შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი (სრულად)


12-09-2015, 00:12
ავტორი KaTE:))
ნანახია 7 011

პროლოგი: სიყვარულზე ძალიან ბევრი სასიამოვნო სიტყვა მსმენია. ამ ყველაფერს სიცილ-ხარხარით ვუსმენდი, სანამ ეს უდიდესი გრძნობა არ მეწვია. ის ერთადერთი და განუმეორებელი უეცრად შემოიჭრა ჩემს ჩვეულებრივ ცხოვრებაში და გახადა არაჩვეულებრივი. არც ცისფერთვალება იყო, არც ქერათმიანი და არც "მამიკოს ბიჭი," ყველასგან განსხვავებული იყო. იცით რატომ? ის "ჩემი" გახლდათ.

პირველი თავი-"გაცნობა"
ბებიას ორსართულიანი სახლი აქვს კახეთში. მოზრდილი ეზოთი, რომელსაც ატმის, ალუბლის და ვაშლის ხეები ავსებს. ზაფხულში ჩემი მეგობრები ჩამყავს. ჩვენი ჩასვლის შემდეგ ქუჩას მოსვენება არ აქვს . წუთით არ ვისვენებდით. 10 საათზე გადავიდოდით მდინარეზე და 2 საათზე ალუბლებით ხელდამშვენებულები ვბრუნდებოდით. წამოვწვებოდით ხის ძირას და გავაბამდით საუბარს. შუაღამემდე ჩვენი კისკისი ისმოდა. ასეთი მოუსვენარი სამეგობრო წრე მყავს. გასაკვირვი ის არის, რომ ორი "დასტოინი" ვაჟი ასე გვიგებს გადარეულ გოგონებს.
წელს მათი მეგობრები-დიმიტრი და ვახტანგიც მოდიოდნენ. არ მიყვარს უცხო ხალხთან ერთად არდადეგების გატარება. ხშირად ვერ შევდივარ უცხო ადამიანებთან კონტაქტში. ამ ფიქრებიდან ვიკას(ვიქტორია ალვარიძე, ჩემი ბიოლოგიური და გახლავთ. მხოლოდ 5 წლით ვარ მასზე უფროსი და ერთმანეთს მაინც უხმოდ ვუგებთ. მე-11 კლასელია. გამოცდები მშვენივრად ჩააბარა და ახლა კახეთში წამოსასვლელად ემზადება.) ხმამ გამომიყვანა.
-ლიკუ, მე ნივთები ჩავალაგე. ქვევით ჩავიდეთ და ბიჭებს დაველოდოთ.
-კარგი ვიკული-წამოვფრინდი ჩანთას ხელი ჩავავლე და სახლი დავტოვეთ.
დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ჩვენს წინ ორი ავტომობილი გაჩერდა. (ტარიელ და ვატო გულბანები ძმები გახლავთ. ტატო 23 წლის არის, ხოლო ვატო 20-ის. ტარიელი ადვოკატია. ძალიან უყვარს თავისი პროფესია. რაზეც ვატოზე ვერ ვიტყვით. პროფესიით ბიზნესმენია, მაგრამ ამჟამად ფეხბურთელის სტატუსს ატარებს. ეს ორნი ჩემთვის ძმასავით არის. ყოველთვის მხარში გვიდგანან მე და ვიკულიას.) ტატო მანქანიდან გადმოვიდა და ჩვენი ჩანთები საბარგულში ჩადო.
-თქვენ ჩვენთან დაჯექით, მარის გზაში გავუაროთ-გვითხრა მან და თავაზიანობისთვის მანქნის კარი გაგვიღო. ჩვენი სამეგობრო წრე ხუთი წევრისგან შემდგარ ოჯახს გავს. ხუთივენ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით: პროფესიით და გემოვნებით, მაგრამ ხმის ამოუღებლად ვუგებთ ერთმანეთს. ყველაზე პატარა ჩემი და ვიქტორია გახლავთ, მას მოყვება ვატო და მარი. 22 წლით მეოთხე პოზიციაზე გავდივარ მე და ყველაზე უფროს წევრად ითვლება ტარიელი. მგონი თვალსაჩინოდ გაგაცანით ჩემი მხიარული მეგობრები.ამასობაში მარიკოც შემოგვიერთდა. ულამაზესი და უმშვენიერესი გოგონა, რომელიც ყოველთვის ყურადღების ქვეშ არის. რატომაც არა? ბოლოს და ბოლოს მოდელია.
საათ-ნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ჩავედით ულამაზეს კუთხეში.სახლს ვერ ნახავდით ისეთს, სადაც ვაზი არ იყო გაშენებული. ხეხილით სავსე ბაღები ულამაზეს გარემოს ხიბლს მატებდა. ტრიალ მინდვრებს თეთრი გვირილების ხალიჩა ჰქონდა გადაკრული. ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით ორსართულიან ქვითკირის სახლს და უფრო და უფრო გვესმოდა ბებიას თბილი ნოტები. -ჩემო საყვარელო ბებო, როგორ მომენატრე შენ, ხომ არ იცი!- ჩემი საყვარელი და ნაზი ბებია, როგორ მომნატრებია. თბილად და გემრიელად ჩავეხუტე . როცა ყველას მოეფერა რკინის ჭიშკარი ხმაურიანად შეაღო და ჩვენც მას გავყევით. ჩანთები მოვისროლეთ და მთელი სულით გაკეთებულ ქართულ სუფრას მადიანად შევექეცით. ახლა მივაქციე ყურადღება უცხო ბიჭებს. ორივე შავტუხა და ლამაზი იყო, მაგრამ უფრო დიმიტრის სახის ნაკვთები ჩამრჩა გონებაში. სხვა გამოხედვა და სხვა ღიმილი, რაღაც სხვას მაუწყებლობდა.
ვაჟები ეზოში გავიდნენ, ქალბატონები კი სუფრის ალაგებას შევუდექით. საქმე თანაბრად გავინაწილეთ, ცოტაც წავიჭორავეთ და ჩვენც გარეთ გავედით. ხის ძირას იჯდნენ და ბაასობდნენ.ჩვენც შევუერთდით და ლაპარაკში ავყევით. გავიხსენეთ ტკბილი ბავშვობა და დროც უცებ გაგვეპარა. მზე დასავლეთს ჩაუყლაპავს და ცისფერი მუქ ლურჯ ფერს დაეფარა. სავსე მთვარე მზის სხივებს ლამაზად ირეკლავდა და ვერცხლისფრად კაშკაშებდა. ლურჯ ცას თავისუფლად შეადარებდი წინწკლებიან კაბას, რომელიც თვალს გემრიელად აგიჭრელებდა.ეს ულამაზესი ბუნება მხოლოდ იმის მიმანიშნებელი იყო, რომ უკვე ჩვენი ძილის დრო მოსულიყო. ამასობაში ბავშვები სახლში შეპარულიყვნენ და მხოლოდ მე და დიმიტრი დავეტოვებინეთ მოკაშკაშე მთვარესთან. ჩემს სხეულს ძილი არ ეკარებოდა, მაგრამ ადგომა დავაპირე, როდესაც მკაცრმა და ცივმა ბარიტონმა იქვე გამყინა.

თავი მეორე-,,გადამტერება"
ნელი ტემპით შევტრიალდი მისკენ და წავაწყდი ქლიავისფერ, უძირო თვალებს.
-გისმენ-ჩავიდუდუნე.
-მასპინძელი სტუმარს მარტო ტოვებს?-ირონიულმა ხმის ტემბრმა არე-მარე მოიცვა.
-არამგონია, მოჩვენებებმა შეგჭამონ-და თან მუჯლუგუნი გავკარი. ბავშვობიდანევ მჩვევია დაძაბული მომენტის განმუხტვა,მაგრამ დიმიტრის სერიოზული გამომეტყველება არ შეუცვლია.
-უჟმური-ჩუმად ვთქვი და გზის გაგრძელება დავაპირე, როდეს მისმა მკაცრმა ხმამ დაიჭექა.
-ბავშვი, რომელიც მხოლოდ გარეგნობით გაიზარდა. ბავშვი, რომლის ოინებსაც არ ავყვები!-კბილებში გამოსცრა და ჩემზე პირველი დატოვა მინდორ-ველი.
დილით წვიმის წვეთების ხმამ გამომაღვიძა. გაკვირვებული წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი, მაგრამ სამწუხაროდ არ შევმცდარვარ და ზაფხულის ყველაზე ცუდი ამინდი დამდგარა. ახლა ისღა დამრჩენია უბრალოდ ვიჯდე ფანჯრის რაფაზე და ვაკვირდებოდე როგორ ტირის ცა. როგორ გადადის ხასხასა ფირუზისფერი სასტიკ ლურჯ ფერში. ქათქათა ღრუბლების ადგილს წყლით გაჟღენთილი მასა იკავებს. ხმელეთი ცივმა წვეთებმა დანამა. ბალახებს წვიმის წვეთები მარგალიტებივით ეცემა. მართალია ეს ყველაფერი ულამაზეს გარემოს ქმნის, მაგრამ ნამდვილად არ მსურს მთელი დღე სახლში ვიყო .
რამდენიმე წუთის შემდეგ წყურვილმა ქვევით ჩამიყვანა. სამზარეულოში ბებიას გემრიელი სუნი დაეყენებინა. სუნი, რომელიც ყველას მოაშივებდა და წახემსებისკენ ერთ ნაბიჯს გადაგადგმევინებდა. მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოვიტანე, დავლიე და ნიჟარისაკენ წავედი. ჭიქა ნიჟარაში ჩავდე, ამ დროს ვიგრძენი, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა. მის სანახავად შევტრიალდი და ჩემდაუნებლიედ ხელი ონკანს მოვახვედრე, ონკანი გატყდა. წყალმა გეიზერივით ამოხეთქა. ბდიმიტრი კი ჩემს წინ თავიდან ფეხებამდე გაწუწული იდგა.
-ასეც მოგიხდება -ჩავიდუდუნე,მაგრამ სამწუხაროდ ჩემი სიტყვები გარკვევით გაიგონა და მონადირესავით თავს დამესხა.
-გაიმეორე რაც თქვი!-ოთახში მკაცრი ტონი ელვასავით გაისმა.
-როგორც მახსოვს გუშინ მითხარი ბავშვი ხარ და უაზრო ოინებში არ აგყვებიო მაშ ახლა რას აკეთებ?-თავი მაღლა ავწიე და მთელი მონდომებით ვთქვი სათქმელი. ჩემს სიტყვებზე არ დაიბნა და სწრაფად მოახდინა რეაგირება.
-ჩემს სიტყვებს იზეპირებ?- კითხვა არაფრად ჩააგდო და თან უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდო. ჯერ გავწითლდი, შემდეგ გავთეთრდი და ბოლოს გავშრი. ჩემი დანახვისას კი ქათამივით აკაკანდა. მეც რა მინდოდა მეტი პაწაწინა "ბავშვს?" კვლავ თავიდან გადამიარა ცისარტყელას ფერებმა.
-ქათამი-მივაძახე და ბავშვებთან გავედი.
მთელი დღე ვისხედით და ტელევიზორს ვუყურებდით. შიგადაშიგ ბებიას ნობათით წავიხემსებდით-ხოლმე. საღამოსკენ გადავწყვიტეთ საშინელებათა ჟანრის ფილმისთვის გვეყურებინა. მთელი ორი საათი ტატოსთან ჩახუტებული ვიჯექი. როგორც კი ფილმი დამთავრდა საძინებლისკენ გავეშურე. გოგონებსაც ვთხოვე ჩემთან დაწოლილიყვნენ, რომ მარტოობისგან და სიბნელისგან გული არ გამხეთქვოდა...
მეორე დღეს გამოიდარა, მზემ სხივები გამოაფინა. ცას ჩვეულებრივი ფირუზისფერი დაუბრუნდა. ღრუბლებმაც ფერი იცვალა.ბალახი დანამულიყო და ახლა ხასხასა მწვანედ ბიბინებდა . ნამი მზის სხივებს ლამაზად ირეკლავდა. ბუნება ბუნებრივად გალამაზებულიყო და გამშვენიერებულიყო. ხის ნაყოფით სავსე ტოტებს სიო ნაზად არხევდა. ხის ძირას მინდვრის ყვავილი ამოსულიყო და ლამაზ იერს აძლევდა მობიბინე მწვანე ბალახს. ულამაზესმა გარემომ გაღვიძებისთანავე მოახდინა ჩემზე ზეგავლენა და ხალისიანი განწყობა დამიყენა. განწყობის შესაფერისად გამოვეწყვე: ტანს ზემოთ სხეული თეთრი მაისურით დავფარე, რომელსაც ბალახისფერი ორნამენტები ალამაზებდა. ამავე ორნამენტებით გალამაზებული შორტით შევმოსე შოკოლადისფერი ფეხები და ერთი ხელის მოსმით ავიწიე გრძელი ქერა თმა, რომლითაც სულ ვამაყობდი. მერე რა თუ შეღებილი მაქვს, მაინც არ არის ხელოვნურად დაგრძელებული. პირველად და ვიმედოვნებ უკანასკნელად 16 წლის ასაკში მქონდა ბოლოჭამიები. მის შემდეგ გაქრა, როგორც სემირამიდის ბაღები. ჩემს ფიქრებზე გამეღიმა და თავი იქით-აქეთ გადავატრიალე, რომ სასაცილო ფიქრებისგან განთავისუფლებულვიყავი .ვიკულის ჯერ კიდევ ეძინა, ამიტომ ფეხის წვერებზე დამდგარი გავედი საძინებლიდან. გაღიმებულმა ჩავირბინე კიბეები და სამზარეულოში მყოფებს მივესალმე.
-დილამშვიდობისა!-ყველას ერთბაშად მივესალმე და მადიანად შევექეცი ბებიას ნობათებს. როგორც კი ყველამ ისაუზმა სუფრის ალაგაება დავიწყე. რამოდენიმე წუთში ბებიას მკაცრი სიტყვებიც მომესმა.
-შვილო, რა უქენი გუშინ ონკანს? სანტექნიკოსმა კი გააკეთა, მაგრამ... ვიმედოვნებ სახლს არ დაანგრევთ.-ოდნავ გაბრაზებულმა ბებიამ მაინც შეურია თავისი იუმორით გაჟღენთილი სიტყვები წინადადებას და თბილად გამიღიმა.
-ჩემო ბებო-მეც ღიმილით ვუპასუხე მის გამოწვევას და ვაშლივით ხასხასა წითელი ლოყები დავუკოცნე. შემდეგ ორივემ ერთად ავალაგეთ სუფრა.
სამზარეულოდან გამოსულმა ბავშვებს დავუწყე ძებნა და მალევე შევნიშნე კიდეც ისინი. ეზოში გასულიყვნენ და ხის ძირას მოკალათებულიყვნენ. ყველა თავისთვის ერთობოდა,ზოგს ტელეფონი ეჭირა და თამაშობდა. ზოგიც ფიქრებში გართულიყო და მოკლედ ცალ-ცალკე ერთობოდნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ისეთი რამ შემეთავაზებინა მათვის, რომ ყველას მიეღო მონაწილეობა. ბევრიც არ მიფიქრია, ისე ამომიტივტივდა ყველასთვის ცნობილი საბავშვო სახალისო თამაში "სიმართლე და მოქმედება." სადაც ხშირად ვირჩევდი მოქმედებას და არა სიმართლეს. ბევრი სახალისო ოინიც გამიკეთებია მაგ: ერთხელ ბინის სახურავზე ავედი და თოვლით დაფარულ თბილისის ქუჩას ყინულით სავსე ცივი წყალი გადავასხი. რა თქმა უნდა იმ ქუჩას ადამიანებიც ალამაზებდა, მაგრამ სიტყვა სიტყვაა.

მესამე თავი-"შვიდი რიცხვის საღამო"
საღამოს სახლის აივანზე ვიჯექი და მომხდარის გაანალიზებას ვცდილობდი როდესაც ვიგრძენი გამჭოლი მზერა, ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯანი იქვე, მაგიდაზე დავდევი. ნელა შევტრიალდი და ნაცნობ თვალებს წავაწყდი, რომლებიც ახალი მთვარის სინათლეს ირეკლავდნენ. დაუკითხავად დაჯდა სავარძელზე და მოკაშკაშე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დათვალიერება დაიწყო. რამდენიმე წუთი ვარსკვლავებით გალამაზებულ ლურჯ ცას ვუყურებდით, მაგრამ გამეფებული სიჩუმე მისმა თბილმა ხმის ტემბრმა დაარღვია.
-თავიდან, ვახოს სიტყვებმა გამაცოფა, ვეჩხუბე კიდევაც ამ ყველაფრის გამო, მაგრამ ახლა ვხვდები თუ რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრის ყოლა... ხვალ შვიდ საათზე მზად დამხვდი.- წინადადება თბილი ღიმილით დააგვირგვინა და მარტო დამტოვა. დიდი ხანი დამჭირდა აზრე მოსასვლელად, ნამდვილად არ ველოდი მისგან ასეთ თბილ სიტყვებს. მართლაც, რომ გაკვირვენული დავრჩი. დილიდან ვნერვიულობდი, ვერც დიმიტრის ვამჩნევდი ჰორიზონტზე. ჩემი ღელვა გოგონებსაც არ გამოპარვია და რამდენჯერმე მკითხეს-ვგრძნობდი თუ არა კარგად თავს, მეც ჯიუტად ვიმეორებდი კარგად ვარ, ნუ ღელავთ-მეთქი. დროც ჯიუტად, ლოკოკინასავით მიდიოდა. ხუთი საათიდან დავიწყე მზადება, მართალია არ მსურდა ზედმეტად გამოვპრანჭულიყავი, მაგრამ დრო როგორმე, უნდა გამეყვანა. თეთრი ბიუსჰალტერი გამჭირვალე თეთრი კოჭებამდე ზედის შიგნით ჩავიცვი. შოკოლადისფერი ფეხები ამავე ფერის შარვლით დავფარე. ლურჯი ჟილეტითა და ჩანთით ერთფეროვნებას ხაზი გავუსვი და შიშველი ფეხები მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ჩავყავი. ამასობაში ექვსი საათიც გამხდარიყო. თმის ბოლოებით პატარა კოსა გავიკეთე, ხოლო წინა ნაწილს კი თავუსფლება მივეცი.
7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი (სრულად)

შვიდის ნახევრისთვის მზად ვიყავი. საათის ისრებს ვუყურებდი. ახლაც გაოცებული ვიყავი დიმიტრის სიტყვებით, ახლაც მეშინოდა მისი არაფრისმთქმელი სახის, ახლაც მსურდა გამეგონა მისი თბილი სიტყვები. უცნაური ფიქრებიდან კაკუნის ხმამ გამომიყვანა. ნელა წამოვდექი და კარის სახელური ფრთხილად ჩამოვწიე. კარს იქით კი კლასიკურ სტილში გამოწყობილი დიმიტრი იდგა, რომელიც ტელეფონს უყურებდა. უეცრად გახარებულმა ტელეფონი თვალწინ დამიტრიალა და ზურგ უკან დამალული ვარდებიც გამოაჩინა.
-7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი- გაღიმებულმა მითხრა წინადადება და ვარდები გამომიწოდა.
-7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი -სიტყვები თუთიყუშივით გავიმეორე და სულგანაბულმა ბედნიერი ღიმილი ვაჩუქე. ვარდები გამოვართვი და (ტრილიაჟი ქართულად როჰორააა?) მოვათავსე. სიხარულისგან ლოყაზე წითელი ტუჩსათხის ანარეკლი დავუტოვე.
-ჯერ-ჯერობით ამითაც დავკმაყოფილდები.-წაიბუზღუნა და ხელკავი გამიკეთა. მანქანაში ჩავსხედით და გზას გავუდექით. ბევრს ვსაუბრობდით რის გამოც ინორმაციებიც გავცვალეთ. დიმიტრი ავალიანი 29 წლის არის. 20 წლის ასაკში ლეიკემიით დაავადებული მამა დაკარგა. რამდენიმე წელი დეპრესიაში იყო, მაგრამ მიხვდა, რომ ცხოვრება დიდ განსაცდელებს გვიგზავნის და ამ განსაცდელს მეომარივით უნდა დახვდეთ. ახლა საქართველოს ბანკში საკმაოდ კარგ თანამდებობაზე მუშაობს, ანუ პროფესიით ბიზნეს ადმინისტრატორია. ანაზღაურებაც მაღალი აქვს და დაწინაურებასაც პირდებიან. ამასობაში სიღნაღის საზღვარიც გადავკვეთეთ და ულამაზეს რეგიონში ფეხით სიარული განვაგრძეთ. ჩემი აზრით ქალაქს ყველაზე დიდ ხიბლს ძველი იერი მატებს.ქალაქი ისეთი ლამაზია და ისეთ ძველებურ სანახაობას გიქმნის, რომ მისი დატოვების სურვილი არ გაგიჩნდება. რესტორანში შევედით და ორ კაცზე გაშლილ ვახშამს მივუჯექით. (თუ მივუსხედით?) ვახშმის დროს ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, მაგრამ მყუდროებას სასიამოვნოდ არღვევდა ვიოლინოს არაამქვეყნიური ნოტების ხმა.
-ყველაფრით გაკვირვებული და გაოგნებული ვარ.-ვახშმის დასრულებისას ხელები მაგიდაზე დავაწყვე და ჩემი ფიქრები გავუმხილე.
-არაუშვს.-გამიღიმა.
-ჯობს დავბრუნდეთ.-მორიდებით ჩავილაპარაკე და ასადგომად მოვემზადე. რესტორნიდან გამოვედით და ფეხით გავუყევით მანქანამდე მისასვლელ ბილიკს. ცას ფერი უკვე ეცვვალა, მაგრამ არც გაშავებულიყო. ვარსკვლავები მკაფიოდ ვერ ციმციმებდნენ. არც მთვარეს აერეკლა ბოლომდე მზის სხივები და არარეალურ თეთრს ანათებდა. მანქნასც მივუხლოვდით, ბოლოჯერ ავხედე დღევანდელ სიღნღის ცას და ყურთან ახლოს დიმიტრის ჩავჩურჩულე:
-მიყვარს 7 რიცხვის ღამე.
-ვნახოთ გეყვარება თუ არა ხვალინდელი დღის შემდეგ განვითარებული მოვლენები.-ალმაცერად გადმომხედა და თითქოს ამ მოქმედებიათ მიმანიშნა ეს უბრალოდ თამაშის პირობა იყოო.
თავი მეოთხე-"შვიდი ვარდის გარეშე"
ოთახში ვზივარ და უბრალოდ ბოლოს დატრიალებულ მოვლენებზე ვფიქრობ. ვიცი, რომ ხდება რაღაც, რაღაც რაც უჩინარ ძაფებს აბამს, მაგრამ მეშინია, აი ამ ძაფების მეშინია. ეს ძაფები შეცვლის ჩემს ცხოვრებას. შეცვლის ნათლად ან ბნელად... შემიძლია ვიფიქრო, დღევანდელობაზე, აწმყოზე, მაგრამ შეიძლება ამან შემიწიროს და მომავალში წარსულზე მაფიქრინოს. თუ შვიდი რიცხვით დავტკბები ხვალ მშვიდ რიცხვს ვინატრებ. თუ შვიდ ცოცხალ ვარდს ავიღებ, ხვალ შვიდ მკვდარ ვარდს დავდებ... "მარადიული არაფერია?!" იქნებ გავბედო აღება და რას ვიზამ? არაფერს, ჯობია უბრალოდ განვაგრძო ცხოვრება, ცხოვრება შვიდი ვარდის გარეშე! და რომც გინდოდეს ურთიერთობის წამოწყება მას შენ უბრალოდ "კიდიხარ"...
გამახსენდა, გამახსენდა ღევანდელი დღის საშინელი დასასრული, გამახსენდა... "ვნახოთ მოგეწონება თუ არა ხვალინდელი დღე?"- ამ სიტყვებმა მთელი ღამე მოსვენება დამაკარგვინა. გონება ერთსადაიმავეს იმეორებდა, მაგრამ ისიც გაჩერდა და დაამტკიცა "მარადიული არაფერია", გათენდა...
ბუნება ისეთი აღარ იყო. ძველი, ლამაზი, ნათელი, სიცოცხლით აღსავსე. უბრალოდ მოვალეობას ასრულებდა და "იყო". იყო არაფრისმთქმელი... არაფრის. ახლაც ვერ ვხვდები, რატომ დავკარგე ჩემი თავი სულ რაღაც 2-3 დღეში? ნუთუ მეწვია? მეწვია ის რაღაც არაამქვეყნიური? მეწვია ასე უცებ?
-შეუძლებელია-
-შეუძლებელი არაფერია- ჩემივე სიტყვები გავაკრიტიკე და ოთახი დავტოვე. მთელი დღე ირონიული, არაფრისმთქმელი სახე მანადგურებდა. წინადადება, სიტყვა, ხმა ბგერა, ერთმანეთისთვის ამგვარი არაფერი გვითქვამს. არადა ვიცი, ვიცი, რომ ეს ჯერ სიყვარული არ არის. ეს არის მოწონება 7 რიცხვში განვითარებული მოვლენებისა. ეს არის ცხოვრება 7 ვარდის გარეშე! ეს არის უბრალოდ რაღაც, რაღაც რასაც "ჯერ" არც სიყვარული და რაც მთავარია არც ცალმხრივი სიყვარული არ ქვია! ეს არის ჯერ-ჯერობით მხოლოდ მოწონება. ჯერ-ჯერობით?
არ მინდა! არა, არ მსურს ამ ყველაფერმა შემცვალოს. იყოს ყველაფერი ოღონს ამან არ შეცვალოს ლიკა! უბრალოდ არ შეცვალოს! იყოს, მოწონებაც, სიძულვილიც, იმედგაცრუებაც, ოღონდ არ შევიცვალო! მაგრამ ამ ყველფრის შემდეგ, უბრალოდ ცხოვრება საშინელებააა.... მაგრამ შენ გაუძლებ!-შემოვუძახე ჩემს თავს და ეზოში გავედი. ამ შეძახილმა მართლა შემმატა ძალა, გაძლებისა და ყოფისა. ბუნებაც გაფერადდა, თითქოს ჩემს გრძნობებს იზიარებსო. ჩემი განწყობისამებრ მოქდებესო და ასეც იქცევა. ახლა ბუნება აბრდღვიალდა. მწვანე შელახული ფერი ნამდვილ ფერში გადავიდა. ნამდვილი მწვანეთი გალამაზებულმა ბალახმა ბიბინი დაიწყო. მობიბინე ბალახის შემყურავე მზემ უფრო გამოანათა და ზხივებიც ლამაზად გამოანათა. მე კი ჰამაკისკენ მიმავალ ბილიკს გავუყევი და თან სახეს პატარა ღიმილი ვაჩუქე. ჰამაკში მოვკალადი და რხევა დავიწყე, როდესაც ნაცნობმა, მკაცრმა ბარიტონმა იჭექა.
-სათუთი გრძნობები გაგაჩნია-დამცინავი, ირონიული ტონი. მანადაგურებს...
-უბრალოდ წადი, დამიბრუნე სიმყუდროვე!
-და მერე შენ? ჩემს გარეშე მოკვდები-ირონია... სიცივე და თავდაჯერებულობა...
-თავდაჯერებული იდიოტი ხარ!
-რომელიც მოგწონს!
-არასოდეს! ა--რა--სო--დეს! მომეწონები!!!-ვთქვი და თავი ხელებში ჩავრგე.
-უბრალოდ ვცადოთ- ლიკა არ აყვე! გაგანადგურებს!
-მე ვცადე გუშინ და...
-ხვალ მივდივარ-მეწყინა? გამიხარდა?
-ჭირშიც წასულხარ.
-მადლობა! მართლა წავიდა, "თავდაჯერებული იდიოტი" წავიდა... წავიდა და სხეულის მეასედი წაიღოო, აქ კი დიდი ღრმული გამიჩინა.
ახლა ამ წუთას ბავშვებთან ერთად ვზივარ და მოგონებებს ვიხსენებთ, ტკბილ მოგონებეს. ტკბილ მოგონებებზე უეცრად გამახსენდა "7 რიცხვი 7 საათი 7 ვარდი" გამახსნედა 1 წამით და გაქრა. გამახსენდა მისი ბოლო სიტყვა-"მადლობა".
მაგრამ ამ ყველაფერმა არ გამტეხა, კვლავ ვარ სიცოცხლით აღსავსე, მხიარული, ანცი "ბავშვი", მაგრამ გულში დიდი ღრმული მაქვს. ის, ის არაფერ შუაში არ იყო და არც არის. მთავარი მე ვარ, შემეშინდა, მისი შემეშინდა. ის არ არის ჩვეულებრივი. ვერ გამოიცნობ რას გეგმავს, რას აპირებს და ამან შემაშინა. ვერ გავრისკე და დავრჩი 7 ვარდის გარეშე, დიმიტრის გარეშე! იმ დღის შემდეგ 1 თვე გავიდა და ვხვდები, რომ მატულობს ნოსტალგია. ზედმეტად მატულობს, უკვე ძარღვებშიც შედის და მთელ სხეულშიც, მაგრამ გაგიკვირდებათ და მე დეპრესიაში არ ჩავარდნილვარ. დღემდე დავდივარ სამსახურში, წვეულებებზე, მაღაზიებში და ვიკლავ წყურვის, რადგან ის მე არ მიყვარს, ის უბრალოდ მომწონს. დღეს შვიდი აგვისტოა, ყველაფრის და მიუხედავად მე მაინც ველოდები 7 საათსა და 7 ვარდს, უბრალოდ ველოდები კარებს იქით მდგარ დიმიტრის, უბრალოდ ველოდები...
-ლიკუ მე გავდივარ, მეგობრები პიცერიაში ვიკრიბებით და 10 საათისთვის მოვალ.
-კარგი საყვარელო.-თბილად გავუღიმე და დავემშვიდობე. ახლაც დრო ნელა გადიოდა, ნელა ლოკოკინასავით. ახლაც საათის ისრების მოძრაობას ვუყურებდი. ნახევარი საათით წავიძინე კიდევაც, მაგრამ ვერ მოვისვენე. ვერ მოვისვენე და უკვე დიდი ისარს 11-ზე მდგომს იმედით აღსავსე თვალებით შევხე, არადა ის არაფერს შუაში. ის უბრალოდ მაჩვენებს დროს. შვიდ საათს 3წუთი აკლია. უკვე 2 და სისხლი დუღს 1 წუთი აკლია, 59, 58, 57... 3, 2, 1...

თავი მეხუთე-„გამოჩენა“
სამი, ორი, ერთი. კარზე ზარია...
ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და კარის მიმართულებით წავედი. ემოციები მოვთოკე და კარის სახელური ჩამოვწიე. ფრთხილად გავაღე კარები და...
-სიურპრიზი!
-დედიკო, მამიკო-სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, ყველა გრძნობამ ჩემს გულში დაიკავა ადგილი. გამიხარდა, რა თქმა უნდა გამიხარა 2 წლის უნახავი მშობლების ნახვა, მაგრამ გულში იმედგაცრუებამაც იპოვა ადგილი. „ყველაფერ კარგს თან ახლავს რაღაც ცუდი“.
-ვიკული, შვილო, ჩანთები შემოიტანე.
-გასაგებია, რომელ პიცერიაშიც წახვედი ქალბატონი-ვიკულის მუჯლუგუნი გავკარი და ჩანთების შემოტანაში დავეხმარე. ნამდვილად არ მსუდა ჩემი ცუდი ემოციები ახლა მონატრებული მშობლბისთვის გამეზიარებინა. მშობლები, რომლებიც ამ დროის მანძილზე იბრძოდნენ ლეიკემიის დასამარცხებლად და გამოუვიდათ კიდევაც. დღესდღეობით მამაჩემი სრულიად გამოჯანმთელებულია, რაც ძალიან მიხარია. ეს ყველფერი კი ბიძაჩემის დამსახურებაა. ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები, რომ არ დამაბოლა. არ დამტოვა საყვარელი მამის გარეშე.
დიდი ხანი ვტკბებოდით ნანატრი სხეულების ყურებით. ნელ-ნელა ძილიც გვეპარებოდა, მაგრამ ერთმანეთს ვერ ველეოდით. თითქოს ამ წუთების შემდეგ ერთმანეთს ვეღარ ვნახავდით...
ძილის ბურანში გახვეულს ზარის ხმამ გამომაღვიძა. ხალათით დავფარე მთლიანი სხული და კარისკენ ავიღე გეზი. უეცრად გულის ფეთქვა გახშირდა. ფეხებმა კანკალი დაიწყო, მაგრამ წინ მივიწევდი. რატომღაც ვხვდებოდი კარის გაღებით ძველ მოგონებებს გამოფხიზლების საუშუალებას მივცემდი... კარის სახელური ჩამოვწიე და არაფერი, ჩემს წინ მხოლოდ თეთრი კედელი და არაფრის მომასწავლებელი სიჩუმე იდგა.
უნებურად ძირს დავიხარე და 7 ვარდი... 7 ვარდი და დიდი კონვერტი. გავახსენდი, უბრალოდ გავახსენდი, მაგრამ გავახსენდი. გული საგულედან ვარდებოდა, ცრემლები თვალებიდან. ცხელი, მლაშე სითხე ჩემი სახიდან გაქცევას ცდილობდა. ფეხები ხელები აღარ მემორჩილებოდა.სხეულს ვკარგავდი და მეცხრე ცაზე უნებურად ავდიოდი. სიხარულისგან, ნერვიუობისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდი. არანორმალურად გახარებული ვიყავი. მუხლებში ჩავიკეცე და ავქვითინდი, თან ვარდებს ვეფერებოდი და ვკოცნიდი, თითქოს მას ვეხვეოდი. არ ვიცი, რატომ მაგრამ მიხაროდა, მიხაროდა მისი ამგვარი ყურადღება. მსიამოვნებდა, ძალიან მსიამოვნებდა.
როდესაც თვალებს ცხელი სითხე დაუმთავრდათ, ვინებე და კონვერტი გავხსენი.
„თორმეტ საათამდე მოვასწარი, რაც მთავარია“.
ვარდები ავიღე და მთელი ღამე მასზე ჩახუტებულმა ვიწექი. ვგრძნობდი, რომ ვიცვლებოდი, მაგრამ არ ვიცი უკეთესობიკენ თუ უარესობისკენ, უბრალოდ ვიცვლებოდი...
უეცრად ტელეფონი ავიღე და დიმიტრის წერილი გავუგზავნე:
“მადლობა“
ვიცოდი, რომ ერთი სიტყვით 7 ვარდს გავახსენებდი, 7რიხვს, მშვიდ მოგონებებსა და კომედიურ მომენტებს. ბევრ თბილ სიტყვებსა და რაც მთავარია ჩემ თავს...
თავი მეექვსე-„უსათაურო“
დილიდანვე დაეტყო ჩემ ხასიათს გუშინდელი ღამე. გაბრწყინებული თვალებით ვუყურებდი გარემოს. პოზიტიურ განწყობას სხვებსაც ვუზიარებდი. საუზმეს მივირთმევდი, როდესაც ტელეფონის ნაცნობი მელოდია გაისმა. ეკრანი უცნობ ნომერს აჩვენებდა. მწვანე რგოლს ხელი გადავუსვი და მობილური ყურთან მივიტანე.
-დილამშვიდობისა-ნაცნობი ბარიტონის გაგებისას, ნაცნობმა ჟრუანტელმა დამიარა.
-დილამშვიდობის-ნასიამოვნებმა ჩავილაპარაკე და მის შემდეგ სიტყვებს გაბადრულმა დაველოდე.
-დღეს საღამოს გცალია?
-კი, მცალია-თავის დაფასებაზე არც მიფიქრია, ისე გავეცი პასუხი კითხვაზე.
-მაშინ მოემზადე და 7 საათზე გამოგივლი.
-„7 საათზე“ მაწყობს-ვუთხარი და ტელეფონი მაგიდაზე დავდევი. ექვსი საათისთვის გარდერობის კარი გამოვაღე და საღამოსთვის მომზადება დავიწყე. გარდერობში ფირუზისფერი ტანსაცმლები ხშირია. ღია ცისფერი ნელ-ნელა მუქდება. სწორედ ეს ფერები არის გამორჩეული ჩემს ტანსაცმლებში. მიყვარს ეს ფერები რადგან მახსენებს ცას. ცას, რომელიც ნელ-ნელა მუქდება და ღამით ლურჯად გვევლინება, ლამაზია, ზოჯერ ზედმეტად ლამაზი და რა თქმა უნდა ამ ფერებით გალამაზებული ტანსაცმელი კიდევ უფრო ლამაზი და მომხიბლელი ყოფილა. დღესაც ფირუზისფერი ტანსაცმლით გავალამაზე შებრაწული ტანი. თეთრი მაღალქუსლიანი ამოვიცვი ფეხზე. თმა ოდნავ მაღლა ავიწიე და თეთრი ჩანთა მხარზე გადავიკიდე. მისაღებ ოთახში გავედი და დიმიტრის მოსვლას დაველოდე. დიდი ხანიც არ იქნებოდა გასული ტელეფონზე წერილი, რომ მომივიდა. ოჯახის წევრებს დავემშვიდობე და კარი გამოვიხურე.
7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი (სრულად)

კორპუსი დავტოვე და ახლო მდებარე მანქნისკენ წავედი. მივესალმე და ერთმანეთი „მეგობრულად“ გადავკოცნეთ. მანქანა არ დაუძვრია, რამაც გამაკვირვა, მაგრამ ხმა არ ამომიღია.
-ერთი წლით მივდივარ, საქართველოდან-„ერთი წლით მივდივარ, საქართველოდან“ ეს სიტყვები რამდენიმე-ჯერ გავიმეორე გონებაში. შემდეგ უბრალოდ გავშეშდი და ცხელს სითხეს თავისუფლება მივეცი. ვიჯექი და ცრემლებს ნიაღვარივით ვღვრდიდი. მის თვალებში მწუხარება, ტკივილი, სევდა იდგა. ხელებით ცდილობდა ჩემი თვალებიდან წამოსული მარილიანი სითხე შეეკავებინა, მაგრამ არ გამოდიოდა. უეცრად მანქნიდან გადმვედი და კორპუსისკენ გეზი ავიღე. კიბეებზე ვიდექი და ვქვითინებდი, როდესაც ყველაფრისმომასწავლებელი სიტყვა გავიგე:
-მიყვარხარ!-ნელა შევტრიალდი და შუა გზაზე მდგარ დიმიტრის გავხედე, რომელიც თავჩაღუნული იდგა. გავიქეცი, მისკენ გავიქეცი და ბაგეებს დავეტაკე. უნდა დარჩენილიყო, მძლავრი მოგონება ჩემთან ერთი წლის განმავლობაში, აუცილებად უნდა დარჩენილიყო. მეც შანსი ხელიდან არ გავუშვი და დავიჭირე, თბილი და ამავდროულად სევდით სასვე კოცნა დავიჭირე.
-7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდს, მაინც მიიღებ, გპირდები მანამ სული მიდგამს იმ ვარდებს შენს ხელებში დავაბინავებ.-შუბლზე ბაგეების ანარკლი დამიტოვა და შეტრიალდა
-უხვი მოგონებებისთვის მადლობა.
-დიმიტრი ავალიანი ჩემს გულში ბინა გაქვს, რომელიც ყოველთვის მოუთმენლად დაგელოდება.-ეს ვთქვი და კიბეებს ჩქარა ავუყევი, მაგრამ ნაკვალებს ვტოვებდი, ტკივილით სავსე ნაკვალებს ვტოვებდი. ყველაზე მეტად გული მტკიოდა და გონებაში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა: „ნუთუ მაინც და მაინც უნდა წასულიყო, რომ ჩვენი გრძნობა გაშლილიყო?“
დეპრესიული პერიოდი არ მქონია, მაგრამ ჩემში ჩამარხულ გრძნობებს ღამე თავისუფლებას აძლევდა. ახალ-ახალი ტუილების თქმა მიწევდა მშობლებისთვის, თუ რატომ მქონდა ჩასისხლიანებული თვალები. ერთადერთი პიროვნება, რომელთანაც გულღია ვიყავი, ვიკა იყო. რამდენ-ჯერ მის მუხლზე ჩამძინებია, რამდენ-ჯერ ჩემთან ერთად თეთრად გაუთენებია ღამეები, მაგრამ ჩემს გვერდით იდგა. არ ვიცი, როგორ გადავლახავდი ამ გამოცდას, რომ არა ის...

თავი მეშვიდე-„ტკივილი“
რამდენიმე დღის შემდეგ გავაცნობიარე, რომ არ ვიცოდი თუ სად წავიდა დიმიტრი, რატომ წავიდა? ახსნის გარეშე დამტოვა 1 წლით, 12 თვით, 365 დღით, 89060 საათით, 5343600 წუთით და 320616000
ამ რიცხვებს კი ერთი 7-იანიც არ ურევიათ. დამთხვევაა, ნამდვილი დამთხვევა! გავამხნევე ჩემი თავი და დირექტორის კაბინეტში შევედი შვებულების ასაღებად. ამ პრობლემის (დიმიტრის) გადამკიდე ნორმალურად ვერ დავისვენე, ამიტომაც გადავწყვიტე აგვისტო ბათუმში ‘მეგულავა’ ჩემ მეგობრებთან ერთად.
-შემოდი ლიკა-ღიმილით მომესალმა ქალბატონი მზია.
-ქალბატონო მზია განცხადება დავწერე შვებულებასთან დაკავშირებით და თქვენი ხელმოწერა მჭირდება-მეც თბილად გავუღიმე და საქაღალდე მაგიდაზე დავდევი.
-ლიკა, საქაღალდეში შვებულების ვადა ერთი თვე გიწერია, რაც ამ დროისთვის შეუძლებელია, პრესკონმფერენციები გვქავს ბათუმში და იქ გიწევს სიარული ერთი კვირის განმავლობაში-დამწუხრებულმა ჩაილაპარაკა და თვალებში შემომხედა.
-ქალაბატონო მზია, ბათუმში ვაპირებდი ერთი თვის გატარებას და თავისუფლად შემიძლია საჭირო დროს, საჭირო ადგილას მივიდე, რა თქმა უნდა თქვენ თუ თანახმა იქნებით.
-შევთანხმდით-ხელი საჭირო ადგილას მოაწერა და ღიმილით დამემშვიდობა. ბათუმის ლამაზ ქუჩებს ვათვალიერებდით მანქნით როდესაც ტელეფონმა ნაცნობი ნომერი, აჩვენა.
-რას შვრება ჩემი საყვარელი გოგო?
-მამიკოს ბოხი და ამავდროულად თბილი ხმა გაისმა ტელეფონში.
-სასტუმროს ვუახლოვდებით მა, თქვენ რას შვრებით? როგორ ხართ? არ ითუთქებით თბილისის დახუთულ ჰაერში?
-ლიკა ჩვენ ბებიასთა ჩამოვედით ერთი კვირით და...
-გასაგებია, გასაგებია-სასიამოვნოდ გამეღიმა-აღარ მოგაცდენთ გვრიტებოო...
-ნახვამდის . სასტუმროში ოთახები ავიღეთ და დავბინავდით. დაქანცულები ვიყავით ამიტომ გადავწყვიტეთ მხოლოდ სავახშმოდ გავსულიყავით ოთახიდან და ისიც სასტუმროს რესტორანში. მოსამზადებლად სააბაზანოში შევედი.
წყლის ჭავლის ქვეშ დიდი ხანი ვიდექი. გამოსულს ქალბატონი მზიას გამოტოვებული ზარები დამხვდა ტელეფონში, ამიტომაც მასთან გადარეკვა მომიწია.
-ლიკა, პირველი შეხვედრა ხვალ საღამოს საათებში იმართება, დროსა და მისამართს მოგწერ.-ერთი წინადადებით შემოიფარგლა ჩვენი საუბარი და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
ბავშვები სასტუმროს ცნობილ ახლომდებარე რესტორანში ვახშმობდნენ. ამ ყველაფერზე უარი განვაცხადე, რადგან ხვალისთვის მოსამზადებელი ვიყავი, ამიტომაც ჯერ კიდევ სველი თავი ფუმფულა ბალიშზე დავდევი.
დილიდანვე შევუდექი საღამოსთვის მზადებას. როდესაც მნიშვნელოვან ვახშამზე ან პრესკონმპერენციაზე მივდივარ დილიდანვე მზად მაქვს ტანსაცმელი. კლასიკური შავი კაბა და მოსაცმელი საკიდზე ჩამოვკიდე და მეგობრებთან ერთად აუზის დასალაშქრად წავედი. რადგანაც კანის ფერი შეცვლილი მქონდა , რუჯის მისაღებად არ დავწოლილვარ, გეზი პირდაპირ აუზისკენ ავიღე...
შვიდი საათისთვის მზადება დავიწყე. მომზადებული ტანსაცმელი ტანზე მოვირგე. მცირედი მაკიაჟით სახის ნაკვთებს სილამაზე მივეცი. ოთახიდან გამოვედი, მეგობრებს დავემშვიდობე და ლიფტის დახმარებით პირველ სართულზე ჩავედი. მანქანაში მოვთავსდი და დანთქმული ადგილისაკენ დავიძარი.
7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი (სრულად)

მანქნიდან ნელა და მშვიდი მოძრაობთ გადმოვედი. გასაღები პერსონალის ერთ-ერთ წევრს მივაწოდე და რესტორნის კარები ფრთხილად შევაღე. მიმტანმა მაგიდისკენ გზა მიმასწავლა და თან წინ გამიძღვა. მაგიდასთან მისულს ნაცნობი სილუეტი დავინახე, მაგრამ ეს ყველაფერი სერიოზულად არ მიმიღია. ნაზი მოძრაობით მოვთავსდი სკამზე და ერთ ადგილას გავქვავდი, როდესაც გვერდითა მაგიდასთნ დმიტრი და უცნობი გოგო დავინახე. თვალები ცრემლებით ამევსო, მაგრამ არაფერი არ შევიმჩნიე. ბიზნესმენებს საუბარში ავყევი. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მაგიდიდან ბოდიშის მოხდიდთ ავდექი. ნელა და აუღელვებლად ჩავუარე დიმიტრის და ცრემლებით სავსე თვალები პირდაპირ მას მივანათე. აივანზე ქვითინით გავვარდი.
-ლიკა-უკნიდან მომესა ტკვილნარევი ხმა, მაგრამ ესეც მის მსახიობურ ნიჭს დავაბარე.
-ქედს ვიხრი შენი მსახიობური ნიჭის წინაშე ბადონო დიმიტრივ!-ამაზრზენი ხმით ჩავილაპარაკე და აივნის დატოვება გადავწყვიდე...

თავი მერვე-"წამება"
აივნიდან გასვლას ვაპირებდი როდესაც ნაცნობი სიტყვა მიწვდა ჩემს სმენით ორგანოს.
-მე მართლა მიყვარხარ-ჩუმად, მაგრამ გასაგონად ჩაილაპარაკა. ალბათ ამ დროის მანძილზე მიხვდით თუ როგორი გულჩვილი პიროვნება ვარ. ამ სიტყვების გაგონებისას კი ჩემში ყველაფერმა ერთად იფეთქა და თვალებიდან ცხელმა და მარილიანმა სითხემ გზის გაკვლევა დაიწყო. ცრემლემლების მიზეზი კი იმედგაცრუება იყო.
-ალბათ შენს ლექსიკონში "მართალს" სხვა მნიშვნელობა უკავია.-ადგილიდან არ განვძრეულვარ ისე განვაცხადე სათქმელი.
-უბრალოდ მომისმინე-თბილი და ამავდროულად მომთხოვნი ტემბრით მომმართა.
-მოსასმენი არაფერია, ყველაფერი ვნახე, რაც საჭირო იყო-ჰაერის უკმარისობის გამო ღრმად ამოვისუნთქე-ჩავისუნთქე.-ორმხრივად დამჭერი, ორმხრივი ტყუილით გამასულელე და დამიპყარი, მაწამე და მიმატოვე- ავქვითინდი, ძალა აღარ მეყო და მუხლებზე დავემხვე. ეს გრძნობა მთლიანად მოდებული იყო სხეულზე, შინაგანად მჭამდა და ძალას მაცლიდა. ეცადა ჩემს დახმარებას, მაგრამ ჩემი მტკიცე უარის გამო მოახლოვება ვერ გაბედა. ფრთხილად წამოვდექი. ჩანთიდან სალფეთქი ამოვიღე და ცრემლების შეშრობას შევუდექი, როდესაც დავწყნარდი და ჩემი საქმე დავამთავრე ტერიტორია დავტოვე და აკრული ღიმილით მივუსხედი მაგიდას. ნახევარი საათის შემდეგ ინვენტორები გავაცილე და მარტომ დავიწყე უაზროდ დანა-ჩანგლის ხმარება. რამდენიმე ჭიკა წითელი ღვინოც გადავკარი. მომდევნო ჭიქის ავსებას ვაპირებდი, როდესაც ძლიერმა ხელმა ჩემი სხეული ტანსაცმელივით გადაიკიდა მხარზე და რესტორანი დატოვა, თავიდან ვერ გავიზრე თუ რა ხდებოდა ჩემ გარშემო, მაგრამ აზრზე მოსვლისთანავე გამოვძვერი ძლიერი ხელებიდან. წიკვინა ქალივით არ დამიწყია ჩხუბი თუ როგორ გაბედა ეს. ზურგი ვაქციე და კარებთან მდგომ კაცს ვთხოვე ტაქსი უახლოეს 5 წუთში აქ მოსულიყო.
-ლიკა სიჯიუტე არ გიხდება! უნდა მომისმინო, თორემ ასე ერთმანეთს დავშორდებით-გაბრაზებულმა მისკენ შემატრიალა.
-დავშორდებითო? და როდის ვიყავით ერთად? რაღაც გამომრჩა?-ირონიულ ტონს არ ვიშორებდი-ეს ყველაფერიც, რომ არა, შენ გგონია რასაც დღეს შევესწარი იმის შემდეგაც ერთად დავრჩებოდით? დიმიტრი ნუ მაგიჟებ, ჯერ ყველაფერი შენ გაანალიზე და მერე მომადექი შენი ვითომ ვაჟკაცური ოინებით!-ბოლოსკენ ხმა გავიმკაცრე და იქვე მდგომ მანქანაში ადგილი დავიკავე.
-ლიკა გულს მტკენ-მომესმა ხმაჩახლეჩილი ბარიტონი, მაგრამ მსახიობური ნიჭის გამო რეაქცია არ შევიმჩნიე. არად გულზე ნაიარევი გამიღრმავა მისმა სიტყვებმა... რატომ ვარ ამ ადამიანზე მიჯაჭული? რატომ?.. უცებ დავბრუნდი რეალობაში და ტაქს ერთი წინადადებით მივანიშნე წასულიყო.
-ძალიან გთხოვ ჩქრა გამაცალეთ ამ ტერიტორიას და გზაში მისამართსაც გეტყვით-სიტყვები ერთმანეთს ჩქარა მივაყარე და მძღოლის რეაგირებას დაველოდე.
-კარგით.-მანქანა აამუშავა და ჩემი "ბრძანება" შეასრულა.
მე, ვიკა და მარი ჩემ ოთახში ვისხედით და რამდენიმე საათის წინ მომხდარ თემას განვიხილავდით.
-ლიკა, არ მიწყინო, მაგრამ მე შენ ადგილას მოვუსმენდი- ვიკულიმ თავდახრილმა ჩაილაპარაკა.
-სრულებით გეთანხმები ვიკა-მარიმაც ვიკას დაუჭირა მხარი.
-მომისმინეთ გოგონებო, ალბათ არ იცით კაცები, როგორები არიან. ყველაფერში გამონახავენ გასამართლებელ საბუთს, სწორედ ამიტომ არაფრად ჩავაგდე მისი "გამოხტომები" და უეცრად წამოროშილი "მე შენ მიყვარხარ". ახლა კი გთხოვთ მარტო დამტოვოთ, ძალიან რთული დღე მქონდა.-თავის დაკვრით მანიშნეს "კარგიო" და ოთახი დატოვეს. არადა სურვილი თუ რატომ მომატყა, როგორ მკლავდა...
სააბაზანოში წყლის გადასავლებლად შევედი. დატვირთული და ამავდროულად ჭუჭყიანი დღე წყლას გავატანე და იქაურობა დავტოვე. ატლასის საღამურით და ხალათით შევიმოსე. აივნის კარი გამოვაღე, სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრებში წავედი.
უსინდისო ტყუილის გამო ჩემი გრძნობები გამოვიყვანე სააშკარაოზე, ამ გათამამებამ კი მძაფრი და სასტიკი სასჯელი მარგუნა. მეგონა მნიშვნელო... არა ეს ყველაფერი მეგონა... და ისე რა არის სიმართლე? რის გამო გამომტეხა და "მიმაგდო"? უეცრად ინტერესმა ჩემში გაიღვიძა და მასთნ დარეკვა გამაბედინა. რამდენჯერმე დავურეკე და არ აუღია, ბოლოს გადავიფიქრე კიდევაც, მაგრამ ბოლოჯერ გავბედე... რამდენიმე ზარის შემდეგ ყურმილი აიღო.
-დიმიტრი...
-დიმიტრი აბაზანაშია და თქვენ ვინ ბრძანდებით?-ქალის წკრიალა ხმამ გამყინა, გამაქვავა... ცრემლები, არა რაც მე თვალებიდან მდიოდა ცრემლი არ იყო! ის ცხელი სითხე იყო, რომელიც კანს და სხეულს წვავდა, მანადგურებდა.
-უკაცრავად?!-ქალის ხმამ ფიქრებიდან გამომაგდო და რეალურ ტანჯვაში დამაბრუნა.
-მე... მე... გადაეცით და უთხარით, რომ ლიკა... მისთვის "მოკვდა"-ყურმილი დავკიდე და აბაზანაში გავვარდი. წყლით სახე მოვიბანე და დაწყნარება ვთხოვე ჩემ თავს, მაგრამ უეცრად გადამეკეტა და იქ არსებულ მჭრელ სხეულს ვეცი. ვენებზე რამდენიმეჯერ გადავისვი. მაშინ არაფერზე არ ვფიქრობდი. არაფერზე და არავისზე, უბრალოდ გადაკეტილმა გონებამ იმ წამს ეს გამაკეთებინა.
თავიდან მესიამოვნა, მაგრამ შემდეგ წვა ვიგრძენი. ხელი დამიბუჟდა და წითელ თბილი ნივთიერებით დაიფარა. გულში ღმერთს ბოდიშს და შეწყალებას ვთხოვდი, ვეხვეწებოდი ჩემი გადაწყვეტილება მოეტევებინა ჩემთვის. მამაო ჩვენოც წავიკითხე გულში, მაგრამ ნელ-ნელა ტკივილი გამძაფრდა, ტკივილმა მლაშე სითხის დინება გამოიწვია ჩემს სხეულზე და დავვარდი თავი კი ძლიერ სხეულს ჩამოვარტყი. ჩემს წამებას თავის ტკივილიც დაემატა. ახლა უკვე თავის ზედა ნაწილი იფარებოდა თბილი და ამავდროულად წითელი სითხით. თვალებიც მეხუჭებოდა, შველაზე არც მიფირია ჯსე დავხუჭე თვალები და როგორც მე ვფიქრობ ბოლო ცრემლი გადმოვაგდე და ბოლოს სიტყვა ღმერთს ვუთხარი "ბოდიში".
უეცრად შვიდი ვარდი გამომესახა და ისიც სისხლივით წითელი, შემდეგ ყველა მოგონებამ გამირბინა თვალ წინ და მთავარმა ტკივილმა იქაც იჩინა თავი... სახელად-დიმიტრიმ.
გავითიშე და სიბნელეში გადავიკარგე...

თავი მეცხრე-"მოგონებები"
დიმიტრი:
ძალიან გამიჭირდა ლიკასთვის ცრუ ინფორმაციის საშუალებით დამემყარებინა ურთიერთობა. ყველაფერი თბილისში ჩაოსვლისთანავე დაიწყო, როდესაც ჩემი ნამდვილი ვინაობა დავმალე და ამის მეშვეობით გავიცანი ტატო და ვატო გულბანები. ერთი ჩვეულებრივი ბიჭის როლი მოვირგე, რომელიც ბანკში მაღალი ანაზღაურებით მუშაობდა. ჩვეულებრივი ბიჭი, რომელსაც არ ყავდა გოგო მეგობარი. ეს ყველაფერი კი სიცრუე იყო, რომლითაც არამარტო ლიკა არამედ მთლიანი სამეგობრო წრე შევიძინე. 2014 წლის 30 ნოემბერს დავტოვე ლონდონი, რადგან მშობლები ავტოკატასტროფაში დამეღუპნენ. პირველ დეკემბერს ისინი მიწას მივაბარე, დიდი გულისტკივილით. ყველა მანუგეშებდა, მაგრამ მათგან ნამდვილი ნუგეში არ მიგვრძნია, რადგან ისინი ორპირი, ნიანგის ცრემლებს ამოფარებული პიროვნებები იყვნენ.
რამდენიმე დღეში ინვესტორები ვახშამზე მოვიწვიე, სადაც უნდა განმეცხადებინა, რომ დღეიდან კომპანიას სათავეში ჩავუდგებოდი. მართალია ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩემმა მშოლებმა მთელი ცხოვრება ამ კომპანიას მიუძღვეს. სწორედ ამ დღეს გავიცანი ერთ-ერთი პარტნიორის ქალიშვლი ნია ბოჭორიშვილი, რომელიც დღეს ჩემი ცოლის სახელს ატარებს. ამ ქორწინებას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია, ეს ყოველივე იმისთვის გავაკეთე, რომ ჩემი აქციების ფასი გაორმაგებულიყო. არც ნია იყო ჩემზე შეყვარებული, უბრალოდ ამ ქორწინებაზე თანხმობა მამამიის ხათრით განაცხადა.
2015 წლის 25 მარტს შევუღლდით. შეუღლებიდან ერთი თვის თავზე ორივენი ლონდონში დავბრუნდით. ნიას "გოლდსმიტზში" სწავლა უნდა გაეგრძელებია, მე კი წვრილმანი მიზეზების გამო რამდენიმე დღით ლონდონში ჩამოსვლა მომიწია. 1 კვირის შემდეგ, როდესაც საქმეები მოვაგვარე უკან, თბილისში დავბრუნდი, კომპანია-"Avalian City"-ის საქმეებზე.
მგზავრობისგან გადაღლილმა ჩემ სახლთან მდებარე ბარში გადავწყვიტე წასვლა განსატვირთად. სწორედ აქ გავიცანი ტატო და ვატო გულბანები. ადვილად დავმეგობრდით. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც არ გამიჭირდა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ ამ დღის მინუსი ჩემი ტყუილი იყო. მე მათ სულ სხვა დიმიტრი გავაცანი, რომელიც შეიძლება ითქვას არც არსებობდა. დღითიდღე ღრმავდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ერთხელაც მათ შემომთავაზეს ქალაქის დატოვება და საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის კახეთის დათვალიერება, ამავდროულად მაცნობეს, რომ სახლი სადაც ჩვენ დღის უმეტესი ნაწილის გატარება მოგვიწევდა მათი მეგობრების ლიკას და ვიკას ბებიას ეკუთვნოდა. ასევე ამ ოთხეულის გარდა ჩვენთან ერთად დროის გატარება გოგონების მეგობარს მარისაც მოუწევდა. ბიჭებმა შემომთვაზე ჩემი სამეგობრო წრიდან რომელიმეს წამოყვანა. აი აქ უკვე ვიფიქრე, რომ ჩემი საქმე წასული იყო, ვინაიდან და რადგანაც ძალიან მიჭირდა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა ამიტომაც მეგობრები არ მყავდა.უეცრად ჩემი ბავშვობის მეგობარი, ვახო გამახსენდა. ტელეფონის ნომრების სიაში მისი სახელი მოვძებნე და მას დავურეკე. საქმის ვითარება თვალსაჩინოდ გავაცანი და ისიც უყოყმანოდ დამთანხმდა.
საქართველოს არც ერთი კუთხე და მუთ უმეტეს ქალაქი ან რაიონი არ მენანახი, რადგან 3 წლის ასაკში დავტოვეთ ქვეყანა და საცხოვრებლად იქ გადავედით. მამამ ბიზნეს პარტნიორებთან ერთად გააფართოვა მისი კომპანია და ერთ-ერთი საქართველოშიც ააშენა. ოჯახში რადგან ქართულად ვსაუბრობდით ენა არ დამვიწყებია...
კახეთში შესვლისთანავე ემოციების გაკონტროლება გამიჭირდა. ულამაზესი ბუნება გადაიშალა ჩემს თვალწინ. ეზოებით დამშვენებული სახლები. ეზოები კი ულამაზესი ხეხილის ბაღებით გამდიდრებული. ხშირი იყო მიწები, რომლებზეც ვაზი იყო გაშენებული. ამ სილამაზისგან "დაშტერებულმა" ვერ შევნიშნე თუ, როგორ მივადექით ულამაზეს ორ სართულიან ქვითკირის სახლს. სახლს კი სხვადასხვა ჯიშის ხეები ამშვენებდა. მიგვიწვიეს და ნამდვილი ქართული სუფრით გაგვიმასპინძლდნენ. სუფრა სოფლის ნობათით დაემშვენებინათ.
დარჩენილი დროის გატარება ბაღში მოგვიწია. იმდენად გავერთეთ საუბარში, რომ ვერც კი მივხვდით თუ როგორ შემოგვაღამდა. ვერც მივხვდებოდი პირადად მე ფიქრებიდან ფეხის ნაბიჯების ხმას, რომ არ გამოვეყვანე. ლიკა ტოვებდა არემარეს, მაგრამ ჩემი სიტყვების გაგონებისას ერთ ადგილას გაშეშდა. როდესაც შემოტრიალდნა მის ულამაზეს სახის ნაკვთებს დაეჯახნნენ ჩემი თვალები. თითქოს იმ დღეს სამუდამოდ ჩაიბეჭდა ულამაზესი გოგოს ულამაზესი სახე ჩემს გონებაში და სწორედ ამან შემაშინა. არ მსურდა მას ჩემ გულში დიდი ნაწილი დაეკავებინა, რადგან სიმართლის გაგების შემდეგ... ამ დღის შემდეგ მასთან მკაცრი ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ ვეწინააღმდეგებოდი გულს.
რამდენიმე დღეში კი რაღაც უცნობი თამაშის გამო ვახომ მე და ლიკა პაემანზე გაგვაგზავნა. სწორედაც, რომ იმ დღეს 90°-ით შეიცვალა ყველაფერი. 7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდით ხელდამშვენებული მივადექი და რა თქმა უნდა იმ დღის შემდეგ მის გულში ნელ-ნელა ადგილის დაკავება დავიწყე. იმ დროს არც ჩემზე და არც ლიკაზე არ ვფიქრობდი. როგორ ძლიერ ვტკენდი გულს, როგორ ვუთხრიდი სამარეს საკუთარ თავს...
მომდევნო ერთი თვე კი ჩემ ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი იდგა. ფიქტიურად დაოჯახებულ ადამიანს გულში სულ სხვა გოგო ჩამივარდა, რომელსაც ვტკენდი ახლაც და შემდეგშიც ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ 7 აგვისტოს ვეღარ მოვითმინე და 7 ვარდი გავუგზავნე, რამდენიმე საათის შემდეგ კი მხოლოდ ერთი სიტყვა მივიღე მისგან-"მადლობა" მაგრამ ვიგრძენი თუ რამდენი რამე ჩაატია ამ სიტყვაში.
მეორე დღეს ნია დაბრუნდა თბილისში და შემომთავაზა ბათუმში წასვლა ერთი თვით, მე ამ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი, რადგან ჩვენ როგორც ცოლ-ქმარი დასასვენებლად ცალ-ცალკე ვერ ვივლიდით. ამავე დღეს მქონდა შეხვედრა ლიკასთან სადაც კვლავ დიდი ტყუილის თქმა მომიწევდა.
მოფარფატე პეპელასავით მოდიოდა და მოჰქონდა პოზიტიური განწყობა. მანქნაში ადგილი დაიკავა და ჩემს წინადადებას დაელოდა. როდესაც ვთქვი, რომ 1 წლით საქართველოს დატოვება მიწევდა, განადგურდა და აი აქ უკანასკნელ კაცად ვიგრძენი თავი. რამდენს მივცემდი, რომ მის სახეზე ცრემლები გამშრალიყო, მაგრამ პირიქით ხდებოდა. გადავიდა და სადარბაზოში შევიდა. უეცრად მანქნიდან გადმოვედი და ერთი, მაგრამ ყველაფრის მთქმელი სიტყვა ვთქვი -"მიყვარხარ" საბედნიეროდ ჩემი სიტყვები მის ყურთასმენას მისწვდა და შემოტრიალდა. ვნახე თუ როგორ გაბრწყინდა მისი სახე და როგორ ჩაუდგა იმედის სხივები ლამაზ ყავისფერ თვალებს. მთელი ძალით გაოიქცა და ჩემ ტუჩებს დაეწაფა. ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთა, ყველაზე დიდი მოგონება დამიტოვა. შუბლზე ტუჩები შევახე და დავემშვიდობე. პირველად მსურდა ფეხებ შუა გამწყდარიყო მიწა და შიგ ჩავეგდე. არაკაცივით ვიქცეოდი, რომელსაც უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი ჰქონდა. მეორე დღეს სასტუმროსთან მდებარე რესტორანში წავიყვანე ნია სავახშმოდ. მართალია კარგ დროს არ ვატარებდი, მაგრამ ვცდილობდი ლიკა გონებიდან ამომეგდო. ლიკას გახსენებისას მართლაც, რომ მის აცრემლიანებულ თვალებს წავაწყდიდა. ელდა მეცა. გაკვირვებისგან გონს მოსვლა დიდ ხანს ვერ შევძელი. უკან გავყევი და მოვემზადე სიმართლე მისთვის გამემხილა.
ვთხოვდი ჩემთვის ყური დაეგდო, მაგრამ უარზე იდგა, ბოლოს ვეღარ გაუძლო და მუხლები მოეკეცა, შემდეგ ცრემლები გადმოსცვივდა. როგორ მინდოდა გულში ჩამეკრა, მაგრამ...
მტკიოდა, მისი ყოველივე მოქმედება მტკიოდა, მაგრამ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო! რამდენიმე წუთში ნია სასტუმროში დავტოვე და უკან დავბრუნდი. ჭიქას ჭიქაზე ავსებდა წითელი ღვინით, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ძალით მოვისურვე საჭირო ინფორმაციის მისთვის მიწოდება. სამწუხაროდ ეს მცდელობაც არ გამომივიდა და "გამექცა".
ვგრძნობდი, რომ საყვარელი ადამიანი ხელიდან მეცლებოდა, ჩემი საშინელი ნაბიჯის გამო! რაღაც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, უცრად მარი გამახსენდა და მას ვთხოვე ეთქვა თუ სად იმყოფებოდნენ, მანაც მისამართი ტელეფონის მეშვეობით მომწერა.
ლიფტს არც დავლოდებივარ ისე ავედი მეცხრე სართულზე. კარები ფრთხილად შევაღე და თან ლიკას დავუძახე, მაგრამ ხმა არავინ გამცა. აივანზეც არ დამხვდა. მომიწია აბაზანაში შესვლა და...
ტყუილი ყოფილა კაცები არ ტირიანო...
საყვარელი ქალის გამო უნდა იტირო! როდესაც მას ყველაზე საშინელ მდგომარეობაში დაინახავ...
საშინელებაა!!!

თავი მეათე-"ბრძოლა სიცოცხლისთვის"
სისხლის გუბეში იწვა... ხელიდან მეცლებოდა... არამქვეყნიურ ტკივილს ვგრძნობდი... გაქვავებული ვიდექი და ჩემი ტყუილისგან გამოწვეულ შედეგს ვაკვირდებოდი. რამდენიმე წუთი ქვეყანას ვწყდები. ენითაუღწერელ სიძულვილს განვიცდიდი საკუთარი თავის მიმართ.
განსაცდელში ჩავარდნილმა ვერ მოვახერხე ადგილიდან ძვრა და მისი დახმარება. გაქვავებულ და გაწამებულ სხეულს ზემოდან დავყურებ. მოსულიერებისა და გამოფხიზლების შემდეგ მისი დახმარება ვცდილობ, მაგრამ განა ადვილი არის სიკვდილის პირას მისული ადამიანის გადარჩენა, როდესაც ვერ აზროვნებ? გარეთ ვვარდები და დახმარების სათხოვნელად მომსახურე პერსონალს ვეძახი. დერეფანი ადამიანის სხეულებით ივსება, მაგრამ წინა ფლანგზე მარი, ვიკა, ვატო და ტატო გამოდის. გაკვირვებული სახებით მიყურებენ . აუღელვებელი ნაბიჯებით წამოვიდა მარი ჩემკენ.
-დიმიტრი რა ხდება?
-მარი, მოვედი და...-სიტყვა გამიწყდა- ჩემი ბრალია! უნამუსო ვარ, უნდა მეთქვა! არ უნდა მომეტყუებინა! სიმართლე დავმალე! არაკაცი ვარ!-თმებს ვიპუტავდი და ბოლო ხმაზე ვღრიალებდი.
-დაწყნარდი დიმიტრი!-ხმას ოდნავ აუწია, რომ გონზე მოვეყვანე-რა ხდება?
-ჩემ გამო! ხელი... სისხლიანი...-ლაპარაკის უნარი დამეკარგა. ეიფორიაში ჩავვარდი და მუხლებზე დავეცი. გული მტკივა, სული მტკივა, სხეული მტკვა, ცხოვრება მტკივა!.. დავინახე, როგორ გამოიყვანა ლამაზი სხეული ტატომ ნომრიდან და ადგილს მოწყდა. ადგომა დავაპირე როდესაც ვიკამ მთელი ძალით მარჯვენა მომიქნია და ადგილზე დამაბრუნა.
-შენ გამო, რომ და დავკარგო...-ქვითინებდა, ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა თვალებიდან.-არ გაპატიებ, ჩემი ხელით დაგახრჩობ! ერთადერთი დედმამიშვილი, რომ მომიკვდეს ვიღაც ნაბი****ის გამო, ვერ გავძლებ!-ჩაიკეცა-ვერ გავძლებ გესმის! გესმის?!
ფრთხილად და ნელა მივიხუტე გულზე. ვიცოდი, როგორ მდგომარეობაში იყო ვიკა, რთულია შენთვის მნიშვნელივანი ადამიანის დაკარგ. მშობლების დაღუპვა ჩემთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო, რომელიც ღმერთის წყალობით გადავლახე. შევდიოდი მის მდგომარეობაში და მასთან ერთად განვიცდიდი ამ წუთას შექმნილ უდიდეს ტკივილს. ერთი მოძრაობით დავაყენე ფეხზე და ლიფტის დახმარებით სასტუმრო დავტოვეთ. მანქანაში ჩავსვი და საჭეს მივუჯექი.
-ვახოს დაურეკე და გაიგე სად წავიდნენ-ოდნავ მკაცრი, მაგრამ ამავდროულად თბილი ხმისტემბრით მივმართე მარჯვნივ მსხდომ გოგონას, რომელსაც პროფილი მის უფროს და მიუგავდა. ორივენი ანგელოზებივით თეთრი და ლამაზები იყვნენ. ჩემი თხოვნა შეასრულა და ვახოს დაურეკა. ორ წუთიანი ლაპარაკის შემდეგ საავადმყოფოს გზას მივუყვებოდი. ნერვებს ვთოკავდი, რომ დამღუპველი ავარია არ მომხდარიყო ბათუმის ქუჩებში. ათი-თხუთმეტი წუთიანი სიარულის შემდეგ სავადმყოფოს კიბეებზე ავრბოდით და ას ოთხმოცდამეშვიდე პალატას ვეძებდით. როდესაც ერთ-ერთ სართულზე ნაცნობი სილუეტებჯ დავინახეთ უკამოუხედავად წავედით მათკენ. ვიკა და მარი მთელი ძალით ჩაეხუტნენ და ხმა ამოუღებლად გაუზიარეს გულის ნადები ერთმანეთს.
ბიჭებთან თავჩაღუნული მივედი და მათ დავუდექი.
-როგორ არის?-ხმა ჩამწყდარმა აღმოვთქვი რამდენიმე სიტყვა. -ყველაფრის ახსნა მოგიწევს დიმიტრი! დაჯდები და ყველაფერს ასო-ასო გაგვიმარტავ! არ შეგრჩება! ჩვენი დის ამგვარი წამება არ შეგრჩება გასაგებია?!-ჩუმად, მაგრამ ზედმეტად მკაცრად თქვა სათქმელი ტატომ.
-საოპერაციოში არის, გადარჩენის 50%-ია. ვენები ღრმად არის ჩაჭრილი ბასრი იარაღით. ამ ყველაფერს კი თავის რკინაზე დარტყმაც ემატება. თავის ტვინის გადანერგვაც შეიძლება დაჭირდესო პაციენტს ექიმმა. ყველაფერს დაწვრილებით კი რამდენიმე საათიანი ოპერაციის დამავრება გვაუწყებს.-სიტყვის დამთავრებისას ამოიოხრა ვახომ. თან მიმიითა სკამზე დავმჯდარიყავი. მეც სხვა რა გზა მქონდა, სკამზე ჩამოვჯექი და ლიკასთან გატარებული ბედნიერი წუთების გახსენება დავიწყე: ჩვეულებრივი ურთიერთობას აცდენილი წყვილი ვიყავით. ზოგი წყვილსაც ვერ გვიწოდებდა. არც მოწონების, შეყვარებულობის და მით უმეტეს დაოჯახების ხანა არ გვქონია. პირველივე დღიდან დაიწყო ჩვენ შორის უხილავი და ამავდროულად სიყვარულით აღსავსე ძაფების გაბმა. ვუახლოვდებოდით შინაგანად, მაგრამ ფიზიკურად დღეში ორი საათითაც ვერ ვხედავდით ერთმანეთს. ძლიერი და ამაღელვებელი მომენტები სოფელში არ გვქონია, მაგრამ წამოსვლისას ყველაფერმა იფეთქა. თითოეული წუთი სამოთხეში გატარებულ საათად იქცა. 7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი-ეს ტრადიციაც მოგონებებმა ცხადში მოიყვანა და აგვისტოს დასაწყისში ლიკას ვარდთა თაიგული კარზე დავუტოვე.
მეორე დღე ენით აუღწერელი სიამოვნება და ტანჯვა იყო. ტყუილს ტყუილი დაემატა ჩემი "ოჯახის" გამო, მაგრამ გამომიტყდა... დიახ ლიკა ალვარიძე სიყვარულში გამომიტყდა. ჩვეულებრივად არ მომხდარა ყოველივე ეს, მაგრამ მთელი გულით ნათქვამი სიტყვები მალამოსავით დაედო გულს. ყველაფერი ეს დაგვირგვინდა "ცეცხლოვანი" კოცნით... დღესაც არ ვართ ერთად და სასხვათაშორისოდ არც არასდროს ვყოფილვართ... ფიქრებიდან ექთანის ხმამ გამომიყვანა:
-პაციენტის მდგომარეობა საგანგაშოა, შეიძლება ოპერაცია ვერც გადაიტანოს...

მეთერთმეტე-"სიკვდილი ან სიცოცხლე"
"ცხოვრება"-ერთი სიტყვაა და ყველაფერს იტევს. ბედნიერებას - უბედურებას, სიხარულს-ტკივილს, სიყვარულს-სიძულვილს... ცხოვრება? ერთი დიდი თამაშია, სადაც გსურს თუ არა მოთამაშეს როლს ასრულებ... ცხოვრება? ჯადოსნური ყუთია სადაც ბედ-იღბალი პირველია... ცხოვრება? ყველაფერია, მაგრამ გააჩნია შენ რას დაინახავ მასში. ცხოვრება სიკეთეცაა და ბოროტებაც, სიყვარულიც და სუძულვილიც... მაგრამ სიცოცხლეს გააჩნია...
ჩემ სიცოცხლეს ბოლო თვეების განმავლობაში იღბლიანი ყუთი არ მოკარებია. ტყუილი, ტკივილი... შემდეგ თავის დასაძვრენი ტყუილი და კვლავ ტკივილი, მაგრამ ეს უკანასკნელი ჩემთვის გაუსაძლისი და გარდამტეხი გამოდგა. ყველაფერმა ერთად შემომიტია, მშობლების სიკვდილი, ქორწილი და სიყვარული. უცებ დავეცი და ვერც ავდექი. გამოვითხარე ფეხქვეშ დასაყრდენი. ვიტკინე და ვატკინე სხვასაც. განა მარტო ვატკინე? ვაიძულე უდიდესი ცოდვა ჩაედინა და მისი სიცოცხლე ლაწირაკისთვის მიებარებინა. მისი უნაკლო სხეული ერთი ბასრი გასმით მიწაზე დააგდო. დაგდებას კი სისხლის გუბეში "ცურვა" მოყვა. გააწამა უდანაშაულო თავი და უდანაშაულო მეგობრებიც დატანჯა. ახლა? ახლა იბრძვის ცოდვის გამოსასყიდლად და იმ ქვეყნად წასვლაზე უარს ამბობს. საიდან ვიცი? ვგრძნობ. დიახ, ვგრძნობ ტყუპი სული როგორ იბრძვის სიცოცხლისათვის, მაგრამ ყველაფერი იცვლება, უეცრად გულს რაღაც წყდება და ჰორიზონტზე ექიმი გამოდის. სასიკვდილო სიტყვები ყურს უცებ ხვდება და ინგრევა. რა? ტყუილით აშენებული ოცნების კოშკები ინგრევა. როგორ? აი წვიმა სილით აშენებულ კოშკებს მიწასთან, რომ ასწორებს ისე, მაგრამ...
მაგრამ შეგიძლია მზიან და ნათელ დღეს ახალი ააშენო, უფრო დიდი და ფერადი. რას ვგულისხმობ? იმედს არ ვკარგავ, მწამს იმ ერთადერთის, რომ არ მიმტოვებს. ღმერთის მწამს, ის ხომ კეთილი და სათნოა, ის ხომ ყველას აძლევს მეორე შანს... ოპტიმისტის როლს ვირგებ და ექიმის ვუახლივდები. სხეული კანკალებს, მაგრამ ძალა, სურვილი წინ მიიწევს.
-გადარჩება?-ბაგეები ერთმანეთს მოწყდა და მხოლოდ ერთი აზრიანი სიტყვა გამოუშვა, ისიც ჩუმი.
-გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. ვენების პრობლემა ჩაწყდა და შეხვეული აქვს, მაგრამ...-ამოიოხრა და დიდ ხნიანი პაუზა აიღო.-თავი, ძალიან დიდ პრობლემას გვიქმნის. პაციენტს სისხლი საკმაო რაოდენობით დაკარგული აქვს, რის გამოც 9-10 საათიან ოპერაციის გაკეთება მისთვის სიკვდილის ტოლ ფასი იქნება, ამგვარ მდგომარეობაში დატოვებაც საზარელი რა თქმა უნდა... ნათესავებს უნდა ვკითხოთ გარისკავენ? წინასწარ ვამბობ, დრო ცოტა გაქვთ, რამდენიმე წუთში ექთანს გამოვუშვებ და სრული პასუხი უთხარით!-წინადადება მკაცრი და მომთხოვნი ტონით დაასრულა და შემდეგ ტერიტორია დატოვა. აცრემლიანებულ თვალებს ტირილის საშუალება ხელების მეშვეობით გადავუბლოკე. სკამთან მივედი და ვიკულის პასუხს დაველოდე.
-შეუძლებელია, ასე არ დანებდება! ლიკა მებრძოლია! არ დაეცემა!-ღრიალებდა და დარობოტებულივით ხელებს თმაზე ისმევდა. მეგობრები მის დაწყნარებას ცდილობდნენ, მაგრამ თითოეული მათი მოქმედება ფუჭი იყო.-გადაიტანს! ჩემი და ამ ოპერაციას გადაიტანს და მერე ამ ნაბიჭ**რს ყველაფერს ანანებინებს!-ცრემლები ჩქარა მოიშორა მწვანე ჩასისხლიანებული თვლებიდან და ფეხზე წამოდგა. ჩემკენ წამოვიდა და განმეორებით მუშტების რტყმა დამიწყო. შეწინააღმდეგებაზე არც მიფიქრია, რადგან ვაცნობიერებდი წყნარ ოჯახს სიმშვიდე, როგორ დავუნგრიე. დედ-მამამ არც იცოდა თავისი შვილი როგორ ებრძოდა სიკვდილს და საერთოდ 5 საათის წინ მომხდარ ამბავზე ბიჭებს მათთვის არაფერი უთქვამთ. საშინელება!!!
ექთანს პასუხი დროულად ვუთხარით. რამდენიმე წუთში გვაცნობეს, რომ ოპერაცია განახლებული იყო. საავადმყოფოს სამლოცველოში წავედი და ხატებს ვემთხვიე. მუხლებზე დავვარდი და ლოცვა წავიკითხე. ვგრძნობდი, როგორ ახლოს ვიყავი იმ წუთებში ღმერთთან. ვხვდებოდი, რომ რაღაც შეიცვალებოდა, მაგრამ უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ არ ვიცოდი... 8 საათიანი ლოდინის შემდეგ საოპერაციის კარები გაიღო და ექიმი გამოვიდა. სახის აგებულებით ვერაფერს ვერ იმსჯელებდი.ნელ-ნელა მოგვიახლოვდა.
-ოპერაცია დასრულდა.
-ექიმო ჩემი და გადარჩა?-ხმა ჩავარდნილი, აკაკანკალებული ტემბრით მიმართა პაციენტის დამ ექიმს.
-გართულებები ხშირი იყო. ყველაზე რთული კი ნახევარი საათის წინ გადავიტანეთ. პაციენტი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შემოვატრიალეთ და აქაურობას დავუბრუნეთ. გაგვიმართლა...
-ანუ?-წინადადების დასრულება არ აცალა მარიმ მის წინ მდგომ სილუეტს, ისე მიანათა იმედით სავსე თვალები ექიმს.
-მის ნახვას ხვალ შეძლებთ... ერთი რამ უნდა გითხრათ ოპერაციის დასაწყის მის ბაგეებს ერთი სიტყვა წასდათ- "დიმიტრი"...

თავი მეთორმეტე-"უსათაურო წამება"
ლიკა სინათლის მკაფიო სხივებმა თვალების გახელის უფლება რამდენიმე წუთი არ მომცეს, ამ დროის მანძილზე ნესტოები არასასიამოვნო ჰაერის მოლეკულებით გაივსო. წამლების მწვავე სუნმა მიმახვედრა, რომ ამ წუთას საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ვიმყოფებოდი. წამოჯდომა ვცადე, როდესაც თავის ძლიერმა ტკივილმა უწინდელ მდგომარეობაში დამაბრუნა. რამდენიმე წუთი უცვლელ მდგომარეობაში ვიყავი და მოვახერხე ოთახის დათვალიერება.
ოთხივე კედელი მინდვრისფრად შელამაზებულიყო. ჩემს ხელ მარცხნივ კედელს მართკუთხედის ფორმის ფანჯარა ამშვენებდა, რომელსაც გვერდებში ზურმუხტისფერი ფარდა ფარავდა. შედარებით ღია ტონალობის, ორნამენტებით გალამაზებული ნაჭერი მზის სხივებს ბოლომდე შემოხწევის უფლებას არ აძლევდა და ზურმუხტისფერ ფარდას უკნიდან ამოდგომოდა. ფანჯრის რაფა მოთეთროდ შეღებილიყო, რომელიც კუთხეებში ქოთნის იებით გალამაზებულიყო. მარჯვნივ იისფერი ია იწონებდა თავს, ხოლო მარცხნივ თოვლივით თეთრ ია გამეფებულიყო. რაფის ქვემოთ გამათთბობელი დაეყენებინათ, რომელიც ალბათ ზამთარში ოთახის ტემპერაურას აკონტროლებდა. ფანჯრის ხელ მარცხნივ, თეთრი იის გვერდს თეთრი ტყავის სავარჯელი მოთავსებულიყო, რომელსაც წინ ჟურნალის მაგიდა ედგა. მაგიდის ფეხები სადად მოჩუქურთმებულიყო. მასზე სხვადასხვა სახის გაზეთებს თუ ჟურნალებს მოეყარათ თავი. ჩემ პირდაპირ მწვანე კედელი გათავისუფლებულიყო, რასაც მარცხენა კედელზე ვერ ვიყტოდით. ყავისფერი ხის კარი, როგორც ვფიქრობ დერეფანსა და პალატას ერთმანეთისგან ყოფდა. კარის გვერდით თეთრი ტყავის დივანი იდგა. ჩემი (დროებითი) საწოლის გვერდით საჭირო სამედიცინო აქსესურები იწონებდა თავს. უეცრად ხის კარი გაიღო და პალატაში თეთრ ხალათიანი ქალაბატონი შემოვიდა. როგროც მე ვფიქრობ 40-დან 50წ-მდე. საშუალო სიმაღლის, სასიამოვნოდ შესახედი ქალი, ოდნავ მოპუტკუებული. კარედ შეჭრილი, წაბლისფრად შეღებილი თმით.
-გამარჯობა, ლიკა!-ხმაც თბილი და მის ასაკთან შესაფერისი ჰქონდა.-რამდენიმე დღე შენი ექიმი ვიქნები და ვიმედოვნებ არ გამიწყრები ან არ გამიბრზადები, ყოველ ერთ ან ორ საათში პალატაში თუ შემოგეჭრები.-ღიმილიც არაჩეულებრივი. ქალს შესაფერისი სახალისო იუმორის გრძნობის მქონე ექთანი. მის ღიმილს მეც ღიმილითვე ვუასუხე.-ნანა მქვია, იმედია ერთმანეთს მცირე დროის მანძილზე კარგად გავუგებთ.
-ეჭვიც არ მეპარება ქალბატონო ნანა.
-არავითარი ქალბატონო, არამგონი ჯერ ის ასაკი მქონდეს ვიმემ ქალბატონოთი მომმართოს საყვარელო. ახლა კი მსურს საქმის ვითარება გაგაცნო. სიმართლე გითხრა გამიკვირდა შენნაირი ახაგაზრდა, ლამაზი გოგონა ვენებ გადაჭრილი, რომ მომიყვანეს. რამ შეგაცდინა და შეგატოპვინა აქამდე ლიკა? ამხელა ცოდვაში ფეხს როგორ დგამდი? ეს, ეს არ ვიცი... არ შეიძლება...
-სიყავრულმა მიმიყვანა ასეთ დაბალ დონემდე ქალ... ნანა. სიყვარული ფერადი, ნათელი, კარგი მეგონა და ხომ ხედავ, დღეს სანამდე მომიყვანა?-ძალიან გამიკვარდა უცხო პიროვნებას ასე უცებ, რომ გადავუშალე გული, მაგრამ ვინმესთვის ხომ უნდა გამეთქვა გულის საშინლად დიდი ტკივილი?
-ვხედავ საყვარელო, ვხედავ, მაგრამ სიყვარული-ეს ცუდი არ არის-ამოიოხრა-პირიქით. როდესაც შენს ოჯახს შექმნი ასე არ იტყვი.
-იმედია ნანა, იმედია...-და ღრმად ამოვისუნთქე.
-შენ იცი, რომ მარტო ვენების პრობლემაც არ არის ამ ყველაფრის პრობლემა?
-ვიცი, თავიც ჩამოვარტყი მძიმე საგანს, როდესაც სხეულიდან ძალა გამომეცალა.
-მაგრამ ღმერთის წყალობით ყველაფერმა ცუდმა ჩაიარაა. ახლა მთავარია იმკურნალო წესების დარღვევის გარეშე...
-მაინც როდისთვის დავტოვებ საავადმყოფოს?
-თუ მოვლენები კარგად განვითარდა ალბათ 3-4 დღეში.
-სამი-ოთხი დღე ოთხ კედელში გამოკეტილი უნდა ვიყო? წამლების მძაფრი სუნით გამოვტენო ჩემი ფილტვები?-ტუჩებ დაბრეცილმა ჩავილაპარაკე ჩემი სავავალო მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდებოდა...
-ნუ წუწუნებ ქალბატონო ლიკა! ყველაფერი შენი ბრალია, მომინდომა გოგომ სიკვდილი... თითქოს ასეთი ადვილი იყო!-ალმაცერად გამიღიმა და ახსნა განმარტებას შეუდგა თუ რა მოხდა იმ ორი დღის განმავლობაში რაც მე მეძინა...
ნანას გასვლიდან რამდენმე წუთში ჩამეძინა, მაგრამ გაღვიძებულს პალატა სავსე დამხვდა. სავარძლები ნაცნობ სხეულებს შეევსო. თვალის გახელვისთანავე ვიკულიმ აცრემლიანებული თვალები შემომანათა და ძლიერ ჩამეხუტა. მას მოყვა მარი, ტატო, ვატო, მაგრამ მას ველოდი... წარმოგიდგენიათ რამდენად ძლიერ მიყვარს ადამიანი, რომელიც ასე არაადამიანურად მექცევა? არამარტო გულით, არამედ- სულით, სხეულით, მთლიანად მიყვარს. რომლის გამოც ჩემ სიცოცხლეს ფასს ვერ ვადებ! არაადამიანური სიყვარულით ვარ შეპყრობილი, რომელიც მომკლავს ან დედამიწაზე სამოთხეს დამანახებს...
-ლიკა ასე არ უნდა მოვქცეულიყავი! ეს გამოსავალი...
-წარსულის შეცვლა შეუძლებელია, ადამიანს ამის ძალა არ შესწევს. უშვებს გამოუსწორებელ ან გამოსასწორებელ შეცდომებს. გამოსასწორებელი შეცდომა უნდა გამოასწორო.უნდა ეცადო, რომ იმ შეცდომაზე ისწავლო უკეთესი და კვლავ არ გაიმეორო. უშეცდომო ღმერთია! აღარ მეწუწუნოთ წარსულზე, მეწუწუნეთ-თუ რა თქმა უნდა საწუწუნოა-მომავალზე!-მართალია ზედმეტად მკაცრად მომივიდა, მაგრამ "ლექციის" ჩატარების შემდეგ მეგობრებს სახეზე ღიმილი მოეფინათ.
-ბევრი რამ გასწვლა ამ 'შეცდომამ' და კიდევ ხომ არ გაიმეორებდი?-სიცილით წარმოთქვა თავისი აზრი ვატომ. მის სიტყვებს სოცილ-ხარხარით შევხვდით, როდესაც კარი გაიღო და პალატაში ექთანი შემოვიდა დიდი ყუთით.
-უკაცრავად, ლიკას სახელზე ამანათი არის და...
-მე მომეცით-ვუთხარი მწვანე სამოსში გამოწყობილ ექთანს და მრგვალი ყუთი გამოვართვი.
-ჩვენ დაგტოვებთ -თქვა მარიმ და ექთანს უკან გაყვნენ. გამიკვირდა მეგობრების ასეთი მოქმედება, მაგრამ ზედმეტად არ დავკვირვებივარ. ყუთს გარეთა ცელოფანი მოვაძვრე და მრგვალ წითელ ყუთს თავსახური ავხადე... ყუთში ვარდთა თაიგული იდო. ლამაზ სისხლისფერ დიდ ვარდთა რაოდენობა შვიდს შეადგენდა, სწორედ მაშინ მივხვდი თუ ვინ იყო საჩუქრის ადრესანტი. თაიგულში თეთრი კონვერტი იდო. კონვერტი ვარდებს დავაშორე და დასერილ ხელებში მოვიქციე. კონვერტიდან წერილი ამოვიღე, ვიგრძენი თუ როგორ ამიკანკალდა ხელები, მაგრამ მის წაკითხვაშ შევუდექი.
"ლიკა გილოცავ გამოჯანმრთელებისკენ წინსვლას. მართალია დღეს არც შვიდი სექტემბერია და არც შვიდი საათი, მაგრამ ვარდთა რაოდენობა არ შემიცვლია. დღეს რასაც აქ წაიკითხავ იცოდე, რომ სრული სიმართლეა, მას შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება"...

თავი მეცამეტე-„დასასრული“
„...მშობლების გარდაცვალების გამო მომიწია საქართველოში სამუდამოდ დაბრუნება და კომპანია „Avalian City”-ის სათავეში ჩადგომა. რამდენიმე კვირაში ბიზნეს სხდომა მოვიწვიე და სწორედ იქ გავიცანე ჩემი მეუღლე-ნია. იმ მომენტისთვის ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არაფერს და არავის არ ჰქონდა, მაგრამ ყველაფრის გააანალიზება მოვახერხე სწორედ მაშინ როდესაც ქერათმიანი ლამაზმანი შევიყვარე. მაშინ ვინანე ჩემი დაუფიქრებელი ნაბიჯი, მაგრამ ლიკა თუ შენ შეძლებ ჩემი ტყუილის პატიებას, მე შემიძლია ყველაფერი შემოქთავაზო. მორალურ მდგომარეობას არსებით მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ყველაფერს გავაკეთებ უზრუნველი ცხოვრებ, რომ გაჩუქო... არჩევანი შენზეა, მაგრამ იცოდე... მიყვარხარ...“

ცრემლებმა თეთრი ფურცელი დანამა. სიმართლის მოსმენა მსურდა, მაგრამ თუ ეს ამდენად მტკინვეული იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდი. პიროვნებამ ჩემი გული მთლიანად დაიპყრო. დაოჯახებულმა პიროვნებამ... ასეთ რთულ მდგომარეობაში პირველად ვარ. სიკვდილს თვალებში ჩავხედე და მაშინ არ შევშინებულვარ, მაგრამ ახლა? მთელი სხეული მიდუღს, არ შემიძლია თვალები დავხუჭო და მხოლოდ ჩემი ბედნიერებისთვის სხვას გული ვატკინო...

დიმიტრი:
შუადღისას კაფეში ლუდს მივირთმევდი, როდესაც ნიამ დამირეკა.
-მე უბრალოდ, მზად არ ვიყავი... მოვიშორე...
-ნია ამიხსნი რა ხდება...
-თაზოსან ორსულად ვიყავი...
-იყავი?-გაცოფებული წამოვარდი ფეხზე.
-აბორტი...
-სად ხარ? მოვდივარ!..

ლიკა:
დედ-მამა გაოგნებული გვიყურებდნენ, როდესაც მომხდარზე მოვუყევით, მაგრამ როდესაც დარწმუნდნენ ჯანმრთელად ვიყავი, ოთახში დამაბინავეს და მარტო დამტოვეს.
„მას შემდეგ გაუჩინარდა“
„არც პასუხით დაინტერესებულა“
სწორედ ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენთ.
-გამოჯანმრთელებას გილოცავ.
-პირდაპირ საქმეზე გადადი.
-ქვევით გელოდები და ჩამოდი.
-კი, მაგრამ... დიმიტრი, დიმიტრი!-ყურმილი დაკიდა. ფანჯრიდან გავიხედე და დიმიტრის მანქანა შევნიშნე. უარის თქმას ამ მომენტში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, სწორედ ამიტომ რამდენიმე წუთში მის მანქანაში ვისხედი.
-ამ საბუთბს გადახედე.
-რა არის?
-გაყრის საბუთებია. ნია უკვე ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. ახლა შენი ჯერია. გადაწყვიტე?
-დიმიტრი, ეს ჩვეულებრივი საკითხი არ არის! შენ მე ამ დროის მაძილზე მატყუებდი!
-ლიკა. შენ ჩემთვის ჩვეულებრივი გოგონა არ ხარ! მე შენ მიყვარხარ! ეს ყველაფერი ჩემთვის ჩვეულებრივი, რომ ყოფილიყო სიმართლეს არც გეტყოდი. მე მიყვარხაარ და რაც არ უნდაბანალურად ჟღერდე შეთვის ყველაფერს გავაკეთებ...
-მეც მიყვარხარ, მაგრამ ეს ყველაფერი...
-ლიკა ალვარიძე, თანახმა ხარ თუ არა გახდე ჩემი მეუღლე და გამიძლო კიდევ მრავალი წელი?-მისი სიტყვების გაანალიზებას ნახევარი საათი მოვანდომე. სასიამოვნოდ გაოგნებული ვიყავი, მაგრამ არ ვაპირებდი ამ სიამოვნების საკუთარი ხელლით განადგურებას. მე მომეცა საშუალება ვყოფილიყავი ბედნიერი და უნდა გამომეყენებინა!
-კი, კი და კი...

აი აქ გაჩერა ჩემთვის დრო, აქ დაიწყო მარადიულობა და სწორედ აქ დაიწყო შვიდი ვარდის ისტორია...
მე კი ყველა შეყვარებულს ვურჩევ, იბრძოლოს თავისი სიყვარულისთის, რადგან ეს გრძნობა იმდენად წმინდა, რომ როდესაც სასურველ შედეგს მიაღწევ აუცილებლად მიხვდები-ღირდა ეს ეკლებიანი გზა ამ ბედნიერებისთვისო.

------------
არ მსურდა ბანალური დასასრული, ცერემონიალები და ა.შ. სწორედ ამიტომ დავასრულე მოკლედ და კონკრეტულად...

ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის. აღარ მოგიწევთ ლოდინი ახალი თავისთვის ამდენი ხანი და არცჩემი გაკრიტიება, მოისვენებთ...
ველი შეფასებას... მე მაინც ძალიან მიყვარხართ და მადლობთ ასეთი მხარდაჭერისთის, მიუხედავად ჩემი მრავალიშეცდომებისა...



№1  offline წევრი buzgu))

იმის გაგრძლებას არ ველოდი არც მე ველოდი love სასიამოვნო დასასრული ჰქონდა love სხვა კიდე უფრო მაგარი ისტორიით გელი love

 


№2  offline წევრი KaTE:))

buzgu))
იმის გაგრძლებას არ ველოდი არც მე ველოდი love სასიამოვნო დასასრული ჰქონდა love სხვა კიდე უფრო მაგარი ისტორიით გელი love


მადლობა საყვარელო. ახალი მოთხრობის წერა მალე შევუდგები, მაგრამ როდისთვის გამოვაქვეყნებ არ ვიცი... love love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent