედი შეათამაშა.. რას ვგრძნობდი??? ბედნიერებას,თუმცა ამ ბედნიერებას რაღაც უშლიდა,რასაც ვგრძნობდი.. მაგრამ.. ერეკლეს სახეს ჩემი ცივი ხელები შევახე და ჩემი ინიციატივით ვაკოცე.. კოცნაში ისიც ამყვა და მანქანასთან მიმაყუდა..
პ.ს აუ ბავშვებო აი დიდიდიდიიდიდი ბოდიშიიი დაგვიანებისთის,ზღვაზე ვიყავი წასული,უბრალოდ მალევე მომიწია წასვლა,ჩემი მეგობარი ცუდად გახდა და ცავაკითხე,საშინელი დღეები გამოვიარეთ,ახლა კარგად არის.. მეც ჩამოვედი,მოვიცალე და დავწერე ახალი თავი.. თუ დარჩით ვინმე ვისაც გახსოვართ უბრალოდ ერთი კომენტარი დაწერეთ რა,მაინტერესებს რამდენი დარჩით.. რამდენს გაინტერესებთ? გავაგრძელო თუ არა.. და ასე შემდეგ .. მიყვარხართ ყველანი <3
სექსი და სხვა წამლები (5)

პ.ს სურათზე,რა თქმა უნდა,ჩვენი იდუმალი ალექსანდრეა



№1  offline წევრი mariko_2001

რამდენი ხანი ველოდებოდი მეგონა რო შეწყვიტე ეს მოთხრობა და გული დამწყდა ეხა რო დავინახე ძაან გამიხარდა უბრალოდ ძაან პატარა თავი იყოო❤❤

 


№2  offline მოდერი ანკა

ჩემი გოგო დაბრუნდაა!!! love love love
ცარიელი ინტრიგა ხარ რაა wink
ველოდები შემდეგს და არ მალოდინო, თორემ არ გაცოცხლებ! wink
მიყვარხაარ!!! love love love love love

 


№3 სტუმარი ana

Kii kiii gaagrdzele me yovel shemtxvevash maxsovxar

 


№4  offline მოდერი ^paradise^

sllakhh
გამიხარდა ახალი თავის დანახვა...გააგრძელე♥♥

დიდი მადლობა საყვარელო :*
mariko_2001
რამდენი ხანი ველოდებოდი მეგონა რო შეწყვიტე ეს მოთხრობა და გული დამწყდა ეხა რო დავინახე ძაან გამიხარდა უბრალოდ ძაან პატარა თავი იყოო❤❤

დიდი ბოდიში,რომ ამდენიხანი გალოდინეე:( თავებს რაც შეეხება გავზრდი აუცილებლად <3
ანკა
ჩემი გოგო დაბრუნდაა!!! love love love
ცარიელი ინტრიგა ხარ რაა wink
ველოდები შემდეგს და არ მალოდინო, თორემ არ გაცოცხლებ! wink
მიყვარხაარ!!! love love love love love

ოხ ცარიელი ინტრიგობა შენგან გადავიღე wink კუსკუსს არ გალოდინებ თუ რამეა გისოსებზე დავჯდები შენი ფანჯრის წინ აივანზე და მოგიყვები გაგრძელებას wink wink love
ana
Kii kiii gaagrdzele me yovel shemtxvevash maxsovxar

დიდი მადლობაა რომ გახსოვარ და ჩემი ისტორიაც გახსოვს love

 


№5  offline მოდერი sopiko

აუცილებლად გააგრძელე. ძალიან საინტერესოა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent